Adventure

Naruto movies / Наруто Фильми / ნარუტოს ფილმები
ანონსი
Naruto movies / Наруто Фильми / ნარუტოს ფილმები

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Shounen,

აღწერა: ნარუტოს ფილმები

Naruto TV1 / Наруто [ТВ-1] / ნარუტო
ანონსი EP: 220 ENG EP: 220 RUS
Naruto TV1 / Наруто [ТВ-1] / ნარუტო

გამოსვლის წელი: 2002
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Shounen,

აღწერა: იაპონიის ტერიტორიაზე, საიდუმლო ადგილებში მიმალულ სკოლა-სოფლებში ნინძებს ზრდიან. მთავარი გმირია პატარა ბიჭი სახელად ნარუტო უზუმაკი. ის ერთ-ერთ ასეთ სოფელში ცხოვრობს. როდესაც ნარუტო პატარა იყო, სოფელს თავს დაესხა უძლიერესი დემონი - ცხრაკუდიანი მელა. მისი დამარცხება შეძლეს, მაგრამ ნარუტოს მშობლები დაიღუპნენ... დემონის ძალა კი, პატარა ნარუტოში ჩაკეტეს. მას შემდეგ ნარუტოს და სოფლის სხვა მოსახლეებს შორის გაუცხოებამ და შიშმა დაისადგურა. მას ყველა გაურბის და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ექცევა კარგად. ეს ყველაფერი აძლიერებს ნარუტოს სურვილს, რომ გახდეს საუკეთესო ნინძა და საყოველთაო აღიარება მოიპოვოს...

Sword Art Online TV1 / SAO TV1 / Мастера меча онлайн TV1
ანონსი EP: 25 RUS
Sword Art Online TV1 / SAO TV1 / Мастера меча онлайн TV1

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Seinen,

აღწერა: 2022 წელს შეიქმნა ვირტუალური რეალური მასიური ონლაინ თამაში Sword Art Online (SAO) კაიაბა აჰიკიჰოს მიერ. ნერვის მექანიზმით მომხმარებელს შეეძლო თავისი ხუთი გრძნობა დაეკავშირებინა თამაშთან, მოთამაშეებს შეეძლოთ ემართათ თავიანთი პერსონაჟი თამაშში როგორც მოისურვებდნენ. 6 ნოემბერს 2022 წელს, როცა პირველად შევიდნენ თამაშში მოთამაშეები, მათ არ შეეძლოთ თამაშიდან გამოსვლა. თამაშის შემქმნელმა კაიაბა აჰიკიჰომ მოთამაშეებს ამცნო რომ თუ ისინი მიაღწევდნენ კოშკის მეასე საფეხურს და მოკლავდნენ ფინალურ ბოსს, ისინი განთავისუფლდებოდნენ. თუმცა თუ მათი პერსონაჟები მოკვდებოდნენ თამაშში, ისინი რეალურ სამყაროშიც დაიღუპებოდნენ. ამბის მთავარი გმირია ბიჭი კირიტო, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა სასიკვდილო თამაშის დამარცხება. კირიტო თამაშში გაიცნობს გოგო მოთამაშეს სახელად ასუნას, მას იგი შეუყვარდება და ერთად შეუდგებიან თამაშის გავლას.

Slugterra / Слагтерра / სლაგტერრა
ანონსი EP: 39 RUS
Slugterra / Слагтерра / სლაგტერრა

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,

აღწერა: ელი შეინს გადაწყვეტილი აქვს გახდეს ყველაზე დიდი ლოკოკინის-მსროლელი გმირი! მხოლოდ შეგროვების, ვარჯიშისა და პატარა, ლოკოკინად წოდებულ არსებებთან ბრძოლის გზით შეიძლება ჰქონდეთ მას და მის გუნდს იმედი, რომ დაამარცხონ ბოროტი ძალები. მაგრამ, პირველ რიგში, მან უნდა შეიძინოს მეგობრები, რასაც იგი ტრიქსიში, კორდსა და პრონტოში აკეთებს. ისტორია ვითარდება ელისა და მისი ბანდის გარშემო, რომელიც ცნობილია როგორც “შეინის ბანდა”, ისინი იკვლევენ გამოქვაბულებს, მეგობრულ დუელში იწვევენ მოწინააღმდეგეებსა და ერთმანეთს, ავითარებენ აღჭურვილობას და თუ დოქტორ ბლექსის მორიგ გეგმას არ შლიან, ძირითადად რამეს აშავებენ ამ წარმოუდგენელ მიწისქვეშა სამყაროში! თავისი უნიკალური მეგობრების დახმარებით ელი იწყებს სახელის მოხვეჭას სლაგტერრაში! [temo88]

