Menu

Haiyore! Nyaruko-san / Ползучий хаос Няруко-сан / მცოცავი უბედურება! ნიარუკო სან
ანონსი EP: 24 RUS
Haiyore! Nyaruko-san / Ползучий хаос Няруко-сан / მცოცავი უბედურება! ნიარუკო სან

გამოსვლის წელი: 2012, 2013
ჟანრები: Comedy, Fantasy, School Life,

აღწერა: გაიღვიძეს ერთხელაც დიადმა უძველესმა არსებებმა და აღმოაჩინეს რომ სამყარო უკვე სხვა ძალებს ეკუთვნის, ისინი კი უკვე დიდიხნის მივიწყებული არიან. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ღმერთები "კტულხუ" დაიშალნენ და სხვადასხვა გზას დაადგნენ - ზოგმა ხელოვნება აირჩია ზოგმა თამაშების ინდუსტრია, მაგრამ ყველაზე თაოსნებმა,ფხიანებმა გადაწყვიტეს გალაქტიკურ ინტერპოლში ემსახურათ. მათ მიიღეს დავალება დაეხმარონ ე.წ. ცისფერ პლანეტას, რომელსაც თავად ჯოჯოხეთის სატანა ემუქრებოდა! ბრძანების მიღებისთანავე მხოხავი ქაოსი ნიარლატოტეპი, ცეცხლოვანი კტუგხა და ხასტური გარდაისახებიან საყვარელ უფროსკლასელებად და იწყებენ ოპერაციის შესრულებას [severus]

Hataraku Maou-sama! / The Devil is a Part-Timer! / Сатана на полставки!
ანონსი EP: 13 RUS
Hataraku Maou-sama! / The Devil is a Part-Timer! / Сатана на полставки!

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Fantasy, Romance, Shounen,

აღწერა: ისტორაი იწყება ალტერნატიულ რეალობაში სადაც დემონთა მეფეს ანუ სატანას უნდა დაიპყროს კონტინენტი ენტე ისლა. ამ დროს გამოჩნდა გმირი ემილია, რომელიც მას შეაჩერებს და თითქოს მის განადგურებას ბევრი არ უკლია, მაგრამ სატანა მისი მსახურით გაიქცევა რაღაც პორტალით და აღმოჩნდება თანამედროვე იაპონიაში. მათ არ გააჩნიათ მაგიური ძალა და თავის გასატანად დემონთა მეფეს უწევს ბისტროში მუშაობა. ამ ყველა უბედურებას კი ის ახლავს თან, რომ იმ პორტალს გმირი ემილიაც გამოყვა და კვლავ ცდილობს, რომ დემონთა მეფე მოკლას, მაგრამ მასაც არა აქვს ძალა...

Dansai Bunri no Crime Edge / The Severing Crime Edge / Режущий грань добра и зла
ანონსი EP: 13 RUS
Dansai Bunri no Crime Edge / The Severing Crime Edge / Режущий грань добра и зла

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Romance,

აღწერა: უფროსკლასელი კირი ჰაიმურას მანიაკალურად უყვარს თმის გაკრეჭვა. მაგრამ დროთა განმავლობაში თითქოს დაავიწყდა მისი მისწრაფება როცა გაიგებს, რომ გორაკზე ცხოვრობს ძალიან გრძელთმიანი გოგონა. ისიც არ დააყოვნებს და მიაშურებს იმ სახლისკენ. იქ დახვდება გოგონა სახელად ივაი რომელსაც აქვს დაწყევლილი თმები და არცერთი აქამდე ნანახი მაკრატელი ვერ ჭრის მას თმებს. მაგრამ კირის აქვს მისი მანიაკი წინაპრისაგან დატოვებული მაკრატელი, რომელსაც უწოდებენ დაწყევლილ მაკრატელს და მისი საშუალებით კირი ადვილად შეჭრის თმას, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არაა რაც უფრო მეტად იყენებ დაწყევლილ ნივთს მით უფრო იზრდება მანიაკალური მიდრეკილებაც...

Devil Survivor 2 The Animation / Выжившие среди демонов 2
ანონსი EP: 13 RUS
Devil Survivor 2 The Animation / Выжившие среди демонов 2

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action,

აღწერა: კუძე ხიბიკი და მისი მეგობრები თავის ტელეფონზე საეჭვო აპლიკაციას იღებენ, მისი დახმარებით მოგდის ვიდეო როცა ვინმე შენი ნაცნობი დაიღუპება. მხიარული კომპანია მიხვდა რომ ეს აპლიკაცია უბრალო გასართობი არ არის, აღმოჩნდა რომ მისი საშუალებით მათ შეუძლიათ დემონების სხვა განზომილებიდან ხმობა ჩვენს სამყაროში. ასევე ირკვევა რომ დედამიწას საფრთხე ემუქრება და ეს აპლიკაციებიც სწორედ მის გადასარჩენადაა საჭირო, ხიბიკის და კოს მოუწევთ თავისი ტელეფონების დახმარებით მისი გადარჩენა. [severus]
P.S. "2" წერია იმიტომ, რომ ეს არის თამაშის მეორე ნაწილის ადაპტაცია

Date a Live / Рандеву с жизнью / სასიცოცხლო პაემანი
ანონსი EP: 22 RUS
Date a Live / Рандеву с жизнью / სასიცოცხლო პაემანი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Romance,

აღწერა: იაპონიაში არის საშინელი მიწისძვრები რაც დამანგრეველი შედეგების მომტანია. მიზეზი ფართო მასებისათვის არაა ცნობილი. ისინი უბრალოდ გაფრთხილებულები არიან, რომ ასეთ ვითარებაში სამალავებში უნდა გაიხიზნონ. ერთ ასეთ დროს, ანიმეს მთავარი გმირი, შიდო იცუკა შემთხვევით გაიგებს, რომ ეს ყველაფერი არის სულების ბრალი. ისინი ჩვენს დროში გადმოდიან და აურზაურს აწყობენ. შემთხვევით შიდო მოახერხებს სულთან დაკავშირებას და პაემანზე დაითანხმებს, ამ დროს აკოცებს და სულს ძალა დაებლოკება. ამის გამო სპეციალური ორგანიზაცია მას სამუშაოდ აიყვანს. ახლა შიდოს უწევს სხვადასხვა საშიშ სულებთან პაემანზე სიარული რათა მათი ძალები დაბეჭდოს და აიცილოს ნგრევა და მსხვერპლი.

Dragon Ball / Dragonball / Драконий жемчуг / Драгонболл / დრაკონის ბურთი
ანონსი EP: 606 RUS
Dragon Ball / Dragonball / Драконий жемчуг / Драгонболл / დრაკონის ბურთი

გამოსვლის წელი: 1986, 1989, 1996, 2009
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ძალზედ პოზიტიური ანიმეა - მას შედევრიც კი შეიძლება ეწოდოს. მთავარი გმირია გულკეთილი მაგრამ ამასთანავე მოსულელო ბიჭი სახელად გოკუ. ძალიან კარგი ისტორიაა, რომელის ნახვაც ნებისმიერს შეუძლია. მთელი სიუჟეტი არის ბრძოლებზე, დაამარცხებ ერთ მოწინააღმდეგეზე და შემდეგ მალევე ახალი მოწინააღმდეგე ჩნდება რომლიც უნდა დაამარცხონ.

ძირითადი ისტორია არის გოკუს და მათი მეგობრების მოგზაურობა რომელიც დრაკონის მარგალიტებს ეძებს, ლეგენდის თანახმად თუ ყველა დრაკონის მარგალიტს შეაგროვებ გაჩნდება დრაკონი რომელიც 1 ნებისმიე სურვილს შეგისრულებს, სულ ასეთი დრაკონის მარგალიტები შვიდი ცალია. ძალზედ ჩამთრევი ანიმეა რამოდენიმე სერიას რომ ნახავ უკვე აღარ შეგიძლია გაჩერდე სანამ ბოლომდე არ უყურებ, არაფერზე გადაგაქვს ყურადღება შენ მოგზურობ ჩვენს გმირებთან გოკუსთან, კირილენთან, იამაჩასთან და მათ მეგობრებთან. დრაგონბოლი სიონინის მეფეა მან მთელი ეპოქა შექმნა, თავად ეს ჟანრი სიონინი დრაგონ ბოლის არსებობის გამო ჩამოყალიბდა.

