პრინცესა მონონოკეEpisode 1
4.2
6 Vote
Rating:

პრინცესა მონონოკე

გამოსვლის წელი: 1997
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy,

აღწერა: მურომაჩის სოგუნატის პერიოდი, 1337-1573 წლები. მშვიდ სოფელ ემიშის შეუტია, დემონი ტატარი-გამით შეპყრობილმა, ტყვიით დაჭრილმა, ტახების ღმერთმა ნაგომ. ახალგაზრდა, პინცმა აშიტაკამ, ხელის დაწყევლის საფასურად, ნაგოს მოკვლით, გადაარჩინა თავისი სოფელი. მისი ტომის ადათებით ახლაგაზრდა პრინცი გაძევდება სოფლიდან, რის შემდეგაც ის წყევლისაგან, რომელიც სიცოცხლისა და სულის წართმევასთან ერთად, მას არაადამიანურ ძალას აძლევს, გასაკურნებელი საშვალების საპოვნელად გაემართება.

ეს მოგზაურობა, საბოლოოდ, აშიტაკას მიიყვანს რკინის ქვეყანაში, რომელსაც მართავს ლედი ებოში. ტყის გაჩეხვის, განადგურებისა და მასში მცხოვრები, ამ პროცესის მოწინააღმდეგე, არსებების დახოცვის ხარჯზე, ეს ქალაქი შოულობს რკინასა და ტყვიას, რაც იარაღებისა და ტყვია-წამლის (რომლითაც ნაგო იყო დაჭრილი) გაკეთებისთვისაა საჭირო. ლედი ებოშის, ერთ-ერთი მთავარი მოწინაარმდეგე, ღმერთი მგლების გაზრდილი გოგონა, სანი, პრინცესა მონონოკეა.

მოვლენების შემდგომი განვითარების შედეგად, სანი და აშიტაკა გადაწყვეტენ ბოლო მოუღონ ტყის ღმერთებსა და ადამიანებს შორის დამკვიდრებულ უთანხმოებას..
0 კომენტარი
avatar