2004

Wolf's Rain / Волчий дождь / მგლების წვიმა
ანონსი EP: 30 RUS
Wolf's Rain / Волчий дождь / მგლების წვიმა

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy,

აღწერა: “როდესაც მოახლოვდება სამყაროს დასასრული, სამოთხე ამ სამყაროში გაჩნდება... მხოლოდ მგლებს ეცოდინებათ იქ მიმავალი გზა”, - ასე მოგვითხრობს უძველესი ლეგენდა. რა თქმა უნდა ეს წინასწარმეტყველება ახდება, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა: ყველა ეს ცხოველი ორასი წლის წინ გაანადგურეს... იქნება ყველა არა? მონადირეს სახელად კვინტ იადენს არ ჯერა მათი სრულად გაქრობა და მის სიმართლეს ადასტურებს დიდი თეთრი მგლის გამოჩენა, რომელიც ჩრდილოეთის ქალაქში დაძრწის, სადაც მძიმე მდგომარეობაა. ახლა კი მგლები, რომლებიც მანამდე ადამიანების სახით ინიღბებოდნენ, გამოდიან ჩრდილებიდან და მზად არიან სამოთხისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგნენ... რა თქმა უნდა, თუ კვინტ იადენი ვერ შეძლებს მათ შეჩერებას. [temo88]

The Place Promised in Our Early Days / За облаками
ანონსი EP: 1 RUS
The Place Promised in Our Early Days / За облаками

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Drama, Fantasy,

აღწერა: Согласно альтернативному варианту развития истории, после поражения во второй мировой войне Япония оказалась разделённой между союзниками - северный остров Хоккайдо аннексировал Советский Союз, а Хонсю и другими южными островами овладели американцы. Летом 1996 года Советы начали сооружать в своей зоне оккупации загадочное сооружение - башню столь исполинских размеров, что трое товарищей-старшеклассников с американского Хонсю, гуляющих вместе в пору школьных каникул, могли отчётливо видеть её контуры, возносящиеся в заоблачную высь.

Trigun / Триган / ტრიგუნ
ანონსი EP: 26 RUS
Trigun / Триган / ტრიგუნ

გამოსვლის წელი: 1998
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: უდაბურ პლანეტაზე, სადაც ადამიანები გადასახლდნენ დედამიწიდან, მტვრიან ქალაქებში, სალონებსა და მოედნებზე, ჩვეულებრივ ადამიანებსა და ბანდიტებს შორის დიდი ხანია დადის ხმა ადამიან-კატასტროფაზე – ვეშ ქარიშხალზე. ის არსაიდან გამოჩნდება ხოლმე დამ ის შემდეგ მხოლოდ ნანგრევები რჩება. ერთხელ მან მთელი ქალაქი სრულად გაანადგურა. ამბობენ რომ ის შეუბრალებელია და მისი მოკვლა შეუძლებელია. მის თავზე დაწესებულია უზარმაზარი ჯილდო – 60 მილიარდი. როგორია მაშინ მისგან გამოწვეული ზარალი? [temo88]

Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე
ანონსი EP: 64 RUS
Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Magic, Shounen,

აღწერა: ხუთას წელიწადში ერთხელ ტარდება შამანების (ადამიანები, რომელთაც სულებთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ, მათი სხეულში ჩასახლებით, მათი ძალების მართვა შეუძლიათ) შეჯიბრი, რომლის დროსაც გამარჯვებული იძენს ღირსეულ ტიტულს „შამანების მეფეს" და ასევე შესაძლებლობას კავშირი უძლიერეს სულთან დაამყაროს, რის შემდეგაც მათ მსოფლიოს თავის ნებაზე შეცვლა შეუძლიათ.

ასაკურა იო არის ახალგაზრდა შამანი, რომესაც უნდა გახდეს შამანების მეფე. ის გაემგზავრება ტოკიოში, რათა თავის მიზანს ვარჯიშით მიაღწიოს. მიზნის მიღწევაში, მას ეხმარებიან მეგობრები: მანტა, ჰორო ჰორო, რიუ, ამიდამარუ (მისი კომპანიონი სული) და ანა, იოს მწვრთნელი და გოგო, რომელსაც შამანების მეფის ცოლობა უნდა... [Devastation]

GunGrave / Убийца с того света / განგრეივი
ანონსი EP: 26 RUS
GunGrave / Убийца с того света / განგრეივი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,

აღწერა: მოცემული სერიალი არის შუთერის ერთერთი ეკრანიზაცია და შეიცავს კომპიუტერული თამაშისათვის დამახასიათებელ ყველა ელემენტს: პირველი ნაწილი ვითარდება განგსტერული საგის სახიტ, მეორე ნაწილი კი წარმოადგენს მონსტრების სასაკლაოს, რომელთა ძალა თანდათან იზრდება. სწორხაზოვანი სიუჟეტის მიუხედავად, ეს ისტორია გამოირჩევა კარგად შერჩეული ატმოსფეროთი, გამოკვეთილი გმირებითა და მეგობრობის, ერთგულებისა და ღალატის თემების კარგად წარმოჩენით. ასევე აღსანიშნავია სტუდია ”მედჰაუსისთვის” დამახასიათებელი შესანიშნავი გრაფიკა და იმახორი ცუნეოს საუნდტრეკები, რომელმაც დაწერა მუსიკა ”ტრიგანისათვის”. [temo88]

Last Exile TV1 / Последний изгнанник
ანონსი EP: 26 RUS
Last Exile TV1 / Последний изгнанник

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy,

აღწერა: კლაუსი და ლავი ერთად გაიზარდნენ და ერთად იყოფენ გაჭირვებას, პურის ნატეხისა და ცის სიყვარულს. მას შემდეგ რაც მათი პილოტი მამები დაიღუპნენ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისას, კლაუსმა და ლავიმ ისწავლეს ფრენა ძველებურ ხომალდ – ვანშიპზე და თავად გახდნენ კურიერები. თუმცა ვანშიპი მათთვის მხოლოდ გამომუშავების წყარო არ ყოფილა: ახალგაზრდა მფრინავები ოცნებობდნენ გაემარჯვათ ნორიკიის თასის სახელგანთქმულ რბოლაზე. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღეს მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევდათ გავლენიანი კლანისა და დაუმარცხებელი ხომალდის ”სილვანის” კაპიტან - ალექს როუს მრავალწლიან ომში... [temo88]

Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი
ანონსი EP: 127 RUS
Hajime no Ippo / The First Step / Первый шаг / პირველი ნაბიჯი

გამოსვლის წელი: 2000, 2009, 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Shounen, Sports,

აღწერა: მთავარი გმირი – იპპო მაკუნოჩი მორიდებული ბიჭია, რომელსაც უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. ერთი შემთხვევის წყალობით იგი ბოქსის შესახებ იგებს და ხდება ნიჭიერი, იმედისმომცემი ბოქსიორი. სერიალი მოგვითხრობს არანორმალურ ბრძოლებსა და გამარჯვების სურვილზე, სპორტისათვის გაღებულ მსხვერპლზე და საკუთარი სურვილის შესრულებისაკენ მისწრაფებაზე! [temo88]

Rave Master / Рэйв Мастер / რეივ მასტერი
ანონსი EP: 51 RUS
Rave Master / Рэйв Мастер / რეივ მასტერი

გამოსვლის წელი: 2001
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: 50 წლის წინ, სისხლისმღვრელი ომისას, დიადი რეივ მასტერი შიბა ახლოს იყო უკანასკნელი დარკბრინგის განადგურებასთან, ქვა, რომელიც ადამიანებს ზებუნებრივ ძალას აძლევს, თუმცა თავისი ბოროტი ენერგიით მათ სასტიკებს ხდის და ემორჩილებიან საკუთარ ყველაზე ბოროტ სურვილებს. თუმცა ბოლო მომენტში რაღაც ისე არ მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო და მსოფლიოს მეათედი ნაწილი შეიწირა ზემძლავრმა აფეთქებამ, რომელმაც მიიღო სახელი ოვერდრაივი. დარკბრინგის სრულად განადგურება არ გამოვიდა, ხოლო ხუთიდან ოთხი რეივი კი გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში. [temo88]

Berserk TV1 / Kenpuu Denki Berserk / Берсерк / ბერსერკი
ანონსი EP: 25 RUS
Berserk TV1 / Kenpuu Denki Berserk / Берсерк / ბერსერკი

გამოსვლის წელი: 1997
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ღალატისა და სისხლის ღვრის შედეგად ტახტზე აღმოჩნდა ახალი მეფე. მისი დაქვემდებარებული დემონები მანამდე იქცევიან უსამართლოდ, სანამ ქალაქში ღამით არ გამოჩნდება მძიმედ შეიარაღებული მეომარი. იარაღით, ჯავშნითა და შრამებით დაფარული, საკუთარ თავს შავ მახვილოსანს უწოდებს. მისი მახვილის ზომა შეიძლება შედარდეს მხოლოდ მის მეფისა და დემონებისადმი სიძულვილს. [temo88]

Golden Boy OVA / Золотой парень
ანონსი EP: 6 RUS
Golden Boy OVA / Золотой парень

გამოსვლის წელი: 1995
ჟანრები: Comedy, Ecchi,

აღწერა: Kintarou Oe doesn't look like it, but he is a genius who completed all his university courses and then quit before graduating. He becomes a wandering student, going from place to place on his bicycle, seeking to learn what he can about life, the world, and women. He is willing and able to do any job he has to prove himself. His travels take him to a variety of locations and a variety of women, each who learns to love the hardworking guy, but not before he can run off.

Rurouni Kenshin: Meiji Kenkaku Romantan / Samurai X / Бродяга Кэнсин / მაწანწალა კენსინი
ანონსი EP: 95 RUS
Rurouni Kenshin: Meiji Kenkaku Romantan / Samurai X / Бродяга Кэнсин / მაწანწალა კენსინი

გამოსვლის წელი: 1996
ჟანრები: Action, Comedy, Drama, Shounen,

აღწერა: დასრულდა სამოქალაქო ომი, რომელსაც ეწოდა მეიძის რესტავრაცია. იაპონიაში მიმდინარეობს რეფორმები დასავლური მაგალითის მიხედვით. აღარ არსებობს სიოგუნატი, შეიქმნა პარლამენტი და მთავრობა, სამურაები ევროპულ კოსტუმებს იზომებენ, გლეხები იღებენ გვარებს, ყვავის ვაჭრობდა და წარმოება. მაშინ რატომ დაძრწის ბაკუმაცუს ფარული ომების დროის გმირი კეთილი გულუბრყვილოს სახით, ეხმარება რა ყველას ვისაც უჭირს და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს? ასე ხიმურა კენსინი, ხმლის დიადი ოსტატი და ყოფილი მკვლლელი, ცდილობს გამოისყიდოს წარსულის ცოდვები და მოიპოვოს მშვიდობა თავისი დადაღული სულისათვის. [temo88]

Bleach / Блич / ბლიჩი
ანონსი EP: 366 RUS
Bleach / Блич / ბლიჩი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: კუროსაკი იტიგო უბრალო 15 წლის ბიჭუნა არაა, რადგანაც რაც თავი ახსოვს ადამიანებისათვის უხილავ სულებთან შეუძლია საუბარი. ერთ საბედისწერო დღეს მას გამოეცხადება ადამიანთა სულების მშთანთქავ სულზე მონადირე სინიგამი(სიკვდილის ღმერთი)კუტიკი რუკია. ამ ურჩხულთან ბრძოლის დროს იტიგო და რუკია მძიმედ დაიჭრებიან. იმისათვის რომ იტიგოს გაეგრძელებინა მონსტრზე ნადირობა რუკია მას საკუთარ ძალებს გადასცემს რის შედეგადაც იტიგო თვითონ ხდება სინიგამი, მაგრამ ამის შედეგად რუკია მთელ თავის შესაძლებლობებს კარგავს და იმედოვნებს რომ ახლად მოვლენილი სინიგამი შეძლებს საქმის დასრულებას. ასე იწყება იტიგოსა და რუკიას მრავალფეროვანი თავგადასავალი.

Great Teacher Onizuka / GTO / Крутой учитель Онидзука / ონიზუკა დიადი მასწავლებელი
ანონსი EP: 43 RUS
Great Teacher Onizuka / GTO / Крутой учитель Онидзука / ონიზუკა დიადი მასწავლებელი

გამოსვლის წელი: 1999
ჟანრები: Comedy, Drama, School Life, Shounen,

აღწერა: ეიკიჩი ონიძუკა არის 22 წლის, ყოფილი ბანდის ლიდერი, რომელიც პირადი მიზეზების გამო გადაწყვეტს სკოლის მასწავლებელი გახდეს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია სკოლის გოგოების მოხიბვლა და მათთან დროის გატარება. მაგრამ ცოტა ხანში ონიძუკა აღმოაჩენს, რომ მას მორალური ღირსებები გააჩნია, რომლის მიხედვითაც მას არ შეუძლია სკოლის გოგოების ღირსების შელახვა, უფრო მეტიც, იმის მაგივრად, რომ გოგოების უმანკოებით ისარგებლოს, ის მასწავლებლისთვის არატრადიციული მეთოდების გამოყენებით მთელი თავისი კლასის ბავშვების, ბიჭებისა და გოგოების, ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას გადაწყვეტს. ეს არც თუ ისე მარტივია, რადგან მას სკოლაში ყველაზე რთული კლასის ხელმძღვანელობა დააკისრეს... [Devastation]

Fullmetal Alchemist / Стальной алхимик / რკინის ალქიმიკოსი
ანონსი EP: 64 RUS
Fullmetal Alchemist / Стальной алхимик / რკინის ალქიმიკოსი

გამოსვლის წელი:2003, 2009
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy, Shounen,

აღწერა: იმისათვის, რომ სცადეს დაერღვიათ ალქიმიის ყველაზე დიდი აკრძალვა და გაეცოცხლებინათ დედა, ნიჭიერმა ძმებმა ელრიკებმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს: პატარა ძმამ, ალფონსმა, დაკარგა სხეული და ახლა მისი სული მიმაგრებულია რკინის ჯავშანზე, უფროსმა, ედვარდმა კი დაკარგა ხელი, რის გამოც მას ახლა უწევს პროთეზის - ავტობრონის გამოყენება. გამოვლენილი შესაძლებლობების წყალობით ედმა მიიღო სახელმწიფო ალქიმიკოსის წოდება და გახდა სახელმწიფო სამხედრო მანქანის ნაწილი. ახლა მას აქვს შანსი დაუბრუნოს ალს ძველი სხეული. წინ უამრავი თავგადასავალი და მოგზაურობა, საშინელი საიდუმლოებები და გაუთავებელი ბრძოლებია... [temo88]

1-24 25-48 49-62