Romance

OreGairu / Как я и ожидал, моя школьная жизнь не задалась
ანონსი EP: 27 RUS
OreGairu / Как я и ожидал, моя школьная жизнь не задалась

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: ეს ისტორია არის სკოლის მოსწავლე ხატიმან ხიკიგაიაზე, რომელიც ცხოვრებას განსხვავებულად უყურებს. მას არ ყავს მეგობრები, არ ყავს შეყვარებული, ხოლო თუ მას დაუსვამენ კითხვას თუ რა არის მისი ოცნება, ის პასუხობს: "მე არ მაქვს ოცნება". მაგრამ ყველა გულგრილად არ ეკიდება ხატიმანის აპათიას. მისი მასწავლებელი თხოვს მას რომ მოხალისედ იმუშაოს სერვის-კლუბში, სადაც ასევე მუშაობს სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგონა. როგორ შეცვლის კლუბის წევრობა ხატიმანის ცხოვრებას? გაუჩნდება თუ არა მას ოცნება? [severus]

Brothers Conflict / Конфликт Братьев
ანონსი EP: 12 RUS
Brothers Conflict / Конфликт Братьев

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Romance,

აღწერა: მას შემდეგ რაც ემას მამა ხელმეორედ დაქორწინდა, გოგონა საცხოვრებლად ასახინას ოჯახში გადავიდა და 11 ძმა შეიძინა. ახლა მას მოუწევს მათთან ერთად, როგორც ოჯახთან ცხოვრება, თუმცა მამაკაცურ კამპანიაში გოგოს გამოჩენამ უთანხმოება გააჩინა ძმებს შორის... საყოფაცხოვრებოა ეს პრობლემები, თუ რამე კიდევ უფრო სერიოზული? [temo88]

Sukitte Ii na yo / Say I Love You / Скажи: «Я люблю тебя» / მითხარი რომ გიყვარვარ
ანონსი EP: 13 RUS
Sukitte Ii na yo / Say I Love You / Скажи: «Я люблю тебя» / მითხარი რომ გიყვარვარ

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Romance, School Life,

აღწერა: ჩვეულებრივი ბავშვური სისასტიკის გამო ტაჩიბანა მეიმ დაასკვნა, რომ მეგობრობა არ არსებობს და ნებისმიერ დაახლოვებას ადამიანებთან მხოლოდ ტკივილი და ღალატი მოაქვს. ასე ცხოვრობდა საკმაოდ ჭკვიანი და სიმპატიური გოგო 16 წლამდე, რითაც უფროს სკოლაში მარტოხელა და ჩუმი ადამიანის რეპუტაცია მოიპოვა. სწორედ ასეთმა განსხვავებულმა და მარტოსულმა აურამ მიიპყრო ”სკოლის პრინცის”, კუროსავა იამატოს ყურადღება. პატიოსანმა და გულითადმა კუროსავამ, რომელსაც მობეზრებული ქონდა ნაცნობი გოგოების მხრიდან დაჟინებული ყურადღება, თავად მოიწადინა მეისთან დაახლოება და მიაღწია კიდეც საწადელს. ურთიერთობის ასეთმა დასაწყისმა კი ორმხრივი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა!

თანდათან ახალგაზრდებმა დაიწყეს შეხვედრა, ლაპარაკი, ხოლო შემდგომ კი სხვადასხვა გარემოებებმა ისინი ერთმანეთისკენ მიიზიდა. მეი თანდათან შევიდა იამატოს გარემოცვაში და მალევე გაიგო, რომ მის გარშემო ვარსკვლავები და სუპერმენები არ იყვნენ, არამედ უბრალო სკოლის მოსწავლეები - თავიანთი ოცნებებით, პრობლემებით, კომპლექსებით, და თუ ვინმეს დაეხმარები, ისიც გამოგიწვდის დახმარების ხელს. ტაჩიბანას ეძლევა შანსი გაიგოს ის სიტყვები, რომლებმაც, მართალია ნელ-ნელა, თუმცა მაინც შეცვალეს მისი დამოკიდებულება საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. მართალია ადგილობრივმა ”ძუ ლომებმა” მაშინვე სწორად შეაფასეს სიტუაცია და შეეცადნენ მის თავიანთ სასარგებლოდ შეტრიალებას, მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი – მოსახდენი მაინც მოხდებაო! [temo88]

Hataraku Maou-sama! / The Devil is a Part-Timer! / Сатана на полставки!
ანონსი EP: 13 RUS
Hataraku Maou-sama! / The Devil is a Part-Timer! / Сатана на полставки!

