2013

Tamako Market / Магазинчик Тамако / Лавочка Тамако / ტამაკოს მაღაზია
ანონსი EP: 12 RUS
Tamako Market / Магазинчик Тамако / Лавочка Тамако / ტამაკოს მაღაზია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Romance,

აღწერა: ისტორიის მთავარი გმირია ტამაკო, უფროსი სკოლის პირველი კლასის მოსწავლე. ჩვეულებრივი უფროსკლასელი გოგო, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვებისაგან, მეგობრებთან ერთად ბადმინტონის კლუბიდან. თუმცა ძალიან უყვარს ”მოტი”..

თუმცა ასეთი გასტრონომიული მიდრეკილება ტამაკოს მხრიდან გასაკვირი არაა. მისი ოჯახი არის სწორედ ამ ”მოტის” მაღაზიის მფლობელი. სწორედ ეს ქმნის გარკვეულ სირთულეებს. საქმე ისაა, რომ ტამაკოს ყავს ბავშვობის მეგობარი ბიჭი - მოჩიკურა. ყველაფერი კარგად იქნებოდა მოჩიკურაც ”მოტის” მაღაზიის მფლობელის შვილი რომ არ იყოს. როცა მათი მამები ერთმანეთს ხვდებიან როგორც ძაღლი და კატა ისე ჩხუბობენ.

როგორც ვხედავთ ტამაკოსა და მოჩიკურას ურთიერთობა საკმაოდ გართულებულია, თან იმდენად, რომ ბიჭს ერთხელაც არ უჩუქებია გოგოსთვის საჩუქარი დაბადების დღეზე. აი უფროს სკოლაში შესვლასთან ერთად კი როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიფა. და როცა უყვე ყველაფერი მზად არის, სავაჭრო რაიონში გამოჩნდა მსუქანი თუთიყუში და და დაიწყო სხვადასხვა უცნაური მოვლენები...

Maoyuu Maou Yuusha / Герой и Владыка демонов / გმირი და ბნელეთის მბრძანებელი
ანონსი EP: 12 RUS
Maoyuu Maou Yuusha / Герой и Владыка демонов / გმირი და ბნელეთის მბრძანებელი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy, Romance,

აღწერა: უკვე თხუთმეტი წელია, რაც დაიწყო ომი ადამიანებსა და დემონებს შორის. ადამიანთა არმია კარიბჭის საშუალებით შეიჭრა დემონთა სამყაროში და აიღეს მათი ერთერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, მაგრამ ამით დემონებს გზა გაუხსნეს, რომ დაეპყროთ ადამიანების ტერიტორიის ნაწილი. ადამიანებსა და დემონებს შორის ხშირმა შეტაკებებმა ცივ სამხრეთის სამეფოში ყველას ტანჯვა მოუტანა. [temo88]

Ore no Kanojo to Osananajimi ga Shuraba Sugiru / Между двух огней
ანონსი EP: 13 RUS
Ore no Kanojo to Osananajimi ga Shuraba Sugiru / Между двух огней

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: ეიტა კიდო უფროსი სკოლის მოსწავლეა, შესანიშნავი ნიშნებითა და გულგრილი დამოკიდებულებით სიყვარულის მიმართ. იგი ცხოვრობდა ჩვეულებრივი მოსწავლის ცხოვრებით მის ბავშვობის მეგობარ ჩივა ჰარუსაკისთან ერთად, გოგო, რომელიც მისთვის თითქმის და არის. თუმცა ერთ დღეს სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - მასუზუ ნაცუკავა მას სიყვარულში გამოუტყდება. თუმცა მისი ნამდვილი მიზანია სხვების მოტყუება და თავის შეყვარებულ წყვილად მოჩვენება. იმის გამო, რომ ეიტას საიდუმლო მასუზუს ხელშია, იგი იძულებულია აყვეს თამაშში... გამალებული ბრძოლა ეიტასათვის კი მაშინ დაიწყება, როდესაც ამ კამპანიას ეიტას ყოფილი შეყვარებული ჰიმეკა და საცოლე აი შეუერთდებიან! [temo88]

Haganai / Boku wa Tomodachi ga Sukunai / У меня мало друзей / მეგობართა კლუბი
ანონსი EP: 24 RUS
Haganai / Boku wa Tomodachi ga Sukunai / У меня мало друзей / მეგობართა კლუბი

