Finished Anime

True Tears / Настоящие слезы / წრფელი ცრემლები
ანონსი EP: 13 RUS
True Tears / Настоящие слезы / წრფელი ცრემლები

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,

აღწერა: ნებისმიერი უფროსკლასელი ოცნება _ იცხოვროს ერთ ჭერქვეშ ლამაზ, ჭკვიან, ყურადღებიან გოგოსთან ერთად. ჩვიდმეტი წლის სინიჩირო ნაკაგამისთან ყველაფერი ასეა. მშობლების - ოჯახის ძველი მეგობრების, გარდაცვალების შემდეგ, ნაკაგამისთან დასახლდა ბავშვობის მეგობარი ხირომი იუასა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა მოცემულ აღწერას. თუმცა, სადილისა და ვახშმის დროს ყოველდღიური მისალმების გარდა სახლში თითქმის არ აქვთ ურთიერთობა, ამის მიზეზი კი დედაა, რომელიც “სარძლოს” მკაცრად აკონტროლებს და ზედმეტად უფრთხილდება საყვარელ შვილს. მამა საოჯახო საქმეებში არ ერევა, ხოლო ბუნებით რბილი შვილი კი თავს საბავშვო მანგის ხატვით, ადგილობრივი ცეკვების შესწავლითა და ერთადერთ მეგობარ ნობუსესა და მის შეყვარებულ აიკოსთან სეირნობით იმშვიდებს. [temo88]

Asura Cryin / Плач Асуры / ასურას ტირილი
ანონსი EP: 26 RUS
Asura Cryin / Плач Асуры / ასურას ტირილი

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action,

აღწერა: სახიფათო ექსპერიმენტის შედეგად დედამიწის ერთერთი შესაძლო ვარიანტი განადგურდა მასზე ორეულის დადების გზით. ამან გამოიწვია საშიში ეფექტები, შესაბამისად სერიალის სამყაროში უკვე არავის უკვირს, რომ ადამიანებს შორის ცხოვრობენ დემონებიც, ხოლო “მფლობელები” ადამიანის მსხვერპლის მეშვეობით საკუთრებაში იღებენ დაუმარცხებელ მექა-მებრძოლს ასურას. თუმცა ამ სამყაროს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერია, მხოლოდ ორი წელიღა დარჩა. სიმართლე ბევრმა ორგანიზაციამ და დაჯგუფებამ იცის, რომელთა ბრძოლის ცენტრს წარმოადგენს რაკუს სკოლა, რომელიც მეთვალყურეობს პირველი დედამიწის ნანგრევებს. ბედმა ამ სიტუაციაში ჩართო უფროსკლასელი ტომახარუ ნაცუმეც, რომელმაც ბნელი ფრაქცია აირჩია, თუმცა დაიმსახურა როგორც ნათელი, ასევე რუხი ფრაქციების, დემონებისა და სხვა ამ თამაშის დიდი მონაწილეების პატივისცემაც. [temo88]

Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე
ანონსი EP: 37 RUS
Kimi ni Todoke / Дотянуться до тебя / Достучаться до тебя / მოგწვდე

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: სავაკო კურანუმა არის თხუთმეტი წლის კეთილი გოგონა. მაგრამ მისი გარეგნობის და სახელის გამო, ყველა მას ადარებს საშინელებათა ფილმის „ზარის“ მოჩვენებას „სადაკოს“, თუმცა სინამდვილეში მისი სახელი, კარგი მნიშვნელობით, „გასაოცარი ბავშვის“ იეროგლიფებით იწერება. თანაკლასელების დამოკიდებულების გამო სავაკო ვერ ახერხებს მათთან დამეგობრებას. საბედნიეროდ სავაკოს კლასში არის გულწრფელი, მეგობრული ბიჭი, კაზეახაია შოთა, რომელიც არ აქცევს დიდ ყურადღებას გარეგნობასა და სხვების ჭორებს. ყველასთან მეგობრობისა და კარგი დამოკიდებულების გამო, კაზეხაია სავაკოსათვის მისაბაძი ადამიანია. ცოტა ხანში, გარემოებების გამო, სავაკო და კაზეხაია ერთმანეთს დაუახლოვდებიან... [Devastation]

Special A / Спецкласс «А» / სპეცკლასი А
ანონსი EP: 24 RUS
Special A / Спецкласс «А» / სპეცკლასი А

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,

აღწერა: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ პირველობა აკმაყოფილებთ. სწორედ ასეთებს განეკუთვნება ჰიკარი ჰაკაძონო – გოგო ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ცხოვრებაში ყველაფრის საკუთარი შრომით მოპოვებას მიეჩვია. ბედის ირონიით, მის გზაზე ყოველთვის კეი ტაკისიმა დგას – ცნობილი კლანის წარმომადგენელი, ყველაფერში გენიალური ბიჭი. კონკურენციას, რომელიც ექვსი წლიდან დაიწყო, ისინი ჰაკუსენის კერძო სასწავლებლამდე მიჰყავს, სადაც საჭიროდ არ თვლიან რომ იყო როგორიც სხვა და არ გაიძულებენ ჩუმად ყოფნას... პირიქით, ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს ისინი სპეცკლას ა-ში აერთიანებენ, მოსწავლეები რომლებიც გამოირჩევიან არა მარტო ფორმითა და თავისუფალი გრაფიკით, არამედ იმითაც, რომ როგორც რჩეულთა კლუბი იყენებენ უზარმაზარ ორანჟერეას. კეისა და ჰიკარის გარდა კლასში არიან მუსიკით შეპყრობილი ტყუპები ძუნი და მეგუმი, დირექტორის შვილი ტადასი, გართობის მოყვარული აკირა და რიუ. [temo88]

Shiki / Corpse Demons / Усопшие / ცხედარი
ანონსი EP: 22 RUS
Shiki / Corpse Demons / Усопшие / ცხედარი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Drama, Seinen,

აღწერა: სოფელი სოტობა, მიკარგული იაპონიის მთების სიღრმეში, მეოცე საუკუნის დასასრულსაც კი არ ნებდება ცივილიზაციას. მოხუცები იღუპებიან, ახალგაზრდების ნაწილი კი, ისეთები როგორიცაა მეათეკლასელი მეგუმი სიმიძუ, ოცნებობენ სკოლის დამთავრებისთანავე მეგაპოლისში გაქცევაზე. არიან სხვებიც, მაგალითად 32 წლის ტოსიო ოძაკი დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ხოლო ნაცუნოს ოჯახი კი თავად გადმოვიდა ქალაქიდან ბუნებასთან ახლოს. დრო წყნარად და უშფოთველად მიედინება, თუმცა, მაღლობზე ახლად აშენებული ”თავადური” სახლის იდუმალი მფლობელების გამოჩენა ყველასათვის ახალი განხილვის საგანი გახდა. საინტერესო ამბებთან ერთად კი ცუდი ხმებიც გავრცელდა... [temo88]

Sacred Seven / Священная Семерка / წმინდა შვიდეული
ანონსი EP: 12 RUS
Sacred Seven / Священная Семерка / წმინდა შვიდეული

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Fantasy, School Life,

აღწერა: ამ უცნაურ სამყაროში ზებუნებრივ ძალებს ჯადოსნური ქვების ფლობა იძლევა, რომლებიც მფლობელის ორგანიზმში დაბადებიდანაა. ასეთივე მინერალის ნატეხი ერგო 17 წლის არუმე ტანდოძის და ბედნიერება სულაც არ მოუტანია მისთვის. სიბრაზის გამო ბიჭმა არც თუ ისე ცოტა ხალხი დააშავა, სახლიდან წავიდა და ახლა გამოსაცდელ ვადაზეა. სკოლაში ასეთ ცნობილ ხულიგნისგან ყველა შორს იჭერს თავს და თავად გმირსაც არ სურს ვინმესთან დაახლოვება. მხოლოდ კლასელ გოგოს – ვაკანა იტოს სჯერა არუმესი და წარუმატებლად ცდილობს როგორმე შეიყვანოს საკუთარ ”ძვირფასი ქვების” კლუბში. ასე გარიყულად იცხოვრებდა ტანდოძი, ერთხელ კარზე წითური გოგო რომ არ მისდგომოდა, რომელსაც თან მსახური ახლდა. [temo88]

To Aru Majutsu no Index / Индекс Волшебства / ჯადოქრის ინდექსი
ანონსი EP: 48 RUS
To Aru Majutsu no Index / Индекс Волшебства / ჯადოქრის ინდექსი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Magic, Shounen,

აღწერა: ეს ყველაფერი ხდება სამყაროში, სადაც თანაარსებობს მაგია და მეცნიერება, რომელიც ავითარებს ზებუნებრივ ძალებს. უზარმაზარი კოლეჯი სადაც ტოუმა კამიჯოუ ცხოვრობს სასწავლო გეგმის მიხედვით ავითარებს ადამინების ძებუნებრივ შესაძლებლობებს. ერთ დღესაც ტოუმას გამოეცხადება თეთრ მონაზვნის სამოსში ჩაცმული გოგო, რომელიც საკუთარ თავს ინდექსს უწოდებს და ეტყვის რომ მასზე ჯადოქრები ნადირობენ... [temo88]

Natsume Yujin-Cho TV1-TV4 / Тетрадь дружбы Нацумэ / ნაცუმეს მეგობრობის დღიური
ანონსი EP: 52 RUS
Natsume Yujin-Cho TV1-TV4 / Тетрадь дружбы Нацумэ / ნაცუმეს მეგობრობის დღიური

გამოსვლის წელი: 2008-12
ჟანრები: Drama, Fantasy, Seinen,

აღწერა: ტაკასი ნაცუმე მედიუმია. უფრო კონკრეტულად კი, მას შეუძლია იმისი დანახვა, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ: მოჩვენებები, ღმერთები და დემონები. ეს შესაძლებლობა ახალგაზრდას სიხარულს ნამდვილად არ ანიჭებს. ადრე ბავშვობიდან ნაცუმე ”ისეთი არ იყო როგორც ყველა”: ყვებოდა არარსებულს, ეშინოდა ცარიელი ადგილების... როდესაც გაიზარდა ისწავლა რომ არაფერი უნდა მოეყოლა და არ უნდა შეშინებოდა (ყოველ შემთხვევაში მანამ სხვები ხედავდნენ), თუმცა მაინც არ არის ისეთი, როგორც ყველა. [temo88]

Darker than Black / Темнее Чёрного / შავზე ბნელი
ანონსი EP: 42 RUS
Darker than Black / Темнее Чёрного / შავზე ბნელი

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,

აღწერა: ათი წლის წინ, ტოკიოში წარმოქმნილმა ანომალიამ „ჯოჯოხეთის კარმა“ გამოიწვია ეგრედწოდებული კონტრაქტორებისა და თოჯინების გაჩენა. კონტრაქტორები ― ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს სრულად თოჯინებად ქცევა და შედეგად ემოციები, ძირითადში სრულიად, დაკარგეს და შეიძინეს ზებუნებრივ შესაძლებლობები, რომლის გამოყენების შემდეგაც, მათ კონტრაქტის „საფასურის“ გადახდა უწევთ. თოჯინები ― უემოციო „მედიუმები“, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანის ემოციების განსახიერება და სხვადასხვა გარემოში, სხეულში თავისი დამკვირვებელი სულის გადაადგილება შეუძლიათ.

ანომალიის მიზეზით, ცის თაღზე ვარსკვლავები შეცვალა ცრუ ვარსკვლავებმა, რომლებიც ზუსტად ყოველ კონტრაქტორს ცალსახად შეესაბამებიან და აქტიურდებიან მათი ძალის გააქტიურებისას. ამიტომაც, ორგანიზაციაში სახელად პანდორა (აბრევიატურა Physical Alteration Natural Deconstruction Organized Research Agency), ახალ და ძველ კონტრაქტორებს სწორედ ამ ვარსკვლავებით აკვირდებიან... [Devastation]

Vampire Knight / Рыцарь вампир / ვამპირი რაინდი
ანონსი EP: 27 RUS
Vampire Knight / Рыцарь вампир / ვამპირი რაინდი

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Drama,

აღწერა: აკადემია კროსი სახელგანთქმულია მკაცრი და უცნაური წესრიგით: მოსწავლეები გაკვეთილებს ესწრებიან სმენების მიხედვით. დღისით ჩვეულებრივი მოსწავლეები, მზის ჩასვლის შემდეგ კი ელიტარული ღამის კლასი, სიმპატიური ბიჭები თვალისმომჭრელ თეთრ ფორმაში. რა თქმა უნდა მოსწავლეებმა არ უნდა იცოდნენ რომ ღამის კლასის წარმომადგენლები ვამპირები არიან. იმისათვის რომ საიდუმლო არ გამჟღავნდეს და დაიცვან დღის კლასის მოსწავლეთა უსაფრთხოება, აკადემიის რექტორის მიერ შეფარებული ბავშვები (ნაშვილები იუკი და აღსაზრდელად აყვანილი ობოლი ზერო) ითავსებენ კლასის მორიგის ფუნქციებს. მათ მოეთხოვებათ აღკვეთონ ნებისმიერი კონტაქტი ამ ორი ცვლის წარმომადგენლებს შორის. ეს კი არც ისე მარტივი მისაღწევია, რადგან უფროსკლასელებს ძალიან იზიდავს მშვენიერი ღამის სმენის მოსწავლეები. [temo88]

Accel World / Ускоренный Мир / აჩქარებული სამყარო
ანონსი EP: 24 RUS
Accel World / Ускоренный Мир / აჩქარებული სამყარო

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure, Fantasy, School Life,

აღწერა: 14 წლის ხარუიუკი არიტეს გარეგნობაში არ გაუმართლა. მსუქანი და ჯუჯა - ასეთია ის 2040 წელს; გოგოებს არ უყვართ, ხულიგნები ჩაგრავენ, ადამიანად კი მხოლოდ ბავშვობის მეგობრები ტიური და ტაკუმა თვლიან. ხალხი ცამეტი წლის წინ ჩანერგილი ნეიროკავშირის წყალობით ვირტუალურ რეალობაში ისევე შედიან, როგორც ჩვენ ინტერნეტში, თუმცა საწყალს არც იქ ულხინს. ავატარი დამოკიდებულია რეალურ შესაძლებლობებსა და საკუთარი თავის აღქმაზე, თუმცა თუ სულითა და ხორცით ცხვარი ხარ, ლომად ვერ იქცევი. ასე რომ ვირტუალურ სკოლაში მარტოხელა გოჭი დარბის და გულს კედელთან ტენისის თამაშს აყოლებს, რაშიც მართლა მიაღწია წარმატებებს. თუმცა მოულოდნელად უცნაური რამ ხდება, ხარუ თავად კურუიუკიჰიმემ მიიწვია სალაპარაკოდ, შავმა პრინცესამ, სკოლის ყველაზე ლამაზმა და იდუმალმა გოგომ! [temo88]

Speed Grapher / Спидграфер / სპიდგრაფერი
ანონსი EP: 24 RUS
Speed Grapher / Спидграфер / სპიდგრაფერი

გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Adventure, Drama,

აღწერა: ახალგაზრდა სამხედრო ფოტოგრაფმა, ტაცუმი საიგამ, მოახერხა გარკვეულ წრეებში ცნობილ, ხოლო საზოგადოებისთვისათვის დახურულ კლუბში შეღწევა. აქ ყველა ნიღაბს ატარებს და არავინ არავის განიკითხავს. ეს სამოთხეა – სამოთხე ცოდვილთათვის. როგორც ყოველ პრესტიჟულ კლუბში, VIP კლიენტებისთვის აქაც შესანიშნავი პრივილეგიებია. გარკვეული პერიოდულობით ამ რჩეულებისათვის იმართება ცერემონია. ”ქალღმერთი შეასრულებს თქვენს ყველაზე ფარულ სურვილებს, იმდენად დაფარულს, რომ შესაძლოა თქვენც კი არ იცოდეთ...”. ამ დღესაც ერთ-ერთი რიგითი ცერემონიის დროა, ამან და ყველაფერმა მომხდარმა კი შეცვალა თავად საიგა... იმის მაგივრად, რომ კლუბის პრეზიდენტის ბრძანებით უცხო მოეკლა, ”ქალღმერთმა” იგი აირჩია. რა ფარული სურვილები ქონდა ჩვენს გმირს? ვინ არის ეს გოგო? გადარჩება კი საიგა? [temo88]

Hakuouki: Shinsengumi Kitan / Сказание о Демонах Сакуры / ჰაკუოუკი: საკურას დემონი
ანონსი EP: 38 RUS
Hakuouki: Shinsengumi Kitan / Сказание о Демонах Сакуры / ჰაკუოუკი: საკურას დემონი

გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Drama,

აღწერა: მეცხრამეტე საუკუნის შუა წლები, იაპონიამ გახსნა საზღვრები დასავლეთით, პერიოდი არეულობებისა და გაურკვევლობის, ტოკუგავას სოგუნატის ბოლო წლები. დასავლური და აღმოსავლური კულტურის, სიბრძნისა და გამოცდილების დაპირისპირებამ გამოიწვია იაპონიაში ახალი, ზოგ შემთხვევაში საშიში, იდეების დაბადება. სწორედ ამ გავლენის მსხვერპლი გახდა კოდო იოკიმურა, დასავლური მედიცინის პრაქტიკანტი და ცნობილი მკურნალი. დედაქალაქში, ერთ-ერთი მორიგი მოწვევის შემდეგ, ექიმი ოჯახისგან იდუმალად წავიდა. მამამისის „დაკარგვით“ გაურკვევლობაში დარჩენილი კოდოს ქალიშვილი, გადაწყვიტა რა მისი მოძებნა, გამოეწყო სამურაის ტანსაცმელში, წამოიღო ოჯახური რელიქვია ― ხმალი კოდატი და გაემართა კიოტოსაკენ...

Toradora! / Tiger x Dragon / ТораДора! / ტორადორა
ანონსი EP: 26 RUS
Toradora! / Tiger x Dragon / ТораДора! / ტორადორა

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: რიუძი ტაკასუს ცხოვრებაში საშინლად არ გაუმართლა. გარდაცვლილმა მაფიოზი მამისაგან მას დარჩა ისეთი სახე და თვალები, რომ მის ერთ შეხედვაზე მასწავლებლებს გული მისდით, ხოლო კლასელები კი თავადვე აწვდიან საფულეებს. ამის გამო რიუძი, რომლის სახელიც “დრაკონს” ნიშნავს, ითვლება ყველაზე “მაგარ” ხულიგნად და ყველა თავს არიდებს, ერთადერთი მეგობრის – იუსაკუ კიტამურას გარდა. არადა გულში მთავარი გმირი რბილი და რომანტიული ადამიანია, რომელსაც თავის თავზე აქვს აღებული საოჯახო საქმეები თუთიყუშ ინკოსთან და მოუხერხებელ დედასთან ერთად. [temo88]

Wolf's Rain / Волчий дождь / მგლების წვიმა
ანონსი EP: 30 RUS
Wolf's Rain / Волчий дождь / მგლების წვიმა

გამოსვლის წელი: 2003
ჟანრები: Action, Adventure, Drama, Fantasy,

აღწერა: “როდესაც მოახლოვდება სამყაროს დასასრული, სამოთხე ამ სამყაროში გაჩნდება... მხოლოდ მგლებს ეცოდინებათ იქ მიმავალი გზა”, - ასე მოგვითხრობს უძველესი ლეგენდა. რა თქმა უნდა ეს წინასწარმეტყველება ახდება, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა: ყველა ეს ცხოველი ორასი წლის წინ გაანადგურეს... იქნება ყველა არა? მონადირეს სახელად კვინტ იადენს არ ჯერა მათი სრულად გაქრობა და მის სიმართლეს ადასტურებს დიდი თეთრი მგლის გამოჩენა, რომელიც ჩრდილოეთის ქალაქში დაძრწის, სადაც მძიმე მდგომარეობაა. ახლა კი მგლები, რომლებიც მანამდე ადამიანების სახით ინიღბებოდნენ, გამოდიან ჩრდილებიდან და მზად არიან სამოთხისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგნენ... რა თქმა უნდა, თუ კვინტ იადენი ვერ შეძლებს მათ შეჩერებას. [temo88]

Kuro Shitsuji / Kuroshitsuji / Black Butler / Демон-дворецкий / დემონი მსახური
ანონსი EP: 46 RUS
Kuro Shitsuji / Kuroshitsuji / Black Butler / Демон-дворецкий / დემონი მსახური

გამოსვლის წელი: 2008, 2010, 2014
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,

აღწერა: ეს არის მისტიური, პაროდიული კომედია, რომელიც ეხება მსახურებისა და ბატონების ურთიერთდამოკიდებულებას. მე-19 საუკუნის ალტერნატიული ინგლისი, ფანტომჰაიმების მდიდრული სასახლე, მისი მხიარული მსახურთა კამპანია და მათზე აღმატებული (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) უნაკლო სებასტიანი. ახალგაზრდა გრაფ სიელს უყვარს სხვადასხვა გასართობი და მსახურის მრავალმხრივ შესაძლებლობებს გასაქანი ეძლევა. ამ ორმა ხომ მნიშვნელოვანი კონტრაქტი დადო, რომელიც სებასტიანის მხოლოდ კულინარიულ შესაძლებლობებს არ ეხება. [temo88]

Trigun / Триган / ტრიგუნ
ანონსი EP: 26 RUS
Trigun / Триган / ტრიგუნ

გამოსვლის წელი: 1998
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Fantasy,

აღწერა: უდაბურ პლანეტაზე, სადაც ადამიანები გადასახლდნენ დედამიწიდან, მტვრიან ქალაქებში, სალონებსა და მოედნებზე, ჩვეულებრივ ადამიანებსა და ბანდიტებს შორის დიდი ხანია დადის ხმა ადამიან-კატასტროფაზე – ვეშ ქარიშხალზე. ის არსაიდან გამოჩნდება ხოლმე დამ ის შემდეგ მხოლოდ ნანგრევები რჩება. ერთხელ მან მთელი ქალაქი სრულად გაანადგურა. ამბობენ რომ ის შეუბრალებელია და მისი მოკვლა შეუძლებელია. მის თავზე დაწესებულია უზარმაზარი ჯილდო – 60 მილიარდი. როგორია მაშინ მისგან გამოწვეული ზარალი? [temo88]

Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე
ანონსი EP: 64 RUS
Shaman King / Король Шаман / შამანების მეფე

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Drama, Magic, Shounen,

აღწერა: ხუთას წელიწადში ერთხელ ტარდება შამანების (ადამიანები, რომელთაც სულებთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ, მათი სხეულში ჩასახლებით, მათი ძალების მართვა შეუძლიათ) შეჯიბრი, რომლის დროსაც გამარჯვებული იძენს ღირსეულ ტიტულს „შამანების მეფეს" და ასევე შესაძლებლობას კავშირი უძლიერეს სულთან დაამყაროს, რის შემდეგაც მათ მსოფლიოს თავის ნებაზე შეცვლა შეუძლიათ.

ასაკურა იო არის ახალგაზრდა შამანი, რომესაც უნდა გახდეს შამანების მეფე. ის გაემგზავრება ტოკიოში, რათა თავის მიზანს ვარჯიშით მიაღწიოს. მიზნის მიღწევაში, მას ეხმარებიან მეგობრები: მანტა, ჰორო ჰორო, რიუ, ამიდამარუ (მისი კომპანიონი სული) და ანა, იოს მწვრთნელი და გოგო, რომელსაც შამანების მეფის ცოლობა უნდა... [Devastation]

Gosick / Готика / გოთიკა
ანონსი EP: 24 RUS
Gosick / Готика / გოთიკა

გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Drama,

აღწერა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოვილის სამთავროში სიჩუმე მეფობს. უბრალო ხალხი პურის საშოვნელად შრომობს, ელიტა გართობას ეძებს ცნობილ აკადეიმა სვ.მარგარიტაში კი ცნობილი ოჯახების შთამომავლები სწავლობენ. ზუსტად ამ სკოლაში მეომართა ოჯახის შთამომავალი კაძუია კუძიო იწყებს სწავლას. ერთხელაც ადგილობრივი მოსწავლეებისაგან გარიყული კაძუია აკადემიის ბიბლიოთეკაში ხვდება ოქროსთმიან გოგონას. რის შემდეგაც ისინი კრიმინალური შემთხვევების გამოძიებას იწყებენ.

K-On! / Кэйон! / კეი-ონ!
ანონსი EP: 36 RUS
K-On! / Кэйон! / კეი-ონ!

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, School Life,

აღწერა: საყვარელი, გულითადი და მოუხერხებელი იუი ხირასავა ბედნიერია, რომ შეძლო უფროს სკოლაში ჩაბარება. ახლა კი დადგა დრო თავი გამოიჩინოს, იპოვოს მეგობრები, გაიზარდოს და მოიშოროს ბავშვური კომპლექსები საინტერესო კლუბის პოვნითა და მასში დაფარული ნიჭის აღმოჩენით! კი მაგრამ რისი ნიჭი აქვს? ჯერ თავადაც არ იცის... [temo88]

Basquash / Басквош / ბასკვოშ
ანონსი EP: 26 RUS
Basquash / Басквош / ბასკვოშ

გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Fantasy, Sports,

აღწერა: პარალელურ დედამიწაზე ცივილიზაცია დაეცა. მაღალი წრეების წარმომადგენლები გადასახლდნენ მთვარეზე, ოცნების ქალაქ მუნაიზში, რომელიც ყოველ ღამე ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც დანგრევის პროცესში მყოფ ქვების ჯუნგლებში ცხოვრობენ, ზეციური ცეცხლით მასზე მოხვედრის სურვილს უღვივებს. როლერტაუნში - ერთერთ დედამიწის დასახლებაში, ცხოვრობს ახალგაზრდა მეამბოხე და მაწანწალა დანი, რომელსაც ყველაფერზე მეტად მთვარეზე მოხვედრა უნდა. თუმცა ოცნება ერთია, რეალობა კი სულ სხვაა, დანი თავის ერთგულ ცხოველ-სიმბიოტ სპანკისა და თანამოაზრე განზოსა და ბელთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რათა გამოიმუშავოს პური თავისთვის და თავისი ავადმყოფი დის კოკოსათვის. ყმაწვილი ცუდად დაამთავრებდა, ბავშვობის მეგობარსა და მოყვარულ მექანიკოს მიუკის რომ კალათბურთის თამაში არ შეეთავაზებინა მისთვის. [temo88]

GunGrave / Убийца с того света / განგრეივი
ანონსი EP: 26 RUS
GunGrave / Убийца с того света / განგრეივი

გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,

აღწერა: მოცემული სერიალი არის შუთერის ერთერთი ეკრანიზაცია და შეიცავს კომპიუტერული თამაშისათვის დამახასიათებელ ყველა ელემენტს: პირველი ნაწილი ვითარდება განგსტერული საგის სახიტ, მეორე ნაწილი კი წარმოადგენს მონსტრების სასაკლაოს, რომელთა ძალა თანდათან იზრდება. სწორხაზოვანი სიუჟეტის მიუხედავად, ეს ისტორია გამოირჩევა კარგად შერჩეული ატმოსფეროთი, გამოკვეთილი გმირებითა და მეგობრობის, ერთგულებისა და ღალატის თემების კარგად წარმოჩენით. ასევე აღსანიშნავია სტუდია ”მედჰაუსისთვის” დამახასიათებელი შესანიშნავი გრაფიკა და იმახორი ცუნეოს საუნდტრეკები, რომელმაც დაწერა მუსიკა ”ტრიგანისათვის”. [temo88]

To Love-Ru: Trouble / Любовные неприятности
ანონსი EP: 38 RUS
To Love-Ru: Trouble / Любовные неприятности

გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,

აღწერა: ეს ამბავი ხდება იუკი რიტოს, უფროსკლასელის გარშემო, რომელიც ვერაფრით ახერხებს სიყვარულში გამოუტყდეს თავის ოცნების გოგოს – საირენჯი ჰარუნას. ერთ დღეს, როდესაც ის სახლში დაბრუნდება და აბაზანაში ნებივრობს, მის წინ არსაიდან გაჩნდება იდუმალი შიშველი გოგო. მისი სახელია ლალა და ის მოვიდა პლანეტა დევილუკიდან, სადაც ის იყო ტახტის მემკვიდრე. მამამის სურს მისი სახლში დაბრუნება, რათა ცოლად გაყვეს ერთერ ქმრობის კანდიდატს, მაგრამ ლალას სურს ცოლად რიტოს გაყვეს და დარჩეს დედამიწაზე. [temo88]

Oda Nobuna no Yabou / Амбиции Оды Нобуны / ოდა ნობუნას ამბიციები
ანონსი EP: 12 RUS
Oda Nobuna no Yabou / Амбиции Оды Нобуны / ოდა ნობუნას ამბიციები

გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure, Comedy,

აღწერა: ჩვენი თანამედროვე საგარა ესიხარა მოხვდა იაპონური არეულობების ეპოქის ერთერთ ვერსიაში, ოვარიეს მიწების პრინცესის ... ოდა ნობუნას სასახლესთან! ამ სამყაროში ისტორიულ თავადთა შორის საკმარისად არიან სიმპათიური გოგოები, თუმცა დანარჩენები პირქუში მამაკაცები არიან მოშიშვლებული შუბლებით. უბრალო იაპონელი მოსწავლე არ დაბნეულა - თამაშებში უარესი სიტუაციებიც შეხვედრია! მას შეუყვარდა გენიალური და მეოცნებე ნობუნა, რომელსაც იაპონიის გაერთიანება არა ძალაუფლების გამო, არამედ იმიტომ უნდა, რომ ოცნებობს შექმნას დიადი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხარბ უცხოელებს. საგარა მიხვდა, რომ ბედმა შანსი მისცა დიდი საქმეები გააკეთოს და იქნებ სახლში დასაბრუნებელი გზაც იპოვოს. [temo88]

1-24 25-48 ... 553-576 577-600 601-624 625-648 649-667