Magic

Bishoujo Senshi Sailor Moon / Sailor Moon / Красавица-воин Сейлор Мун
ანონსი EP: 239 RUS
Bishoujo Senshi Sailor Moon / Sailor Moon / Красавица-воин Сейлор Мун

გამოსვლის წელი: 1992
ჟანრები: Action, Comedy, Drama, Magic, Romance, School Life,

აღწერა: თანამედროვე იაპონია. ჩვეულებრივი იაპონელი სკოლის მოსწავლე გოგო ცუკინო უსაგე არის უძველეს ხანებში მცხოვრები, მთვარის სახელმწიფოს მფარველი მეომარი გოგოს სეილორ მუნის გარდასახვა. ახლა კი, ჩვენს დროში, იგი და სხვა მთვარის მეომრების რეინკარნაციები (საილორ მერკური, საილორ ვენერა, საილორ მარსი და საილორ იუპიტერი) კვლავ უნდა შეებრძოლონ თავიანთ დაუძინებელ მტერს – ბნელი სახელმწიფოს მბრძანებელს. ამასთანავე მათ უნდა იპოვენ სერენიტყ, მთვარის სახელმწიფოს პრინცესა. ამ რთულ საქმეში მათ ეხმარება კიდევ ორი მეომრის განსახიერება, რომლებიც კატებად გარდაისახნენ - ლუნა და არტემისი, აგრეთვე უძველესი ხმელეთის სახელმწიფოს პრინცის რეინკარნაცია ტაკსედო კამენი (ნიღაბი ფრაკში) და სტუდენტ ჩიბა მამორუ, რომლის მიმართაც უსაგის გულგრილი არ არის. [temo88]

Mahou Shoujo Madoka Magica / Девочка-волшебница Мадока
ანონსი EP: 12 RUS
Mahou Shoujo Madoka Magica / Девочка-волшебница Мадока

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama, Magic,

აღწერა: 14 წლის მადოკა კანამე მშვიდად ცხოვრობდა თანამედროვე იაპონურ ოჯახში დედასთან - საქმიან ქალთან, მამასთან და პატარა ძმასთან ერთად. ყველაფერმი ერთმა გაუგებარმა სიზმარმა შეცვალა, სადაც ერთი შეხედვით მისი ტოლი შავთმიანი გოგო ებრძოდა ბოროტ ძალებს რაღაც ფანტასტიკურ სამყაროში. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ დილით მადოკამ ეს გოგო თავის სკოლაში ნახა და ახალმა ნაცნობმა, სახელად ხომურა აკემიმ პირდაპირ განაცხადა რომ არავინ უნდა ჩარეულიყო იმ საქმეში, რომელიც მათ არ ეხებოდათ. თუმცა რომელი პატიოსანი და სამართლიანი იაპონელი მოსწავლე დარჩება გულგრილი, როდესაც მის თვალწინ საყვარელ ცხოველს კლავენ, ჩვეულებრივი სამყარო კი, როგორც ჩანს, თანდათან ირევა?

ცნობილ რეჟისორს აკიიუკი სიმბოს დიდი ხნის განმავლობაში სურდა შეექმნა სერიალი გოგო ჯადოქრებზე, სადაც მის ფანტაზიას გზას ვერ გადაუღობავდა მისი კარიერული გზის გარკვეული დეტალები. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ სანახაობით, სადაც”ნანოხისა” და ”ნეგიმას” სიუჟეტების მიმდინარეობა ერწყმება ”ხიდამარის” მომხიბლაობას, ხოლო მოქმედება კი ვითარდება ”მონსტრების ისტორიისა” და ”დამწუხრებული მასწავლებლის” ვიზუალური შესანიშნავობის ფონზე. იქცევა თუ არა მადოკაზე ისტორია ჟანრის განვითარების ახალ საფეხურად, ამას მალე გავიგებთ! [temo88]

Shounen Onmyouji / Юный мастер Инь-Ян / ახალგაზრდა ონმიოძი
ანონსი EP: 26 RUS
Shounen Onmyouji / Юный мастер Инь-Ян / ახალგაზრდა ონმიოძი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Comedy, Magic,

