Finished Anime

K / Return of Kings / Project K / Проект Кей
ანონსი EP: 26 RUS
K / Return of Kings / Project K / Проект Кей

გამოსვლის წელი: 2012, 2015
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,

აღწერა: თანამედროვე იაპონიის სცენაზე, ისტორია რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ ვიცით, გვიამბობს შვიდ ერთმანეთში მოჩხუბარ მეფეზე და ბიჭზე, გახვეულზე ამ უცნაური შესაძლებლობების ბრძონაში. "წითელი მეფე" სუო მიკოტო, ორგანიზაცია HOMRA-ს მეთაური და "ლურჯი მეფე" მუნაკატა რეისი SCEPTER4-ის მეთაური, დასდევენ ბიჭს სახელად ისანა იაშირო, ეჭვმიტანილი ერთ განსაკუთრებულ საქმეში, რომელიც პირისპირ უნდა შეხვდეს თითუეულ მეფეს. რაუნდი რაუნდის მიყოლებით. შირო კი უდანაშაულოა. არაფრის ცოდნით იგი იძულებულია გაექცეს ორივე ორგანიზაციას. და მაშინ... გრძელთმიანი ახალგაზრდა სახელად იატაგამი კურო, ჩაცმული შავებში, ჩნდება მის წინ. [RoY]

Muv-Luv Alternative: Total Eclipse / Полное затмение / სრული დაბნელება
ანონსი EP: 24 RUS
Muv-Luv Alternative: Total Eclipse / Полное затмение / სრული დაბნელება

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action,

აღწერა: 1967 წელს მთვარეზე ექსპედიცია პირველად შეხვდა სხვა გონიერ არსებებს. უზარმაზარმა უცხოპლანეტელებმა დახოცეს ასტრონავტები, შემდეგ კი გაანადგურეს მთვარის ბაზა და 1973 წელს აღმოჩნდნენ დედამიწაზე. უდიდესი ზალისხმევის შედეგად, ”ბეტად” წოდებული მტრის შეჩერება მოხერხდა ევრაზიის საზღვარზე, ამაში კი გადამწყვეტი როლი ითამაშა 20 მეტრიანი საბრძოლო რობოტის შექმნამ. რა თქმა უნდა, კუნძულოვანმა იაპონიამ გაიმარჯვა და ახლა იგი სამხედრო განვითარებით რუსეთისა და აშშ-ს დონეზე დგას. მე-20 საუკუნის დასასრულს ცხადი გახდა, რომ დედამიწელები მხოლოდ თავდაცვით არიან დაკავებულნი და დამარცხება მხოლოდ დროის საქმეა. [temo88]

Tonari no Kaibutsu-kun / My Little Monster / Мой безбашенный сосед
ანონსი EP: 13 RUS
Tonari no Kaibutsu-kun / My Little Monster / Мой безбашенный сосед

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: 16 წლის სინძუკუ მიძუტანის უყვარს სწავლა და ფიქრობს საკუთარ მომავალზე. მეტი მას არაფერი ჭირდება, ამიტომ გოგო უფროს სკოლაშიც “უკარებას” იმიჯს ინარჩუნებს და სხვებთანაც ზრდილობის ფარგლებში ინარჩუნებს ურთიერთობას. თუმცა ერთხელ მასწავლებელმა სთხოვა გმირს, რომ კონსპექტები მიეტანა იდუმალი ბიჭისთვის – ხარუ ესიძესთვის, რომელიც წესით მიზუტანის გვერდით უნდა მჯდარიყო, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოშორებული იყო სწავლებას ჩხუბის გამო. სინძუკუმ აიღო კონსპექტები და გაემართა ამ იდუმალებით აღსავსე კლასელის სახლისაკენ. სწორედ ეს გახდა მისი უიღბლობის დასაწყისი! [temo88]

Code: Breaker / Код: Крушитель / კოდი: გამანადგურებელი
ანონსი EP: 13 RUS
Code: Breaker / Код: Крушитель / კოდი: გამანადგურებელი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen,

აღწერა: ერთ დღეს Sakura Sakurakouj გაიხედავს ავტობუსიდან და დაინახავს როგორ იწვიან ცოცხლად ხალხო და მათ შუაში დგას ერთ ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე მისულ საკურას არავინ არ დახვდა დამწვრის კვალიც კი არ ყოფილა მეორე დღეს სკოლში შეხვდა სწორედ ის ბიჭი რომელმაც დაწვა ის ადამიანები და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი! © afafaf

Blue Dragon / Синий Дракон / ლურჯი დრაკონი
ანონსი EP: 102 RUS
Blue Dragon / Синий Дракон / ლურჯი დრაკონი

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ახალგაზრდა ბიჭი შუ აღმოაჩენს, რომ მას აქვს ჩრდილის რაინდების შესაძლებლობა - მას შეუძლია ლურჯი დრაკონის მოხმობა (საჭიროა მხოლოდ მისთვის ტაფის თავში ჩარტყმა) და მისი საშუალებით ბრძოლა. როგორც ყოველთვის, სამყარო ჯოჯოხეთისკენ მიექანება - დიდი სამეფოს ბოროტი მეფე, რომელიც ძალიან გავს გობლინს, იწყებს ომს და სურს გაანადგუროს, ან დაიმორჩილოს ყველა ჩრდილის მეომარი. მის მხარეს იბრძვის რობოტების, სამხედრო მანქანებისა და “ხელოვნური ჩრდილების” მფლობელ მებრძოლთა მთელი ჯარი. [temo88]

Kekkaishi / Barrier Master / Заградители / ბარიერების მასტერები
ანონსი EP: 52 RUS
Kekkaishi / Barrier Master / Заградители / ბარიერების მასტერები

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Shounen,

აღწერა:
თოთხმეტი წლის იოსიმორი და თექვსმეტი წლის ტოკინე არიან სუმიმურასა და იუკიმურას ოჯახების მემკვიდრეები, ბარიერების ოსტატების შთამომავლები. მათი წმინდა ვალია აიაკაშების – კარაზუმორის აკადემიის ტერიტორიაზე შეჭრილი სულების, დაჭერა და განეიტრალება. საქმე იმაშია, რომ სკოლის შენობა მდებარეობს კარაზუმორის ოჯახის ტერიტორიაზე, რომელმაც ერთ დროს დიდი ძალა დააგროვა და ამ ტერიტორიაზე, საკუთარი სასახლის ქვეშ დამარხა. ამ ენერგიის ზემოქმედებით კი ყველა სული უფრო ძლიერი და აგრესიული ხდება, რის გამოც ბარიერების ოსტატების მრავალი თაობა დაუღალავად ებრძვის სტუმარ მოჩვენებებს... [temo88]

Btooom! / Бтум! / Взрыв! / აფეთქება
ანონსი EP: 12 RUS
Btooom! / Бтум! / Взрыв! / აფეთქება

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Seinen,

აღწერა: ისტორია მოგვითხრობს 22 წლის საკამოტო რიუტოზე – დედასთან ერთად მცხოვრებ უსაქმურზე. შესაძლოა ცხოვრებაში იგი მეცამეტე გოჭია, თუმცა გეიმერთა წრეში საკმაოდ ცნობილია, როგორც ონლაინ თამაშ ”ბტოომ!”-ის მსოფლიო დონის ერთერთი საუკეთესო მოთამაშე. [temo88]

Shuffle! / Шафл! / შაფლი!
ანონსი EP: 36 RUS
Shuffle! / Шафл! / შაფლი!

გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Drama, Ecchi, Romance,

აღწერა: მიმდონარე მოვლენებამდე ათი წლით ადრე გაიხსნა კარიბჭე, რომელიც დედამიწას ღმერთებისა და დემონების სამყაროსთან აკავშირებს. მას შემდეგ სამი რასა - ადამიანთა, დემონთა და ღმერთების, მშვიდობიანად თანაარსებობს. ორი ახალგაზრდა პრინცესა, ქალღმერთი და დემონთა პრინცესა, დაინტერესებულები არიან ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭით და მისი ნახვა თავისი მეუღლის სტატუსით სურთ. რინს ისღა დარჩენია აირჩიოს... თუმცა არ უნდა დაივიწყოს აგრეთვე სხვა კანდიდატებიც – ბავშვობის მეგობარი კაედე, სკოლის უდარდელა - ასა და არასრულწლოვანი დემონი პრიმულა! რინი ყველას უყვარს, მას ყველა აფასებს... და მან უნდა ვინმე აირჩიოს! [temo88]