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Fantasy, Romance, Shounen,

აღწერა: ისტორაი იწყება ალტერნატიულ რეალობაში სადაც დემონთა მეფეს ანუ სატანას უნდა დაიპყროს კონტინენტი ენტე ისლა. ამ დროს გამოჩნდა გმირი ემილია, რომელიც მას შეაჩერებს და თითქოს მის განადგურებას ბევრი არ უკლია, მაგრამ სატანა მისი მსახურით გაიქცევა რაღაც პორტალით და აღმოჩნდება თანამედროვე იაპონიაში. მათ არ გააჩნიათ მაგიური ძალა და თავის გასატანად დემონთა მეფეს უწევს ბისტროში მუშაობა. ამ ყველა უბედურებას კი ის ახლავს თან, რომ იმ პორტალს გმირი ემილიაც გამოყვა და კვლავ ცდილობს, რომ დემონთა მეფე მოკლას, მაგრამ მასაც არა აქვს ძალა...

Dansai Bunri no Crime Edge / The Severing Crime Edge / Режущий грань добра и зла
ანონსი EP: 13 RUS
Dansai Bunri no Crime Edge / The Severing Crime Edge / Режущий грань добра и зла

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Romance,

აღწერა: უფროსკლასელი კირი ჰაიმურას მანიაკალურად უყვარს თმის გაკრეჭვა. მაგრამ დროთა განმავლობაში თითქოს დაავიწყდა მისი მისწრაფება როცა გაიგებს, რომ გორაკზე ცხოვრობს ძალიან გრძელთმიანი გოგონა. ისიც არ დააყოვნებს და მიაშურებს იმ სახლისკენ. იქ დახვდება გოგონა სახელად ივაი რომელსაც აქვს დაწყევლილი თმები და არცერთი აქამდე ნანახი მაკრატელი ვერ ჭრის მას თმებს. მაგრამ კირის აქვს მისი მანიაკი წინაპრისაგან დატოვებული მაკრატელი, რომელსაც უწოდებენ დაწყევლილ მაკრატელს და მისი საშუალებით კირი ადვილად შეჭრის თმას, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არაა რაც უფრო მეტად იყენებ დაწყევლილ ნივთს მით უფრო იზრდება მანიაკალური მიდრეკილებაც...

Date a Live / Рандеву с жизнью / სასიცოცხლო პაემანი
ანონსი EP: 22 RUS
Date a Live / Рандеву с жизнью / სასიცოცხლო პაემანი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Romance,

აღწერა: იაპონიაში არის საშინელი მიწისძვრები რაც დამანგრეველი შედეგების მომტანია. მიზეზი ფართო მასებისათვის არაა ცნობილი. ისინი უბრალოდ გაფრთხილებულები არიან, რომ ასეთ ვითარებაში სამალავებში უნდა გაიხიზნონ. ერთ ასეთ დროს, ანიმეს მთავარი გმირი, შიდო იცუკა შემთხვევით გაიგებს, რომ ეს ყველაფერი არის სულების ბრალი. ისინი ჩვენს დროში გადმოდიან და აურზაურს აწყობენ. შემთხვევით შიდო მოახერხებს სულთან დაკავშირებას და პაემანზე დაითანხმებს, ამ დროს აკოცებს და სულს ძალა დაებლოკება. ამის გამო სპეციალური ორგანიზაცია მას სამუშაოდ აიყვანს. ახლა შიდოს უწევს სხვადასხვა საშიშ სულებთან პაემანზე სიარული რათა მათი ძალები დაბეჭდოს და აიცილოს ნგრევა და მსხვერპლი.