გამოსვლის წელი: 2011; 2013
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: 17 წლის კოდაკა ჰასეგავა ნახევრად იაპონელი და ნახევრად ინგლისელია, ქერა თმითა და არასტანდარტული გარეგნობით. უკვე ძველი ამბავია, რომ ყველა სკოლაში ამ ნორმალურ და მეოჯახე ბიჭს ხულიგნად თვლიან და ახლოს არ ეკარებიან, არც “სვ. ქრონიკის” აკადემია გახდა გამონაკლისი. დერეფნებში ხეტიალისას კოდაკამ შეიხედა ცარიელ კლასში და საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა: თანაკლასელი იოძორა მიკაზუკი, ჭკვიანი, ლამაზი, თუმცა ისეთივე მარტოხელა, როგორც თვითონ, მხიარულად ელაპარაკებოდა დაქალს... მხოლოდ, მისი ფანტაზიის ნაყოფს. ლაპარაკს შეყოლილებმა ილაპარაკეს სიცოცხლეზე, მეგობრობაზე და მიხვდნენ, რომ გარეგნული სიცივის მიუხედავად, სურდათ ვინმესთან დამეგობრება, თუმცა არ იციან ეს როგორ მოახერხონ. ამაზე პასუხი მალევე იპოვეს, საჭიროა ახალი კლუბის შექმნა! [temo88]

Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან
ანონსი EP: 12 RUS
Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,

აღწერა: პატარა ჰარუკა კოტოურა არის ჩვეულებ... არა არაჩვეულებრივი ბავშვი! მას დაბადებიდან აქვს სხვისი აზრების წაკითხვის უნარი. თითქოს წარმატება ელოდება, მაგრამ ბავშვური მიამიტობით ისეთ საქმეებში ეხვეოდა რასაც მისთვის და მისი ოჯახისათვის უარყოფითი შედეგი მოჰქონდა. ესეთი წნეხი ვერ გაუძლეს მშობლებმა და კოტოურა მიატოვეს ბაბუასთან. კოტოურამ დატოვა მისი სკოლა და სხვაგან გადავიდა სასწავლებლად, სადაც მას ელოდება ახალ კლასელებთან შეხვედრა და შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც მას გაუგებს...

Amnesia / Амнезия / ამნეზია
ანონსი EP: 12 RUS
Amnesia / Амнезия / ამნეზია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Romance,

აღწერა: პირველი ოქტომბრის დილას ჰეროინე იღვიძებს და აღმოაჩენს რომ არაფერი არ ახსოვდა თავისი წარსულის მოგონებებიდან. შემდეგ გამოჩნდება ბიჩი რომელიც ჰეროინეს თავს წარუდგენს როგორც ,,სულად", სახელად ორიონი.ჰერონი ცდილობს დაიბრუნოს თავისი მოგონებები ორიონის დახმარებით. შემდეგ ის სატელოფონო ზარს იღებს,მაგრამ მოსაუბრის ვინაობა არ იცის. ის ხვდება თავის ,,მეგობარბიჭებს" მიხედავად იმისა რომ მან არ იცის რომელია მისი შეყვარებული...

Bakumatsu Gijinden Roman / Призрачный вор Роман / იდუმალი ქურდი რომანი
ანონსი EP: 12 RUS
Bakumatsu Gijinden Roman / Призрачный вор Роман / იდუმალი ქურდი რომანი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: მოქმედება ვითარდება ედოს პერიოდის ახლო ეპოქაში, როდესაც, ჩვენი დროისგან განსხვავებით, ბუნებრივი და ადამიანების მიერ შექმნილი უბედურებები თავის კვალს ტოვებდა. მანიჯირო ეხმარება დედაქალაქის შეწუხებულ მოსახლეობას, თუმცა, ყველასგან ფარულად, იგი აგრეთვე აბრუნებს უსამართლო პოლიტიკური ძალებითა და კონსპირაციის გზით ხალხისთვის ჩამორთმეულ საკუთრებას. ხალხმა მას “უკან დამბრუნებელი რომანი” შეარქვა. [temo88]

The Unlimited Hyoubu Kyousuke / Безграничный Хёбу Кёске / უსაზღვრო ჰიობუ კიოსკე
ანონსი EP: 12 RUS
The Unlimited Hyoubu Kyousuke / Безграничный Хёбу Кёске / უსაზღვრო ჰიობუ კიოსკე

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: ამჟამად ძებნილი ჰიობუ კიოსუკე, ესპერი, რომელსაც მრავალი წლის წინ უღალატეს, ახლა ერთ ერთი უძლიერესია. თუმცა, მისი ცივი მზერის უკან კეთილი გული იმალება. მისი მთავარი მიზანია გადაარჩინოს ის ესპერები რომლებსაც ადამიანები ცუდად ეპყრობიან, თუნდაც ამისთვის ძალის გამოყენება გახდეს საჭირო. მიუხედავად გამოყენებული მეთოდებისა, მან უკვე უამრავი ესპერი გადაარჩინა და მოიპოვა გადარჩენილთა ერთგულება. მისი ორგანიზაციის სახელია P.A.N.D.R.A. [temo88]

Senran Kagura / Ниндзя бунтарки / ბუნტისთავი ნინძები
ანონსი EP: 12 RUS
Senran Kagura / Ниндзя бунтарки / ბუნტისთავი ნინძები

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi,

აღწერა: გამოჩენილი ადამიანებისათვის ცნობილია, რომ ნინძის ტექნიკები ტოკუგავას პერიოდში არ დაკარგულა, უბრალოდ ჩრდილში გადაინაცვლა და საკუთარ გაქრობაზე ხმები გაავრცელა. ახლა კი ნინძები მთავრობასა და ყველაზე გავლენიან ადამიანებს ემსახურებიან, მათ მომზადებაზე კი ჩვეულებრივი სკოლის საფარველის ქვეშ არსებული სასწავლებლები ზრუნავს, მათ შორის ერთერთი კი ტოკიოს ჰანძოს სახელობის აკადემიაა. იქ ოსტატი კირიას ხელმძღვანელობით სწავლობს ხუთი ახალგაზრდა გოგო, რომელთაც ახალი თაობის შინობიდ ჩამოყალიბება ერგოთ ბედად: სადა ასკა, დახვეწილი მანერების მქონე იკარუგა, თავაშვებული კაცურაგი, ცალთვალა იაგიუ და საყვარელი ჰიბარი. ასკამ სულ ახლახანს ჩააბარა გამოცდა და ამის აღსანიშნავად ოსტატმა გოგონები ქალაქში ერთი შეხედვით მარტივი დავალების შესასრულებლად გაგზავნა. [temo88]

Cuticle Tantei Inaba / Детектив Оборотень Инаба / ინაბა დეტექტივი მაქცია
ანონსი EP: 12 RUS
Cuticle Tantei Inaba / Детектив Оборотень Инаба / ინაბა დეტექტივი მაქცია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Shounen,

აღწერა: ერთ დღეს ინაბა ჰიროშისთან, დეტექტიური სააგენტოს ხელმძღვანელთან, მიდის ინსპექტორი ოგინო, მისი პარტნიორი პოლიციისათვის მუშაობის დაწყების დღიდან, და ერთ გამოძიებაში დახმარებას სთხოვს. მოცემული საქმის სცენის მიღმა დგას იტალიელი მაფიის ბოსი დონ ვალენტინო. წითელთმიანი მაქცია დეტექტივი თავის ცოცხალ კომპანიონებთან ერთად დადგებიან დონ ვალენტინოს (რომელიც თხაა) ამბიციების წინააღმდეგ საბრძოლველად ამ ახალი კომედიური დეტექივის სტილის ანიმეში! [temo88]

Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი
ანონსი EP: 127 RUS
Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი

გამოსვლის წელი: 2000, 2009, 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Shounen, Sports,

აღწერა: მთავარი გმირი – იპპო მაკუნოჩი მორიდებული ბიჭია, რომელსაც უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. ერთი შემთხვევის წყალობით იგი ბოქსის შესახებ იგებს და ხდება ნიჭიერი, იმედისმომცემი ბოქსიორი. სერიალი მოგვითხრობს არანორმალურ ბრძოლებსა და გამარჯვების სურვილზე, სპორტისათვის გაღებულ მსხვერპლზე და საკუთარი სურვილის შესრულებისაკენ მისწრაფებაზე! [temo88]

1-24 25-48 49-72 73-83