Chuunibyou demo Koi ga Shitai! / Я не от мира сего, но тоже хочу любить
ანონსი EP: 24 RUS
Chuunibyou demo Koi ga Shitai! / Я не от мира сего, но тоже хочу любить

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: იუტა ტოსაგი ჩვეულებრივი მაღალ კლასელია, მაგრამ მას აქვს შავ-ბნელი წარსული. დაწყებითებში ის იყო ჩაციკლული ანიმეებში და თავს ბნელეთის მბრძანებლად ასაღებდა, რათქმა უნდა არავის არ უნდა ასეთ დამთხვეულთან მეგობრობა. და ახლა როცა სახლიდან საკმაოდ მოშორებულ სასწავლებელში ჩააბარა იფიქრა, რომ ამოისუნთქა და წარსული ჩააბარა წარსულს, მაგრამ სახლიდან "მისი უდიდებულესობის" ნივთების გატანისას უკანასკნელას განასახიერა ბნელეთის მბრძანებელი და თითქოს ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა, მაგრამ იუტას არც აქ მოასვენა წარსულის აჩრდილმა მის კლასში აღმოჩნდა გოგონა, რომელიც ისეთივე "სენით" აღმოჩნდა დაავადებული როგორითაც იუტა იყო შეპყრობილი და თან ამ გოგომ გაიგონა წინა ღამით იუტას ბოდიალი და ახლა წყვდიადის მბრძანებლად მოიხსენიებს, იუტას მიზანია როგორმე გააჩეროს ეს გოგონა და თან ისე რომ კლასელებმა არ შეიტყოს მისი წარსულის შესახებ...

Spice and Wolf / Волчица и пряности / მგელი და სანელებელი
ანონსი EP: 25 RUS
Spice and Wolf / Волчица и пряности / მგელი და სანელებელი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Romance,

აღწერა: ადამიანებს უყვართ დედაბუნებაზე გამარჯვება. მიკარგული სოფლის გლეხებმაც კი თანამედროვე ტექნოლოგიები არჩიეს მგელი-ქალღმერთი ხოროს მფარველობას, რომელიც მათ მოსავალს ათასი წლის განმავლობაში იცავდა. მთლად მოიწყინა ქალღმერთმა, თუმცა უძველესი შეთანხმების შეწყვეტა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ, რომელთაც მის შესახებ დიდი ხნის წინ დაივიწყეს. მოულოდნელად კი მას გაათავისუფლებს ვიღაც ლოურენსი – სიმპატიური, მოხერხებული და საკმაოდ გონიერი ბიჭი, ტიპიური მოხეტიალე ვაჭარი. ქალღმერთმა მიიღო ახალგაზრდა გოგოს სახე და ლოურენსს სთხოვა იგი ჩრდილოეთში, მშობლიურ მხარეში წაეყვანა, იმ პირობით, რომ ახალგაზრდა ვაჭარი ამით არაფერს იზარალებდა. [temo88]

Tasogare Otome x Amnesia / Сумеречная Дева и Амнезия / შებინდების ქალწული და ამნეზია
ანონსი EP: 13 RUS
Tasogare Otome x Amnesia / Сумеречная Дева и Амнезия / შებინდების ქალწული და ამნეზია

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Seinen,

აღწერა: აკადემია სეიკოში წლიურ მოხსენებებში ბევრი სასწაული, შემაძრწუნებელი ლეგენდები და საშიში ისტორიები ხვდება, რომელთაგან უმრავლესობაში ფიგურირებს ადგილობრივი მოჩვენება იუკო. გასაკვირი არაა, რომ სკოლაში შექმნილია პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი კლუბი, სადაც მთავარ ძალას წარმოადგენს 13 წლის ბიჭი, ექსტრასენსი ტეიჭი ნიია, რომელიც თავისუფლად ამყარებს კონტაქტს მიღმა სამყაროსთან. აგრეთვე ამ კლუბშია ერთი წლით უფროსი, ერთ ერთი ძველი ოჯახის წარმომადგენელი, აგრეთვე სულიერი შესაძლებლობების მქონე გოგო კირიე კანოე, ხოლო ენთუზიაზმი კი არ აკლია მის თანატოლ და კლუბის მდივან მომოე ოკონოგის. პრობლემა ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი იუკო კანოე უცხოს არავის უნახავს! [temo88]

Claymore / Клеймор / კლეიმორი
ანონსი EP: 26 ENG EP: 26 RUS
Claymore / Клеймор / კლეიმორი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Drama, Fantasy, Shounen,

აღწერა: იომი - ადამიანის მჭამელები, ბოროტი მონსტრები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ფორმის მიღება. ყველაზე ძლიერი და შეუკავებელი იომები ღიად ესხმიან თავს სოფლებს, ზოგი ადამიანთა საზოგადოებაში რომელიმე მოსახლის სახით ფარულად იპარება. კლეიმორი - ეს არის ნახევრად ადამიანი, ნახევრად იომი. მათ აქვთ ღია თმა და ვერცხლისფერი თვალები. კლეიმორებს შეუძლიათ იომის ამოცნობა და განადგურება. ყველა კლეიმორი მდედრობითი სქესისაა. ადამიანები უბრალოდ ადამიანები არიან. მათ ეშინიათ კლეიმორებისა და იომების. თუმცა პირველთა გარეშე მეორეებს ვერ გაუმკლავდებიან. ეს ისტორია იწყება კლეიმორ კლერისა და ადამიან ლაკის გაცნობით... [temo88]

Sakamichi no Apollon / Kids on the Slope / Дети на холме / ბავშვები ფერდობიდან
ანონსი EP: 12 RUS
Sakamichi no Apollon / Kids on the Slope / Дети на холме / ბავშვები ფერდობიდან

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Drama, School Life,

აღწერა: 1966 წელს კაორუ ნისიმი, საკმაოდ სერიოზული ახალგაზრდა ყმაწვილი დედაქალაქიდან საცხოვრებლად სამხრეთ იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურაში გადადის, სადაც თავიდან არაფერი მოსწონს: სიცხე, გარშემომყოფების მოდუნებული განწყობა, მათი არაშესაფერისი საუბრის მანერა, სკოლამდე მისასვლელი აღმართიც კი. ”წესიერი” სათვალეებიანი ხუთოსანი კლასში არც თუ ისე თბილად მიიღეს და ”მაგარი ბიჭების” კანონიერ ნადავლად ჩათვალეს. ნისიმიმ ეს არაერთხელ შენიშნა და ყველაზე ცუდისათვის ემზადებოდა, თუმცა ადგილობრივ არანორმალურთან - სენტარო კავაბუტისთან შეხვედრა არა ფიზიკური დაშავებებით, არამედ მუსიკაზე დისკუსიითა და მცირეოდენი იმპროვიზაციით დასრულდა! [temo88]

Deadman Wonderland / Страна чудес смертников / მომაკვდავთა ატრაქციონი
ანონსი EP: 12 ENG EP: 12 RUS
Deadman Wonderland / Страна чудес смертников / მომაკვდავთა ატრაქციონი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Drama,
აღწერა: 21-ე საუკუნის დასაწყისში საშინელი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც თითქმის მთლიანი ტოკიო გაანადგურა, იაპონური საზოგადოება უსაშველოდ დაავადდა. სხვანაირად ვერ შეიძლება აიხსნას, თუ რატომ გაიხსნა უბედურებიდან 10 წლის შემდეგ 2023 წელს ქალაქის ნანგრევებში უზარმაზარი თემატური პარკი, შეთავსებით კი ქვეყანაში პირველი კერძო ციხე. ოფიციალური ვერსიით, პატიმრები იმის მაგივრად რომ ტვირთად დააწვნენ საზოგადოებას, დაკავებულები არიან საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობით, ტოკიოს აღდგენისათვის საჭირო თანხის შეგროვებაც კარგად მიდის. თუმცა მაყურებლებმა, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ “მომაკვდავთა ატრაქციონს”, არ იციან, რომ ამ ატრაქციონებსა და შეჯიბრებებში მსჯავრდებულები მართლა იღუპებიან. აი ელიტარული წრეებისთვის კი არსებობს გლადიატორთა ბრძოლები მიწისქვეშა არენაზე და ადამიანებზე ექსპერიმენტები, ისევე როგორც ძვირფას სახლებში... [temo88]

Durarara!! / Дюрарара!! / დურარარა!!
ანონსი EP: 60 RUS
Durarara!! / Дюрарара!! / დურარარა!!

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Shounen,

აღწერა: მიუხედავად სახელისა (რომელიც დრაკონის მთის იმპერატორს ნიშნავს), რიუგამინე Mიკადო წყნარი და მორიდებული ბიჭია. აქამდე ის წყნარად ცხოვრობდა დედაქალაქის გარეუბანში, ხოლო ბირჟაზე დგომასა და ღამის სეირნობას ინტერნეტით ურთიერთობა ერჩივნა. თუმცა გმირს სიახლე მოუნდა და მეგობრის რჩევით ჩააბარა რეირას უფროს სკოლაში, რომელიც იკებუკორაში მდებარეობს - ტოკიოს ერთერთ ყველაზე მხიარულ და საშიშ რაიონში. იქ მისვლის შემდეგ Mიკადო თითქოს სხვა სამხაროში გადაეშვა, ხოლო ძველი მეგობარი მასაომი კი, ვერგილიოს მსგავსად, უფრო და უფრო ღრმად ითრევს ამ ახალი საცხოვრებლის გარემოცვაში... [temo88]

Moretsu Uchuu Kaizoku / Bodacious Space Pirates / Лихие космические пираты
ანონსი EP: 26 RUS
Moretsu Uchuu Kaizoku / Bodacious Space Pirates / Лихие космические пираты

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,

აღწერა: კაცობრიობა გაიფანტა კოსმოსში და თანდათან კოლონიებმა მოისურვეს დამოუკიდებლობა. ომის მიმდინარეობისას პლანეტა ”დილის ვარსკვლავის ზღვა”, რომელიც მდებარეობს ტაო-კიტის სისტემაში, გასცემდა ბევრ კაპერულ მოწმობებს, რათა შეევსო პატარა სამხედრო ფლოტი. სამხედრო მოქმედებები მიწყნარდა, მეკობრეებმა ჩრდილში გადაინაცვლეს, საერთო ჯამში კი ”დილის ვარსკვლავს” რამოდენიმე ოფიციალური კაპერიღა დარჩა, მათ შორის კი ლეგენდარული ”ბენტენმარუ”, რომელიც ათეულობით წელი მშვიდობის შემდეგ მივიწყებულია ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან. მიუხედავად ამისა მთავრობა რეგულარულად უხანგრძლივებდა მათ პატენტს, რადგან თანამშრომლობა საჭირო და ორმხრივად მომგებიანი აღმოჩნდა. ყველაფერ ამის შესახებ გაიგო 15 წლის კატო მარიკამ, ელიტარული გოგოების აკადემია ”თეთრი ფენიქსის” მოსწავლემ. დამაგვირგვინებელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ იგი არის ”ბენტენმარუს ახალგარდაცვლილი კაპიტნის ერთადერთი შვილი და, პირატული ტრადიციების მიხედვით, უნდა უხელმძღვანელოს ხომალდის ეკიპაჟს!

”ოჯახური ფირმის” საიდუმლო მაცნეებმა, სპეცსამსახურებმა და პირატული კლანების მოგზავნილებმა მალევე გააცნობიერეს, რომ ბენტენმარუს კაპიტნის მემკვიდრე ლიდერად არის დაბადებული, გამბედავი და მტკიცე ხასიათის მქონეა, ამასთანავე შესანიშნავი მფრინავია. ხომალდის ეკიპაჟი, რომლებმაც სკოლაში მასწავლებლების ნიღაბამოფარებულქვეშ შეაღწიეს, რათა მომავალი კაპიტნისათვის საბოლოო გამოცდა მოეწყოთ, თავადაც გაოცებულები დარჩნენ: რატომ არის ადგილობრივი იახტ-კლუბის სასწავლო ხომალდი ყოფილი კრეისერი, ხოლო მოსწავლეთა ნახევარი კი თავიდანვე შავ სიაშია შესატანი? ყველაფერი მარტივად არ არის, ხოლო ზუსტად კი მხოლოდ ორი რამის თქმა შეიძლება: პირველ რიგში, მარიკა აუცილებლად გახდება კეთილშობილი მეკობრეების მეთაური, მეორე კი ის არის რომ წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება! [temo88]

Summer Wars / Летние войны / საზაფხულო ომები
ანონსი EP: 1 RUS
Summer Wars / Летние войны / საზაფხულო ომები

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy,

აღწერა: В недалёком будущем почти треть планеты переселилась в виртуальную «страну ОЗ», где миллионы аватаров день за днем играют, общаются, торгуют, работают и даже творят высокую политику. Многие чувствуют себя в ОЗ куда увереннее, чем «в реале», и среди них 17-летний Кэндзи Койсо – типичный юный математик и программист. В свои последние летние каникулы Кэндзи привычно терзал очередной код, когда внезапно получил предложение, от которого нельзя отказаться. Еще бы – Нацуки-сэмпай, первая красавица школы, попросила поехать с ней в префектуру Нагано и чем-то помочь в родовом гнезде, поместье Дзинноути, куда на 90-летие матриарха клана уже съезжаются многочисленные родственники.

Welcome To The NHK / Добро пожаловать в Эн.Эйч.Кэй
ანონსი EP: 24 RUS
Welcome To The NHK / Добро пожаловать в Эн.Эйч.Кэй

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Drama,

აღწერა: სატო ტაცუხირო ჰიკიმორია. ეს იმას ნიშნავს, რომ არც მუშაობს, არც სწავლობს, უჭირს სხვებთან ურთიერთობა და სახლიდან თითქმის არ გადის - სატოს იაპონიაში მოდური ”კარჩაკეტილობის სინდრომი” ჭირს. 22 წლის უკვე ჩამოყალიბებული უიღბლოა: სჯერა მსოფლიო შეთქმულების და პანიკის შეტევები სჭირს ხალხმრავალ ადგილებში. თუმცა, იქნებ ეს ყველაფერი გამოსწორებადია?

ერთხელ სატოსთან მივლენ მისიონერები, რომლებიც დაატარებენ ბროშურებს და ახალგაზრდა შეიძლები მისი შველა. თუ სატო კონტრაქტს ხელს მოაწერს და ზუსტად ამ კონტრაქტის მიხედვით მოიქცევა (პირობების დარღვევისათვის ჯარიმა ერთი მილიონი იენია), მალე ჰიკიმორი აღარ იქნება და ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს... [temo88]

The Melancholy of Haruhi Suzumiya / Меланхолия Харухи Судзумии
ანონსი EP: 28 RUS
The Melancholy of Haruhi Suzumiya / Меланхолия Харухи Судзумии

გამოსვლის წელი: 2006, 2009
ჟანრები: Comedy, School Life, Fantasy,

აღწერა: ”მე სრულიად არ მაინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანები” – განუცხადა ჰარუჰა სუძუმიამ პირველივე სასწავლო დღეს თავის ახალ კლასელებს; იგი თანახმაა ელაპარაკოს მხოლოდ უცხოპლანეტელებს, დროში მოგზაურებსა და ექსტრასენსებს. საჭიროა კი ექსტრასენსობა რომ გაიგო რომ ეს ყველაფერი სიმართლეა? რა თქმა უნდა კი! თქვენს წინაშეა ანიმეს ყველაზე ექსტრაორდინალუეი გმირი და მისი არანორმალური ”ჯგუფი სოს”! [temo88]

Code Geass: Lelouch of the Rebellion / Код Гиас: Восставший Лелуш / კოდ გიასი
ანონსი EP: 50 RUS
Code Geass: Lelouch of the Rebellion / Код Гиас: Восставший Лелуш / კოდ გიასი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Drama, Mecha,

აღწერა: იაპონიაში, რომელსაც ბრიტანიის იმპერიიამ დაიპყრო და შეეუცვალა სახელი - ზონა 11, ცხოვრობს უფროსკლასელი ლელუში პატარა დასთან ერთად - იგი თავად ბრიტანიის იმპერატორმა გადმოსახლა აქ და მან დაკარგა არა მარტო ტახტის მემკვიდრეობის უფლება, არამედ მშობელი დედაც. ლელუში თანატოლებისგან გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი წარმომავლობით, არამედ იგი არის ჭკვიანი და გონებამახვილი, მაგრამ სად უნდა გამოიყენოს მან თავისი შესაძლებლობები? და აი სრულიად შემთხვევით იგი აღმოჩნდება ტერორისტებისა და ბრიტანიის არმიის ბრძოლის ცენტრში. იქ იგი გაიცნობს სრულიად უცნაურ გოგონა C.C-ს რომელიც მას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანი - გეასს. ლელუში გადაწყვეტს შური იძიოს დედაზე და იწყებს ბრძოლას მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.

Persona 4 / Персона 4 / პერსონა 4
ანონსი EP: 37 RUS
Persona 4 / Персона 4 / პერსონა 4

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Fantasy, School Life,

აღწერა: უკვე მერამდენედ ჩავიდა მიყრუებულ დასახლებაში 17 წლის იაპონელი ბიჭი, რათა გაიგოს რა ხდება სინამდვილეში ამ მიყრუებულ მხარეში! ვერც კი მოასწრო ჩვენმა გმირმა, სახელად – იუ ნარუკამიმ, შეგუებოდა ბიძის სახლსა და ახალ სკოლას, რომ ქალაქი ინაბა შეძრა სერიულმა მკვლელობებმა,ამასთანავე გარდაცვლილები ჩამოკიდებულები იყვნენ ელექტროგაყვანილობებსა და ანტენებზე. დაიძრა ხმა შუაღამის არხზე, რომელზეც წვიმიან ღამეს ან საკუთარი საბედოს, ან მომავალი მსხვერპლის დანახვა შეიძლებოდა. რაღა თქმა უნდა, კლასელებს შორის აღმოჩნდნენ იოსუკე ხანამურა და ჰიპერაქტიური ტიე სატონაკა, რომლებმაც მალევე ჩაითრიეს საცოდავი ნარუკამი დიდ უსიამოვნებებში! [temo88]

Ao no Exorcist TV1 / Blue Exorcist / Синий Экзорцист / ლურჯი ეგზორცისტი
ანონსი EP: 26 ENG EP: 0 RUS
Ao no Exorcist TV1 / Blue Exorcist / Синий Экзорцист / ლურჯი ეგზორცისტი

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: 15 წლის რინ ოკუმურა ბავშვობიდან ცელქი ჩხუბისთავი იყო, მას მხოლოდ მღვდელი-მამინაცვალი აწყნარებდა და კიდევ ტყუპისცალ ძმასთან ურთიერთობა. რინი გეენის მმართველი სატანის შვილი აღმოჩნდა. ეკლესიის იერარქებს ტყუპისცალი ოკომურების განადგურებადა დაბადებისთანავე სურდათ, მაგრამ გავლენიანმა მამინაცვალმა ფიცი დადო, რომ ძმებს გაზრდიდა ისე როგორც ნორმალურ ადამიანებს, რითაც მან ახალშობილებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. სამწუხაროდ დედამიწაზე გამოცხადებულმა სატანამ მამინაცვალი მოკლა, რის შემდეგაც დაიწყო ძმების თავგადასავლები.

Kotonoha no Niwa / The Garden of Words / Сад Слов / სიტყვათა ბაღი
ანონსი EP: 1 RUS
Kotonoha no Niwa / The Garden of Words / Сад Слов / სიტყვათა ბაღი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Drama, Romance,

აღწერა: У 17-летнего Акиры Цубаки чувство к новенькой по имени Микото Урабэ зародилось постепенно и очень оригинально. Сказать, что Урабэ странная – значит сильно преуменьшить: девушка предпочитает сон обеду, чурается общения с одноклассниками, слышит голоса, а на приставания реагирует с помощью мгновенно выхваченных ножниц. Но судьба зла, и Цубаки пропал окончательно, когда от души попробовал слюну избранницы… с парты. Любовный недуг на неделю свалил с ног крепкого и здорового парня, а кризис произошел, когда сама Урабэ явилась домой к больному и поставила диагноз. Вот теперь герой конкретно попал!

Nazo no Kanojo X / Mysterious Girlfriend X / Загадочная девушка Х / იდუმალი გოგონა
ანონსი EP: 14 RUS
Nazo no Kanojo X / Mysterious Girlfriend X / Загадочная девушка Х / იდუმალი გოგონა

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: 17 წლის აკირა ცუბაკის ახალმოსული მიკოტო ურაბესადმი გრძნობა მოულოდნელად და ძალიან ორიგინალურად განუვითარდა. ძალიან რბილი იქნება ნათქვამი, რომ ურაბე უცნაურია: გოგოს ძილი ურჩევნია ჭამას, ერიდება კლასელებთან ურთიერთობას, ესმის ხმები, ხოლო თუ თავს აბეზრებენ ამაზე მომენტალურად ამოღებული მაკრატლით რეაგირებს. ბედი ბოროტია და ცუბაკი საბოლოოდ გაება მახეში, როდესაც გემო გაუსინჯა რჩეულის ნერწყვს... მისი მაგიდიდან. სიყვარულმა ერთ კვირაში წააქცია ჯანმრთელი ახალგაზრდა, ხოლო კრიზისი მაშინ დადგა, როცა ურაბე თავად ეწვია ავადმყოფს სახლში და დიაგნოზი დაუსვა. აი ახლა კი ჩვენი გმირი ნამდვილად გაება მახეში! [temo88]

Ouran High School Host Club / Хост-клуб Оранской школы / ოურანის სკოლის ჰოსტ კლუბი
ანონსი EP: 26 RUS
Ouran High School Host Club / Хост-клуб Оранской школы / ოურანის სკოლის ჰოსტ კლუბი

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,

აღწერა: რა ადვილად შეიძლება შეიცვალოს მოსწავლის ცხოვრება, თუ იგი გატეხს 8 მილიონი იენის ღირებულების ლარნაკს... სწორედ ასე შეიცვალა ჰარუკის, ჩვეულებრივი, ღარიბი ოჯახის შვილის ცხოვრებაც, რომელმაც მონდომებისა და შესანიშნავი აკადემიური მოსწრების წყალობით უფლება მიიღო განათლება მიეღო ელიტურ სკოლაში, სადაც ყველა მოსწავლე მდიდარი, ძალიან მდიდარი ოჯახიდანაა. იმის გამო, რომ თავი აერიდებინა მდიდრების მხრიდან დაცინვასა და ჭორებს, ჰარუკი თავშესაფარს მუსიკის კაბინეტში ეძებს, სადაც იმედოვნებს რომ მშვიდად შეძლებს გაკვეთილების მომზადებას. საუბედუროდ იგი მოხვდება მხარდაჭერის კლუბში, სადაც სხვადასხვა ტემპერამენტის სიმპატიური ახალგაზრდები თავის კლიენტებს ეხმარებიან დროის სასიამოვნოდ გატარებაში - მხოლოდ თავისი თანდასწრებით, ჭიქა ჩაისთან ერთად სასიამოვნო საუბრით ან კიდევ ... ყველას თავისი მეთოდი აქვს. [temo88]

History's Strongest Disciple Kenichi / Сильнейший в истории ученик Кэнъити / კენიჩი
ანონსი EP: 50 ENG EP: 50 RUS
History's Strongest Disciple Kenichi / Сильнейший в истории ученик Кэнъити / კენიჩი

[b]გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Comedy, Shounen,

აღწერა: შორეულ იაპონიაში ცხოვრობდა კენიჩი სირახამა, რომელსაც არც ძალა ქონდა, არც მეგობრები ყავდა. სკოლაში დასცინიან და დამამცირებელ მეტსახელებს ეძახიან, თვითშეფასება - უარესი არ შეიძლება, კომპლექსები კი უამრავი ქონდა... იგი კარატის კლუბის წევრი გახდა, თუმცა აქ ჯარზე უარესი სიტუაცია დახვდა და ხან ბოქსის ტომრად, ხან კიდევ დამლაგებლად იყო. სულ დაიკარგებოდა ბიჭი, დილით რომ ერთ მშვენიერ გოგოს არ შეხვედროდა, რომელმაც მექანიკურად მოისროლა სამი მეტრის მოშორებით, როდესაც კენიჩი შემთხვევით უკნიდან დაეჯახა. [temo88]

1-24 25-48 ... 553-576 577-600 601-624 625-648 649-672 ... 841-864 865-878