Last Update

GunGrave / Убийца с того света / განგრეივი
ანონსი EP: 26 RUS
GunGrave / Убийца с того света / განგრეივი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,

აღწერა: მოცემული სერიალი არის შუთერის ერთერთი ეკრანიზაცია და შეიცავს კომპიუტერული თამაშისათვის დამახასიათებელ ყველა ელემენტს: პირველი ნაწილი ვითარდება განგსტერული საგის სახიტ, მეორე ნაწილი კი წარმოადგენს მონსტრების სასაკლაოს, რომელთა ძალა თანდათან იზრდება. სწორხაზოვანი სიუჟეტის მიუხედავად, ეს ისტორია გამოირჩევა კარგად შერჩეული ატმოსფეროთი, გამოკვეთილი გმირებითა და მეგობრობის, ერთგულებისა და ღალატის თემების კარგად წარმოჩენით. ასევე აღსანიშნავია სტუდია ”მედჰაუსისთვის” დამახასიათებელი შესანიშნავი გრაფიკა და იმახორი ცუნეოს საუნდტრეკები, რომელმაც დაწერა მუსიკა ”ტრიგანისათვის”. [temo88]

To Love-Ru: Trouble / Любовные неприятности
ანონსი EP: 38 RUS
To Love-Ru: Trouble / Любовные неприятности

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,

აღწერა: ეს ამბავი ხდება იუკი რიტოს, უფროსკლასელის გარშემო, რომელიც ვერაფრით ახერხებს სიყვარულში გამოუტყდეს თავის ოცნების გოგოს – საირენჯი ჰარუნას. ერთ დღეს, როდესაც ის სახლში დაბრუნდება და აბაზანაში ნებივრობს, მის წინ არსაიდან გაჩნდება იდუმალი შიშველი გოგო. მისი სახელია ლალა და ის მოვიდა პლანეტა დევილუკიდან, სადაც ის იყო ტახტის მემკვიდრე. მამამის სურს მისი სახლში დაბრუნება, რათა ცოლად გაყვეს ერთერ ქმრობის კანდიდატს, მაგრამ ლალას სურს ცოლად რიტოს გაყვეს და დარჩეს დედამიწაზე. [temo88]

Oda Nobuna no Yabou / Амбиции Оды Нобуны / ოდა ნობუნას ამბიციები
ანონსი EP: 12 RUS
Oda Nobuna no Yabou / Амбиции Оды Нобуны / ოდა ნობუნას ამბიციები

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Comedy,

აღწერა: ჩვენი თანამედროვე საგარა ესიხარა მოხვდა იაპონური არეულობების ეპოქის ერთერთ ვერსიაში, ოვარიეს მიწების პრინცესის ... ოდა ნობუნას სასახლესთან! ამ სამყაროში ისტორიულ თავადთა შორის საკმარისად არიან სიმპათიური გოგოები, თუმცა დანარჩენები პირქუში მამაკაცები არიან მოშიშვლებული შუბლებით. უბრალო იაპონელი მოსწავლე არ დაბნეულა - თამაშებში უარესი სიტუაციებიც შეხვედრია! მას შეუყვარდა გენიალური და მეოცნებე ნობუნა, რომელსაც იაპონიის გაერთიანება არა ძალაუფლების გამო, არამედ იმიტომ უნდა, რომ ოცნებობს შექმნას დიადი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხარბ უცხოელებს. საგარა მიხვდა, რომ ბედმა შანსი მისცა დიდი საქმეები გააკეთოს და იქნებ სახლში დასაბრუნებელი გზაც იპოვოს. [temo88]

Papa no Iukoto o Kikinasai! / Слушайтесь папу! / დაუჯერეთ მამას!
ანონსი EP: 13 RUS
Papa no Iukoto o Kikinasai! / Слушайтесь папу! / დაუჯერეთ მამას!