Campione / Чемпион / ჩემპიონი
ანონსი EP: 13 RUS
Campione / Чемпион / ჩემპიონი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure, Comedy, Magic,

აღწერა: სამყაროში ყველაზე საშიში არსებაა იაპონელი ბიჭი, რომელსაც ახლახანს დაუდგა ახალგაზრდობის გაზაფხული! სწორედ ამიტომაა რომ 16 წლის კუსანაგი სულაც არ გაოცებულა, როდესაც უცნაურმა პაპამ ყოველგვარი გზისა და ენის ცოდნის გარეშე გაუშვა იტალიაში რათა მისი ძველი ნაცნობისათვის ქვის ტაბელი დაებრუნებინა. მამაცი ახალგაზრდა არც მაშინ დაიბნა, როდესაც გაიგო, რომ გარშემო უამრავი მაგი, ურჩხული და უძველესი ღმერთები არიან. ჯადოსნური ტაბელის მეშვეობითა და მშვენიერი გოგოს - ერიკა ბლანდელის დახმარებით სპარსული ღმერთის დამარცხების შემდეგ, კუსანაგიმ მშვიდად მიიღო ღვთიური შესაძლებლობები და გახდა ერთერთი შვიდ ”ჩემპიონს” შორის - სუპერ მეომარი, რომელსაც შეუძლია თვით ციური არსებების დამარცხება. ამ ყველაფრის შემდეგ კი გმირი დაბრუნდა და ჩააბარა უფროს სკოლაში. [temo88]

Gatchaman Crowds / Гачмэн: Отряд Галактики
ანონსი EP: 24 RUS
Gatchaman Crowds / Гачмэн: Отряд Галактики

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Adventure,

აღწერა: გაჩამანი წარმოადგენს ზეგად ტერმინს იმ მებრძოლებისათვის, ვინც სპეციალურ შეიარაღებულ ჯავშანს ატარებს, სახელად NOTE, რომელიც წარმოადგენს სულის გამოხატულებას. გაჩამანის შემადგენლობაში შედიან საბჭოს მიერ გამოგზავნილი უცხოპლანეტელები და დედამიწელები, რომლებიც შეირჩნენ თავიანთი ფარული შესაძლებლობების გამო, ყველა მათგანი კი მუშაობს, რათა დედამიწის მოსახლეობა დაიცვან უცხოპლანეტელი კრიმინალებისაგან, რომლებიც შემოიჭრნენ დედამიწაზე და საბჭოს მიერ დადგენილი წესები დაარღვიეს. [Temo88]

Beet the Vandel Buster / Приключения короля Бита
ანონსი EP: 77 RUS
Beet the Vandel Buster / Приключения короля Бита

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Adventure, Fantasy, Shounen,

აღწერა: It is the dark century and the people are suffering under the rule of the devil, Vandel, who is able to manipulate monsters. The Vandel Busters are a group of people who hunt these devils, and among them, the Zenon Squad is known to be the strongest busters on the continent. A young boy, Beet, dreams of joining the Zenon Squad. However, one day, as a result of Beet's fault, the Zenon squad was defeated by the devil, Beltose. The five dying busters sacrificed their life power into their five weapons, Saiga. After giving their weapons to Beet, they passed away. Years have passed since then and the young Vandel Buster, Beet, begins his adventure to carry out the Zenon Squad's will to put an end to the dark century.

