Menu
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Seinen,
აღწერა: 16 წლის ოჰანე მაცუმაეს არ გაუმართლა - დედამ მიატოვა და საცხოვრებლად ბებიასთან გაუშვა. აი ბებია - ქალბატონი სიძიმა, სულაც არ აღმოჩნდა ღვთის მოვლენილი, რომელიც მზად არის შვილიშვილი ტკბილეულით გამოკვებოს, პირიქით, მკაცრი და გავლენიანი ქალია, რომელიც თავისი რკინის ხელით მართავს ძველი იაპონური სტილის სასტუმროს. ბებიის შეხედულებებიც ძველი და დროში გამოცდილი იყო: “კლიენტი ყოველთვის მართალია” და “თუ გინდა პატივი გცენ, შეგეძლოს საკუთარი საქციელზე პასუხისგება”. ასე რომ ახალ სტუმარს მოუწია საქმიანობაში ჩართვა და ოფიციანტისა და მოახლის პროფესიების შეთვისება. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, Shounen,
აღწერა: 16 წლის წიხირო ფურუია ბუდისტი ბერის შვილია და ამიტომ ზებუნებრივ მოვლენებთან მარტივი დამოკიდებულება აქვს. შეიძლება დედის ნაადრევი გარდაცვალება იყო იმისი მიზეზი, რომ იგი ბავშვობიდან ზომბებითა და გარდაცვლილთა აღდგენით იყო შეპყრობილი. ფურუია აგროვებს ზომბებზე ფილმების, მანგისა და სათამაშო ფიგურების კოლექციებს და ოცნებობს კიდეც იცხოვროს... თავადაც მიხვდებით. კლასელები წიხიროს არანორმალურად თვლიან, ხოლო ბიძაშვილი რანკო კი მის ამ გატაცებას რომანტიულადაც კი თვლის. აი შინაური კატის სიკვდილმა კი საბოლოოდ გატეხა ჩვენი გმირი და მან გადაწყვიტა გაეცოცხლებინა საყვარელი ცხოველი ძველი მანუსკრიპტიდან დამზადებული საიდუმლო წამლის საშუალებით. ფილმებში ყველაფერი მარტივადაა, აი ანიმეში კი ახალგაზრდა ყმაწვილს უწევს ივარჯიშოს, რასაც იგი ღამღამობით მიტოვებულ სახლში აკეთებს. ერთხელაც დამწყებ ჯადოქარს მოესმა გოგოს ხმა... [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Shounen,
აღწერა: ეს არის ისტორია ფეხბურთზე, როგორის ყურებასაც ტელევიზიით მივეჩვიეთ. ჩვენ ვხვდებით ალტერნატიულ სამყაროში, სადაც ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ სასწაულების მოხდენა. მოვლენები ვითარდება ელვის საშუალო სკოლაში, სადაც ადგილობრივი ფეხბურთის კლუბი დაშლის პირასაა და არცაა გასაკვირი, რადგან მასში აუცილებელი თერთმეტის ნაცვლად 7 კაცია. ისინიც, ვინც ამ კლუბშია გაწევრიანებული, ფეხბურთს არასერიოზულად ეკიდებიან, რადგან დაკარგული აქვთ იმის რწმენა, რომ შეძლებენ საფეხბურთო ფრონტზე მონაწილეობის მიღებას. [temo88]
გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen, Sports,
აღწერა: მოუხერხებელი სენა დაწყებით სკოლაში ყოველთვის დაცინვის ობიექტს წარმოადგენდა. მას არც დამცირების ატანა, არც შეწინააღმდეგება შეეძლო. ერთადერთი რასაც წლების განმავლობაში შეეჩვია გაქცევა იყო... ამასთანავე სენას ოხტატობა იმდენად დაიხვეწა ამ საქმეში, რომ საფრთხის შემთხვევაში მის ფეხებს რამის სინათლის სისწრაფე გაევითარებინათ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2005, 2012
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy, Shounen,
აღწერა: უახლესი მომავლის სამყარო ჩაფლულია ომებში, ამას კი ემატება დროისა და სივრცისაგან მოსული უცხოპლანეტელი კორალიანები. ერთი მხრივ ატმოსფეროში გაჩნდა არაჩვეულებრივი ენერგიის ბილიკი, რომლის მეშვეობითაც ფრენა გამარტივდა, მეორე მხრივ კი კორალიანების გარშემო დროდადრო ხდება მძლავრი აფეთქებები, საიდანაც ჩნდებიან საბრძოლო ჯი-მონსტრები, რომლებიც გარშემო ყველაფერს ანადგურებენ. პატარა კუნძული ივატო, რომელიც წარმოადგენდა იაპონიისა და ჩინეთის კონფლიქტის ობიექტს, ხოლო ამჟამად წარმოადგენს დამოუკიდებელ ოკინავას, 15 წლის წინ დაზარალდა მსგავსი მონსტრისაგან, რომელიც გაანადგურა უცნაურმა გოგომ საბრძოლო რობოტით. ადგილობრივებს არ უყვარდათ უცნაური გოგო მწვანე თმით და პირველივე შესაძლებლობისას გადასცეს სპეცსამსახურებს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,
აღწერა: ლიუკ ფონ ფაბრი – ახალგაზრდა განებივრებული ჰერცოგის შვილი, გაიზარდა მშობლების სასახლეში კიმლასკის სამეფოში. მას გვერდით ყავს ერთგული მეგობარი გაი სესილი, რომელიც მას თავს ევლება და ბრძენი ვან გრანტსი ლორელეის ორდენიდან, რომელიც ლიუკს ხმლით ბრძოლის ხელოვნებას ასწავლის. ამასთანავე მას ყავს საცოლე, რომელზეც ბავშვობიდან არის დანიშნული. თუმცა მისთვის იგი თითქმის უცხო ადამიანია, რადგანაც ლიუკმა ბავშვობის მოგონებები დაკარგა, მას შემდეგ, რაც შვიდი წლის წინ იგი კიმლასკის მტერმა – მარკუსის იმპერიამ მოიტაცა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance,
აღწერა: 15 წლის არაფრის მაქნისმა ცუკუნე აონომ ჩააგდო იმ უფროსი სკოლის მისაღები გამოცდები, სადაც ყველა მისმა მეგობარმა ჩააბარა. ბიჭს მთელი წელი უნდა დაეკარგა, მაგრამ მამამისს ხელში ჩაუვარდა უცნობი აკადემიის მოსაწვევი, სადაც ნებისმიერი შეფასების მქონეებს იღებენ. გახარებულმა მშობლებმა მაშინვე მოამზადეს შვილი გასამგზავრებლად, თუმცა დაფიქრება ნამდვილად ღირდა. ცუკუნემ ეს მხოლოდ მაშინ იგრძნო, როდესაც ავტობუსი გრძელი გვირაბის გავლით მოხვდა სამყაროში, სადაც წითელი ცაა, არ არის მობილური კავშირი და ღამურები ლაპარაკობენ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,
აღწერა: კანტოს დიდი უდაბნო. მზისგან დამწვარი ყოფილი ცივილიზაციის სასაფლაო, რომელიც 100 წლის წინ სრულად დაიკარგა და მხოლოდ მიტოვებული შენობების სახითღა გვახსენებს თავს. უდაბნოში მიმოფანტული ხალხი აგრძელებს საცოდავად ცხოვრებას და ხელმძღვანელობს ჯუნგლების პრინციპით - ვინც ძლიერია მართალიც ისაა. სუნაბოძი, რომელსაც უდაბნოს დემონი შეარქვეს, ამ სამყაროში თავ ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მართლმსაჯულების არარსებობის პირობებში იგი აღადგენს სამართლიანობას თავისი კლიენტების სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტანდაბალია, სახეს მუდამ ნიღბისა და თავზე ფართო ქუდის ქვეშ მალავს, სუნაბოძუ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებსა და იარაღს ფლობს, რაც მას ყველასათვის დაუმარცხებელს ხდის. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, School Life,
აღწერა: სკოლაში გატარებული წლები არაჩვეულებრივია... ახალგაზრდული ცხოვრება, როდესაც არაჩვეულებრივი მოვლენები ყოველდღიურობაში იმალება, წყლის წვეთში ოკეანის დანახვა შეიძლება და ყოველ დღე რაღაც ახალი ხდება. სწორედ ასე მიედინება ერთერთი თანამედროვე უფროსი სკოლის მოსწავლეების ცხოვრება, თუმცა ერთერთი ჩვენი გმირი რობოტია უზარმაზარი მოსამართი გასაღებით ზურგზე, მეორე სკოლაში დადის თეთრი ... თხით, ხოლო მესამე კი ტყვიამფრქვევებსა და იარაღებს არაფრიდან აჩენს. და ნებისმიერი მოვლენა მთავარი გმირების ცხოვრებაში, სახლში მომზადებული სადილის ჭამიდან დაწყებული, გამოცდების ჩაბარებით დამთავრებული, შესაძლოა მოულოდნელად იქცეს იაპონიის ან მსოფლიო მასშტაბის პრობლემად! [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Romance,
აღწერა: იუტო ამაკავა წარმოშობით დემონებთან მებრძოლთა კლანიდანაა, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსებობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაანადგურონ არსებები, რომლებსაც მათთვის -ზიანის მოტანა შეუძლიათ. ბიჭის მშობლები დაიღუპნენ და მისთვის მხოლოდ თილისმის დატოვება მოასწრეს, რომელიც მას სხვა სამყაროსაგან დაიცავს, თუმცა მხოლოდ 16 წლამდე. ასე იცხოვრა იუტომ სრულწლოვანებამდე ბავშვობის მეგობარი გოგოს – რინკო კუძაკის მზრუნველობის ქვეშ, ისე რომ წარმოდგენა არ ქონდა საკუთარი ბედის შესახებ და მხოლოდ კატების ეშინოდა, რადგან მათზე ალერგია ჰქონდა. თუმცა ბოროტმა ძალებმა მოქმედება ვერ მოასწრეს, რადგან ამულეტის სანაცვლოდ მასთან კატა-მაქციის სული სახელად ჰიმარი მოვიდა, რომელსაც ჩვენი გმირის პაპამ ფიცი ჩამოართვა, რომ ის დაიცავდა კლანის უკანასკნელ შთამომავალს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Fantasy,
