Ecchi
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Fantasy, Seinen,
აღწერა: ახალგაზრდა შინიგამი, სიკვდილის ქალღმერთი ლისარა რესტალი, გამოცხადდა ადამიანთა სამყაროში, რათა საკუთარი კლანის გავლენა და სახელი აღადგინოს. ამ სამყაროში შინიგამები იკვებებიან სხვათა ენერგიით, ამასთანავე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ ზეარსებების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ასეთი პარტნიორის მოძებნა არც თუ ისე მარტივია, რადგან ადამიანთა უმრავლესობის სულები პატარაა და მასში არ არის ფუძე - შინაგანი ძალის წყარო. სტუმარმა არ იცოდა, რომ ბედმა მას უკვე მოუმზადა სიურპრიზი ახალგაზრდა ყმაწვილის - რიოსუკე კაგას სახით. რაშია 17 წლის იაპონელი ბიჭის ძალა? რაღა თქმა უნდა... წარმოსახვის უნარში! ამ სფეროში კაგა ჩემპიონია, თუმცა თანაკლასელ გოგოთა უმრავლეობა მას მარტივად - გარყვნილს ეძახის! [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, School Life,
აღწერა: მამის გარდაცვალების შემდეგ 17 წლის სიოგო მიკადონო გახდა უზარმაზარი კორპორაციის მემკვიდრე. იმისათვის რომ გაამტკიცოს საკუთარი უფლებები, უნდა შეასრულოს ორი პირობა, რომელიც გარდაცვლილმა მშობელმა წაუყენა – დაამთავროს პრესტიჟული აცადემია და... აკადემიის დამთავრებამდე მოახერხოს ცხოვრების თანამგზავრის პოვნა, რათა დიდი ბიზნესის სამყაროში შეაბიჯოს როგორც დაქორწინებულმა, სოლიდურმა ადამიანმა. სიოგო ნორმალური ახალგაზრდა ბიჭია და ამიტომ არ არს ამ ორი პირობის წინააღმდეგი, მით უმეტეს, რომ მზრუნველმა დედამ უკვე დაუქირავა მას საცხოვრებელი ბინა “ურთიერთოების გასამყარებლად”. ახალ სკოლაში ყველა საზოგადოებრივი კლასის წარმომადგენელი გოგო ისე შემოეხვა შეძლებულ ბიჭს, როგორც ბუზი ეხვევა თაფლს, თუმცა, როგორც ყოველთვის, წარმოიქმნა პატარა პრობლემა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011; 2013
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: 17 წლის კოდაკა ჰასეგავა ნახევრად იაპონელი და ნახევრად ინგლისელია, ქერა თმითა და არასტანდარტული გარეგნობით. უკვე ძველი ამბავია, რომ ყველა სკოლაში ამ ნორმალურ და მეოჯახე ბიჭს ხულიგნად თვლიან და ახლოს არ ეკარებიან, არც “სვ. ქრონიკის” აკადემია გახდა გამონაკლისი. დერეფნებში ხეტიალისას კოდაკამ შეიხედა ცარიელ კლასში და საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა: თანაკლასელი იოძორა მიკაზუკი, ჭკვიანი, ლამაზი, თუმცა ისეთივე მარტოხელა, როგორც თვითონ, მხიარულად ელაპარაკებოდა დაქალს... მხოლოდ, მისი ფანტაზიის ნაყოფს. ლაპარაკს შეყოლილებმა ილაპარაკეს სიცოცხლეზე, მეგობრობაზე და მიხვდნენ, რომ გარეგნული სიცივის მიუხედავად, სურდათ ვინმესთან დამეგობრება, თუმცა არ იციან ეს როგორ მოახერხონ. ამაზე პასუხი მალევე იპოვეს, საჭიროა ახალი კლუბის შექმნა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi,
აღწერა: გამოჩენილი ადამიანებისათვის ცნობილია, რომ ნინძის ტექნიკები ტოკუგავას პერიოდში არ დაკარგულა, უბრალოდ ჩრდილში გადაინაცვლა და საკუთარ გაქრობაზე ხმები გაავრცელა. ახლა კი ნინძები მთავრობასა და ყველაზე გავლენიან ადამიანებს ემსახურებიან, მათ მომზადებაზე კი ჩვეულებრივი სკოლის საფარველის ქვეშ არსებული სასწავლებლები ზრუნავს, მათ შორის ერთერთი კი ტოკიოს ჰანძოს სახელობის აკადემიაა. იქ ოსტატი კირიას ხელმძღვანელობით სწავლობს ხუთი ახალგაზრდა გოგო, რომელთაც ახალი თაობის შინობიდ ჩამოყალიბება ერგოთ ბედად: სადა ასკა, დახვეწილი მანერების მქონე იკარუგა, თავაშვებული კაცურაგი, ცალთვალა იაგიუ და საყვარელი ჰიბარი. ასკამ სულ ახლახანს ჩააბარა გამოცდა და ამის აღსანიშნავად ოსტატმა გოგონები ქალაქში ერთი შეხედვით მარტივი დავალების შესასრულებლად გაგზავნა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi,
აღწერა: მდიდარ ბაბუას სურს, რომ შვილიშვილებს ცხოვრება გაუმარტივოს ამიტომაც დაიქირავებს ორ მსახურს თან ისეთებს, რომ დანახვაც კი შეგეშინდება. და აი ამის შემდეგ დაიწყო ბავშვების ცხოვრებაში ახალი ერა...
გამოსვლის წელი: 2008; 2010
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi,
აღწერა: მინატო საჰაში ძალიან განათლებული ახალგაზრდაა, თუმცა იმის გამო რომ არ შეუძლია დაძაბულობის გამკლავება, უკვე ორჯერ ჩააგდო კოლეჯში მისაღები გამოცდები. სწორედ ამის გამო ბევრმა იგი იდიოტად და უიღბლოდ მიიჩნია. ერთ დღეს, როდესაც იგი ტელეფონზე კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულ დედას ელაპარაკება, შეხვდება გოგოს, სახელად მუსაბი, რომელსაც თავს დაესხნენ. იგი მინატოსთან ერთად გაიქცევა და მალევე აღმოაჩენს, რომ მინატო, ისე რომ მან თავადაც არ იცის, აშიკაბია, ერთერთი ოსტატრი, რომელსაც აქვს გენეტიკური შესაძლებლობა, რომ გახდეს 108 ლამაზი სეკირეიდ წოდებული მებრძოლი გოგოდან ერთის, ან რამდენიმეს პარტნიორი. ეს პარტნიორობა კი სეკირეის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოიგოს ტურნირი, რომელსაც იდუმალებით მოცული კომპანია ”MBI” ატარებს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Ecchi, Romance,
აღწერა: საუკუნეების განმავლობაში გრაფი დრაკულას მონათესავეები ფარულად მართავდნენ მსოფლიოს და საკუთარ არსებობას ფარავდნენ, ამ მიზნით კი ადამიანთა ინტერესი ფოლკლორსა და გამოგონებებზე გადაჰქონდათ. თუმცა სამუდამო არაფერია, ამიტომ გრაფის შთამომავალმა, პრინცესა მინა ცეპიშმა, ყველა ვამპირის მმართველმა, გადაწყვიტა მსოფლიოსათვის სიმართლე გამოემზეურებინა და ადამიანთა შორის დასახლებულიყო. ამისათვის კი საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი აზიური ქვეყნის სახელმწიფო ვალის გასტუმრება და შემკვეთის გახმაურების გარეშე ტოკიოს ყურეში უზარმაზარი ხელოვნური კუნძულის შექმნა, რომელიც მალე ყველასათვის ვამპირთა სანაპიროს სახელით გახდება ცნობილი. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, School Life,
აღწერა: 16 წლის აკიხარუ ხინომ მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, ხოლო როდესაც ბიძის ოჯახი, რომელმაც იგი შეიფარა, ტვირთად დააწვა, იგი შევიდა ხაკურეი-რიოს აკადემიაში, უნიკალურ, ორ სექციად გაყოფილ ინტერნატში. პირველი სექცია ”ძიოკუ” - ჩვეულებრივი კერძო სკოლა მდიდარი გოგოებისთვის, ხოლო მეორე ”ძიკუ” - მოსამსახურეთა სკოლა, სადაც გოგოები სწავლობენ მოახლეობას, ხოლო მცირერიცხოვანი ბიჭები კი ეუფლებიან მსახურის პროფესიას. გარდა სწავლისა, მომავალი მოსამსახურეები ყოველდღიურად გადიან პროფესიულ პრაქტიკას ”პრინცესებთან”, ამასთანავე ადმინისტრაცია ხელს უწყობს ”ქალბატონებსა” და ”მოსამსახურეებს” შორის ადამიანური ურთიერთობების განვითარებას, რის გამოც ბევრი კურსდამთავრებული სწავლის დამთავრებისთანავე ერთმანეთს შორის აფორმებს სამუშაო ხელშეკრულებას. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,
აღწერა: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დედამიწას არაოფიციალური ვიზიტით ეწვია პრინცესა ლალა სატალინ დევილუკი. გალაქტიკათა იმპერატორის ქალიშვილმა დატოვა საკუთარი სახლი, რათა გაქცეოდა თავისმომაბეზრებელ მომვლელებს და, პირველივე დღეს ახალ პლანეტაზე, იპოვა ჭეშმარიტი სიყვარული რიტო იუკის, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი იაპონელი მოსწავლის სახით. მართალია ზოგი ყველაფერს გაუგებრობას მიაწერდა, მაგრამ ქალის ინტუიცია მსგავს საკითხებში ხომ არასდროს ცდება. ქონებრივი და კულტურული ბარიერები საშიში არ არის! რა მოხდა თუ რიტომ აღიარა, რომ მისი გული უკვე ეკუთვნის თანაკლასელსა და დიდი ხნის მეგობარ ჰარუნა საირენჯის. ყველაფრის მიუხედავად, ლალას აქვს გაცილებით უფრო ხარისხიანი და ფართო განათლება, რომლის ერთ ერთი პოსტულატიც გვაუწყებს, რომ პრინცესები ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ! [temo88]
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Drama, Ecchi, Romance,
აღწერა: მიმდონარე მოვლენებამდე ათი წლით ადრე გაიხსნა კარიბჭე, რომელიც დედამიწას ღმერთებისა და დემონების სამყაროსთან აკავშირებს. მას შემდეგ სამი რასა - ადამიანთა, დემონთა და ღმერთების, მშვიდობიანად თანაარსებობს. ორი ახალგაზრდა პრინცესა, ქალღმერთი და დემონთა პრინცესა, დაინტერესებულები არიან ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭით და მისი ნახვა თავისი მეუღლის სტატუსით სურთ. რინს ისღა დარჩენია აირჩიოს... თუმცა არ უნდა დაივიწყოს აგრეთვე სხვა კანდიდატებიც – ბავშვობის მეგობარი კაედე, სკოლის უდარდელა - ასა და არასრულწლოვანი დემონი პრიმულა! რინი ყველას უყვარს, მას ყველა აფასებს... და მან უნდა ვინმე აირჩიოს! [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, Shounen,
აღწერა: 16 წლის წიხირო ფურუია ბუდისტი ბერის შვილია და ამიტომ ზებუნებრივ მოვლენებთან მარტივი დამოკიდებულება აქვს. შეიძლება დედის ნაადრევი გარდაცვალება იყო იმისი მიზეზი, რომ იგი ბავშვობიდან ზომბებითა და გარდაცვლილთა აღდგენით იყო შეპყრობილი. ფურუია აგროვებს ზომბებზე ფილმების, მანგისა და სათამაშო ფიგურების კოლექციებს და ოცნებობს კიდეც იცხოვროს... თავადაც მიხვდებით. კლასელები წიხიროს არანორმალურად თვლიან, ხოლო ბიძაშვილი რანკო კი მის ამ გატაცებას რომანტიულადაც კი თვლის. აი შინაური კატის სიკვდილმა კი საბოლოოდ გატეხა ჩვენი გმირი და მან გადაწყვიტა გაეცოცხლებინა საყვარელი ცხოველი ძველი მანუსკრიპტიდან დამზადებული საიდუმლო წამლის საშუალებით. ფილმებში ყველაფერი მარტივადაა, აი ანიმეში კი ახალგაზრდა ყმაწვილს უწევს ივარჯიშოს, რასაც იგი ღამღამობით მიტოვებულ სახლში აკეთებს. ერთხელაც დამწყებ ჯადოქარს მოესმა გოგოს ხმა... [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance,
აღწერა: 15 წლის არაფრის მაქნისმა ცუკუნე აონომ ჩააგდო იმ უფროსი სკოლის მისაღები გამოცდები, სადაც ყველა მისმა მეგობარმა ჩააბარა. ბიჭს მთელი წელი უნდა დაეკარგა, მაგრამ მამამისს ხელში ჩაუვარდა უცნობი აკადემიის მოსაწვევი, სადაც ნებისმიერი შეფასების მქონეებს იღებენ. გახარებულმა მშობლებმა მაშინვე მოამზადეს შვილი გასამგზავრებლად, თუმცა დაფიქრება ნამდვილად ღირდა. ცუკუნემ ეს მხოლოდ მაშინ იგრძნო, როდესაც ავტობუსი გრძელი გვირაბის გავლით მოხვდა სამყაროში, სადაც წითელი ცაა, არ არის მობილური კავშირი და ღამურები ლაპარაკობენ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance,
აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის საკურაი ტომაკი არ არის ობოლი, ის მაინც მარტო ცხოვრობს მშობლების ზედამხედველობის გარეშე. ტომაკის მთავარი დევიზია იცხოვროს მშვიდი, წყნარი ცხოვრებით. მიუხედავად თავისი სურვილისა, იგი ბავშვობიდან ხედავს უცნაურ სიზმარს, რომლის შემდეგაც ის ყოველ ჯერზე ცრემლებში იღვიძებს. ამ უცნაურ სიზმრებში გასარკვევად მას ბავშობის მეგობარი გოგო, სოჰარა მიცუკი, რომელსაც ტომკი დიდი ხანია უყვარს, შესთავაზებს დახმარებისათვის მათ სკოლის უფროსკლასელთან, ეიშიროუ სუგატასთნ მისვლას და რჩვის კითხვას.
სუგატა არის დიდი ინტელექტით გამორჩეული ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია „ახალი სამყაროს“, ერთი სიტყვით პარალელური სამყაროს პოვნითა და შესწავლით. ამ მიზეზით, იგი აკვირდება ცაში მოლივლივე "შავ ლაქას", რომელსაც ის დედამიწის სხვადასხვა წერტიში აკვირდებოდა სატელიტების დახმარებით. ტომაკის სიზმარის მოსმენის შემდეგ სუგატა ერთი შეხედვიდ სრულიად აფსურდულ თეორიას წამოაყენებს პარალელურ სამყაროებთან დაკავშირებით. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, სუგატა ტომიკისა და სოჰარას მათთვის ნაცნობ ადგილზე შეხვედრას შესთავაზებს. სწორედ ამ დროს დაირღვევა ტომაკის მშვიდი ცხოვრება, როდესაც შეხვედრის ადგილზე მისვლის შემდეგ, სადაც წესით ანომალიას „შავ ლაქას“ უნდა გადაეფრინა, იგი გადაარჩენს ციდან ჩამოვარდნილ ანგელოზ იკარუსს... [Devastation]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Ecchi, Romance,
აღწერა: История расказывает о парне-сироте Мизумуре Шинте (Mizumura Shinta), ученике тихой миссионерской школы в Токио. Однако, его спокойная и безмятежная жизнь кардинальным образом меняется, когда в школу переводится девушка из Румынии, по имени Кишимото Лилит (Kishimoto Lilith)- на половину человек, на половину вампир. Сам же Мизумура является потомком древнего рода охотников на вампиров.
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: ”ანიმემ და მანგამ დაგვაკავშირეს!” - შეეძლო ეთქვა იუტო აიასეს, რომელმაც შემთხვევით გაიგო ნოგიძაკა ჰარუკას საიდუმლო. ლამაზი სკოლის აიდოლი მეტსახელად ”ღამის ვარსკვლავი”, მდიდარი ოჯახის მემკვიდრე, უცხო ენების მცოდნე, პიანისტი აღმოჩნდა ნამდვილი ოტაკუ! აი იმიჯმა და გარემოებებმა კი იგი აიძულეს თავისი მისწრაფება საიდუმლოდ შეენახა სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან. იუტო, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ღირსეულად მოიქცა და არა მხოლოდ შეინახა ახალი მეგობრის საიდუმლო, არამედ დაეხმარა კიდეც უფრო მარტივი და სოციალური გამხდარიყო, გადაეჭრა ბევრი ოჯახური და სულიერი პრობლემები. რაღა თქმა უნდა, ასეთ მფარველთან ერთად, ჰარუკას თავისუფლად შეუძლია დაესწროს აკეჰაბარის ანიმე-ღონისძიებებს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: 17 წლის შეუმჩნევლობამდე უბრალო ახალგაზრდა აკიხისა იოსიი, რომელსაც გარშემომყოფები სულელად თვლიან, სწავლობს ფუმიძუკის აკადემიაში, სადაც პრინციპი “ყველას გონების შესაბამისად” ლოგიკურ დასასრულამდე არის დაყვანილი. ყველაფერს ტესტების შედეგები წყვეტს და შედეგად, გენიოსები “ა” კლასიდან ტკბებიან კომფორტისა და ტექნიკის სასწაულებით, ხოლო უსაქმურები და უსწავლელები “ფ” კლასში სხედან დამტვრეულ შუშებიან კაბინეტში, სადაც ომამდელი პერიოდის აღჭურვილობაა. თუმცა ერთხელაც მშვენიერმა და ჭკვიანმა მიძუკი ხიმეძიმ გაციების გამო ვერ შეძლო ტესტის დამთავრება და აღმოჩნდა სასკოლო ჭაობში. აკიხისამ, მისი დიდი ხნის თაყვანისმცემელმა, ვერ შეძლო უსამართლობის მოთმენა და მშობლიური “ფ” კლასი აკადემიაში პირველობისათვის საბრძოლველად განაწყო. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: ერთერთ იაპონურ ქალაქში დიდი ხანია ცხოვრობს კაძამას ოჯახი, მეგობრული კამპანია, რომელიც შედგებოდა ოთხი ბიჭისა და სამი გოგოსაგან. თუმცა მთავარი გმირი სიოიტი კაძამა, მეტსახელად კაპიტანი კი არ არის, არამედ ჯგუფის ტაქტიკოსი და ყველასთვის საყვარელი იამატო ნაოე. რაში ჭირდება ჯგუფს ტაქტიკოსი? იმიტომ, რომ ჯგუფის თითქმის ყველა წევრი სამურაების შტამომავალი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატია, დავების გადაწყვეტას კი ისე მიეჩვივნენ, როგორც მათი წინაპრები სენგოკუს ხანაში. კავაკამის უფროს სკოლაში დიდ პატივს სცემენ სამურაის სულს და ჩვენს მხიარულ კამპანიას ბევრი ნიჭიერი და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე გოგო შეუერთდა, თუმცა მთავარი გმირის პრობლემა მაინც გადაუჭრელად დარჩა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Sports,
აღწერა: იკი ცამეტი წლის ჭირვეული ბიჭია, რომელიც ახალ სკოლაში სწავლისათვის საცხოვრებლად ოთხ დასთან გადავიდა. ის ყოველთვის ჩხუბისთავი და “მაგარი” ბიჭი იყო, მაგრამ აქ მას უწევს ახალ პრობლემებთან გამკლავება. ერთ-ერთ ასეთ დღეს ის გაეცნო ტექნოლოგიის ისეთ სასწაულს, როგორიცაა “საჰაერო ტრეკი” - როლიკისებრი ციგურები მიკროძრავებით, რომლებიც დიდი სისწრაფის განვითარებასთან ერთად ფრენის საშუალებასაც იძლევა! ღირსების საშინელმა შელახვამ გამოიწვია მისი ავადმყოფური ინტერესი ტექნოლოგიის ამ სასწაულის მიმართ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,
აღწერა: ეს ამბავი ხდება იუკი რიტოს, უფროსკლასელის გარშემო, რომელიც ვერაფრით ახერხებს სიყვარულში გამოუტყდეს თავის ოცნების გოგოს – საირენჯი ჰარუნას. ერთ დღეს, როდესაც ის სახლში დაბრუნდება და აბაზანაში ნებივრობს, მის წინ არსაიდან გაჩნდება იდუმალი შიშველი გოგო. მისი სახელია ლალა და ის მოვიდა პლანეტა დევილუკიდან, სადაც ის იყო ტახტის მემკვიდრე. მამამის სურს მისი სახლში დაბრუნება, რათა ცოლად გაყვეს ერთერ ქმრობის კანდიდატს, მაგრამ ლალას სურს ცოლად რიტოს გაყვეს და დარჩეს დედამიწაზე. [temo88]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Ecchi, Fantasy, Magic,
აღწერა: ლუიზა ფრანსუაზა დე ლევალიერი სწავლობს ტრისტეინის მაგიის აკადემიაში. თუმცა, აკადემიური მოსწრება ქალბათონს არ უვარგა: მას არც ერთი შელოცვის სწორად შესრულება არ შეუძლია, არ გამოსდის არც ერთი ტრანსფორმაცია. თუმცა ყველაზე რთული გამოცდა ლუზას (მავნე კლასელებისაგან “ნულად” წოდებული შესაძლებლობების შესაბამისად) ელის მეორე კურსზე, დამხმარის გამოძახების საზეიმო დღეს, რომლებიც არიან დამწყები მაგების მსახურები და თილისმები. დრაკონის, სალამანდრის, არწივისა და შავი კატის ნაცვლად, უიღბლო ლუიზას შინაური ცხოველის სახით შეხვდება ... ხირაგო საიტო, ჩვეულებრივი იაპონელი უფროსკლასელი! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Ecchi, School Life,
აღწერა: ტაკერუ ოიამამ საშუალო სკოლის სამი წელი გაატარა ბიჭების ინტერნატში და, რაღა თქმა უნდა, მოენატრა მშვენიერი სქესი. ამიტომ იგი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩაეწერა აკადემია ”მზიურში” – ასევე ინტერნატში, რომელიც ადრე მხოლოდ გოგოებისთვის იყო და მხოლოდ ახლახანს დართეს ბიჭებს აქ სწავლის უფლება. კიდევ ერთი პლიუსი იყო ის, რომ აქ სწავლობდა ერთი წლით უფროსი ჰარუკო ამაია, არა მხოლოდ ბავშვობის მეგობარი, არამედ თანაკლუბელიც კარატეში, რომლისგანაც ტაკერუ ელოდა რჩევასა და დახმარებას ახალ ამაღელვებელ სამყაროში, სადაც საკუთარი თავი უკვე ”პირველ ბიჭად” წარმოედგინა. საკმაოდ გარკვეული აზრებით შეპყრობილს ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან: ”მზიური” შექმნილი იყო, როგორც მაგიისა და საბრძოლო ხელოვნებების სკოლა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: საკამატის ოჯახში ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ ერთადერთი ვაჟი კინძირო დედასთან და დასთან ერთად 5 წლის ასაკიდანვე ვარჯიშობდა, თუმცა იგი ბოქსის ტომრის ან საბრძოლო მანეკენის როლს როლს ასრულებდა. ამის წყალობით ჩვიდმეტი წლისა გამძლე და ამტანი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტისას საწინააღმდეგო სქესთან, შოკური რეაქცია – ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა. უფროს სკოლაში არ ამართლებდნენ ჩვენი გმირის ქცევას, რომელიც გოგოებთანნებისმიერ კონტაქტს გაურბოდა - ზოგი მას უძლურად თვლიდა და მისი სახელისგან გამომდინარე წიწილა შეარქვეს, სხვებმა კი უარესზე ფიქრი დაიწყეს. თავად ძირომაც დაიწყო ნერვიულობა, როდესაც აღმოაჩინა, რომ აღფრთოვანებული იყო თანატოლი სუბარუ კონოეთი, რომელიც დირექტორის ქალიშვილის, კანადე სუძუცუკის მსახური იყო. [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Fantasy,
აღწერა: მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, XXI საუკუნის მიწურულს, იაპონიაში გაჩნდა ინფიცირებული ზონები ”შავუ ზონები”, რომლებიც ხალხმა შემოღობა და მიატოვა. თუმცა თანდათან ასეთ ადგილებშიც გაჩნდა სიცოცხლე. ის მცირეოდენნი, ვინც გადარჩა, მიზანმიმართულად მუტირებულები იქნენ და მიიღეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები – ძებუნებრივი ძალები, სტიქიათა მაგია, ენერგიის მატერიალიზაცია და სხვა მრავალი. ახალი რასის უძლიერესი წარმომადგენლები იმდენად ჩამოშორდნენ კაცობრიობას, რომ ხალისით მიიღეს ადამიანებისაგან შერქმეული მეტსახელი – ”განდევნილები”. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: 15 წლის სიმპათიური გოგო გვარად იამადას, ჩააბარა რა უფროს სკოლაში, აწუხებს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი - როგორ დაკარგოს ქალწულობა და მიიღოს სიამოვნება? ზრდასრულ ცხოვრებაზე დიდი ფიქრის შემდეგ, “აღმოსავლეთელმა თავისუფალმა ქალმა” გადაწყვიტა, რომ მისი პირველი პარტნიორი ასევე ვაჟიშვილი უნდა ყოფილიყო, რათა თანაბარ პირობებში შეესრულებინათ ამაღელვებელი და შემაშინებელი რიტუალი და მისულიყვნენ ლოგიკურ დასასრულამდე. აი მერე კი თუნდაც ასი ბიჭი გამოიცვალე... მსოფლმხედველობის გასაფართოვებლად. [temo88]
