2009

Asura Cryin / Плач Асуры / ასურას ტირილი
ანონსი EP: 26 RUS
Asura Cryin / Плач Асуры / ასურას ტირილი

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action,

აღწერა: სახიფათო ექსპერიმენტის შედეგად დედამიწის ერთერთი შესაძლო ვარიანტი განადგურდა მასზე ორეულის დადების გზით. ამან გამოიწვია საშიში ეფექტები, შესაბამისად სერიალის სამყაროში უკვე არავის უკვირს, რომ ადამიანებს შორის ცხოვრობენ დემონებიც, ხოლო “მფლობელები” ადამიანის მსხვერპლის მეშვეობით საკუთრებაში იღებენ დაუმარცხებელ მექა-მებრძოლს ასურას. თუმცა ამ სამყაროს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერია, მხოლოდ ორი წელიღა დარჩა. სიმართლე ბევრმა ორგანიზაციამ და დაჯგუფებამ იცის, რომელთა ბრძოლის ცენტრს წარმოადგენს რაკუს სკოლა, რომელიც მეთვალყურეობს პირველი დედამიწის ნანგრევებს. ბედმა ამ სიტუაციაში ჩართო უფროსკლასელი ტომახარუ ნაცუმეც, რომელმაც ბნელი ფრაქცია აირჩია, თუმცა დაიმსახურა როგორც ნათელი, ასევე რუხი ფრაქციების, დემონებისა და სხვა ამ თამაშის დიდი მონაწილეების პატივისცემაც. [temo88]

Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე
ანონსი EP: 37 RUS
Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: სავაკო კურანუმა არის თხუთმეტი წლის კეთილი გოგონა. მაგრამ მისი გარეგნობის და სახელის გამო, ყველა მას ადარებს საშინელებათა ფილმის „ზარის“ მოჩვენებას „სადაკოს“, თუმცა სინამდვილეში მისი სახელი, კარგი მნიშვნელობით, „გასაოცარი ბავშვის“ იეროგლიფებით იწერება. თანაკლასელების დამოკიდებულების გამო სავაკო ვერ ახერხებს მათთან დამეგობრებას. საბედნიეროდ სავაკოს კლასში არის გულწრფელი, მეგობრული ბიჭი, კაზეახაია შოთა, რომელიც არ აქცევს დიდ ყურადღებას გარეგნობასა და სხვების ჭორებს. ყველასთან მეგობრობისა და კარგი დამოკიდებულების გამო, კაზეხაია სავაკოსათვის მისაბაძი ადამიანია. ცოტა ხანში, გარემოებების გამო, სავაკო და კაზეხაია ერთმანეთს დაუახლოვდებიან... [Devastation]

Darker than Black / Темнее Чёрного / შავზე ბნელი
ანონსი EP: 42 RUS
Darker than Black / Темнее Чёрного / შავზე ბნელი

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,

აღწერა: ათი წლის წინ, ტოკიოში წარმოქმნილმა ანომალიამ „ჯოჯოხეთის კარმა“ გამოიწვია ეგრედწოდებული კონტრაქტორებისა და თოჯინების გაჩენა. კონტრაქტორები ― ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს სრულად თოჯინებად ქცევა და შედეგად ემოციები, ძირითადში სრულიად, დაკარგეს და შეიძინეს ზებუნებრივ შესაძლებლობები, რომლის გამოყენების შემდეგაც, მათ კონტრაქტის „საფასურის“ გადახდა უწევთ. თოჯინები ― უემოციო „მედიუმები“, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანის ემოციების განსახიერება და სხვადასხვა გარემოში, სხეულში თავისი დამკვირვებელი სულის გადაადგილება შეუძლიათ.

ანომალიის მიზეზით, ცის თაღზე ვარსკვლავები შეცვალა ცრუ ვარსკვლავებმა, რომლებიც ზუსტად ყოველ კონტრაქტორს ცალსახად შეესაბამებიან და აქტიურდებიან მათი ძალის გააქტიურებისას. ამიტომაც, ორგანიზაციაში სახელად პანდორა (აბრევიატურა Physical Alteration Natural Deconstruction Organized Research Agency), ახალ და ძველ კონტრაქტორებს სწორედ ამ ვარსკვლავებით აკვირდებიან... [Devastation]

Redline / Жажда скорости / Красная черта
ანონსი EP: 1 RUS
Redline / Жажда скорости / Красная черта

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Adventure, Fantasy,

აღწერა: Раз в пять лет происходит событие, объединяющее самых непохожих друг на друга людей и человекоподобных существ - величайшие и опаснейшие автогонки в галактике, Красная полоса! Каждый мечтает принять в них участие, однако место проведения гонок не разглашается до самого последнего момента, а желающим необходимо сначала показать себя в "отборочном туре", на Жёлтой полосе. Одним из таких желающих стал "Милашка" JP, получивший своё прозвище за поразительную для подобного мероприятия честность (парень даже ни разу не использовал мины, в голове не укладывается!).

K-On! / Кэйон! / კეი-ონ!
ანონსი EP: 36 RUS
K-On! / Кэйон! / კეი-ონ!