Slam Dunk / Коронный Бросок / სამეფო ტყორცნა
ანონსი EP: 101 RUS
Slam Dunk / Коронный Бросок / სამეფო ტყორცნა

გამოსვლის წელი: 1993
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen, Sports,

აღწერა: ხანამიჩი საკურაგი ჩვეულებრივი საშუალო სკოლის მოსწავლეა, ჭირვეული და ტრაბახა, მაღალი ტანის, მქუხარე ხმითა და წითური თმით. უბედურება იმაშია, რომ მას არ უმართლებს სასიყვარულო საქმეებში - ასზე მეტმა გოგომ უთხრა უკვე უარი. მას შემდეგ რაც სოიხოკუს უფროს სკოლაში გადავიდა, იგი შეხვდა ოცნების გოგონას - მშვენიერ ჰარუკო აკაგის, რომელიც დანახვისთანავე სიგიჟემდე შეუყვარდა. იმისათვის, რომ მასზე შტაბეჭდილება მოეხდინა, სკოლის კალათბურთის გუნდს შეუერთდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ ქონდა ამ სპორტის შესახებ. მას შემდეგ რაც ჰარუკას ძმის - ტაკენორი აკაგის გუნდში მოხვდება, მიხვდება, რომ კალათბურთი მისი მოწოდებაა. [temo88]

Cowboy Bebop / Ковбой Бибоп / კოვბოი ბიბოპ
ანონსი EP: 26 RUS
Cowboy Bebop / Ковбой Бибоп / კოვბოი ბიბოპ

გამოსვლის წელი: 1998
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: მომავალში ადამიანებმა წარმატებით აითვისეს მზის სისტემის პლანეტები, აავსეს საკუთარი ცხოვრება რთული ტექნოლოგიებით, მიეჩვივნენ კოსმიური ხომალდებით ფრენას და ამასთანავე ისეთივე დარჩნენ როგორებიც იყვნენ. არსად გამქრალან არც ჯიბის ქურდები, არც მაფიოზური სინდიკატები, შულერები და თაღლითებიც ძველებურად ატყუებენ მიამიტებს, ნარკოტიკების რეალიზაცია კი კვლავ მომგებიან ბიზნესად რჩება. 2017 წელში პატიოსან ხალხს ისევე უჭირს ნორმალურად ცხოვრება, ხოლო თაღლითობა და გამყიდველობა კი ღირსებაზე მეტად ფასობს. ასეთია ნაურის ჟანრის კანონი. [temo88]

Samurai Seven / Samurai 7 / 7 самураев / შვიდი სამურაი
ანონსი EP: 26 RUS
Samurai Seven / Samurai 7 / 7 самураев / შვიდი სამურაი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action,

აღწერა: შორეულ მომავალში, სამყაროში, რომელიც შუასაუკუნეების იაპონიის ფეოდალურ წყობას მოგვაგონებს, უამრავი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა სამურაებს შორის, რომლებმაც საკუთარი სხეულების მექანიზირება მოახდინეს. როდესაც მშვიდობა დამყარდა, ზოგიერთი გზასაცდენილი სამურაი ნობუსერის ყაჩაღურ დაჯგუფებებს შეუერთდნენ, გლეხებს ბრინჯსა და ქალებს ართმევდნენ და მას ხელშეუხებლობაზე ცვლიდნენ. უარის შემთხვევაში მექანიზირებული სამურაები წვავდნენ დასახლებებს, არ ინდობდნენ მოხუცებსა და ბავშებს. ასეთი წვალებით მოყვანილი მოსავლის ყაჩაღებისათვის მიცემას არ შეეგუა ერთერთი სოფელი და ქალაქში გაგზავნა წარმომადგენლები დასაცავად სამურაების დასაქირავებლად. [temo88]

Fate Zero / Судьба Начало / ბედისწერა დასაწყისი
ანონსი EP: 25 RUS
Fate Zero / Судьба Начало / ბედისწერა დასაწყისი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: მოვლენები ჩვეულებრივ,დედამიწაზე ვითარდება ერთი განსხვავებით.ადამიანები ფლობენ მაგიას.ეს ანიმე გვიყვება გრაალის თასის "ჩემპიონატზე".თასი,რომელიც ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს გამარჯვებულს და მის გამოძახებულ ისტორიულ გმირს.ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს ეძლევა შანსი გამოიძახოს ისტორიული გმირი(როგორიცაა ალექსანდრე მაკედონელი ან შაჰ–აბასი)რომლებიც ფლობენ არაზებუნებრივ ძალას(ასევე არიან სხვადასხვა დროიდან).ისინი გამომძახებელს ემორჩილებიან და ცდილობენ დაამარცხონ სხვა კონკურენტები(იგულისხმება გამოძახებული ისტორიული გმირები),რათა ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვიდნენ.თითოეული გამოძახებული ისტორიული გმირი კი განეკუთვნება გარკვეულ კატეგორიას. [Juha_Bach]

Fate: stay night / Судьба: Ночь Схватки / Судьба: Ночь Прибытия / ბედისწერა: შეტაკების ღამე
ანონსი EP: 24 RUS
Fate: stay night / Судьба: Ночь Схватки / Судьба: Ночь Прибытия / ბედისწერა: შეტაკების ღამე

გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: მამინაცვლის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა სირო ემია მარტო ცხოვრობდა უზარმაზარ სახლში. 16 წლის ბიჭი კეთილ და შრომისმოყვარე ახალგაზრდად ჩამოყალიბდა, ამიტომ ორი გოგოს მზრუნველობის ქვეშ ცხოვრობდა - სკოლის მეგობარი საკურა მატო და მასწავლებელი ტაიგა ფუძიმურა, ფორმალურად მეურვე, რეალურად კი უფრო უფროსი და. ყველაფერი თავდაყირა დადგა, როდესაც სირომ გაიგო, რომ მშობლიური ქალაქი ფუიუკი წარმოადგენს წმინდა გრაალისათვის მაგიური ბრძოლის ადგილს, რომელიც მეორდება რამოდენიმე თაობაში ერთხელ. თუმცაღა, ცხოვრების ტემპი იმატებს და წინა ბრძოლიდან კი მხოლო 10 წლია გასული, თუმცა უკვე ახალი ბრძოლის დროა. [temo88]

Hanasaku Iroha / Hana-Saku Iroha / Азбука цветов / ყვავილთა ანბანი
ანონსი EP: 26 RUS
Hanasaku Iroha / Hana-Saku Iroha / Азбука цветов / ყვავილთა ანბანი

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Seinen,

აღწერა: 16 წლის ოჰანე მაცუმაეს არ გაუმართლა - დედამ მიატოვა და საცხოვრებლად ბებიასთან გაუშვა. აი ბებია - ქალბატონი სიძიმა, სულაც არ აღმოჩნდა ღვთის მოვლენილი, რომელიც მზად არის შვილიშვილი ტკბილეულით გამოკვებოს, პირიქით, მკაცრი და გავლენიანი ქალია, რომელიც თავისი რკინის ხელით მართავს ძველი იაპონური სტილის სასტუმროს. ბებიის შეხედულებებიც ძველი და დროში გამოცდილი იყო: “კლიენტი ყოველთვის მართალია” და “თუ გინდა პატივი გცენ, შეგეძლოს საკუთარი საქციელზე პასუხისგება”. ასე რომ ახალ სტუმარს მოუწია საქმიანობაში ჩართვა და ოფიციანტისა და მოახლის პროფესიების შეთვისება. [temo88]

Sankarea / Undying Love / Санка Рэа / სანკარეა
ანონსი EP: 12 RUS
Sankarea / Undying Love / Санка Рэа / სანკარეა

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, Shounen,

აღწერა: 16 წლის წიხირო ფურუია ბუდისტი ბერის შვილია და ამიტომ ზებუნებრივ მოვლენებთან მარტივი დამოკიდებულება აქვს. შეიძლება დედის ნაადრევი გარდაცვალება იყო იმისი მიზეზი, რომ იგი ბავშვობიდან ზომბებითა და გარდაცვლილთა აღდგენით იყო შეპყრობილი. ფურუია აგროვებს ზომბებზე ფილმების, მანგისა და სათამაშო ფიგურების კოლექციებს და ოცნებობს კიდეც იცხოვროს... თავადაც მიხვდებით. კლასელები წიხიროს არანორმალურად თვლიან, ხოლო ბიძაშვილი რანკო კი მის ამ გატაცებას რომანტიულადაც კი თვლის. აი შინაური კატის სიკვდილმა კი საბოლოოდ გატეხა ჩვენი გმირი და მან გადაწყვიტა გაეცოცხლებინა საყვარელი ცხოველი ძველი მანუსკრიპტიდან დამზადებული საიდუმლო წამლის საშუალებით. ფილმებში ყველაფერი მარტივადაა, აი ანიმეში კი ახალგაზრდა ყმაწვილს უწევს ივარჯიშოს, რასაც იგი ღამღამობით მიტოვებულ სახლში აკეთებს. ერთხელაც დამწყებ ჯადოქარს მოესმა გოგოს ხმა... [temo88]

Inazuma Eleven / Одиннадцать молний / თერთმეტი ელვა
ანონსი EP: 127 RUS
Inazuma Eleven / Одиннадцать молний / თერთმეტი ელვა

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Shounen,

აღწერა: ეს არის ისტორია ფეხბურთზე, როგორის ყურებასაც ტელევიზიით მივეჩვიეთ. ჩვენ ვხვდებით ალტერნატიულ სამყაროში, სადაც ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ სასწაულების მოხდენა. მოვლენები ვითარდება ელვის საშუალო სკოლაში, სადაც ადგილობრივი ფეხბურთის კლუბი დაშლის პირასაა და არცაა გასაკვირი, რადგან მასში აუცილებელი თერთმეტის ნაცვლად 7 კაცია. ისინიც, ვინც ამ კლუბშია გაწევრიანებული, ფეხბურთს არასერიოზულად ეკიდებიან, რადგან დაკარგული აქვთ იმის რწმენა, რომ შეძლებენ საფეხბურთო ფრონტზე მონაწილეობის მიღებას. [temo88]

Eyeshield 21 / Айшилд 21 / Забрало 21 / აიშილდ 21
ანონსი EP: 145 RUS
Eyeshield 21 / Айшилд 21 / Забрало 21 / აიშილდ 21

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen, Sports,

აღწერა: მოუხერხებელი სენა დაწყებით სკოლაში ყოველთვის დაცინვის ობიექტს წარმოადგენდა. მას არც დამცირების ატანა, არც შეწინააღმდეგება შეეძლო. ერთადერთი რასაც წლების განმავლობაში შეეჩვია გაქცევა იყო... ამასთანავე სენას ოხტატობა იმდენად დაიხვეწა ამ საქმეში, რომ საფრთხის შემთხვევაში მის ფეხებს რამის სინათლის სისწრაფე გაევითარებინათ. [temo88]

Eureka Seven / Эврика 7 / ევრიკა შვიდი
ანონსი EP: 74 RUS
Eureka Seven / Эврика 7 / ევრიკა შვიდი

გამოსვლის წელი: 2005, 2012
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy, Shounen,

აღწერა: უახლესი მომავლის სამყარო ჩაფლულია ომებში, ამას კი ემატება დროისა და სივრცისაგან მოსული უცხოპლანეტელი კორალიანები. ერთი მხრივ ატმოსფეროში გაჩნდა არაჩვეულებრივი ენერგიის ბილიკი, რომლის მეშვეობითაც ფრენა გამარტივდა, მეორე მხრივ კი კორალიანების გარშემო დროდადრო ხდება მძლავრი აფეთქებები, საიდანაც ჩნდებიან საბრძოლო ჯი-მონსტრები, რომლებიც გარშემო ყველაფერს ანადგურებენ. პატარა კუნძული ივატო, რომელიც წარმოადგენდა იაპონიისა და ჩინეთის კონფლიქტის ობიექტს, ხოლო ამჟამად წარმოადგენს დამოუკიდებელ ოკინავას, 15 წლის წინ დაზარალდა მსგავსი მონსტრისაგან, რომელიც გაანადგურა უცნაურმა გოგომ საბრძოლო რობოტით. ადგილობრივებს არ უყვარდათ უცნაური გოგო მწვანე თმით და პირველივე შესაძლებლობისას გადასცეს სპეცსამსახურებს. [temo88]

Tales of the Abyss / Сказания Бездны / უფსკრულის ზღაპრები
ანონსი EP: 26 RUS
Tales of the Abyss / Сказания Бездны / უფსკრულის ზღაპრები

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy,

აღწერა: ლიუკ ფონ ფაბრი – ახალგაზრდა განებივრებული ჰერცოგის შვილი, გაიზარდა მშობლების სასახლეში კიმლასკის სამეფოში. მას გვერდით ყავს ერთგული მეგობარი გაი სესილი, რომელიც მას თავს ევლება და ბრძენი ვან გრანტსი ლორელეის ორდენიდან, რომელიც ლიუკს ხმლით ბრძოლის ხელოვნებას ასწავლის. ამასთანავე მას ყავს საცოლე, რომელზეც ბავშვობიდან არის დანიშნული. თუმცა მისთვის იგი თითქმის უცხო ადამიანია, რადგანაც ლიუკმა ბავშვობის მოგონებები დაკარგა, მას შემდეგ, რაც შვიდი წლის წინ იგი კიმლასკის მტერმა – მარკუსის იმპერიამ მოიტაცა. [temo88]

Rosario + Vampire / Розарио + Вампир / როზარიო + ვამპირი
ანონსი EP: 26 RUS
Rosario + Vampire / Розарио + Вампир / როზარიო + ვამპირი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance,

აღწერა: 15 წლის არაფრის მაქნისმა ცუკუნე აონომ ჩააგდო იმ უფროსი სკოლის მისაღები გამოცდები, სადაც ყველა მისმა მეგობარმა ჩააბარა. ბიჭს მთელი წელი უნდა დაეკარგა, მაგრამ მამამისს ხელში ჩაუვარდა უცნობი აკადემიის მოსაწვევი, სადაც ნებისმიერი შეფასების მქონეებს იღებენ. გახარებულმა მშობლებმა მაშინვე მოამზადეს შვილი გასამგზავრებლად, თუმცა დაფიქრება ნამდვილად ღირდა. ცუკუნემ ეს მხოლოდ მაშინ იგრძნო, როდესაც ავტობუსი გრძელი გვირაბის გავლით მოხვდა სამყაროში, სადაც წითელი ცაა, არ არის მობილური კავშირი და ღამურები ლაპარაკობენ. [temo88]

Sunabozu / Desert Punk / Пустынная Крыса / უდაბნოს თაგვი
ანონსი EP: 24 RUS
Sunabozu / Desert Punk / Пустынная Крыса / უდაბნოს თაგვი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: კანტოს დიდი უდაბნო. მზისგან დამწვარი ყოფილი ცივილიზაციის სასაფლაო, რომელიც 100 წლის წინ სრულად დაიკარგა და მხოლოდ მიტოვებული შენობების სახითღა გვახსენებს თავს. უდაბნოში მიმოფანტული ხალხი აგრძელებს საცოდავად ცხოვრებას და ხელმძღვანელობს ჯუნგლების პრინციპით - ვინც ძლიერია მართალიც ისაა. სუნაბოძი, რომელსაც უდაბნოს დემონი შეარქვეს, ამ სამყაროში თავ ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მართლმსაჯულების არარსებობის პირობებში იგი აღადგენს სამართლიანობას თავისი კლიენტების სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტანდაბალია, სახეს მუდამ ნიღბისა და თავზე ფართო ქუდის ქვეშ მალავს, სუნაბოძუ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებსა და იარაღს ფლობს, რაც მას ყველასათვის დაუმარცხებელს ხდის. [temo88]

Nichijou / My Ordinary Life / Мелочи Жизни / ცხოვრებისეული წვრილმანები
ანონსი EP: 26 RUS
Nichijou / My Ordinary Life / Мелочи Жизни / ცხოვრებისეული წვრილმანები

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: სკოლაში გატარებული წლები არაჩვეულებრივია... ახალგაზრდული ცხოვრება, როდესაც არაჩვეულებრივი მოვლენები ყოველდღიურობაში იმალება, წყლის წვეთში ოკეანის დანახვა შეიძლება და ყოველ დღე რაღაც ახალი ხდება. სწორედ ასე მიედინება ერთერთი თანამედროვე უფროსი სკოლის მოსწავლეების ცხოვრება, თუმცა ერთერთი ჩვენი გმირი რობოტია უზარმაზარი მოსამართი გასაღებით ზურგზე, მეორე სკოლაში დადის თეთრი ... თხით, ხოლო მესამე კი ტყვიამფრქვევებსა და იარაღებს არაფრიდან აჩენს. და ნებისმიერი მოვლენა მთავარი გმირების ცხოვრებაში, სახლში მომზადებული სადილის ჭამიდან დაწყებული, გამოცდების ჩაბარებით დამთავრებული, შესაძლოა მოულოდნელად იქცეს იაპონიის ან მსოფლიო მასშტაბის პრობლემად! [temo88]

Omamori Himari / Защитница Химари / მცველი ჰიმარი
ანონსი EP: 12 RUS
Omamori Himari / Защитница Химари / მცველი ჰიმარი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Romance,

აღწერა: იუტო ამაკავა წარმოშობით დემონებთან მებრძოლთა კლანიდანაა, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსებობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაანადგურონ არსებები, რომლებსაც მათთვის -ზიანის მოტანა შეუძლიათ. ბიჭის მშობლები დაიღუპნენ და მისთვის მხოლოდ თილისმის დატოვება მოასწრეს, რომელიც მას სხვა სამყაროსაგან დაიცავს, თუმცა მხოლოდ 16 წლამდე. ასე იცხოვრა იუტომ სრულწლოვანებამდე ბავშვობის მეგობარი გოგოს – რინკო კუძაკის მზრუნველობის ქვეშ, ისე რომ წარმოდგენა არ ქონდა საკუთარი ბედის შესახებ და მხოლოდ კატების ეშინოდა, რადგან მათზე ალერგია ჰქონდა. თუმცა ბოროტმა ძალებმა მოქმედება ვერ მოასწრეს, რადგან ამულეტის სანაცვლოდ მასთან კატა-მაქციის სული სახელად ჰიმარი მოვიდა, რომელსაც ჩვენი გმირის პაპამ ფიცი ჩამოართვა, რომ ის დაიცავდა კლანის უკანასკნელ შთამომავალს. [temo88]

Shining Hearts / Сияющие сердца / კაშკაშა გული
ანონსი EP: 12 RUS
Shining Hearts / Сияющие сердца / კაშკაშა გული

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Fantasy,

აღწერა: მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მახვილოსანმა რიკმა მოიარა უამრავი ადგილი, მეხსიერებადაკარგული აღმოჩნდა კუნძულ ვინდარიაზე, სადაც იგი შეიფარა სამმა დამ: ნერისემ, ამილმა და ეირიმ. ბიჭი წარსულზე არ დარდობდა, რადგან გრძნობდა, რომ ზოგიერთი რამის გახსენება საჭირო არ იყო. დებმა რიკოსთან ერთად შეისწავლეს მცხობელის ხელოვნება მოხუც ჯადოქარ მადერასგან, გახსნეს საცხობი ”გული” და მალევე, მყიდველთა შეფასებით, მოსწავლეთა ნახელავი აღარ ჩამოუვარდებოდა მასწავლებლისას. დანარჩენში კი ცხოვრება კუნძულზე მშვიდად მიედინება: ხალხი ჯანმრთელი და შრომისმოყვარე, სხვა რასები - ელფები და ადამიანისებრი ცხოველები - თავს შორს იჭერენ, თუმცა ნორმალურად იქცევიან... [temo88]

1-24 25-48 ... 505-528 529-552 553-576 577-600 601-624 625-648 649-667