Chuunibyou demo Koi ga Shitai! / Я не от мира сего, но тоже хочу любить
ანონსი EP: 24 RUS
Chuunibyou demo Koi ga Shitai! / Я не от мира сего, но тоже хочу любить

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: იუტა ტოსაგი ჩვეულებრივი მაღალ კლასელია, მაგრამ მას აქვს შავ-ბნელი წარსული. დაწყებითებში ის იყო ჩაციკლული ანიმეებში და თავს ბნელეთის მბრძანებლად ასაღებდა, რათქმა უნდა არავის არ უნდა ასეთ დამთხვეულთან მეგობრობა. და ახლა როცა სახლიდან საკმაოდ მოშორებულ სასწავლებელში ჩააბარა იფიქრა, რომ ამოისუნთქა და წარსული ჩააბარა წარსულს, მაგრამ სახლიდან "მისი უდიდებულესობის" ნივთების გატანისას უკანასკნელას განასახიერა ბნელეთის მბრძანებელი და თითქოს ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა, მაგრამ იუტას არც აქ მოასვენა წარსულის აჩრდილმა მის კლასში აღმოჩნდა გოგონა, რომელიც ისეთივე "სენით" აღმოჩნდა დაავადებული როგორითაც იუტა იყო შეპყრობილი და თან ამ გოგომ გაიგონა წინა ღამით იუტას ბოდიალი და ახლა წყვდიადის მბრძანებლად მოიხსენიებს, იუტას მიზანია როგორმე გააჩეროს ეს გოგონა და თან ისე რომ კლასელებმა არ შეიტყოს მისი წარსულის შესახებ...

Spice and Wolf / Волчица и пряности / მგელი და სანელებელი
ანონსი EP: 25 RUS
Spice and Wolf / Волчица и пряности / მგელი და სანელებელი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Romance,

აღწერა: ადამიანებს უყვართ დედაბუნებაზე გამარჯვება. მიკარგული სოფლის გლეხებმაც კი თანამედროვე ტექნოლოგიები არჩიეს მგელი-ქალღმერთი ხოროს მფარველობას, რომელიც მათ მოსავალს ათასი წლის განმავლობაში იცავდა. მთლად მოიწყინა ქალღმერთმა, თუმცა უძველესი შეთანხმების შეწყვეტა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ, რომელთაც მის შესახებ დიდი ხნის წინ დაივიწყეს. მოულოდნელად კი მას გაათავისუფლებს ვიღაც ლოურენსი – სიმპატიური, მოხერხებული და საკმაოდ გონიერი ბიჭი, ტიპიური მოხეტიალე ვაჭარი. ქალღმერთმა მიიღო ახალგაზრდა გოგოს სახე და ლოურენსს სთხოვა იგი ჩრდილოეთში, მშობლიურ მხარეში წაეყვანა, იმ პირობით, რომ ახალგაზრდა ვაჭარი ამით არაფერს იზარალებდა. [temo88]

Kotonoha no Niwa / The Garden of Words / Сад Слов / სიტყვათა ბაღი
ანონსი EP: 1 RUS
Kotonoha no Niwa / The Garden of Words / Сад Слов / სიტყვათა ბაღი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Drama, Romance,

აღწერა: У 17-летнего Акиры Цубаки чувство к новенькой по имени Микото Урабэ зародилось постепенно и очень оригинально. Сказать, что Урабэ странная – значит сильно преуменьшить: девушка предпочитает сон обеду, чурается общения с одноклассниками, слышит голоса, а на приставания реагирует с помощью мгновенно выхваченных ножниц. Но судьба зла, и Цубаки пропал окончательно, когда от души попробовал слюну избранницы… с парты. Любовный недуг на неделю свалил с ног крепкого и здорового парня, а кризис произошел, когда сама Урабэ явилась домой к больному и поставила диагноз. Вот теперь герой конкретно попал!

