• გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმი » Anime & Manga » Archive » ანიმეების აღწერა (ამ თემაში გადავთარგმნით ანიმეების აღწერას)
ანიმეების აღწერა
severus
თარიღი: ორშაბათი, 18/02/2013, 22:36 | შეტყობინება # 1
ავტორი severus
18/02/2013, 22:36 | პოსტი # 1
--- ▼ ---
როგორც სათაურის მიხედვით მიხვდით ეს თემა შეიქმნა იმისთვის რომ ჩვენ ნხ-ელებმა გადავთარგმნოთ, გადმოვაქართულოდ ანიმეების აღწერები რომლებიც ამ საიტზეა დადებული.
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე არ მომწონს რომ ქართულ საიტზე აღწერა რუსულად ან ინგლისურადაა n , ამიტომ მოხალისეებო შემომიერთდით და გადმოვაქართულოთ ყველა აღწერა.

ესეც ერთერთი აღწერის თარგმანი:
hunter x hunter:
აღწერა: მოქმედება ხდება მსოფლიოში, სადაც არსებობს ორგანიზაცია მონადირეები. მათი ლიცენზია მათ ბევრ პრივილეგიებს აძლევს - შესაძლებლობა უფასოდ მგზავრობის პირველი კლასის სხვადასხვა სახის ტრანსპორტში... ხელმისაწვდომი საიდუმლო ინფორმაცია სხვა ხალხის შესახებ.. და უფლებამოსილია მიიღოს დიდი თანხების ბანკებში. ამის გამო, ბევრს სურს მონადირე გახდეს. ამიტომ, ტარდება გამოცდა ყოველწლიურად, რომლებიც შერჩეულ იმ რამდენიმე ადამიანისთვის რომელიც ნამდვილად იმსახურებს იყოს მონადირე.
მთავარი გმირი, გონი ემგზავრება გამოცდაზე რათა გამოვიდეს მონადირე და იპოვოს მამა. ის გადალახავს ბევრ სირთულეებს გზაზე და შეხვდება შესანიშნავ მეგობრებს, რომლებსაც ასევე სურთ გახდეს მონადირეები


შეტყობინება დაარედაქტირა: severus - ორშაბათი, 18/02/2013, 22:38
 
Triton-sama
თარიღი: ორშაბათი, 18/02/2013, 22:52 | შეტყობინება # 2
ავტორი Triton-sama
18/02/2013, 22:52 | პოსტი # 2
--- ▼ ---
მომწონს ძალიან კარგი თემაა :) მეც დავდებ რაღაცეებს :)

დამატებულია (18/02/2013, 21:52)
---------------------------------------------

ანგელოზების რიტმი

Otonashi იღვიძებს უცხო ადგილად და აღმოაჩენს რომ ის მოკვდა.თოფიანი გოგო სახელად Yuri რომელიც აუხსნის მას რომ ისინი იყვნენ სიცოცხლის შემდეგ ამ სამყაროში.შემდეგ ოტონაში გაანალიზებს და მიხვდებარომ თავის შესახებ მარტო თავის სახელის გახსენება შეეძლო.Yuri ეტყვის მას რომ ის არის Afterlife Battlefront-ის ლიდერი,რომლებიც ებრძოდნენ გოგნას სახელად Tenshi. Otonashi გაწევრიანდება ამ ჯგუფში და თანხმობას იტყვის Tenshi-სთან ბრძოლაში,მაგრამ მან Tenshi-ში ისეთი თვისება იპოვა რომ ის დაეხმარა მას თავისი წარსულის გახსენებაში ...
 
bucho
თარიღი: ორშაბათი, 18/02/2013, 23:26 | შეტყობინება # 3
ავტორი bucho
18/02/2013, 23:26 | პოსტი # 3
--- ▼ ---
ტორიკო

სამყაროში სადაც, ყველაზე მნიშვნელოვანია საჭმელის გემო და ტექსტურა, არსებობენ ინდივიდუალები რომლებიც ცნობილნი არიან როგორც ბოშოკუ-ია (ძვირფას საკვებზე მონადირენი), ვინც სპეციალიზირებულნი არიან იშვიათი ინგრედიენტებისა და ცხოველების მოპოვებაში. ერთ-ერთი მათგანი არის ტორიკო და მისი ოცნებაა რომ ნახოს ყველაზე ძვირფასი საჭმელი მთელ მსოფლიოში რათა შექმნას საბოლოო მენიუ. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მარჯვე მონადირე მთელ მსოფლიოში, იგი ხშირად არის დაქირავებული რესტორნებისა და უბრალოდ მდიდარი ხალხის მიერ, რომ აღმოაჩინოს ახალი იშვიათი ცხოველები და ინგრედიენტები.ადამიანი არადამიანური ძალით, ის აერთიანებს თავის საოცარ ძალას,ცოდნას ცხოველთა სამეფოში რათა დაიპყროს სასტიკი,უჩინარი და იშვიათი ურჩხულები რომ მიუახლოვდეს მის შორეულ მიზანს, საბოლოო მენიუს!!! რომელიც შეადგენს მსოფლიოს ყველაზე გემრიელი საჭმელების ერთობლიობას!.ტორიკო ახლა არის ერთი მორიდებული და სუსტი შეფ პოვარის კომპანიონი სახელად კომაცუ, ვინც არის შთაგონებული ტორიკოს ამბიციებით, და მოგზაურობს მასთან ერთად, რათა განივითაროს კულინარიული უნარები და აღმოაჩინოს არნახული ინგრედიენტები
 
Tab00
თარიღი: სამშაბათი, 19/02/2013, 17:15 | შეტყობინება # 4
ავტორი Tab00
19/02/2013, 17:15 | პოსტი # 4
--- ▼ ---
კოდ გიასი

იაპონიაში, რომელსაც ბრიტანიის იმპერიიამ დაიპყრო და შეეუცვალა სახელი - ზონა 11, ცხოვრობს უფროსკლასელი ლელუში პატარა დასთან ერთად - იგი თავად ბრიტანიის იმპერატორმა გადმოსახლა აქ და მან დაკარგა არა მარტო ტახტის მემკვიდრეობის უფლება, არამედ მშობელი დედაც. ლელუში თანატოლებისგან გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი წარმომავლობით, არამედ იგი არის ჭკვიანი და გონებამახვილი, მაგრამ სად უნდა გამოიყენოს მან თავისი შესაძლებლობები? და აი სრულიად შემთხვევით იგი აღმოჩნდება ტერორისტებისა და ბრიტანიის არმიის ბრძოლის ცენტრში. იქ იგი გაიცნობს სრულიად უცნაურ გოგონა C.C-ს რომელიც მას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანი - გეასს. ლელუში გადაწყვეტს შური იძიოს დედაზე და იწყებს ბრძოლას მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.

P.S ჩემი პირველი თარგმანია ძალიან მკაცრად არ შეაფასოთ. :D


შეტყობინება დაარედაქტირა: Tab00 - სამშაბათი, 19/02/2013, 17:19
 
severus
თარიღი: სამშაბათი, 19/02/2013, 19:44 | შეტყობინება # 5
ავტორი severus
19/02/2013, 19:44 | პოსტი # 5
--- ▼ ---
კაი ნათარგმნებია, ცოტა გრამატიკული შეცდომებით მაგრამ კაია საბოლოოდ hx
იმედია გააგრძელებთ გადათარგმნას, ჩემ კომპს რომ გავაკეთებ მეც შემოგიეთდებით თარგმანში)))))
 
Tab00
თარიღი: ოთხშაბათი, 20/02/2013, 16:05 | შეტყობინება # 6
ავტორი Tab00
20/02/2013, 16:05 | პოსტი # 6
--- ▼ ---
ფეირი ტეილი

ფიორის სამეფოში მაგია უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ხოლო სახელგანთქმული ჯადოქრები არიან უამრავ გილდიაში გაერთიანებულები, მაგრამ ახალგაზრდა ზეციური სულების ჯადოქრისთვის, ლუსი ჰარტფილიისთვის არსებობს მხოლოდ ერთი - ლეგენდარული ფეირი ტეილი, სადაც იგი ცდილობს მოხვდეს იმ დროიდან რაც თავი ახსოვს. ეს გილდია ცნობილია არამხოლოდ ძალით ან შესაძლებლობებით არამედ მისი ექსტრაგვანტულობითაც და გილდიის წევრებს შორის მუდმივი ქიშპით.ყველამ იცის რომ ფეირი ტეილი - დახურული და ცოტაწევრიანი გილდიაა, მასში მოსახვედრად საჭიროა გილდიის რომელიმე წევრის რეკომენდაცია, და ამიტომ ლუსი, ლორდის ქალიშვილი ტოვებს ოჯახში და იწყებს დიდ მოგზაურობას.

P.S საიტზე რომ აღწერებია რუსული მაგას ვთარგმნი და თუ უკეთესი ტექსტი გაქვთ მომაწოდეთ და იმას ვთარგმნი


 
Fantome
თარიღი: ორშაბათი, 25/02/2013, 21:48 | შეტყობინება # 7
ავტორი Fantome
25/02/2013, 21:48 | პოსტი # 7
--- ▼ ---
SWORD ART ONLINE

2022 წელს შეიქმნა ვირტუალური რეალური მასიური ონლაინ თამაში Sword Art Online (SAO) კაიაბა აჰიკიჰოს მიერ. ნერვის მექანიზმით მომხმარებელს შეეძლო თავისი ხუთი გრძნობა დაეკავშირებინა თამაშთან, მოთამაშეებს შეეძლოთ ემართათ თავიანთი პერსონაჟი თამაშში როგორც მოისურვებდნენ.

6 ნოემბერს 2022 წელს, როცა პირველად შევიდნენ თამაშში მოთამაშეები, მათ არ შეეძლოთ თამაშიდან გამოსვლა. თამაშის შემქმნელმა კაიაბა აჰიკიჰომ მოთამაშეებს ამცნო რომ თუ ისინი მიაღწევდნენ კოშკის მეასე საფეხურს და მოკლავდნენ ფინალურ ბოსს, ისინი განთავისუფლდებოდნენ . თუმცა თუ მათი პერსონაჟები მოკვდებოდნენ თამაშში, ისინი რეალურ სამყრაოშიც დაიღუპებოდნენ.

ამბის მთავარი გმირია ბიჭი კირიტო, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა სასიკვდილო თამაშის დამარცხება. კირიტო თამაშში გაიცნობს გოგო მოთამაშეს სახელად ასუნას, მას იგი შეუყვარდება და ისინი ერთად შეუდგებიან თამაშის დამარცხებას...



ეს რომელიღაც ინგლისური საიტიდან გადავთარგმნე


შეტყობინება დაარედაქტირა: ghost_ghost10 - ორშაბათი, 25/02/2013, 21:53
 
Muerte
თარიღი: ოთხშაბათი, 06/03/2013, 22:41 | შეტყობინება # 8
ავტორი Muerte
06/03/2013, 22:41 | პოსტი # 8
--- ▼ ---
სიკვდილის რვეული

მაღალკლასელ იაგამი ლაითს ამ ცხივრებაში აქვს ყველაფერი რაც მას ჭირდება: ის მშვენივრად სწავლობს სკოლაში, ძალიან პოპულარულია გოგოებში და ყავს მშვენიერი მშობლები. მაგრამ ალბათ სწორედ ამის გამო მას უჭირს ცხოვრება ასეთ უსამართლო სამყაროში და ასეთ ერთფერპვნებაში.
მაგრამ ერთხელაც ის იპოვის უცნაურ შავ რვეულს და გაიცნობს მის მფლობელს სიკვდილის ღმერთ რიუკს.
ამ რვეულის წყალობით ის ხდება დაუნდობელი მკვლელი რომელიც სჯის ყველა დამნაშავეს. ხოლო ამ რვეულის წესების შესწავლის შემდეგ ის უკვე თავისუფლად გაურბის პოლიციას მანამ სანამ არ გამოჩნდება "L"

დამატებულია (06/03/2013, 21:39)
---------------------------------------------
დ.გრეი მენ

ეს არის ისტორია ეგზარციზმზე, ეგზარცისტებზე და აკუმებზე რომლებიც ჭამენ მკვდარი ადამიანების სულებს თუ ნათესავები ტირიან მათზე და თხოვენ დაბრუნებას მარგამ როგორც ყველა ანიმეში რათქმაუნდა აქაც არის ბოროტმოქმედი ეგრედწოდებული ათასწლიანი გრაფი რომელსაც ეხმარება ნოეს ოჯახი რომელიც რატომღაც გაბრაზებულია მთავარ გმირზე რომელსაც ძალიან ბუნდოვანი წარსული აქ

დამატებულია (06/03/2013, 21:41)
---------------------------------------------
რა რის ხალხო ცოტა იაქტიურეთ სულ ორი წუთი უნდა ამის გაკეთებას თან საიტის 90%მა მშვენივრად იცის რუსული

შეტყობინება დაარედაქტირა: death4ever - ოთხშაბათი, 06/03/2013, 22:27
 
severus
თარიღი: შაბათი, 09/03/2013, 18:29 | შეტყობინება # 9
ავტორი severus
09/03/2013, 18:29 | პოსტი # 9
--- ▼ ---

jojo's bizzare adventure:
ჯოსტერების ოჯახის ყველა თაობაში ყველა შთამომავალს არქმევენ სახელს რომელიც იგივე ასოებით იწყება რაც მათი წინაპრების, ამიტომ შესაბამისად მათ ჯოჯო-ს ეძახიან. XIX საუკუნიდან დაწყებული ყველა ჯოსტერების ოჯახის წევრს რომელთაც მეტსახელად ჯოჯო-ს ეძახიან უხდება გადარჩენისთვის ბრძოლა ქვის მასკის მფლობელთა და მათ შემქმნელთა წინააღმდეგ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჯენტლმენმა ჯორჯ ჯოსტერმა შემთხვევით ქურდბაცაცა და ყაჩაღი თავის ხსნელად ჩათვალა და მისი შვილი დიო ოჯახში მიიღო.
ჯონატანი, ჯორჯის შვილი, პატიოსანი და უბრალო, ალალი ბიჭია, მაგრამ მან დაინახა თუ როგორი საშინელი ადამიანი იყო დიო, და მან გამოამჟღავნა მისი მაქინაციები, თუ როგორ უნდოდა მას მათი ოჯახის ქონების დაპატრონება და მისი მამის მოკვლა, მაგრამ დიომ თავისი ისეთი სახე გამოამჟღავნა რომ ჯონათანსაც კი გაუკვირდა, დიო ქვის მასკის დახმარებით თითქმის უკვდავი გახდა, მაგრამ ჯონათანს არ შეეძლო მისი ცოცხლად დატოვება ამიტომ მან თავსი სიცოცხლის ფასად გაანადგურა დიო.
შემდეგ კი ისტორია მათი შთამომავლის ჯოზეფ ჯოსტერის თავგადასავლით გრძელდება სადაც ნათელი ხდება თუ საიდან წარმოიშვა და ვინშექმნა ქვის მასკები.

---------------------------------------------


Dragon Ball:
ძალზედ პოზიტიური ანიმეა - მას შედევრიც კი შეიძლება ეწოდოს. მთავარი გმირია გულკეთილი მაგრამ ამასთანავე მოსულელო ბიჭი სახელად გოკუ. ძალიან კარგი ისტორიაა რომელის ნახვაც ნებისმიერს შეუძლია. მთელი სიუჟეტი არის ბრძოლებზე, დაამარცხებ ერთ მოწინააღმდეგეზე და შემდეგ მალევე ახალი მოწინააღმდეგე ჩნდება რომლიც უნდა დაამარცხონ, ძირითადი ისტორია არის გოკუს და მათი მეგობრების მოგზაურობა რომელიც დრაკონის მარგალიტებს ეძებს, ლეგენდის თანახმად თუ ყველა დრაკონის მარგალიტს შეაგროვებ გაჩნდება დრაკონი რომელიც 1 ნებისმიე სურვილს შეგისრულებს, სულ ასეთი დრაკონის მარგალიტები შვიდი ცალია. ძალზედ ჩამთრევი ანიმეა რამოდენიმე სერიას რომ ნახავ უკვე აღარ შეგიძლია გაჩერდე სანამ ბოლომდე არ უყურებ, არაფერზე გადაგაქვს ყურადღება შენ მოგზურობ ჩვენს გმირებთან გოკუსთან, კირილენთან, იამაჩასთან და მათ მეგობრებთან. დრაგონბოლი სიონინის მეფეა მან მთელი ეპოქა შექმნა, თავად ეს ჟანრი სიონინი დრაგონ ბოლის არსებობის გამო ჩამოყალიბდა.


შეტყობინება დაარედაქტირა: severus - შაბათი, 09/03/2013, 18:32
 
lucius_malfoy
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 16:16 | შეტყობინება # 10
ავტორი lucius_malfoy
01/04/2013, 16:16 | პოსტი # 10
--- ▼ ---
Samurai Champloo



მას შემდეგრაც ახალგაზრდა ფუუმ დედა დაკარგა,ერთი წელი მუშაობდა საჩაიეში, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა გამგზავრებულიყო იმ ადამიანის საძებნელად რომელიც სავარაუდოდ დამნაშავე იყო მის ყველა უბედურებაში.ფუუს გააჩნდა საიმედო კვალი: სამურაი, რომელსაც მზესუმზირის სუნი ასდიოდა. მაგრამ როგორ უნდა გადარჩე იაპონიაში ედოს ეპოქაში, როდესაც ყველა მოსახვევში ბანდიტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მოგიტაცონ და ბორდელში გაგყიდონ, ხოლო ერთადერთი მეგობარი კი მფრინავი ციყვი გყავს.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------


Bakuman


მხატვარს მორიკატა მაშიროს და მწერალს აკიტო ტაკაგის სკოლაში იმიტომ არ ჩაუბარებიათ, რომ საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მომზადებულიყვნენ. თავიანთი გამოცდის ჩაბარება მათ უკვე უწევთ. ისინი ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ შოუ ბიზნესის სასტიკ სამყაროში და გახდნენ მანგის მხატვრები. დოეტ აშიროგი მუტოს ჩამოყალიბების შემდეგ ბიჭები მუშაობდნენ შეუსვენებლივ, აკეტებდნენ იმაზე მეტს ვიდრე შეეძლოთ, ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ, შორდებოდნენ და კვლავ ერთიანდებოდნენ. საბოლოო ჯამში ამ დუეტის ჩამოყალიბებიდან 1 წლის შემდეგ მათ გაიმარჯვეს პრესტიჟულ კონკურსში. ამ გამარჯვებამ საფუძველი დაუდო მათ სისტემატიურ პუბლიკაციას სოლიდურ ჟურნალში. მათი მიზანია მსოფლიოში ნომერ პირველი ავტორები გახდნენ, თუმცა საკმაოდ ძლიერ კონკურენტებთან მოუწევთ შეჭიდება.


შეტყობინება დაარედაქტირა: lucius_malfoy - ორშაბათი, 01/04/2013, 16:32
 
afafaf
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 18:01 | შეტყობინება # 11
ავტორი afafaf
01/04/2013, 18:01 | პოსტი # 11
--- ▼ ---

CODE BREAKER
ერთ დღეს Sakura Sakurakouj გაიხედავს ავტობუსიდან და დაინახავს როგორ იწვიან ცოცხლად ხალხო და მათ შუაში დგას ერთ ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე მისულ საკურას არავინ არ დახვდა დამწვრის კვალიც კი არ ყოფილა მეორე დღეს სკოლში შეხვდა სწორედ ის ბიჭი რომელმაც დაწვა ის ადამიანები და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი


შეტყობინება დაარედაქტირა: afafaf - ორშაბათი, 01/04/2013, 18:02
 
shaliostro
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 18:52 | შეტყობინება # 12
ავტორი shaliostro
01/04/2013, 18:52 | პოსტი # 12
--- ▼ ---
ძალინ კარგები ხართ ყველა რო არ დაიზარეთ თარგმნა hx hx hx
 
afafaf
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 22:25 | შეტყობინება # 13
ავტორი afafaf
01/04/2013, 22:25 | პოსტი # 13
--- ▼ ---
n_ok n_kiss n_kiss
 
Tab00
თარიღი: ოთხშაბათი, 03/04/2013, 17:01 | შეტყობინება # 14
ავტორი Tab00
03/04/2013, 17:01 | პოსტი # 14
--- ▼ ---
Mushishi
გარდა ხილული სამყაროსა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და შევიგრძნობთ, არსებობს განზომილებაც სადაც ადამიანები და მუშები ერთმანეთის გვერდი-გვერდ ცხოვრობენ. ჩვეულებრივ, მათი ხალხს ეშინია რადგან მუში ხშირად არის ავადმყოფობისა და უბედურებების მიზეზი,თუმც კი ისინი ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვინსაც შეუძლია მუშის დანახვა და მათი კონტროლი. ასეთ ადამიანებს "მუშის მასტერებს" ეძახიან.

 
RoCk^SaMa
თარიღი: პარასკევი, 05/04/2013, 19:52 | შეტყობინება # 15
ავტორი RoCk^SaMa
05/04/2013, 19:52 | პოსტი # 15
--- ▼ ---

ვერ ავღწერ ამას უნდა უყუროთ !


შეტყობინება დაარედაქტირა: RoCk^SaMa - პარასკევი, 05/04/2013, 19:55
 
afafaf
თარიღი: პარასკევი, 05/04/2013, 19:58 | შეტყობინება # 16
ავტორი afafaf
05/04/2013, 19:58 | პოსტი # 16
--- ▼ ---
RoCk^SaMa, n_ok n_ok n_ok
 
severus
თარიღი: პარასკევი, 05/04/2013, 20:18 | შეტყობინება # 17
ავტორი severus
05/04/2013, 20:18 | პოსტი # 17
--- ▼ ---
RoCk^SaMa, ეს თემა იმისთვის ჩევქმენით რომ ანიმეები აღგვეღწერა ანუ გვეთარგმნა, და სანამ დაპოსტავთ ჯერ წაიკითხეთ რისთვისაა ეს თემა შექმნილი, ეს ყველას ეხება ვინც უბრალოთ ფლუდავს 007 .
 
MainUser
თარიღი: სამშაბათი, 09/04/2013, 13:27 | შეტყობინება # 18
ავტორი MainUser
09/04/2013, 13:27 | პოსტი # 18
--- ▼ ---

რა ჭირდება ცხოვრებისგან 17-წლის იაპონელ მოსწავლეს? ისეი ხიოდომ იცის პასუხი, და სწორედ მაგიტომაც ჩაეწერა ყოფილ გოგოების აკადემია კომაოში! ხიოდომ მოიტყუა, რომ სკოლის დაწყების შემდეგ ბიჭების დეფიციტის გამო ის გახდებოდა მეფე და შეიგრძნობდა ცხოვრების გაზაფხულს, მაგრამ მიდის მეორე წელი, გოგოები კიდევ მისზდევენ რამოდენიმე ლამაზმანს, და გმირი მეგობრებთან ერთად ფრჩხილებს იკვნეტენ და ეძებენ ხვრელებს გოგოების გასახდელში. ისეთებზე როგორიც არის სკოლის დედოფალი რიას გრემორი, რჩებათ მხოლოდ ოცნება. მოკლედ, ერთხელაც ღმერთებმა გადაწყვიტეს მისი გამოცდა და გამოუგზავნეს მას შეყვარებული, რომელმაც პირველ პაემანზევე.... შეურჭო ხმალი კუჭში.


ბოლოსკენ არ მომწონს :D ხმალი გაურჭოო :D


შეტყობინება დაარედაქტირა: -NarutO- - სამშაბათი, 09/04/2013, 13:27
 
chopper
თარიღი: სამშაბათი, 09/04/2013, 19:59 | შეტყობინება # 19
ავტორი chopper
09/04/2013, 19:59 | პოსტი # 19
--- ▼ ---
Quote (-NarutO-)
რა ჭირდება ცხოვრებისგან 17-წლის იაპონელ მოსწავლეს? ისეი ხიოდომ იცის პასუხი, და სწორედ მაგიტომაც ჩაეწერა ყოფილ გოგოების აკადემია კომაოში! ხიოდომ მოიტყუა, რომ სკოლის დაწყების შემდეგ ბიჭების დეფიციტის გამო ის გახდებოდა მეფე და შეიგრძნობდა ცხოვრების გაზაფხულს, მაგრამ მიდის მეორე წელი, გოგოები კიდევ მისზდევენ რამოდენიმე ლამაზმანს, და გმირი მეგობრებთან ერთად ფრჩხილებს იკვნეტენ და ეძებენ ხვრელებს გოგოების გასახდელში. ისეთებზე როგორიც არის სკოლის დედოფალი რიას გრემორი, რჩებათ მხოლოდ ოცნება. მოკლედ, ერთხელაც ღმერთებმა გადაწყვიტეს მისი გამოცდა და გამოუგზავნეს მას შეყვარებული, რომელმაც პირველ პაემანზევე.... შეურჭო ხმალი კუჭში.

ისი შენ ქართული იაზიკ...?!
 
MainUser
თარიღი: ოთხშაბათი, 10/04/2013, 15:48 | შეტყობინება # 20
ავტორი MainUser
10/04/2013, 15:48 | პოსტი # 20
--- ▼ ---
Quote (chopper)
ისი შენ ქართული იაზიკ...?!

არა
 
Devastation
თარიღი: შაბათი, 13/04/2013, 15:23 | შეტყობინება # 21
ავტორი Devastation
13/04/2013, 15:23 | პოსტი # 21
--- ▼ ---
usagi drop

მარტოხელა, მუშაობის მოყვარული, ოცდაათი წლის დაიკიჩი კავაჩი ცხოვრობდა უბრალო მშვიდი ცხოვრებით, როდესაც მოვიდა ამბავი, დედის მხრიდან, ბაბუის გარდაცვალების შესახებ. თუმცა, დაიკიჩი ბაბუამისს დიდი ხანი არ შეხვედრია, მაგრამ ოჯახურ უთიერთობას ანგარიში გაუწია და დაკრძალვის ცერემონიის ყველა ეტაპს ბოლომდე დაესწრო. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ბაბუამისმა, სიბერეში, ოჯახისთვის უცნობ ქალს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გააჩენინა ბავშვი სახელად რინი, რომელიც ახლა 6 წლისაა და დედამისის წასვლის და მამამისის გარდაცვალების გამო მარტო დარჩა. გოგონას უკანონო წარმომავლობის გამო და სხვა მიზეზებით, ოჯახის წევრები არ ჩქარობენ გოგონას აყვანას. სწორედ ამ დროს, როდესაც ყველამ ხელი აიღო გოგოზე, დაიკიჩიმ, რომელსაც ყველა ბაბუამისს ამსგავსებდა, ყველაფრის მიუხედავად გადაწყვიტა გოგოს აყვანა...

დამატებულია (13/04/2013, 14:19)
---------------------------------------------
ვიცოდი ამას არავინ თადრგმნიდა. ეს არაპირდაპირი თარგმანია ამიტომ თუ არ მოგეწონება არ დაამატო მაგრამ თუ ნომალურია მითხარი, რომ მერე სხვებიც ვთარგმნო

დამატებულია (13/04/2013, 14:23)
---------------------------------------------
n_ok


შეტყობინება დაარედაქტირა: Devastation - კვირა, 14/04/2013, 02:18
 
chopper
თარიღი: ორშაბათი, 15/04/2013, 22:38 | შეტყობინება # 22
ავტორი chopper
15/04/2013, 22:38 | პოსტი # 22
--- ▼ ---
Devastation, საკაიფოა მივუწერე უკვე როცა მოიცლი გააგრძელე სხვების გადაქართულებაც...
 
Devastation
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 20:11 | შეტყობინება # 23
ავტორი Devastation
16/04/2013, 20:11 | პოსტი # 23
--- ▼ ---
chopper, ოკ n_ok

დამატებულია (15/04/2013, 23:23)
---------------------------------------------
Hakuouki
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლები, იაპონიამ გახსნა საზღვრები დასავლეთით, პერიოდი არეულობებისა და გაურკვევლობის, ტოკუგავას სოგუნატის ბოლო წლები. დასავლური და აღმოსავლური კულტურის, სიბრძნისა და გამოცდილების დაპირისპირებამ გამოიწვია იაპონიაში ახალი, ზოგ შემთხვევაში საშიში, იდეების დაბადება. სწორედ ამ გავლენის მსხვერპლი გახდა კოდო იოკიმურა, დასავლური მედიცინის პრაქტიკანტი და ცნობილი მკურნალი. დედაქალაქში, ერთ-ერთი მორიგი მოწვევის შემდეგ, ექიმი ოჯახისგან იდუმალად წავიდა. მამამისის „დაკარგვით“ გაურკვევლობაში დარჩენილი კოდოს ქალიშვილი, გადაწყვიტა რა მისი მოძებნა, გამოეწყო სამურაის ტანსაცმელში, წამოიღო ოჯახური რელიქვია ― ხმალი კოდატი და გაემართა კიოტოსაკენ...


დამატებულია (16/04/2013, 00:12)
---------------------------------------------
Ergo Proxy
ატმოსფეროში დიდი რაოდენობით დაგროვილი მეთან ჰიდრატის (CH4 ბუნებრივი აირი) ფენის აფეთქების შემდეგ, დაჩენილი ადამიანები იძულებული გახდნენ, მთელ პლანეტაზე მიმოფანტულ, იზოლირებულ ქალაქ-გუმბათებში, დასახლებულიყვნენ. ერთ-ერთ ასეთ ქალაქში, რომდოში, ისინი მშვიდობიანდ ცხოვრობენ კონტროლირებად საზოგადოებაში, სრულიად ავტონომირებულ რობოტებთან, ავტორეივებთან, ერთად. მაგრამ მშვიდი ცხოვრება ქალაქში მომწვავებულმა, კოგიტო ვირუსით დაავადებული, რობოტების მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა დაარღვია. სწორედ ან მკვლელობებს იძებს რეგენტის შვილიშვილი, რილ (Real) მეიერი, რომელიც გამოძიებისას შეხვდება უცნაურ ადამიანს, ვინსენტ ლოუს (Law)…


დამატებულია (16/04/2013, 01:22)
---------------------------------------------
Darker then Black
ათი წლის წინ, ტოკიოში წარმოქმნილმა ანომალიამ „ჯოჯოხეთის კარმა“ გამოიწვია ეგრედწოდებული კონტრაქტორებისა და თოჯინების გაჩენა. კონტრაქტორები ― ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს სრულად თოჯინებად ქცევა და შედეგად ემოციები, ძირითადში სრულიად, დაკარგეს და შეიძინეს ზებუნებრივ შესაძლებლობები, რომლის გამოყენების შემდეგაც, მათ კონტრაქტის „საფასურის“ გადახდა უწევთ. თოჯინები ― უემოციო „მედიუმები“ , რომლებსაც ნებისმიერი ადამიანის ემოციების განსახიერება და სხვადასხვა გარემოში, სხეულში თავისი დამკვირვებელი სულის გადაადგილება შეუძლიათ. ამავე ანომალიის მიზეზით, ცის თაღზე ვარსკვლავები შეცვალა ცრუ ვარსკვლავებმა, რომლებიც ზუსტად ყოველ კონტრაქტორს ცალსახად შეესაბამებიან და აქტიურდებიან მათი ძალის გააქტიურებისას. ამიტომაც, ორგანიზაციაში სახელად პანდორა (აბრევიატურა Physical Alteration Natural Deconstruction Organized Research Agency), ახალ და ძველ კონტრაქტორებს სწორედ ამ ვარსკვლავებით აკვირდებიან...


დამატებულია (16/04/2013, 18:22)
---------------------------------------------
Shaman King
ხუთას წელიწადში ერთხელ ტარდება შამანების (ადამიანები, რომელთაც სულებთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ, მათი სხეულში ჩასახლებით, მათი ძალების მართვა შეუძლიათ) შეჯიბრი, რომლის დროსაც გამარჯვებული იძენს ღირსეულ ტიტულს „შამანების მეფეს" და ასევე შესაძლებლობას კავშირი უძლიერეს სულთან დაამყაროს, რის შემდეგაც მათ მსოფლიოს თავის ნებაზე შეცვლა შეუძლიათ.

ასაკურა იო არის ახალგაზრდა შამანი, რომესაც უნდა გახდეს შამანების მეფე. ის გაემგზავრება ტოკიოში, რათა თავის მიზანს ვარჯიშით მიაღწიოს. მიზნის მიღწევაში, მას ეხმარებიან მეგობრები: მანტა, ჰორო ჰორო, რიუ, ამიდამარუ (მისი კომპანიონი სული) და ანა, იოს მწვრთნელი და გოგო, რომელსაც შამანების მეფის ცოლობა უნდა...


დამატებულია (16/04/2013, 19:11)
---------------------------------------------
Avatar:The Last Airbender
ავატარი: უკანასკნელი ჰაერის მბრძანებელი
ერთი საუკუნით ადრე, სამან სერიების განვითარება იწყება, ცეცხლის ნაციის მბრძანებელმა სოზინმა გადაწყვიტა მსოფლიო ომის დაწყება, ტერიტორიების გასაფართოვებლად. ამ პერიოდშივე, წინა ავატარი, როკუ რეინკარნირდა ავატარ აანგში, რომელიც ავატარის სასიცოცხლო ციკლის მიხევით ჰაერის მაგია. სამყაროსთვის მოსალოდნელი ომის საშიშროების გამო, ჰაერის ბერებმა ავატარს თავისი ვინაობა და მოვალეობები უდროოდ გაუმხილეს, რაც ავატარისთვის მოულოდნელ ამბად იქცა. მის აღმზრდელ გიაცოსთან სამუდამო განშორების შიშით, ავატარმა დროებით სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ იგი ძლიერ ქარბუქში მოხვდა და ზღვაში, თავის მფრინავ ბიზონთან ერთად, ჩაიძირა. ამ გარემოებამ ცეცხლის ქვეყანას საშუალება მისცა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თამამად გალაშქრებულიყო.
გავიდა ასი წელი, წყლის ქვეყანაში, და-ძმამ 14 წლის კორამ და 15 წლის სოკკამ თევზაობისას აისბერგში იპოვეს 12 წლის აანგი და მისი მეგობარი ბიზონი აპპა. მსოფლიოში დამყარებული სიტუაციის გაგების შემდეგ ავატარი, რომელსაც ოთხი სტიქიის ხალხს შორის კონფლიქტების ჩახშობა ევალება, გადაწყვეტს გაემგზავროს მოგზაურობაში, რათა დაეუფლოს დარჩენილ სამ სტიქიას, რაც ავატარის რეალური ძალის შეძენის ერთადერთი გზაა. ამ სტიქიების დაუფლებაში კორა და სოკკა გადაწყვეტენ ანგის დახმარებას. ამ მოგზაურობისას ანგი შეიტყობს, რომ ჰაერის მაგებიდან ომს მხოლოდ თვითონ გადაურჩა...


შეტყობინება დაარედაქტირა: Devastation - ოთხშაბათი, 17/04/2013, 12:54
 
severus
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 20:54 | შეტყობინება # 24
ავტორი severus
16/04/2013, 20:54 | პოსტი # 24
--- ▼ ---

zetsuen no Tempest: The Civilization Blaster
დიდი დანაკარგები: ცივილიზაციის განადგურება
ე.წ. "რკინის დაავადების" ეპიდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა იაპონიის ქალაქებში. მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ამის შეჩერება: ყველაზე ძლიერ ჯადოქარს - ხაკაზე კუსარიბეს. მაგრამ ის დაუსახლებელ კუნძილზე იყო დამწყვდეული, მას არ ქონდა შესაძლებლობა რომ გარესამყაროსთან დაკავშირებულიყო და მაგია გამოეყენებინა. მაგრამ მან ერთი ბიჭი მონხა სახელად მახირო ფუვა, რომელიც დაეხმარება მას ეპიდემიის შეჩერებაში და ციხიდან გაქცევაში. ამისთვის, ანუ სამყაროს გადარჩენისთვის მახიროს და მის ბავშვობის მეგობარს ეიშირო ტოკიგავას მოუწევს ბევრი დაბრკოლების და სირთულის გადალახვა.


შეტყობინება დაარედაქტირა: severus - სამშაბათი, 16/04/2013, 21:01
 
Devastation
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 20:55 | შეტყობინება # 25
ავტორი Devastation
16/04/2013, 20:55 | პოსტი # 25
--- ▼ ---
chopper, avatari ვიცი რომ არ არის ანიმე, მაგრამ აქ დავამატე, მერე ცალკე რომ არ გეძებნა n_victoire
თანაც სათაურიც გადავთარგმნე...


შეტყობინება დაარედაქტირა: Devastation - სამშაბათი, 16/04/2013, 20:56
 
severus
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 22:10 | შეტყობინება # 26
ავტორი severus
16/04/2013, 22:10 | პოსტი # 26
--- ▼ ---

Hayore! Nyaruko-san
მცოცავი უბედურება! ნიარუკო-სან
გაიღვიძეს ერთხელაც დიადმა უძველესმა არსებებმა და აღმოაჩინეს რომ სამყარო უკვე სხვა ძალებს ეკუთვნის, ისინი კი უკვე დიდიხნის მივიწყებული არიან. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ღმერთები "კტულხუ" დაიშალნენ და სხვადასხვა გზას დაადგნენ - ზოგმა ხელოვნება აირჩია ზოგმა თამაშების ინდუსტრია, მაგრამ ყველაზე თაოსნებმა,ფხიანებმა გადაწყვიტეს გალაქტიკურ ინტერპოლში ემსახურათ. მათ მიიღეს დავალება დაეხმარონ ე.წ. ცისფერ პლანეტას, რომელსაც თავად ჯოჯოხეთის სატანა ემუქრებოდა! ბრძანების მიღებისთანავე მხოხავი ქაოსი ნიარლატოტეპი, ცეცხლოვანი კტუგხა და ხასტური გარდაისახებიან საყვარელ უფროსკლასელებად და იწყებენ ოპერაციის შესრულებას
 
MainUser
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 22:15 | შეტყობინება # 27
ავტორი MainUser
16/04/2013, 22:15 | პოსტი # 27
--- ▼ ---
Quote (Devastation)
თანაც სათაურიც გადავთარგმნე...

უკანასკნელი ჰაერისმბრძანებელი

დამატებულია (16/04/2013, 21:15)
---------------------------------------------

Quote (chopper)
ისი შენ ქართული იაზიკ...?!


ჩოპერ ანიმეს აღწერა შენით უნდა მოიფიქრო თუ რაც აქვს ის გადმოაქართულო?
 
Devastation
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 22:29 | შეტყობინება # 28
ავტორი Devastation
16/04/2013, 22:29 | პოსტი # 28
--- ▼ ---
-NarutO-, მე ზოგს ვთარგმნი და ზოგს ვიკიპედიას და სხვა საიტების დახმარებით ჩემით ვწერ. ზუსტი თარგმანი არ გამოდის ისეთი კარგი, როგორიც მინდა ... :)

დამატებულია (16/04/2013, 21:29)
---------------------------------------------
ჯამში მგონი ცუდი აღწერები არ მაქვს?! -NarutO-, :?

 
MainUser
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 23:13 | შეტყობინება # 29
ავტორი MainUser
16/04/2013, 23:13 | პოსტი # 29
--- ▼ ---
Quote (Devastation)
ჯამში მგონი ცუდი აღწერები არ მაქვს?!

ვინ თქვა რომ ცუდი აღწერები გაქვს? უბრალოდ მაინტერესებდა მეთარგმნა თუ ჩემით დამეწერა. საწყენად არ მითქვია : n_kiss
 
Devastation
თარიღი: სამშაბათი, 16/04/2013, 23:22 | შეტყობინება # 30
ავტორი Devastation
16/04/2013, 23:22 | პოსტი # 30
--- ▼ ---
-NarutO-, ოკ n_ok

დამატებულია (16/04/2013, 22:22)
---------------------------------------------
-NarutO-, ჩემი აზრით თუ აღწერა კარგია მაშინ სულერთია ნათარგმნია თუ არა n_victoire

 
_WolF_
თარიღი: ოთხშაბათი, 17/04/2013, 22:31 | შეტყობინება # 31
ავტორი _WolF_
17/04/2013, 22:31 | პოსტი # 31
--- ▼ ---

ასი წლის წინ ადამიანები ტიტანებმა თითქმის გაანადგურეს, ვინც გადაურჩა დასახლდა ერთ ადგილას და გარშემო ააშენეს თითქოსდა ტიტანებისათვის გადაულახავი კედელი, მაგრამ გავიდა 100 წელი და გამოჩნდა ახალი ტიტანი რომელმაც შეძლო ამ კედლის განადგურება და მათ დაიწყეს ადამიანთა ჟლეტა, ისტორია ვითარდება ბიჭუნა ენელისა და მისი დის მიკასოის გარშემო, მათ ტიტანებმა თვალწინ მოუკლეს დედა და ისინი გადაწყვიტავენ არ მოისვენონ მანამ სანამ უკანასკნელ ტიტანს არ გაანადგურებენ.
 
Devastation
თარიღი: ოთხშაბათი, 17/04/2013, 23:41 | შეტყობინება # 32
ავტორი Devastation
17/04/2013, 23:41 | პოსტი # 32
--- ▼ ---
Spirited Away
ათი წლის ტიჰირო, დედასთან და მამასთან ერთად, გადადის ახალ სახლში, როდესაც შუა გზაზე მამამისს აერევა მიმართულება და ისინი, შემთხვევით, ძველ, მიტოვებულ ქალაქში აღმოჩნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დაცარიელებულია, რესტორანში მათ დახვდებათ მზა, გემრიელი საჭმელი, რომელზეც ტიჰიროს მშობლები უარს ვერ იტყვიან. სანამ მშობლები საჭმელს შეექცევიან, ტიჰირო ქალაქის შემოვლას დააპირებს და ხიდზე შეხვდება ბიჭს ― ჰაკუს. ტიჰიროს დანახვაზე ჰაკუ დაიძაბება და მის, ქალაქიდან, მზის ჩასვლამდე, გასტუმრებას შეეცდება. მაგრამ ტიჰირო ვე მოასწრებს ქალაქიდან დროზე გასვლას და ცოტა ხანში აღმოაჩენს, რომ ის და მისი მშობლები, რომლებიც ღორებად იქცნენ, სულებსა და ღმერთების, საოცარ სამაროში ჩარჩნენ...

დამატებულია (17/04/2013, 22:41)
---------------------------------------------
რაღაც არ მომწონს ეს ბოლო თარგმანი... 7 მაგრამ სულ არაფერს ჯობია x17

შეტყობინება დაარედაქტირა: Devastation - ოთხშაბათი, 17/04/2013, 23:32
 
Tab00
თარიღი: ოთხშაბათი, 17/04/2013, 23:58 | შეტყობინება # 33
ავტორი Tab00
17/04/2013, 23:58 | პოსტი # 33
--- ▼ ---
Mawaru Penguin Drum
ტაკაკურას ტყუპი ძმებისთვის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. ექიმის დიაგნოზის შემდეგ გაირკვა, რომ მათ და ჰიმარის რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩა. უფროსკლასელი ძმები კანბა და შომა ცდილობდნენ ყოველდღე ჰიმარის გვერდზე ყოფილიყვნენ და მისი ნებისმიერი სურვილიც შეესრულებინათ, მაგალითად : ოკეანარიუმში წასვლა. სწორედ აქ გარდაიცვალა ჰიმარი ტვინის სიმსივნით. და დარდით გაწამებულმა მოზარდებმა უცებ სასწაული დაინახეს : გოგონას თავზე აღმოჩნდა პინგვინის ფორმის ქუდი, რომელიც მათ სუვენირების მაღაზიაში იყიდეს და რომელმაც ... გააცოცხლა მათი და! ბავშვები გამოიქცნენ საავადმყოფოდან რომ აღენიშნათ მომხდარი. მაგრამ მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს...
 
Devastation
თარიღი: ხუთშაბათი, 18/04/2013, 00:22 | შეტყობინება # 34
ავტორი Devastation
18/04/2013, 00:22 | პოსტი # 34
--- ▼ ---
Shounen Onmyouji
აბე ნო მასაჰირო არის, ცხოვრაბაშივე ლეგენდარული ეგზორცისტისა და წინსასწარმეტყველის, აბე ნო საიმეის შვილიშვილი. მასაჰიროს უნდა გახდეს ონმიოუძი, მაგრამ უცნობი მიზეზით, მან პატარაობისას დაკარგა მეექვსე გრძნობა და სულების ხედვის ნიჭი, რისი ქონაც ონმიოუძისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო იგი იძულებულია ბედი სხვა პროფესიებში ცადოს. მაგრამ ერთ დღესაც, მასაჰირო შეხვდება უცნაურ მონონოკეს (იაპონურად სული), რომელსაც იგი შემდგომში მოკკუნს დაარქმევს. სწორედ აქედან დაიწყება მასაჰიროს გზა, დიად ონმიოუძად გახდომისაკენ...


შეტყობინება დაარედაქტირა: Devastation - ხუთშაბათი, 18/04/2013, 00:24
 
severus
თარიღი: ხუთშაბათი, 18/04/2013, 16:49 | შეტყობინება # 35
ავტორი severus
18/04/2013, 16:49 | პოსტი # 35
--- ▼ ---

Sonic X
სონიკი
სონიკი არის კომპანია სეგას ცნობილი ვიდეოთამაშის ახალი ანიმე ადაპტაცია. ანიმე სუპერსწრაფი ზღარბის სონიკის დაუჯერებელ და საინტერესო თავგადასავლებზეა. სონიკი დაბრუნდა და ეხლა უკვე უფრო სწრაფად დარბის, ფრენაც შეუძლია და ძალიან დიდ ძალასაც ფლობს! თავის ახალ თავგადასავლებში სონიკი ებრძვის გიჟ დოქტორ ეგმანომს, რომელსაც საშინელი რობეტების იმპერიის შექმნა სურს. სონიკი თავის მეგობრებთან ერთად და ასევე ეგმანი და თავისი მსახურები დედამიწაზე ხვდებიან. აქ სონიკი იძენს ახალ მეგობარს კრისს. მათ უნდა იპოვონ ყველა ქაოსის იზუმრუდები დოქტორ ეგმანზე ადრე, რომ ხელი შეუშალონ მას სამყაროს ქაოსში ჩაძირვაში.

---------------------------------------------


Chihayafuru
ნათელი ჩიჰაია / თამაში ტიჰაიი
მიზუსავას უმაღლეს სკოლაში საინტერესო ახალი ამბებია - სკოლაში მთელ იაპონიაში ცნობილი მოდელის აიასეს და ჩაირიცხა. ყველა მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი რომ მოეძებნა ცნობილი მოდელის და, მაგრამ ის თავად მოიძებნა, ადგილობრივ განცხადებების დაფაზე იყო მისი განცხადება გამოკრული რომელშიც მაღალი და ლამაზი გოგონა ეპატიჟებოდა ყველას რომ მის მიერ შექმნილ "კარუტის" კლუბში გაწევრიანებულიყვნენ. მოსწავლეები ამან ძალიან განაცვიფრა, რადგან კარუტა პატარების თამაშია, რომლებიც გრამატიკას სწავლოვენ ამ თამაშით. ნუთუ სუპერმოდელის დას უფრო უკეთესი საქმე ვერ უპოვია? სამწუხაროდ არა, მისი ახლოს გაცნობის შემდეგ კლასელები მიხვდნენ, რომ ის მხოლოდ იმას აკეთებს რაც სურს, მხოლოდ იმაზე საუბრობს რაც მას აინერესებს და სულაც არ სურს რომ თავი "სამაგალითო ქალბატონად" მოიყვანოს. მისმა კლასელებმა კი აიასეს სასქციელიდან ის დასკვნა გამოიტანეს, რომ ტყუილად იკარგება ასეთი სილამაზე.


შეტყობინება დაარედაქტირა: severus - ხუთშაბათი, 18/04/2013, 16:49
 
Tab00
თარიღი: პარასკევი, 19/04/2013, 02:57 | შეტყობინება # 36
ავტორი Tab00
19/04/2013, 02:57 | პოსტი # 36
--- ▼ ---
Mirai Nikki
14 წლის ამანო იუკიტერუ მარტოსულად ცხოვრობდა, მას მშობლები დიდად ყურადღებასარ აქცევდნენ. იგი არავის არაფერს არ უშავებდა, უბრალოდ თავს გარემოს დამკვირვებელად თვლიდა. და აბა როგორ იქნები დამკვირვებელი თუ ჟურნალს ან უბრალოდ დღიურს არ აწარმოებ?... იუკიტერუ სწორედ დღიურს ავსებდა თავის მობილურში და ამით სკოლაში უწყინარი სულელის რეპუტაცია დაიმსახურა.მაგრამ გარშემო მყოფების აზრი მას დიდად არ ადარდებდა, მას მხოლოდ ერთი წარმოსახვითი მეგობარი ჰყავდა სახელად დეოსი, რომელიც პროფესიით იყო ჩვენი სამყაროს ღმერთი. ღმერთს უყვარდა უბრალო იაპონელი ბიჭი და მას ხშირად უზიარებდა თავის ბრძნულ აზრებს. და ერთხელსაც ამანოს წამოსცდა რომ მოწყენილია...
 
Namika
თარიღი: პარასკევი, 19/04/2013, 16:08 | შეტყობინება # 37
ავტორი Namika
19/04/2013, 16:08 | პოსტი # 37
--- ▼ ---

07-Ghost
ახალგაზრდა ტეიტო კლაინი სწავლობს ბაგსბურგის სამხედრო აკადემიაში. ყოფილი მონა დაპყრობილი ქვეყნიდან აიყვანეს სამხედრო აკადემიაში იშვიათი ნიჭის გამო - მას შეუძლია ზაიფონის, ანუ მაგიის გამოყენება. თუმცა, ომების პერიოდში მან დაკარგა მეხსიერება და გარდა იმ დროისა, როდესაც ის მონა იყო, არაფერი ახსოვს. გადარჩენის ერთად ერთი შანსი აკადემიის დამთავრება, რაც არც თუ ისე ადვილია - 25 კანდიდატიდან ამთავრებს მხოლოდ ერთი. ასე რომ დღისით კლაინი სწავლობს, ღამე კი ებრძვის საშინელ სიზმრებს, რომლებშიც მას ხანდახან ეხსნება თავისი წარსულის საიდუმლოები. რომ არა მისი საუკეთესო მეგობარი, მიკაგე, ის ვერც კი გაძლებდა მკაცრ გამოცდებამდე. ასე ჩვენმა მთავარმა გმირმა მოიკრიბა მთელი თავისი გამბედაობა და ნებისყოფა და თავისი წარსული გაახსენდა კიდეც. მაგრამ ის ხვდება, რომ მათი აკადემიის ცივსისხლიანი რექტორი, აიანამი, ის ადამიანია, ვინც მამამისი მოკლა.
 
severus
თარიღი: პარასკევი, 19/04/2013, 23:48 | შეტყობინება # 38
ავტორი severus
19/04/2013, 23:48 | პოსტი # 38
--- ▼ ---

Mushibugyou
მუშიბუგიოუ
მოქმედება ვითარდება შუასაუკუნეების იაპონიაში. სეგუნმა ტოკირავა ეშიმინემ ბრძანა რომ საჩივრებისათვის განკუთვნილი ყუთი დაეყენებინათ სადაც მოსახლეობა საჩივრებს და თხოვნებს ჩააგდებდა რომ ყოველი მოქალაქის ხმა შესმენილი ყოფილიყო და მათი საჩივრებიც განეხილათ. ამ ყუთში ძალიან ბევრი ერთნაირი თხოვნა იყო სადაც მოსახლეობა ითხოვდა რომ დაეცვათ ისინი საშინელი დემონებისგან. ამისთვის მან ჩამოაყალიბა სპეციალური ორგანიზაცია, რომლებსაც ხალხის დაცვა ევალებოდათ ხალხის დაცვა ამ საშინელი დემონებისგან, ისინი შედგებიან ეგზოტიკურ საბრძოლო ხელოვნებაში განსწავლული საუკეთესო მებრძოლებისგან. მთავარი გმირია ცუკიშიმა ჯინბეი მას არ შეუძლია ხიფათში მყოფ ადამიანს არ დაეხმაროს, თუნდაც მას ობობასმგავს დემონთან მოუხდეს შებრძოლება.

---------------------------------------------


Devil Survivor 2 The Animation
კუძე ხიბიკი და მისი მეგობრები თავის ტელეფონზე საეჭვო აპლიკაციას იღებენ, მისი დახმარებით მოგდის ვიდეო როცა ვინმე შენი ნაცნობი დაიღუპება. მხიარული კომპანია მიხვდა რომ ეს აპლიკაცია უბრალო გასართობი არ არის, აღმოჩნდა რომ მისი საშუალებით მათ შეუძლიათ დემონების სხვა განზომილებიდან ხმობა ჩვენს სამყაროში. ასევე ირკვევა რომ დედამიწას საფრთხე ემუქრება და ეს აპლიკაციებიც სწორედ მის გადასარჩენადაა საჭირო, ხიბიკის და კოს მოუწევთ თავისი ტელეფონების დახმარებით მისი გადარჩენა.


შეტყობინება დაარედაქტირა: severus - პარასკევი, 19/04/2013, 23:48
 
Devastation
თარიღი: შაბათი, 20/04/2013, 20:40 | შეტყობინება # 39
ავტორი Devastation
20/04/2013, 20:40 | პოსტი # 39
--- ▼ ---
Howl's Moving Castle
ფილმის მოქმედება ვითარდება ზღაპრულ სამყაროში, რომელიც გარეგნულად მეცხრამეტე საუკუნის ევროპას მოგვაგონებს. ამ სამყაროში, მაგია და ტექნიკა ერთდროულად ვითარდება.
სწორედ ასეთ სამყაროში ცხოვრობს სოფი. სოფი 18 წლის, ადრე დაობლებული, მექუდეა. ცოტა ხანში გავრცელდება ხმები ქალაქის მახლობლობაში დასახლებული მისტიური მაგის, ჰაულის, შესახებ. ერთ დღესაც, როდესაც სოფი გადაწვიტს თავის უმცროს დას ესტუმროს, მას გზად ორი ჯარისკაცი გადაეღობება. სწორედ ამ დროს, სოფი პირველად შეხვდება ჰაულს, რომელიც მას დაეხმარება ჯარისკაცების თვიდან მოცილებაში. ჰავლი მას პირველივე დანახვით შეუყვარდება. იმავე საღამოს, ქუდების მაღზიაში, სოფის ესტუმრა ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ასევე "შეყვარებულია" ჰაულში და ამ მიზეზით სოფის წყევლას დაადებს, რომლის გამოც ის ბებიად გადაიქცევა. წყევლის გასაუქმებლად, იგი სამოგზაუროდ წავა. გზად გოგონა მოჯადოებულ საფრთხობელას იპოვის, რომელიც სოფის ჰავლის სახლისაკენ გაუძღვება...


დამატებულია (20/04/2013, 17:56)
---------------------------------------------
Mononoke Hime/Princess Mononoke/პრინცესა მონონოკე
მურომაჩის სოგუნატის პერიოდი, 1337-1573 წლები. მშვიდ სოფელ ემიშის შეუტია, დემონი ტატარი-გამით შეპყრობილმა, ტყვიით დაჭრილმა, ტახების ღმერთმა ნაგომ. ახალგაზრდა, პინცმა აშიტაკამ, ხელის დაწყევლის საფასურად, ნაგოს მოკვლით, გადაარჩინა თავისი სოფელი. მისი ტომის ადათებით ახლაგაზრდა პრინცი გაძევდება სოფლიდან, რის შემდეგაც ის წყევლისაგან, რომელიც სიცოცხლისა და სულის წართმევასთან ერთად, მას არაადამიანურ ძალას აძლევს, გასაკურნებელი საშვალების საპოვნელად გაემართება.

ეს მოგზაურობა, საბოლოოდ, აშიტაკას მიიყვანს რკინის ქვეყანაში, რომელსაც მართავს ლედი ებოში. ტყის გაჩეხვის, განადგურებისა და მასში მცხოვრები, ამ პროცესის მოწინააღმდეგე, არსებების დახოცვის ხარჯზე, ეს ქალაქი შოულობს რკინასა და ტყვიას, რაც იარაღებისა და ტყვია-წამლის (რომლითაც ნაგო იყო დაჭრილი) გაკეთებისთვისაა საჭირო. ლედი ებოშის, ერთ-ერთი მთავარი მოწინაარმდეგე, ღმერთი მგლების გაზრდილი გოგონა, სანი, პრინცესა მონონოკეა.

მოვლენების შემდგომი განვითარების შედეგად, სანი და აშიტაკა გადაწყვეტენ ბოლო მოუღონ ტყის ღმერთებსა და ადამიანებს შორის დამკვიდრებულ უთანხმოებას...


დამატებულია (20/04/2013, 17:58)
---------------------------------------------
ვიცი ეს ჯერ არ გაქვს დამატებული, მაგრამ როცა დაამატებ უკვე მზა აღწერა გექნება n_ok

დამატებულია (20/04/2013, 19:40)
---------------------------------------------
Another
15 წლის, კოიჩი საკაკიბარას დედა, მშობიარობის შემდეგ, გარდაიცვალა. მამამისი, ექსპედიციების გამო ხშირად, სახლში არ იმყოფებოდა და ამ მიზეზით კოიჩი ფილტვების ანთებით დაავადდა. ტოკიოს დაბინძურებული ჰაერისაგან დასაშორებლად, ის გადაწყვეტს დედამისის მშობლიურ სოფელ იომიამაში, დეიდსა და ბებია-ბაბუასთან წავიდეს საცხოვრებლად. აქ, ის სწავლას იომიამას საშუალო სკოლის მეცხრე ვე კლასში გააგრძელებს. ავადმყოფობის გამო იომიამას ჰოსპიტალში მხვედრილი საკაკიბარა შეხვდება მეცხრე ვე კლასის მოსწავლეს, რომელიც მეი მისაკის სახელით გაეცნობა.

რამოდენიმე დღის შემდეგ, უცნაური მიზეზით, საკაკიბარას გარშემო, ხალხი დაღუპვას დაიწყებს. როგორც საკიკაბარა შემდგომში გაიგებს, ეს მიზეზი, ერთი შეხედვით, მისაკია...


შეტყობინება დაარედაქტირა: Devastation - კვირა, 21/04/2013, 00:47
 
Triton-sama
თარიღი: კვირა, 21/04/2013, 15:38 | შეტყობინება # 40
ავტორი Triton-sama
21/04/2013, 15:38 | პოსტი # 40
--- ▼ ---
Devastation, ძალიან გთხოვ თუ არ დაიზარებ ამ ანიმის მოკლე აღწერა გადამითარგმნე რა : Un-go
 
Devastation
თარიღი: კვირა, 21/04/2013, 19:00 | შეტყობინება # 41
ავტორი Devastation
21/04/2013, 19:00 | პოსტი # 41
--- ▼ ---
NARUTO2626:), ვეცდები დღესვე ვთარგმნო, მაგრამ ჯერ უნდა ვუყურო, იმიტომ, რომ ანიმეების აღწერებში ხშირად შეიძლება უზუსტობა დაუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ნანახი არ გაქვს... n_ok

დამატებულია (21/04/2013, 18:00)
---------------------------------------------
Un-Go
ან-გო არის დეტექტივური ტიპის ანიმე. მოქმედება ხდება იაპონიის უახლოს მომავალში, სადაც იაპონიამ, ცოტა ხნის წინ, გადაიტანა ომი და ახლა, იგი ნელი ნაბიჯებით ცდილობს, კვლავ, ფეხზე დადგომას და იმ საშინელებების, რაც ომთან იყო დაკავშირებული, გაქდალახვას. როგორც ყველასათვის, ვისაც ომთან პირდაპირი შეხება ქონია, ცნობილია, ომში გასამარჯვებლად ყველა მეთოდი გამართლებულია, ამიტომაც, ხშირად, ამ პერიოდში, დასახელებული გმირები, სხვა გადმოსახედიდან, უკვე როგორც ბოროტმოქმედები იწოდებიან.
შინჯირო იუუკი არის დეტექტივი, რომელმაც, სერიების დაწყებამდე, დადო გარიგება დემონ ინგასთან ― ეს დემონი ჭამს ადამიანის სულებში დაგროვებულ „ყვირილებს“ და შემდეგ იმ ადამიანს კლავს, მაგრამ იუუკისთან დადებული გარიგების მიხედვით, ინგა, ყვირილების შეჭმის შემდეგ, ადამიანებს სიცოცხლეს არ ართმევს, სამაგიეროდ იუუკიმ ის უნდა მიიყვანოს იმ ადგილას, სადაც დემონს ბევრი ყვირილების მირთმევა შეეძლებოდა, ასევე, გარიგების მიხედვით, როცა დრო მოვა ინგამ უნდა ანახოს იუუკის მისი ნამდვილი სურვილები. როგორც ინგა ამბობს, ყველა ადამიანი ატყვილებს თავის თავს და ამიტომ მისი ნამდვილი სურვილები, ყვირილების სახით, სულში გროვდება.
სწორედ ამ დემონის დახმარებით, იუუკი ცდილობს ფარდა ახადოს, ომთან დაკავშირებულ, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას...

 
Silence
თარიღი: კვირა, 21/04/2013, 21:19 | შეტყობინება # 42
ავტორი Silence
21/04/2013, 21:19 | პოსტი # 42
--- ▼ ---
Fate Zero

მოვლენები ჩვეულებრივ,დედამიწაზე ვითარდება ერთი განსხვავებით.ადამიანები ფლობენ მაგიას.ეს ანიმე გვიყვება გრაალის თასის "ჩემპიონატზე".თასი,რომელიც ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს გამარჯვებულს და მის გამოძახებულ ისტორიულ გმირს.ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს ეძლევა შანსი გამოიძახოს ისტორიული გმირი(როგორიცაა ალექსანდრე მაკედონელი ან შაჰ–აბასი)რომლებიც ფლობენ არაზებუნებრივ ძალას(ასევე არიან სხვადასხვა დროიდან).ისინი გამომძახებელს ემორჩილებიან და ცდილობენ დაამარცხონ სხვა კონკურენტები(იგულისხმება გამოძახებული ისტორიული გმირები),რათა ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვიდნენ.თითოეული გამოძახებული ისტორიული გმირი კი განეკუთვნება გარკვეულ კატეგორიას.
რაიდერი–მხედარი
სეიბერი–მოფარიკავე
ლანსერი–შუბით მებრძოლი
არჩერი–მშვილდოსანი
კასტერი–ჯადოქარი
ასსასინი–მკვლელი
ბერსერკერი–მხეცი
სულ 25 სერიაა,და მშვენიერი ანიმეა მშვენიერი გრაფიკით


შეტყობინება დაარედაქტირა: Juha_Bach - ოთხშაბათი, 15/05/2013, 22:36
 
Devastation
თარიღი: სამშაბათი, 30/04/2013, 18:12 | შეტყობინება # 43
ავტორი Devastation
30/04/2013, 18:12 | პოსტი # 43
--- ▼ ---
Naruto
თორმეტი წლის წინ, ნინძების სოფელ კონოხას შეუტია მითიურმა ცხრაკუდა მელიამ, რომლის ყოველი კუდის მოქნევა ისეთი ძლიერი იყო, რომ მთების დანგრევაც, კი, შეეძლო. ამ ურჩხულისგან, სოფელი მისმა მმართველმა და ამავე დროს, ყველაზე ძლიერმა ნინძამ, მეოთხე ჰოკაგემ (ცეცხლის სოფლის მმართველის ტიტული ― „ჰო“ „კაგე“ იაპონურად ცეცხლის ჩრდილს ნიშნავს) სიცოცხლის და ცხრაკუდას, ახლად დაბადებულ ბავშვში, ნარუტოში, დამწყვდევის საფასურად დაიცვა.

ნარუტო, თორმეტი წლის განმალობაში, უდედ-მამოდ იზრდებოდა სოფელში სადაც ყველამ, მისი თანატოლების და თვითონ ნარუტოს გარდა, იცოდა ნარუტოში დამწყვდეული მელიის შესახებ. ამის გამო სოფელში მოსახლეობის უმეტესობა მას, არა როგორც ბავშვს არამედ, როგორც ურჩხულს, რომელმაც სოფელი დაარბია, ექცევა. ხალხის კეთილგანწყობისა და ცხოვრების აზრის ძიებაში, ნარუტო გადაწყვეტს გახდეს შემდეგი ჰოკაგე...

