Seinen

Hanasaku Iroha / Hana-Saku Iroha / Азбука цветов / ყვავილთა ანბანი
ანონსი EP: 26 RUS
Hanasaku Iroha / Hana-Saku Iroha / Азбука цветов / ყვავილთა ანბანი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Seinen,

აღწერა: 16 წლის ოჰანე მაცუმაეს არ გაუმართლა - დედამ მიატოვა და საცხოვრებლად ბებიასთან გაუშვა. აი ბებია - ქალბატონი სიძიმა, სულაც არ აღმოჩნდა ღვთის მოვლენილი, რომელიც მზად არის შვილიშვილი ტკბილეულით გამოკვებოს, პირიქით, მკაცრი და გავლენიანი ქალია, რომელიც თავისი რკინის ხელით მართავს ძველი იაპონური სტილის სასტუმროს. ბებიის შეხედულებებიც ძველი და დროში გამოცდილი იყო: “კლიენტი ყოველთვის მართალია” და “თუ გინდა პატივი გცენ, შეგეძლოს საკუთარი საქციელზე პასუხისგება”. ასე რომ ახალ სტუმარს მოუწია საქმიანობაში ჩართვა და ოფიციანტისა და მოახლის პროფესიების შეთვისება. [temo88]

Shinrei Tantei Yakumo / Psychic Detective Yakumo / Детектив-медиум Якумо
ანონსი EP: 13 RUS
Shinrei Tantei Yakumo / Psychic Detective Yakumo / Детектив-медиум Якумо

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Seinen,

აღწერა: რატომ ეწვია ოთხი სტუდენტი მიტოვებულ სკოლას? ახლა უკვე გვიანია ამის კითხვა, რადგან ოთხიდან ერთი უკვე მკვდარია, ხოლო მეორე კი აშკარად ავი სულითაა შეპყრობილი. ჰარუკა ოძავა, დაშავებულის მეგობარი და ამასთანავე უიღბლო ლაშქრობის მონაწილე, დახმარების სათხოვრად მიმართავს უკარება იაკუმო საიტოს, რომელსაც, როგორც კამპუსში ჭორაობენ, შეუძლია ”რაღაც ასეთის გაკეთება”. როგორც რიგი საშიში თავგადასავლის შემდეგ ირკვევა, ახალი ნაცნობის სისხლივით წითელ მარცხენა თვალს მართლაც შეუძლია გარდაცვლილთა სულების დანახვა, ხოლო თავად მას კი შეუძლია სულებთან კონტაქტის დამყარება. საერთო ჯამში, პირდაპირი და გახსნილი ჰარუკა და თავის თავში ჩაკეტილი და ირონიული იაკუმო უცნაურ წყვილს ქმნიან, რომელთაც ბედმა არგუნა სხვადასხვა ზებუნებრივი მოვლენების გამოძიება! [temo88]

Ergo Proxy / Эрго Прокси / ერგო პროქსი
ანონსი EP: 24 RUS
Ergo Proxy / Эрго Прокси / ერგო პროქსი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ატმოსფეროში დიდი რაოდენობით დაგროვილი მეთან ჰიდრატის (CH4 ბუნებრივი აირი) ფენის აფეთქების შემდეგ, დაჩენილი ადამიანები იძულებული გახდნენ, მთელ პლანეტაზე მიმოფანტულ, იზოლირებულ ქალაქ-გუმბათებში, დასახლებულიყვნენ. ერთ-ერთ ასეთ ქალაქში, რომდოში, ისინი მშვიდობიანდ ცხოვრობენ კონტროლირებად საზოგადოებაში, სრულიად ავტონომირებულ რობოტებთან, ავტორეივებთან, ერთად. მაგრამ მშვიდი ცხოვრება ქალაქში მომწვავებულმა, კოგიტო ვირუსით დაავადებული, რობოტების მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა დაარღვია. სწორედ ან მკვლელობებს იძებს რეგენტის შვილიშვილი, რილ (Real) მეიერი, რომელიც გამოძიებისას შეხვდება უცნაურ ადამიანს, ვინსენტ ლოუს (Law)… [Devastation]

Trinity Blood / Кровь Триединства / სამეულის სისხლი
ანონსი EP: 24 RUS
Trinity Blood / Кровь Триединства / სამეულის სისხლი

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Adventure, Seinen,

აღწერა: რამდენიმე ასეული წლის წინ კაცობრიობამ დიდი შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა მას ძალიან ძვირად დაუჯდა. მოხდა დიდი კატასტროფა, დედამიწაზე არმაგედონი დადგა და გადარჩენილებს მკვდრების შეშურდათ. სხვადასხვა უბედურებასთან ერთად პლანეტაზე მოვიდნენ იდუმალი არსებები, თუმცა ადამიანებს წარსულში ამ არსებების მსგავსებთან უკვე ჰქონიათ საქმე, შემდგომში კი ამ ახალ და საშიშ მტერს შეარქვეს ლეგენდებიდან აღებული სახელი... ვამპირები! თუმცა ბუნება შეუბრალებელი და სასტიკია თავის გონიერებაში. ადამიანები ფრინველების სისხლს სვავენ, ვამპირები ადამიანებისას. ეს კი იმას ნიშნავს რომ შესაძლებელია სადღაც არსებობს ის, ვინც ვამპირის სისხლით იკვებება! ვის მხარეს დადგება ეს არსება? რა ბედი ელის მას იმ სამყაროში, რომელიც ნაწილებად იშლება ადამიანებსა და ვამპირებს შორის ომით? ვინ გახდება მისი მეგობარი და ვინ სასიკვდილო მტერი? [temo88]

Shiki / Corpse Demons / Усопшие / ცხედარი
ანონსი EP: 22 RUS
Shiki / Corpse Demons / Усопшие / ცხედარი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Drama, Seinen,

აღწერა: სოფელი სოტობა, მიკარგული იაპონიის მთების სიღრმეში, მეოცე საუკუნის დასასრულსაც კი არ ნებდება ცივილიზაციას. მოხუცები იღუპებიან, ახალგაზრდების ნაწილი კი, ისეთები როგორიცაა მეათეკლასელი მეგუმი სიმიძუ, ოცნებობენ სკოლის დამთავრებისთანავე მეგაპოლისში გაქცევაზე. არიან სხვებიც, მაგალითად 32 წლის ტოსიო ოძაკი დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ხოლო ნაცუნოს ოჯახი კი თავად გადმოვიდა ქალაქიდან ბუნებასთან ახლოს. დრო წყნარად და უშფოთველად მიედინება, თუმცა, მაღლობზე ახლად აშენებული ”თავადური” სახლის იდუმალი მფლობელების გამოჩენა ყველასათვის ახალი განხილვის საგანი გახდა. საინტერესო ამბებთან ერთად კი ცუდი ხმებიც გავრცელდა... [temo88]

Natsume Yujin-Cho TV1-TV4 / Тетрадь дружбы Нацумэ / ნაცუმეს მეგობრობის დღიური
ანონსი EP: 52 RUS
Natsume Yujin-Cho TV1-TV4 / Тетрадь дружбы Нацумэ / ნაცუმეს მეგობრობის დღიური

გამოსვლის წელი: 2008-12
ჟანრები: Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ტაკასი ნაცუმე მედიუმია. უფრო კონკრეტულად კი, მას შეუძლია იმისი დანახვა, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ: მოჩვენებები, ღმერთები და დემონები. ეს შესაძლებლობა ახალგაზრდას სიხარულს ნამდვილად არ ანიჭებს. ადრე ბავშვობიდან ნაცუმე ”ისეთი არ იყო როგორც ყველა”: ყვებოდა არარსებულს, ეშინოდა ცარიელი ადგილების... როდესაც გაიზარდა ისწავლა რომ არაფერი უნდა მოეყოლა და არ უნდა შეშინებოდა (ყოველ შემთხვევაში მანამ სხვები ხედავდნენ), თუმცა მაინც არ არის ისეთი, როგორც ყველა. [temo88]

Phantom: Requiem for the Phantom / Фантом / ფანტომი: რექვიემი ფანტომზე
ანონსი EP: 26 RUS
Phantom: Requiem for the Phantom / Фантом / ფანტომი: რექვიემი ფანტომზე

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: ბოროტმოქმედთა ორგანიზაცია ”ინფერნო” ასუფთავებს ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზას, ამისთვის კი ”ფანტომების” - ლეგენდარული მკვლელების დახმარებით, რომლებმაც წარუმატებლობა არ იციან, ერთმანეთის მიყოლებით ხოცავს ამერიკული მაფიის ბოსებს. მკვლელ მოჩვენებაზე სახელის გარდა არაფერია ცნობილი, რადგან ვინც მას მოქმედებაში ნახავს უკვე ვეღარაფერს იტყვის. თუმცა ბანდიტებისა და სპეცსამსახურებისათვის არნახულ საიდუმლოს სრულად შემთხვევით გაიგებს ახალგაზრდა იაპონელი რეიძი, რომელიც მარტო მოგზაურობდა შტატებში. არასასურველ თვითმხილველს, რომელმაც ოპერაციის მსვლელობას მოკრა თვალი ზეცაში გაამგზავრებდნენ, უკანასკნელ მომენტში ფანტომი რომ უფროსს არ შეეჩერებინა... [temo88]

Zetman / Зетмен / ზეტმენი
ანონსი EP: 13 RUS
Zetman / Зетмен / ზეტმენი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: ორგანიზაციამ “ამაგამი” შექმნა გენეტიკურად შეცვლილი არსებები, სახელად “გეიმერები”. ურჩხულები სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს მიწისქვეშა გლადიატორულ ბრძოლებში. მდიდარი უსაქმურები ფილს იხდიდნენ, მეცნიერები გატაცებულნი იყვნენ ბუნების ძელებზე ძალაუფლებით, ხოლო მენეჯერები კი მოგებას ითვლიდნენ. ყველაფერი კანზონზომიერად დამთავრდა - “გეიმერებმა” ცნობიერება შეიძინეს და მაყურებლებისა და მცველების განადგურებით თავი გაითავისუფლეს. მიცუგამი ამაგის, ორგანიზაციის მფლობელს, ხელში კოზირი ქონდა, რომლის საშუალებითაც ფიქრობდა გაქცეული მონსტრების გაკონტროლებას. თუმცა, წამყვანმა მეცნიერმა გორო კონძაკიმ, გაიგო რა უფროსის ჩანაფიქრი, შეშინებული გაიქცა და თან წაიყვანა ბავშვი - პროექტ “ზეტ”-ის მთავარი საცდელი ობიექტი. პროფესორმა არეულობის წყალობით მოახერხა გამოპარვა და მალევე ხიდის ქვეშ მყოფ უსახლკაროებს ორნი მიემატნენ - ჭაღარა მოხუცი და მისი შვილიშვილი. [temo88]

Basilisk / Василиск / ვასილისკი
ანონსი EP: 24 RUS
Basilisk / Василиск / ვასილისკი

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ნინძების ორი კლანი, იგა და კოგა, უძველესი დროიდან მტრობდნენ. ელავდა მახვილები, მოედინებოდა სისხლის მდინარეები, სანამ ამ უძველესი მტრობის გზაზე არ დადგა ადგილობრივი ლორდი ხატორი ხანძო. ასე დაუკავშირდნენ ერთმანეთს ორი კლანი ურღვევი შეთანხმებით, რომელიც მტრობას კრძალავდა. დრო გადიოდა, დაგროვილი სიძულვილი კი მართალია ოდნავ შენელდა, თუმცა მაინც რჩებოდა შეურიგებელთა გულებში. თუმცა კლანებს შორის ჩადგა ორი შეყვარებული, ახალგაზრდა ყმაწვილი და გოგო, ორი ახალგაზრდა გული, რომელთაც განზრახული ჰქონდათ ქორწინების ძალით დაკავშირებოდნენ ერთმანეთს და ამით დაესრულებინათ ძველი გარჩევები. [temo88]

Brave 10 / Храбрая 10 / მამაცი ათეული
ანონსი EP: 12 RUS
Brave 10 / Храбрая 10 / მამაცი ათეული

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Seinen,

აღწერა: ახალგაზრდა ქურუმი იზანამი ცდილობს მოხვდეს უედას სასახლეში: ტაძარი, სადაც ის მსახურობდა დაიწვა, ყველა ბერი და მიმდევარი გაანადგურეს შინობებმა, ხოლო აღმზრდელის უკანასკნელი სიტყვები იყო: “მფარველობა სთხოვე იუკიმურა სანადას”. გზაში იზანამი ხვდება კირიგაკურე საიძოს, უბატონო სამურაის, და მას დახმარებას სთხოვს - მარტო ვერ შეძლებს სანადას მიწებამდე მიღწევას, რადგან მას ბოროტი ნინძები მისდევენ. საიძოს არ სურს უსუსური გოგოს დახმარება, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდება... ვინ იცის, პატარა ქურუმი შეებრალა თუ დაპირებულმა საკვებმა მოხიბლა? [temo88]

Berserk TV1 / Kenpuu Denki Berserk / Берсерк / ბერსერკი
ანონსი EP: 25 RUS
Berserk TV1 / Kenpuu Denki Berserk / Берсерк / ბერსერკი

გამოსვლის წელი: 1997
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ღალატისა და სისხლის ღვრის შედეგად ტახტზე აღმოჩნდა ახალი მეფე. მისი დაქვემდებარებული დემონები მანამდე იქცევიან უსამართლოდ, სანამ ქალაქში ღამით არ გამოჩნდება მძიმედ შეიარაღებული მეომარი. იარაღით, ჯავშნითა და შრამებით დაფარული, საკუთარ თავს შავ მახვილოსანს უწოდებს. მისი მახვილის ზომა შეიძლება შედარდეს მხოლოდ მის მეფისა და დემონებისადმი სიძულვილს. [temo88]

Giant Killing / Вынос гигантов / გიგანტების გამანადგურებელი
ანონსი EP: 26 RUS
Giant Killing / Вынос гигантов / გიგანტების გამანადგურებელი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Drama, Seinen, Sports,

აღწერა: აღმოსავლეთ ტოკიოს საფეხბურთო კლუბი თამაშობს იაპონურ პირველ ლიგაში, სადაც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ უძლიერესი პროფესიონალური გუნდები. თუმცა, ”ისთ ტოკიო იუნაითედის” საუკეთესო დღეები უკვე დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, გუნდი გადაიქცა სტაბილურ აუთსაიდერად, რომელიც დღითიდღე კარგავს მნიშვნელოვან მოთამაშეებს, სპონსორებსა და გულშემატკივრებს. მწვრთნელების ქიშპობა და უფულობა კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას, ფანების დიდი ნაწილი კი მოითხოვს რადიკალურ ცვლილებებს. გუნდის გადარჩენის სასოწარკვეთილი მცდელობებისას, ერთერთი დირექტორი კოსეი გოტო და კლუბის პრეზიდენტის ქალიშვილი იური ნაგატა მიემგზავრებიან ინგლისში, რათა დააბრუნონ ”ისტ ტოკიოს” ყოფილი მოთამაშე ტაკესი ტაცუმი, რომელიც მწვრთნელი გახდა და, როგორც ამბობენ, სასწაულებს ახდენს ფეხბურთის სამშობლოში... [temo88]

D.Gray-man / Грэй-мен / დ.გრეი მენ
ანონსი EP: 103 RUS
D.Gray-man / Грэй-мен / დ.გრეი მენ

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Comedy, fantasy, seinen,

აღწერა: ეს არის ისტორია ეგზარციზმზე, ეგზარცისტებზე და აკუმებზე რომლებიც ჭამენ მკვდარი ადამიანების სულებს თუ ნათესავები ტირიან მათზე და თხოვენ დაბრუნებას მარგამ როგორც ყველა ანიმეში რათქმაუნდა აქაც არის ბოროტმოქმედი ეგრედწოდებული ათასწლიანი გრაფი რომელსაც ეხმარება ნოეს ოჯახი რომელიც რატომღაც გაბრაზებულია მთავარ გმირზე რომელსაც ძალიან ბუნდოვანი წარსული აქვს.

1-24 25-48 49-72 73-96 97-109