Nazo no Kanojo X / Mysterious Girlfriend X / Загадочная девушка Х / იდუმალი გოგონა
ანონსი EP: 14 RUS
Nazo no Kanojo X / Mysterious Girlfriend X / Загадочная девушка Х / იდუმალი გოგონა

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: 17 წლის აკირა ცუბაკის ახალმოსული მიკოტო ურაბესადმი გრძნობა მოულოდნელად და ძალიან ორიგინალურად განუვითარდა. ძალიან რბილი იქნება ნათქვამი, რომ ურაბე უცნაურია: გოგოს ძილი ურჩევნია ჭამას, ერიდება კლასელებთან ურთიერთობას, ესმის ხმები, ხოლო თუ თავს აბეზრებენ ამაზე მომენტალურად ამოღებული მაკრატლით რეაგირებს. ბედი ბოროტია და ცუბაკი საბოლოოდ გაება მახეში, როდესაც გემო გაუსინჯა რჩეულის ნერწყვს... მისი მაგიდიდან. სიყვარულმა ერთ კვირაში წააქცია ჯანმრთელი ახალგაზრდა, ხოლო კრიზისი მაშინ დადგა, როცა ურაბე თავად ეწვია ავადმყოფს სახლში და დიაგნოზი დაუსვა. აი ახლა კი ჩვენი გმირი ნამდვილად გაება მახეში! [temo88]

Ouran High School Host Club / Хост-клуб Оранской школы / ოურანის სკოლის ჰოსტ კლუბი
ანონსი EP: 26 RUS
Ouran High School Host Club / Хост-клуб Оранской школы / ოურანის სკოლის ჰოსტ კლუბი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: რა ადვილად შეიძლება შეიცვალოს მოსწავლის ცხოვრება, თუ იგი გატეხს 8 მილიონი იენის ღირებულების ლარნაკს... სწორედ ასე შეიცვალა ჰარუკის, ჩვეულებრივი, ღარიბი ოჯახის შვილის ცხოვრებაც, რომელმაც მონდომებისა და შესანიშნავი აკადემიური მოსწრების წყალობით უფლება მიიღო განათლება მიეღო ელიტურ სკოლაში, სადაც ყველა მოსწავლე მდიდარი, ძალიან მდიდარი ოჯახიდანაა. იმის გამო, რომ თავი აერიდებინა მდიდრების მხრიდან დაცინვასა და ჭორებს, ჰარუკი თავშესაფარს მუსიკის კაბინეტში ეძებს, სადაც იმედოვნებს რომ მშვიდად შეძლებს გაკვეთილების მომზადებას. საუბედუროდ იგი მოხვდება მხარდაჭერის კლუბში, სადაც სხვადასხვა ტემპერამენტის სიმპატიური ახალგაზრდები თავის კლიენტებს ეხმარებიან დროის სასიამოვნოდ გატარებაში - მხოლოდ თავისი თანდასწრებით, ჭიქა ჩაისთან ერთად სასიამოვნო საუბრით ან კიდევ ... ყველას თავისი მეთოდი აქვს. [temo88]

Angel Beats! / Ангельские ритмы! / ანგელოზის რითმები!
ანონსი EP: 14 RUS
Angel Beats! / Ангельские ритмы! / ანგელოზის რითმები!

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Comedy, Romance,

აღწერა: ტყუილად კი არ ამბობენ რომ იაპონური სკოლის სისტემა ყველაზე რთული და სასტიკია. სულ ახლანს მოხვდა მომდევნო სამყაროში ბიჭი გვარად ოტონასი (სახელი დაავიწყდა) და აქ კვლავ სკოლაა! თუმცაღა, მიუხედავად ლამაზი ფასადისა, სკოლა გამოსასწორებელ კოლონიას უფრო გავს იმათთვის, რომლებმაც ეს სამყარო ძალიან ადრე დატივეს და ვერ მოასწრეს (ან არ მოინდომეს) “რეალური საზოგადოების” წესებისა და კანონების შეთვისება. ამაში ჩაებმება ახალი აღსაზრდელიც, ისწავლის მარშით სიარულს და გეგმიურ კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას და დროა დაგროვილი კარმის თანახმად ეტაპზე გამგზავრების დროა. მაგრამ რატომღაც ეს ყველა აღსაზრდელს არ მოსწონს... [temo88]

Gekijouban Bungaku Shoujo / Literature Girl / Литературная Барышня
ანონსი EP: 1 RUS
Gekijouban Bungaku Shoujo / Literature Girl / Литературная Барышня

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Drama, Romance,

აღწერა: Главный герой - Коноха Иноуэ - выглядит обычным старшеклассником. Его школьная жизнь могла бы показаться совершенно неинтересной, если бы не хранимый им секрет - он хотел стать писателем - автором женских романтических бестселлеров. Однако после одного неприятного эпизода, произошедшего два года назад, он поклялся себе никогда больше не писать.

