Drama

Little Busters! / Юные Нарушители! / პატარა ონავრები!
ანონსი EP: 39 RUS
Little Busters! / Юные Нарушители! / პატარა ონავრები!

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,

აღწერა: გიგანტურ უმაღლეს სკოლა-ინტერნატში, რომელიც გარშემორტყმულია ტყეებითა და მინდვრებით, ნამდვილი აურზაურია- დაბრუნდა ყველასათვის საყვარელი კიოსუკე ნაცუმე! საიდუმლოებით მოცული კურსდამთავრებული ხანდახან უჩინარდება, მაგრამ ყოველი მისი დაბრუნება წარმოქმნის რაიმე ახალ საოცარ მოვლენას და არ გაწყენინებს. განსაკუთრებული მოუთმენლობით მეთაური დაბრუნებას ოთხი ადამიანი ელის:რიკი,მასატო,კენგო და რინი კიოსუკეს უმცროსი და. ბავშვობიდანვე მათი შეკრული გუნდი <<პატარა ონავრები!>> ერთად იყო შეკრული, მეზობლების დატვირთვისთ, სამართლის დაცვით და რაც მთავარია- გულიანად ხალისით! აი ახლაც, სკოლის დამთავრებისა და დიდი ხნით განშორების ზღვარზე, ლიდერმა გადაწყვიტა გაემხნევებინა მეგობრები, იმის განცხადებით, რომ ძალიან მალე ისინი ითამაშებენ ბეისბოლს. [RoY]

Pumpkin Scissors / Тыквенные ножницы / გოგრის მაკრატელი
ანონსი EP: 24 RUS
Pumpkin Scissors / Тыквенные ножницы / გოგრის მაკრატელი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Shounen,

აღწერა: ყინულოვან ქვეყანასთან ხანგრძლივმა ომმა მთელს იმპერიას დაუტოვა შრამები: შიმშილი, შავი ჭირი, დაბრუნებული ჯარისკაცები, რომლებიც ყაჩაღები გახდნენ... ომის მიერ მიყენებული ზარალისა და ხალხისა და ნაციის დაცარიელებაზე შიშის გამო არმიაში შეიქმნა მესამე საინფორმაციო დანაყოფი – "გოგრის მაკრატელი”, რომლის დანიშნულებაა ”ზიანის აღმოფხვრა”. ”თხელი ყინულის ხელშეკრულებად” წოდებული ზავის დადებიდან სამი წელი გავიდა. მესამე დანაყოფმა დაასრულა საკუთარი დავალება, უფრო სწორად კი გადაეშვა საოფისე საქმიანობაში, ხალხმა კი მათი დაცინვა დაიწყო და შეარქვეს ”შეწყალების დანაყოფი”, რომლებიც ხალხის უკმაყოფილებას მხოლოდ შორიდან ეხებოდნენ. ერთხელაც მათ დახმარება შესთავაზა მაღალმა კაცმა, ყოფილმა კაპრალმა. მას ქამარზე რკინის ფანარი ეკიდა და მძიმე იარაღი მხოლოდ ერთი ხელით ეჭირა... [temo88]

Tokyo Magnitude 8.0 / Токийское Восьмибальное / ტოკიოს რვაბალიანი
ანონსი EP: 11 RUS
Tokyo Magnitude 8.0 / Токийское Восьмибальное / ტოკიოს რვაბალიანი

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Drama,

აღწერა: 13 წლის მირაი ონოძავას გარდატეხის პერიოდის ტიპიური კრიზისი აქვს. საკუთარი “მე”-ს, სამყაროში საკუთრი ადგილის მტანჯველი ძიება, მშობლებისა და გარშემომყოფების მხრიდან მისი ცხადად თუ ფარულად ვერ გაგება – ამ ყველაფერს განიცდის გოგონა და საკუთარ ფარულ აზრებს და ფიქრებს არა დღიურში, არამედ მობილურში იწერს. პატარა ძმასთან - იუკისთან ერთად რობოტების გამოფენაზე გამგზავრებამაც კი ვერ აუმაღლა მას განწყობა. თუმცა ხელოვნურ კუნძულ ოდაიბაზე გასეირნება კოშმარად იქცა – კანტოს რაიონს თავს დაატყდა მანამდე უნახავი ძალის მქონე მიწისძვრა.

ეცემა ტოკიოს ცათამბრჯენი, ინგრევა ცისარტყელების ხიდი, სტიქიური უბედურება და-ძმას ერთმანეთს დააშორებს. ამ სიკვდილისა და ქაოსის სამეფოში მათ ერთმანეთის მოძებნა და ახალგაზრდა ქალ მარი კუსაკაბესთან ერთად კოშმარისაგან თავის დაღწევა და მშობლიურ სახლში დაბრუნება მოუწევთ. მათი გმირული ოდისეა კი ჩვენ დაგვანახებს რა უფრო ძლიერია – ბრმა სტიქია თუ ადამიანური სული? [temo88]

Guskou Budori no Denki Movie / Жизнь Гуско Будори / გუსკო ბუდორის ცხოვრება
ანონსი EP: 1 RUS
Guskou Budori no Denki Movie / Жизнь Гуско Будори / გუსკო ბუდორის ცხოვრება

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Drama, Fantasy,

აღწერა: Гусуко Будори живет мирно с его родителями и младшей сестрой в лесу Ихатобу. Из-за неожиданно холодной зимы он теряет своих близких. Оставшись один, Будори пытается жить дальше и устраивается на работу к ученым в лабораторию по исследованию извержений вулканов. Ожидается очередное похолодание и Будори решает оставить лабораторию, чтобы предотвратить катастрофу, что он пережил ранее...

Sakurasou no Pet na Kanojo / The Pet Girl of Sakurasou / Кошечка из Сакурасо
ანონსი EP: 24 RUS
Sakurasou no Pet na Kanojo / The Pet Girl of Sakurasou / Кошечка из Сакурасо

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,

აღწერა: ხელოვნების შემსწავლელ უფროს სკოლა სუიმეიში უამრავი საერთო საცხოვრებელია და მათ შორის ერთ ერთი მომგებიანია ”საკურასოუ”. თუ საერთო საცხოვრებელში მკაცრი წესები მოქმედებს, ”საკურასოუში” ყველაფერი ნებადართულია, ტყუილად კი არ ეძახიან მას ადგილობრივები ”საგიჟეთს”. ცნობილია, რომ გენიოსები და შეშლილები ძალიან გვანან ერთმანეთს და ”საკურასოუს” მაცხოვრებლებიც საინტერესო ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამ სამყაროს ძალიან არიან მოწყვეტილები. მაგალითისათვის ხმაურიანი მისაკი, რომელიც საკუთარ ანიმეს მსხვილ სტუდიებზე ყიდის, მისი მეგობარი და სცენარისტი - პლეიბოი დინი, ან პროგრამისტი რიონოსუკე, რომელიც გარე სამყაროსთან მხოლოდ ინტერნეთითა და მობილურით ამყარებს კონტაქტს. მათთან შედარებით მთავარი გმირი სორატა კანდა უბრალო ადამიანია, რომელიც ამ საგიჟეთში მხოლოდ კატებისადმი სიყვარულის გამო მოხვდა!

ამის გამო წიხირო მასწავლებელმა - საერთო საცხოვრებლის ზედამხედველმა, დაავალა სორატას დახვედროდა მის დედიდაშვილს მაშიროს, რომელიც მათ სკოლაში შორეული ბრიტანეთიდან გადმოდიოდა. ნაზი და ქერა გოგონა კანდას ანგელოზად მოეჩვენა. მართალია ახალ მეზობლებთან ახალმოსულის საპატივცემულოდ გამართულ წვეულობაზე სტუმარი თავშეკავებული იყო და თითქმის არ ლაპარაკობდა, თუმცა მისმა ახალმა თაყვანისმცემელმა ეს გასაგებ სტრესსა და დაღლილობას მიაწერა. აი ნამდვილი სტრესი კი სორატას დილით ელოდა, როდესაც მაშიროს გასაღვიძებლად მივიდა. გმირმა აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ნაცნობი დიადი მხატვარია, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი ამ სამყაროს, ანუ დამოუკიდებლად ჩაცმაც კი არ შეუძლია! აი წიხირო კი გინდ ყოფილა გინდ არა - ამის შემდეგ კანდამ უნდა მოუაროს მის დეიდაშვილს, მან ხომ უკვე იცის კატების მოვლა! [temo88]

Chrono Crusade / Крестовый поход Хроно / ჯვაროსნული ლაშქრობა ჩრონო
ანონსი EP: 24 RUS
Chrono Crusade / Крестовый поход Хроно / ჯვაროსნული ლაშქრობა ჩრონო

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Action, Drama, Romance,

აღწერა: მეოცე საუკუნის ოციანი წლები. ჯაზის ჰანგების ქვეშ მიედინება აკრძალული სპირტიანი სასმელის მდინარეები, ხოლო შეძლებული ადამიანები კი იმით ერთობიან რომ... იძახებენ დემონებს. ამ გარე სამყაროს ძალების წინააღმდეგ კი დგას მაგდალენის ორდენი! ეს არის გამოცდილი ეგზორცისტ როზეტა კრისტოფერის ისტორია, რომლის სული ალქიმიურად არის დაკავშირებული დემონთან სახელად ქრონო. დაუმარცხებელი დუეტი ეძებს როზეტას დაკარგული ძმის - იეშუის კვალს და ანადგურებს ჯოჯოხეთის ყველა მოციქულს, რომელიც მას გზაზე ეღობება! [temo88]

Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან
ანონსი EP: 12 RUS
Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,

აღწერა: პატარა ჰარუკა კოტოურა არის ჩვეულებ... არა არაჩვეულებრივი ბავშვი! მას დაბადებიდან აქვს სხვისი აზრების წაკითხვის უნარი. თითქოს წარმატება ელოდება, მაგრამ ბავშვური მიამიტობით ისეთ საქმეებში ეხვეოდა რასაც მისთვის და მისი ოჯახისათვის უარყოფითი შედეგი მოჰქონდა. ესეთი წნეხი ვერ გაუძლეს მშობლებმა და კოტოურა მიატოვეს ბაბუასთან. კოტოურამ დატოვა მისი სკოლა და სხვაგან გადავიდა სასწავლებლად, სადაც მას ელოდება ახალ კლასელებთან შეხვედრა და შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც მას გაუგებს...

Ookami Kodomo no Ame to Yuki / Волчьи дети Амэ и Юки
ანონსი EP: 1 RUS
Ookami Kodomo no Ame to Yuki / Волчьи дети Амэ и Юки

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Drama,

აღწერა: Юки и Амэ — только с виду обычные дети, которым должны быть нипочем тяготы окружающего мира. Когда погибает их отец, последний представитель древнего рода оборотней, их матери — обыкновенной девушке, когда-то влюбившейся в человека, оказавшегося волком — приходится переехать подальше от большого города и начать все сначала.

Tokyo Godfathers / Однажды в Токио
ანონსი EP: 1 RUS
Tokyo Godfathers / Однажды в Токио

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Comedy, Drama,

აღწერა: Под Рождество даже в далёком Токио обязательно происходят удивительные чудеса и невероятные события... Трое бездомных бродяг: алкоголик Джин, трансвестит Хану и беспризорница Миюки - находят на улице потерянную новорожденную девочку, и это необычайное происшествие полностью меняет их судьбу. Проникшись состраданием к беспомощному существу, необычные ангелы-хранители решают во что бы то ни стало вернуть младенца родителям. Они и не подозревают, сколько веселых, опасных, странных и, наконец, просто волшебных приключений выпадет им на пути к цели...

Gantz / Ганц / განცი
ანონსი EP: 26 RUS
Gantz / Ганц / განცი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: ტოკიოში ცხოვრობს მეათე კლასის მოსწავლე კურონო კეი, ჩვეულებრივი იაპონელი მოზარდი, რომლის გონებაც სავსეა გოგოებზე ფიქრით. 16 წლის ახალგაზრდის ცხოვრება ცისარტყელის ფერებით სავსე სულაც არ არის, თითოეული მისი დღე ხომ წინას გავს. ერთხელაც, სახლში დაბრუნებისას, მეტროში, გაჩერებაზე დგომისას, იგი ხვდება ბავშვობის მეგობარ კატო მასარუს, თუმცა ამას არ იმჩნევს. ასე დაშორდებოდნენ კიდეც, ერთი უსახლკარო პირდაპირ რელსებზე რომ არ გადავარდნილიყო. [temo88]

Ano Hi Mita Hana No Namae O Bokutachi Wa Mada Shiranai / AnoHana / Невиданный цветок
ანონსი EP: 11 RUS
Ano Hi Mita Hana No Namae O Bokutachi Wa Mada Shiranai / AnoHana / Невиданный цветок

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama,

აღწერა: 6 წლის ბავშვობის მეგობრები გაიზარდნენ ერთმანეთისგან მოშორებით უმაღლეს სკოლებში. მეგობრებიდან ერთერთი ჯინტონი ძალიან ჩაკეტილი გახდა იმ დღიდან როდესაც მისი მეგეობრებიდან ერთ-ერთი - მენმა მოკვდა. შემდეგ ის გადაწყვეტს რომ შეუსრულოს მენმას სურვილი: გაეშვა ჰაერში ფეიერვერკი და ის დაიწყებს ძველი მეგობრების ძებნას ამ სურვილის ახდენაში დასახმრებლად... [NARUTO:)]

Nana / Нана / ნანა
ანონსი EP: 50 RUS
Nana / Нана / ნანა

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,

აღწერა: ტოკიოსაკენ მიმავალ მატარებელში ერთმანეთს გაიცნობს ორი გოგო. ერთი გამოხატული და ძლიერი ხასიათით, მიისწრაფის როკ ვარსკვლავის კარიერისაკენ, მეორე საყვარელი და მიამიტი, არ ოცნებობს არაფერ სერიოზულზე. ისინი თითქოს ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგოები არიან, თუმცა გოგოებს ბევრი საერთო აქვთ: სახელი ”ნანა” და სიყვარულის უნარი. და მათ ცხოვრება არ წარმოუდგენიათ მუსიკის გარეშე. მთავარ გმირებს მოუწევთ იმისი გამორკვევა, თუ რა არის ყველაზე მთავარი და რაზე მოუწევთ უარის თქმა, დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს გაუზიარებენ სიხარულსა და გასაჭირს, გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში და გაიზრდებიან. [temo88]

Bokura ga Ita / We Were There / Это были мы / ეს ჩვენ ვიყავით
ანონსი EP: 26 RUS
Bokura ga Ita / We Were There / Это были мы / ეს ჩვენ ვიყავით

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Drama, Romance, School Life,

აღწერა: მარადისობა, რომელიც წამი გრძელდება. უკვე დავიწყებული სახეები და სახელები, რომლებიც მხოლოდ ძველ ფოტოებშიღა ცოცხლობენ. და ხმები, რომლებიც ასე ახლო იყო, ახლა შორიდანღა ისმის. ყველაფერმა ჩაიარა, ჩაიქროლა, თითებს შორის გაქრა. ჩვენი ოდესღაც ერთმანეთს გადაჯაჭვული ბედი ახლა უკვე პარალელურია. ჩვენი ნაბიჯები შეწყდება, ისევე როგორც ხმაური და უწესრიგობა სკოლის დერეფნებში ზარის შემდეგ. ჩვენს ადგილას სხვები მოვლენ და ამას ვერც შეცვლი და ვერც შეასწორებ... და მაინც, ეს ჩვენ ვიყავით, გახსოვს? [temo88]

Nabari no Ou / The King of Nabari / Владыка Скрытого мира
ანონსი EP: 26 RUS
Nabari no Ou / The King of Nabari / Владыка Скрытого мира

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Comedy, Drama,

აღწერა: 14 წლის მიხარუ როკუძიომ კარგად იცის, რომ ისეთი არაა, როგორც ყველა. ”წარმოქმნის” იდუმალი ძალა მცირე ასაკიდან გახდა მისი წყევლა. ბიჭმა მალე დაკარგა მშობლები და დაიწყო ხალხისაგან დაშორება, რადგან არ სურდა, რომ მის გამო ვინმე დატანჯულიყო. საქმე კი იმაშია, რომ მხოლოდ ”წარმოქმნის” ძალა იძლევა უფლებას გახდე ნაბარის - ნინძების საიდუმლო სამყაროს, მმართველობის კანდიდატი. [temo88]

Kamisama no Memo-chou / Блокнот Бога / ღმერთის წიგნაკი
ანონსი EP: 12 RUS
Kamisama no Memo-chou / Блокнот Бога / ღმერთის წიგნაკი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama,

აღწერა: 16 წლის ნარუმი ფუძისიმა სკოლების ხშირი გამოცვლის გამო ჩუმ და არასოციალურ ადამიანად იქცა, რომელსაც ქუჩის აუზაურშიც კი რთულად შენიშნავთ. სწორედ საიმისო არის ყვავილების მოშენების კლუბი, რომელშიც იგი კლასელმა აიაკა სინოძაკიმ ჩაითრია. აიაკა წიგნის ჭიის ნაცვლად მხიარული და ენერგიული გოგო აღმოჩნდა. მოიპოვა რა ახალ ნაცნობზე ბატონობა, აიაკამ იგი მიიყვანა სარამენე “მინ”-ში, ადგილობრივი ახალგაზრდების თავშესაყრელ ადგილზე, სადაც მესამე სართულზე ცხოვრობს ალისა – შესახედაობით 12-13 წლის გოგო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ ტოვებს სათამაშო დათვებით სავსე და მონიტორებით გარშემორტყმულ საწოლს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენს წინაშეა ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიადი დეტექტივი! [temo88]

Skip beat! / Не сдавайся! / არ დანებდე
ანონსი EP: 25 RUS
Skip beat! / Не сдавайся! / არ დანებდე

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,

აღწერა: კიოკო მოგამის ბავშვობიდანვე უყვარდა ზღაპარი კონკიას შესახებ. სწორედ ამიტომ იცოდა, რომ თავიდან გმირმა უსაზღვროდ ბევრი უნდა იმუშავოს და მხოლოდ ამის შემდეგ ელოდება ზღაპრული ტანისამოსი, უამრავი ბალი და ქორწინება პრინცზე. პრინცი უკვე არსებობს კიოკოს ყოფილი კლასელი სიო ფუვა, რომელიც ტოკიოში გაემგზავრა, რათა პოპ-ვარსკვლავი გახდეს. კიოკოხ მასთან გაემგზავრა დედაქალაქში. სანამ სიო გზას იკვალავს შოუ-ბიზნესში, კიოკო საჭმელს ამზადებს, ალაგებს და ორ ადგილას მიშაობს, რათა ძვირფასი ბინის ქირა დაფაროს. [temo88]

Kingdom / Царство / სამეფო
ანონსი EP: 77 RUS
Kingdom / Царство / სამეფო

გამოსვლის წელი: 2012,
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: 2500 წლის წინ, ძველი ჩინეთი მოცული იყო სისხლისმღვრელი ომებით, სამშობლოს დაცვისას ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ყველაფერი ეს ხდებოდა ბედნიერი მომავლისთვის, ბავშვებისთვის და სილამაზისთვის. მაგრამ ომი არ ცხრებოდა, რადგან შვიდივე პროვინცია თავის მართველობას ამყარებდა, ადამიანის სიხარბის გამო ქვეყანაში ქაოსი დამყარდა. ერთხელაც როცა ლი სინი და ხიონი ორი პროვინციის ბრძოლას შეესწრნენ, მათ გააცნობიერეს თავიანთი დანიშნულება, მათ გადაწყვიტეს, რომ დაიცავდნენ მოსახლეობას და წინ გაუძღვებოდნენ დიდ არმიას. რისი გავლა მოუწევთ ობოლ ბიჭებს ამისთვის? შეძლებენ კი ისინი გადაურჩნენ ქაოსს და გახდნენ დიდ გენერლები?

Kanon / Канон /კანონი
ანონსი EP: 24 RUS
Kanon / Канон /კანონი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,

აღწერა: აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ უკვალოდ არაფერი ქრება, თითოეულმა ქმედებამ და აზრმაც კი შეიძლება სამყაროს არსი შეცვალოს. რატომ მოხდა, რომ 17 წლის იუიჩი აიზავას, რომელიც ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქში საცხოვრებლად გადავიდა, არაფერი ახსოვს იმ დროზე, როდესაც ამ ქალაქს ხშირად სტუმრობდა? მეხსიერება თანდათან უბრუნდება, როდესაც თანდათან საცხოვრებლად ეწყობა დეიდა აკიკოსა და დეიდაშვილის ნაიუკის სახლში, ეჩვევა ნამდვილ ზამთარს, სწავლას იწყებს ახალ სკოლაში და იჩენს ახალ ნაცნობებს - ახალს კი? საიდან აქვს მუდმივი დéჯà ვუს გრძნობა, რომელიც აღწევს მთავარი გმირის თვითირონიის ჯავშანში? საიდან იცნობს ამ მხიარულ და სევდიან გოგოებს, რომლებიც ამ დათოვლილ ქალაქში ცხოვრობენ და ეშინიათ არა ქუჩაში, არამედ ადამიანების სულებში არსებული სიცივის? [temo88]

Higurashi no Naku Koro ni Kai / When Cicadas Cry / Когда плачут цикады / როდესაც ციკადი ტირის
ანონსი EP: 50 RUS
Higurashi no Naku Koro ni Kai / When Cicadas Cry / Когда плачут цикады / როდესაც ციკადი ტირის

გამოსვლის წელი: 2006; 2007
ჟანრები: Drama,

აღწერა: როდესაც ახალგაზრდა კეიიჩი მშობლებთან ერთად ქალაქიდან პატარა სოფელ ხინიმიძავაში გადავიდა და ადგილობრივ სკოლაში მომხიბვლელ კლასელებთან დამეგობრდა, წარმოდგენაც კი არ ქონდა, თუ რამდენად მცდარი იყო მისი წარმოდგენა ამ წყნარ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე. თუმცა, როგორც მალევე აღმოაჩინა, ამ სოფლის ცხოვრების იდილიის ფასადს მიღმა იმალება საშინელი მკვლელობებისა და უკვალო გაუჩინარებების ისტორია, ხოლო ამ კეთილსასურველი მდუმარების საფარველქვეშ კი საშინელი ძალები იფარება. საშინელი საიდუმლო თანდათან იხსნება მისი გაოცებული თვალების წინაშე... [temo88]

Hells / Ангелы из ада \ ჯოჯოხეთის ანგელოზები
ანონსი EP: 1 RUS
Hells / Ангелы из ада \ ჯოჯოხეთის ანგელოზები

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Drama,

აღწერა: Идет девочка в школу, можно сказать летит на встречу к новым знаниям, а тут на тебе, не удача! Грузовик сбил! И все бы ничего, но попадает Амагане Лине в самый что ни на есть АД, по местному Судьбоземье. И что бы вернуться домой, в мир живых, ей предстоит закончить местную Академию наук! Задача и так не из простых, но совсем все усложняет факт того, что она - реинкарнация первой женщины земли, той самой, что была создана Богом из ребра Адама - ЕВЫ.

Beck: Mongolian Chop Squad / Бек: Восточная Ударная Группа / ბეკი
ანონსი EP: 26 RUS
Beck: Mongolian Chop Squad / Бек: Восточная Ударная Группа / ბეკი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,

აღწერა: თავდაპირველად იყო სიმღერა - ასე მიაჩნია ბევრ ერს, და ტუილად არ ფიქრობენ ასე, რადგან მუსიკა ისევე გვაერთიანებს დაწერილი თუ დაუწერელი ისტორიის დაწყებიდან ათასობით წლის შემდეგაც. ბეკი არის ანიმე ახალგაზრდა ადამიანებზე, რომლებიც ეძებენ საკუთარი ცხოვრების გზას და უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანებზე, რომელთაც მუსიკა დაეხმარა და ახლაც ეხმარება ცხოვრების გზაზე. ბეკი არის ანიმე უნივერსალურ ენაზე, რომელზეც შეუძლია ილაპარაკოს სხვადასხვა თაობამ. ასევე ე სარის ანიმე თანამედროვე საზოგადოებაზე, სადაც ნიჭი ადრე თუ გვიან ხდება გართობის გლობალური ინდუსტიის ნაწილი. შესაძლოა ვიდავოთ იმაზე ცუდია ეს თუ კარგი, თუმცა ასეთია სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. [temo88]

Shuffle! / Шафл! / შაფლი!
ანონსი EP: 36 RUS
Shuffle! / Шафл! / შაფლი!

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Drama, Ecchi, Romance,

აღწერა: მიმდონარე მოვლენებამდე ათი წლით ადრე გაიხსნა კარიბჭე, რომელიც დედამიწას ღმერთებისა და დემონების სამყაროსთან აკავშირებს. მას შემდეგ სამი რასა - ადამიანთა, დემონთა და ღმერთების, მშვიდობიანად თანაარსებობს. ორი ახალგაზრდა პრინცესა, ქალღმერთი და დემონთა პრინცესა, დაინტერესებულები არიან ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭით და მისი ნახვა თავისი მეუღლის სტატუსით სურთ. რინს ისღა დარჩენია აირჩიოს... თუმცა არ უნდა დაივიწყოს აგრეთვე სხვა კანდიდატებიც – ბავშვობის მეგობარი კაედე, სკოლის უდარდელა - ასა და არასრულწლოვანი დემონი პრიმულა! რინი ყველას უყვარს, მას ყველა აფასებს... და მან უნდა ვინმე აირჩიოს! [temo88]

Cowboy Bebop / Ковбой Бибоп / კოვბოი ბიბოპ
ანონსი EP: 26 RUS
Cowboy Bebop / Ковбой Бибоп / კოვბოი ბიბოპ

გამოსვლის წელი: 1998
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: მომავალში ადამიანებმა წარმატებით აითვისეს მზის სისტემის პლანეტები, აავსეს საკუთარი ცხოვრება რთული ტექნოლოგიებით, მიეჩვივნენ კოსმიური ხომალდებით ფრენას და ამასთანავე ისეთივე დარჩნენ როგორებიც იყვნენ. არსად გამქრალან არც ჯიბის ქურდები, არც მაფიოზური სინდიკატები, შულერები და თაღლითებიც ძველებურად ატყუებენ მიამიტებს, ნარკოტიკების რეალიზაცია კი კვლავ მომგებიან ბიზნესად რჩება. 2017 წელში პატიოსან ხალხს ისევე უჭირს ნორმალურად ცხოვრება, ხოლო თაღლითობა და გამყიდველობა კი ღირსებაზე მეტად ფასობს. ასეთია ნაურის ჟანრის კანონი. [temo88]

Hanasaku Iroha / Hana-Saku Iroha / Азбука цветов / ყვავილთა ანბანი
ანონსი EP: 26 RUS
Hanasaku Iroha / Hana-Saku Iroha / Азбука цветов / ყვავილთა ანბანი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Seinen,

აღწერა: 16 წლის ოჰანე მაცუმაეს არ გაუმართლა - დედამ მიატოვა და საცხოვრებლად ბებიასთან გაუშვა. აი ბებია - ქალბატონი სიძიმა, სულაც არ აღმოჩნდა ღვთის მოვლენილი, რომელიც მზად არის შვილიშვილი ტკბილეულით გამოკვებოს, პირიქით, მკაცრი და გავლენიანი ქალია, რომელიც თავისი რკინის ხელით მართავს ძველი იაპონური სტილის სასტუმროს. ბებიის შეხედულებებიც ძველი და დროში გამოცდილი იყო: “კლიენტი ყოველთვის მართალია” და “თუ გინდა პატივი გცენ, შეგეძლოს საკუთარი საქციელზე პასუხისგება”. ასე რომ ახალ სტუმარს მოუწია საქმიანობაში ჩართვა და ოფიციანტისა და მოახლის პროფესიების შეთვისება. [temo88]

1-24 25-48 ... 121-144 145-168 169-192 193-216 217-237