Berserk: Golden Age Arc / Берсерк: Золотой век
ანონსი EP: 3 RUS
Berserk: Golden Age Arc / Берсерк: Золотой век

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy, Seinen,
გახმოვანება: რუსული

აღწერა: ღალატისა და სისხლის ღვრის შედეგად ტახტზე აღმოჩნდა ახალი მეფე. მისი დაქვემდებარებული დემონები მანამდე იქცევიან უსამართლოდ, სანამ ქალაქში ღამით არ გამოჩნდება მძიმედ შეიარაღებული მეომარი. იარაღით, ჯავშნითა და შრამებით დაფარული, საკუთარ თავს შავ მახვილოსანს უწოდებს. მისი მახვილის ზომა შეიძლება შედარდეს მხოლოდ მის მეფისა და დემონებისადმი სიძულვილს. [temo88]

Dragon Ball / Dragonball / Драконий жемчуг / Драгонболл / დრაკონის ბურთი
ანონსი EP: 606 RUS
Dragon Ball / Dragonball / Драконий жемчуг / Драгонболл / დრაკონის ბურთი

გამოსვლის წელი: 1986, 1989, 1996, 2009
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ძალზედ პოზიტიური ანიმეა - მას შედევრიც კი შეიძლება ეწოდოს. მთავარი გმირია გულკეთილი მაგრამ ამასთანავე მოსულელო ბიჭი სახელად გოკუ. ძალიან კარგი ისტორიაა, რომელის ნახვაც ნებისმიერს შეუძლია. მთელი სიუჟეტი არის ბრძოლებზე, დაამარცხებ ერთ მოწინააღმდეგეზე და შემდეგ მალევე ახალი მოწინააღმდეგე ჩნდება რომლიც უნდა დაამარცხონ.

ძირითადი ისტორია არის გოკუს და მათი მეგობრების მოგზაურობა რომელიც დრაკონის მარგალიტებს ეძებს, ლეგენდის თანახმად თუ ყველა დრაკონის მარგალიტს შეაგროვებ გაჩნდება დრაკონი რომელიც 1 ნებისმიე სურვილს შეგისრულებს, სულ ასეთი დრაკონის მარგალიტები შვიდი ცალია. ძალზედ ჩამთრევი ანიმეა რამოდენიმე სერიას რომ ნახავ უკვე აღარ შეგიძლია გაჩერდე სანამ ბოლომდე არ უყურებ, არაფერზე გადაგაქვს ყურადღება შენ მოგზურობ ჩვენს გმირებთან გოკუსთან, კირილენთან, იამაჩასთან და მათ მეგობრებთან. დრაგონბოლი სიონინის მეფეა მან მთელი ეპოქა შექმნა, თავად ეს ჟანრი სიონინი დრაგონ ბოლის არსებობის გამო ჩამოყალიბდა.

Spice and Wolf / Волчица и пряности / მგელი და სანელებელი
ანონსი EP: 25 RUS
Spice and Wolf / Волчица и пряности / მგელი და სანელებელი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Romance,

აღწერა: ადამიანებს უყვართ დედაბუნებაზე გამარჯვება. მიკარგული სოფლის გლეხებმაც კი თანამედროვე ტექნოლოგიები არჩიეს მგელი-ქალღმერთი ხოროს მფარველობას, რომელიც მათ მოსავალს ათასი წლის განმავლობაში იცავდა. მთლად მოიწყინა ქალღმერთმა, თუმცა უძველესი შეთანხმების შეწყვეტა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ, რომელთაც მის შესახებ დიდი ხნის წინ დაივიწყეს. მოულოდნელად კი მას გაათავისუფლებს ვიღაც ლოურენსი – სიმპატიური, მოხერხებული და საკმაოდ გონიერი ბიჭი, ტიპიური მოხეტიალე ვაჭარი. ქალღმერთმა მიიღო ახალგაზრდა გოგოს სახე და ლოურენსს სთხოვა იგი ჩრდილოეთში, მშობლიურ მხარეში წაეყვანა, იმ პირობით, რომ ახალგაზრდა ვაჭარი ამით არაფერს იზარალებდა. [temo88]

Moretsu Uchuu Kaizoku / Bodacious Space Pirates / Лихие космические пираты
ანონსი EP: 26 RUS
Moretsu Uchuu Kaizoku / Bodacious Space Pirates / Лихие космические пираты

