• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Anime & Manga » Archive » NX საუკეთესო მოთხრობა / საუკეთესო მწერალი ()))))
NX საუკეთესო მოთხრობა / საუკეთესო მწერალი
kabuto1
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 11:52 | შეტყობინება # 1
ავტორი kabuto1
11/02/2014, 11:52 | პოსტი # 1
--- ▼ ---
აბა ხალხო ასეთი თემები ბევრი იყო ამ საიტის ისტორიაში და საკმაოდ პოპულარული.
მოდით მოვაწყოთ ჩემპიონატი ამით გავიგებთ ჩვენი ნაშრომების ფასსაც რამდენად კარგია ან ცუდი ის და ასეევე გავუზიარებთ მეგობრებსაც ჩვენს ნაშრომებს.
დავალება შედგება სამი ეტაპისგან.
1 ეტაპი ვწერთ ან უკვე დაწერილს მიგზავნით მე (პმ სკაიპ Fბ ) ნებისმიერ თემაზე. სასურველია არ იყოს დიდი. იყოს ისეთი რომ მკითხველმა მის წაკითხვას არაუმეტეს 20 წუთი მოანდომოს თორემ წავა მერე კომენტარები "დავკარგე ჩემი ცხოვრების 20 წუთი უაზრობაში" და მსგავსები. ეს მეგობრების აზრების და ნაშრომების გაზიარებაა და არა სირბილში ჩემპიონატი. შემდეგ ამ ნაშრომებზე გაკეთდება გამოკითხვა და ქულები დაეწერებათ მონაწილეეებს.
2 ეტაპი მოგეცემათ თემა მაგალითად მეგობრობა ან ომი ან ა.შ და ამ თემაზე უნდა დავწეროთ ჩანახატის მსგავსი ან მოკლე, პატარა ზომის მოთხრობა. ასევე ჩატარდება გამოკითხვა და დაიწერება ქულები მონაწილეებზე.
3 ეტაპი შედარებით პროფესიონალური. დაიდება გამონათქვამი ან წინადადება მაგალითად "არასოდეს არ დანებდე ! იბრძოლე ბოლომდე !" და იმ გამონათქვამზე უნდა დაიწეროს მოთხრობა. ისეთი კი არა რომ თემა იყოს არ დანებდე და მოთხრობა იყოს ახალწელზე არა! მოთხრობა უნდა შეესაბამებოდეს გამონათქვამს და გამონათქვამის აზრი უნდა იდოს მასში. ასევე ჩატარდება გამოკითხვა შემდეგ სამივე გამოკითხვის ქულები შეიკრიბება და გამოვლინდება გამარჯვებული.

მსურველებმა დაწერეთ თემაში ან ვისაც ინტრიგა გინდათ მომწერეთ პმ :D

გამარჯვებულს
და ზოგადად მონაწილეებს მე ვკისრულობ შეჯიბრის დამთავრებისას რამე საკაიფო საღამოს სადაც მხოლოდ მონაწილეები ვიქნებით და ვისაც სურვილი ექნება ის(მუდამ ცანცარა დასირებული ნაროდი არ მიგულისხმია ცოტა ისეთები ნრომალურად რომდ აელაპრაკები რამეზე). ხო და მოვილხენთ ჩვენებურად. ასევე იქვე მოვუფიქრებთ ყველა მონაწილე გამარჯვებულს საჩუქარს.

მემგონი ცუდი იდეა არ უნდა იყოს n_kiss

ჩასწორება [/size]

პარასკევამდე არის ვადა რომ ეს თემა ყველამ ნახოს და ყველა ჩაეწეროს. ვისაც სურვილი გაქვთ დაპოსტეთ "ჩამწერე" ან რამე ამდაგვარი. შესაძლებელია პოეზიის ჟანრში ჩანახატის ჩასმაც.
ვინც უკვე ჩაეწერეთ გამომიგზავნეთ ნაშრომი.[size=17] ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა შაბათი დღე
ჩაწერის ბოლო ვადაა პარასკევი
ანუ ვინც პარასკევს ჩაეწერებით ერთი დღე გაქვთ ან სადღაც დღენახევარი. ვინც უკვე ჩაეწერეთ შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ.
ვიმეორებ შეგიძლიათ უკვე დაწერილი ნაშრომიც გამოგზავნოთ.

1.ghost_ghost10
2.shookera


შეტყობინება დაარედაქტირა: kabuto1 - სამშაბათი, 11/02/2014, 22:55
 
Джокер
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 13:17 | შეტყობინება # 2
ავტორი Джокер
11/02/2014, 13:17 | პოსტი # 2
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
3 ეტაპი შედარებით პროფესიონალური. დაიდება გამონათქვამი ან წინადადება მაგალითად "არასოდეს არ დანებდე ! იბრძოლე ბოლომდე !" და იმ გამონათქვამზე უნდა დაიწეროს მოთხრობა. ისეთი კი არა რომ თემა იყოს არ დანებდე და მოთხრობა იყოს ახალწელზე არა! მოთხრობა უნდა შეესაბამებოდეს გამონათქვამს და გამონათქვამის აზრი უნდა იდოს მასში. ასევე ჩატარდება გამოკითხვა შემდეგ სამივე გამოკითხვის ქულები შეიკრიბება და გამოვლინდება გამარჯვებული.