Все меняется, когда он переходит в новую школу. Президент литературного кружка Токо Амано буквально вынуждает его вступить в клуб. Токо питается книгами, поэтому теперь каждый день после занятий Коноха пишет для нее новую литературную пищу.

Lovely Complex / Трогательный комплекс / მომხიბლავი კომპლექსი
ანონსი EP: 24 RUS
Lovely Complex / Трогательный комплекс / მომხიბლავი კომპლექსი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Comedy, Romance,

აღწერა: რისა კოიძუმი და აცუსი ოტანი ერთ კლასში სწავლობენ, მათ ერთიდაიგივე მომღერალი უყვართ, ისინი ერთნაირ კოქტეილს ირჩევენ და ერთნაირი ატრაქციონები უყვართ. მათ მსგავსი იუმორის გრძნობა აქვთ. ძალიან ბევრ რამეში მათი გემოვნება ემთხვევა. ყველა მათ მეგობარს გონია რომ ისინი იდეალური წყვილია.

არის მხოლოდ ერთი დიდი "მაგრამ" სიმაღლეში განსხვავება, რისა ბიჭზე 14 სანტიმეტრით მაღალია. ასე რომ ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა მათი რომანტიული კავშირი? კავშირი "ჟირაფსა" და "ქონდრისკაცს" შორის?..

Bishoujo Senshi Sailor Moon / Sailor Moon / Красавица-воин Сейлор Мун
ანონსი EP: 239 RUS
Bishoujo Senshi Sailor Moon / Sailor Moon / Красавица-воин Сейлор Мун

გამოსვლის წელი: 1992
ჟანრები: Action, Comedy, Drama, Magic, Romance, School Life,

აღწერა: თანამედროვე იაპონია. ჩვეულებრივი იაპონელი სკოლის მოსწავლე გოგო ცუკინო უსაგე არის უძველეს ხანებში მცხოვრები, მთვარის სახელმწიფოს მფარველი მეომარი გოგოს სეილორ მუნის გარდასახვა. ახლა კი, ჩვენს დროში, იგი და სხვა მთვარის მეომრების რეინკარნაციები (საილორ მერკური, საილორ ვენერა, საილორ მარსი და საილორ იუპიტერი) კვლავ უნდა შეებრძოლონ თავიანთ დაუძინებელ მტერს – ბნელი სახელმწიფოს მბრძანებელს. ამასთანავე მათ უნდა იპოვენ სერენიტყ, მთვარის სახელმწიფოს პრინცესა. ამ რთულ საქმეში მათ ეხმარება კიდევ ორი მეომრის განსახიერება, რომლებიც კატებად გარდაისახნენ - ლუნა და არტემისი, აგრეთვე უძველესი ხმელეთის სახელმწიფოს პრინცის რეინკარნაცია ტაკსედო კამენი (ნიღაბი ფრაკში) და სტუდენტ ჩიბა მამორუ, რომლის მიმართაც უსაგის გულგრილი არ არის. [temo88]

Elfen Lied / Эльфийская песнь / ელფის სიმღერა
ანონსი EP: 14 RUS
Elfen Lied / Эльфийская песнь / ელფის სიმღერა

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Drama, Ecchi, Romance,

აღწერა: კოტა დიდი ხნის გამგზავრების შემდეგ დაბრუნდა ოკეანისპირა ქალაქში, სადაც ცხოვრობს მისი ბიძაშვილი და ბავშვობის მეგობარი გოგო იუკა. კოტა აპირებს ისწავლოს ადგილობრივ კოლეჯში. იუკაც, რომელსაც ბავშვობიდანვე გრძნობები აქვს მის მიმართ, იმავე კოლეჯში ჩააბარებს. იუკას ოჯახმა კოტას საცხოვრებლად ყოფილი სასტუმრო გამოუყო, იმ პირობით რომ იგი მას მოუვლიდა და დაალაგებდა. როდესაც მოსაღამოვებულზე წყვილი სასეირნოდ პლიაჟზე გადის, მათ წინ წყლიდან გამოდის შიშველი გოგო ალისფერი თმითა და პატარა რქებით, რომელსაც მხოლოდ “ნიუს” თქმა შეუძლია!

იგი იმდენად უმწეო და უწყინარი ჩანს, რომ უცნობი, რომელსაც კოტამ და იუკიმ პირდაპირვე ნიუ შეარქვეს, ბიჭმა სახლში წაიყვანა. ახალგაზრდებს წარმოდგენაც არ აქვთ, რომ თავშესაფარი მისცეს სასიკვდილოდ საშიშ დიკლონიუსის რასის წარმომადგენელ ლუსის, რომელმაც ათეულობით მცველის დასახიჩრებისა და მოკვლის გზით გამოაღწია ექსპერიმენტული ლაბორატორიიდან და იძებნება პოლიციისა და სპეცსამსახურების მიერ, რომელთაც ბრძანება აქვთ მისი განადგურება პოვნისთანავე. [temo88]

Kono Naka ni Hitori, Imouto ga Iru! / Одна из них моя сестра! / რომელიღაც ჩემი დაა
ანონსი EP: 12 RUS
Kono Naka ni Hitori, Imouto ga Iru! / Одна из них моя сестра! / რომელიღაც ჩემი დაა

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, School Life,

აღწერა: მამის გარდაცვალების შემდეგ 17 წლის სიოგო მიკადონო გახდა უზარმაზარი კორპორაციის მემკვიდრე. იმისათვის რომ გაამტკიცოს საკუთარი უფლებები, უნდა შეასრულოს ორი პირობა, რომელიც გარდაცვლილმა მშობელმა წაუყენა – დაამთავროს პრესტიჟული აცადემია და... აკადემიის დამთავრებამდე მოახერხოს ცხოვრების თანამგზავრის პოვნა, რათა დიდი ბიზნესის სამყაროში შეაბიჯოს როგორც დაქორწინებულმა, სოლიდურმა ადამიანმა. სიოგო ნორმალური ახალგაზრდა ბიჭია და ამიტომ არ არს ამ ორი პირობის წინააღმდეგი, მით უმეტეს, რომ მზრუნველმა დედამ უკვე დაუქირავა მას საცხოვრებელი ბინა “ურთიერთოების გასამყარებლად”. ახალ სკოლაში ყველა საზოგადოებრივი კლასის წარმომადგენელი გოგო ისე შემოეხვა შეძლებულ ბიჭს, როგორც ბუზი ეხვევა თაფლს, თუმცა, როგორც ყოველთვის, წარმოიქმნა პატარა პრობლემა! [temo88]

Tamako Market / Магазинчик Тамако / Лавочка Тамако / ტამაკოს მაღაზია
ანონსი EP: 12 RUS
Tamako Market / Магазинчик Тамако / Лавочка Тамако / ტამაკოს მაღაზია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Romance,

აღწერა: ისტორიის მთავარი გმირია ტამაკო, უფროსი სკოლის პირველი კლასის მოსწავლე. ჩვეულებრივი უფროსკლასელი გოგო, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვებისაგან, მეგობრებთან ერთად ბადმინტონის კლუბიდან. თუმცა ძალიან უყვარს ”მოტი”..

თუმცა ასეთი გასტრონომიული მიდრეკილება ტამაკოს მხრიდან გასაკვირი არაა. მისი ოჯახი არის სწორედ ამ ”მოტის” მაღაზიის მფლობელი. სწორედ ეს ქმნის გარკვეულ სირთულეებს. საქმე ისაა, რომ ტამაკოს ყავს ბავშვობის მეგობარი ბიჭი - მოჩიკურა. ყველაფერი კარგად იქნებოდა მოჩიკურაც ”მოტის” მაღაზიის მფლობელის შვილი რომ არ იყოს. როცა მათი მამები ერთმანეთს ხვდებიან როგორც ძაღლი და კატა ისე ჩხუბობენ.

როგორც ვხედავთ ტამაკოსა და მოჩიკურას ურთიერთობა საკმაოდ გართულებულია, თან იმდენად, რომ ბიჭს ერთხელაც არ უჩუქებია გოგოსთვის საჩუქარი დაბადების დღეზე. აი უფროს სკოლაში შესვლასთან ერთად კი როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიფა. და როცა უყვე ყველაფერი მზად არის, სავაჭრო რაიონში გამოჩნდა მსუქანი თუთიყუში და და დაიწყო სხვადასხვა უცნაური მოვლენები...

Sakurasou no Pet na Kanojo / The Pet Girl of Sakurasou / Кошечка из Сакурасо
ანონსი EP: 24 RUS
Sakurasou no Pet na Kanojo / The Pet Girl of Sakurasou / Кошечка из Сакурасо

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,

აღწერა: ხელოვნების შემსწავლელ უფროს სკოლა სუიმეიში უამრავი საერთო საცხოვრებელია და მათ შორის ერთ ერთი მომგებიანია ”საკურასოუ”. თუ საერთო საცხოვრებელში მკაცრი წესები მოქმედებს, ”საკურასოუში” ყველაფერი ნებადართულია, ტყუილად კი არ ეძახიან მას ადგილობრივები ”საგიჟეთს”. ცნობილია, რომ გენიოსები და შეშლილები ძალიან გვანან ერთმანეთს და ”საკურასოუს” მაცხოვრებლებიც საინტერესო ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამ სამყაროს ძალიან არიან მოწყვეტილები. მაგალითისათვის ხმაურიანი მისაკი, რომელიც საკუთარ ანიმეს მსხვილ სტუდიებზე ყიდის, მისი მეგობარი და სცენარისტი - პლეიბოი დინი, ან პროგრამისტი რიონოსუკე, რომელიც გარე სამყაროსთან მხოლოდ ინტერნეთითა და მობილურით ამყარებს კონტაქტს. მათთან შედარებით მთავარი გმირი სორატა კანდა უბრალო ადამიანია, რომელიც ამ საგიჟეთში მხოლოდ კატებისადმი სიყვარულის გამო მოხვდა!

ამის გამო წიხირო მასწავლებელმა - საერთო საცხოვრებლის ზედამხედველმა, დაავალა სორატას დახვედროდა მის დედიდაშვილს მაშიროს, რომელიც მათ სკოლაში შორეული ბრიტანეთიდან გადმოდიოდა. ნაზი და ქერა გოგონა კანდას ანგელოზად მოეჩვენა. მართალია ახალ მეზობლებთან ახალმოსულის საპატივცემულოდ გამართულ წვეულობაზე სტუმარი თავშეკავებული იყო და თითქმის არ ლაპარაკობდა, თუმცა მისმა ახალმა თაყვანისმცემელმა ეს გასაგებ სტრესსა და დაღლილობას მიაწერა. აი ნამდვილი სტრესი კი სორატას დილით ელოდა, როდესაც მაშიროს გასაღვიძებლად მივიდა. გმირმა აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ნაცნობი დიადი მხატვარია, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი ამ სამყაროს, ანუ დამოუკიდებლად ჩაცმაც კი არ შეუძლია! აი წიხირო კი გინდ ყოფილა გინდ არა - ამის შემდეგ კანდამ უნდა მოუაროს მის დეიდაშვილს, მან ხომ უკვე იცის კატების მოვლა! [temo88]

Chrono Crusade / Крестовый поход Хроно / ჯვაროსნული ლაშქრობა ჩრონო
ანონსი EP: 24 RUS
Chrono Crusade / Крестовый поход Хроно / ჯვაროსნული ლაშქრობა ჩრონო

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Action, Drama, Romance,

აღწერა: მეოცე საუკუნის ოციანი წლები. ჯაზის ჰანგების ქვეშ მიედინება აკრძალული სპირტიანი სასმელის მდინარეები, ხოლო შეძლებული ადამიანები კი იმით ერთობიან რომ... იძახებენ დემონებს. ამ გარე სამყაროს ძალების წინააღმდეგ კი დგას მაგდალენის ორდენი! ეს არის გამოცდილი ეგზორცისტ როზეტა კრისტოფერის ისტორია, რომლის სული ალქიმიურად არის დაკავშირებული დემონთან სახელად ქრონო. დაუმარცხებელი დუეტი ეძებს როზეტას დაკარგული ძმის - იეშუის კვალს და ანადგურებს ჯოჯოხეთის ყველა მოციქულს, რომელიც მას გზაზე ეღობება! [temo88]

Maoyuu Maou Yuusha / Герой и Владыка демонов / გმირი და ბნელეთის მბრძანებელი
ანონსი EP: 12 RUS
Maoyuu Maou Yuusha / Герой и Владыка демонов / გმირი და ბნელეთის მბრძანებელი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy, Romance,

აღწერა: უკვე თხუთმეტი წელია, რაც დაიწყო ომი ადამიანებსა და დემონებს შორის. ადამიანთა არმია კარიბჭის საშუალებით შეიჭრა დემონთა სამყაროში და აიღეს მათი ერთერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, მაგრამ ამით დემონებს გზა გაუხსნეს, რომ დაეპყროთ ადამიანების ტერიტორიის ნაწილი. ადამიანებსა და დემონებს შორის ხშირმა შეტაკებებმა ცივ სამხრეთის სამეფოში ყველას ტანჯვა მოუტანა. [temo88]

Ore no Kanojo to Osananajimi ga Shuraba Sugiru / Между двух огней
ანონსი EP: 13 RUS
Ore no Kanojo to Osananajimi ga Shuraba Sugiru / Между двух огней

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: ეიტა კიდო უფროსი სკოლის მოსწავლეა, შესანიშნავი ნიშნებითა და გულგრილი დამოკიდებულებით სიყვარულის მიმართ. იგი ცხოვრობდა ჩვეულებრივი მოსწავლის ცხოვრებით მის ბავშვობის მეგობარ ჩივა ჰარუსაკისთან ერთად, გოგო, რომელიც მისთვის თითქმის და არის. თუმცა ერთ დღეს სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - მასუზუ ნაცუკავა მას სიყვარულში გამოუტყდება. თუმცა მისი ნამდვილი მიზანია სხვების მოტყუება და თავის შეყვარებულ წყვილად მოჩვენება. იმის გამო, რომ ეიტას საიდუმლო მასუზუს ხელშია, იგი იძულებულია აყვეს თამაშში... გამალებული ბრძოლა ეიტასათვის კი მაშინ დაიწყება, როდესაც ამ კამპანიას ეიტას ყოფილი შეყვარებული ჰიმეკა და საცოლე აი შეუერთდებიან! [temo88]

Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან
ანონსი EP: 12 RUS
Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,

აღწერა: პატარა ჰარუკა კოტოურა არის ჩვეულებ... არა არაჩვეულებრივი ბავშვი! მას დაბადებიდან აქვს სხვისი აზრების წაკითხვის უნარი. თითქოს წარმატება ელოდება, მაგრამ ბავშვური მიამიტობით ისეთ საქმეებში ეხვეოდა რასაც მისთვის და მისი ოჯახისათვის უარყოფითი შედეგი მოჰქონდა. ესეთი წნეხი ვერ გაუძლეს მშობლებმა და კოტოურა მიატოვეს ბაბუასთან. კოტოურამ დატოვა მისი სკოლა და სხვაგან გადავიდა სასწავლებლად, სადაც მას ელოდება ახალ კლასელებთან შეხვედრა და შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც მას გაუგებს...

Amnesia / Амнезия / ამნეზია
ანონსი EP: 12 RUS
Amnesia / Амнезия / ამნეზია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Romance,

აღწერა: პირველი ოქტომბრის დილას ჰეროინე იღვიძებს და აღმოაჩენს რომ არაფერი არ ახსოვდა თავისი წარსულის მოგონებებიდან. შემდეგ გამოჩნდება ბიჩი რომელიც ჰეროინეს თავს წარუდგენს როგორც ,,სულად", სახელად ორიონი.ჰერონი ცდილობს დაიბრუნოს თავისი მოგონებები ორიონის დახმარებით. შემდეგ ის სატელოფონო ზარს იღებს,მაგრამ მოსაუბრის ვინაობა არ იცის. ის ხვდება თავის ,,მეგობარბიჭებს" მიხედავად იმისა რომ მან არ იცის რომელია მისი შეყვარებული...

1-24 25-48 49-72 73-96 97-120 121-144 145-146