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama,

აღწერა: იუტა სეგავა პატარაობაში დაობლდა, მის აღზრდაზე კი მისი უფროსი და იური ზრუნავდა. როცა იუტა უფროს სკოლაში შევიდა, იური გათხოვდა ორ ქალიშვილიან (ორივე სხვადასხვა ცოლისაგან) მამაკაცზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა და, იუტამ ვერ გაამართლა ასეთი ურთიერთობა და ცხოვრება დამოუკიდებლად დაიწყო, თუმცა ყველაზე ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას ინარჩუნებდა. ჩვენმა გმირმა დაამთავრა სკოლა და ჩააბარა უნივერსიტეტში. თუმცა მხიარული სტუდენტური დღეებით დატკბობა დიდხანს ვერ შეძლო. იგი დათანხმდა დარჩენილიყო დის სახლში და მიეხედა მისი შვილებისათვის – 3 წლის ჰინასთვის, 10 წლის მიუსა და 14 წლის სორასათვის, სანამ უფროსები გამგზარებულები იყვნენ. შემდეგ კი გოგოებთან ერთად გაიგო საშინელი ამბავი, მათი მშობლები აღარ დაბრუნდებოდნენ... [temo88]

Phantom: Requiem for the Phantom / Фантом / ფანტომი: რექვიემი ფანტომზე
ანონსი EP: 26 RUS
Phantom: Requiem for the Phantom / Фантом / ფანტომი: რექვიემი ფანტომზე

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: ბოროტმოქმედთა ორგანიზაცია ”ინფერნო” ასუფთავებს ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზას, ამისთვის კი ”ფანტომების” - ლეგენდარული მკვლელების დახმარებით, რომლებმაც წარუმატებლობა არ იციან, ერთმანეთის მიყოლებით ხოცავს ამერიკული მაფიის ბოსებს. მკვლელ მოჩვენებაზე სახელის გარდა არაფერია ცნობილი, რადგან ვინც მას მოქმედებაში ნახავს უკვე ვეღარაფერს იტყვის. თუმცა ბანდიტებისა და სპეცსამსახურებისათვის არნახულ საიდუმლოს სრულად შემთხვევით გაიგებს ახალგაზრდა იაპონელი რეიძი, რომელიც მარტო მოგზაურობდა შტატებში. არასასურველ თვითმხილველს, რომელმაც ოპერაციის მსვლელობას მოკრა თვალი ზეცაში გაამგზავრებდნენ, უკანასკნელ მომენტში ფანტომი რომ უფროსს არ შეეჩერებინა... [temo88]

Itazura na Kiss / Озорной поцелуй / თავხედური კოცნა
ანონსი EP: 25 RUS
Itazura na Kiss / Озорной поцелуй / თავხედური კოცნა

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy,

აღწერა: უფროსკლასელმა კოტოკო აიხარუმ თავისი ქალური გული სამუდამოდ მიუძღვნა სკოლის სუპერვარსკვლავ ნაოკი ირიეს. ორი წლის განმავლობაში ცდილობდა შეყვარებული გოგო, რომ მიეღწია ”ა” კლასის დონეზე, სადაც სწავლობდა მისი გულისსწორი, თუმცა ისევე დარჩა სკოლის მორევში. რბილად რომ ვთქვათ, კარგი ადამიანი იყო, მაგრამ სწავლა მისთვის არ იყო... დადგა ბოლო სასწავლო წელი. სასოწარკვეთილმა კოტოკომ მთელი სული და გული ჩააქსოვა სასიყვარულო წერილში, მაგრამ ნაოკიმ ხალხის თანდასწრებით განაცხადა უარი წერილის წაკითხვაზე, რადგან ”სულელები მას არ აინტერესებდა”. საცოდავი გოგო მიხვდა, რომ მისთვის ცხოვრება დამთავრდა... [temo88]

Yumekui Merry / Dream Eater Merry / Мерри, пожирательница снов / მერი, სიზმრების ქურდი
ანონსი EP: 13 RUS
Yumekui Merry / Dream Eater Merry / Мерри, пожирательница снов / მერი, სიზმრების ქურდი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ათი წლის წინ იუმეძი ფუძივარამ მიიღო უნარი იგრძნოს ხალხის მიერ ნანახი სიზმრების აურა. ამასთანავე მან დაიწყო კოშმარების ნახვა, სადაც “სხვა სამყაროს” წარმომადგენლები იქ მისულის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და ემუქრებოდნენ. იუმეძიმ როგორღაც ისწავლა მათთან გამკლავება, თუმცა ჩვეულებრივ ძილი უკვე აღარ შეეძლო. მისი მშობლები წასულები არიან სამოგზაუროდ და ახალგაზრდა ცხოვრობს ბავშვობის მეგობრის, ისანა ტაჩიბანას სახლში, რომელმაც იცის მისი ნიჭი და ცდილობს მის შესწავლას. ამ ნიჭის შესახებ იციან სხვა ახლო მეგობრებმა და ლიტერატურული კლუბის წევრებმაც, სადაც უიმეძი დადის რათა დახვეწოს უნარი და დაწყოს მწერლის კარიერა. თუმცა, გმირი მალევე დარწმუნდება, რომ რეალობა გაცილებით უფრო საშიში და საინტერესოა, ვიდრე წარმოსახვა! [temo88]

Zero no Tsukaima / Подручный Луизы-Нулизы / Familiar of Zero / უნიჭო ლუიზას მსახური
ანონსი EP: 50 RUS
Zero no Tsukaima / Подручный Луизы-Нулизы / Familiar of Zero / უნიჭო ლუიზას მსახური

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Ecchi, Fantasy, Magic,

აღწერა: ლუიზა ფრანსუაზა დე ლევალიერი სწავლობს ტრისტეინის მაგიის აკადემიაში. თუმცა, აკადემიური მოსწრება ქალბათონს არ უვარგა: მას არც ერთი შელოცვის სწორად შესრულება არ შეუძლია, არ გამოსდის არც ერთი ტრანსფორმაცია. თუმცა ყველაზე რთული გამოცდა ლუზას (მავნე კლასელებისაგან “ნულად” წოდებული შესაძლებლობების შესაბამისად) ელის მეორე კურსზე, დამხმარის გამოძახების საზეიმო დღეს, რომლებიც არიან დამწყები მაგების მსახურები და თილისმები. დრაკონის, სალამანდრის, არწივისა და შავი კატის ნაცვლად, უიღბლო ლუიზას შინაური ცხოველის სახით შეხვდება ... ხირაგო საიტო, ჩვეულებრივი იაპონელი უფროსკლასელი! [temo88]

Zetman / Зетмен / ზეტმენი
ანონსი EP: 13 RUS
Zetman / Зетмен / ზეტმენი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: ორგანიზაციამ “ამაგამი” შექმნა გენეტიკურად შეცვლილი არსებები, სახელად “გეიმერები”. ურჩხულები სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს მიწისქვეშა გლადიატორულ ბრძოლებში. მდიდარი უსაქმურები ფილს იხდიდნენ, მეცნიერები გატაცებულნი იყვნენ ბუნების ძელებზე ძალაუფლებით, ხოლო მენეჯერები კი მოგებას ითვლიდნენ. ყველაფერი კანზონზომიერად დამთავრდა - “გეიმერებმა” ცნობიერება შეიძინეს და მაყურებლებისა და მცველების განადგურებით თავი გაითავისუფლეს. მიცუგამი ამაგის, ორგანიზაციის მფლობელს, ხელში კოზირი ქონდა, რომლის საშუალებითაც ფიქრობდა გაქცეული მონსტრების გაკონტროლებას. თუმცა, წამყვანმა მეცნიერმა გორო კონძაკიმ, გაიგო რა უფროსის ჩანაფიქრი, შეშინებული გაიქცა და თან წაიყვანა ბავშვი - პროექტ “ზეტ”-ის მთავარი საცდელი ობიექტი. პროფესორმა არეულობის წყალობით მოახერხა გამოპარვა და მალევე ხიდის ქვეშ მყოფ უსახლკაროებს ორნი მიემატნენ - ჭაღარა მოხუცი და მისი შვილიშვილი. [temo88]

Blood C TV2 / Кровь C TV2 / სისხლი სი [ტვ-2]
ანონსი EP: 12 RUS
Blood C TV2 / Кровь C TV2 / სისხლი სი [ტვ-2]

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Drama,

აღწერა: დროის გასვლისა და გარემოპირობების მიუხედავად, გრძელდება ომი, რომელიც თავის კვალს ტოვებს ისტორიაზე და გავლენას ახდენს თანამედროვე სამყაროზე. ამ ომში ჩართულია ორი მთავარი ჯგუფი. პირველ ჯგუფს წარმოადგენენ ურჩხულები, რომლებიც ცნობილები არიან “ხელფრთიანების” სახელით და შეუძლიათ მიიღონ ადამიანის სახე. ისინი არიან პრაქტიკულად უკვდავები და იკვებებიან ცოცხალი არსებების სისხლით. მეორე ჯგუფი კი არის ორგანიზაცია სახელად “წითელი ფარი”, რომელიც შექმნილია მონსტრების აღმოჩენისა და განადგურების მიზნით. ოტონაში საია უფროსკლასელი გოგოა, რომელიც მშვიდად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ახსოვს არაფერი უკანასკნელი ერთი წლის გარდა. თუმცა, მის ბედნიერ ცხოვრებას ერთი მოვლენა დაასრულებს, რომელიც მას მისი ბედისაკენ გაუძღვება. [temo88]

Blood + TV1 / Кровь + TV1 / სისხლი + [ტვ-1]
ანონსი EP: 50 RUS
Blood + TV1 / Кровь + TV1 / სისხლი + [ტვ-1]

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Drama,

აღწერა: დროის გასვლისა და გარემოპირობების მიუხედავად, გრძელდება ომი, რომელიც თავის კვალს ტოვებს ისტორიაზე და გავლენას ახდენს თანამედროვე სამყაროზე. ამ ომში ჩართულია ორი მთავარი ჯგუფი. პირველ ჯგუფს წარმოადგენენ ურჩხულები, რომლებიც ცნობილები არიან “ხელფრთიანების” სახელით და შეუძლიათ მიიღონ ადამიანის სახე. ისინი არიან პრაქტიკულად უკვდავები და იკვებებიან ცოცხალი არსებების სისხლით. მეორე ჯგუფი კი არის ორგანიზაცია სახელად “წითელი ფარი”, რომელიც შექმნილია მონსტრების აღმოჩენისა და განადგურების მიზნით. ოტონაში საია უფროსკლასელი გოგოა, რომელიც მშვიდად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ახსოვს არაფერი უკანასკნელი ერთი წლის გარდა. თუმცა, მის ბედნიერ ცხოვრებას ერთი მოვლენა დაასრულებს, რომელიც მას მისი ბედისაკენ გაუძღვება. [temo88]

Maken-ki! / Макен-ки! / მაკენ-კი!
ანონსი EP: 24 RUS
Maken-ki! / Макен-ки! / მაკენ-კი!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Ecchi, School Life,

აღწერა: ტაკერუ ოიამამ საშუალო სკოლის სამი წელი გაატარა ბიჭების ინტერნატში და, რაღა თქმა უნდა, მოენატრა მშვენიერი სქესი. ამიტომ იგი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩაეწერა აკადემია ”მზიურში” – ასევე ინტერნატში, რომელიც ადრე მხოლოდ გოგოებისთვის იყო და მხოლოდ ახლახანს დართეს ბიჭებს აქ სწავლის უფლება. კიდევ ერთი პლიუსი იყო ის, რომ აქ სწავლობდა ერთი წლით უფროსი ჰარუკო ამაია, არა მხოლოდ ბავშვობის მეგობარი, არამედ თანაკლუბელიც კარატეში, რომლისგანაც ტაკერუ ელოდა რჩევასა და დახმარებას ახალ ამაღელვებელ სამყაროში, სადაც საკუთარი თავი უკვე ”პირველ ბიჭად” წარმოედგინა. საკმაოდ გარკვეული აზრებით შეპყრობილს ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან: ”მზიური” შექმნილი იყო, როგორც მაგიისა და საბრძოლო ხელოვნებების სკოლა! [temo88]

