აღწერა: როდესაც ახალგაზრდა კეიიჩი მშობლებთან ერთად ქალაქიდან პატარა სოფელ ხინიმიძავაში გადავიდა და ადგილობრივ სკოლაში მომხიბვლელ კლასელებთან დამეგობრდა, წარმოდგენაც კი არ ქონდა, თუ რამდენად მცდარი იყო მისი წარმოდგენა ამ წყნარ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე. თუმცა, როგორც მალევე აღმოაჩინა, ამ სოფლის ცხოვრების იდილიის ფასადს მიღმა იმალება საშინელი მკვლელობებისა და უკვალო გაუჩინარებების ისტორია, ხოლო ამ კეთილსასურველი მდუმარების საფარველქვეშ კი საშინელი ძალები იფარება. საშინელი საიდუმლო თანდათან იხსნება მისი გაოცებული თვალების წინაშე... [temo88]
ბოლო სერია არის № 50. თქვენს მიერ ბოლო ნანახი ეპიზოდია:
made me cry,laugh,nervous,madly interested,sad and happy ... ერთ-ერთი იმ ანიმეთაგანია,ერთი ამოსუნთქვით რომ ვუყურებ და ბოლოს მაჟრიალებს,ვაცნობიერებ რა,რომ უკვე მორჩა და განცდილი აღარ განმეორდება ^^ საკმაოდ ბევრ საინტერესო თემაზე დამაფიქრა კიდევ ერთხელ,სიზმებზე,დეჟავუებზე,პარალელურ სამყაროებზე.. ისედაც ბევრი დავწერე,ამიტომ საერთო შეფასება 10/10 (მე-2 opening-იც პირველივით შთამმბეჭდავია,შეცვლილი თემით და ხასიათით,კვლავ ზუსტად ერგება მე-2 სეზონს) დანარჩენი დასპოილერება გამომივა P.S ჰიგურაშის პირველი ოვებიც რომ დადოთ ურიგო არ იქნება :))
(ძალიან მოკლედ რომ შევაფასო): 1. პერსონაჟები--სანტერესო, მრავალმხრივი, კეთილი, საყვარელი (ვერც ვირჩევი რომელი მეტად მომწონს) 2. demon inside us-- რამდენად 'მარტივია' ადამიანის ბუნება,ასევე მარტივად და გარკვეევით გვიჩვენებს დემონით შეპყრობილი თითოეული პერსონაჟი 3.სეზონის ჩეფთერებად დაყოფა(მსგავსად მანგისა) და დანაწილება კითხვებად და პასუხებად.(good work director!) 4. ოფენინგი--იშვიათად კარგად მორგებული საუნდტრეკით ზუსტად ქმნის იმ განცდას, რასაც შემდგომ სერიები იწვევს 5. ნახატები-- საინტერესო მაღალ დონეზე შესრულებული ხატვის სტილი (10\10) მნიამ მნიამ :3 მორჩა პირველი სეზონი.. სუპერსკი!თემის ყველაზე აზრიანი გადაწყვეტა. ნეტავ მეორე სეზონი თუ გაახსნის ბოლომდე სიმართლეს ვატანაგაშიზე,მმ..
როგორც წესი სანამ ანიმეს ბოლომდე არ ვუყურებ თავს ვიკავებ კომენტარისგან.. მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა უკვე მინდა ბევრი ვილაპარაკო დრამა,მისტიკა,საშინელება,კომედია,დეტექტივი,ტრილერი-- ისეთი მომხიბლავი ჟანრთა შერწყმაა(ამასთანავე ძალიან სახიფათო) რომ სანამ ყურებას დავიწყებდი უკვე შემიჩნდა ინტერესი.ყურება დავიწყე და პეირველივე სერიაზე ვნახე ის,რაც აქამდე არც ერთ ანიმეში არ მინახავს,გასაოცარი იდეა,საოცარი პერსონაჟები,საკუთარი ნათელი და ბნელი მხარეების შერწყმით,დაძაბული(ნერვებდასაწყვეტი) სცენები,ყოველ წამს შეიძლება რაღაც არანორმალური მოხდეს, ბევრი სისხლი,სიკვდილი და კიდევ მეტი ინტერესი.. რა ხდებაა,როგორ ხდებაა,რატომ ხდებაა.. 4 სერიას უყურებ (ყველაზე ამაღელვებელ ჩეფთერს სავარაუდოდ) ყველაფერი მთავრდება და შემდეგ ისევ თავიდან იწყება,პაქტობრივად 1 ჩეფთერის დასასრულს დრო ჩერდება და ყველაფერი თავიდან იწყება.. სადამდე გაგრძელდება?? ჯერ არ ვიცი,ალბათ იქამდე სანამ ვინმე რამის გონზე ვერ მოვა..