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,

აღწერა: კაცობრიობა გაიფანტა კოსმოსში და თანდათან კოლონიებმა მოისურვეს დამოუკიდებლობა. ომის მიმდინარეობისას პლანეტა ”დილის ვარსკვლავის ზღვა”, რომელიც მდებარეობს ტაო-კიტის სისტემაში, გასცემდა ბევრ კაპერულ მოწმობებს, რათა შეევსო პატარა სამხედრო ფლოტი. სამხედრო მოქმედებები მიწყნარდა, მეკობრეებმა ჩრდილში გადაინაცვლეს, საერთო ჯამში კი ”დილის ვარსკვლავს” რამოდენიმე ოფიციალური კაპერიღა დარჩა, მათ შორის კი ლეგენდარული ”ბენტენმარუ”, რომელიც ათეულობით წელი მშვიდობის შემდეგ მივიწყებულია ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან. მიუხედავად ამისა მთავრობა რეგულარულად უხანგრძლივებდა მათ პატენტს, რადგან თანამშრომლობა საჭირო და ორმხრივად მომგებიანი აღმოჩნდა. ყველაფერ ამის შესახებ გაიგო 15 წლის კატო მარიკამ, ელიტარული გოგოების აკადემია ”თეთრი ფენიქსის” მოსწავლემ. დამაგვირგვინებელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ იგი არის ”ბენტენმარუს ახალგარდაცვლილი კაპიტნის ერთადერთი შვილი და, პირატული ტრადიციების მიხედვით, უნდა უხელმძღვანელოს ხომალდის ეკიპაჟს!

”ოჯახური ფირმის” საიდუმლო მაცნეებმა, სპეცსამსახურებმა და პირატული კლანების მოგზავნილებმა მალევე გააცნობიერეს, რომ ბენტენმარუს კაპიტნის მემკვიდრე ლიდერად არის დაბადებული, გამბედავი და მტკიცე ხასიათის მქონეა, ამასთანავე შესანიშნავი მფრინავია. ხომალდის ეკიპაჟი, რომლებმაც სკოლაში მასწავლებლების ნიღაბამოფარებულქვეშ შეაღწიეს, რათა მომავალი კაპიტნისათვის საბოლოო გამოცდა მოეწყოთ, თავადაც გაოცებულები დარჩნენ: რატომ არის ადგილობრივი იახტ-კლუბის სასწავლო ხომალდი ყოფილი კრეისერი, ხოლო მოსწავლეთა ნახევარი კი თავიდანვე შავ სიაშია შესატანი? ყველაფერი მარტივად არ არის, ხოლო ზუსტად კი მხოლოდ ორი რამის თქმა შეიძლება: პირველ რიგში, მარიკა აუცილებლად გახდება კეთილშობილი მეკობრეების მეთაური, მეორე კი ის არის რომ წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება! [temo88]

Summer Wars / Летние войны / საზაფხულო ომები
ანონსი EP: 1 RUS
Summer Wars / Летние войны / საზაფხულო ომები

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy,

აღწერა: В недалёком будущем почти треть планеты переселилась в виртуальную «страну ОЗ», где миллионы аватаров день за днем играют, общаются, торгуют, работают и даже творят высокую политику. Многие чувствуют себя в ОЗ куда увереннее, чем «в реале», и среди них 17-летний Кэндзи Койсо – типичный юный математик и программист. В свои последние летние каникулы Кэндзи привычно терзал очередной код, когда внезапно получил предложение, от которого нельзя отказаться. Еще бы – Нацуки-сэмпай, первая красавица школы, попросила поехать с ней в префектуру Нагано и чем-то помочь в родовом гнезде, поместье Дзинноути, куда на 90-летие матриарха клана уже съезжаются многочисленные родственники.

Persona 4 / Персона 4 / პერსონა 4
ანონსი EP: 37 RUS
Persona 4 / Персона 4 / პერსონა 4

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Fantasy, School Life,

აღწერა: უკვე მერამდენედ ჩავიდა მიყრუებულ დასახლებაში 17 წლის იაპონელი ბიჭი, რათა გაიგოს რა ხდება სინამდვილეში ამ მიყრუებულ მხარეში! ვერც კი მოასწრო ჩვენმა გმირმა, სახელად – იუ ნარუკამიმ, შეგუებოდა ბიძის სახლსა და ახალ სკოლას, რომ ქალაქი ინაბა შეძრა სერიულმა მკვლელობებმა,ამასთანავე გარდაცვლილები ჩამოკიდებულები იყვნენ ელექტროგაყვანილობებსა და ანტენებზე. დაიძრა ხმა შუაღამის არხზე, რომელზეც წვიმიან ღამეს ან საკუთარი საბედოს, ან მომავალი მსხვერპლის დანახვა შეიძლებოდა. რაღა თქმა უნდა, კლასელებს შორის აღმოჩნდნენ იოსუკე ხანამურა და ჰიპერაქტიური ტიე სატონაკა, რომლებმაც მალევე ჩაითრიეს საცოდავი ნარუკამი დიდ უსიამოვნებებში! [temo88]

Black Lagoon / Пираты «Черной лагуны» / შავი ლაგუნას მეკობრეები
ანონსი EP: 24 RUS
Black Lagoon / Пираты «Черной лагуны» / შავი ლაგუნას მეკობრეები

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama,

აღწერა: ჩვეულებრივი იაპონელი მოქალაქე ოკაძიმა როკურო მივლინებით მიემგზავრება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში: დანიშნულების ადგილზე უნდა მიიტანოს ძალიან მნიშვნელოვანი დისკი. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ხომალდს თავს ესხმიან მეკობრეები და როკურო ტყვედ აჰყავთ. იმისათვის რომ სახელი არ შეელახოთ, კომპანია გადაწყვეტს დისკი თავიდან მოიშორონ თანამშრომელთან ერთად. გადარჩენის მიზნით როკი გადაწყვეტს ითანამშრომლოს მეკობრეებთან და ახლა იგი “შავი ლაგუნის” თანამშრომელია! ისინი ერთად ებრძვიან დაქირავებულ მკვლელებს, ვერტმფრენებსა და ხომალდებს, შემდეგ კი მიემართებიან ნაცისტური გერმანიის საიდუმლო წყალქვეშა ნავის საძებრად. [temo88]

Juushin Enbu: Hero Tales / Война зверобогов: Хроники героев
ანონსი EP: 26 RUS
Juushin Enbu: Hero Tales / Война зверобогов: Хроники героев

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: დიდი ხნის წინ, ქვეყანაში, რომელიც ძველ ჩინეთს მოგვაგონებს, ცხოვრობდა შვიდი დიადი მეომარი, რომლებმაც კაცობრიობა ქაოსისგან იხსნეს. თითოეულ მათგანს ქონდა ვარსკვლავის ფორმის ნიშანი, თუმცა მათ შორის ორნი ყველაზე მაღლა იდგა: ხაგუნი - ”არმიის გამანადგურებელი” და ტენრო - "მწყურვალი მგელი”. მათი ძალა იმდენად საშინელი იყო, რომ ღმერთებმა გადაწყვიტეს ეს სულები ერთდროულად აღარასდროს გამოეძახათ, რადგან მათ მეცილეობას შეეძლო სამყარო დაეღუპა. გავიდა საუკუნეები, აკრძალვები შესუსტდა, ხოლო მშვიდობიან მიწებზე კი აღმოცენდა კენის იმპერია, ეომლის გენერალიც ტენროს განსახიერებაა.

”შავი მგლები” - სამხედრო იმპერიის ელიტა, ოფიციალურად ჩადიან უამრავ უკანონობას, ამით კი იძულებულს ხდიან გარშემო ქვეყნებს, რომ მათ დაემორჩილონ. ტენროს შეჩერება მხოლოდ ხაგუნს შეუძლია, რომელის რეინკარნაციაა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მებრძოლი ტეიტო, ლოტუსის ხრამის აღსაზრდელი. 16 წლის ტეიტო ფეთქებადი, მაგრამ სამართლიანი ახალგაზრდაა, აქვს ჯადოსნური ნიშანი და ჰყავს მომხიბლავი და, აი ქარიზმა კი ნახევარ კონტინენტსაც ეყოფა. გასაკვირი არაა, რომ რეინკარნირებულ ჰაგუნს მალევე შეუერთდებიან ხუთი მეომარი – ყველა სხვა გმირის განსახიერებები. ასე მიემართება ეს სუპერ ჯგუფი წმინდა ლაშქრობაში... [temo88]