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: საყვარელი, გულითადი და მოუხერხებელი იუი ხირასავა ბედნიერია, რომ შეძლო უფროს სკოლაში ჩაბარება. ახლა კი დადგა დრო თავი გამოიჩინოს, იპოვოს მეგობრები, გაიზარდოს და მოიშოროს ბავშვური კომპლექსები საინტერესო კლუბის პოვნითა და მასში დაფარული ნიჭის აღმოჩენით! კი მაგრამ რისი ნიჭი აქვს? ჯერ თავადაც არ იცის... [temo88]

Basquash / Басквош / ბასკვოშ
ანონსი EP: 26 RUS
Basquash / Басквош / ბასკვოშ

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Fantasy, Sports,

აღწერა: პარალელურ დედამიწაზე ცივილიზაცია დაეცა. მაღალი წრეების წარმომადგენლები გადასახლდნენ მთვარეზე, ოცნების ქალაქ მუნაიზში, რომელიც ყოველ ღამე ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც დანგრევის პროცესში მყოფ ქვების ჯუნგლებში ცხოვრობენ, ზეციური ცეცხლით მასზე მოხვედრის სურვილს უღვივებს. როლერტაუნში - ერთერთ დედამიწის დასახლებაში, ცხოვრობს ახალგაზრდა მეამბოხე და მაწანწალა დანი, რომელსაც ყველაფერზე მეტად მთვარეზე მოხვედრა უნდა. თუმცა ოცნება ერთია, რეალობა კი სულ სხვაა, დანი თავის ერთგულ ცხოველ-სიმბიოტ სპანკისა და თანამოაზრე განზოსა და ბელთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რათა გამოიმუშავოს პური თავისთვის და თავისი ავადმყოფი დის კოკოსათვის. ყმაწვილი ცუდად დაამთავრებდა, ბავშვობის მეგობარსა და მოყვარულ მექანიკოს მიუკის რომ კალათბურთის თამაში არ შეეთავაზებინა მისთვის. [temo88]

Phantom: Requiem for the Phantom / Фантом / ფანტომი: რექვიემი ფანტომზე
ანონსი EP: 26 RUS
Phantom: Requiem for the Phantom / Фантом / ფანტომი: რექვიემი ფანტომზე

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: ბოროტმოქმედთა ორგანიზაცია ”ინფერნო” ასუფთავებს ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზას, ამისთვის კი ”ფანტომების” - ლეგენდარული მკვლელების დახმარებით, რომლებმაც წარუმატებლობა არ იციან, ერთმანეთის მიყოლებით ხოცავს ამერიკული მაფიის ბოსებს. მკვლელ მოჩვენებაზე სახელის გარდა არაფერია ცნობილი, რადგან ვინც მას მოქმედებაში ნახავს უკვე ვეღარაფერს იტყვის. თუმცა ბანდიტებისა და სპეცსამსახურებისათვის არნახულ საიდუმლოს სრულად შემთხვევით გაიგებს ახალგაზრდა იაპონელი რეიძი, რომელიც მარტო მოგზაურობდა შტატებში. არასასურველ თვითმხილველს, რომელმაც ოპერაციის მსვლელობას მოკრა თვალი ზეცაში გაამგზავრებდნენ, უკანასკნელ მომენტში ფანტომი რომ უფროსს არ შეეჩერებინა... [temo88]

Needless / Отверженные / განდევნილები
ანონსი EP: 24 RUS
Needless / Отверженные / განდევნილები

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Fantasy,

აღწერა: მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, XXI საუკუნის მიწურულს, იაპონიაში გაჩნდა ინფიცირებული ზონები ”შავუ ზონები”, რომლებიც ხალხმა შემოღობა და მიატოვა. თუმცა თანდათან ასეთ ადგილებშიც გაჩნდა სიცოცხლე. ის მცირეოდენნი, ვინც გადარჩა, მიზანმიმართულად მუტირებულები იქნენ და მიიღეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები – ძებუნებრივი ძალები, სტიქიათა მაგია, ენერგიის მატერიალიზაცია და სხვა მრავალი. ახალი რასის უძლიერესი წარმომადგენლები იმდენად ჩამოშორდნენ კაცობრიობას, რომ ხალისით მიიღეს ადამიანებისაგან შერქმეული მეტსახელი – ”განდევნილები”. [temo88]

Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი
ანონსი EP: 127 RUS
Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი

გამოსვლის წელი: 2000, 2009, 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Shounen, Sports,

აღწერა: მთავარი გმირი – იპპო მაკუნოჩი მორიდებული ბიჭია, რომელსაც უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. ერთი შემთხვევის წყალობით იგი ბოქსის შესახებ იგებს და ხდება ნიჭიერი, იმედისმომცემი ბოქსიორი. სერიალი მოგვითხრობს არანორმალურ ბრძოლებსა და გამარჯვების სურვილზე, სპორტისათვის გაღებულ მსხვერპლზე და საკუთარი სურვილის შესრულებისაკენ მისწრაფებაზე! [temo88]

Fullmetal Alchemist / Стальной алхимик / რკინის ალქიმიკოსი
ანონსი EP: 64 RUS
Fullmetal Alchemist / Стальной алхимик / რკინის ალქიმიკოსი

გამოსვლის წელი:2003, 2009
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy, Shounen,

აღწერა: იმისათვის, რომ სცადეს დაერღვიათ ალქიმიის ყველაზე დიდი აკრძალვა და გაეცოცხლებინათ დედა, ნიჭიერმა ძმებმა ელრიკებმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს: პატარა ძმამ, ალფონსმა, დაკარგა სხეული და ახლა მისი სული მიმაგრებულია რკინის ჯავშანზე, უფროსმა, ედვარდმა კი დაკარგა ხელი, რის გამოც მას ახლა უწევს პროთეზის - ავტობრონის გამოყენება. გამოვლენილი შესაძლებლობების წყალობით ედმა მიიღო სახელმწიფო ალქიმიკოსის წოდება და გახდა სახელმწიფო სამხედრო მანქანის ნაწილი. ახლა მას აქვს შანსი დაუბრუნოს ალს ძველი სხეული. წინ უამრავი თავგადასავალი და მოგზაურობა, საშინელი საიდუმლოებები და გაუთავებელი ბრძოლებია... [temo88]

1-24 25-34