აღწერა: აბე ნო მასაჰირო არის, ცხოვრაბაშივე ლეგენდარული ეგზორცისტისა და წინსასწარმეტყველის, აბე ნო საიმეის შვილიშვილი. მასაჰიროს უნდა გახდეს ონმიოუძი, მაგრამ უცნობი მიზეზით, მან პატარაობისას დაკარგა მეექვსე გრძნობა და სულების ხედვის ნიჭი, რისი ქონაც ონმიოუძისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო იგი იძულებულია ბედი სხვა პროფესიებში ცადოს. მაგრამ ერთ დღესაც, მასაჰირო შეხვდება უცნაურ მონონოკეს (იაპონურად სული), რომელსაც იგი შემდგომში მოკკუნს დაარქმევს. სწორედ აქედან დაიწყება მასაჰიროს გზა, დიად ონმიოუძად გახდომისაკენ... [Devastation]

07 Ghost / Душа 07 / Седьмой дух / 07 სული
ანონსი EP: 25 RUS
07 Ghost / Душа 07 / Седьмой дух / 07 სული

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Drama, Fantasy, Magic,

აღწერა: ახალგაზრდა ტეიტო კლაინი სწავლობს ბაგსბურგის სამხედრო აკადემიაში. ყოფილი მონა დაპყრობილი ქვეყნიდან აიყვანეს სამხედრო აკადემიაში იშვიათი ნიჭის გამო - მას შეუძლია ზაიფონის, ანუ მაგიის გამოყენება. თუმცა, ომების პერიოდში მან დაკარგა მეხსიერება და გარდა იმ დროისა, როდესაც ის მონა იყო, არაფერი ახსოვს. გადარჩენის ერთად ერთი შანსი აკადემიის დამთავრება, რაც არც თუ ისე ადვილია - 25 კანდიდატიდან ამთავრებს მხოლოდ ერთი. ასე რომ დღისით კლაინი სწავლობს, ღამე კი ებრძვის საშინელ სიზმრებს, რომლებშიც მას ხანდახან ეხსნება თავისი წარსულის საიდუმლოები. რომ არა მისი საუკეთესო მეგობარი, მიკაგე, ის ვერც კი გაძლებდა მკაცრ გამოცდებამდე. ასე ჩვენმა მთავარმა გმირმა მოიკრიბა მთელი თავისი გამბედაობა და ნებისყოფა და თავისი წარსული გაახსენდა კიდეც. მაგრამ ის ხვდება, რომ მათი აკადემიის ცივსისხლიანი რექტორი, აიანამი, ის ადამიანია, ვინც მამამისი მოკლა. [Namika]

To Aru Majutsu no Index / Индекс Волшебства / ჯადოქრის ინდექსი
ანონსი EP: 48 RUS
To Aru Majutsu no Index / Индекс Волшебства / ჯადოქრის ინდექსი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Magic, Shounen,

აღწერა: ეს ყველაფერი ხდება სამყაროში, სადაც თანაარსებობს მაგია და მეცნიერება, რომელიც ავითარებს ზებუნებრივ ძალებს. უზარმაზარი კოლეჯი სადაც ტოუმა კამიჯოუ ცხოვრობს სასწავლო გეგმის მიხედვით ავითარებს ადამინების ძებუნებრივ შესაძლებლობებს. ერთ დღესაც ტოუმას გამოეცხადება თეთრ მონაზვნის სამოსში ჩაცმული გოგო, რომელიც საკუთარ თავს ინდექსს უწოდებს და ეტყვის რომ მასზე ჯადოქრები ნადირობენ... [temo88]

Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე
ანონსი EP: 64 RUS
Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Magic, Shounen,

აღწერა: ხუთას წელიწადში ერთხელ ტარდება შამანების (ადამიანები, რომელთაც სულებთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ, მათი სხეულში ჩასახლებით, მათი ძალების მართვა შეუძლიათ) შეჯიბრი, რომლის დროსაც გამარჯვებული იძენს ღირსეულ ტიტულს „შამანების მეფეს" და ასევე შესაძლებლობას კავშირი უძლიერეს სულთან დაამყაროს, რის შემდეგაც მათ მსოფლიოს თავის ნებაზე შეცვლა შეუძლიათ.