ქართულის ოლიმპიადაა? :დ

იცი რა ჯობს? სურათი დადო ვინმე ლეგენდარული მხატვრის და იმ სურათზე მოთხრობა დავწეროთ არაუმეტეს ორი გვერდისა(ვორდის ფაილში)
 
Shookera
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 14:20 | შეტყობინება # 3
ავტორი Shookera
11/02/2014, 14:20 | პოსტი # 3
--- ▼ ---
kabuto1, ერთი კითხვა მაქვს, პროზაული რომ არ დავწერო და სიტყვაზე პოეზიის ჟანრში ჩავსვა ჩანახატი?
მოთხრობას კარგი, ჯანდაბას, დავწერ. ოღონდ დრო რამდენი მაქვს?
PS. და მაინც, შეზღუდვა რომ არ იყოს, პოეზიაც შედიოდეს ბარემ და, სიტყვაზე, მოთხრობის მაგივრად პოემას დავწერ. (უფრო მალე და მარტივად მაინც იკითხება :დ) რას იტყვი საი? არ ჯობია ორივე (პროზას და პოეზიაც) შედიოდეს?


შეტყობინება დაარედაქტირა: Shookera - სამშაბათი, 11/02/2014, 14:25
 
Fantome
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 14:29 | შეტყობინება # 4
ავტორი Fantome
11/02/2014, 14:29 | პოსტი # 4
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
გამარჯვებულს და ზოგადად მონაწილეებს მე ვკისრულობ შეჯიბრის დამთავრებისას რამე საკაიფო საღამოს სადაც მხოლოდ მონაწილეები ვიქნებით და ვისაც სურვილი ექნება ის(მუდამ ცანცარა დასირებული ნაროდი არ მიგულისხმია ცოტა ისეთები ნრომალურად რომდ აელაპრაკები რამეზე). ხო და მოვილხენთ ჩვენებურად. ასევე იქვე მოვუფიქრებთ ყველა მონაწილე გამარჯვებულს საჩუქარს.


იმედია ვაკის პარკში ან მთაწმინდაზე არა :დ

დრო სადამდე გვაქვს?
 
Доктор
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 14:33 | შეტყობინება # 5
ავტორი Доктор
11/02/2014, 14:33 | პოსტი # 5
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
ზოგადად მონაწილეებს მე ვკისრულობ შეჯიბრის დამთავრებისას რამე საკაიფო საღამოს

რა ინტრიგაა
:დირთიმაინდ: n_lol


შეტყობინება დაარედაქტირა: Доктор - სამშაბათი, 11/02/2014, 14:33
 
kabuto1
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 15:00 | შეტყობინება # 6
ავტორი kabuto1
11/02/2014, 15:00 | პოსტი # 6
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
იცი რა ჯობს? სურათი დადო ვინმე ლეგენდარული მხატვრის და იმ სურათზე მოთხრობა დავწეროთ არაუმეტეს ორი გვერდისა(ვორდის ფაილში)

შესაძლებელია.
შენს გარდა თუ კიდევ სხვაც გამოთქვამს ამის სურვილს ჩავასწორებ.
Quote Джокер ()
kabuto1, ერთი კითხვა მაქვს, პროზაული რომ არ დავწერო და სიტყვაზე პოეზიის ჟანრში ჩავსვა ჩანახატი?
მოთხრობას კარგი, ჯანდაბას, დავწერ. ოღონდ დრო რამდენი მაქვს?
PS. და მაინც, შეზღუდვა რომ არ იყოს, პოეზიაც შედიოდეს ბარემ და, სიტყვაზე, მოთხრობის მაგივრად პოემას დავწერ. (უფრო მალე და მარტივად მაინც იკითხება :დ) რას იტყვი საი? არ ჯობია ორივე (პროზას და პოეზიაც) შედიოდეს?

კი შეიძლება
Quote Shookera ()
იმედია ვაკის პარკში ან მთაწმინდაზე არა :დ

რომ მიცნობდე გეცოდინებოდა რომ ვაკის პარკში ყველაზე ნაკლები შანსია
Quote Shookera ()
დრო სადამდე გვაქვს?

პარასკევი.

ჩასწორება [/size]

პარასკევამდე არის ვადა რომ ეს თემა ყველამ ნახოს და ყველა ჩაეწეროს. ვისაც სურვილი გაქვთ დაპოსტეთ "ჩამწერე" ან რამე ამდაგვარი. შესაძლებელია პოეზიის ჟანრში ჩანახატის ჩასმაც.
ვინც უკვე ჩაეწერეთ გამომიგზავნეთ ნაშრომი.[size=17] ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა შაბათი დღე
ჩაწერის ბოლო ვადაა პარასკევი
ანუ ვინც პარასკევს ჩაეწერებით ერთი დღე გაქვთ ან სადღაც დღენახევარი. ვინც უკვე ჩაეწერეთ შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ.
ვიმეორებ შეგიძლიათ უკვე დაწერილი ნაშრომიც გამოგზავნოთ.
 
barcafan
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 15:03 | შეტყობინება # 7
ავტორი barcafan
11/02/2014, 15:03 | პოსტი # 7
--- ▼ ---
kabuto1, ეხა ჩემი მოთხრობა დავამთვრო თუ რა მაფიაა :D
 
Fantome
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 15:04 | შეტყობინება # 8
ავტორი Fantome
11/02/2014, 15:04 | პოსტი # 8
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
რომ მიცნობდე გეცოდინებოდა რომ ვაკის პარკში ყველაზე ნაკლები შანსია


ნუ პრინციპში მე მაინც ვერ მოვახერხებ წამოსვლას პირველ ადგილზეც რომ გავიდე. :დ

ჩამწერე.
 
kabuto1
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 16:36 | შეტყობინება # 9
ავტორი kabuto1
11/02/2014, 16:36 | პოსტი # 9
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
ჩემი მოთხრობა დავამთვრო თუ რა მაფიაა

შენი მოთხრობა დიდი ჩანს დააპატარავე და ბეზ ბაზარა n_kiss
 
Лилит
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 17:54 | შეტყობინება # 10
ავტორი Лилит
11/02/2014, 17:54 | პოსტი # 10
--- ▼ ---
თემის ანალიტიკური შემფასებელი არ გინდათ? 006
 
Fantome
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 18:37 | შეტყობინება # 11
ავტორი Fantome
11/02/2014, 18:37 | პოსტი # 11
--- ▼ ---
kabuto1, 20 წუთი საშუალოდ რამდენ გვერდს წაიკითხავ ახლა ვორდის ფაილში :დ

ზომას ისე არც აქვს მნიშნვნელობა სულ რომ ლეღვობა დაწერო 4 გვერდი და 1 გვერდი აზრიანი რაღაც ეგ ჯობია.


შეტყობინება დაარედაქტირა: ghost_ghost10 - სამშაბათი, 11/02/2014, 18:38
 
ტიციან_ტაბიძე
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 18:53 | შეტყობინება # 12
ავტორი ტიციან_ტაბიძე
11/02/2014, 18:53 | პოსტი # 12
--- ▼ ---
ჰაჰ...
 
kabuto1
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 20:36 | შეტყობინება # 13
ავტორი kabuto1
11/02/2014, 20:36 | პოსტი # 13
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
თემის ანალიტიკური შემფასებელი არ გინდათ?

გვყავს
ხალხი
ტიციან_ტაბიძე,
ვატყობ ვიღაც ჩემნაირ მეთოდებს მიმართავს ^_^ მმმ რა დრო იყო q
Quote Лилит ()
ზომას ისე არც აქვს მნიშნვნელობა

სწორად მიხვდი. უბრალოდ ისაა ძალიან დიდი რომ იყოს ხალხს აეზარება და არ წაიკითXავს შენს ნაშრომს და ქულას დაიკლებ. ზარმაცი თაობა გვყავს ძმაო რას იზამ
 
Лилит
თარიღი: სამშაბათი, 11/02/2014, 20:38 | შეტყობინება # 14
ავტორი Лилит
11/02/2014, 20:38 | პოსტი # 14
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
ტიციან_ტაბიძე,

თუ ტიციანია, მაშ დამითმია
 
teo_menma
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 00:06 | შეტყობინება # 15
ავტორი teo_menma
12/02/2014, 00:06 | პოსტი # 15
--- ▼ ---
არ ვწერ, მაგრამ ვკითხულობ :D
 
snow--ghost
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 00:34 | შეტყობინება # 16
ავტორი snow--ghost
12/02/2014, 00:34 | პოსტი # 16
--- ▼ ---
kabuto1, ვაბშეტა რეზერვაციას ვწერ მანგას განყოფილებაში... ცოტაა მკითხველი და შეაფასეთ იქ თუგინდათ
 
Shookera
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 00:36 | შეტყობინება # 17
ავტორი Shookera
12/02/2014, 00:36 | პოსტი # 17
--- ▼ ---
მე ვფიქრობ, რომ მეორე და მესამე ტურში არ ვართ თავისუფლად, თითქოს ეროვნულის გამოცდაზე ვიყოთ :დ ანუ "შეკვეთით დასაწერს" ვგულისხმობ რა, მიმიხვდით
 
Insane
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 00:53 | შეტყობინება # 18
ავტორი Insane
12/02/2014, 00:53 | პოსტი # 18
--- ▼ ---
არგუმენტირებული ესე რომ იყოს ფინალში კონკრეტულ საკითხზე კარგი იქნებოდა
 
barcafan
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 01:05 | შეტყობინება # 19
ავტორი barcafan
12/02/2014, 01:05 | პოსტი # 19
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
შენი მოთხრობა დიდი ჩანს დააპატარავე და ბეზ ბაზარა

დაპატარავება და მასხრობები არ მიყვარს :D რასაც ვწერ ვწერ :D
 
snow--ghost
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 02:02 | შეტყობინება # 20
ავტორი snow--ghost
12/02/2014, 02:02 | პოსტი # 20
--- ▼ ---
barcafan, აქ გაქვს რამე?
 
გალაკტიონ_ტაბიძე
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 02:41 | შეტყობინება # 21
ავტორი გალაკტიონ_ტაბიძე
12/02/2014, 02:41 | პოსტი # 21
--- ▼ ---
Quote ტიციან_ტაბიძე ()
ჰაჰ...

სანამ მე ვარ აქ შენ ჩუ
 
Fantome
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 14:44 | შეტყობინება # 22
ავტორი Fantome
12/02/2014, 14:44 | პოსტი # 22
--- ▼ ---
Quote Insane ()
არგუმენტირებული ესე რომ იყოს ფინალში კონკრეტულ საკითხზე კარგი იქნებოდა


არ გვინდა რა ეს :შ
 
marikuna
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 15:53 | შეტყობინება # 23
ავტორი marikuna
12/02/2014, 15:53 | პოსტი # 23
--- ▼ ---
Dawerisa ar vici magram yvelapers wavikitxav rac ki daideba
 
Insane
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 16:03 | შეტყობინება # 24
ავტორი Insane
12/02/2014, 16:03 | პოსტი # 24
--- ▼ ---
marikuna, ქარსედი წაიკთხე მაშინ მანგას განყოილლებაში ნახე ქარსედ ვიტც რაის ოფ ზი დიმონს/ლორდ ფაფეთ n_lol
 
Holmes
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 16:05 | შეტყობინება # 25
ავტორი Holmes
12/02/2014, 16:05 | პოსტი # 25
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
ვატყობ ვიღაც ჩემნაირ მეთოდებს მიმართავს ^_^ მმმ რა დრო იყო

შენ უფრო ეპიკური იყავი ხოლმე :3
 
Sanins
თარიღი: ოთხშაბათი, 12/02/2014, 19:20 | შეტყობინება # 26
ავტორი Sanins
12/02/2014, 19:20 | პოსტი # 26
--- ▼ ---
Quote Лилит ()

ზომას ისე არც აქვს მნიშნვნელობა
 
kabuto1
თარიღი: ხუთშაბათი, 13/02/2014, 10:44 | შეტყობინება # 27
ავტორი kabuto1
13/02/2014, 10:44 | პოსტი # 27
--- ▼ ---
Quote Insane ()
შენ უფრო ეპიკური იყავი ხოლმე :3

n_lol n_kiss
 
Moriarty
თარიღი: ხუთშაბათი, 13/02/2014, 18:34 | შეტყობინება # 28
ავტორი Moriarty
13/02/2014, 18:34 | პოსტი # 28
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
NX საუკეთესო მოთხრობა / საუკეთესო მწერალი

ყველა დამეთანხმებით საუკეთესო მოთხრობა/ლეგენდა ჩემია..საუკეთესო მწერალი კი ჩემს მერე ალბათ სორდსმენი.
 
Fantome
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 01:01 | შეტყობინება # 29
ავტორი Fantome
14/02/2014, 01:01 | პოსტი # 29
--- ▼ ---
საი, ხვალ გამოგიგზავნი მოთხრობას, მაგრამ როგორც ვატყობ ცოტა დიდი გამოვა, 5პატარა თავისგან იქნება სულ, იმედია წაკითხვა არავის დაეზარება :დ

ისე პირველ ტურში ნორმალური რამე რომ დადო, არც ძაან შითობა მაინც გადახვალ მეორეში, მაგრამ მე მაინც თავიდანვე ეპიკურად დავიწყებ (: დ).

ის მესამე ტური შითობაა, ვაფშე მესამე ტურში კიდევ მოთხრობა იყოს დასაწერი ან ვინც გადავა მესამე ტურში იმათი პირველ ტურში დაწერილი მოთხრობა დაიდოს და ხმის მიცემით ენიქსელებმა გადაწყვიტონ ჰუ იზ ბესთ (:დ)

ისე რამდენი ვმონაწილეობთ?
 
kabuto1
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 12:44 | შეტყობინება # 30
ავტორი kabuto1
14/02/2014, 12:44 | პოსტი # 30
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
ყველა დამეთანხმებით საუკეთესო მოთხრობა/ლეგენდა ჩემია..საუკეთესო მწერალი კი ჩემს მერე ალბათ სორდსმენი.

ხმამაღალი ნათქვანია n_kiss

დამატებულია (14/02/2014, 11:44)
---------------------------------------------

Quote Moriarty ()
ისე რამდენი ვმონაწილეობთ?

ჯერჯერობით 5
 
Fantome
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:53 | შეტყობინება # 31
ავტორი Fantome
14/02/2014, 23:53 | პოსტი # 31
--- ▼ ---
LOVE YOU TILL THE END

პროლოგი
სიყვარულის არსებობის არასდროს მჯეროდა, მანამ სანამ არ შევხვდი გოგონას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ადამიანს, რომელმაც ჩემი გული გაათბო, რომელმაც ჩემს გულში გაზაფხული დაამკვიდრა. მას ნანა ოტაში ერქვა...

შეხვედრა

ნანა თოთხმეტი წლის ასაკში გავიცანი. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, მთლიანედ სწავლაზე გადართული. ბევრი მეგობარი არ მყავდა.
გაზაფხულის ერთი მშვენიერი დღე იყო, უფროსწორად დაუვიწყარი. ბუნება გამოღვიძებას იწყებდა, ცივი ზამთრის შემდეგ. მე ხიდზე ვიდექი და მდინარეს ვუყურებდი. კამკამა წყალს ალუბლის ყვავილის ფურცლები მოჰქონდა. მე კი ჩემს ანარეკლს ვუყურებდი. სარკესავით ჩანდა ყველაფერი. ვხედავდი ბიჭს, რომელსაც ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. იქნებ იმიტომ რომ მარტოსული იყო. სინამდვილეში კი მარტო მე ვიცოდი იმ კითხვაზე პასუხი თუ რატომ ჰქონდა მას ნაღვლიანი თვალები... ალბთ წარსულში განცდილი ტკივილი იყო ამის მიზეზი... ვინ იცის...
ფიქრებში გართული ვიყავი, როცა უბრალოდ მარცხნივ გავიხედე და დავინახე გოგონა, ლურჯ კაბაში გამოწყობილი, მხარზე გიტარა ჰქონდა გადაკიდებული. სახეს გრძელი ლურჯი შლაპა უფარავდა. მაგრამ შეამჩნევდი მის გრძელ, ოქროსფერ თმას.
მოულოდნელად ქარმა დაუბერა, რომელმაც ალუბლის ყვავილის ფურცლები ჰაერში აიტაცა და თითქოს ეთამაშებოდა. გოგონას ქარმა შლაპა მოხადა და ჰაერში აიტაცა. მაშინ დავინახე მისი გაოცებული სახე, მისი ფირუზისფერი თვალები, რომლებიც შლაპას უყურებდნენ. ჰაერის ნაკადი ალუბლის ყვავილების ფურცლებთან ერთად მის ოქროსფერ თმას ეხებოდა. უეცრად მისი თვალები მოშორდა ჰერში ატაცებულ შლაპას და ჩემს თვალებს შეხედა. მაშინ ვიგრძენი ენით აღუწერელი რაღაც. ჩემმა გულმა სწრაფად იწყო ფეთქვა. ნუთუ ამ გრძნობას ერქვა სიყვარული? ნუთუ ეს იყო ის გრძნობა რომელიც ბევრ წიგნსა თუ ფილმში წამიკითხავს და მინახავს. და ეს იყო დროის ის პატარა შუალედი, როცა მე ნამდვილად ვიგრძენი სიყვარული. ქარი ჩაწყნარდა, ირგვლივ უამრავი ალუბლის ყვავილის ფურცელი ეყარა. თითქოს ვარდისფერ თოვლში ვიდექით მხოლოდ მე და ის... შლაპა ზუსტად ჩემს თავზე აღმოჩნდა. გოგონამ გაიცინა, როცა შლაპა მოვიხსენი. ნანას საზეზე სიცილი ღიმილმა შეცვალა. მისი თვალები სითბოს ასხივებდნენ, თვალები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება...

არასოდეს მიმატოვო
მე და ნანა ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ეს იყო ორი მშვენიერი წელიწადი. ეს დრო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო. მინდოდა, რომ არასდროს დასრულებულიყო ჩვენი ურთიერთობა და მსურდა, რომ ამ ორ წელიწადს კიდევ მრავალი წელი შემატებოდა. მაგრამ იყო რაღაც, რაც ხელს მიშლიდა ბედნიერად ყოფნაში...

***

(მესამე პირშია დაწერილი, მხოლოდ ეს ნაწილი)
ორი ახალგაზრდა ადამიანი, ხელიხელ ჩაკიდებულნი მირბოდნენ ველზე, სადაც უამრავი გვირილა იყო. ისინი იცინოდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. მათ თვალებში ამოიკითხავდი, რომ მათ ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ. გოგონას თეთრი კაბა ეცვა, მისი ოქროსფერი თმა, მზის სინათლეზე საოცრად ბზინავდა. ბიჭს ლურჯი პერანგი და თეთრი შარვალი ეცვა. გრძელი, შავი თმა ჰქონდა, ხოლო მისი თვალები... ოდესღაც ნაღვლიანი, ახლა უკვე სიყვარულით სავსე იყო.
მოულოდნელად გოგონა მიწაზე დაეცა. ბიჭიც მასთან ერთად დაეცა. ორივე გვერდიგვერდ იწვნენ გვირილათა ''დასში''. მათ ერთმანეთს შეხედეს. ბიჭმა გოგონას გაუღიმა და თქვა:
-ღმერთო ჩემო, რა ლამაზი ხარ.
გოგონამ თავისი წითელი ბაგეები ბიჭის ტუჩებს მიადო. გოგონამ ბიჭს ბაგეები მოაშორა, ბიჭი თითქოს დაიბნა. იგი ფეხზე წამოდგა და თქვა:
-ნანა, ახლავე დავბრუნდები.
ბიჭი წავიდა და ცოტახანში უკან დაბრუნდა გვირილებით გაკეთებული გვირგვინით ხელში.
ნანას თვალები დაეხუჭა და იღიმოდა. ნამდვილად ანგელოზს ჰგავდა. ბიჭი მას ჩუმად მიუახლოვდა და თავზე გვირგვინი დაადო. გოგონამ თვალები გაახილა და ტკბილი ხმით ბიჭს უთხრა:
-კისე...
ბიჭმა გოგონას აკოცა და შემდეგ ჩაეხუტა.
-კისე...მიყვარხარ... - თქვა ნანამ.
-მეც მიყვარხარ.
-მინდა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. არ მინდა რომ დაგკარგო.
-ნანა ეგ მეც მსურს, მაგრამ...
-მაგრამ რა?
-ის, რომ ეს ასე ვერ იქნება. უკვე იცი რაც ხდება, მე ორ წელიწადში ამ წუთისოფელში აღარ ვიქნები.
-გთხოვ, მაგას ნუ იტყვი.
-რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ...
ნანა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ კისეს მოშორდა და თვალები აუცრემლიანდა.
-ყველაფერი გამოსწორდება, კისე, აუცილებლად გამოჯანმრთელდები.
-ექიმებმა თქვეს რომ სიკვდილი გარდაუ...
ნანამ კისეს სიტყვა შეაწყვეტინა , თვალებიდან ცრემლი წასკდა და დაიყვირა.
-მაგათ რა იციან! აი ნახავ ორი წლის შემდეგ არაფერი მოხდება. შენ ისევ ჩემთან იქნები...
-ნანა, ყველა იმედი გადამეწურა, სიკვდილი გარდაუვალია.
-კისე, შენ არ მოკვდები, უფალი არ გაგწირავს. კიდევ ვიმეორებ რომ მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად. მინდა რომ ყოველთვის ჩემთან იყო, მინდა რომ ყოველთვის ვხედავდე შენს მომღიმარ სახეს... კისე, არასოდეს მიმატოვო...

სიცარიელე, მარტოობა, სევდა...
უკვე ერთი წელია რაც მე და ანა დავშორდით. ყოველი დღე, მის გარეშე, ჯოჯოხეთს ჰგავდა. ყოველდღე მასზე ვფიქრობდი, მინდოდა, რომ ნანას ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ მიყვარდა. მაგრამ ამ სურვილს ჩემს გულში ვიკლავდი, გულში რომელშიც ზამთარი სუფევდა.
ბოლო ორი თვეა რაც ლოგინს ვარ მიჯაჭვული. თითქოს გალიაში ვიყავი გამომწყვდეული. სულ მარტო ვიყავი თუ არ ჩავთვლიდი ექთნებს და ორიოდე მეგობარს, რომლებიც იშვიათად თუ მინახულებდნენ. სიარული ძალიან მიჭირდა.
კარგის გაკეთება მინდოდა ნანასთვის, მსურდა ბედნიერი ყოფილიყო. ჩემთან ყოფნაში მხოლოდ ტკივილს მიიღებდა. არ მინდოდა ჩემი სიკვდილით დატანჯულიყო.
ყოველი დღე ნელა გადიოდა. ერთი დღე საუკუნედ მეჩვენებოდა. ვიხსენებდი იმ პერიოდს, იმ მშვენიერ ორ წელიწადს. ამ ტკბილი მოგონებებით მცირედით ვავსებდი ჩემს მარტოდ მყოფ, ცარიელ და სევდიან გულს...

მე შენ მიყვარხარ!

კიდევ ერთი დილა გათენდა ამ ფიქტიურ ჯოჯოხეთში. ფეხზე წამოვდექი და ფანჯარაში გავიხედე. დილის რვა საათი იყო. გარეთ სიცოცხლე ჩამკვდარიყო. ცას ავხედე და დავინახე ''შავი'' ღრუბლები. გარეთ არავინ არ იყო, არც მანქანები მოძრაობდნენ. ხანდახან თითო მათგანი თუ ჩაივლიდა. ყველაფერ ამასთან ერთად ქარი ქროდა. რაღაც ფურცლის ნაგლეჯი ჰაერის ძლიერ ნაკადს მაღლა აეტაცა. მე ამ ყველაფერს ვუყურებდი, როცა ჩემმა ტელეფონმა დარეკა. მე ფანჯარას მოვშორდი, ტელეფონი ავიღე და დავხედე. ჩემი მეგობარი რეკავდა. მე Yes - ს დავაჭირე და ტელეფონი ყურთან მივიდე.
-კისე, რაღაც მოხდა.
-რა?
-ნანა...
-ნანა?! გააგრძელე.
-ნანა ამერიკაში გადადის საცხოვრებლად. მისი მეგობრისგან გავიგე, ცოტახანში თვითფრინავში იჯდება...
-მადლობა რომ მIთხარი.
-მოი...
ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე მივაგდე. ფეხსაცმელები და ქურთუკი ჩავიცვი. კიბეები სწრაფად ჩავირბინე. როგორც კი სავაადმყოფო დავტოვე, წვიმა წამოვიდა, რომელიც მალევე გაძლიერდა. მე გავიქეცი. ნანას სახლისკენ მივრბოდი. წვიმის წვეთები მძიმედ ეხებოდა ჩემს სხეულს. ღმერთს ვევედრებოდი რომ ნანა უკვე წასული არ ყოფილიყო. ახლა მივხვდი რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. ჩემი გული ნელ ნელა ისევ თბებოდა.
ნახევარი საათის შემდეგ უკვე მის სახლთან ვიყავი. უეცრად ნანას მოვკარი თვალი და გავჩერდი. იგი ტროტუარზე ქოლგით და ჩემოდნით ხელში იდგა. იგი ისევ ისეთი მშვენიერი იყო, მისი ოქროსფერი თმა მაინც ბზინავდა მზის სინათლის გარეშე. მან ჩემსკენ გამოიხედა და შემომხედა. თითქოს გაქვავდა. მე მასთან მივედი და ვუთხარი.
-ნანა... მე შენ მიყვარხარ, არ მინდა რომ ჩემგან შორს იყო, მინდა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მინდა რომ ყოველთვის შენს მომღიმარ სახეს ვუყურებდე. შეიძლება ერთ წელში მოვკვდე მაგრამ მჯერა რომ ჩვენ სიკვდილი ვერასოდეს დაგვაშორებს. ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის, მე შენ მიყვარხარ და მეყვარების სიცოცხლის ბოლომდე და სიკვდილის შემდეგაც სამუდამოდ.
ნანამ თავი ჩახარა, შემდეგ თვალცერმლიანმა შემომხედა და მითხრა:
-სულელო, ამის მისახვედრად ერთი წელი დაგჭირდა?
ნანას ცრემლი წასკდა, ქოლგა და ჩემოდანი ძირს დააგდო და ჩამეხუტა.
-მიყვარხარ, და მეყვარები სამუდამოდ.
მეც ცრემლი მომერია. ორივე ვიდექით წვიმაში და ერთმანეთს ვეხუტებოდით. ნანამ თავისი წითელი ბაგეები ჩემს ბაგეებს მიადო.
ჩემს გულში ისევ გაზაფხულმა დაისადგურა... როცა ერთმანეთს ბაგეები მოვაშორეთ წვიმა შეწყდა და გამოიდარა. შავი ღრუბლები ცაზე მზემ ჩაანაცვლა. მზის სინათლე მე და ნანას დაგვნათოდა.
-კისე მიყვარხარ... -თქვა მან და თავისი მწვანე თვალებით შემომხედა.
-ყოველთვის მეყვარები, ჩვენ სიკვდილი ვერ დაგვაშორებს...

****
ერთი წელი გავიდა ყველაფრის შემდეგ. კისემ სიკვდილი დაამარცხა და კვლავ ნანასთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას. ნუთუ იმ გრძნობამ, რომელსაც სიყვარული ერქვა კისე გადაარჩინა... ვინ იცის?



შეტყობინება დაარედაქტირა: ghost_ghost10 - პარასკევი, 14/02/2014, 23:53
 
Sanins
თარიღი: შაბათი, 15/02/2014, 01:20 | შეტყობინება # 32
ავტორი Sanins
15/02/2014, 01:20 | პოსტი # 32
--- ▼ ---
ghost_ghost10, რა რომანტი'კ'ნულია :'(
 
Swordsman
თარიღი: შაბათი, 15/02/2014, 01:23 | შეტყობინება # 33
ავტორი Swordsman
15/02/2014, 01:23 | პოსტი # 33
--- ▼ ---
Quote Sanins ()
ghost_ghost10, რა რომანტი'კ'ნულია :'(


არაა საჭირო ფამილარული პოსტები.
 
kabuto1
თარიღი: კვირა, 16/02/2014, 22:49 | შეტყობინება # 34
ავტორი kabuto1
16/02/2014, 22:49 | პოსტი # 34
--- ▼ ---
როგორც ჩანს საიტი დაბალ დონეზეა და არ არის მზად ასეთი შეჯიბრებისთვის

მონაწილეების არასაკმარისობა

მოდერ მიახურე თემა
 
Korra
თარიღი: კვირა, 16/02/2014, 23:58 | შეტყობინება # 35
ავტორი Korra
16/02/2014, 23:58 | პოსტი # 35
--- ▼ ---
erm,motxtobis ar vici magram mec rom dampatijot ar gindat? Ara? Kargi :'((
 
remover
თარიღი: სამშაბათი, 18/02/2014, 14:53 | შეტყობინება # 36
ავტორი remover
18/02/2014, 14:53 | პოსტი # 36
--- ▼ ---
ასეთ თემას საი არ ჯობია შევიკრიბოთ და იქ წაიკითხოს ყველამ თავისი ნაშრომი გინდ ლექსი/მოთხრობა თუ ვინმეს ხატვის ნიჭი აქვს ეგეც გაგვიზიაროს და ა.შ ))
აქ წერას ლაივში წაკითხული ჯობია და იქვე იქნებიან შემფასებლებიც. ზოგს შეუსწორებთ , უკეთეს ვარიანტს შესთავაზებთ . რამე თემას მისცემთ მოთხრობის ასაგებად თან სახალისოც იქნება მგონი .

თუ რამეა ჩანახატს ან ლექსს მეც მივჯღაპნი ^_^
 
Insane
თარიღი: სამშაბათი, 18/02/2014, 17:40 | შეტყობინება # 37
ავტორი Insane
18/02/2014, 17:40 | პოსტი # 37
--- ▼ ---
remover, კარგი აზრია ისე 006
 
shsui
თარიღი: სამშაბათი, 18/02/2014, 18:03 | შეტყობინება # 38
ავტორი shsui
18/02/2014, 18:03 | პოსტი # 38
--- ▼ ---
poeeziis sagamo:-)
 
kabuto1
თარიღი: ოთხშაბათი, 19/02/2014, 00:16 | შეტყობინება # 39
ავტორი kabuto1
19/02/2014, 00:16 | პოსტი # 39
--- ▼ ---
აბა მსურველები თორემ იმდენის მოფიქრება შეიძლება 005
 
Insane
თარიღი: ოთხშაბათი, 19/02/2014, 00:17 | შეტყობინება # 40
ავტორი Insane
19/02/2014, 00:17 | პოსტი # 40
--- ▼ ---
kabuto1, მე შენ აგერ რემოვერა ოროჩაც
 
Shadows
თარიღი: ოთხშაბათი, 19/02/2014, 00:19 | შეტყობინება # 41
ავტორი Shadows
19/02/2014, 00:19 | პოსტი # 41
--- ▼ ---
პოეზიის საღამოა მშვიდი თემურადან გადაფრინდა ცხვირი..
ეს ისე ექსპორნტად თემო :DDDDDDDD :D :D
 
kabuto1
თარიღი: ოთხშაბათი, 19/02/2014, 12:53 | შეტყობინება # 42
ავტორი kabuto1
19/02/2014, 12:53 | პოსტი # 42
--- ▼ ---
Quote Insane ()
პოეზიის საღამოა მშვიდი თემურადან გადაფრინდა ცხვირი..

შუბლზე გაკოცე :*
 
remover
თარიღი: ოთხშაბათი, 19/02/2014, 13:32 | შეტყობინება # 43
ავტორი remover
19/02/2014, 13:32 | პოსტი # 43
--- ▼ ---
kabuto1, გამოვკეთდე ცოტა და თემა გავხსნათ. ვინც ახლები არიან შეგვემატონ თავიანთი ნაშრომებით (სულ ერთია ნახატით, ლექსით ან ჩანახატით) ჩვენ კიდე ვინც ფორუმზე აღარ შემოდის იმათ მივწეროთ, შევიკრიბოთ და გავერთოთ თან შეუფასებენ ერთმანეთს ნაშრომებს .
შენც მოიცალე საი და მოუყაროთ თავი როგორღაც (თუ რათქმაუნდა სურვილი გაქ ) .
 
Shadows
თარიღი: ოთხშაბათი, 19/02/2014, 14:01 | შეტყობინება # 44
ავტორი Shadows
19/02/2014, 14:01 | პოსტი # 44
--- ▼ ---
Quote kabuto1 ()
შუბლზე გაკოცე :*

ქამ თუ მი ბრო <3 :D
 
Idée-fixe
თარიღი: პარასკევი, 21/02/2014, 00:08 | შეტყობინება # 45
ავტორი Idée-fixe
21/02/2014, 00:08 | პოსტი # 45
--- ▼ ---
ghost_ghost10, მუსიკები რატომ დევს ტექსტში з.З
 
kabuto1
თარიღი: პარასკევი, 21/02/2014, 10:27 | შეტყობინება # 46
ავტორი kabuto1
21/02/2014, 10:27 | პოსტი # 46
--- ▼ ---
remover, სურვილი არის თავისთავად, მე კიდევ რაღAცას ვაპირებ და ვნახოთ როგორ იქნება ყველაფერი
 
ფორუმი » Anime & Manga » Archive » NX საუკეთესო მოთხრობა / საუკეთესო მწერალი ()))))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: