გამოსვლის წელი: 2012 ჟანრები: Fantasy, Romance, აღწერა: 17 წლის ტამაკი კასუგა მშობლების საზღვარგარეთ გამგზავრების გამო იძულებული გახდა საცხოვრებლად ბებიასთან გადასულიყო სოფელ კიფუში, რომელიც მდებარეობს ღრმად მთებში. ჩვეულებრივ ქალაქელ გოგოს თანაბრად აკვირვებს, როგორც ფიჭური კავშირის არარსებობა, ასევე ტყის ღმერთების გამოჩენა. საცოდავს ბოროტი აიაკაშები მოიტაცებდნენ, მას ახალგაზრდა ყმაწვილი ტაკუმა რომ არ დახმარებოდა, რომელმაც მათ სტუმარი გამოსტაცა და სახლამდე მიაცილა. სინძუკუს ბებიამ, რომელიც ადგილობრივებს შორის ცნობილი და პატივცემული ადამიანია, განუმარტა, რომ გოგო მომდევნო ტემაიორიჰიმეა, “ძვირფასი პრინცესა”, ხმალ ონიკირიმარუს მფარველი, რომელსაც შეუძლია დემონებისა და ღმერთების მოკვლა. ხმალი სამუდამოდ არის ჩაბეჭდილი სოფელში და დაფარულია მაგიური ბარიერით. თავად ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, მაგრამ ცოდნის შვილიშვილისათვის გადაცემას მოასწრებს. [temo88]