Shounen

History's Strongest Disciple Kenichi / Сильнейший в истории ученик Кэнъити / კენიჩი
ანონსი EP: 50 ENG EP: 50 RUS
History's Strongest Disciple Kenichi / Сильнейший в истории ученик Кэнъити / კენიჩი

[b]გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Comedy, Shounen,

აღწერა: შორეულ იაპონიაში ცხოვრობდა კენიჩი სირახამა, რომელსაც არც ძალა ქონდა, არც მეგობრები ყავდა. სკოლაში დასცინიან და დამამცირებელ მეტსახელებს ეძახიან, თვითშეფასება - უარესი არ შეიძლება, კომპლექსები კი უამრავი ქონდა... იგი კარატის კლუბის წევრი გახდა, თუმცა აქ ჯარზე უარესი სიტუაცია დახვდა და ხან ბოქსის ტომრად, ხან კიდევ დამლაგებლად იყო. სულ დაიკარგებოდა ბიჭი, დილით რომ ერთ მშვენიერ გოგოს არ შეხვედროდა, რომელმაც მექანიკურად მოისროლა სამი მეტრის მოშორებით, როდესაც კენიჩი შემთხვევით უკნიდან დაეჯახა. [temo88]

Juushin Enbu: Hero Tales / Война зверобогов: Хроники героев
ანონსი EP: 26 RUS
Juushin Enbu: Hero Tales / Война зверобогов: Хроники героев

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: დიდი ხნის წინ, ქვეყანაში, რომელიც ძველ ჩინეთს მოგვაგონებს, ცხოვრობდა შვიდი დიადი მეომარი, რომლებმაც კაცობრიობა ქაოსისგან იხსნეს. თითოეულ მათგანს ქონდა ვარსკვლავის ფორმის ნიშანი, თუმცა მათ შორის ორნი ყველაზე მაღლა იდგა: ხაგუნი - ”არმიის გამანადგურებელი” და ტენრო - "მწყურვალი მგელი”. მათი ძალა იმდენად საშინელი იყო, რომ ღმერთებმა გადაწყვიტეს ეს სულები ერთდროულად აღარასდროს გამოეძახათ, რადგან მათ მეცილეობას შეეძლო სამყარო დაეღუპა. გავიდა საუკუნეები, აკრძალვები შესუსტდა, ხოლო მშვიდობიან მიწებზე კი აღმოცენდა კენის იმპერია, ეომლის გენერალიც ტენროს განსახიერებაა.

”შავი მგლები” - სამხედრო იმპერიის ელიტა, ოფიციალურად ჩადიან უამრავ უკანონობას, ამით კი იძულებულს ხდიან გარშემო ქვეყნებს, რომ მათ დაემორჩილონ. ტენროს შეჩერება მხოლოდ ხაგუნს შეუძლია, რომელის რეინკარნაციაა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მებრძოლი ტეიტო, ლოტუსის ხრამის აღსაზრდელი. 16 წლის ტეიტო ფეთქებადი, მაგრამ სამართლიანი ახალგაზრდაა, აქვს ჯადოსნური ნიშანი და ჰყავს მომხიბლავი და, აი ქარიზმა კი ნახევარ კონტინენტსაც ეყოფა. გასაკვირი არაა, რომ რეინკარნირებულ ჰაგუნს მალევე შეუერთდებიან ხუთი მეომარი – ყველა სხვა გმირის განსახიერებები. ასე მიემართება ეს სუპერ ჯგუფი წმინდა ლაშქრობაში... [temo88]

Sket Dance / Скет Данс / სკეტ დენსი
ანონსი EP: 77 RUS
Sket Dance / Скет Данс / სკეტ დენსი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen,

აღწერა: ერთ-ერთ იაპონურ სკოლაში არის უფროსკლასელთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულები არიან ძალიან აქტიური გოგო, განვითარებული ინტუიციის მქონე ბიჭი და კომპიუტერული გენია, ხოლო მოგვიანებით კი მათ შეუერთდებათ მათ სკოლაში ახალგადასული მოსწავლე... თუმცა ახალგაზრდებს ესპერები, სხვა სამყაროდან მოსულები და უცხოპლანეტელები სულ არ ჭირდებათ, ისინი თანახმა არიან მიიღონ ნებისმიერი სახის დავალება, ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდანაც. სწორედ ესენი არიან ჩვენი გმირები - კაიმეის აკადემიის კეთილი საქმეების კლუბი. მათ უნდა მიმართოთ, თუ გსურთ იპოვოთ დაკარგული, აიმაღლოთ თვითშეფასება, გავუმკლავდეთ ვინც გაწყენინათ, გაიმარჯვოთ ტურნირში, ან მოუაროთ შინაურ ცხოველს, რომელიც სკოლაში მიიყვანეთ! [temo88]

The Prince of Tennis / Tennis no Ouji-sama / Принц тенниса / ტენისის პრინცი
ანონსი EP: 190 RUS
The Prince of Tennis / Tennis no Ouji-sama / Принц тенниса / ტენისის პრინცი

გამოსვლის წელი: 2001
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen, Sports,

აღწერა: რიომა ეჩიზენი არის ტენისის სამყაროში გენიოსი. ის სწავლობს იაპონიის კერძო სკოლა სეიგაკუში რომელიც მისი ტენისის გუნდით არის სახელგანთქმული. სწავლის დაწყებისას რიომამ ტენისში დაამარცხა რამოდენიმე მარალ კლასელი ამის გამო იქ სკოლის გუნდში აიყვანეს. რიომას ოსტატობა იზრდება ისეთი სისწრაფით როგორც მათი მეგობრების რაოდენობა. ხოლო მისი გუნდით ის ცდილობს მოიგოს საერთაშორისო ტენისის ტურნირი უძლიერესი სკოლების გუნდებს შორის.

One Piece x Toriko x Dragon Ball Z Crossover OVA
ანონსი EP: 1 RUS
One Piece x Toriko x Dragon Ball Z Crossover OVA

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Adventure, Shounen,

აღწერა: Главные герои Ван Писа, Торико и Драгон Болла участвуют в Съестном турнире за главный приз – легендарное вкуснейшее мясо. Гоку, Торико и Луффи идут вровень. Тем временем, Зоро, Зебра и Вегета случайно пересекаются на отдаленном участке гонки, и между ними завязывается бой. Тем временем на турнире, начинаются бои не на жизнь , а на смерть, чтоб решить кому же достанется легендарное мясо. Мистер Сатан оказывается случайно втянутым в бой.

После сильнейших атак участников, только мистер Сатан остается на ногах и ему достается мясо. Победитель решает разделить мясо между тремя группами участников, и они устраивают веселое пиршество. Но оказывается, что настоящей целью турнира было выманить чудище Аками. Оно внезапно появляется перед всеми и, атакуя мистера Сатана, Усоппа и Гохана , высасывает их энергию. Сильнейшие решают поймать Аками, что бы отведать его вкуснейшее мясо. Чудище, победив Санджи, Пикколо, Френки и других персонажей, набрасывается на Гоку, Торико и Луффи вынуждая их к борьбе.

JoJo no Kimyou na Bouken TV1 / Невероятные приключения ДжоДжо / ჯოჯოს თავგადასავალი
ანონსი EP: 26 RUS
JoJo no Kimyou na Bouken TV1 / Невероятные приключения ДжоДжо / ჯოჯოს თავგადასავალი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Shounen,

აღწერა: ჯოსტერების ოჯახის ყველა თაობაში ყველა შთამომავალს არქმევენ სახელს რომელიც იგივე ასოებით იწყება რაც მათი წინაპრების, ამიტომ შესაბამისად მათ ჯოჯო-ს ეძახიან. XIX საუკუნიდან დაწყებული ყველა ჯოსტერების ოჯახის წევრს რომელთაც მეტსახელად ჯოჯო-ს ეძახიან უხდება გადარჩენისთვის ბრძოლა ქვის მასკის მფლობელთა და მათ შემქმნელთა წინააღმდეგ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჯენტლმენმა ჯორჯ ჯოსტერმა შემთხვევით ქურდბაცაცა და ყაჩაღი თავის ხსნელად ჩათვალა და მისი შვილი დიო ოჯახში მიიღო. ჯონატანი, ჯორჯის შვილი, პატიოსანი და უბრალო, ალალი ბიჭია, მაგრამ მან დაინახა თუ როგორი საშინელი ადამიანი იყო დიო, და მან გამოამჟღავნა მისი მაქინაციები, თუ როგორ უნდოდა მას მათი ოჯახის ქონების დაპატრონება და მისი მამის მოკვლა, მაგრამ დიომ თავისი ისეთი სახე გამოამჟღავნა რომ ჯონათანსაც კი გაუკვირდა, დიო ქვის მასკის დახმარებით თითქმის უკვდავი გახდა, მაგრამ ჯონათანს არ შეეძლო მისი ცოცხლად დატოვება ამიტომ მან თავსი სიცოცხლის ფასად გაანადგურა დიო. შემდეგ კი ისტორია მათი შთამომავლის ჯოზეფ ჯოსტერის თავგადასავლით გრძელდება სადაც ნათელი ხდება თუ საიდან წარმოიშვა და ვინ შექმნა ქვის მასკები.

Pumpkin Scissors / Тыквенные ножницы / გოგრის მაკრატელი
ანონსი EP: 24 RUS
Pumpkin Scissors / Тыквенные ножницы / გოგრის მაკრატელი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Shounen,

აღწერა: ყინულოვან ქვეყანასთან ხანგრძლივმა ომმა მთელს იმპერიას დაუტოვა შრამები: შიმშილი, შავი ჭირი, დაბრუნებული ჯარისკაცები, რომლებიც ყაჩაღები გახდნენ... ომის მიერ მიყენებული ზარალისა და ხალხისა და ნაციის დაცარიელებაზე შიშის გამო არმიაში შეიქმნა მესამე საინფორმაციო დანაყოფი – "გოგრის მაკრატელი”, რომლის დანიშნულებაა ”ზიანის აღმოფხვრა”. ”თხელი ყინულის ხელშეკრულებად” წოდებული ზავის დადებიდან სამი წელი გავიდა. მესამე დანაყოფმა დაასრულა საკუთარი დავალება, უფრო სწორად კი გადაეშვა საოფისე საქმიანობაში, ხალხმა კი მათი დაცინვა დაიწყო და შეარქვეს ”შეწყალების დანაყოფი”, რომლებიც ხალხის უკმაყოფილებას მხოლოდ შორიდან ეხებოდნენ. ერთხელაც მათ დახმარება შესთავაზა მაღალმა კაცმა, ყოფილმა კაპრალმა. მას ქამარზე რკინის ფანარი ეკიდა და მძიმე იარაღი მხოლოდ ერთი ხელით ეჭირა... [temo88]

Ginga e Kickoff!! / Kickoff to the Galaxy!! / Вперед, ко вселенной!!
ანონსი EP: 39 RUS
Ginga e Kickoff!! / Kickoff to the Galaxy!! / Вперед, ко вселенной!!

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Shounen, Sports,

აღწერა: მეექვსეკლასელი სიო ოტა ცუდ მდგომარეობაშია: მისი საფეხბურთო გუნდი დაიშალა – ზოგი მწვრთნელს ეჩხუბა, ზოგი სწავლაში გადაეშვა, ზოგს კი უბრალოდ მობეზრდა. საწყენია, მაგრამ რა შეუძლია ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც სპორტული გენია ნამდვილად არ არის? სულაც არ არის საჭირო გენია იყო, მთავარია გიყვარდეს თამაში, არ გერიდებოდეს ამის და აკეთო ის, რაც შეგიძლია. ამის გამო ოტამ გადაწყვიტა აღადგინოს საყვარელი გუნდი, სპორტის ღმერთი კი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა და დასახმარებლად ორი დამხმარე გოგო გამოუგზავნა: თანატოლი ერიკა ტაკატო, მეტსახელად ”სისწრაფის ვარკვლავი” და მისაკა სიმიძუ, ახალგაზრდა პროფესიონალი იაპონიის ნაკრებიდან. ასეთი მხარდაჭერით კი ნებისმიერი იაპონელი მოსწავლე მთებსაც გადაატრიალებს!

საერთო ჯამში პროცესი დაიძრა. სიოსა და ერიკას დუეტი, თითქოსდა გამძვინვარებული ქარიშხალია, რომელმაც ჩვეულებრივი რიტმი შეცვალა და გუნდში მოახვედრა ძველი და ახალი ნაცნობები. შემდეგ კი ძალაში ერთერთი მთავარი კანონი შევიდა: ისურვე, ისურვე გულიდან, არ დანებდე, იმუშავე ქანცის გაწყვეტამდე და საბოლოოდ შენც გადარჩები და სხვასაც დაეხმარები. სწორედ ასე შეიძლება იქცეს მოდუნებული და მსუქან ადამიანი სპორცმენად ხოლო დანებებულმა ოსტატმა კი იპოვოს ცხოვრების ახალი აზრი. ხოლო მთავარი გმირი, რომელსაც ”თამაშის წაკითხვის” ნიჭი აქვს, ასე შეიძლება იქცეს ბერეზად ან კოსტაკურტად. ჩვენ კი ვნახავთ თუ ვის მისცემს საფეხბურთო ისტორია წითელ და შავ ფერებს – “მილანს” თუ “მომოიამის ბაბუაწვერებს”! [temo88]

Bakuman / Бакуман / ბაკუმანი
ანონსი EP: 75 RUS
Bakuman / Бакуман / ბაკუმანი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Shounen,

აღწერა: მხატვარს მორიკატა მაშიროს და მწერალს აკიტო ტაკაგის სკოლაში იმიტომ არ ჩაუბარებიათ, რომ საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მომზადებულიყვნენ. თავიანთი გამოცდის ჩაბარება მათ უკვე უწევთ. ისინი ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ შოუ ბიზნესის სასტიკ სამყაროში და გახდნენ მანგის მხატვრები. დოეტ აშიროგი მუტოს ჩამოყალიბების შემდეგ ბიჭები მუშაობდნენ შეუსვენებლივ, აკეტებდნენ იმაზე მეტს ვიდრე შეეძლოთ, ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ, შორდებოდნენ და კვლავ ერთიანდებოდნენ. საბოლოო ჯამში ამ დუეტის ჩამოყალიბებიდან 1 წლის შემდეგ მათ გაიმარჯვეს პრესტიჟულ კონკურსში. ამ გამარჯვებამ საფუძველი დაუდო მათ სისტემატიურ პუბლიკაციას სოლიდურ ჟურნალში. მათი მიზანია მსოფლიოში ნომერ პირველი ავტორები გახდნენ, თუმცა საკმაოდ ძლიერ კონკურენტებთან მოუწევთ შეჭიდება.
© lucius_malfoy

Magi TV1 - The Labyrinth of Magic / Маги - Лабиринт магии / მაგი - მაგიის ლაბირინთი
ანონსი EP: 25 ENG EP: 25 RUS
Magi TV1 - The Labyrinth of Magic / Маги - Лабиринт магии / მაგი - მაგიის ლაბირინთი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Shounen,

აღწერა: ეს არის ისტორია ბედისწერისა და სამყაროს სწორ გზიზე დაყნების შესახებ. ალადინი არის პატარა ბიჭი, რომელიც მთელი მისი ცნობიერი ცხოვრება ჯინთან ერთად იყო გამოკეტილი ერთ ოთახში. მაგრამ ერთ დღესაც, ალადინი, ჯინ უგოსთან ერთად, გადაწყვეტს „ტყვეობიდან“ თავის დაღწევას. უგო ალადინის ფლეიტაში ჩასახლდება და მასთან ერთად გააგრძელებს სამყაროში მოგზაურობას. ცოტა ხანში ალადინი გაიცნობს ალიბაბას, რომელსაც იგი მალევე დაუმეგობრდება და გადაწყვეტს მასთან ერთად ეგრედწოდებული „ჯურღმულის“ გავლას, რის შემდეგაც ალიბამამ თავისი ჯინი, მაგიური ნივთები და განძი უნდა მიიღოს... [Devastation]

Zetsuen no Tempest / The Civilization Blaster / Буря Потерь: Истребление Цивилизации
ანონსი EP: 24 RUS
Zetsuen no Tempest / The Civilization Blaster / Буря Потерь: Истребление Цивилизации

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Drama, Fantasy, Shounen,

აღწერა: ე.წ. "რკინის დაავადების" ეპიდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა იაპონიის ქალაქებში. მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ამის შეჩერება: ყველაზე ძლიერ ჯადოქარს - ხაკაზე კუსარიბეს. მაგრამ ის დაუსახლებელ კუნძილზე იყო დამწყვდეული, მას არ ქონდა შესაძლებლობა რომ გარესამყაროსთან დაკავშირებულიყო და მაგია გამოეყენებინა. მაგრამ მან ერთი ბიჭი მონხა სახელად მახირო ფუვა, რომელიც დაეხმარება მას ეპიდემიის შეჩერებაში და ციხიდან გაქცევაში. ამისთვის, ანუ სამყაროს გადარჩენისთვის მახიროს და მის ბავშვობის მეგობარს ეიშირო ტოკიგავას მოუწევს ბევრი დაბრკოლების და სირთულის გადალახვა. [severus]

Yu-Gi-Oh! Duel Monsters / TV Ю-Ги-О! Дуэльные Монстры / იუ-გი-ოჰ! მონსტრებით დუელი
ანონსი EP: 224 RUS
Yu-Gi-Oh! Duel Monsters / TV Ю-Ги-О! Дуэльные Монстры / იუ-გი-ოჰ! მონსტრებით დუელი

გამოსვლის წელი: 2000
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,


აღწერა: თამაშების მოყვარულ მოტო იუგის პაპამ გადასცა უძველესი არტეფაქტი, რომელსაც ათასი წლის პაზლი ეწოდებოდა. მან ამოხსნა პაზლი და მის სხეულში ჩასახლდა უძველესი ფარაონის სული. ფარაონს არ ახსოვს ვინ არის და როგორ აღმოჩნდა ამ პაზლში. იგი იუგის მეგობრობას შესთავაზებს, რომელიც დათანხმდება, რომ დაეხმაროს ფარაონს დაკარგული მეხსიერების აღდგენაში და მშვიდად განსვენებაში, რათა იგი გაემართოს მომდევნო სამყაროში და საბოლოოდ დატოვოს იუგის სხეული.

Cuticle Tantei Inaba / Детектив Оборотень Инаба / ინაბა დეტექტივი მაქცია
ანონსი EP: 12 RUS
Cuticle Tantei Inaba / Детектив Оборотень Инаба / ინაბა დეტექტივი მაქცია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Shounen,

აღწერა: ერთ დღეს ინაბა ჰიროშისთან, დეტექტიური სააგენტოს ხელმძღვანელთან, მიდის ინსპექტორი ოგინო, მისი პარტნიორი პოლიციისათვის მუშაობის დაწყების დღიდან, და ერთ გამოძიებაში დახმარებას სთხოვს. მოცემული საქმის სცენის მიღმა დგას იტალიელი მაფიის ბოსი დონ ვალენტინო. წითელთმიანი მაქცია დეტექტივი თავის ცოცხალ კომპანიონებთან ერთად დადგებიან დონ ვალენტინოს (რომელიც თხაა) ამბიციების წინააღმდეგ საბრძოლველად ამ ახალი კომედიური დეტექივის სტილის ანიმეში! [temo88]

Majin Tantei Nogami Neuro / Нейро Ногами - детектив из Ада / დეტექტივი ნეირო ნოგამი
ანონსი EP: 25 RUS
Majin Tantei Nogami Neuro / Нейро Ногами - детектив из Ада / დეტექტივი ნეირო ნოგამი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Comedy, Shounen,

აღწერა: დემონი ნეირო ნოგამი ჯოჯოხეთის სიღრმეებიდან დედამიწაზე ამოვიდა იმ მიზნით, რომ იპოვოს სრულყოფილი, ამოუხსნელი და ყველაზე შთამბეჭდავი გამოცანა.

Kuroko no Basket / Баскетбол Куроко / კუროკოს კალათბურთი
ანონსი EP: 75 RUS
Kuroko no Basket / Баскетбол Куроко / კუროკოს კალათბურთი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen, Sports,

აღწერა: ამერიკაში კალადბურთის თამაშის შემდეგ, უკან დაბრუნებული ტეიგა კაგამი იმედგაცრუებულია იაპონიაში, ამერიკასთან შედარებით, ამ სპორტის იგივე დონეზე დარჩნით. მაგრამ ცოტა ხანში ტეიგა შეიტყობს საშუალო სკოლის ახალგაზრდული გუნდის „საოცრებათა თობის“ შესახებ, რომლებმაც თავის ასაკობრივ ჯგუფში, სამი სეზონის განმალობაში, გაიმარჯვეს ყველა შეჯიბრში.

ამის შემდეგ, ტეიგა მიხვდება, რომ მან დასკვნები ნაადრევად გამოიტანა. იგი ჩაეწერება სეირინის სკოლის გუნდში და მოუთმენლად ელოდება „საოცრებათა თობის“ ხუთივე მოთამაშესთნ შეხვერას, რომლებიც უკვე განსხვავებულ სკოლებში თამაშობენ. ამავე სკოლის გუნდში ჩაეწერება კუროკო ტეცუია, რომელიც ასევე „საოცრებათა თობის“ ძირითდ შემადგენლობაში, როგორ ეგრედწოდებული „ფაფნტომი“, „მეექვსე“ მოთმაშედ იმყოფებოდა. როგორც ცოტა ხანში აღმოჩნდება მას არანაირი ფიზიკური მონაცემი გააჩნია, მიუხედავად ამისა იგი არ ტოვებს სუსტი მოთამაშის შთაბეჭდილებას... [Devastation]

Medaka Box / Ящик предложений Мэдаки / მედაკას ყუთი
ანონსი EP: 24 RUS
Medaka Box / Ящик предложений Мэдаки / მედაკას ყუთი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen,

აღწერა: ხაკონივას ძველ და პრესტიჟულ კერძო აკადემიაში დიდი ამბებია – სტუდენტური საბჭოს ახალი, 98-ე პრეზიდენტი გახდა 16 წლის მედაკა კუროკამი. აბა სხვანაირად როგორ? სულ ახალი შესული იყო უფროს სკოლაში პრეტენდენტი, როცა მოახერხა და უზარმაზარი სხვაობით მოიგო არჩევნები, რადგან ყველაფერში გენიალურია: სწავლიდან დაწყებული ნებისმიერი სპორტითა და ხელოვნებით დამთავრებული. როგორც კი პრეზიდენტად აირჩიეს, მან დადგა თავისივე სახელობის ყუთი და ნებისმიერ მსურველს შესთავაზა იქ თავისი სურვილი მოეთავსებინა, მედაკა კი მათ შესრულებას შეეცდება, თუნდაც დღე-ღამეში 24 საათი მუშაობა მოუწიოს. დახმარებისათვის მან ბავშვობის მეგობარ ძენკიჩი ხიტოიოსის მიმართა, აიკაპიწა სახელოები და, წარუმატებლობის არ მცოდნე, შეუდგა საქმეს... [temo88]

InuYasha / Инуяся / ინუიაშა
ანონსი EP: 192 RUS
InuYasha / Инуяся / ინუიაშა

გამოსვლის წელი: 2000, 2009
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ხირაგასის ოჯახი უკვე ათასი წელია შინტურ სალოცავს ემსახურება. სენგოკუ ძიდანის პერიოდში (მეთხუთმეტე - მეთექვსმეტე საუკუნის ფეოდალი) ახალგაზრდა ბერმა ქალმა კიკიომ თავისი სიცოცხლის ფასად შეულოცა ნახევრად ადამიან და ნახევრად დემონ ინუიაშა და მიაჯაჭვა ხეზე სალოცავთან ახლოს, ტყეში. ინუიაშას, ისევე როგორც სხვა დემონებს, სურდა სალოცავის განძის – ოთხი სულის მარგალიტის ხელში ჩაგდება, რომელიც მათთვის ძალისა და უკვდავების წყაროს წარმოადგენდა. იმისათვის, რომ იგი არ ჩავარდნილიყო ბოროტი ძალების ხელში, კიკიომ ანდერძად ამ ნივთის მის გვამთან ერთად დაწვა დაიბარა. [temo88]

Phi Brain: Kami no Puzzle / Фи Брейн: Божественная головоломка
ანონსი EP: 76 ENG EP: 76 RUS
Phi Brain: Kami no Puzzle / Фи Брейн: Божественная головоломка

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Shounen,

აღწერა: მეათეკლასელი კაიტო დაიმონი ტიპიური ”მოხულიგნო” გენიაა, ცხოვრებაში კი აკადემიურ მოსწრებაზე მეტად ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა აინტერესებს. კაიტო საერთოდ არ ივლიდა სკოლაში, რომ არა ბავშვობის მეგობარი ნონოჰა იტო - სპორტული და ენერგიული გოგო, რომელმაც თავის თავზე აიღო უმაქნისი მეგობრის მოვლის სირთულე. თავად აკადემია ”ფესვი კვადრატიდან” უცნაურია - მასში თავმოყრილია თავსატეხების უამრავი მოყვარული, ხოლო სოძი ძიკუკავამ, სკოლის სტუდენტური საბჭოსა და თავსატეხების კლუბის თავმჯდომარემ, შეძლო თავად დაიმონის დაინტერესება. გამოიყენა რა მისი სისუსტე, ეშმაკმა სოძიმ იგი სასიკვდილო ლაბირინთში გაგზავნა, რომლის ნონოჰას დახმარებით გავლის შემდეგაც კაიტომ მიიღო ”ორფეის კონტრაქტი” - მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ფჰი ტვინად წოდებული ტვინის სრული შესაძლებლობები. [temo88]

Kiba / Киба / კიბა
ანონსი EP: 51 RUS
Kiba / Киба / კიბა

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Shounen,

აღწერა: მოქმედება ხდება ქალაქში, სახელად კალმი, პირქუში ადგილი, სადაც არასდროს უბერავს ქარი. ზედი მიუდგომელი, ჭირვეული ბიჭია, უცნაური ჩვევებით. დედამისი მოთავსებულია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თავად მა სკი სკოლიდან გარიცხვა ემუქრება. იგი ვერ ხერხებს საკუთარ თავში გარკვევას და სურს გაიგოს თუ რატომ მოევლინა ქვეყანას. მისი ხასიათის ერთერთი უცნაურობაა, რომ ქალაქში ყველა კარს ამტვრევს და უჭირს პსუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ აკეთებს ამას. მას ჯერა, რომ არსებობს ადგილი, სადაც მისი ბედი სულ სხვაგვარად აეწყობა. ერთხელაც, კიდევ ერთი უსიამოვნო სიტუაციისას მის წინაშე გაჩნდება რაღაც არსება, აღებს კარს და ეძახის რათა გაყვეს. [temo88]

To Love-Ru: Darkness / To Love-Ru: Darkness
ანონსი EP: 12 RUS
To Love-Ru: Darkness / To Love-Ru: Darkness

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,

აღწერა: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დედამიწას არაოფიციალური ვიზიტით ეწვია პრინცესა ლალა სატალინ დევილუკი. გალაქტიკათა იმპერატორის ქალიშვილმა დატოვა საკუთარი სახლი, რათა გაქცეოდა თავისმომაბეზრებელ მომვლელებს და, პირველივე დღეს ახალ პლანეტაზე, იპოვა ჭეშმარიტი სიყვარული რიტო იუკის, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი იაპონელი მოსწავლის სახით. მართალია ზოგი ყველაფერს გაუგებრობას მიაწერდა, მაგრამ ქალის ინტუიცია მსგავს საკითხებში ხომ არასდროს ცდება. ქონებრივი და კულტურული ბარიერები საშიში არ არის! რა მოხდა თუ რიტომ აღიარა, რომ მისი გული უკვე ეკუთვნის თანაკლასელსა და დიდი ხნის მეგობარ ჰარუნა საირენჯის. ყველაფრის მიუხედავად, ლალას აქვს გაცილებით უფრო ხარისხიანი და ფართო განათლება, რომლის ერთ ერთი პოსტულატიც გვაუწყებს, რომ პრინცესები ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ! [temo88]

Code: Breaker / Код: Крушитель / კოდი: გამანადგურებელი
ანონსი EP: 13 RUS
Code: Breaker / Код: Крушитель / კოდი: გამანადგურებელი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen,

