Menu
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure,
აღწერა: ან-გო არის დეტექტივური ტიპის ანიმე. მოქმედება ხდება იაპონიის უახლოს მომავალში, სადაც იაპონიამ, ცოტა ხნის წინ, გადაიტანა ომი და ახლა, იგი ნელი ნაბიჯებით ცდილობს, კვლავ, ფეხზე დადგომას და იმ საშინელებების, რაც ომთან იყო დაკავშირებული, გაქდალახვას. როგორც ყველასათვის, ვისაც ომთან პირდაპირი შეხება ქონია, ცნობილია, ომში გასამარჯვებლად ყველა მეთოდი გამართლებულია, ამიტომაც, ხშირად, ამ პერიოდში, დასახელებული გმირები, სხვა გადმოსახედიდან, უკვე როგორც ბოროტმოქმედები იწოდებიან.
შინჯირო იუუკი არის დეტექტივი, რომელმაც, სერიების დაწყებამდე, დადო გარიგება დემონ ინგასთან ― ეს დემონი ჭამს ადამიანის სულებში დაგროვებულ „ყვირილებს“ და შემდეგ იმ ადამიანს კლავს, მაგრამ იუუკისთან დადებული გარიგების მიხედვით, ინგა, ყვირილების შეჭმის შემდეგ, ადამიანებს სიცოცხლეს არ ართმევს, სამაგიეროდ იუუკიმ ის უნდა მიიყვანოს იმ ადგილას, სადაც დემონს ბევრი ყვირილების მირთმევა შეეძლებოდა, ასევე, გარიგების მიხედვით, როცა დრო მოვა ინგამ უნდა ანახოს იუუკის მისი ნამდვილი სურვილები. როგორც ინგა ამბობს, ყველა ადამიანი ატყვილებს თავის თავს და ამიტომ მისი ნამდვილი სურვილები, ყვირილების სახით, სულში გროვდება. სწორედ ამ დემონის დახმარებით, იუუკი ცდილობს ფარდა ახადოს, ომთან დაკავშირებულ, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას... [Devastation]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama,
აღწერა: 6 წლის ბავშვობის მეგობრები გაიზარდნენ ერთმანეთისგან მოშორებით უმაღლეს სკოლებში. მეგობრებიდან ერთერთი ჯინტონი ძალიან ჩაკეტილი გახდა იმ დღიდან როდესაც მისი მეგეობრებიდან ერთ-ერთი - მენმა მოკვდა. შემდეგ ის გადაწყვეტს რომ შეუსრულოს მენმას სურვილი: გაეშვა ჰაერში ფეიერვერკი და ის დაიწყებს ძველი მეგობრების ძებნას ამ სურვილის ახდენაში დასახმრებლად... [NARUTO:)]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,
აღწერა: ტოკიოსაკენ მიმავალ მატარებელში ერთმანეთს გაიცნობს ორი გოგო. ერთი გამოხატული და ძლიერი ხასიათით, მიისწრაფის როკ ვარსკვლავის კარიერისაკენ, მეორე საყვარელი და მიამიტი, არ ოცნებობს არაფერ სერიოზულზე. ისინი თითქოს ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგოები არიან, თუმცა გოგოებს ბევრი საერთო აქვთ: სახელი ”ნანა” და სიყვარულის უნარი. და მათ ცხოვრება არ წარმოუდგენიათ მუსიკის გარეშე. მთავარ გმირებს მოუწევთ იმისი გამორკვევა, თუ რა არის ყველაზე მთავარი და რაზე მოუწევთ უარის თქმა, დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს გაუზიარებენ სიხარულსა და გასაჭირს, გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში და გაიზრდებიან. [temo88]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Drama, Romance, School Life,
აღწერა: მარადისობა, რომელიც წამი გრძელდება. უკვე დავიწყებული სახეები და სახელები, რომლებიც მხოლოდ ძველ ფოტოებშიღა ცოცხლობენ. და ხმები, რომლებიც ასე ახლო იყო, ახლა შორიდანღა ისმის. ყველაფერმა ჩაიარა, ჩაიქროლა, თითებს შორის გაქრა. ჩვენი ოდესღაც ერთმანეთს გადაჯაჭვული ბედი ახლა უკვე პარალელურია. ჩვენი ნაბიჯები შეწყდება, ისევე როგორც ხმაური და უწესრიგობა სკოლის დერეფნებში ზარის შემდეგ. ჩვენს ადგილას სხვები მოვლენ და ამას ვერც შეცვლი და ვერც შეასწორებ... და მაინც, ეს ჩვენ ვიყავით, გახსოვს? [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Shounen,
აღწერა: მეათეკლასელი კაიტო დაიმონი ტიპიური ”მოხულიგნო” გენიაა, ცხოვრებაში კი აკადემიურ მოსწრებაზე მეტად ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა აინტერესებს. კაიტო საერთოდ არ ივლიდა სკოლაში, რომ არა ბავშვობის მეგობარი ნონოჰა იტო - სპორტული და ენერგიული გოგო, რომელმაც თავის თავზე აიღო უმაქნისი მეგობრის მოვლის სირთულე. თავად აკადემია ”ფესვი კვადრატიდან” უცნაურია - მასში თავმოყრილია თავსატეხების უამრავი მოყვარული, ხოლო სოძი ძიკუკავამ, სკოლის სტუდენტური საბჭოსა და თავსატეხების კლუბის თავმჯდომარემ, შეძლო თავად დაიმონის დაინტერესება. გამოიყენა რა მისი სისუსტე, ეშმაკმა სოძიმ იგი სასიკვდილო ლაბირინთში გაგზავნა, რომლის ნონოჰას დახმარებით გავლის შემდეგაც კაიტომ მიიღო ”ორფეის კონტრაქტი” - მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ფჰი ტვინად წოდებული ტვინის სრული შესაძლებლობები. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Comedy, Drama,
აღწერა: 14 წლის მიხარუ როკუძიომ კარგად იცის, რომ ისეთი არაა, როგორც ყველა. ”წარმოქმნის” იდუმალი ძალა მცირე ასაკიდან გახდა მისი წყევლა. ბიჭმა მალე დაკარგა მშობლები და დაიწყო ხალხისაგან დაშორება, რადგან არ სურდა, რომ მის გამო ვინმე დატანჯულიყო. საქმე კი იმაშია, რომ მხოლოდ ”წარმოქმნის” ძალა იძლევა უფლებას გახდე ნაბარის - ნინძების საიდუმლო სამყაროს, მმართველობის კანდიდატი. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama,
აღწერა: 16 წლის ნარუმი ფუძისიმა სკოლების ხშირი გამოცვლის გამო ჩუმ და არასოციალურ ადამიანად იქცა, რომელსაც ქუჩის აუზაურშიც კი რთულად შენიშნავთ. სწორედ საიმისო არის ყვავილების მოშენების კლუბი, რომელშიც იგი კლასელმა აიაკა სინოძაკიმ ჩაითრია. აიაკა წიგნის ჭიის ნაცვლად მხიარული და ენერგიული გოგო აღმოჩნდა. მოიპოვა რა ახალ ნაცნობზე ბატონობა, აიაკამ იგი მიიყვანა სარამენე “მინ”-ში, ადგილობრივი ახალგაზრდების თავშესაყრელ ადგილზე, სადაც მესამე სართულზე ცხოვრობს ალისა – შესახედაობით 12-13 წლის გოგო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ ტოვებს სათამაშო დათვებით სავსე და მონიტორებით გარშემორტყმულ საწოლს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენს წინაშეა ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიადი დეტექტივი! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy,
გახმოვანება: რუსული,
სერიების რაოდენობა: 13
აღწერა: 16 წლის იუკიტაკა ცუცუი მაღალი, დაკუნთული, თავის თავში დარწმუნებული სპორცმენია, რომელიც იაპონიის საუკეთესო სასკოლო გუნდში თამაშობს. ცხოვრების გამარტივებისა და კარიერის გაგრძელებისათვის, ახალგაზრდა ბეისბოლისტი, ყოველგვარი სინანულის გარეშე ტოვებს ტოკიოს და სასწავლებლად გადადის კისარაგის უფროს სკოლაში, რომელმაც იგი მიიწვია და რომელიც ცნობილია სპორტული ტრადიციებით. როდესა მივიდა დანიშნულების ადგილზე და მიიხედ-მოიხედა, აღმოაჩინა, რომ ბინა შესანიშნავი იყო, მეზობელი გოგონა - სიმპატიური. ახალგაზრდობა თავის პიკშია. მეტი რაღა ჭირდება ახალგაზრდა, ჯანმრთელ ბიჭს? საჭიროა უფრთილდეს ”ადამიანებს შავებში”, რადგან დედამიწა უკვე დიდი ხანია გაყოფილია ათეულობით უცხოპლანეტურ რასას შორის, რომლებიც აბორიგენებს მხოლოდ იმიტომ იტანენ, რომ ისინი წარმოადგენენ ძვირფასი ადგილობრივი ფაუნის ნაწილს! [temo88]
გამოსვლის წელი: 2005, 2007, 2011,
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Romance, School Life,
აღწერა: ”შენ უკვე აღარ არსებობ!” განუცხადა გაოგნებულ უფროსკლასელ იუძი საკაიუს წითელთვალება და ჭითელთმიანმა გოგომ - შანამ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ გადაარჩინა გიგანტური მონსტრისგან. დროის მცირე მონაკვეთში იუძისათვის მთელი ცხოვრება შეიცვალა: სკოლიდან სახლისაკენ მიმავალი აღმოჩნდა საშინელ ალტერნატიულ სამყაროში სხვა გამვლელებთან ერთად, რომლებიც მონსტრის სადილად იქცნენ. საშინელი აღსასრულისაგან იგი იხსნა არსაიდან გამოჩენილმა შანამ, რომელიც ვირტუოზულად ფლობდა გრძელ ხმალს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Romance,
აღწერა: 22 წლის იტონომია კო ტოდაის უნივერსიტეტის სტუდენტი და უზარმაზარი კონცერნის მემკვიდრეა. ყმაწვილი მიჰყვება ოჯახის დევიზს “არავისი არ გემართოსო” და ამიტომ არ სარგებლობს ოჯახური ქონებითა და ნაცნობობით, ამის ნაცვლად დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუშაობს და უკვე გახდა წარმატებული ფინანსისტი და ბიზნესმენი. პრობლემა იმაშია, რომ საქმეს ახალგაზრდა კო ინტერნეტში აკეთებს და დაშორებულია ხალხს, ამიტომ, როდესაც ხიდიდან მდინარე არაკავაში ვარდება და მას ახალგაზრდა უსახლკარო გოგო ნინო გადაარჩენს, დიდი ხნის განმავლობაში ვერ არკვევს როგორ გადაუხადოს მადლობა გადამრჩენს, რომელსაც არც ფული, არც სასახლეები და არც არაფერი მსგავსი არ სჭირდება! [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action,
აღწერა: აღმოსავლეთ აზიაში მძვინვარებს სინდიკატი ”ხები”, მკვლელობები, ტერატები და კიდევ უფრო სერიოზული საქმეები. სპეცსამსახურებს გაუმართლათ და პაკისტანში დაიჭირეს სინდიკატის მეთაური - იდუმალებით მოცული ალფარდი, რომელიც გადაჰყავთ შანხაიში, სადაც კიდევ უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. სპეცსამსახურების გარდა, სინდიკატის ბუნაგში, ბანდიტთა მეთაურს ელოდება ქანაანი - მარტოხელა ”თავებზე მონადირე”, რომელიც სისხლიანი შურისძიებისთვის დაბრუნდა. თუმცა მონადირე საკუთარი ღირსების კოდექსით ხელმძღვანელობს და არ ესვრის მტერს, სანამ იგი უძლურია და გარშემორტყმულია აგენტებით. მას კარგად ესმის რომ საკუთარ მინდორზე ალფარდი დიდი ხნით არ დარჩება გისოსებს მიღმა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პატიოსან ბრძოლაში დაპირისპირება. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,
აღწერა: კიოკო მოგამის ბავშვობიდანვე უყვარდა ზღაპარი კონკიას შესახებ. სწორედ ამიტომ იცოდა, რომ თავიდან გმირმა უსაზღვროდ ბევრი უნდა იმუშავოს და მხოლოდ ამის შემდეგ ელოდება ზღაპრული ტანისამოსი, უამრავი ბალი და ქორწინება პრინცზე. პრინცი უკვე არსებობს კიოკოს ყოფილი კლასელი სიო ფუვა, რომელიც ტოკიოში გაემგზავრა, რათა პოპ-ვარსკვლავი გახდეს. კიოკოხ მასთან გაემგზავრა დედაქალაქში. სანამ სიო გზას იკვალავს შოუ-ბიზნესში, კიოკო საჭმელს ამზადებს, ალაგებს და ორ ადგილას მიშაობს, რათა ძვირფასი ბინის ქირა დაფაროს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,
აღწერა: Молодое правосудие - новый мультсериал от компании DC рассказывающий о группе подростков-помощников СуперГероев из Лиги Справедливости. Они захотели утвердиться и доказать своим опытным наставникам, что они готовы самостоятельно выполнять задания чрезвычайной опасности. И теперь они юная справедливость - команда, состоящая из шестерых человек: Супербой, Кид Флэш, Мисс Марсианка, Аквалэд, Робин, Артемида; под предводительством всей Лиги, они совершают опасные задания, выполняя их с долей юмора, выясняя отношения между собой и, конечно же, побеждают самых опасных врагов.
გამოსვლის წელი: 2010, 2011
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,
აღწერა: Действия мультсериала происходят в недалеком будущем. Главный герой 15-летний парень Рекс, способный создавать невероятные технические устройства из своего тела. Он был завербован в странную компанию «Providence». Его главной задачей является отслеживание генетически-мутировавших биологических существ (будь то звери или даже люди), в погоне за которыми где только он не побывает. Вместе с ним путешествует загадочный тип в зеленом костюме и в прямом смысле человек-обезьяна. В мультсериале ему предстоит расследование целого ряда биологических мутаций, частью которых есть и он сам.
გამოსვლის წელი: 2007 2011
ჟანრები: Adventure, Seinen,
აღწერა: კაიჯი უმუშევარი და უსაქმურია. ის მხოლოდ იაფასიან ალკოჰოლურ სასმელებს სვავს და აზარტულ თამაშებს თამაშობს, სადაც მაინცდამაინც არ უმართლებს. ერთხელ მასთან მიდის ადამიანი, რომელმაც განუცხადა რომ მისი ოთხი მილიონი იენი ემართა და ასეთი თანხის ანაზღაურებისათვის მინიმუმ 11 წელი უნდა ემუშავა. თუმცა კაიძის ალტერნატიული გზაც აქვს: მას შეუძლია გახდეს ხომალდ “იმედის” მგზავრი, სადაც მას ექნება შანსი მოიგოს საჭირო თანხა, თუმცა წაგებისათვის საზღაური ძალიან მაღალია. გამოსავალი მას პრაქტიკულად არ აქვს... [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure,
აღწერა: პარალელურ სამყაროში, თბილ ზღვაში გაშლილია კუნძული რეგალო. რა თქმა უნდა, ეს ადგილი მრავალჯერ იქნა დაპყრობილი, გაძარცული და მიტოვებული, თუმცა ჩვენი დროის ანალოგიურ მეოცე საუკუნის მიწურულს პატარა, მაგრამ თავმოყვარე ქვეყანამ, როგორც იქნა მოიპოვა თავისუფლება. კუნძულს მართავს, კანონსა და წესრიგს იცავს არა მეფე ან თავადი, არამედ, რაღა თქმა უნდა, მაფიოზური ოჯახი! არკანას ოჯახი საერთო საქმის ტიპიური მაგალითია, ოჯახის თითოეულმა წევრმა მიიღო მისტიური ძალები ტაროს კოზირებთან გაერთიანებით. ოჯახის უფროსს და პრაქტიკულად კუნძულის მმართველს კი ყველა უბრალოდ ”მამას” ეძახის! [temo88]
გამოსვლის წელი: 2012,
ჟანრები: Action, Drama, Seinen,
აღწერა: 2500 წლის წინ, ძველი ჩინეთი მოცული იყო სისხლისმღვრელი ომებით, სამშობლოს დაცვისას ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ყველაფერი ეს ხდებოდა ბედნიერი მომავლისთვის, ბავშვებისთვის და სილამაზისთვის. მაგრამ ომი არ ცხრებოდა, რადგან შვიდივე პროვინცია თავის მართველობას ამყარებდა, ადამიანის სიხარბის გამო ქვეყანაში ქაოსი დამყარდა. ერთხელაც როცა ლი სინი და ხიონი ორი პროვინციის ბრძოლას შეესწრნენ, მათ გააცნობიერეს თავიანთი დანიშნულება, მათ გადაწყვიტეს, რომ დაიცავდნენ მოსახლეობას და წინ გაუძღვებოდნენ დიდ არმიას. რისი გავლა მოუწევთ ობოლ ბიჭებს ამისთვის? შეძლებენ კი ისინი გადაურჩნენ ქაოსს და გახდნენ დიდ გენერლები?
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Fantasy,
აღწერა: Джек и Ани находят небольшой домик на дереве в лесу не далеко от дома, а внутри им предстоит встретится с необъятным миром книг и приключений. Они окунутся в мир странствий, пиратов, громадных динозавров и неприступных средневековых замков!
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,
აღწერა: აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ უკვალოდ არაფერი ქრება, თითოეულმა ქმედებამ და აზრმაც კი შეიძლება სამყაროს არსი შეცვალოს. რატომ მოხდა, რომ 17 წლის იუიჩი აიზავას, რომელიც ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქში საცხოვრებლად გადავიდა, არაფერი ახსოვს იმ დროზე, როდესაც ამ ქალაქს ხშირად სტუმრობდა? მეხსიერება თანდათან უბრუნდება, როდესაც თანდათან საცხოვრებლად ეწყობა დეიდა აკიკოსა და დეიდაშვილის ნაიუკის სახლში, ეჩვევა ნამდვილ ზამთარს, სწავლას იწყებს ახალ სკოლაში და იჩენს ახალ ნაცნობებს - ახალს კი? საიდან აქვს მუდმივი დéჯà ვუს გრძნობა, რომელიც აღწევს მთავარი გმირის თვითირონიის ჯავშანში? საიდან იცნობს ამ მხიარულ და სევდიან გოგოებს, რომლებიც ამ დათოვლილ ქალაქში ცხოვრობენ და ეშინიათ არა ქუჩაში, არამედ ადამიანების სულებში არსებული სიცივის? [temo88]
გამოსვლის წელი: 2008; 2010
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi,
აღწერა: მინატო საჰაში ძალიან განათლებული ახალგაზრდაა, თუმცა იმის გამო რომ არ შეუძლია დაძაბულობის გამკლავება, უკვე ორჯერ ჩააგდო კოლეჯში მისაღები გამოცდები. სწორედ ამის გამო ბევრმა იგი იდიოტად და უიღბლოდ მიიჩნია. ერთ დღეს, როდესაც იგი ტელეფონზე კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულ დედას ელაპარაკება, შეხვდება გოგოს, სახელად მუსაბი, რომელსაც თავს დაესხნენ. იგი მინატოსთან ერთად გაიქცევა და მალევე აღმოაჩენს, რომ მინატო, ისე რომ მან თავადაც არ იცის, აშიკაბია, ერთერთი ოსტატრი, რომელსაც აქვს გენეტიკური შესაძლებლობა, რომ გახდეს 108 ლამაზი სეკირეიდ წოდებული მებრძოლი გოგოდან ერთის, ან რამდენიმეს პარტნიორი. ეს პარტნიორობა კი სეკირეის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოიგოს ტურნირი, რომელსაც იდუმალებით მოცული კომპანია ”MBI” ატარებს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Seinen,
აღწერა: დიდი დეპრესიისა და მშრალი კანონის დროინდელი ამერიკა: ორგანიზებული დანაშაულის, იარაღებისა და ტომსონის ტყვიამფრქვევების, ფართო შარვლებისა და შავთეთრი კინოვარსკვლავების ეპოქა. მაფიოზური კლანების განდორისა და მარტილოს მიერ გაყოფილ ტერიტორიაზე ხდება თავდასხმები კაზინოებსა და ბარებზე; მკვლელები ნადირობენ ლიუკ განდორსა და ფირო პროჩენცოზე მარტილიოს ოჯახიდან. ტრანსკონტინენტალურ ექსპრესზე “ჩასაფრებული ვეფხვი” ხდება საშინელი მკვლელობა - მგზავრთა გვამებს პოულობენ მთელი ძიების პროცესის განმავლობაში. ამავე მატარებლით ნიუ იორკში მიემართებიან ექსცენტრიული ქურდები, აიზეკ დინი და მირია ხარვენტი. რა არის დამთხვევა და რა არის მოვლენათა ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი ამ არეულობაში?.. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Ecchi, Romance,
აღწერა: საუკუნეების განმავლობაში გრაფი დრაკულას მონათესავეები ფარულად მართავდნენ მსოფლიოს და საკუთარ არსებობას ფარავდნენ, ამ მიზნით კი ადამიანთა ინტერესი ფოლკლორსა და გამოგონებებზე გადაჰქონდათ. თუმცა სამუდამო არაფერია, ამიტომ გრაფის შთამომავალმა, პრინცესა მინა ცეპიშმა, ყველა ვამპირის მმართველმა, გადაწყვიტა მსოფლიოსათვის სიმართლე გამოემზეურებინა და ადამიანთა შორის დასახლებულიყო. ამისათვის კი საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი აზიური ქვეყნის სახელმწიფო ვალის გასტუმრება და შემკვეთის გახმაურების გარეშე ტოკიოს ყურეში უზარმაზარი ხელოვნური კუნძულის შექმნა, რომელიც მალე ყველასათვის ვამპირთა სანაპიროს სახელით გახდება ცნობილი. [temo88]
გამოსვლის წელი: 2006; 2007
ჟანრები: Drama,
აღწერა: როდესაც ახალგაზრდა კეიიჩი მშობლებთან ერთად ქალაქიდან პატარა სოფელ ხინიმიძავაში გადავიდა და ადგილობრივ სკოლაში მომხიბვლელ კლასელებთან დამეგობრდა, წარმოდგენაც კი არ ქონდა, თუ რამდენად მცდარი იყო მისი წარმოდგენა ამ წყნარ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე. თუმცა, როგორც მალევე აღმოაჩინა, ამ სოფლის ცხოვრების იდილიის ფასადს მიღმა იმალება საშინელი მკვლელობებისა და უკვალო გაუჩინარებების ისტორია, ხოლო ამ კეთილსასურველი მდუმარების საფარველქვეშ კი საშინელი ძალები იფარება. საშინელი საიდუმლო თანდათან იხსნება მისი გაოცებული თვალების წინაშე... [temo88]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Shounen,
აღწერა: მოქმედება ხდება ქალაქში, სახელად კალმი, პირქუში ადგილი, სადაც არასდროს უბერავს ქარი. ზედი მიუდგომელი, ჭირვეული ბიჭია, უცნაური ჩვევებით. დედამისი მოთავსებულია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თავად მა სკი სკოლიდან გარიცხვა ემუქრება. იგი ვერ ხერხებს საკუთარ თავში გარკვევას და სურს გაიგოს თუ რატომ მოევლინა ქვეყანას. მისი ხასიათის ერთერთი უცნაურობაა, რომ ქალაქში ყველა კარს ამტვრევს და უჭირს პსუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ აკეთებს ამას. მას ჯერა, რომ არსებობს ადგილი, სადაც მისი ბედი სულ სხვაგვარად აეწყობა. ერთხელაც, კიდევ ერთი უსიამოვნო სიტუაციისას მის წინაშე გაჩნდება რაღაც არსება, აღებს კარს და ეძახის რათა გაყვეს. [temo88]