აღწერა: მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მახვილოსანმა რიკმა მოიარა უამრავი ადგილი, მეხსიერებადაკარგული აღმოჩნდა კუნძულ ვინდარიაზე, სადაც იგი შეიფარა სამმა დამ: ნერისემ, ამილმა და ეირიმ. ბიჭი წარსულზე არ დარდობდა, რადგან გრძნობდა, რომ ზოგიერთი რამის გახსენება საჭირო არ იყო. დებმა რიკოსთან ერთად შეისწავლეს მცხობელის ხელოვნება მოხუც ჯადოქარ მადერასგან, გახსნეს საცხობი ”გული” და მალევე, მყიდველთა შეფასებით, მოსწავლეთა ნახელავი აღარ ჩამოუვარდებოდა მასწავლებლისას. დანარჩენში კი ცხოვრება კუნძულზე მშვიდად მიედინება: ხალხი ჯანმრთელი და შრომისმოყვარე, სხვა რასები - ელფები და ადამიანისებრი ცხოველები - თავს შორს იჭერენ, თუმცა ნორმალურად იქცევიან... [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance,
აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის საკურაი ტომაკი არ არის ობოლი, ის მაინც მარტო ცხოვრობს მშობლების ზედამხედველობის გარეშე. ტომაკის მთავარი დევიზია იცხოვროს მშვიდი, წყნარი ცხოვრებით. მიუხედავად თავისი სურვილისა, იგი ბავშვობიდან ხედავს უცნაურ სიზმარს, რომლის შემდეგაც ის ყოველ ჯერზე ცრემლებში იღვიძებს. ამ უცნაურ სიზმრებში გასარკვევად მას ბავშობის მეგობარი გოგო, სოჰარა მიცუკი, რომელსაც ტომკი დიდი ხანია უყვარს, შესთავაზებს დახმარებისათვის მათ სკოლის უფროსკლასელთან, ეიშიროუ სუგატასთნ მისვლას და რჩვის კითხვას.
სუგატა არის დიდი ინტელექტით გამორჩეული ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია „ახალი სამყაროს“, ერთი სიტყვით პარალელური სამყაროს პოვნითა და შესწავლით. ამ მიზეზით, იგი აკვირდება ცაში მოლივლივე "შავ ლაქას", რომელსაც ის დედამიწის სხვადასხვა წერტიში აკვირდებოდა სატელიტების დახმარებით. ტომაკის სიზმარის მოსმენის შემდეგ სუგატა ერთი შეხედვიდ სრულიად აფსურდულ თეორიას წამოაყენებს პარალელურ სამყაროებთან დაკავშირებით. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, სუგატა ტომიკისა და სოჰარას მათთვის ნაცნობ ადგილზე შეხვედრას შესთავაზებს. სწორედ ამ დროს დაირღვევა ტომაკის მშვიდი ცხოვრება, როდესაც შეხვედრის ადგილზე მისვლის შემდეგ, სადაც წესით ანომალიას „შავ ლაქას“ უნდა გადაეფრინა, იგი გადაარჩენს ციდან ჩამოვარდნილ ანგელოზ იკარუსს... [Devastation]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, School Life,
აღწერა: უსიცოცხლო სამყაროში, სადაც ბინადრობენ მწერისმაგვარი ურჩხულები, ადამიანები იძულებულები არიან იცხოვრონ მოძრავ ქალაქებში, რომლებიც დახურულია დამცავი გუმბათებით. იმისათვის, რომ გაიყონ ბუნებრივი რესურსები, ეწყობა საქალაქთაშორისო შეჯიბრები, სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი “მოთამაშეების” სამხედრო მომზადებას. ქალაქ ზერნის აკადემიაში სასწავლად შედის ლეიფონ ალსეიფი – ახალგაზრდა გამორჩეული სამხედრო შესაძლებლობებით, თუმცა მან წყნარი პროფესია აირჩია. მიუხედავად ამისა მან ვერ შეძლო ბედს გაქცეოდა: ლეიფონი გადაჰყავთ სამხედრო ფაკულტეტზე მეჩვიდმეტე დანაყოფის შემადგენლობაში, სადაც, როგორც მათ თვლიდნენ, მხოლოდ უიღბლოები იყვნენ. თუმცა, როცა ახალ ნაცნობებს დაუახლოვდა, მთავარმა გმირმა აღმოაჩინა, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი დაფარული წარსული ქონდა და თავადაც მალევე შეეცვლება აზრი ბრძოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy,
აღწერა: მცირე ზომის წარმატებულ საოჯახო რესტორან “ვაგნარიას”, რომელიც კუნძულ ოკაიდოზე მდებარეობს, იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, არ ყოფნის სამუშაო ძალა. სწორედ ამიტომ ოფიციანტი პოპურა ტანესიმა იღებს დავალებას იპოვოს ახალი თანამშრომელი. უბედურება ისაა, რომ 17 წლის ტანესიმა შესახედაობით დაწყებითი სკოლის მოსწავლეს უფრო გავს, რომელსაც ცოტა თუ დაუგდებს ყურს. თუმცა არა უშავს – სამყაროში ხომ არსებობენ ყველაფერი “პატარისა და საყვარლის” მოყვარულები, რომელთაც მიეკუთვნება, მაგალითისათვის, სოტა ტაკანასი, რომელმაც მიიღო გულუხვი წინადადება. ახლა კი სოტა, რომელიც ერთი წლით უმცროსი და ორჯერ უფრო მაღალია ახალ ნაცნობზე, იწყებს არც თუ ისე მარტივ საქმიან ცხოვრებას. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure, Fantasy,
აღწერა: Многие поколения жителей Тандеры жили и процветали, пока однажды на их королевство не напала армия злобных ящеров, возглавляемая колдуном Мамм-Ра. Порабощенную Тандеру еще можно спасти, и небольшая группа выживших жителей, возглавляемая молодым наследником трона, Лайоном-О, отправляется на поиски Книги Предзнаменований ‒ артефакта, который может привести их к победе. На своем пути ему придется лицом к лицу столкнуться с древним злым колдуном Мамм‒Ра и опасным военоначальником Ящериц Слизэ. К счастью, в его распоряжении находится Меч Предзнаменований и его удивительная сила..
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Fantasy, Romance,
აღწერა: Три века назад Лес пробудился, и Луна низвергла на Землю зловещего Зверя. Род людской обратился в ужас... Ныне мир совсем не похож на то, чем он был до катастрофы. Остатки человечества малочисленны и разобщены: часть пытается сосуществовать с Лесом, другая часть ищет способы покорить то, чего не способна понять. Агито, сын героя, ставит под угрозу уничтожения всех людей, пробудив от векового сна юную Тулу. Увидев, во что превратилась Земля, Тула призывает древнюю технологию, чтобы выстроить новое будущее на останках прежнего мира. Заручившись благословением Леса, Агито должен спасти девушку от самой себя - ведь только так можно уберечь человеческую расу от окончательной гибели.
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure,
აღწერა: После смерти матери, десятилетний Тяньцзинь уезжает жить из города в тибетскую прерию, к отцу, который оставил его в младенческом возрасте. Непривыкшему к деревенской жизни мальчику поначалу сложно адаптироваться к местным условиям, а отец с ним холоден и немногословен. Однажды, золотоволосая собака, породы тибетский мастиф, спасает ему жизнь. Этот пес пришлый, раньше его в этих местах не видели. Тяньцзинь привязывается к необычной собаке. Пес нередко и надолго уходит куда-то. Примерно в то же время, в этой местности происходит череда странных убийств — какой-то зверь жестоко расправляется с животными и людьми.
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Fantasy,
აღწერა: Путешествие 15-летнего Юня Тендо, против собственной воли оказавшегося в далеком таинственном прошлом, кишащем монстрами, драконами и загадочными потусторонними силами. Мальчик отправляется на 1200 лет назад, не предполагая, что он единственный, кто может спасти человечество и положить конец войне между людьми и демонами. В долгой череде сверхъестественных сражений и зрелищных приключений он проходит путь от обычного подростка до героя, призванного побороть зло и восстановить в мире спокойствие и гармонию.
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Adventure, Fantasy, Romance,
აღწერა: У старшеклассницы Макото не задался день: контрольная написана скверно, на уроке домоводства сгорела темпура, на перемене ее сшибли с ног; после уроков она относила анкеты и растянулась в лаборатории. И, в качестве эффектного завершения дня, у Макото отказал тормоз на велосипеде, причем выяснилось это как раз на железнодорожном переезде, когда поезд уже подходил... Если бы этот день пошел как-то иначе! Если бы можно было хоть что-то переиграть!..
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action,
აღწერა: «Почему я?..» Последнее о чём подумала Рун Балот, молодая проститутка… Её человеческая жизнь оборвалась. Рабыня опасного картёжника Шела, потерявшая свою жизнь от его же руки… На этом бы история и закончилась, если бы не одно но… Она стала киборгом. Получив силу, она преследует Шела и его помощника, Бойледа. Впереди – нелёгкий путь полный опасностей, предательства и обмана…
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Ecchi, Romance,
აღწერა: История расказывает о парне-сироте Мизумуре Шинте (Mizumura Shinta), ученике тихой миссионерской школы в Токио. Однако, его спокойная и безмятежная жизнь кардинальным образом меняется, когда в школу переводится девушка из Румынии, по имени Кишимото Лилит (Kishimoto Lilith)- на половину человек, на половину вампир. Сам же Мизумура является потомком древнего рода охотников на вампиров.
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,
აღწერა: Уверенные, что опасность миновала, автоботы, тем не менее, оставляют на Земле небольшую группу защитников под руководством Оптимуса Прайма. Предосторожность оказывается не напрасной — три года спустя Мегатрон объявляется снова и приносит с собой Тёмный Энергон, с помощью которого рассчитывает отомстить за прошлое поражение. Автоботы опять вынуждены взяться за оружие. Они подружились с несколькими земными подростками, и теперь команда роботов и людей сражается, чтобы защитить Землю от десептиконов.
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Fantasy, School Life,
აღწერა: სახმრეთის ვარსკვლავის შორეული კუნძულის მიწის ქვეშ ინახება ორი ათეული ”საიბოდი” – იდუმალი მექა-მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია პილოტს – ”ვარსკვლავურ მრბოლელს” უსაზღვრო შესაძლებლობები მიანიჭოს. საიბოდები და მათი ძალა მიწისქვეშ არის ჩაკეტილი ოთხი ბეჭდის მეშვეობით, რომელთაგან თითოეულს ინახავს ერთერთი წმინდა ქალწული. ამ სასწაულებრივი მოწყობილობებისა და ამ ბეჭდების შესაძლებლობებს დიდი ხანია სწავლობს საშიში ორგანიზაცია ”ელვარე ვარსკვლავური ჯვარი”, ხოლო ამ აქტივობების დასაფარად კი კუნძულზე აშენებულია პრესტიჟული აკადემია, რომელშიც თითქოსდა ნორმალური გოგოები და ბიჭები სწავლობენ. სინამდვილეში მასწავლებელთა და მოსწავლეთა დიდი ნაწილი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, მუშაობს შეთქმულთათვის, მხოლოდ მცირედი ნაწილია კუნძულის საიდუმლოთა მფარველების ერთგული. [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Fantasy, Shounen,
აღწერა: სამყარო, რომელიც ძალიან გავს ჩვენს შუასაუკუნეების ევროპას, მჭიდროდ არის დაკავშირებული ”უფსკრულთან”- განზომილებასთან, სადაც არ მოქმედებს ბუნების ჩვეულებრივი კანონები. ვინც კარიბჭეს ფლობს, შეუძლია კონტრაქტი დადოს ”ჯაჭვთან” - იქაურ მკვიდრთან და მიიღოს ძალა. სწორედ ასეთი ხალხი წარმოადგენს არისტოკრატიულ ელიტას, თუმცა არ ამჟღავნებენ ამ ძალის წარმომავლობასა და შესაძლებლობებს. ”უფსკრულის” ყველა კონტრაქტს აკონტროლებს საიდუმლო ორგანიზაცია ”პანდორა”, რომლის გვერდის ავლითაც დიდად რისკავთ სულსა და ხორცს. მაგალითისთვის შეიძლება წამიერად აღმოჩნდე ”უფსკრულში” და უკან 100 წლის შემდეგ დაბრუნდე... [temo88]