აღწერა: ერთ დღეს Sakura Sakurakouj გაიხედავს ავტობუსიდან და დაინახავს როგორ იწვიან ცოცხლად ხალხო და მათ შუაში დგას ერთ ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე მისულ საკურას არავინ არ დახვდა დამწვრის კვალიც კი არ ყოფილა მეორე დღეს სკოლში შეხვდა სწორედ ის ბიჭი რომელმაც დაწვა ის ადამიანები და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი! © afafaf

Blue Dragon / Синий Дракон / ლურჯი დრაკონი
ანონსი EP: 102 RUS
Blue Dragon / Синий Дракон / ლურჯი დრაკონი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ახალგაზრდა ბიჭი შუ აღმოაჩენს, რომ მას აქვს ჩრდილის რაინდების შესაძლებლობა - მას შეუძლია ლურჯი დრაკონის მოხმობა (საჭიროა მხოლოდ მისთვის ტაფის თავში ჩარტყმა) და მისი საშუალებით ბრძოლა. როგორც ყოველთვის, სამყარო ჯოჯოხეთისკენ მიექანება - დიდი სამეფოს ბოროტი მეფე, რომელიც ძალიან გავს გობლინს, იწყებს ომს და სურს გაანადგუროს, ან დაიმორჩილოს ყველა ჩრდილის მეომარი. მის მხარეს იბრძვის რობოტების, სამხედრო მანქანებისა და “ხელოვნური ჩრდილების” მფლობელ მებრძოლთა მთელი ჯარი. [temo88]

Kekkaishi / Barrier Master / Заградители / ბარიერების მასტერები
ანონსი EP: 52 RUS
Kekkaishi / Barrier Master / Заградители / ბარიერების მასტერები

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Shounen,

აღწერა:
თოთხმეტი წლის იოსიმორი და თექვსმეტი წლის ტოკინე არიან სუმიმურასა და იუკიმურას ოჯახების მემკვიდრეები, ბარიერების ოსტატების შთამომავლები. მათი წმინდა ვალია აიაკაშების – კარაზუმორის აკადემიის ტერიტორიაზე შეჭრილი სულების, დაჭერა და განეიტრალება. საქმე იმაშია, რომ სკოლის შენობა მდებარეობს კარაზუმორის ოჯახის ტერიტორიაზე, რომელმაც ერთ დროს დიდი ძალა დააგროვა და ამ ტერიტორიაზე, საკუთარი სასახლის ქვეშ დამარხა. ამ ენერგიის ზემოქმედებით კი ყველა სული უფრო ძლიერი და აგრესიული ხდება, რის გამოც ბარიერების ოსტატების მრავალი თაობა დაუღალავად ებრძვის სტუმარ მოჩვენებებს... [temo88]

Slam Dunk / Коронный Бросок / სამეფო ტყორცნა
ანონსი EP: 101 RUS
Slam Dunk / Коронный Бросок / სამეფო ტყორცნა

გამოსვლის წელი: 1993
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen, Sports,

აღწერა: ხანამიჩი საკურაგი ჩვეულებრივი საშუალო სკოლის მოსწავლეა, ჭირვეული და ტრაბახა, მაღალი ტანის, მქუხარე ხმითა და წითური თმით. უბედურება იმაშია, რომ მას არ უმართლებს სასიყვარულო საქმეებში - ასზე მეტმა გოგომ უთხრა უკვე უარი. მას შემდეგ რაც სოიხოკუს უფროს სკოლაში გადავიდა, იგი შეხვდა ოცნების გოგონას - მშვენიერ ჰარუკო აკაგის, რომელიც დანახვისთანავე სიგიჟემდე შეუყვარდა. იმისათვის, რომ მასზე შტაბეჭდილება მოეხდინა, სკოლის კალათბურთის გუნდს შეუერთდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ ქონდა ამ სპორტის შესახებ. მას შემდეგ რაც ჰარუკას ძმის - ტაკენორი აკაგის გუნდში მოხვდება, მიხვდება, რომ კალათბურთი მისი მოწოდებაა. [temo88]

1-24 25-48 ... 97-120 121-144 145-168 169-192 193-193