დამატებულია (30/04/2013, 17:12)
---------------------------------------------
ვიცი დიდი ხნის პაუზა მაქვს თარგმნაში, მაგრამ ახლა არ მცალია და ამ კვირაში ისევ გავაგრძელებ თარგმნას n_ok

შეტყობინება დაარედაქტირა: Devastation - ოთხშაბათი, 24/04/2013, 12:57
 
Triton-sama
თარიღი: სამშაბათი, 30/04/2013, 19:59 | შეტყობინება # 44
ავტორი Triton-sama
30/04/2013, 19:59 | პოსტი # 44
--- ▼ ---
Quote (Devastation)
ვიცი დიდი ხნის პაუზა მაქვს თარგმნაში, მაგრამ ახლა არ მცალია და ამ კვირაში ისევ გავაგრძელებ თარგმნას

კაი :) რო მოიცდი kimi ni todoke გადატარგმნე
 
Devastation
თარიღი: სამშაბათი, 30/04/2013, 20:35 | შეტყობინება # 45
ავტორი Devastation
30/04/2013, 20:35 | პოსტი # 45
--- ▼ ---
NARUTO2626:), ისე ან-გო რომ ვთარგმნე ჯერ კიდევ არავის მიუქცევია მაგისთვის ყურედღება 5 4p
 
Triton-sama
თარიღი: სამშაბათი, 30/04/2013, 21:28 | შეტყობინება # 46
ავტორი Triton-sama
30/04/2013, 21:28 | პოსტი # 46
--- ▼ ---
Devastation, როგორ არა მე მივაქციე და თავიდან იმიტომ გთხოვე მაგის გადაქართულება რომ ანიმეს ნახატები მომეწონა ხოდა მერე შენმა გადაქართულებულმა მთლად დამაინტერესა და ხვალ უნდა ვუყურო ! ;) მაინცდამაინც ეს სმაილიკი უნდა დავწერო >> n_ok n_ok : D :D
 
Devastation
თარიღი: სამშაბათი, 30/04/2013, 23:33 | შეტყობინება # 47
ავტორი Devastation
30/04/2013, 23:33 | პოსტი # 47
--- ▼ ---
NARUTO2626:), :D
 
RoY
თარიღი: კვირა, 05/05/2013, 10:07 | შეტყობინება # 48
ავტორი RoY
05/05/2013, 10:07 | პოსტი # 48
--- ▼ ---
დეტექტივი კონანი

ნებისმიერი კაცისთვის ცნობილია- ან ქალით დასაქმდეს, ან მსოფლიო საქმეებით! როგორც კი 17 წლის სინიტი კუდომ ბავშვობის მეგობარ რან მორისთან სეირნობის დროს ყურადღება საეჭვო პირებზე გადაიტანა, მაშინვე ბოროტმა ბანდიტებმა დაიჭირეს იგი და აიძულეს დაელია უცნაური კაპსულა, რომელმაც იგი 7 წლის ბავშვად გადააქცია. სასწაულად გადარჩენილი კუდო დასახმარებლად მივიდა მეგობართან, მაგრამ გენიალურმა პროფესორმა აგასამაც კი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. და მაშინ როცა პროფესორის სახლში შემოვარდა აღელვებული რანი და უცნობ ბავშვს ჰკითხა, ვინ იყო იგი, საწყალმა მარტო ის შეძლო რომ წიგების თაროებისკენ გააპარა თვალი და თქვა <<ედოგავა... კონანი.>>


დამატებულია (05/05/2013, 09:07)
---------------------------------------------
დრაკონის მარგალიტი კაი

სონ გოკუ ცხოვრობს წყნარი ცხოვრებით, მაგრამ ჩნდებიან მტრები კოსმოსიდან, რომლებიც გეგმავენ დედამიწაზე შემოტევას. კაცობრიობის მომავალი საფრთხეშია. სონ გოკუ მეგობრებით ებრძვიან მტრებს, მაგრამძლივს არ კვდებიან ბრძოლაში სადაც მტერი მათზე მნიშვნელოვნად ძლიერია. სონ გოკუს შვილს გოხანს ლაჩრის სახელი აქვს, მაგრამ ის ეხმარება მამამისს და ხდება მასზე ძლიერი რამოდენიმე ხნით. პოპულარული ანიმესერიალის Dragon Ball Z-ს რიმეიკი მისი 20 წლისთავის საპატივსაცემოდ. იგეგმება 100-ზე მეტი სერია. <<რესტავრირებული ვერსია>> ტვ-სერიალისა Dragon Ball Z (1989-1996)


შეტყობინება დაარედაქტირა: RoY - კვირა, 05/05/2013, 10:08
 
NARUTO:)
თარიღი: კვირა, 05/05/2013, 16:45 | შეტყობინება # 49
ავტორი NARUTO:)
05/05/2013, 16:45 | პოსტი # 49
--- ▼ ---

არნახული ყვავილი

6 წლის ბავშვობის მეგობრები გაიზარდნენ ერთმანეთისგან მოშრებით უმაღლეს სკოლებში. მეგობრებიდან ერთერთი ჯინტონი ძალიან ჩაკეტილი გახდა იმ დღიდან როდესაც მისი მეგეობრებიდან ერთ-ერთი - მენმა მოკვდა. შემდეგ ის გადაწყვეტს რომ შეუსრულოს მენმას სურვილი: გაეშვა ჰაერში ფეიერვერკი და ის დაიწყებს ძველი მეგობრების ძებნას ამ სურვილის ახდენაში დასახმრებლად...



ამნეზია

პირველი ოქტომბრის დილას ჰეროინე იღვიძებს და აღმოაჩენს რომ არაფერი არ ახსოვდა თავისი წარსულის მოგონებებიდან. შემდეგ გამოჩნდება ბიჩი რომელიც ჰეროინეს თავს წარუდგენს როგორც ,,სულად", სახელად ორიონი.ჰერონი ცდილობს დაიბრუნოს თავისი მოგონებები ორიონის დახმარებით. შემდეგ ის სატელოფონო ზარს იღებს,მაგრამ მოსაუბრის ვინაობა არ იცის. ის ხვდება თავის ,,მეგობარბიჭებს" მიხედავად იმისა რომ მან არ იცის რომელია მისი შეყვარებული...


შეტყობინება დაარედაქტირა: NARUTO:) - კვირა, 05/05/2013, 16:46
 
RoY
თარიღი: სამშაბათი, 07/05/2013, 09:52 | შეტყობინება # 50
ავტორი RoY
07/05/2013, 09:52 | პოსტი # 50
--- ▼ ---

პროექტი "კ"

თანამედროვე იაპონიის სცენაზე, ისტორია რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ ვიცით, გვიამბობს შვიდ ერთმანეთში მოჩხუბარ მეფეზე და ბიჭზე, გახვეულზე ამ უცნაური შესაძლებლობების ბრძონაში. "წითელი მეფე" სუო მიკოტო, ორგანიზაცია HOMRA-ს მეთაური და "ლურჯი მეფე" მუნაკატა რეისი SCEPTER4-ის მეთაური, დასდევენ ბიჭს სახელად ისანა იაშირო, ეჭვმიტანილი ერთ განსაკუთრებულ საქმეში, რომელიც პირისპირ უნდა შეხვდეს თითუეულ მეფეს. რაუნდი რაუნდის მიყოლებით. შირო კი უდანაშაულოა. არაფრის ცოდნით იგი იძულებულია გაექცეს ორივე ორგანიზაციას. და მაშინ... გრძელთმიანი ახალგაზრდა სახელად იატაგამი კურო, ჩაცმული შავებში, ჩნდება მის წინ.

დამატებულია (05/05/2013, 19:41)
---------------------------------------------

ნარუტო ნინძის გზა

მოულოდნელად, კონოჰას თავს ესხმიან პეინი, კონანი, უჩიჰა იტაჩი, ჰოშიკაგე კისამე, სასორი, დეიდარა, კაკუზო და ჰიდანი. ძნელად მაგრამ ნარუტო კონტრშეტევას ახერხებს. ჩნდება კითხვა, რატომ არიან ორგანიზაციის ძველი წევრები ცოცხლები. კონოჰაში ასევე იჭრება ტობი და ნარუტო და საკურა ხდებიან მისი დოდძიუცუს მსხვერპლები. ისინი იღვიძებენ კონოჰაში მაგრამ იგი სხვანაირად გამოიყურება. ხალხი და ადგილები განსხვავდებიან იმისგან, რაც ადრე უნახიათ. ირკვევა, რომ კეთილი სასკე ცხოვრობს კონოჰაში, ნარუტოს მშობლები ცოცხლები არიან, საკურასი კი პირიქით, მკვდრები. ამას გარდა საკურას მამა იყო იონდაიმე ჰოკაგე.

დამატებულია (05/05/2013, 19:48)
---------------------------------------------

სასიკვდილო ბილიარდი

ეს რა ადგილია? ვშიშობ, პასუხის გაცემა არ შემიძლია. თუმცა შეგიძლიათ ორივემ დაიწყოთ თამაში. და ფსონი იქნება თქვენი სიცოცხლე! სანამ ყველაფერი დამთავრებული არ იქნება- ვერავინ ვერ წავა.

დამატებულია (07/05/2013, 08:52)
---------------------------------------------

პატარა ონავრები!

გიგანტურ უმაღლეს სკოლა-ინტერნატში, რომელიც გარშემორტყმულია ტყეებითა და მინდვრებით, ნამდვილი აურზაურია- დაბრუნდა ყველასათვის საყვარელი კიოსუკე ნაცუმე! საიდუმლოებით მოცული კურსდამთავრებული ხანდახან უჩინარდება, მაგრამ ყოველი მისი დაბრუნება წარმოქმნის რაიმე ახალ საოცარ მოვლენას და არ გაწყენინებს. განსაკუთრებული მოუთმენლობით მეთაური დაბრუნებას ოთხი ადამიანი ელის:რიკი,მასატო,კენგო და რინი კიოსუკეს უმცროსი და. ბავშვობიდანვე მათი შეკრული გუნდი <<პატარა ონავრები!>> ერთად იყო შეკრული, მეზობლების დატვირთვისთ, სამართლის დაცვით და რაც მთავარია- გულიანად ხალისით! აი ახლაც, სკოლის დამთავრებისა და დიდი ხნით განშორების ზღვარზე, ლიდერმა გადაწყვიტა გაემხნევებინა მეგობრები, იმის განცხადებით, რომ ძალიან მალე ისინი ითამაშებენ ბეისბოლს.


შეტყობინება დაარედაქტირა: RoY - სამშაბათი, 07/05/2013, 09:53
 
ფორუმი » Anime & Manga » Archive » ანიმეების აღწერა (ამ თემაში გადავთარგმნით ანიმეების აღწერას)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: