Menu
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama,
აღწერა: ჩვეულებრივი იაპონელი მოქალაქე ოკაძიმა როკურო მივლინებით მიემგზავრება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში: დანიშნულების ადგილზე უნდა მიიტანოს ძალიან მნიშვნელოვანი დისკი. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ხომალდს თავს ესხმიან მეკობრეები და როკურო ტყვედ აჰყავთ. იმისათვის რომ სახელი არ შეელახოთ, კომპანია გადაწყვეტს დისკი თავიდან მოიშორონ თანამშრომელთან ერთად. გადარჩენის მიზნით როკი გადაწყვეტს ითანამშრომლოს მეკობრეებთან და ახლა იგი “შავი ლაგუნის” თანამშრომელია! ისინი ერთად ებრძვიან დაქირავებულ მკვლელებს, ვერტმფრენებსა და ხომალდებს, შემდეგ კი მიემართებიან ნაცისტური გერმანიის საიდუმლო წყალქვეშა ნავის საძებრად. [temo88]
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,
აღწერა: დიდი ხნის წინ, ქვეყანაში, რომელიც ძველ ჩინეთს მოგვაგონებს, ცხოვრობდა შვიდი დიადი მეომარი, რომლებმაც კაცობრიობა ქაოსისგან იხსნეს. თითოეულ მათგანს ქონდა ვარსკვლავის ფორმის ნიშანი, თუმცა მათ შორის ორნი ყველაზე მაღლა იდგა: ხაგუნი - ”არმიის გამანადგურებელი” და ტენრო - "მწყურვალი მგელი”. მათი ძალა იმდენად საშინელი იყო, რომ ღმერთებმა გადაწყვიტეს ეს სულები ერთდროულად აღარასდროს გამოეძახათ, რადგან მათ მეცილეობას შეეძლო სამყარო დაეღუპა. გავიდა საუკუნეები, აკრძალვები შესუსტდა, ხოლო მშვიდობიან მიწებზე კი აღმოცენდა კენის იმპერია, ეომლის გენერალიც ტენროს განსახიერებაა.
”შავი მგლები” - სამხედრო იმპერიის ელიტა, ოფიციალურად ჩადიან უამრავ უკანონობას, ამით კი იძულებულს ხდიან გარშემო ქვეყნებს, რომ მათ დაემორჩილონ. ტენროს შეჩერება მხოლოდ ხაგუნს შეუძლია, რომელის რეინკარნაციაა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მებრძოლი ტეიტო, ლოტუსის ხრამის აღსაზრდელი. 16 წლის ტეიტო ფეთქებადი, მაგრამ სამართლიანი ახალგაზრდაა, აქვს ჯადოსნური ნიშანი და ჰყავს მომხიბლავი და, აი ქარიზმა კი ნახევარ კონტინენტსაც ეყოფა. გასაკვირი არაა, რომ რეინკარნირებულ ჰაგუნს მალევე შეუერთდებიან ხუთი მეომარი – ყველა სხვა გმირის განსახიერებები. ასე მიემართება ეს სუპერ ჯგუფი წმინდა ლაშქრობაში... [temo88]
გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama,
აღწერა: მას შემდეგრაც ახალგაზრდა ფუუმ დედა დაკარგა,ერთი წელი მუშაობდა საჩაიეში, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა გამგზავრებულიყო იმ ადამიანის საძებნელად რომელიც სავარაუდოდ დამნაშავე იყო მის ყველა უბედურებაში.ფუუს გააჩნდა საიმედო კვალი: სამურაი, რომელსაც მზესუმზირის სუნი ასდიოდა. მაგრამ როგორ უნდა გადარჩე იაპონიაში ედოს ეპოქაში, როდესაც ყველა მოსახვევში ბანდიტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მოგიტაცონ და ბორდელში გაგყიდონ, ხოლო ერთადერთი მეგობარი კი მფრინავი ციყვი გყავს. © lucius_malfoy
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Comedy, Romance,
აღწერა: ტყუილად კი არ ამბობენ რომ იაპონური სკოლის სისტემა ყველაზე რთული და სასტიკია. სულ ახლანს მოხვდა მომდევნო სამყაროში ბიჭი გვარად ოტონასი (სახელი დაავიწყდა) და აქ კვლავ სკოლაა! თუმცაღა, მიუხედავად ლამაზი ფასადისა, სკოლა გამოსასწორებელ კოლონიას უფრო გავს იმათთვის, რომლებმაც ეს სამყარო ძალიან ადრე დატივეს და ვერ მოასწრეს (ან არ მოინდომეს) “რეალური საზოგადოების” წესებისა და კანონების შეთვისება. ამაში ჩაებმება ახალი აღსაზრდელიც, ისწავლის მარშით სიარულს და გეგმიურ კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას და დროა დაგროვილი კარმის თანახმად ეტაპზე გამგზავრების დროა. მაგრამ რატომღაც ეს ყველა აღსაზრდელს არ მოსწონს... [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,
აღწერა: 17 წელი გავიდა სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, თუმცა მშვიდობა ძალიან სათუთია. სხვადასხვა ადგილას გაისმის აფეთქებების ხმა, რომლებიც თეთრთმიანი ბავშვების მოწყობილია - ღმერთები ტესიკიდან დევნილებისათვის, დანარჩენებისათვის კი მკვლელები. ერთხელაც სენტანის ცაზე გამოჩნდა ჩრდილოეთის სამეფოს ხომალდები, რომლებიც სამხედრო მოქმედებების დაწყების მაცნეა.
უფროსკლასელ აკიუკისა და მისი მეგობრების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, როდესაც მათი ქალაქი “ჩელოფორმების” თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებიც ჩრდილოეთის სახელმწიფოს ხომალდებიდან ჩამოყარეს. უფრო ადრე კი აფეთქდა სასკოლო ავტობუსი და აკიუკი იქცა ქსამდად წოდებულ არსებად. ტესიკელმა ნაკიამიმ იგი იხსნა ქვად ქცევისაგან და თან წაიყვანა.
აკიუკი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური სენტანი და გამხდარიყო დამოუკიდებელი საფოსტო ხომალდის “ზანბანის” ეკიპაჟის წევრი. ახლა ახალგაზრდას მოუწევს ქსანდთან ერთად ცხოვრების სწავლა და იმის გარკვევა თუ რა სურს ამ არსებას. ამ დროს კი კუნძული სენტანი იქცევა სამხრეთ სახელმწიფოს ახალი იარაღის შესაქმნელი ბაზად... [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Drama, Romance,
აღწერა: Главный герой - Коноха Иноуэ - выглядит обычным старшеклассником. Его школьная жизнь могла бы показаться совершенно неинтересной, если бы не хранимый им секрет - он хотел стать писателем - автором женских романтических бестселлеров. Однако после одного неприятного эпизода, произошедшего два года назад, он поклялся себе никогда больше не писать.
Все меняется, когда он переходит в новую школу. Президент литературного кружка Токо Амано буквально вынуждает его вступить в клуб. Токо питается книгами, поэтому теперь каждый день после занятий Коноха пишет для нее новую литературную пищу.
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Drama, Fantasy, Mecha,
აღწერა: ასეულობით წლის განმავლობაში ადამიანები ღრმა გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ მიწისძვრებისა და გამოქვაბულის ჩამონგრევის შიშში. ერთერთ ასეთ მიწისქვეშა სოფელში ცხოვრობს სიმონი და მისი ”სულიერი აღმზრდელი” – ახალგაზრდა კამინა. კამინას სჯერა, რომ ზემოთ სხვა სამყარო არსებობს, ყოველგვარი კედლებისა და ჭერის გარეშე. მისი ოცნება იქ მოხვედრაა. მისი ოცნება საფუძველმოკლებულ ფანტაზიად რჩება სანამ ერთ მშვენიერ დღეს სიმონი შემთხვევით ბურღს არ იპოვის... უფრო სწორად კი მიწისქვეშ ჩამარხული უცნაური სახის გასაღებს. იმავე დღეს მოხდება მიწისძვრა და გამოქვაბული ჩამოინგრევა – ასე იწყება სიმონის, კამინასა და მათი კომპანიონების ეპიკური მოგზაურობა ახალ სამყაროში: სამყაროში ღია ცის ქვეშ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Ecchi,
აღწერა: საშინელი დაავადება, რომელიც ადამიანებს ზომბებად აქცევს, თავისუფლებაზე გამოიჭრა. უბედურება შეუმჩნევლად დაატყდა თავს ფუძიმის აკადემიასაც, სადაც მხოლოდ მცირეოდენმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეძლეს სიტუაციაში გარკვევა და ცოცხალ მკვდართა ბრბოდან გაქცევა. გადარჩენილთა გზები ერთმანეთისაგან გაიყარა. სიუჟეტის ცენტრში ექცევა გადარჩენილთა მცირე ჯგუფი, რომლის უნებლიე ლიდერია 17 წლის ტაკასი კომურო, რომელიც ყველაფრისათვის მზად არის, რათა გადაარჩინოს ბავშვობის მეგობარი გოგო რეი მიამოტო. თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე მათ უერთდებიან სხვა მოსწავლეებიც - კენდოს კლუბის პრეზიდენტი საეკო ბუსუძიმა, იარაღის ფანი კოტა ხირანო და თვითაღიარებული გენიოსი საია ტაკაგი. როდესაც მათ რიგებს შეუერთდება სკოლის მედდა სიძუკი მირაკავა, ისინი გარბიან ქალაქში, აქ კი ყველაფერი უარესადაა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Comedy, Romance,
აღწერა: რისა კოიძუმი და აცუსი ოტანი ერთ კლასში სწავლობენ, მათ ერთიდაიგივე მომღერალი უყვართ, ისინი ერთნაირ კოქტეილს ირჩევენ და ერთნაირი ატრაქციონები უყვართ. მათ მსგავსი იუმორის გრძნობა აქვთ. ძალიან ბევრ რამეში მათი გემოვნება ემთხვევა. ყველა მათ მეგობარს გონია რომ ისინი იდეალური წყვილია.
არის მხოლოდ ერთი დიდი "მაგრამ" სიმაღლეში განსხვავება, რისა ბიჭზე 14 სანტიმეტრით მაღალია. ასე რომ ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა მათი რომანტიული კავშირი? კავშირი "ჟირაფსა" და "ქონდრისკაცს" შორის?..
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Seinen,
აღწერა: უფროსკლასელს იაგამი ლაითს ამ ცხივრებაში აქვს ყველაფერი რაც მას ჭირდება: ის მშვენივრად სწავლობს სკოლაში, ძალიან პოპულარულია გოგოებში და ყავს მშვენიერი მშობლები. მაგრამ ალბათ სწორედ ამის გამო მას უჭირს ცხოვრება ასეთ უსამართლო სამყაროში და ასეთ ერთფერპვნებაში. მაგრამ ერთხელაც ის იპოვის უცნაურ შავ რვეულს და გაიცნობს მის მფლობელს სიკვდილის ღმერთ რიუკს. ამ რვეულის წყალობით ის ხდება დაუნდობელი მკვლელი რომელიც სჯის ყველა დამნაშავეს. ხოლო ამ რვეულის წესების შესწავლის შემდეგ ის უკვე თავისუფლად გაურბის პოლიციას მანამ სანამ არ გამოჩნდება "L"
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Drama,
აღწერა: Маргинальная семейка Фрименов переезжает из черного как смоль Южного Чикаго в благополучный белый пригород. Это станет не только источником многочисленных комедийных ситуаций, но и причиной больших проблем. Судите сами, как можно спокойно жить с такими соседями…
Младший Фримен рисует граффити на белых стенах белых соседей и обожает гангста-рэп, пока не узнает о нетрадиционной ориентации своих кумиров. Его брат настаивает, что Иисус был черным, Рональд Рейган — дьявол, а правительство скрывает настоящую правду о терактах 11 сентября. А их дедушка, вместо того, чтобы вправлять внукам мозги, заводит роман с юной стриптизершей... Добро пожаловать в гетто!
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Drama,
აღწერა: ისტორია იწყება 2436 წელს, ადამიანების მიერ მზის სისტემის მიტოვებისა და ბალკანის სისტემაში გადასახლებიდან 350 წლის შემდეგ. ტყუპი ძმები ტორი და რაი მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ კოსმიურ კოლონია იუნონაში, პლანეტაზე რეია. ერთხელ, სახლში დაბრუნებულ ძმებს მშობლები მოკლული დახვდათ. ამის შემდეგ კი, გაურკვეველი მიზეზებით, ძმები გაგზავნეს პლანეტაზე ხიმერა, ცნობილი, როგორც ”მხეცთა მეფის პლანეტა”.
ხიმერა ველური პლანეტაა, დაფარული ხორცისმჭამელი მცენარეებით. აქ სახლობენ სიკვდილმისჯილი პატიმრები. მალევე ირკვევა, რომ ერთადერთი გზა პლანეტის დასატოვებლად არის გადარჩენა და ”ცხოველთა მეფედ” გახდომა. თუმცა, მხოლოდ ასე შეუძლიათ ძმებს გაარკვიონ, თუ რა იფარება მშობლების მკვლელობის უკან. [temo88]
გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,
აღწერა: Десятилетний Бен Теннисон вместе с двоюродной сестрой Гвен и дедушкой Максом проводит школьные каникулы за городом. Случайно он находит наручные часы, оказавшиеся инопланетным прибором Омнитрикс. Конечно, Бен сразу надел его на руку и обнаружил, что может превращаться в одного из 10 космических супергероев! Теперь Бен должен научиться контролировать Омнитрикс, овладеть уникальными способностями супергероев, научиться работать в команде с Гвен и Максом. Выбор супергероев становится всё больше, а подстерегающие опасности всё страшнее — Земле грозит нашествие инопланетных злодеев!
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action,
აღწერა: ნიშიზუმი მიხო არის თანკისტთა შვიდი ოჯახიდან ერთერთის შტამომავალი უფროსკლასელი. საქმე იმაშია, რომ მიხო არ აპირებს ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას, რადგან ბავშვობაში რაღაც შეემთხვა და მის მეხსიერებაში ღრმა კვალი დატოვა. იმისათვის, რომ ტანკებთან არაფერი საერთო ქონოდა, იგი სხვა ქალაქში გაემგზავრა. მიხოს არ გაუმართლა, რადგან სწორედ ამ წელს განახლდა მის სკოლაში ტანკის მართვის პრაქტიკები. პრაქტიკაში მონაწილეობის მიღება სავალდებულო არაა, თუმცა არსებობს ერთიი პრობლემა. სკოლაში ტანკთან მოპყრობა მხოლოდ მან იცის და საუბედუროდ ეს სხვებმაც იციან. [temo88]
გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Adventure, Drama, Magic,
აღწერა: ფილმის მოქმედება ვითარდება ზღაპრულ სამყაროში, რომელიც გარეგნულად მეცხრამეტე საუკუნის ევროპას მოგვაგონებს. ამ სამყაროში, მაგია და ტექნიკა ერთდროულად ვითარდება.
სწორედ ასეთ სამყაროში ცხოვრობს სოფი. სოფი 18 წლის, ადრე დაობლებული, მექუდეა. ცოტა ხანში გავრცელდება ხმები ქალაქის მახლობლობაში დასახლებული მისტიური მაგის, ჰაულის, შესახებ. ერთ დღესაც, როდესაც სოფი გადაწვიტს თავის უმცროს დას ესტუმროს, მას გზად ორი ჯარისკაცი გადაეღობება. სწორედ ამ დროს, სოფი პირველად შეხვდება ჰაულს, რომელიც მას დაეხმარება ჯარისკაცების თვიდან მოცილებაში. ჰავლი მას პირველივე დანახვით შეუყვარდება. იმავე საღამოს, ქუდების მაღზიაში, სოფის ესტუმრა ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ასევე "შეყვარებულია" ჰაულში და ამ მიზეზით სოფის წყევლას დაადებს, რომლის გამოც ის ბებიად გადაიქცევა. წყევლის გასაუქმებლად, იგი სამოგზაუროდ წავა. გზად გოგონა მოჯადოებულ საფრთხობელას იპოვის, რომელიც სოფის ჰავლის სახლისაკენ გაუძღვება... [Devastation]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen,
აღწერა: ერთ-ერთ იაპონურ სკოლაში არის უფროსკლასელთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულები არიან ძალიან აქტიური გოგო, განვითარებული ინტუიციის მქონე ბიჭი და კომპიუტერული გენია, ხოლო მოგვიანებით კი მათ შეუერთდებათ მათ სკოლაში ახალგადასული მოსწავლე... თუმცა ახალგაზრდებს ესპერები, სხვა სამყაროდან მოსულები და უცხოპლანეტელები სულ არ ჭირდებათ, ისინი თანახმა არიან მიიღონ ნებისმიერი სახის დავალება, ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდანაც. სწორედ ესენი არიან ჩვენი გმირები - კაიმეის აკადემიის კეთილი საქმეების კლუბი. მათ უნდა მიმართოთ, თუ გსურთ იპოვოთ დაკარგული, აიმაღლოთ თვითშეფასება, გავუმკლავდეთ ვინც გაწყენინათ, გაიმარჯვოთ ტურნირში, ან მოუაროთ შინაურ ცხოველს, რომელიც სკოლაში მიიყვანეთ! [temo88]
გამოსვლის წელი: 1992
ჟანრები: Action, Comedy, Drama, Magic, Romance, School Life,
აღწერა: თანამედროვე იაპონია. ჩვეულებრივი იაპონელი სკოლის მოსწავლე გოგო ცუკინო უსაგე არის უძველეს ხანებში მცხოვრები, მთვარის სახელმწიფოს მფარველი მეომარი გოგოს სეილორ მუნის გარდასახვა. ახლა კი, ჩვენს დროში, იგი და სხვა მთვარის მეომრების რეინკარნაციები (საილორ მერკური, საილორ ვენერა, საილორ მარსი და საილორ იუპიტერი) კვლავ უნდა შეებრძოლონ თავიანთ დაუძინებელ მტერს – ბნელი სახელმწიფოს მბრძანებელს. ამასთანავე მათ უნდა იპოვენ სერენიტყ, მთვარის სახელმწიფოს პრინცესა. ამ რთულ საქმეში მათ ეხმარება კიდევ ორი მეომრის განსახიერება, რომლებიც კატებად გარდაისახნენ - ლუნა და არტემისი, აგრეთვე უძველესი ხმელეთის სახელმწიფოს პრინცის რეინკარნაცია ტაკსედო კამენი (ნიღაბი ფრაკში) და სტუდენტ ჩიბა მამორუ, რომლის მიმართაც უსაგის გულგრილი არ არის. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama, Magic,
აღწერა: 14 წლის მადოკა კანამე მშვიდად ცხოვრობდა თანამედროვე იაპონურ ოჯახში დედასთან - საქმიან ქალთან, მამასთან და პატარა ძმასთან ერთად. ყველაფერმი ერთმა გაუგებარმა სიზმარმა შეცვალა, სადაც ერთი შეხედვით მისი ტოლი შავთმიანი გოგო ებრძოდა ბოროტ ძალებს რაღაც ფანტასტიკურ სამყაროში. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ დილით მადოკამ ეს გოგო თავის სკოლაში ნახა და ახალმა ნაცნობმა, სახელად ხომურა აკემიმ პირდაპირ განაცხადა რომ არავინ უნდა ჩარეულიყო იმ საქმეში, რომელიც მათ არ ეხებოდათ. თუმცა რომელი პატიოსანი და სამართლიანი იაპონელი მოსწავლე დარჩება გულგრილი, როდესაც მის თვალწინ საყვარელ ცხოველს კლავენ, ჩვეულებრივი სამყარო კი, როგორც ჩანს, თანდათან ირევა?
ცნობილ რეჟისორს აკიიუკი სიმბოს დიდი ხნის განმავლობაში სურდა შეექმნა სერიალი გოგო ჯადოქრებზე, სადაც მის ფანტაზიას გზას ვერ გადაუღობავდა მისი კარიერული გზის გარკვეული დეტალები. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ სანახაობით, სადაც”ნანოხისა” და ”ნეგიმას” სიუჟეტების მიმდინარეობა ერწყმება ”ხიდამარის” მომხიბლაობას, ხოლო მოქმედება კი ვითარდება ”მონსტრების ისტორიისა” და ”დამწუხრებული მასწავლებლის” ვიზუალური შესანიშნავობის ფონზე. იქცევა თუ არა მადოკაზე ისტორია ჟანრის განვითარების ახალ საფეხურად, ამას მალე გავიგებთ! [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Comedy,
აღწერა: Сюжет «Пингвинов Мадагаскара» строится вокруг самопровозглашенных коммандос: Ковальского, Шкипера, Рико и Рядового, выполняющих ежедневные сверхсекретные операции на территории нью-йоркского зоопарка, иногда пробираясь в метро и подземные коммуникации. И когда отряд начинает думать, что город находится под их контролем, у них появляется новый шебутной сосед — король Джулиан.
გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Drama, Ecchi, Romance,
აღწერა: კოტა დიდი ხნის გამგზავრების შემდეგ დაბრუნდა ოკეანისპირა ქალაქში, სადაც ცხოვრობს მისი ბიძაშვილი და ბავშვობის მეგობარი გოგო იუკა. კოტა აპირებს ისწავლოს ადგილობრივ კოლეჯში. იუკაც, რომელსაც ბავშვობიდანვე გრძნობები აქვს მის მიმართ, იმავე კოლეჯში ჩააბარებს. იუკას ოჯახმა კოტას საცხოვრებლად ყოფილი სასტუმრო გამოუყო, იმ პირობით რომ იგი მას მოუვლიდა და დაალაგებდა. როდესაც მოსაღამოვებულზე წყვილი სასეირნოდ პლიაჟზე გადის, მათ წინ წყლიდან გამოდის შიშველი გოგო ალისფერი თმითა და პატარა რქებით, რომელსაც მხოლოდ “ნიუს” თქმა შეუძლია!
იგი იმდენად უმწეო და უწყინარი ჩანს, რომ უცნობი, რომელსაც კოტამ და იუკიმ პირდაპირვე ნიუ შეარქვეს, ბიჭმა სახლში წაიყვანა. ახალგაზრდებს წარმოდგენაც არ აქვთ, რომ თავშესაფარი მისცეს სასიკვდილოდ საშიშ დიკლონიუსის რასის წარმომადგენელ ლუსის, რომელმაც ათეულობით მცველის დასახიჩრებისა და მოკვლის გზით გამოაღწია ექსპერიმენტული ლაბორატორიიდან და იძებნება პოლიციისა და სპეცსამსახურების მიერ, რომელთაც ბრძანება აქვთ მისი განადგურება პოვნისთანავე. [temo88]
გამოსვლის წელი: 2001
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen, Sports,
აღწერა: რიომა ეჩიზენი არის ტენისის სამყაროში გენიოსი. ის სწავლობს იაპონიის კერძო სკოლა სეიგაკუში რომელიც მისი ტენისის გუნდით არის სახელგანთქმული. სწავლის დაწყებისას რიომამ ტენისში დაამარცხა რამოდენიმე მარალ კლასელი ამის გამო იქ სკოლის გუნდში აიყვანეს. რიომას ოსტატობა იზრდება ისეთი სისწრაფით როგორც მათი მეგობრების რაოდენობა. ხოლო მისი გუნდით ის ცდილობს მოიგოს საერთაშორისო ტენისის ტურნირი უძლიერესი სკოლების გუნდებს შორის.
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Drama,
აღწერა: ის დაიბადა მძიმე ეპოქაში, დროში სადაც გაბატონებული იყო შიმშილი, ტკივილი, სიკვდილი და თითქოს იმედის ნაპეწკალმაც კი მიატოვა ეს სამყარო. მან ასეთ სამყაროში მონახა გადარჩენის გზა და ამ გზამ ის გახადა მხეცი, უგრძნობი ნადირი. ახლა კი ბედმა მისცა შანსი რომ გახდეს ისევ ნორმალური ადამიანი, რაც მისთვის უკვე ძალიან ძნელია, უფრო ძნელია ვიდრე ნანგრევებში თავის გატანა.
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Fantasy, Seinen,
აღწერა: ახალგაზრდა შინიგამი, სიკვდილის ქალღმერთი ლისარა რესტალი, გამოცხადდა ადამიანთა სამყაროში, რათა საკუთარი კლანის გავლენა და სახელი აღადგინოს. ამ სამყაროში შინიგამები იკვებებიან სხვათა ენერგიით, ამასთანავე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ ზეარსებების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ასეთი პარტნიორის მოძებნა არც თუ ისე მარტივია, რადგან ადამიანთა უმრავლესობის სულები პატარაა და მასში არ არის ფუძე - შინაგანი ძალის წყარო. სტუმარმა არ იცოდა, რომ ბედმა მას უკვე მოუმზადა სიურპრიზი ახალგაზრდა ყმაწვილის - რიოსუკე კაგას სახით. რაშია 17 წლის იაპონელი ბიჭის ძალა? რაღა თქმა უნდა... წარმოსახვის უნარში! ამ სფეროში კაგა ჩემპიონია, თუმცა თანაკლასელ გოგოთა უმრავლეობა მას მარტივად - გარყვნილს ეძახის! [temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Adventure, Shounen,
აღწერა: Главные герои Ван Писа, Торико и Драгон Болла участвуют в Съестном турнире за главный приз – легендарное вкуснейшее мясо. Гоку, Торико и Луффи идут вровень. Тем временем, Зоро, Зебра и Вегета случайно пересекаются на отдаленном участке гонки, и между ними завязывается бой. Тем временем на турнире, начинаются бои не на жизнь , а на смерть, чтоб решить кому же достанется легендарное мясо. Мистер Сатан оказывается случайно втянутым в бой.
После сильнейших атак участников, только мистер Сатан остается на ногах и ему достается мясо. Победитель решает разделить мясо между тремя группами участников, и они устраивают веселое пиршество. Но оказывается, что настоящей целью турнира было выманить чудище Аками. Оно внезапно появляется перед всеми и, атакуя мистера Сатана, Усоппа и Гохана , высасывает их энергию. Сильнейшие решают поймать Аками, что бы отведать его вкуснейшее мясо. Чудище, победив Санджи, Пикколо, Френки и других персонажей, набрасывается на Гоку, Торико и Луффи вынуждая их к борьбе.
