Comedy

Working!! / Работа!! / სამუშაო!!
ანონსი EP: 39 RUS
Working!! / Работа!! / სამუშაო!!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy,

აღწერა: მცირე ზომის წარმატებულ საოჯახო რესტორან “ვაგნარიას”, რომელიც კუნძულ ოკაიდოზე მდებარეობს, იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, არ ყოფნის სამუშაო ძალა. სწორედ ამიტომ ოფიციანტი პოპურა ტანესიმა იღებს დავალებას იპოვოს ახალი თანამშრომელი. უბედურება ისაა, რომ 17 წლის ტანესიმა შესახედაობით დაწყებითი სკოლის მოსწავლეს უფრო გავს, რომელსაც ცოტა თუ დაუგდებს ყურს. თუმცა არა უშავს – სამყაროში ხომ არსებობენ ყველაფერი “პატარისა და საყვარლის” მოყვარულები, რომელთაც მიეკუთვნება, მაგალითისათვის, სოტა ტაკანასი, რომელმაც მიიღო გულუხვი წინადადება. ახლა კი სოტა, რომელიც ერთი წლით უმცროსი და ორჯერ უფრო მაღალია ახალ ნაცნობზე, იწყებს არც თუ ისე მარტივ საქმიან ცხოვრებას. [temo88]

Binbougami ga! / Good Luck Girl! / Нищебог же!
ანონსი EP: 13 RUS
Binbougami ga! / Good Luck Girl! / Нищебог же!

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Comedy,

აღწერა: 16 წლის იჩიკო საკურას ყველაფერი აქვს – ჯანმრთელობა, სილამაზე, სიმდიდრე და არც თუ ისე ცუდი ტვინი. მიზეზი მარტივად ასახსნელია - საკურას აქვს “ბედნიერების ენერგიის” მიზიდვის უნარი, რომელსაც ემატება ბავშვობიდანვე თანდაყოლილი იღბალი. ასეთ ვამპირისმს უბედურება მოაქვს გარშემომყოფებისათვის და ამის გამო გოგო მარტო ცხოვრობს თავის მოხუც მოსამსახურესთან ერთად, არ ყავს მეგობრები და სხვა ადამიანებს მეორეხარისხოვნად თვლის. უბედურების ქალღმერთი მომოძი ჩამოდის, რათა გამოასწოროს დისბალანსი და განიცდის ყველაზე დამამცირებელ ფიასკოს! იჩიკოსთან გამკლავება არც თუ ისე მარტივი საქმეა, როგორც ჩანს მის ძარღვებში იღბლის ღმერთების სისხლი ჩქეფს, რაც მას საშუალებას აძლევს თანაბარ დონეზე ებრძოლოს ციდან მოსულ სტუმარს და გულიანადაც დასცინოს და ბრტყელმკერდიანი ეძახოს! [temo88]

Shounen Onmyouji / Юный мастер Инь-Ян / ახალგაზრდა ონმიოძი
ანონსი EP: 26 RUS
Shounen Onmyouji / Юный мастер Инь-Ян / ახალგაზრდა ონმიოძი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Comedy, Magic,

აღწერა: აბე ნო მასაჰირო არის, ცხოვრაბაშივე ლეგენდარული ეგზორცისტისა და წინსასწარმეტყველის, აბე ნო საიმეის შვილიშვილი. მასაჰიროს უნდა გახდეს ონმიოუძი, მაგრამ უცნობი მიზეზით, მან პატარაობისას დაკარგა მეექვსე გრძნობა და სულების ხედვის ნიჭი, რისი ქონაც ონმიოუძისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო იგი იძულებულია ბედი სხვა პროფესიებში ცადოს. მაგრამ ერთ დღესაც, მასაჰირო შეხვდება უცნაურ მონონოკეს (იაპონურად სული), რომელსაც იგი შემდგომში მოკკუნს დაარქმევს. სწორედ აქედან დაიწყება მასაჰიროს გზა, დიად ონმიოუძად გახდომისაკენ... [Devastation]

Ano Natsu de Matteru / Waiting in the Summer / Ждём тебя летом / გელოდებით ზაფხულში
ანონსი EP: 12 RUS
Ano Natsu de Matteru / Waiting in the Summer / Ждём тебя летом / გელოდებით ზაფხულში

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,

აღწერა: იაპონელი უფროსკლასელებისათვის სახიფათოა ზაფხულში ღამით ადგილობრივ წყალსაცავებთან მიახლოვება! 16 წლის კაიტო კირისიმამ კი ვერ მოითმინდა და ღამით ახალი კინოკამერის გამოსაცდელად გაიპარა, თუმცა ვერაფრის გადაღება ვერ მოასწრო, როდესაც ტბაში კოსმოსური ხომალდი ჩავარდა! დილით კაიტომ ყველაფერი ცუდ სიზმარს მიაწერა და სკოლისაკენ გაემართა. ეჭვი მაშინ შეეპარა, როდესაც ახალი კლასელი იჩიკა ტაკაცუკი დაინახა. ყმაწვილი გრძნობდა რომ უხილავი ძალა იზიდავდა ამ ღია-წითელთმიანი მზეთუნახავისაკენ და ვერაფრით ვერ გაებედა მასთან გამოლაპარაკება, ამაში კი მას მისი საუკეთესო მეგობარი, სოფელში პირველი ბიჭი ტეცურო დაეხმარა. მან ახალმოსულს კაიტო კინომოყვარულად გააცნო და შესთავაზა ახალი ფილმის ვარსკვლავი გამხდარიყო. გოგო დიდი სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას! [temo88]

Aquarion / Акварион / აქვარიონი
ანონსი EP: 78 RUS
Aquarion / Акварион / აქვარიონი

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Comedy, Drama, Fantasy, Romance,

აღწერა: შორეულ მომავალში ადამიანები კიდევ ერთხელ აღმოჩნდებიან საფრთხის წინაშე ”ჩრდილის ანგელოზების”, 12 000 წლის შემდეგ დაბრუნებული მისტიკური ქმნილებების სახით. ისინი თავს ესხმიან ადამიანთა ქალაქებს და იტაცებენ მოსახლეობას რათა მიიღონ ”პრანა” (სასიცოცხლო ენერგია). მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიოდან შეაგროვეს განსაკუთრებული ძალების მფლობელი ახალგაზრდები და გაწვრთნეს ”ვექტორ ხომალდების” სამართავად, სამი უძველესი ხომალდი, რომლებიც ერთად აყალიბებენ კაცობრიობის უკიდურეს იარაღ ”აქვარიონს”. ისტორია ვითარდება ძირითადად აპოლოს გარშემო, ახალგაზრდის, რომელიც ითვლება აპოლონიუსის რეინკარნაციად, დაცემული ანგელოზის, რომელიც კაცობრიობის დასაცავად თავისივე რასის წარმომადგენლების წინააღმდეგ იბრძოდა. ცოტას ჯეროდა ამისი, თუმცა მიუხედავად მისი დაუმორჩილებელი და თავზეხელაღებული ხასიათისა, მან დაამტკიცა რომ შეუცვლელია ჩრდილის ანგელოზების წინააღმდეგ ბრძოლაში. [temo88]

Nogizaka Haruka no Himitsu / Секрет Харуки Ногидзаки / ნოგიძაკა ჰარუკას საიდუმლო
ანონსი EP: 24 RUS
Nogizaka Haruka no Himitsu / Секрет Харуки Ногидзаки / ნოგიძაკა ჰარუკას საიდუმლო

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: ”ანიმემ და მანგამ დაგვაკავშირეს!” - შეეძლო ეთქვა იუტო აიასეს, რომელმაც შემთხვევით გაიგო ნოგიძაკა ჰარუკას საიდუმლო. ლამაზი სკოლის აიდოლი მეტსახელად ”ღამის ვარსკვლავი”, მდიდარი ოჯახის მემკვიდრე, უცხო ენების მცოდნე, პიანისტი აღმოჩნდა ნამდვილი ოტაკუ! აი იმიჯმა და გარემოებებმა კი იგი აიძულეს თავისი მისწრაფება საიდუმლოდ შეენახა სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან. იუტო, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ღირსეულად მოიქცა და არა მხოლოდ შეინახა ახალი მეგობრის საიდუმლო, არამედ დაეხმარა კიდეც უფრო მარტივი და სოციალური გამხდარიყო, გადაეჭრა ბევრი ოჯახური და სულიერი პრობლემები. რაღა თქმა უნდა, ასეთ მფარველთან ერთად, ჰარუკას თავისუფლად შეუძლია დაესწროს აკეჰაბარის ანიმე-ღონისძიებებს. [temo88]

Baka to Test to Shoukanju / Дурни, Тесты, Аватары / სულელები, ტესტები და არსებები
ანონსი EP: 26 RUS
Baka to Test to Shoukanju / Дурни, Тесты, Аватары / სულელები, ტესტები და არსებები

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: 17 წლის შეუმჩნევლობამდე უბრალო ახალგაზრდა აკიხისა იოსიი, რომელსაც გარშემომყოფები სულელად თვლიან, სწავლობს ფუმიძუკის აკადემიაში, სადაც პრინციპი “ყველას გონების შესაბამისად” ლოგიკურ დასასრულამდე არის დაყვანილი. ყველაფერს ტესტების შედეგები წყვეტს და შედეგად, გენიოსები “ა” კლასიდან ტკბებიან კომფორტისა და ტექნიკის სასწაულებით, ხოლო უსაქმურები და უსწავლელები “ფ” კლასში სხედან დამტვრეულ შუშებიან კაბინეტში, სადაც ომამდელი პერიოდის აღჭურვილობაა. თუმცა ერთხელაც მშვენიერმა და ჭკვიანმა მიძუკი ხიმეძიმ გაციების გამო ვერ შეძლო ტესტის დამთავრება და აღმოჩნდა სასკოლო ჭაობში. აკიხისამ, მისი დიდი ხნის თაყვანისმცემელმა, ვერ შეძლო უსამართლობის მოთმენა და მშობლიური “ფ” კლასი აკადემიაში პირველობისათვის საბრძოლველად განაწყო. [temo88]

Seto no Hanayome / Морская Невеста / ზღვის პატარძალი
ანონსი EP: 26 RUS
Seto no Hanayome / Морская Невеста / ზღვის პატარძალი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Comedy, School Life

აღწერა: უფროსკლასელი ნაგასუმი მიტისიო ზაფხულში ბებიასთან მიემგზავრება, რომლის სახლიც სეიტოს ყურესთან მდებარეობს. ბანაობისას ფეხი გაუკავდება და იწყებს ჩაძირვას. ნაგასუმი დაიღუპებოდა, რომ არა ახალგაზრდა ქალთევზა.. სანმა გადაარჩინა ახალგაზრდა, თუმცა ახლა როგორც ნაგასუმი, ისე სანი და მათი ოჯახები დგანან არც თუ ისე მარტივი არჩევანის წინაშე: იმის გამო, რომ არავინ უნდა იცოდეს ქალთევზების არსებობის შესახებ, ან სანი, ან ნაგასუმი უნდა მოკვდეს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი: სანი და ნაგასუმი უნდა დაქორწინდნენ, მაშინ მათი ოჯახები დანათესავდებიან, ხოლო ნათესავებისაგან კი რა საიდუმლო უნდა გქონდეს? [temo88]

Hyouka / Хьека / Hyou-ka: You can't escape / Хьёу-ка: Тебе не уйти / ჰიოუ-კა: ვერსად გაიქცევი
ანონსი EP: 22 RUS
Hyouka / Хьека / Hyou-ka: You can't escape / Хьёу-ка: Тебе не уйти / ჰიოუ-კა: ვერსად გაიქცევი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure, Comedy, School Life,

აღწერა: ცხოვრობდა ჩვეულებრივი ბიჭი ხოტარუ ორეკი, ცხოვრებისგან არაფერი სურდა, არც წარმატება, არც კარიერა. სურდა წყნარად ეცხოვრა, ისე რომ არავის შეეწუხებინა. ერთხელაც მისი უფროსი დისგან – ჭეშმარიტი “მეთაურისაგან” მოსდის წერილი, სადაც სთხოვს, რომ შეინარჩუნოს სკოლის კლასიკის კლუბი, რომელიც დახურვის პირასაა იმის გამო, რომ წევრები არ ყავს. იმის გამო, რომ დისთვის უარის თქმა ჯანმრთელობისათვის სახიფათოა, ხოტარუს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაწევრიანდეს ამ კლუბში. არც თუ ისე ცუდია კლუბის ერთადერთი მონაწილე იყო და სკოლაში საკუთარი ადგილი გქონდეს, სადაც ასეთ ზარმაცს შეეძლება არაფერი აკეთოს. აი კლუბის ოთახში პირველი მისვლისას კი ხოტარუს იქ ლამაზი გოგო დახვდება. [temo88]

Maji de Watashi ni Koi Shinasai! / Эй, люби меня всерьёз!
ანონსი EP: 12 RUS
Maji de Watashi ni Koi Shinasai! / Эй, люби меня всерьёз!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: ერთერთ იაპონურ ქალაქში დიდი ხანია ცხოვრობს კაძამას ოჯახი, მეგობრული კამპანია, რომელიც შედგებოდა ოთხი ბიჭისა და სამი გოგოსაგან. თუმცა მთავარი გმირი სიოიტი კაძამა, მეტსახელად კაპიტანი კი არ არის, არამედ ჯგუფის ტაქტიკოსი და ყველასთვის საყვარელი იამატო ნაოე. რაში ჭირდება ჯგუფს ტაქტიკოსი? იმიტომ, რომ ჯგუფის თითქმის ყველა წევრი სამურაების შტამომავალი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატია, დავების გადაწყვეტას კი ისე მიეჩვივნენ, როგორც მათი წინაპრები სენგოკუს ხანაში. კავაკამის უფროს სკოლაში დიდ პატივს სცემენ სამურაის სულს და ჩვენს მხიარულ კამპანიას ბევრი ნიჭიერი და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე გოგო შეუერთდა, თუმცა მთავარი გმირის პრობლემა მაინც გადაუჭრელად დარჩა. [temo88]

Air Gear / Воздушный трек / Воздушный механизм / საჰაერო ტრეკი
ანონსი EP: 26 RUS
Air Gear / Воздушный трек / Воздушный механизм / საჰაერო ტრეკი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Sports,

აღწერა: იკი ცამეტი წლის ჭირვეული ბიჭია, რომელიც ახალ სკოლაში სწავლისათვის საცხოვრებლად ოთხ დასთან გადავიდა. ის ყოველთვის ჩხუბისთავი და “მაგარი” ბიჭი იყო, მაგრამ აქ მას უწევს ახალ პრობლემებთან გამკლავება. ერთ-ერთ ასეთ დღეს ის გაეცნო ტექნოლოგიის ისეთ სასწაულს, როგორიცაა “საჰაერო ტრეკი” - როლიკისებრი ციგურები მიკროძრავებით, რომლებიც დიდი სისწრაფის განვითარებასთან ერთად ფრენის საშუალებასაც იძლევა! ღირსების საშინელმა შელახვამ გამოიწვია მისი ავადმყოფური ინტერესი ტექნოლოგიის ამ სასწაულის მიმართ. [temo88]

True Tears / Настоящие слезы / წრფელი ცრემლები
ანონსი EP: 13 RUS
True Tears / Настоящие слезы / წრფელი ცრემლები

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,

აღწერა: ნებისმიერი უფროსკლასელი ოცნება _ იცხოვროს ერთ ჭერქვეშ ლამაზ, ჭკვიან, ყურადღებიან გოგოსთან ერთად. ჩვიდმეტი წლის სინიჩირო ნაკაგამისთან ყველაფერი ასეა. მშობლების - ოჯახის ძველი მეგობრების, გარდაცვალების შემდეგ, ნაკაგამისთან დასახლდა ბავშვობის მეგობარი ხირომი იუასა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა მოცემულ აღწერას. თუმცა, სადილისა და ვახშმის დროს ყოველდღიური მისალმების გარდა სახლში თითქმის არ აქვთ ურთიერთობა, ამის მიზეზი კი დედაა, რომელიც “სარძლოს” მკაცრად აკონტროლებს და ზედმეტად უფრთხილდება საყვარელ შვილს. მამა საოჯახო საქმეებში არ ერევა, ხოლო ბუნებით რბილი შვილი კი თავს საბავშვო მანგის ხატვით, ადგილობრივი ცეკვების შესწავლითა და ერთადერთ მეგობარ ნობუსესა და მის შეყვარებულ აიკოსთან სეირნობით იმშვიდებს. [temo88]

Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე
ანონსი EP: 37 RUS
Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: სავაკო კურანუმა არის თხუთმეტი წლის კეთილი გოგონა. მაგრამ მისი გარეგნობის და სახელის გამო, ყველა მას ადარებს საშინელებათა ფილმის „ზარის“ მოჩვენებას „სადაკოს“, თუმცა სინამდვილეში მისი სახელი, კარგი მნიშვნელობით, „გასაოცარი ბავშვის“ იეროგლიფებით იწერება. თანაკლასელების დამოკიდებულების გამო სავაკო ვერ ახერხებს მათთან დამეგობრებას. საბედნიეროდ სავაკოს კლასში არის გულწრფელი, მეგობრული ბიჭი, კაზეახაია შოთა, რომელიც არ აქცევს დიდ ყურადღებას გარეგნობასა და სხვების ჭორებს. ყველასთან მეგობრობისა და კარგი დამოკიდებულების გამო, კაზეხაია სავაკოსათვის მისაბაძი ადამიანია. ცოტა ხანში, გარემოებების გამო, სავაკო და კაზეხაია ერთმანეთს დაუახლოვდებიან... [Devastation]

Special A / Спецкласс «А» / სპეცკლასი А
ანონსი EP: 24 RUS
Special A / Спецкласс «А» / სპეცკლასი А

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,

აღწერა: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ პირველობა აკმაყოფილებთ. სწორედ ასეთებს განეკუთვნება ჰიკარი ჰაკაძონო – გოგო ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ცხოვრებაში ყველაფრის საკუთარი შრომით მოპოვებას მიეჩვია. ბედის ირონიით, მის გზაზე ყოველთვის კეი ტაკისიმა დგას – ცნობილი კლანის წარმომადგენელი, ყველაფერში გენიალური ბიჭი. კონკურენციას, რომელიც ექვსი წლიდან დაიწყო, ისინი ჰაკუსენის კერძო სასწავლებლამდე მიჰყავს, სადაც საჭიროდ არ თვლიან რომ იყო როგორიც სხვა და არ გაიძულებენ ჩუმად ყოფნას... პირიქით, ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს ისინი სპეცკლას ა-ში აერთიანებენ, მოსწავლეები რომლებიც გამოირჩევიან არა მარტო ფორმითა და თავისუფალი გრაფიკით, არამედ იმითაც, რომ როგორც რჩეულთა კლუბი იყენებენ უზარმაზარ ორანჟერეას. კეისა და ჰიკარის გარდა კლასში არიან მუსიკით შეპყრობილი ტყუპები ძუნი და მეგუმი, დირექტორის შვილი ტადასი, გართობის მოყვარული აკირა და რიუ. [temo88]

Kung Fu Panda: Legends of Awesomeness / Кунг-фу Панда: Захватывающие легенды
ანონსი EP: 79 RUS
Kung Fu Panda: Legends of Awesomeness / Кунг-фу Панда: Захватывающие легенды

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Adventure, Comedy,

აღწერა: სერიალი მოგვითხორბს პანდა პოს თავგადასავლების გაგრძელებაზე, თუ როგორ ვარჯიშობს, თავს იცავს, იბრძვის, ასწავლის და სწავლობს, ლაპარაკობს ძალიან ბევრს და გამოდის ახალი შორეული სამყაროს გმირის როლში. ახლა, ერთად მცხოვრები შეუდარებელ ხუთეულთან ერთად, პოს მოუწევს ბევრი ახალი ვალდებულებების შესრულებას, ის ხომ დრაკონის მეომარია.

Gintama Movie / Гинтама
ანონსი EP: 2 RUS
Gintama Movie / Гинтама

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Adventure, Comedy,
გახმოვანება: რუსული

აღწერა: გინტამას სრულმტრაჟიანი ფილმი რუსული გახმოვანებით

Toradora! / Tiger x Dragon / ТораДора! / ტორადორა
ანონსი EP: 26 RUS
Toradora! / Tiger x Dragon / ТораДора! / ტორადორა

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: რიუძი ტაკასუს ცხოვრებაში საშინლად არ გაუმართლა. გარდაცვლილმა მაფიოზი მამისაგან მას დარჩა ისეთი სახე და თვალები, რომ მის ერთ შეხედვაზე მასწავლებლებს გული მისდით, ხოლო კლასელები კი თავადვე აწვდიან საფულეებს. ამის გამო რიუძი, რომლის სახელიც “დრაკონს” ნიშნავს, ითვლება ყველაზე “მაგარ” ხულიგნად და ყველა თავს არიდებს, ერთადერთი მეგობრის – იუსაკუ კიტამურას გარდა. არადა გულში მთავარი გმირი რბილი და რომანტიული ადამიანია, რომელსაც თავის თავზე აქვს აღებული საოჯახო საქმეები თუთიყუშ ინკოსთან და მოუხერხებელ დედასთან ერთად. [temo88]

Bleach Movies / Блич Фильмы / ბლიჩის ფილმები
ანონსი EP: 4 ENG EP: 4 RUS
Bleach Movies / Блич Фильмы / ბლიჩის ფილმები

გამოსვლის წელი: 2004-2012
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ბლიჩის ყველა ფილმი რუსული და ინგლისური გახმოვანებით

Toriko 3D: Kaimaku! Gourmet Adventure!! / Торико 3D: Аппетитные приключения!!
ანონსი EP: 1 RUS
Toriko 3D: Kaimaku! Gourmet Adventure!! / Торико 3D: Аппетитные приключения!!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Shounen,
გახმოვანება: რუსული

აღწერა: A Toriko movie, the action in it takes place before the beginning of the TV series. The story follows a kid, Peck, who lives in a village attacked by a Gerold. So, he seeks the help of Toriko.

Kuro Shitsuji / Kuroshitsuji / Black Butler / Демон-дворецкий / დემონი მსახური
ანონსი EP: 46 RUS
Kuro Shitsuji / Kuroshitsuji / Black Butler / Демон-дворецкий / დემონი მსახური

გამოსვლის წელი: 2008, 2010, 2014
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ეს არის მისტიური, პაროდიული კომედია, რომელიც ეხება მსახურებისა და ბატონების ურთიერთდამოკიდებულებას. მე-19 საუკუნის ალტერნატიული ინგლისი, ფანტომჰაიმების მდიდრული სასახლე, მისი მხიარული მსახურთა კამპანია და მათზე აღმატებული (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) უნაკლო სებასტიანი. ახალგაზრდა გრაფ სიელს უყვარს სხვადასხვა გასართობი და მსახურის მრავალმხრივ შესაძლებლობებს გასაქანი ეძლევა. ამ ორმა ხომ მნიშვნელოვანი კონტრაქტი დადო, რომელიც სებასტიანის მხოლოდ კულინარიულ შესაძლებლობებს არ ეხება. [temo88]

Trigun / Триган / ტრიგუნ
ანონსი EP: 26 RUS
Trigun / Триган / ტრიგუნ

გამოსვლის წელი: 1998
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: უდაბურ პლანეტაზე, სადაც ადამიანები გადასახლდნენ დედამიწიდან, მტვრიან ქალაქებში, სალონებსა და მოედნებზე, ჩვეულებრივ ადამიანებსა და ბანდიტებს შორის დიდი ხანია დადის ხმა ადამიან-კატასტროფაზე – ვეშ ქარიშხალზე. ის არსაიდან გამოჩნდება ხოლმე დამ ის შემდეგ მხოლოდ ნანგრევები რჩება. ერთხელ მან მთელი ქალაქი სრულად გაანადგურა. ამბობენ რომ ის შეუბრალებელია და მისი მოკვლა შეუძლებელია. მის თავზე დაწესებულია უზარმაზარი ჯილდო – 60 მილიარდი. როგორია მაშინ მისგან გამოწვეული ზარალი? [temo88]

One Piece: Special Episodes / Ван Пис / ვან პისი
ანონსი EP: 13 RUS
One Piece: Special Episodes / Ван Пис / ვან პისი

გამოსვლის წელი: 1999-2012
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Shounen,

აღწერა: ვან პისის ყველა OVA რუსული გახმოვანებით

One Piece Movies / Ван Пис Фильмы / ვან პისის ფილმები
ანონსი EP: 11 RUS
One Piece Movies / Ван Пис Фильмы / ვან პისის ფილმები

გამოსვლის წელი: 1999-2012
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Shounen,

აღწერა: ვან პისის ყველა ფილმი რუსული გახმოვანებით

Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე
ანონსი EP: 64 RUS
Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Magic, Shounen,

აღწერა: ხუთას წელიწადში ერთხელ ტარდება შამანების (ადამიანები, რომელთაც სულებთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ, მათი სხეულში ჩასახლებით, მათი ძალების მართვა შეუძლიათ) შეჯიბრი, რომლის დროსაც გამარჯვებული იძენს ღირსეულ ტიტულს „შამანების მეფეს" და ასევე შესაძლებლობას კავშირი უძლიერეს სულთან დაამყაროს, რის შემდეგაც მათ მსოფლიოს თავის ნებაზე შეცვლა შეუძლიათ.

ასაკურა იო არის ახალგაზრდა შამანი, რომესაც უნდა გახდეს შამანების მეფე. ის გაემგზავრება ტოკიოში, რათა თავის მიზანს ვარჯიშით მიაღწიოს. მიზნის მიღწევაში, მას ეხმარებიან მეგობრები: მანტა, ჰორო ჰორო, რიუ, ამიდამარუ (მისი კომპანიონი სული) და ანა, იოს მწვრთნელი და გოგო, რომელსაც შამანების მეფის ცოლობა უნდა... [Devastation]

1-24 25-48 ... 265-288 289-312 313-336 337-360 361-370