• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Anime & Manga » Archive » Tqveni chanaxatebi... (qartuli axalgazrdobis nawarmoebebi:D)
Tqveni chanaxatebi...
Sasukeforever
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 19:15 | შეტყობინება # 1
ავტორი Sasukeforever
23/01/2014, 19:15 | პოსტი # 1
--- ▼ ---
მკოლეთ ეხლა რა ხდება ასეთი თემა უკვე იყო გახსნილი და ეხლაც გავხსნი ეს ჩანახატი ერთერთ ფორუმზე ვნახე და ძალიან მომეწონა გადავწყვიტე დამედო მე ჩემი არ მაქ ჯერ დაწერილი მარა შესაბამის მომენტს ველოდები მგონი კაია შეაფასეთ და თქვენი ქმნილებებიც გაგვიზიარეთ :))

ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . .

ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .

- ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!

- ვიცი!

- რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!

- ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ?

- გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?

- თავი დამანებე! ვმეცადინეობ!

- მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . .

- თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა!

ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . .

- რას აკეთებ?

- ვფიქრობ!

- გამოტყდი!

- ჰო!

- რაზე ფიქრობ?

- პირველ სიყვარულზე!

- კიდევ მასზე ფიქრობ?!

- ჰო. . .

- რატომ?

- არ ვიცი. . .

- ჰო დაივიწყე?

- არ ვიცი. . . .

- კიდევ გიყვარს?

- არ ვიცი. . .

- აბა რაზე ფიქრობ?

- არ ვიცი. . .

- აბა, რა იცი?

- არაფერი ვიცი!

- კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . .

- არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . .

- არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია!

- არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე?- ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . .

- იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . .

- არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ?

- არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო?

- შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა!

- არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა!

- რა იცი?

- ვიცნობ!

- იცნობ?

- ჰო, ვიცნობ!

- იცნობ?

- კი, ვიცნობ!

- დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ?

- ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . .

- ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ!

- რატომ? დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად!

- უცნაური იყოო?!

- კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი!

- იცნობდი ბავშვს! ახლა დიდა!. .

- მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . . ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . .

- და ბავშვმა ვერ შეინახა სიყვარული. . .

- ბავშვი. . .

- იმეცადინე!.


შეტყობინება დაარედაქტირა: Sasukeforever - ხუთშაბათი, 23/01/2014, 19:15
 
Gulbana
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 19:22 | შეტყობინება # 2
ავტორი Gulbana
23/01/2014, 19:22 | პოსტი # 2
--- ▼ ---
მეზარება წაკითხვა :/
 
Sasukeforever
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 19:23 | შეტყობინება # 3
ავტორი Sasukeforever
23/01/2014, 19:23 | პოსტი # 3
--- ▼ ---
Gulbana, სხვათაშორის არაა დდიდი ძირითადად დიალოგებია :D
 
Insane
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 19:27 | შეტყობინება # 4
ავტორი Insane
23/01/2014, 19:27 | პოსტი # 4
--- ▼ ---
ბიოგრაფიული ჩანაწერები
წელი:2013
ავტორი:insane
ჟანრი:დრამა,სათავგადასავლო
მოკლე აღწერა:ეს მოთხრობა წარმოგიდგენთ პატარა შავკანიანი ბიჭუნას თავგადასავალს , რომელსაც არც თუ ისეთი კარგი ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი...


თავი პირველი


თავი მეორე


თავი მესამე-დასარული

 
Gerex
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 19:51 | შეტყობინება # 5
ავტორი Gerex
23/01/2014, 19:51 | პოსტი # 5
--- ▼ ---
ამბავი რომელზედაც ახლა გიყვებით 2014 წლის 2 იანვარს მოხდა. ახალი წლის დღეები იყო .ზამთრის ჩვეული სუსხითა და სიცივით. ამ წელს თოვლი ნაკლებად მოსულიყო. თუ ზამთრის ჩვეულებებს არ ჩავთვლით კარგი დღე იყო ,არც ქარი ქროდა , არც წვიმდა და არც თოვდა. იმ დღეს სტუმრად მივდიოდი . გზად “ტროტუარზე” ერთი ასაკოვანი მოხუცი გულაღმა იწვა , ხელები ტორსისაგან განცალკევებით განზე ჰქონდა გაწეული და ასე იწვა გაყინულ ტროტუარზე . ადამიანები კი ერთი ზიზღით გადახედავდნენ და გვერდს უვლიდნენ. მერე ერთ დიალოგს მოვკარი ყური. პატარა, 10 წლამდე გოგონამ დედას უთხრა:
-დე, იქნებ ცუდადაა , მოდი სასწრაფოში დავრეკოთ.
-მეტი საქმე არ გვაქვს?! ვიღაც ლოთი მათხოვარი იქნება,ისედაც გვეჩქარება-მიუგო დედამ.
ამ ფრაზის შემდეგ მათი საუბრისთვის აღარ დამიყურადებია . ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი ამ კაცს, თან ვფიქრობდი-„იქნებ მართლა ცუდადაა?“, მაგრამ რას ვაკეთებდი? ვიდექი და ვუყურებდი .ვფიქრობდი ,ალბათ ძინავს-მეთქი,
მაგრამ რა ვიცოდი სიკვდილი იქვე თუ დატრიალებდა, რა ვიცოდი უხილავი სიკვდილი კაცს თუ შემოხვეოდა , შეებოჭა და ნელ-ნელა უღებდა ბოლოს . იქნებ საცოდავი ადამიანის დახსნა და გადარჩენა შეიძლებოდა? იქნებ ღმერთის ძალით შეიძლებოდა სიკვდილზე გამარჯვება, მაგრამ ადამიანები ზიზღით უყურებდნენ კაცს და გვერდს უვლიდნენ , მაგრამ მე ვის ვკიცხავ , განა მე რაიმეს ვშვებოდი? უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი კაცს,რომელსაც თურმე სიკვდილი ახრჩობდა და ნელ-ნელა ღგვიდა ამ სამყაროსგან , პირისაგან და მიწისაგან, მაგრამ მე უმოძრაოდ ვიდექი...ეს ხომ ადამიანობაა , ის რადაც ჩვენ ყველანი , მთელი მსოფლიო ვიქეცით .
ვუყურებთ როგორ იღუპება სხვა და არაფერს ვაკეთებთ . მთავარია ხომ ზიზღით ვუმზერთ და გვერდს ვუქცევთ მომაკვდავ ადამიანს.ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამოიარა. შუქნიშანზე წითელი ენთო და მანქანაც გაჩერდა. შიგ მსხდომმა ექიმებმა კაცს შეხედეს ,ვუყურებდი მათ მზერას და ის ამოვიკითხე რაც სხვა ადამიანებში -ზიზღი. ადამიანის ბუნება ხომ ისეა მოწყობილი,რომ მუდამ ლპობისკენ და ხრწნისკენ ისწრაფოდე, გილპებოდეს სული და ვერაფერს გრძნობდე. თუმცა ამ დროს იმედი მომეცა , როცა ახალგაზრდა ყმაწვილმა მოხუცთან ჩაიმუხლა და შეანძრია , მერე მისი გაყინული ხელი საკუთარ ხელში მოაქცია , მაგრამ შეკრთა . საჩქაროდ ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა . მე კი ისევ ვიდექი და ვუყურებდი... ექიმები მანქანიდან გადმოვიდნენ და კაცთან მიიჭრნენ . ამის მერე აღარაფერი დამინახავს და გამიგონია , თითქოს თვალთ დამიბნელდა , ყველაფერი ბურუსმა დაფარა , ყურები დამეხშო და სული შემეკვრა. ვხედავდი აღელვებულ ექიმებს , კეთილშობილ ყმაწვილს,მაგრამ არ მესმოდა მათი ხმები,მაგრამ ვიცოდი რომ ისინი ყვიროდნენ .ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო და იქედან უნდა წამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი . ჩქარი ნაბიჯით წამოვედი იმ ადგილიდან,მაგრამ გულმა არ მომითმინა და ბოლოჯერ მივიხედე. კაცს თეთრ ზეწარს აფარებდნენ...
ავტორი: gerex
 
Mr_Zeppeli
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 21:20 | შეტყობინება # 6
ავტორი Mr_Zeppeli
23/01/2014, 21:20 | პოსტი # 6
--- ▼ ---
Gerex, კარგი იყო ყოჩაღ n_cry
 
last_kempachi
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 21:41 | შეტყობინება # 7
ავტორი last_kempachi
23/01/2014, 21:41 | პოსტი # 7
--- ▼ ---
არგეზარებათ? -__-
 
Shookera
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 21:51 | შეტყობინება # 8
ავტორი Shookera
23/01/2014, 21:51 | პოსტი # 8
--- ▼ ---
გაიზიარეთ ნაწყვეტი ჩემი პოემიდან :დ


შეტყობინება დაარედაქტირა: Shookera - ხუთშაბათი, 23/01/2014, 21:54
 
Swordsman
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 22:34 | შეტყობინება # 9
ავტორი Swordsman
23/01/2014, 22:34 | პოსტი # 9
--- ▼ ---
..

შეტყობინება დაარედაქტირა: Swordsman - ხუთშაბათი, 23/01/2014, 22:39
 
teo_menma
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 22:35 | შეტყობინება # 10
ავტორი teo_menma
23/01/2014, 22:35 | პოსტი # 10
--- ▼ ---
არასდროს მიცდია რამის დაწერა, მარტო სიზმრებს ვიწერ ხოლმე 14
 
Swordsman
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 22:40 | შეტყობინება # 11
ავტორი Swordsman
23/01/2014, 22:40 | პოსტი # 11
--- ▼ ---

-სად მიდიხარ?
-არსად.
-ჩემთან დარჩი, არ წახვიდე.
-ნუ გეშინია, არსად წავალ, მე შენთან ვიქნები.
-შეხედე მზეს, მისი სხივები ჩემს გულს ეხება, მაგრამ მისი თბილი სხივები ჩემს ყინულივით გულს ვერ ათბობს. მე მალე წავალ ამ ქვეყნიდან...
-არა, ამას ნუ ამბობ. ნუ მიმატოვებ, მე შენ მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო მშვენიერო, მაგრამ მე მაინც წავალ, ეს უკვე გადაწყვეტილია.
გოგომ ხელი ჩასჭიდა ბიჭს, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და სიკვდილს ელოდა.
-არ მოგცემ წასვლის უფლებას, ნუ მიმატოვებ... - თქვა გოგონამ და ტირილი დაიწყო.
იგი ლოგინზე დაჯდა და ბიჭს გულმკერდზე თავი დაადო. ბიჭმა გოგოს თავზე ხელი დაადო და უთხრა:
-რამდენიმე წუთის სიცოცხლე დამრჩა. მინდა ამ დროში, მოვასწრო შენთვის რაღაცის თქმა. როცა შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობდა. შენ ნათელი სხივი იყავი ჩემს ცხოვრებაში, ხარ და იქნები სამუდამოდ. ჩვენ სიკვდილი ვერ დაგვაშორებს, ჩვენი გულები ყოველთვის ერთად იქნება....
გოგომ თავი ასწია და ბიჭს შეხედა. მისი თბილი ცრემლები ბიჭის თეთრ, გაყინულ სახეს ეცემოდა.
-იგი უკვე ახლოსაა. - თქვა ბიჭმა.
-ვინ?
-სიკვდილი.
ბიჭმა გაშლილი ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და თქვა:
-მზე... როგორ გვათბობს იგი... - შემდეგ გოგონას მწვანე, ცრემლიან თვალებს შეხედა. - მე შენ მიყვარხარ...
გოგონამ თავისი წითელი ბაგეები ბიჭის ტუჩებს მიადო.
ბიჭმა თვალები დახუჭა. მისი გული სამუდამოდ გაჩერდა. გოგონამ ბაგეები მოაშორა ბიჭს და დაინახა მისი მომღიმარი სახე....
 
Gulbana
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 22:49 | შეტყობინება # 12
ავტორი Gulbana
23/01/2014, 22:49 | პოსტი # 12
--- ▼ ---
Quote Gerex ()
შეანძრია

ეს შეარხიათი შეცვალე და კარგია.
სღ
ყველას კარგები გაქვთ
 
teo_menma
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 23:08 | შეტყობინება # 13
ავტორი teo_menma
23/01/2014, 23:08 | პოსტი # 13
--- ▼ ---
სულ კარგები სულ ნიჭიერები a
 
Sasukeforever
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 23:12 | შეტყობინება # 14
ავტორი Sasukeforever
23/01/2014, 23:12 | პოსტი # 14
--- ▼ ---
Shookera, მიდი მიაწექი ძმა მაგარი მომავალი გაქ :* :)
 
Swordsman
თარიღი: ხუთშაბათი, 23/01/2014, 23:22 | შეტყობინება # 15
ავტორი Swordsman
23/01/2014, 23:22 | პოსტი # 15
--- ▼ ---
წიგნის დიზაინს ვერავინ გამიკეთებთ? :შ
 
Sensor
თარიღი: პარასკევი, 24/01/2014, 14:43 | შეტყობინება # 16
ავტორი Sensor
24/01/2014, 14:43 | პოსტი # 16
--- ▼ ---
ჯერ არ დამიწერია .. ხანდახან ვცდილობ
 
Sasukeforever
თარიღი: კვირა, 26/01/2014, 02:00 | შეტყობინება # 17
ავტორი Sasukeforever
26/01/2014, 02:00 | პოსტი # 17
--- ▼ ---
და აი ხელოვნება ჩაკვდა ნუხუზე
 
-Kirito
თარიღი: კვირა, 26/01/2014, 16:21 | შეტყობინება # 18
ავტორი -Kirito
26/01/2014, 16:21 | პოსტი # 18
--- ▼ ---
როცა პირველად
მე დავინახე
კირიტო რეიდს რომ ხმალს ურტყავდა
მაშინ მომინდა მე წასვლა
სწორდ არტ ონლინეში
 
Sasukeforever
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 20:00 | შეტყობინება # 19
ავტორი Sasukeforever
31/01/2014, 20:00 | პოსტი # 19
--- ▼ ---
აი ესეც ჩემი ახალი ნაწარმოები:
- დიდი ხანია გიცნობ ბევრი ვიფიქრე და შორიდან შემოვლის გარეშე მინდა გითხრა რომ... მიყვარხარ
- ... ... მეც... პირველი ჩახუტება, პირველი კოცნა, ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, უბედნიერესი წამები... ყოველდღე ვხვდებოდი... ასე გაგრძელდა ორი სამი წელი. ერთ დღესაც ვნახე ვაკოცე :
- როგორ ხარ?
- კარგად შენ როგორრ ხარ?
- მეც არამიშავს... მომენატრე...
- ერთი რაღაც მინდა რომ გითხრა...
- გისმენ ცხოვრება
- ჰმმ... ცუდად არ გამიგო მაგრამ უნდა დავშორდეთ... აღარ მიყვარხარ.
ამ სიტყვების გაგონებაზე გავშეშდი, შევხედე, მზერა გამიშტერდა...
- ხუმრობ არა?
- არანაირი ხუმრობა...
ამ დროს გულში სიცივე ვიგრძენი ნელ-ნელა ვიყინებოდი და თხელი ყინულივით ვიმსხვრევოდი... ეს საუბარი ალბა ხუთ წუთზე მეტი არ გაგრძელებული მაგრამ წამები ათასწლეულებად მეჩვენებოდა... დრო უსასრულობაში გაიწელა... ის წავიდა. უკან ერთხელაც არ შემოუხედავს, მას ერთ ადგილზე გაშეშებულმა მანამ ვუყურე სანამ მისი სილუეტი სინათლეში არ ჩაიკარგებოდა... ამ ადგილას ყოველ დღე დავდიოდი მაგრამ ის არსად ჩანდა.
კვირა დღე იყო როგორც ყოველთვის სახლში მარტო მთვრალი ვიჯექი და ვფიქრობდი... ამ დროს ავიღე და... ბახ...
გაიღვიძე...
 
ფორუმი » Anime & Manga » Archive » Tqveni chanaxatebi... (qartuli axalgazrdobis nawarmoebebi:D)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: