Finished Anime

Yu-Gi-Oh! Duel Monsters / TV Ю-Ги-О! Дуэльные Монстры / იუ-გი-ოჰ! მონსტრებით დუელი
ანონსი EP: 224 RUS
Yu-Gi-Oh! Duel Monsters / TV Ю-Ги-О! Дуэльные Монстры / იუ-გი-ოჰ! მონსტრებით დუელი

გამოსვლის წელი: 2000
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,


აღწერა: თამაშების მოყვარულ მოტო იუგის პაპამ გადასცა უძველესი არტეფაქტი, რომელსაც ათასი წლის პაზლი ეწოდებოდა. მან ამოხსნა პაზლი და მის სხეულში ჩასახლდა უძველესი ფარაონის სული. ფარაონს არ ახსოვს ვინ არის და როგორ აღმოჩნდა ამ პაზლში. იგი იუგის მეგობრობას შესთავაზებს, რომელიც დათანხმდება, რომ დაეხმაროს ფარაონს დაკარგული მეხსიერების აღდგენაში და მშვიდად განსვენებაში, რათა იგი გაემართოს მომდევნო სამყაროში და საბოლოოდ დატოვოს იუგის სხეული.

Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან
ანონსი EP: 12 RUS
Kotoura-san / Котоура-сан / კოტოურა-სან

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,

აღწერა: პატარა ჰარუკა კოტოურა არის ჩვეულებ... არა არაჩვეულებრივი ბავშვი! მას დაბადებიდან აქვს სხვისი აზრების წაკითხვის უნარი. თითქოს წარმატება ელოდება, მაგრამ ბავშვური მიამიტობით ისეთ საქმეებში ეხვეოდა რასაც მისთვის და მისი ოჯახისათვის უარყოფითი შედეგი მოჰქონდა. ესეთი წნეხი ვერ გაუძლეს მშობლებმა და კოტოურა მიატოვეს ბაბუასთან. კოტოურამ დატოვა მისი სკოლა და სხვაგან გადავიდა სასწავლებლად, სადაც მას ელოდება ახალ კლასელებთან შეხვედრა და შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც მას გაუგებს...

Amnesia / Амнезия / ამნეზია
ანონსი EP: 12 RUS
Amnesia / Амнезия / ამნეზია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Romance,

აღწერა: პირველი ოქტომბრის დილას ჰეროინე იღვიძებს და აღმოაჩენს რომ არაფერი არ ახსოვდა თავისი წარსულის მოგონებებიდან. შემდეგ გამოჩნდება ბიჩი რომელიც ჰეროინეს თავს წარუდგენს როგორც ,,სულად", სახელად ორიონი.ჰერონი ცდილობს დაიბრუნოს თავისი მოგონებები ორიონის დახმარებით. შემდეგ ის სატელოფონო ზარს იღებს,მაგრამ მოსაუბრის ვინაობა არ იცის. ის ხვდება თავის ,,მეგობარბიჭებს" მიხედავად იმისა რომ მან არ იცის რომელია მისი შეყვარებული...

Bakumatsu Gijinden Roman / Призрачный вор Роман / იდუმალი ქურდი რომანი
ანონსი EP: 12 RUS
Bakumatsu Gijinden Roman / Призрачный вор Роман / იდუმალი ქურდი რომანი

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: მოქმედება ვითარდება ედოს პერიოდის ახლო ეპოქაში, როდესაც, ჩვენი დროისგან განსხვავებით, ბუნებრივი და ადამიანების მიერ შექმნილი უბედურებები თავის კვალს ტოვებდა. მანიჯირო ეხმარება დედაქალაქის შეწუხებულ მოსახლეობას, თუმცა, ყველასგან ფარულად, იგი აგრეთვე აბრუნებს უსამართლო პოლიტიკური ძალებითა და კონსპირაციის გზით ხალხისთვის ჩამორთმეულ საკუთრებას. ხალხმა მას “უკან დამბრუნებელი რომანი” შეარქვა. [temo88]

The Unlimited Hyoubu Kyousuke / Безграничный Хёбу Кёске / უსაზღვრო ჰიობუ კიოსკე
ანონსი EP: 12 RUS
The Unlimited Hyoubu Kyousuke / Безграничный Хёбу Кёске / უსაზღვრო ჰიობუ კიოსკე

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: ამჟამად ძებნილი ჰიობუ კიოსუკე, ესპერი, რომელსაც მრავალი წლის წინ უღალატეს, ახლა ერთ ერთი უძლიერესია. თუმცა, მისი ცივი მზერის უკან კეთილი გული იმალება. მისი მთავარი მიზანია გადაარჩინოს ის ესპერები რომლებსაც ადამიანები ცუდად ეპყრობიან, თუნდაც ამისთვის ძალის გამოყენება გახდეს საჭირო. მიუხედავად გამოყენებული მეთოდებისა, მან უკვე უამრავი ესპერი გადაარჩინა და მოიპოვა გადარჩენილთა ერთგულება. მისი ორგანიზაციის სახელია P.A.N.D.R.A. [temo88]

Senran Kagura / Ниндзя бунтарки / ბუნტისთავი ნინძები
ანონსი EP: 12 RUS
Senran Kagura / Ниндзя бунтарки / ბუნტისთავი ნინძები

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi,

აღწერა: გამოჩენილი ადამიანებისათვის ცნობილია, რომ ნინძის ტექნიკები ტოკუგავას პერიოდში არ დაკარგულა, უბრალოდ ჩრდილში გადაინაცვლა და საკუთარ გაქრობაზე ხმები გაავრცელა. ახლა კი ნინძები მთავრობასა და ყველაზე გავლენიან ადამიანებს ემსახურებიან, მათ მომზადებაზე კი ჩვეულებრივი სკოლის საფარველის ქვეშ არსებული სასწავლებლები ზრუნავს, მათ შორის ერთერთი კი ტოკიოს ჰანძოს სახელობის აკადემიაა. იქ ოსტატი კირიას ხელმძღვანელობით სწავლობს ხუთი ახალგაზრდა გოგო, რომელთაც ახალი თაობის შინობიდ ჩამოყალიბება ერგოთ ბედად: სადა ასკა, დახვეწილი მანერების მქონე იკარუგა, თავაშვებული კაცურაგი, ცალთვალა იაგიუ და საყვარელი ჰიბარი. ასკამ სულ ახლახანს ჩააბარა გამოცდა და ამის აღსანიშნავად ოსტატმა გოგონები ქალაქში ერთი შეხედვით მარტივი დავალების შესასრულებლად გაგზავნა. [temo88]

Shinsekai Yori / From the New World / Из Нового Мира / ახალი სამყაროდან
ანონსი EP: 25 RUS
Shinsekai Yori / From the New World / Из Нового Мира / ახალი სამყაროდან

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure, Fantasy,

აღწერა: ათასი წლის შემდეგ, როგორც რუსო წინასწარმეტყველებდა, კაცობრიობა დაუბრუნდა საკუთარ საწყისებს. ხალხმა უარყო მანქანური ცივილიზაცია და დაიტოვა ტექნიკის მინიმალური ოდენობა კომფორტული ცხოვრებისათვის მეოცე საუკუნის დასაწყისის დონეზე. არ არსებობს ცენტრალური ხელისუფლება, ხალხი ცხოვრობს პატარა ბუნებასთან შერწყმულ დასახლებებში. ნავთობი და ატომური ენერგია საჭირო აღარ არის - ყოველ დასახლებაში არიან ოსტატები ”ძიუკორუ”, იდუმალი ძალის მქონენი, რასაც ჩვენ ტელეკინეზს დავარქმევდით. ასეთი ძალის მქონეს შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური საქმის შესრულება და თავისი ძალის გამოყენება თანასოფლელთა დასაცავად. ნიჭი, რომლის გაღვიძებაც შესაძლებელია რიტუალებით, რომლებიც უძველეს მაგიას უფრო გავს, გამოვლინდება 12 წლის ასაკში. სწორედ ამ ასაკის არიან ჩვენი გმირები ისტორიის დასაწყისში... [temo88]

Cuticle Tantei Inaba / Детектив Оборотень Инаба / ინაბა დეტექტივი მაქცია
ანონსი EP: 12 RUS
Cuticle Tantei Inaba / Детектив Оборотень Инаба / ინაბა დეტექტივი მაქცია

გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Shounen,

აღწერა: ერთ დღეს ინაბა ჰიროშისთან, დეტექტიური სააგენტოს ხელმძღვანელთან, მიდის ინსპექტორი ოგინო, მისი პარტნიორი პოლიციისათვის მუშაობის დაწყების დღიდან, და ერთ გამოძიებაში დახმარებას სთხოვს. მოცემული საქმის სცენის მიღმა დგას იტალიელი მაფიის ბოსი დონ ვალენტინო. წითელთმიანი მაქცია დეტექტივი თავის ცოცხალ კომპანიონებთან ერთად დადგებიან დონ ვალენტინოს (რომელიც თხაა) ამბიციების წინააღმდეგ საბრძოლველად ამ ახალი კომედიური დეტექივის სტილის ანიმეში! [temo88]

Robotics Notes / Записки о робототехнике / ჩანაწერები რობოტექნიკაზე
ანონსი EP: 22 RUS
Robotics Notes / Записки о робототехнике / ჩანაწერები რობოტექნიკაზე

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: არც თუ ისე შორეულ მომავალში გამოჩნდება ეგრეთწოდებული ჯიბის კომპიუტერები, რომლებიც ოპერაციულ სისტემა ფონდროიდზე მუშაობს, რომელიც ხალხში ელვის სისწრაფით გავრცელდა და გახსნა დამატებითი რეალობის შესაძლებლობა. ტიუო ტანეგასიმას უმაღლესი სკოლის რობოტექნიკის კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე დგას. იოსიო კაიტო, ერთერთი კლუბში შემავალი ორი ადამიანისაგან, შეპყრობილია რობო-ბრძოლებით, არ იჩენს ინტერესს ამ კლუბის მიმართ... [temo88]

Devil May Cry / дьявол может плакать / ეშმაკსაც კი აატირებ
ანონსი
Devil May Cry / дьявол может плакать / ეშმაკსაც კი აატირებ

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Fantasy,
გახმოვანება: რუსული
სერიების რაოდენობა: 12

აღწერა: დანტე - ნახევრად დემონი ნახევრად კი ადამიანია. ის დადგა ადამიანთა მხარეს და ანადგურებს ყველა დემონს როცა ისინი ადამიანთა სამყაროში შემოღწევას შეეცდებიან. ამ მიზნით მან შექმნა "Devil May Cry", მთელი სერიალის მანძილზე ცდილობს როგორმე ფული იშოვოს მაგრამ მისგან "ბიზნესმენი" ვერ დადგა

Majin Tantei Nogami Neuro / Нейро Ногами - детектив из Ада / დეტექტივი ნეირო ნოგამი
ანონსი EP: 25 RUS
Majin Tantei Nogami Neuro / Нейро Ногами - детектив из Ада / დეტექტივი ნეირო ნოგამი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Comedy, Shounen,

აღწერა: დემონი ნეირო ნოგამი ჯოჯოხეთის სიღრმეებიდან დედამიწაზე ამოვიდა იმ მიზნით, რომ იპოვოს სრულყოფილი, ამოუხსნელი და ყველაზე შთამბეჭდავი გამოცანა.

Kamen no Maid Guy / Masquerade Maid Guy / Горничный в маске / მსახური ნიღაბში
ანონსი EP: 12 RUS
Kamen no Maid Guy / Masquerade Maid Guy / Горничный в маске / მსახური ნიღაბში

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi,

აღწერა: მდიდარ ბაბუას სურს, რომ შვილიშვილებს ცხოვრება გაუმარტივოს ამიტომაც დაიქირავებს ორ მსახურს თან ისეთებს, რომ დანახვაც კი შეგეშინდება. და აი ამის შემდეგ დაიწყო ბავშვების ცხოვრებაში ახალი ერა...

Full Metal Panic! TV01-03 / Стальная тревога! / რკინის განგაში!
ანონსი EP: 49 RUS
Full Metal Panic! TV01-03 / Стальная тревога! / რკინის განგაში!

გამოსვლის წელი: 2004, 2005, 2006
ჟანრები: Action, Adventure, Romance,

აღწერა: უფროსკლასელი კანამე ტიდორი გაუგებრობაში გაეხვია. ტერორისტული ორგანიზაცია ნადირობს ტიდორიზე რათა ფიქრობს რომ მას აქვს განსაკუთრებული სუპერ ძალა. გოგონას დასაცავად დადგა საიდუმლო ორგანიზაცია მიფრილი და საიდუმლო აგენტი სოსუკე საგარა. შეძლებს კი ისინი დაიცვან გოგონა ისე რომ მან ვერაფერი ვერ შეიტყოს?! თუ მაინც გაიგებს ამის შესახებ და აუტყდება ციებ-ცხელება?!

Konjiki no Gash Bell!! / Golden Gash Bell / Златовласый Гаш Белл / ოქროს გაშ ბელლი
ანონსი EP: 150 RUS
Konjiki no Gash Bell!! / Golden Gash Bell / Златовласый Гаш Белл / ოქროს გაშ ბელლი

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy,

აღწერა: ღირსეული მემკვიდრეს ასარჩევად დემონთა მეფემ დედამიწაზე გამოუშვა მისი ასი შვილი, მათ აქვთ წიგნები სადაც ზრდასთან ერთად ეხსნებათ სხვადასხვა ძალები. ძალების გამოსაყენებლად მათ ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ამ წიგნში შელოცვებს წაიკითხავენ...

Kuroko no Basket / Баскетбол Куроко / კუროკოს კალათბურთი
ანონსი EP: 75 RUS
Kuroko no Basket / Баскетбол Куроко / კუროკოს კალათბურთი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen, Sports,

აღწერა: ამერიკაში კალადბურთის თამაშის შემდეგ, უკან დაბრუნებული ტეიგა კაგამი იმედგაცრუებულია იაპონიაში, ამერიკასთან შედარებით, ამ სპორტის იგივე დონეზე დარჩნით. მაგრამ ცოტა ხანში ტეიგა შეიტყობს საშუალო სკოლის ახალგაზრდული გუნდის „საოცრებათა თობის“ შესახებ, რომლებმაც თავის ასაკობრივ ჯგუფში, სამი სეზონის განმალობაში, გაიმარჯვეს ყველა შეჯიბრში.

ამის შემდეგ, ტეიგა მიხვდება, რომ მან დასკვნები ნაადრევად გამოიტანა. იგი ჩაეწერება სეირინის სკოლის გუნდში და მოუთმენლად ელოდება „საოცრებათა თობის“ ხუთივე მოთამაშესთნ შეხვერას, რომლებიც უკვე განსხვავებულ სკოლებში თამაშობენ. ამავე სკოლის გუნდში ჩაეწერება კუროკო ტეცუია, რომელიც ასევე „საოცრებათა თობის“ ძირითდ შემადგენლობაში, როგორ ეგრედწოდებული „ფაფნტომი“, „მეექვსე“ მოთმაშედ იმყოფებოდა. როგორც ცოტა ხანში აღმოჩნდება მას არანაირი ფიზიკური მონაცემი გააჩნია, მიუხედავად ამისა იგი არ ტოვებს სუსტი მოთამაშის შთაბეჭდილებას... [Devastation]

Medaka Box / Ящик предложений Мэдаки / მედაკას ყუთი
ანონსი EP: 24 RUS
Medaka Box / Ящик предложений Мэдаки / მედაკას ყუთი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen,

აღწერა: ხაკონივას ძველ და პრესტიჟულ კერძო აკადემიაში დიდი ამბებია – სტუდენტური საბჭოს ახალი, 98-ე პრეზიდენტი გახდა 16 წლის მედაკა კუროკამი. აბა სხვანაირად როგორ? სულ ახალი შესული იყო უფროს სკოლაში პრეტენდენტი, როცა მოახერხა და უზარმაზარი სხვაობით მოიგო არჩევნები, რადგან ყველაფერში გენიალურია: სწავლიდან დაწყებული ნებისმიერი სპორტითა და ხელოვნებით დამთავრებული. როგორც კი პრეზიდენტად აირჩიეს, მან დადგა თავისივე სახელობის ყუთი და ნებისმიერ მსურველს შესთავაზა იქ თავისი სურვილი მოეთავსებინა, მედაკა კი მათ შესრულებას შეეცდება, თუნდაც დღე-ღამეში 24 საათი მუშაობა მოუწიოს. დახმარებისათვის მან ბავშვობის მეგობარ ძენკიჩი ხიტოიოსის მიმართა, აიკაპიწა სახელოები და, წარუმატებლობის არ მცოდნე, შეუდგა საქმეს... [temo88]

Gantz / Ганц / განცი
ანონსი EP: 26 RUS
Gantz / Ганц / განცი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Drama, Seinen,

აღწერა: ტოკიოში ცხოვრობს მეათე კლასის მოსწავლე კურონო კეი, ჩვეულებრივი იაპონელი მოზარდი, რომლის გონებაც სავსეა გოგოებზე ფიქრით. 16 წლის ახალგაზრდის ცხოვრება ცისარტყელის ფერებით სავსე სულაც არ არის, თითოეული მისი დღე ხომ წინას გავს. ერთხელაც, სახლში დაბრუნებისას, მეტროში, გაჩერებაზე დგომისას, იგი ხვდება ბავშვობის მეგობარ კატო მასარუს, თუმცა ამას არ იმჩნევს. ასე დაშორდებოდნენ კიდეც, ერთი უსახლკარო პირდაპირ რელსებზე რომ არ გადავარდნილიყო. [temo88]

InuYasha / Инуяся / ინუიაშა
ანონსი EP: 192 RUS
InuYasha / Инуяся / ინუიაშა

გამოსვლის წელი: 2000, 2009
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ხირაგასის ოჯახი უკვე ათასი წელია შინტურ სალოცავს ემსახურება. სენგოკუ ძიდანის პერიოდში (მეთხუთმეტე - მეთექვსმეტე საუკუნის ფეოდალი) ახალგაზრდა ბერმა ქალმა კიკიომ თავისი სიცოცხლის ფასად შეულოცა ნახევრად ადამიან და ნახევრად დემონ ინუიაშა და მიაჯაჭვა ხეზე სალოცავთან ახლოს, ტყეში. ინუიაშას, ისევე როგორც სხვა დემონებს, სურდა სალოცავის განძის – ოთხი სულის მარგალიტის ხელში ჩაგდება, რომელიც მათთვის ძალისა და უკვდავების წყაროს წარმოადგენდა. იმისათვის, რომ იგი არ ჩავარდნილიყო ბოროტი ძალების ხელში, კიკიომ ანდერძად ამ ნივთის მის გვამთან ერთად დაწვა დაიბარა. [temo88]

Hiiro no kakera / Багровые осколки / ჟოლოსფერი ნამსხვრევები
ანონსი EP: 26 RUS
Hiiro no kakera / Багровые осколки / ჟოლოსფერი ნამსხვრევები

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Fantasy, Romance,

აღწერა: 17 წლის ტამაკი კასუგა მშობლების საზღვარგარეთ გამგზავრების გამო იძულებული გახდა საცხოვრებლად ბებიასთან გადასულიყო სოფელ კიფუში, რომელიც მდებარეობს ღრმად მთებში. ჩვეულებრივ ქალაქელ გოგოს თანაბრად აკვირვებს, როგორც ფიჭური კავშირის არარსებობა, ასევე ტყის ღმერთების გამოჩენა. საცოდავს ბოროტი აიაკაშები მოიტაცებდნენ, მას ახალგაზრდა ყმაწვილი ტაკუმა რომ არ დახმარებოდა, რომელმაც მათ სტუმარი გამოსტაცა და სახლამდე მიაცილა. სინძუკუს ბებიამ, რომელიც ადგილობრივებს შორის ცნობილი და პატივცემული ადამიანია, განუმარტა, რომ გოგო მომდევნო ტემაიორიჰიმეა, “ძვირფასი პრინცესა”, ხმალ ონიკირიმარუს მფარველი, რომელსაც შეუძლია დემონებისა და ღმერთების მოკვლა. ხმალი სამუდამოდ არის ჩაბეჭდილი სოფელში და დაფარულია მაგიური ბარიერით. თავად ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, მაგრამ ცოდნის შვილიშვილისათვის გადაცემას მოასწრებს. [temo88]

Inu x Boku SS / Пёс, я и секретная служба / ძაღლი, მე და საიდუმლო სამსახური
ანონსი EP: 12 RUS
Inu x Boku SS / Пёс, я и секретная служба / ძაღლი, მე და საიდუმლო სამსახური

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance,
გახმოვანება: რუსული
სერიების რაოდენობა: 12

აღწერა: იაპონიაში, იმპერატორებით დაწყებული, უამრავი ზებუნებრივი არსებაა. შერეული სისხლი მეტ უპირატესობას იძლევა და მსგავსი კლანები დიდი ხანია იქცნენ ფარულ არისტოკრატებად ღირსებისა და ქცევის მკაცრი კოდექსით. 15 წლის რირიწიოს სირაკიინის ოჯახიდან, ბავშვობიდან ქონდა გამოკვეთილი და სხვებთან შეუგუებელი ხასიათი, რადგან მასში დემონური ნიშნები გამოკვეთილად გამოვლინდა. სწორედ ამიტომ, უფროს სკოლაში შესვლის შემდეგ, გოგომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეწყო ცხოვრება, რათა საკუთარ თავში გარკვეულიყო და ესწავლა გარშემომყოფებთან ურთიერთობა. კლანის მემკვიდრე ქოხში ხომ არ იცხოვრებდა? ამიტომ საჭირო გახდა მდიდრულ სასტუმროში ”ამოუხსნელი მოვლენების სასახლეში” მოწყობა, რომელსაც ხალხი დიდი ხანია ”მოჩვენებების სახლს” ეძახდა! [temo88]

Un-Go / Ан-Го / ან-გო
ანონსი EP: 12 RUS
Un-Go / Ан-Го / ან-გო

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure,

აღწერა: ან-გო არის დეტექტივური ტიპის ანიმე. მოქმედება ხდება იაპონიის უახლოს მომავალში, სადაც იაპონიამ, ცოტა ხნის წინ, გადაიტანა ომი და ახლა, იგი ნელი ნაბიჯებით ცდილობს, კვლავ, ფეხზე დადგომას და იმ საშინელებების, რაც ომთან იყო დაკავშირებული, გაქდალახვას. როგორც ყველასათვის, ვისაც ომთან პირდაპირი შეხება ქონია, ცნობილია, ომში გასამარჯვებლად ყველა მეთოდი გამართლებულია, ამიტომაც, ხშირად, ამ პერიოდში, დასახელებული გმირები, სხვა გადმოსახედიდან, უკვე როგორც ბოროტმოქმედები იწოდებიან.

შინჯირო იუუკი არის დეტექტივი, რომელმაც, სერიების დაწყებამდე, დადო გარიგება დემონ ინგასთან ― ეს დემონი ჭამს ადამიანის სულებში დაგროვებულ „ყვირილებს“ და შემდეგ იმ ადამიანს კლავს, მაგრამ იუუკისთან დადებული გარიგების მიხედვით, ინგა, ყვირილების შეჭმის შემდეგ, ადამიანებს სიცოცხლეს არ ართმევს, სამაგიეროდ იუუკიმ ის უნდა მიიყვანოს იმ ადგილას, სადაც დემონს ბევრი ყვირილების მირთმევა შეეძლებოდა, ასევე, გარიგების მიხედვით, როცა დრო მოვა ინგამ უნდა ანახოს იუუკის მისი ნამდვილი სურვილები. როგორც ინგა ამბობს, ყველა ადამიანი ატყვილებს თავის თავს და ამიტომ მისი ნამდვილი სურვილები, ყვირილების სახით, სულში გროვდება. სწორედ ამ დემონის დახმარებით, იუუკი ცდილობს ფარდა ახადოს, ომთან დაკავშირებულ, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას... [Devastation]

Ano Hi Mita Hana No Namae O Bokutachi Wa Mada Shiranai / AnoHana / Невиданный цветок
ანონსი EP: 11 RUS
Ano Hi Mita Hana No Namae O Bokutachi Wa Mada Shiranai / AnoHana / Невиданный цветок

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama,

აღწერა: 6 წლის ბავშვობის მეგობრები გაიზარდნენ ერთმანეთისგან მოშორებით უმაღლეს სკოლებში. მეგობრებიდან ერთერთი ჯინტონი ძალიან ჩაკეტილი გახდა იმ დღიდან როდესაც მისი მეგეობრებიდან ერთ-ერთი - მენმა მოკვდა. შემდეგ ის გადაწყვეტს რომ შეუსრულოს მენმას სურვილი: გაეშვა ჰაერში ფეიერვერკი და ის დაიწყებს ძველი მეგობრების ძებნას ამ სურვილის ახდენაში დასახმრებლად... [NARUTO:)]

Nana / Нана / ნანა
ანონსი EP: 50 RUS
Nana / Нана / ნანა

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,

აღწერა: ტოკიოსაკენ მიმავალ მატარებელში ერთმანეთს გაიცნობს ორი გოგო. ერთი გამოხატული და ძლიერი ხასიათით, მიისწრაფის როკ ვარსკვლავის კარიერისაკენ, მეორე საყვარელი და მიამიტი, არ ოცნებობს არაფერ სერიოზულზე. ისინი თითქოს ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგოები არიან, თუმცა გოგოებს ბევრი საერთო აქვთ: სახელი ”ნანა” და სიყვარულის უნარი. და მათ ცხოვრება არ წარმოუდგენიათ მუსიკის გარეშე. მთავარ გმირებს მოუწევთ იმისი გამორკვევა, თუ რა არის ყველაზე მთავარი და რაზე მოუწევთ უარის თქმა, დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს გაუზიარებენ სიხარულსა და გასაჭირს, გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში და გაიზრდებიან. [temo88]

Bokura ga Ita / We Were There / Это были мы / ეს ჩვენ ვიყავით
ანონსი EP: 26 RUS
Bokura ga Ita / We Were There / Это были мы / ეს ჩვენ ვიყავით

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Drama, Romance, School Life,

აღწერა: მარადისობა, რომელიც წამი გრძელდება. უკვე დავიწყებული სახეები და სახელები, რომლებიც მხოლოდ ძველ ფოტოებშიღა ცოცხლობენ. და ხმები, რომლებიც ასე ახლო იყო, ახლა შორიდანღა ისმის. ყველაფერმა ჩაიარა, ჩაიქროლა, თითებს შორის გაქრა. ჩვენი ოდესღაც ერთმანეთს გადაჯაჭვული ბედი ახლა უკვე პარალელურია. ჩვენი ნაბიჯები შეწყდება, ისევე როგორც ხმაური და უწესრიგობა სკოლის დერეფნებში ზარის შემდეგ. ჩვენს ადგილას სხვები მოვლენ და ამას ვერც შეცვლი და ვერც შეასწორებ... და მაინც, ეს ჩვენ ვიყავით, გახსოვს? [temo88]

1-24 25-48 ... 457-480 481-504 505-528 529-552 553-576 ... 625-648 649-667