მომხმარებლის მასალები [chopper]

D.Gray-man / Грэй-мен / დ.გრეი მენ
ანონსი EP: 103 RUS
D.Gray-man / Грэй-мен / დ.გრეი მენ

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Comedy, fantasy, seinen,

აღწერა: ეს არის ისტორია ეგზარციზმზე, ეგზარცისტებზე და აკუმებზე რომლებიც ჭამენ მკვდარი ადამიანების სულებს თუ ნათესავები ტირიან მათზე და თხოვენ დაბრუნებას მარგამ როგორც ყველა ანიმეში რათქმაუნდა აქაც არის ბოროტმოქმედი ეგრედწოდებული ათასწლიანი გრაფი რომელსაც ეხმარება ნოეს ოჯახი რომელიც რატომღაც გაბრაზებულია მთავარ გმირზე რომელსაც ძალიან ბუნდოვანი წარსული აქვს.

Great Teacher Onizuka / GTO / Крутой учитель Онидзука / ონიზუკა დიადი მასწავლებელი
ანონსი EP: 43 RUS
Great Teacher Onizuka / GTO / Крутой учитель Онидзука / ონიზუკა დიადი მასწავლებელი

გამოსვლის წელი: 1999
ჟანრები: Comedy, Drama, School Life, Shounen,

აღწერა: ეიკიჩი ონიძუკა არის 22 წლის, ყოფილი ბანდის ლიდერი, რომელიც პირადი მიზეზების გამო გადაწყვეტს სკოლის მასწავლებელი გახდეს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია სკოლის გოგოების მოხიბვლა და მათთან დროის გატარება. მაგრამ ცოტა ხანში ონიძუკა აღმოაჩენს, რომ მას მორალური ღირსებები გააჩნია, რომლის მიხედვითაც მას არ შეუძლია სკოლის გოგოების ღირსების შელახვა, უფრო მეტიც, იმის მაგივრად, რომ გოგოების უმანკოებით ისარგებლოს, ის მასწავლებლისთვის არატრადიციული მეთოდების გამოყენებით მთელი თავისი კლასის ბავშვების, ბიჭებისა და გოგოების, ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას გადაწყვეტს. ეს არც თუ ისე მარტივია, რადგან მას სკოლაში ყველაზე რთული კლასის ხელმძღვანელობა დააკისრეს... [Devastation]

Tiger and Bunny / Тигр и Кролик / ვეფხვი და კურდღელი
ანონსი EP: 25 RUS
Tiger and Bunny / Тигр и Кролик / ვეფხვი და კურდღელი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy,

აღწერა: ტექნოლოგიურად განვითარებულ ქალაქ შტერნბილდ-სიტიში სუპერგმირები “ნექსთის თაობა” და დამნაშავეები – მსახიობები ხალხის გასართობად, ამ ყველაფერს კი გამოცდილი რეჟისორები მართავენ. მართალია გმირების შესაძლებლობები, ისევე როგორც დამნაშავეები ნამდვილია, ისინი მხოლოდ პაიკებს წარმოადგენენ სპონსორებისა და შოუ-ბიზნესის მმართველთათვის. დაპირისპირებები გადაიცემა პირდაპირ ეთერში, მაყურებლები თავიანთ საყვარელ გმირებს აფასებენ ტექნიკისა და არტისტიზმისთვის, რაც განსაზღვრავს რეიტინგს, ხოლო ამაზე კი დამოკიდებულია პრესტიჟი და ანაზღაურება. გარეული ვეფხვი, იგივე კოტეცუ კაბურაგი – ძველი სკოლის წარმომადგენელია და ბიზნესში უკვე ათ წელზე მეტია ჩართული, თუმცა უკვე თავს კარგად ვეღარ ართმევს საკუთარ დავალებას. ამის გამო რეჟისორი მას ახალგაზრდა, დამწყები გმირის პარტნიორად დანიშნავს... [temo88]

Soul Eater / Пожиратель Душ / სულების მჭამელი
ანონსი EP: 51 RUS
Soul Eater / Пожиратель Душ / სულების მჭამელი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: რატომ უჭირთ სუპერგმირებს მათთვის მინდობილი ტერიტორიის გათავისუფლება ყოველგვარი არსებებისაგან? იმიტომ რომ არ ყოფნით განათლება. ამის გამო სამყაროში, სადაც მოქმედება ხდება, სიკვდილის ღმერთმა თავისი დამხმარეებისათვის და ღვთიური იარაღის კანდიდატებისათვის შემოიღო სწავლების სისტემა სამხედრო აკადემიის დაარსებით, რაღა თქმა უნდა, დაკარგულ ქალაქში. ინსტიტუტში ორი კატეგორიის სტუდენტები სწავლობენ – ისინი, რომლებსაც შეუძლიათ სულიერ იარაღებად გადაქცევა და მათი პარტნიორები – ოსტატები (იგივე ტექნიკოსები). იარაღი და ოსტატი წყვილში მუშაობენ, ხოლო მათგან საუკეთესოებს კი სწავლის დამთავრების შემდეგ ეძლევათ შანსი იმუშავონ სიკვდილის ცელად – თავად ღმერთის იარაღად. [temo88]

