• გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძველი მომხმარებლები
BrawlerJoe
თარიღი: პარასკევი, 12/02/2021, 02:13 | შეტყობინება # 151
ავტორი BrawlerJoe
12/02/2021, 02:13 | პოსტი # 151
--- ▼ ---
ჩათი დაბრუნდეს და საიტიც მოიხოდება.
24/7ზე აქ ვეგდე თავიდან ჩათის გამო :3 ნუ მარტო ჩათიც არაა ახლა ხალხი თუ არ იაქტიურებს ისე აზრი არ აქვს.

 
B13
თარიღი: ოთხშაბათი, 10/03/2021, 11:09 | შეტყობინება # 152
ავტორი B13
10/03/2021, 11:09 | პოსტი # 152
--- ▼ ---
11წელი გავიდა რაც აქ დავრეგისტრდი z
 
tazikia111
თარიღი: პარასკევი, 07/05/2021, 20:17 | შეტყობინება # 153
ავტორი tazikia111
07/05/2021, 20:17 | პოსტი # 153
--- ▼ ---
როგორ მომენატრა აქაურობა იმედია ერთ დღეს გაცოცხლდება ეს საიტი
 
ilia_Uchiha
თარიღი: შაბათი, 16/10/2021, 22:26 | შეტყობინება # 154
ავტორი ilia_Uchiha
16/10/2021, 22:26 | პოსტი # 154
--- ▼ ---
მიკვირს ეა საიტი დღემდე როგორ ფუნქციონირებს ხალხიც ბევრი არ შემოდის ეჰ RP მაიმც რომ აქამდე არ გათიშეს იმედია როდესმე ისევ მოიხოდება 001
 
romiko
თარიღი: კვირა, 14/01/2024, 14:51 | შეტყობინება # 155
ავტორი romiko
14/01/2024, 14:51 | პოსტი # 155
--- ▼ ---
Quote Uchihaborn ()
romiko,
აბიტურიენტი რომიკო არწარმომიდგენია :დდდდდ


ეჰ ... ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე უნივერსიტეტი, ჩავაბარე მაგისტრატურაზე, დავამთავრე, და ახლა საფრანგეთში მეორე მაგისტრატურაზე :(( Time flies so fast
 
smiley
თარიღი: ოთხშაბათი, 04/09/2024, 01:00 | შეტყობინება # 156
ავტორი smiley
04/09/2024, 01:00 | პოსტი # 156
--- ▼ ---
...

არადა ქართველი weaboo ქომიუნითი ვიმსახურებთ ერთ ფორუმს 4
 
KETACHIKSSS
თარიღი: სამშაბათი, 24/09/2024, 21:23 | შეტყობინება # 157
ავტორი KETACHIKSSS
24/09/2024, 21:23 | პოსტი # 157
--- ▼ ---
გამარჯობა როგორ მომნატრებია აქაურობა <3 დზლივს ვიგებ რა სად არის მგონი სწორად ვწერ ჩატში n_victoire

დამატებულია (24/09/2024, 21:24)
---------------------------------------------
sakura-kate mecera adre :')

 
sakuraa
თარიღი: კვირა, 02/03/2025, 15:15 | შეტყობინება # 158
ავტორი sakuraa
02/03/2025, 15:15 | პოსტი # 158
--- ▼ ---
თუ მჯეროდეს რომ 15 წელი გავიდა n_lol არ ვიცი ჩემს მერე თუ ვინმე შომოვა მაგრამ ყველას გამარჯობას გადმოგცემთ ძალიან ნოსტალგიურად ვიხსენებდი აქ გატარებულ 2 წელიწადს n_victoire ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან გატარებული წლები ამ ფორუმზე. იმედია ყველას ყველაფერი კარგად გაქვთ არა უფრო საუკეთესოდ ☺️ და ყველას წარმატებებს გისურვებთ
 
sofodardzulidze
თარიღი: შაბათი, 05/04/2025, 23:30 | შეტყობინება # 159
ავტორი sofodardzulidze
05/04/2025, 23:30 | პოსტი # 159
--- ▼ ---
სულ შემთხვევით ვიპოვე ეს ფორუმი, არც ნოსტალგია მაკავშირებს, არც არაფერი... ბოდიშს ვიხდი, ცოტა შემოგეჭერით ან რა შუაშია მაგრამ სხვა გზა არ მაქვს - წიგნის ავტორს ვეძებ. აქ სვორდსმენი ეწერა, "მეთორმეტე"-ს ავტორია. მისი გვერდი ვნახე და მაინც არ ვიცი ვინაა. ჩემი ბავშვობაა ეგ წიგნი და ძალიან გამახარებთ ვინმე თუ დამაკავშირებთ ამ ბიჭთან :(
 
MainUser
თარიღი: ოთხშაბათი, 05/11/2025, 08:19 | შეტყობინება # 160
ავტორი MainUser
05/11/2025, 08:19 | პოსტი # 160
--- ▼ ---
sofodardzulidze, ეგ არ ვიცი მაგრამმ რეპუტაციას მოგიმატებ hx
 
Sanins
თარიღი: კვირა, 16/11/2025, 02:22 | შეტყობინება # 161
ავტორი Sanins
16/11/2025, 02:22 | პოსტი # 161
--- ▼ ---
შემოვედი და მიხვდი - იმ ძველი მომხარებლების ახალი ექაუნთები აღარ მახსოვს ორიგინალში ვის ეკუთვნის. არადა ის მახსოვს რომ ახლები არ არიან. იყო დრო საინტერესო დიალოგები გვქონდა, ვხვდებოდით, ვერთობოდით. ბოლოს Sharinboy ვნახე ბათუმში, იქამდე რამდენი წელი ვიცნობდით ოღონდ არ მახსოვს. ამ ფორუმზე ბავშვობა, თინეიჯერობა მახსენდება და ის დინამიკა და ვაიბი , რაც არც სხვა სოციალურ ქსელში მინახავს და არც სხვა ფორუმზე. 20 წლის ანიმეშნიკებს რომ ვეკითხები ფორუმზე თუ არიან, პასუხად მიბრუნებენ რომ მილენიალები არ არიან, ჯენ ზი არიან უკვე. ხომ, ცუდი შეგრძნებაა როცა აცნობიერებ რომ ისეთი ახალგაზრდა უკვე აღარ ხარ. მაგრამ, იმასაც ვხვდები რომ რაც ჩვენ გვქონდა ის უკვე ჩვენს შემდეგ თაობას აღარ ექნება. ბოლო მატარებელში მოვასწარით შესვლა? არ ვიცი, ალბათ ასეც არის. გავიზარდეთ, ზოგმა გამელოტებაც მოვასწარით და დარჩა აქაურობა, ისე როგორც წლების წინ იყო. ჩხუბიც ყოფილა და უსიამოვნებაც, ეგ არაფერი, ტესტერონით გაჯერებული ბიჭები უშენდნენ ერთურთს "ტკბილ" სიტყვებსაც და მუშტებსაც. ამას სერიოზულად არც აღვიქვავ, რაც მაფიქრებს და დღემდე მგრუზავს მიკოს წასვლაა. მიკოს მე რეალურად ვიცნობდი, ვინც არ იცით საატესტატო გამოცდების წინა პერიოდში მოიკლა თავი. დღემდე მახსოვს თავზე გადაფარებული სუდარა, სახე იმდენად ქონდა დაზიანებული. 18 წლის იყო მხოლოდ. ჰოდა ამ ცქრიალა გოგოს გაუმარჯოს იქ სადაც არის. მე სულ მახსოვს და არ მავიწყდება <3
ყველას წარმატებები თქვენს აწ უკვე ზდასრულ ცხოვრებაში ფორუმელებო.


შეტყობინება დაარედაქტირა: Sanins - კვირა, 16/11/2025, 02:25
 
sofodardzulidze
თარიღი: ორშაბათი, 17/11/2025, 00:04 | შეტყობინება # 162
ავტორი sofodardzulidze
17/11/2025, 00:04 | პოსტი # 162
--- ▼ ---
MainUser, უღრმესი მადლობა, ცოტა ხნის წინ ვიპოვე, თან უბნელი აღმოჩნდა <3 მოვახერხე მადლობის თქმა ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნისთვის.
Sanins, მესმის თქვენი ნოსტალგია, მე თვითონ არ ვიყავი ამ ფორუმზე და რატომღაც მეც მაწვება როცა აქ შემოვდივარ.. ბოლო თაობა ხართ ალბათ რომელიც ასეთი ლაღი და მხიარული იყო. მიკოზე რაღაცები წავიკითხე და თითქმის ერთი წელია უკვე ამ გოგოზე მაინც მეფიქრება. საშინელება მოხდა, მაგრამ მიხარია, რომ ვინც იცნობდით მის ხსოვნას გულით ატარებთ. აშკარად კარგი კოლექტივი იყავით აქ და დასანანია, რომ მე მაგ დროს ზედმეტად პატარა ვიყავი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :) სვორდსმენი ოფიციალურად ნაპოვნია
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა: