School Life

Baka to Test to Shoukanju / Дурни, Тесты, Аватары / სულელები, ტესტები და არსებები
ანონსი EP: 26 RUS
Baka to Test to Shoukanju / Дурни, Тесты, Аватары / სულელები, ტესტები და არსებები

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: 17 წლის შეუმჩნევლობამდე უბრალო ახალგაზრდა აკიხისა იოსიი, რომელსაც გარშემომყოფები სულელად თვლიან, სწავლობს ფუმიძუკის აკადემიაში, სადაც პრინციპი “ყველას გონების შესაბამისად” ლოგიკურ დასასრულამდე არის დაყვანილი. ყველაფერს ტესტების შედეგები წყვეტს და შედეგად, გენიოსები “ა” კლასიდან ტკბებიან კომფორტისა და ტექნიკის სასწაულებით, ხოლო უსაქმურები და უსწავლელები “ფ” კლასში სხედან დამტვრეულ შუშებიან კაბინეტში, სადაც ომამდელი პერიოდის აღჭურვილობაა. თუმცა ერთხელაც მშვენიერმა და ჭკვიანმა მიძუკი ხიმეძიმ გაციების გამო ვერ შეძლო ტესტის დამთავრება და აღმოჩნდა სასკოლო ჭაობში. აკიხისამ, მისი დიდი ხნის თაყვანისმცემელმა, ვერ შეძლო უსამართლობის მოთმენა და მშობლიური “ფ” კლასი აკადემიაში პირველობისათვის საბრძოლველად განაწყო. [temo88]

Mashiro Iro Symphony / Белоснежная симфония
ანონსი EP: 12 RUS
Mashiro Iro Symphony / Белоснежная симфония

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: School Life,

აღწერა: ქალაქი კაგამიდაი მარტივად არის მოწყობილი ზედა მხარეს ძველი რაიონია, სადაც ტრადიციულ სასახლეებში ცხოვრებენ შეძლებული ადამიანები და წამოჭიმულია იუხიმეს, იგივე იუიძიოს, გოგოების პრესტიჟული აკადემია. გორაკებისაგან მოშორებით, დაბლობზე, განთავსებულია ახალი რაიონი, სადაც ცხოვრობენ საშუალო და დაბალი ფენის მოსახლეები, აქვეა განთავსებული ქალაქის უფროსი სკოლა. კრიზისმა, პოლიტიკური კორექციისა და დაბალი შობადობის პერიოდმა ცვლილებები მოახდინა და გადაწყდა ორი სკოლის შერწყმა უფრო ფართო და უკეთესად აღჭურვილის ბაზაზე. როგორც ჩანს, სათუთი ვარდების აკრძალულ ბაღში მალე გამოჩნდებიან დაუპატიჟებელი და თავხედი სტუმრები! [temo88]

Seto no Hanayome / Морская Невеста / ზღვის პატარძალი
ანონსი EP: 26 RUS
Seto no Hanayome / Морская Невеста / ზღვის პატარძალი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Comedy, School Life

აღწერა: უფროსკლასელი ნაგასუმი მიტისიო ზაფხულში ბებიასთან მიემგზავრება, რომლის სახლიც სეიტოს ყურესთან მდებარეობს. ბანაობისას ფეხი გაუკავდება და იწყებს ჩაძირვას. ნაგასუმი დაიღუპებოდა, რომ არა ახალგაზრდა ქალთევზა.. სანმა გადაარჩინა ახალგაზრდა, თუმცა ახლა როგორც ნაგასუმი, ისე სანი და მათი ოჯახები დგანან არც თუ ისე მარტივი არჩევანის წინაშე: იმის გამო, რომ არავინ უნდა იცოდეს ქალთევზების არსებობის შესახებ, ან სანი, ან ნაგასუმი უნდა მოკვდეს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი: სანი და ნაგასუმი უნდა დაქორწინდნენ, მაშინ მათი ოჯახები დანათესავდებიან, ხოლო ნათესავებისაგან კი რა საიდუმლო უნდა გქონდეს? [temo88]

Hyouka / Хьека / Hyou-ka: You can't escape / Хьёу-ка: Тебе не уйти / ჰიოუ-კა: ვერსად გაიქცევი
ანონსი EP: 22 RUS
Hyouka / Хьека / Hyou-ka: You can't escape / Хьёу-ка: Тебе не уйти / ჰიოუ-კა: ვერსად გაიქცევი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure, Comedy, School Life,

აღწერა: ცხოვრობდა ჩვეულებრივი ბიჭი ხოტარუ ორეკი, ცხოვრებისგან არაფერი სურდა, არც წარმატება, არც კარიერა. სურდა წყნარად ეცხოვრა, ისე რომ არავის შეეწუხებინა. ერთხელაც მისი უფროსი დისგან – ჭეშმარიტი “მეთაურისაგან” მოსდის წერილი, სადაც სთხოვს, რომ შეინარჩუნოს სკოლის კლასიკის კლუბი, რომელიც დახურვის პირასაა იმის გამო, რომ წევრები არ ყავს. იმის გამო, რომ დისთვის უარის თქმა ჯანმრთელობისათვის სახიფათოა, ხოტარუს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაწევრიანდეს ამ კლუბში. არც თუ ისე ცუდია კლუბის ერთადერთი მონაწილე იყო და სკოლაში საკუთარი ადგილი გქონდეს, სადაც ასეთ ზარმაცს შეეძლება არაფერი აკეთოს. აი კლუბის ოთახში პირველი მისვლისას კი ხოტარუს იქ ლამაზი გოგო დახვდება. [temo88]

Maji de Watashi ni Koi Shinasai! / Эй, люби меня всерьёз!
ანონსი EP: 12 RUS
Maji de Watashi ni Koi Shinasai! / Эй, люби меня всерьёз!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: ერთერთ იაპონურ ქალაქში დიდი ხანია ცხოვრობს კაძამას ოჯახი, მეგობრული კამპანია, რომელიც შედგებოდა ოთხი ბიჭისა და სამი გოგოსაგან. თუმცა მთავარი გმირი სიოიტი კაძამა, მეტსახელად კაპიტანი კი არ არის, არამედ ჯგუფის ტაქტიკოსი და ყველასთვის საყვარელი იამატო ნაოე. რაში ჭირდება ჯგუფს ტაქტიკოსი? იმიტომ, რომ ჯგუფის თითქმის ყველა წევრი სამურაების შტამომავალი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატია, დავების გადაწყვეტას კი ისე მიეჩვივნენ, როგორც მათი წინაპრები სენგოკუს ხანაში. კავაკამის უფროს სკოლაში დიდ პატივს სცემენ სამურაის სულს და ჩვენს მხიარულ კამპანიას ბევრი ნიჭიერი და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე გოგო შეუერთდა, თუმცა მთავარი გმირის პრობლემა მაინც გადაუჭრელად დარჩა. [temo88]

True Tears / Настоящие слезы / წრფელი ცრემლები
ანონსი EP: 13 RUS
True Tears / Настоящие слезы / წრფელი ცრემლები

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,

აღწერა: ნებისმიერი უფროსკლასელი ოცნება _ იცხოვროს ერთ ჭერქვეშ ლამაზ, ჭკვიან, ყურადღებიან გოგოსთან ერთად. ჩვიდმეტი წლის სინიჩირო ნაკაგამისთან ყველაფერი ასეა. მშობლების - ოჯახის ძველი მეგობრების, გარდაცვალების შემდეგ, ნაკაგამისთან დასახლდა ბავშვობის მეგობარი ხირომი იუასა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა მოცემულ აღწერას. თუმცა, სადილისა და ვახშმის დროს ყოველდღიური მისალმების გარდა სახლში თითქმის არ აქვთ ურთიერთობა, ამის მიზეზი კი დედაა, რომელიც “სარძლოს” მკაცრად აკონტროლებს და ზედმეტად უფრთხილდება საყვარელ შვილს. მამა საოჯახო საქმეებში არ ერევა, ხოლო ბუნებით რბილი შვილი კი თავს საბავშვო მანგის ხატვით, ადგილობრივი ცეკვების შესწავლითა და ერთადერთ მეგობარ ნობუსესა და მის შეყვარებულ აიკოსთან სეირნობით იმშვიდებს. [temo88]

Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე
ანონსი EP: 37 RUS
Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: სავაკო კურანუმა არის თხუთმეტი წლის კეთილი გოგონა. მაგრამ მისი გარეგნობის და სახელის გამო, ყველა მას ადარებს საშინელებათა ფილმის „ზარის“ მოჩვენებას „სადაკოს“, თუმცა სინამდვილეში მისი სახელი, კარგი მნიშვნელობით, „გასაოცარი ბავშვის“ იეროგლიფებით იწერება. თანაკლასელების დამოკიდებულების გამო სავაკო ვერ ახერხებს მათთან დამეგობრებას. საბედნიეროდ სავაკოს კლასში არის გულწრფელი, მეგობრული ბიჭი, კაზეახაია შოთა, რომელიც არ აქცევს დიდ ყურადღებას გარეგნობასა და სხვების ჭორებს. ყველასთან მეგობრობისა და კარგი დამოკიდებულების გამო, კაზეხაია სავაკოსათვის მისაბაძი ადამიანია. ცოტა ხანში, გარემოებების გამო, სავაკო და კაზეხაია ერთმანეთს დაუახლოვდებიან... [Devastation]

Special A / Спецкласс «А» / სპეცკლასი А
ანონსი EP: 24 RUS
Special A / Спецкласс «А» / სპეცკლასი А

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,

აღწერა: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ პირველობა აკმაყოფილებთ. სწორედ ასეთებს განეკუთვნება ჰიკარი ჰაკაძონო – გოგო ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ცხოვრებაში ყველაფრის საკუთარი შრომით მოპოვებას მიეჩვია. ბედის ირონიით, მის გზაზე ყოველთვის კეი ტაკისიმა დგას – ცნობილი კლანის წარმომადგენელი, ყველაფერში გენიალური ბიჭი. კონკურენციას, რომელიც ექვსი წლიდან დაიწყო, ისინი ჰაკუსენის კერძო სასწავლებლამდე მიჰყავს, სადაც საჭიროდ არ თვლიან რომ იყო როგორიც სხვა და არ გაიძულებენ ჩუმად ყოფნას... პირიქით, ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს ისინი სპეცკლას ა-ში აერთიანებენ, მოსწავლეები რომლებიც გამოირჩევიან არა მარტო ფორმითა და თავისუფალი გრაფიკით, არამედ იმითაც, რომ როგორც რჩეულთა კლუბი იყენებენ უზარმაზარ ორანჟერეას. კეისა და ჰიკარის გარდა კლასში არიან მუსიკით შეპყრობილი ტყუპები ძუნი და მეგუმი, დირექტორის შვილი ტადასი, გართობის მოყვარული აკირა და რიუ. [temo88]

Sacred Seven / Священная Семерка / წმინდა შვიდეული
ანონსი EP: 12 RUS
Sacred Seven / Священная Семерка / წმინდა შვიდეული

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Fantasy, School Life,

აღწერა: ამ უცნაურ სამყაროში ზებუნებრივ ძალებს ჯადოსნური ქვების ფლობა იძლევა, რომლებიც მფლობელის ორგანიზმში დაბადებიდანაა. ასეთივე მინერალის ნატეხი ერგო 17 წლის არუმე ტანდოძის და ბედნიერება სულაც არ მოუტანია მისთვის. სიბრაზის გამო ბიჭმა არც თუ ისე ცოტა ხალხი დააშავა, სახლიდან წავიდა და ახლა გამოსაცდელ ვადაზეა. სკოლაში ასეთ ცნობილ ხულიგნისგან ყველა შორს იჭერს თავს და თავად გმირსაც არ სურს ვინმესთან დაახლოვება. მხოლოდ კლასელ გოგოს – ვაკანა იტოს სჯერა არუმესი და წარუმატებლად ცდილობს როგორმე შეიყვანოს საკუთარ ”ძვირფასი ქვების” კლუბში. ასე გარიყულად იცხოვრებდა ტანდოძი, ერთხელ კარზე წითური გოგო რომ არ მისდგომოდა, რომელსაც თან მსახური ახლდა. [temo88]