ასაკურა იო არის ახალგაზრდა შამანი, რომესაც უნდა გახდეს შამანების მეფე. ის გაემგზავრება ტოკიოში, რათა თავის მიზანს ვარჯიშით მიაღწიოს. მიზნის მიღწევაში, მას ეხმარებიან მეგობრები: მანტა, ჰორო ჰორო, რიუ, ამიდამარუ (მისი კომპანიონი სული) და ანა, იოს მწვრთნელი და გოგო, რომელსაც შამანების მეფის ცოლობა უნდა... [Devastation]

Zero no Tsukaima / Подручный Луизы-Нулизы / Familiar of Zero / უნიჭო ლუიზას მსახური
ანონსი EP: 50 RUS
Zero no Tsukaima / Подручный Луизы-Нулизы / Familiar of Zero / უნიჭო ლუიზას მსახური

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Ecchi, Fantasy, Magic,

აღწერა: ლუიზა ფრანსუაზა დე ლევალიერი სწავლობს ტრისტეინის მაგიის აკადემიაში. თუმცა, აკადემიური მოსწრება ქალბათონს არ უვარგა: მას არც ერთი შელოცვის სწორად შესრულება არ შეუძლია, არ გამოსდის არც ერთი ტრანსფორმაცია. თუმცა ყველაზე რთული გამოცდა ლუზას (მავნე კლასელებისაგან “ნულად” წოდებული შესაძლებლობების შესაბამისად) ელის მეორე კურსზე, დამხმარის გამოძახების საზეიმო დღეს, რომლებიც არიან დამწყები მაგების მსახურები და თილისმები. დრაკონის, სალამანდრის, არწივისა და შავი კატის ნაცვლად, უიღბლო ლუიზას შინაური ცხოველის სახით შეხვდება ... ხირაგო საიტო, ჩვეულებრივი იაპონელი უფროსკლასელი! [temo88]

WakFu / ВакФу / ვაკფუ
ანონსი EP: 52 RUS
WakFu / ВакФу / ვაკფუ

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy, Magic,

აღწერა: История повествует нам о малыше Юго, ребенке, чья судьба изменить этот мир. Старик Альберт, блюститель закона в одной старой деревушке, находит его еще совсем маленьким вместе со странным сообщением, которое дает ему указание вырастить его и отпустить, когда эта сила проявится...

Kore wa Zombie desuka? / Уж не зомби ли это? / ნუთუ ზომბია?
ანონსი EP: 22 RUS
Kore wa Zombie desuka? / Уж не зомби ли это? / ნუთუ ზომბია?

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Magic, School Life,

აღწერა: უფროსკლასელი აიუმუ აიკავა ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იხრჩობა და სატვირთოებიც კი არ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. არა, აიუმუ სუპერმენი არ არის! იგი სერიული მკვლელის მსხვერპლია და იგი ნეკრომანტმა ეუკლივუდ ჰელსაიტმა გააცოცხლა, მინიატურულმა საყვარელმა გოგომ. ეუ საცხოვრებლად გადავიდა საკუთარი ქმნილების სახლში, რათა დააკვირდეს უჩვეულო ზომბის, რომელმაც ზებუნებრივი ძალები, ამტანობა და მაგიური შესაძლებლობებიც კი მიიღო. ახლა კი მთავარი გმირი ყოველ ღამით დადის მშობლიური ქალაქის ქუჩებში, რათა გაუსწორდეს მანიაკს - მისი ამჟამინდელი მდგომარეობის მიზეზს. მას არ ავიწყდება სკოლაში სიარული და ოჯახის საქმეების მიხედვაც, სტუმარი კი მას სულაც არ აწუხებს - ძირითადად აკეთებს ჩანაწერებს ბლოკნოტში, ჭამს და ძინავს. [temo88]

The Law of Ueki / Ueki no Hosoku / Закон Уэки / უეკის კანონი
ანონსი EP: 51 RUS
The Law of Ueki / Ueki no Hosoku / Закон Уэки / უეკის კანონი

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Magic, Shounen,

აღწერა: მიმდინარე ღმერთმა (საკმაოდ ექსცენტრული და უხამსი) გადაწყვიტა, რომ ცუდი არ იქნება დაისვენოს. მაგრამ დედამიწის ღმერთის გარეშე დატოვება ხომ არ შეიძლება! ამიტომ გადაწყვიტა ჩაატაროს შეჯიბრი ღირსეულ კანდიდატებს შორის. თითოეული კანდიდატი ირჩევს სკოლის მოსწავლეს, რომელიც მოეწონება და საკუთარი შეხედულებისამებრ აძლევს მას ძალას. მიმდინარეობს ბრძოლა, გამარჯვებული კი ნებისმიერ ნიჭს მიიღებს საკუთარი სურვილიდან გამომდინარე, მისი ხელმძღვანელი კი მიიღებს კაბინეტს, სადაც მოდურ მაგიდაზე იქნება წარწერა ”ღმერთი” და ყველაფერს, რაც შეიძლება მიიღოს ღმერთმა. [temo88]

1-24 25-48 49-58