Moretsu Uchuu Kaizoku / Bodacious Space Pirates / Лихие космические пиратыEpisode 26
4.6
5 Vote
Rating:

Moretsu Uchuu Kaizoku / Bodacious Space Pirates / Лихие космические пираты

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,

აღწერა: კაცობრიობა გაიფანტა კოსმოსში და თანდათან კოლონიებმა მოისურვეს დამოუკიდებლობა. ომის მიმდინარეობისას პლანეტა ”დილის ვარსკვლავის ზღვა”, რომელიც მდებარეობს ტაო-კიტის სისტემაში, გასცემდა ბევრ კაპერულ მოწმობებს, რათა შეევსო პატარა სამხედრო ფლოტი. სამხედრო მოქმედებები მიწყნარდა, მეკობრეებმა ჩრდილში გადაინაცვლეს, საერთო ჯამში კი ”დილის ვარსკვლავს” რამოდენიმე ოფიციალური კაპერიღა დარჩა, მათ შორის კი ლეგენდარული ”ბენტენმარუ”, რომელიც ათეულობით წელი მშვიდობის შემდეგ მივიწყებულია ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან. მიუხედავად ამისა მთავრობა რეგულარულად უხანგრძლივებდა მათ პატენტს, რადგან თანამშრომლობა საჭირო და ორმხრივად მომგებიანი აღმოჩნდა. ყველაფერ ამის შესახებ გაიგო 15 წლის კატო მარიკამ, ელიტარული გოგოების აკადემია ”თეთრი ფენიქსის” მოსწავლემ. დამაგვირგვინებელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ იგი არის ”ბენტენმარუს ახალგარდაცვლილი კაპიტნის ერთადერთი შვილი და, პირატული ტრადიციების მიხედვით, უნდა უხელმძღვანელოს ხომალდის ეკიპაჟს!

”ოჯახური ფირმის” საიდუმლო მაცნეებმა, სპეცსამსახურებმა და პირატული კლანების მოგზავნილებმა მალევე გააცნობიერეს, რომ ბენტენმარუს კაპიტნის მემკვიდრე ლიდერად არის დაბადებული, გამბედავი და მტკიცე ხასიათის მქონეა, ამასთანავე შესანიშნავი მფრინავია. ხომალდის ეკიპაჟი, რომლებმაც სკოლაში მასწავლებლების ნიღაბამოფარებულქვეშ შეაღწიეს, რათა მომავალი კაპიტნისათვის საბოლოო გამოცდა მოეწყოთ, თავადაც გაოცებულები დარჩნენ: რატომ არის ადგილობრივი იახტ-კლუბის სასწავლო ხომალდი ყოფილი კრეისერი, ხოლო მოსწავლეთა ნახევარი კი თავიდანვე შავ სიაშია შესატანი? ყველაფერი მარტივად არ არის, ხოლო ზუსტად კი მხოლოდ ორი რამის თქმა შეიძლება: პირველ რიგში, მარიკა აუცილებლად გახდება კეთილშობილი მეკობრეების მეთაური, მეორე კი ის არის რომ წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება! [temo88]
2 კომენტარი
avatar
0 Spam
2
გირს ამის კურება ? ? ? ?
avatar
0 Spam
1
მაგრა მომწონს ეს ანიმე
avatar