Mayo Chiki / эй цыпочка / ეი, პატარავ!
ანონსი EP: 13 RUS
Mayo Chiki / эй цыпочка / ეი, პატარავ!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: საკამატის ოჯახში ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ ერთადერთი ვაჟი კინძირო დედასთან და დასთან ერთად 5 წლის ასაკიდანვე ვარჯიშობდა, თუმცა იგი ბოქსის ტომრის ან საბრძოლო მანეკენის როლს როლს ასრულებდა. ამის წყალობით ჩვიდმეტი წლისა გამძლე და ამტანი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტისას საწინააღმდეგო სქესთან, შოკური რეაქცია – ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა. უფროს სკოლაში არ ამართლებდნენ ჩვენი გმირის ქცევას, რომელიც გოგოებთანნებისმიერ კონტაქტს გაურბოდა - ზოგი მას უძლურად თვლიდა და მისი სახელისგან გამომდინარე წიწილა შეარქვეს, სხვებმა კი უარესზე ფიქრი დაიწყეს. თავად ძირომაც დაიწყო ნერვიულობა, როდესაც აღმოაჩინა, რომ აღფრთოვანებული იყო თანატოლი სუბარუ კონოეთი, რომელიც დირექტორის ქალიშვილის, კანადე სუძუცუკის მსახური იყო. [temo88]

Needless / Отверженные / განდევნილები
ანონსი EP: 24 RUS
Needless / Отверженные / განდევნილები

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Fantasy,

აღწერა: მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, XXI საუკუნის მიწურულს, იაპონიაში გაჩნდა ინფიცირებული ზონები ”შავუ ზონები”, რომლებიც ხალხმა შემოღობა და მიატოვა. თუმცა თანდათან ასეთ ადგილებშიც გაჩნდა სიცოცხლე. ის მცირეოდენნი, ვინც გადარჩა, მიზანმიმართულად მუტირებულები იქნენ და მიიღეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები – ძებუნებრივი ძალები, სტიქიათა მაგია, ენერგიის მატერიალიზაცია და სხვა მრავალი. ახალი რასის უძლიერესი წარმომადგენლები იმდენად ჩამოშორდნენ კაცობრიობას, რომ ხალისით მიიღეს ადამიანებისაგან შერქმეული მეტსახელი – ”განდევნილები”. [temo88]

Last Exile TV2 - Fam, The Silver Wing / Изгнанник: Серебряное крыло Фам
ანონსი EP: 21 RUS
Last Exile TV2 - Fam, The Silver Wing / Изгнанник: Серебряное крыло Фам

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy,

აღწერა: შორეული პლანეტიდან მოქმედება ბრუნდება დედამიწაზე, რომელსაც მთვარეების რიცხვი გაეზარდა და შემოაკლდა ბუნებრივი რესურსები. უზარმაზარმა ხომალდებმა – ექსაილებმა, დააბრუნეს უკან კოლონისტების ნაწილი და ცხოვრება განახლდა. ცივილიზირებული ქვეყნების არსებობდა დამოკიდებულია უზარმაზარ ტბაზე, რომელიც წარმოადგენს მტკნარი წყლის მთავარ წყაროს და რომლის მფლობელობისთვისაც იბრძვიან ტურანის სახელმწიფო და ადესის ფედერაცია. თუმცა, გარდა ხმელეთის მოსახლეობისა, არსებობენ მხიარული ცის პირატები, რომელთა ბაზები საიმედოდ არის დაცული თოვლით დაფარულ მთებში, მათი მფრინავი ნავსადგომები მიუდგომელი ციხესიმაგრეებია, ხოლო მათი მოხერხებული ვანშიპები სხვა მფრინავ ხომალდებს შიშის ზარს სცემენ. ხალხის მოტაცება კი ხოცვა-ჟლეტისა და დაფაზე გატარების ნაცვლად გამოსასყიდით მთავრდება, სწორედ ასეთია თამაშის წესები. [temo88]

Last Exile TV1 / Последний изгнанник
ანონსი EP: 26 RUS
Last Exile TV1 / Последний изгнанник

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy,

აღწერა: კლაუსი და ლავი ერთად გაიზარდნენ და ერთად იყოფენ გაჭირვებას, პურის ნატეხისა და ცის სიყვარულს. მას შემდეგ რაც მათი პილოტი მამები დაიღუპნენ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისას, კლაუსმა და ლავიმ ისწავლეს ფრენა ძველებურ ხომალდ – ვანშიპზე და თავად გახდნენ კურიერები. თუმცა ვანშიპი მათთვის მხოლოდ გამომუშავების წყარო არ ყოფილა: ახალგაზრდა მფრინავები ოცნებობდნენ გაემარჯვათ ნორიკიის თასის სახელგანთქმულ რბოლაზე. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღეს მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევდათ გავლენიანი კლანისა და დაუმარცხებელი ხომალდის ”სილვანის” კაპიტან - ალექს როუს მრავალწლიან ომში... [temo88]

B Gata H Kei / Извращенка со Вторым размером / გარყვნილი მეორე ზომით
ანონსი EP: 12 RUS
B Gata H Kei / Извращенка со Вторым размером / გარყვნილი მეორე ზომით

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: 15 წლის სიმპათიური გოგო გვარად იამადას, ჩააბარა რა უფროს სკოლაში, აწუხებს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი - როგორ დაკარგოს ქალწულობა და მიიღოს სიამოვნება? ზრდასრულ ცხოვრებაზე დიდი ფიქრის შემდეგ, “აღმოსავლეთელმა თავისუფალმა ქალმა” გადაწყვიტა, რომ მისი პირველი პარტნიორი ასევე ვაჟიშვილი უნდა ყოფილიყო, რათა თანაბარ პირობებში შეესრულებინათ ამაღელვებელი და შემაშინებელი რიტუალი და მისულიყვნენ ლოგიკურ დასასრულამდე. აი მერე კი თუნდაც ასი ბიჭი გამოიცვალე... მსოფლმხედველობის გასაფართოვებლად. [temo88]

Basilisk / Василиск / ვასილისკი
ანონსი EP: 24 RUS
Basilisk / Василиск / ვასილისკი

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ნინძების ორი კლანი, იგა და კოგა, უძველესი დროიდან მტრობდნენ. ელავდა მახვილები, მოედინებოდა სისხლის მდინარეები, სანამ ამ უძველესი მტრობის გზაზე არ დადგა ადგილობრივი ლორდი ხატორი ხანძო. ასე დაუკავშირდნენ ერთმანეთს ორი კლანი ურღვევი შეთანხმებით, რომელიც მტრობას კრძალავდა. დრო გადიოდა, დაგროვილი სიძულვილი კი მართალია ოდნავ შენელდა, თუმცა მაინც რჩებოდა შეურიგებელთა გულებში. თუმცა კლანებს შორის ჩადგა ორი შეყვარებული, ახალგაზრდა ყმაწვილი და გოგო, ორი ახალგაზრდა გული, რომელთაც განზრახული ჰქონდათ ქორწინების ძალით დაკავშირებოდნენ ერთმანეთს და ამით დაესრულებინათ ძველი გარჩევები. [temo88]

Prev 1 2 ... 45 46 47 48 49 Next