Accel World / Ускоренный Мир / აჩქარებული სამყარო
ანონსი EP: 24 RUS
Accel World / Ускоренный Мир / აჩქარებული სამყარო

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure, Fantasy, School Life,

აღწერა: 14 წლის ხარუიუკი არიტეს გარეგნობაში არ გაუმართლა. მსუქანი და ჯუჯა - ასეთია ის 2040 წელს; გოგოებს არ უყვართ, ხულიგნები ჩაგრავენ, ადამიანად კი მხოლოდ ბავშვობის მეგობრები ტიური და ტაკუმა თვლიან. ხალხი ცამეტი წლის წინ ჩანერგილი ნეიროკავშირის წყალობით ვირტუალურ რეალობაში ისევე შედიან, როგორც ჩვენ ინტერნეტში, თუმცა საწყალს არც იქ ულხინს. ავატარი დამოკიდებულია რეალურ შესაძლებლობებსა და საკუთარი თავის აღქმაზე, თუმცა თუ სულითა და ხორცით ცხვარი ხარ, ლომად ვერ იქცევი. ასე რომ ვირტუალურ სკოლაში მარტოხელა გოჭი დარბის და გულს კედელთან ტენისის თამაშს აყოლებს, რაშიც მართლა მიაღწია წარმატებებს. თუმცა მოულოდნელად უცნაური რამ ხდება, ხარუ თავად კურუიუკიჰიმემ მიიწვია სალაპარაკოდ, შავმა პრინცესამ, სკოლის ყველაზე ლამაზმა და იდუმალმა გოგომ! [temo88]

Toradora! / Tiger x Dragon / ТораДора! / ტორადორა
ანონსი EP: 26 RUS
Toradora! / Tiger x Dragon / ТораДора! / ტორადორა

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: რიუძი ტაკასუს ცხოვრებაში საშინლად არ გაუმართლა. გარდაცვლილმა მაფიოზი მამისაგან მას დარჩა ისეთი სახე და თვალები, რომ მის ერთ შეხედვაზე მასწავლებლებს გული მისდით, ხოლო კლასელები კი თავადვე აწვდიან საფულეებს. ამის გამო რიუძი, რომლის სახელიც “დრაკონს” ნიშნავს, ითვლება ყველაზე “მაგარ” ხულიგნად და ყველა თავს არიდებს, ერთადერთი მეგობრის – იუსაკუ კიტამურას გარდა. არადა გულში მთავარი გმირი რბილი და რომანტიული ადამიანია, რომელსაც თავის თავზე აქვს აღებული საოჯახო საქმეები თუთიყუშ ინკოსთან და მოუხერხებელ დედასთან ერთად. [temo88]

K-On! / Кэйон! / კეი-ონ!
ანონსი EP: 36 RUS
K-On! / Кэйон! / კეი-ონ!

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: საყვარელი, გულითადი და მოუხერხებელი იუი ხირასავა ბედნიერია, რომ შეძლო უფროს სკოლაში ჩაბარება. ახლა კი დადგა დრო თავი გამოიჩინოს, იპოვოს მეგობრები, გაიზარდოს და მოიშოროს ბავშვური კომპლექსები საინტერესო კლუბის პოვნითა და მასში დაფარული ნიჭის აღმოჩენით! კი მაგრამ რისი ნიჭი აქვს? ჯერ თავადაც არ იცის... [temo88]

To Love-Ru: Trouble / Любовные неприятности
ანონსი EP: 38 RUS
To Love-Ru: Trouble / Любовные неприятности

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,

აღწერა: ეს ამბავი ხდება იუკი რიტოს, უფროსკლასელის გარშემო, რომელიც ვერაფრით ახერხებს სიყვარულში გამოუტყდეს თავის ოცნების გოგოს – საირენჯი ჰარუნას. ერთ დღეს, როდესაც ის სახლში დაბრუნდება და აბაზანაში ნებივრობს, მის წინ არსაიდან გაჩნდება იდუმალი შიშველი გოგო. მისი სახელია ლალა და ის მოვიდა პლანეტა დევილუკიდან, სადაც ის იყო ტახტის მემკვიდრე. მამამის სურს მისი სახლში დაბრუნება, რათა ცოლად გაყვეს ერთერ ქმრობის კანდიდატს, მაგრამ ლალას სურს ცოლად რიტოს გაყვეს და დარჩეს დედამიწაზე. [temo88]

Maken-ki! / Макен-ки! / მაკენ-კი!
ანონსი EP: 24 RUS
Maken-ki! / Макен-ки! / მაკენ-კი!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Ecchi, School Life,

აღწერა: ტაკერუ ოიამამ საშუალო სკოლის სამი წელი გაატარა ბიჭების ინტერნატში და, რაღა თქმა უნდა, მოენატრა მშვენიერი სქესი. ამიტომ იგი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩაეწერა აკადემია ”მზიურში” – ასევე ინტერნატში, რომელიც ადრე მხოლოდ გოგოებისთვის იყო და მხოლოდ ახლახანს დართეს ბიჭებს აქ სწავლის უფლება. კიდევ ერთი პლიუსი იყო ის, რომ აქ სწავლობდა ერთი წლით უფროსი ჰარუკო ამაია, არა მხოლოდ ბავშვობის მეგობარი, არამედ თანაკლუბელიც კარატეში, რომლისგანაც ტაკერუ ელოდა რჩევასა და დახმარებას ახალ ამაღელვებელ სამყაროში, სადაც საკუთარი თავი უკვე ”პირველ ბიჭად” წარმოედგინა. საკმაოდ გარკვეული აზრებით შეპყრობილს ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან: ”მზიური” შექმნილი იყო, როგორც მაგიისა და საბრძოლო ხელოვნებების სკოლა! [temo88]

Mayo Chiki / эй цыпочка / ეი, პატარავ!
ანონსი EP: 13 RUS
Mayo Chiki / эй цыпочка / ეი, პატარავ!

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: საკამატის ოჯახში ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ ერთადერთი ვაჟი კინძირო დედასთან და დასთან ერთად 5 წლის ასაკიდანვე ვარჯიშობდა, თუმცა იგი ბოქსის ტომრის ან საბრძოლო მანეკენის როლს როლს ასრულებდა. ამის წყალობით ჩვიდმეტი წლისა გამძლე და ამტანი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტისას საწინააღმდეგო სქესთან, შოკური რეაქცია – ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა. უფროს სკოლაში არ ამართლებდნენ ჩვენი გმირის ქცევას, რომელიც გოგოებთანნებისმიერ კონტაქტს გაურბოდა - ზოგი მას უძლურად თვლიდა და მისი სახელისგან გამომდინარე წიწილა შეარქვეს, სხვებმა კი უარესზე ფიქრი დაიწყეს. თავად ძირომაც დაიწყო ნერვიულობა, როდესაც აღმოაჩინა, რომ აღფრთოვანებული იყო თანატოლი სუბარუ კონოეთი, რომელიც დირექტორის ქალიშვილის, კანადე სუძუცუკის მსახური იყო. [temo88]

B Gata H Kei / Извращенка со Вторым размером / გარყვნილი მეორე ზომით
ანონსი EP: 12 RUS
B Gata H Kei / Извращенка со Вторым размером / გარყვნილი მეორე ზომით

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: 15 წლის სიმპათიური გოგო გვარად იამადას, ჩააბარა რა უფროს სკოლაში, აწუხებს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი - როგორ დაკარგოს ქალწულობა და მიიღოს სიამოვნება? ზრდასრულ ცხოვრებაზე დიდი ფიქრის შემდეგ, “აღმოსავლეთელმა თავისუფალმა ქალმა” გადაწყვიტა, რომ მისი პირველი პარტნიორი ასევე ვაჟიშვილი უნდა ყოფილიყო, რათა თანაბარ პირობებში შეესრულებინათ ამაღელვებელი და შემაშინებელი რიტუალი და მისულიყვნენ ლოგიკურ დასასრულამდე. აი მერე კი თუნდაც ასი ბიჭი გამოიცვალე... მსოფლმხედველობის გასაფართოვებლად. [temo88]

Hoshizora e Kakaru Hashi / A Bridge to the Starry Skies / Мост в звездное небо
ანონსი EP: 12 RUS
Hoshizora e Kakaru Hashi / A Bridge to the Starry Skies / Мост в звездное небо

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,

აღწერა: ძმები ხოსინოები მიემართებიან პატარა ქალაქ იამაბიკოში, რათა უმცროსმა 13 წლის აიუმუმ შეძლოს გამოჯანმრთელება, ხოლო უფროსმა - 17 წლის კაძუმამ კი მიხედოს მას. ბიჭები აქ იმ მიზეზითაც გაგზავნეს, რომ მათი ფესვები აქედან იყო და მშობლებიც გეგმავდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში დაბრუნებას, თუმცა ეს დიდი ხნის ამბავია. მანამდე კი ძმები მოეწყვნენ ოჯახის მეგობრის, ქალბატონ იოროძუს, ტრადიციულ სასტუმროში. კაძუმას ძმა უყვარდა, თუმცა თავად წარმოდგენაც არ ქონდა, თუ რითი უნდა დაკავებულიყო მიყრუებულ ადგილას. აი ამაზე კი ტყუილად ფიქრობს, რადგან მისთვის ყველაფერი უკვე დიდი ხანია რაც გადაწყდა! [temo88]

Ben-To / Бэнто / ბენ-ტო
ანონსი EP: 13 RUS
Ben-To / Бэнто / ბენ-ტო

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, School Life,

აღწერა: 16 წლის იო სატ ოვერ ტკბება ახალგაზრდობის გაზაფხულით უფულობის გამო - საერთო საცხოვრებელში მხოლოდ სადილია უფასო, ყველაფერ დანარჩენისათვის კი ათას იენს იხდის დღეში, არადა მანგაც ხომ საყიდი აქვს! აი გაემართა ახალგაზრდა ადგილობრივ უნივერმაღში, მოულოდნელად კი იღვიძებს, ისე რომ არაფერი ახსოვს. როცა მოვლენების ჯაჭვს გაყვა, სატო მიხვდა, რომ შემთხვევით წმინდა ადგილას მოხვდა, სადაც დახურვის წინ ყოველ საღამოს მზა ბენტოებზე განახევრებული ფასებია. ამის შემდეგ კი მიწიდან აღმოცენდებიან მებრძოლები და იწყება სამეფო ბრძოლა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ერთმანეთს გულიანად ცემენ, რათა დაიმსახურონ სასურველი ჯილდო. [temo88]

Kore wa Zombie desuka? / Уж не зомби ли это? / ნუთუ ზომბია?
ანონსი EP: 22 RUS
Kore wa Zombie desuka? / Уж не зомби ли это? / ნუთუ ზომბია?

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Magic, School Life,

აღწერა: უფროსკლასელი აიუმუ აიკავა ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იხრჩობა და სატვირთოებიც კი არ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. არა, აიუმუ სუპერმენი არ არის! იგი სერიული მკვლელის მსხვერპლია და იგი ნეკრომანტმა ეუკლივუდ ჰელსაიტმა გააცოცხლა, მინიატურულმა საყვარელმა გოგომ. ეუ საცხოვრებლად გადავიდა საკუთარი ქმნილების სახლში, რათა დააკვირდეს უჩვეულო ზომბის, რომელმაც ზებუნებრივი ძალები, ამტანობა და მაგიური შესაძლებლობებიც კი მიიღო. ახლა კი მთავარი გმირი ყოველ ღამით დადის მშობლიური ქალაქის ქუჩებში, რათა გაუსწორდეს მანიაკს - მისი ამჟამინდელი მდგომარეობის მიზეზს. მას არ ავიწყდება სკოლაში სიარული და ოჯახის საქმეების მიხედვაც, სტუმარი კი მას სულაც არ აწუხებს - ძირითადად აკეთებს ჩანაწერებს ბლოკნოტში, ჭამს და ძინავს. [temo88]

Kaichou wa Maid-sama! / Президент - горничная / პრეზიდენტი - ოფიციანტი
ანონსი EP: 27 RUS
Kaichou wa Maid-sama! / Президент - горничная / პრეზიდენტი - ოფიციანტი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: ბიჭების კერძო სკოლა სეიკა, რომელიც ცნობილია მისი აღსაზრდელების ცუდი საქციელით, ერთ დროს თავზარს სცემდა თავის გარემოცვას. იმისათვის, რომ სიტუაცია შეემსუბუქებინათ, შემოიღეს შერეული სწავლება, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ ძალიან საეჭვოა. ასე რომ, მისაკი აიუძავამ - ხუთოსანმა, სპორცმენმა და სეიკის ისტორიაში პირველმა სტუდენტური საბჭოს გოგო თავმჯდომარემ, გადაწყვიტა შეეცვალა სიტუაცია და ცოდნის ტაძარში წესრიგი და დისციპლინა დაემყარებინა. გასაკვირი არ არის, რომ უკომპრომისო მისაკი ბიჭებს შორის ტირანად და კაცთმოძულედ არის ცნობილი, ხოლო მცირერიცხოვან მოსწავლე გოგოებს შორის კი იდეალად და ერთადერთ იმედად. თუმცა ანიმეში ხომ ყველაფერი მარტივად არ არის... [temo88]

Great Teacher Onizuka / GTO / Крутой учитель Онидзука / ონიზუკა დიადი მასწავლებელი
ანონსი EP: 43 RUS
Great Teacher Onizuka / GTO / Крутой учитель Онидзука / ონიზუკა დიადი მასწავლებელი

გამოსვლის წელი: 1999
ჟანრები: Comedy, Drama, School Life, Shounen,

აღწერა: ეიკიჩი ონიძუკა არის 22 წლის, ყოფილი ბანდის ლიდერი, რომელიც პირადი მიზეზების გამო გადაწყვეტს სკოლის მასწავლებელი გახდეს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია სკოლის გოგოების მოხიბვლა და მათთან დროის გატარება. მაგრამ ცოტა ხანში ონიძუკა აღმოაჩენს, რომ მას მორალური ღირსებები გააჩნია, რომლის მიხედვითაც მას არ შეუძლია სკოლის გოგოების ღირსების შელახვა, უფრო მეტიც, იმის მაგივრად, რომ გოგოების უმანკოებით ისარგებლოს, ის მასწავლებლისთვის არატრადიციული მეთოდების გამოყენებით მთელი თავისი კლასის ბავშვების, ბიჭებისა და გოგოების, ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას გადაწყვეტს. ეს არც თუ ისე მარტივია, რადგან მას სკოლაში ყველაზე რთული კლასის ხელმძღვანელობა დააკისრეს... [Devastation]

Beelzebub / Вельзевул / ველზევული
ანონსი EP: 60 RUS
Beelzebub / Вельзевул / ველზევული

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen

აღწერა: მთავარმა გმირმა საშიშმა და ძლიერმა ჩხუბისთავმა ოგამ ერთხელ დაინახა კაცი რომელიც მდინარეში იხრჩობოდა, მცირეოდენი ფიქრის შემდეგ კი იგი გადაარჩინა. რაც ყველაზე გასაოცარია უცნობი ორად გაიყო და მის შიგნით აღმოჩნდა ჩვილი ბავშვი. ერთი შეხედვით სასტიკმა, მაგრამ კეთილმა ოგამ ბავშვი თავისთან წაიყვანა. ბიჭუნა კი ეშმაკის შვილი აღმოჩნდა და მისი მამობილი ოგა ვალდებულია დაიცვას და აღზარდოს ბავშვი.

1-24 25-48 ... 97-120 121-144 145-166