Rainbow Nisha Rokubou no Shichinin / Радуга: Семеро из шестой камеры
ანონსი EP: 26 RUS
Rainbow Nisha Rokubou no Shichinin / Радуга: Семеро из шестой камеры

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Drama,

აღწერა: ამერიკული ოკუპაციის შემდეგ იაპონიაში მძიმე პერიოდი დადგა. 1955 წელს ქვეყანაში ნგრევა და სიღარიბე მეფობდა, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა სასტიკი მეთოდების გამოყენება დანაშაულისა და ქუჩებში არსებული ძალადობის წინააღმდეგ. ახალგაზრდა სამართალდამრღვევებისათვის შეიქმნა მკაცრი რეჟიმის კოლონიები, რომლებსაც აღსაზრდელებისათვის ყაჩაღური ცხოვრების სურვილი უნდა დაეკარგვინებინა. მოქმედება იწყება სიონანის სახელობის სპეცკოლონიაში, ტოკიოსთან ახლოს. იქ სხვადასხვა დანაშაულებისთვის ხვდებიან 16-17 წლის მოზარდები, მეტსახელებით ჯო, მარიო, ჯარისკაცი, გოლიაკი, კომბოსტო და კუ. [temo88]

Mawaru Penguin Drum / Пингвиний барабан / პინგვინების ბარაბანი
ანონსი EP: 24 RUS
Mawaru Penguin Drum / Пингвиний барабан / პინგვინების ბარაბანი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy,
გახმოვანება: რუსული

აღწერა: ტაკაკურას ტყუპი ძმებისთვის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. ექიმის დიაგნოზის შემდეგ გაირკვა, რომ მათ და ჰიმარის რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩა. უფროსკლასელი ძმები კანბა და შომა ცდილობდნენ ყოველდღე ჰიმარის გვერდზე ყოფილიყვნენ და მისი ნებისმიერი სურვილიც შეესრულებინათ, მაგალითად : ოკეანარიუმში წასვლა. სწორედ აქ გარდაიცვალა ჰიმარი ტვინის სიმსივნით. და დარდით გაწამებულმა მოზარდებმა უცებ სასწაული დაინახეს : გოგონას თავზე აღმოჩნდა პინგვინის ფორმის ქუდი, რომელიც მათ სუვენირების მაღაზიაში იყიდეს და რომელმაც ... გააცოცხლა მათი და! ბავშვები გამოიქცნენ საავადმყოფოდან რომ აღენიშნათ მომხდარი. მაგრამ მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს... [Tab00]

Beelzebub / Вельзевул / ველზევული
ანონსი EP: 60 RUS
Beelzebub / Вельзевул / ველზევული

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen

აღწერა: მთავარმა გმირმა საშიშმა და ძლიერმა ჩხუბისთავმა ოგამ ერთხელ დაინახა კაცი რომელიც მდინარეში იხრჩობოდა, მცირეოდენი ფიქრის შემდეგ კი იგი გადაარჩინა. რაც ყველაზე გასაოცარია უცნობი ორად გაიყო და მის შიგნით აღმოჩნდა ჩვილი ბავშვი. ერთი შეხედვით სასტიკმა, მაგრამ კეთილმა ოგამ ბავშვი თავისთან წაიყვანა. ბიჭუნა კი ეშმაკის შვილი აღმოჩნდა და მისი მამობილი ოგა ვალდებულია დაიცვას და აღზარდოს ბავშვი.

Area no Kishi / Паладин на Поле / მოედნის რაინდი
ანონსი EP: 37 RUS
Area no Kishi / Паладин на Поле / მოედნის რაინდი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Shounen, Sports,

აღწერა: აიზავა კაკერუ არის ნაციონალურ ლიგა იუ-15-ში მოთამაშე საფეხბურთო ასის აიზავა სუგურუს უმცროსი ძმა. იგი ყოველთვის ოცნებობდა დამსგავსებოდა უფროს ძმას, თუმცა მალევე დაკარგა საკუთარ თავში რწმენა, როდესაც თამაშის დროს საკუთარ მეგობარს მიაყენა ტრამვა. რამოდენიმე წლის შემდეგ, ისე რომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ფსიქოლოგიური ტრამვის დაძლევა, კაკერუ ყველგან დაჰყვება საკუთარ ძმას ასისტენტის როლში. თუმცა ასეთი ვიტარება სულაც არ მოსწონს სუგურუს, რადგან გულში ინახავს ერთ დროს მათ საერთო ოცნებას - მსოფლიო ჩემპიონატში ერთად თამაშს. [temo88]

1-24 25-48 ... 721-744 745-768 769-776