Samurai Champloo / Самурай Чамплу / სამურაი ჩამპლუ
ანონსი EP: 26 ENG EP: 26 RUS
Samurai Champloo / Самурай Чамплу / სამურაი ჩამპლუ

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama,

აღწერა: მას შემდეგრაც ახალგაზრდა ფუუმ დედა დაკარგა,ერთი წელი მუშაობდა საჩაიეში, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა გამგზავრებულიყო იმ ადამიანის საძებნელად რომელიც სავარაუდოდ დამნაშავე იყო მის ყველა უბედურებაში.ფუუს გააჩნდა საიმედო კვალი: სამურაი, რომელსაც მზესუმზირის სუნი ასდიოდა. მაგრამ როგორ უნდა გადარჩე იაპონიაში ედოს ეპოქაში, როდესაც ყველა მოსახვევში ბანდიტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მოგიტაცონ და ბორდელში გაგყიდონ, ხოლო ერთადერთი მეგობარი კი მფრინავი ციყვი გყავს. © lucius_malfoy

Jyu Oh Sei / Planet of the Beast King / Планета Короля Зверей / მხეცთა მეფის პლანეტა
ანონსი EP: 11 RUS
Jyu Oh Sei / Planet of the Beast King / Планета Короля Зверей / მხეცთა მეფის პლანეტა

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Drama,

აღწერა: ისტორია იწყება 2436 წელს, ადამიანების მიერ მზის სისტემის მიტოვებისა და ბალკანის სისტემაში გადასახლებიდან 350 წლის შემდეგ. ტყუპი ძმები ტორი და რაი მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ კოსმიურ კოლონია იუნონაში, პლანეტაზე რეია. ერთხელ, სახლში დაბრუნებულ ძმებს მშობლები მოკლული დახვდათ. ამის შემდეგ კი, გაურკვეველი მიზეზებით, ძმები გაგზავნეს პლანეტაზე ხიმერა, ცნობილი, როგორც ”მხეცთა მეფის პლანეტა”.

ხიმერა ველური პლანეტაა, დაფარული ხორცისმჭამელი მცენარეებით. აქ სახლობენ სიკვდილმისჯილი პატიმრები. მალევე ირკვევა, რომ ერთადერთი გზა პლანეტის დასატოვებლად არის გადარჩენა და ”ცხოველთა მეფედ” გახდომა. თუმცა, მხოლოდ ასე შეუძლიათ ძმებს გაარკვიონ, თუ რა იფარება მშობლების მკვლელობის უკან. [temo88]

Ben 10 / Бен 10 / ბენ 10
ანონსი EP: 52 RUS
Ben 10 / Бен 10 / ბენ 10

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,

აღწერა: Десятилетний Бен Теннисон вместе с двоюродной сестрой Гвен и дедушкой Максом проводит школьные каникулы за городом. Случайно он находит наручные часы, оказавшиеся инопланетным прибором Омнитрикс. Конечно, Бен сразу надел его на руку и обнаружил, что может превращаться в одного из 10 космических супергероев! Теперь Бен должен научиться контролировать Омнитрикс, овладеть уникальными способностями супергероев, научиться работать в команде с Гвен и Максом. Выбор супергероев становится всё больше, а подстерегающие опасности всё страшнее — Земле грозит нашествие инопланетных злодеев!

Hauru no ugoku shiro / Howl's Moving Castle / Ходячий замок / მოსიარულე კოშკი
ანონსი EP: 1 RUS
Hauru no ugoku shiro / Howl's Moving Castle / Ходячий замок / მოსიარულე კოშკი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Adventure, Drama, Magic,

აღწერა: ფილმის მოქმედება ვითარდება ზღაპრულ სამყაროში, რომელიც გარეგნულად მეცხრამეტე საუკუნის ევროპას მოგვაგონებს. ამ სამყაროში, მაგია და ტექნიკა ერთდროულად ვითარდება.

სწორედ ასეთ სამყაროში ცხოვრობს სოფი. სოფი 18 წლის, ადრე დაობლებული, მექუდეა. ცოტა ხანში გავრცელდება ხმები ქალაქის მახლობლობაში დასახლებული მისტიური მაგის, ჰაულის, შესახებ. ერთ დღესაც, როდესაც სოფი გადაწვიტს თავის უმცროს დას ესტუმროს, მას გზად ორი ჯარისკაცი გადაეღობება. სწორედ ამ დროს, სოფი პირველად შეხვდება ჰაულს, რომელიც მას დაეხმარება ჯარისკაცების თვიდან მოცილებაში. ჰავლი მას პირველივე დანახვით შეუყვარდება. იმავე საღამოს, ქუდების მაღზიაში, სოფის ესტუმრა ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ასევე "შეყვარებულია" ჰაულში და ამ მიზეზით სოფის წყევლას დაადებს, რომლის გამოც ის ბებიად გადაიქცევა. წყევლის გასაუქმებლად, იგი სამოგზაუროდ წავა. გზად გოგონა მოჯადოებულ საფრთხობელას იპოვის, რომელიც სოფის ჰავლის სახლისაკენ გაუძღვება... [Devastation]

One Piece x Toriko x Dragon Ball Z Crossover OVA
ანონსი EP: 1 RUS
One Piece x Toriko x Dragon Ball Z Crossover OVA

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Adventure, Shounen,

აღწერა: Главные герои Ван Писа, Торико и Драгон Болла участвуют в Съестном турнире за главный приз – легендарное вкуснейшее мясо. Гоку, Торико и Луффи идут вровень. Тем временем, Зоро, Зебра и Вегета случайно пересекаются на отдаленном участке гонки, и между ними завязывается бой. Тем временем на турнире, начинаются бои не на жизнь , а на смерть, чтоб решить кому же достанется легендарное мясо. Мистер Сатан оказывается случайно втянутым в бой.

После сильнейших атак участников, только мистер Сатан остается на ногах и ему достается мясо. Победитель решает разделить мясо между тремя группами участников, и они устраивают веселое пиршество. Но оказывается, что настоящей целью турнира было выманить чудище Аками. Оно внезапно появляется перед всеми и, атакуя мистера Сатана, Усоппа и Гохана , высасывает их энергию. Сильнейшие решают поймать Аками, что бы отведать его вкуснейшее мясо. Чудище, победив Санджи, Пикколо, Френки и других персонажей, набрасывается на Гоку, Торико и Луффи вынуждая их к борьбе.

JoJo no Kimyou na Bouken TV1 / Невероятные приключения ДжоДжо / ჯოჯოს თავგადასავალი
ანონსი EP: 26 RUS
JoJo no Kimyou na Bouken TV1 / Невероятные приключения ДжоДжо / ჯოჯოს თავგადასავალი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Shounen,

აღწერა: ჯოსტერების ოჯახის ყველა თაობაში ყველა შთამომავალს არქმევენ სახელს რომელიც იგივე ასოებით იწყება რაც მათი წინაპრების, ამიტომ შესაბამისად მათ ჯოჯო-ს ეძახიან. XIX საუკუნიდან დაწყებული ყველა ჯოსტერების ოჯახის წევრს რომელთაც მეტსახელად ჯოჯო-ს ეძახიან უხდება გადარჩენისთვის ბრძოლა ქვის მასკის მფლობელთა და მათ შემქმნელთა წინააღმდეგ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჯენტლმენმა ჯორჯ ჯოსტერმა შემთხვევით ქურდბაცაცა და ყაჩაღი თავის ხსნელად ჩათვალა და მისი შვილი დიო ოჯახში მიიღო. ჯონატანი, ჯორჯის შვილი, პატიოსანი და უბრალო, ალალი ბიჭია, მაგრამ მან დაინახა თუ როგორი საშინელი ადამიანი იყო დიო, და მან გამოამჟღავნა მისი მაქინაციები, თუ როგორ უნდოდა მას მათი ოჯახის ქონების დაპატრონება და მისი მამის მოკვლა, მაგრამ დიომ თავისი ისეთი სახე გამოამჟღავნა რომ ჯონათანსაც კი გაუკვირდა, დიო ქვის მასკის დახმარებით თითქმის უკვდავი გახდა, მაგრამ ჯონათანს არ შეეძლო მისი ცოცხლად დატოვება ამიტომ მან თავსი სიცოცხლის ფასად გაანადგურა დიო. შემდეგ კი ისტორია მათი შთამომავლის ჯოზეფ ჯოსტერის თავგადასავლით გრძელდება სადაც ნათელი ხდება თუ საიდან წარმოიშვა და ვინ შექმნა ქვის მასკები.

Fractale / Фрактал / ფრაკტეილი
ანონსი EP: 11 RUS
Fractale / Фрактал / ფრაკტეილი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Fantasy,

აღწერა: სადღაც 300 წლის შემდეგ ადამიანები კვლავ ბუნებას დაუბრუნდნენ. გაქრა ხმაურიანი ქალაქები, გამონაბოლქვიანი ქარხნები და საკვებსა და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვა საკუთარ თავზე მექანიკურმა ღმერთმა, სუპერკომპიუტერების ქსელმა სახელად ”ფრაქტაილმა” აიღო. ამის სანაცვლოდ კი საჭირო მხოლოდ რეგულარული ”ლოცვა”- მთელი დღის დაგროვილი ინფორმაციის მონაცემთა საცავში გადაცემა იყო. ფრაქტაილის პროგრამისტები კულტის მსახურებად იქცნენ, დედამიწაზე კი თეოკრატია გამეფდა. ცხოვრება გამარტივდა, თუმცა გარეგნულად ყველაფერი მეოცე საუკუნის ტექნიკური განვითარების დონეს დაემსგავსა, ყველას შეეძლო ქონოდა ორეული-ავატარი, რომელსაც რუტინულ დავალებებს ავალებდა, თავად კი შეეძლოთ დაკავებულიყვნენ ახალი შთაბეჭდილებებისა და გასართობის ძიებით. მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, ამასთანავე ადამიანებმა დაკარგეს ფესვები და მიჯაჭვულობა. [temo88]

Pumpkin Scissors / Тыквенные ножницы / გოგრის მაკრატელი
ანონსი EP: 24 RUS
Pumpkin Scissors / Тыквенные ножницы / გოგრის მაკრატელი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Shounen,

აღწერა: ყინულოვან ქვეყანასთან ხანგრძლივმა ომმა მთელს იმპერიას დაუტოვა შრამები: შიმშილი, შავი ჭირი, დაბრუნებული ჯარისკაცები, რომლებიც ყაჩაღები გახდნენ... ომის მიერ მიყენებული ზარალისა და ხალხისა და ნაციის დაცარიელებაზე შიშის გამო არმიაში შეიქმნა მესამე საინფორმაციო დანაყოფი – "გოგრის მაკრატელი”, რომლის დანიშნულებაა ”ზიანის აღმოფხვრა”. ”თხელი ყინულის ხელშეკრულებად” წოდებული ზავის დადებიდან სამი წელი გავიდა. მესამე დანაყოფმა დაასრულა საკუთარი დავალება, უფრო სწორად კი გადაეშვა საოფისე საქმიანობაში, ხალხმა კი მათი დაცინვა დაიწყო და შეარქვეს ”შეწყალების დანაყოფი”, რომლებიც ხალხის უკმაყოფილებას მხოლოდ შორიდან ეხებოდნენ. ერთხელაც მათ დახმარება შესთავაზა მაღალმა კაცმა, ყოფილმა კაპრალმა. მას ქამარზე რკინის ფანარი ეკიდა და მძიმე იარაღი მხოლოდ ერთი ხელით ეჭირა... [temo88]

King of Bandit Jing / Ou Dorobou Jing / Приключения Джинга / ბანდიტთა მეფე
ანონსი EP: 13 RUS
King of Bandit Jing / Ou Dorobou Jing / Приключения Джинга / ბანდიტთა მეფე

გამოსვლის წელი: 2002
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy,

აღწერა: მოუფრთხილდით საფულეებს! დადგა თქვენი დროც, რომ გაიცნოთ ჯინგი – რობინ ჰუდის ღირსეული მიმდევარი! კეთილშობილმა ახალგაზრდა ქურდმა ტყუილად კი არ მიიღო “ბანდიტთა მეფის” ტიტული: მთელ სამყაროში არ მოიძებნება ძვირფასეულობა, რომლის მოპარვასაც ჯინგი ვერ მოახერხებს! [temo88]

1-24 25-48 ... 145-168 169-192 193-216 217-240 241-264 265-288 289-294