გვერდი 1 დან1
ფორუმი » Main Category » General Discussion » როგორ მოვიგოთ ფული (ბიტკოინები)
როგორ მოვიგოთ ფული (ბიტკოინები)
gugaGve
თარიღი: ხუთშაბათი, 17/11/2016, 05:09 | შეტყობინება # 1
ავტორი gugaGve
17/11/2016, 05:09 | პოსტი # 1
ჯოუნინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 583
ჯილდოები: 20
რეპუტაცია: 219


- ბიტკოინების დასაგროვებელი N1 - ყველაზე ძველი, სანდო, სტაბილური, კარგი რეპუტაციის და სრულიად განსხვავებული სერვისია.

აქ შესაძლებელია ბიტკოინების გამომუშავება არა მხოლოდ "კაფჩის" შეყვანით, არამედ ლატარიით, ბონუსების ძალიან მაგარი სისტემით და რაც მთავარია თამაშით!

საიტის მუშაობის პრონციპი მარტივია. უპირველეს ყოვლისა საჭიროა რეგისტრაცია - პირველ გრაფაში - ელ-ფოსტის მისამართი, მეორეში - პაროლი, ხოლო მესამეში - Blockchain.info - ზე გახსნილი საფულის ანგარიშის ნომერი.

ამის შემდეგ დააჭერთ ღილაკს CLAIM YOUR FREE BTC NOW! შეიყვანთ "კაფჩას" (ციფრები, ასოები, ან სურათების გამოცნობა). დააჭერთ ღილაკს ROLL! და მიიღებთ თქვენს პირველ ბიტკოინებს, რომელიც გადავა და გამოჩნდება თქვენს ბალანსზე (მარჯვენა ზედა კუთხეში).

ამის შემდეგ ჩაირთვება უკუ ათვლით დრო - 1 საათი, და ანალოგიური მოქმედების შემდეგ, ყოველ საათში დაგერიცხებათ უფასო ბიტკოინები (300-დან 1000-მდე. გააჩნია როგორია ბიტკოინის კურსი).

არ დაგავიწყდეთ ხმოვანი სიგნალის მონიშვნა - Play sound when timer runs out - რომელიც გამცნობთ, რომ ერთი საათი გავიდა და საჭიროა "კაფჩის" შეყვანა.

ავტომატური გადახდები თქვენს ბიტკოინ საფულეზე ხორციელდება ყოველ კვირას, როცა ბალანსი მიაღწევს 0.00033000 BTC-ს.

იმისათვის, რომ ჩართოთ ავტო გადახდები, საიტის ზედა ცენტრალურ ნაწილში არის სამი ღილაკი:DEPOZIT, WITHDRAW და DONATE. დააჭერთ ღილაკს WITHDRAW და მონიშნავთ AUTO-ს. თუ მთელი დაგროვილი თანხის ავტომატური გამოტანა გსურთ.

თუ თანხა მაშივე გსურთ და არ გსურთ კვირა დღეს დაელოდოთ, დააჭერთ MANUAL-ს. ამ შემთხვევაში ქვემოთ გაჩნდება გრაფა, სადაც ხელით ჩაწერთ თუ რა თანხის გამოტანა გსურთ, დააჭერთ გრაფის ქვემოთ ღილაკს WITHDRAW და თანხა 3-6 საათში დაჯდება თქვენს ანგარიშზე.

(გაითვალისწინეთ, რომ ავტომატური გადარიცხვა თქვენს საფულეზე კვირაში ერთხელ უფასოა. ხელით გადარიცხვის ღირებულება კი 400 სატოშია, რაც სულაც არაა დიდი თანხა, როცა თანხა თამაშისთვის ან ბონუსების კომბინაციებისთვის გჭირდებათ).

მაგრამ თუ გსურთ თანხა დაგროვდეს და ავტომატურად არ გადამოირიცხოს (რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თამაშის შემთხვევაში) მოხსნით "პტიჩკას" AUTO-ს გვერდით და თანხა აღარ გადაირიცხება თქვენს საფულეზე, უბრალოდ დაგროვდება თქვეს სერვისის ანგარიშზე.

არ დაგავიწყდეთ საათში ერთხელ "კაფჩის" შეყვანა (თქვენ ხომ ამით აგროვებთ ბალანსზე თანხას და სასაჩუქრე ბონუსებს)

ლატარეა

სერვისი ყოველ "კაფჩის" შეყვანაზე სატოშებთან და ბინუსებთან ერთად უფასოდ გაძლევთ ლატარიის ბილეთებს, რომლის გათამაშებაც ხდება კვირაში ერთხელ და შესაძლოა მოიგოთ საკმაო რაოდენობის სატოშები.

შეგიძლიათ ლატარიის ბილეთების ყიდვაც. შეხვალთ მენიუში LOTTERY , და ველში - NO. OF TICKETS - ჩაწერთ თუ რა რაოდენობის ლატარიის ბილეთების შეძენა გსურთ.

ამის შემდეგ, სერვისი იქვე დაგიანგარიშებთ ყიდვისთვის საჭირო სატოშების რაოდენობას (ამ ეტაპზე ერთი ლატარიის ბილეთი ღირს 12 სატოში) და დააჭერთ ღილაკს BUY.

ბონუსები

თანხის გამომუშავების გაზრდის კიდევ ერთი მძლავრი მეთოდი საიტზე არის სასაჩუქრე-საბონუსე სისტემა - REWARDS.

ყოველ "კაფჩის შეყვანაზე"+ დადებულ ფსონზე (როცა ფსონი მიაღწევს 6000 სატოშს) + თქვენი რეფერალის მიერ განხორცილებელი ნებისმიერ ტრანზაქციაზე, სატოშებთან ერთად გერიცხებათ ქულები (ღP), ძირითადად ორი ქულა (თუმცა არის ხოლმე აქციები 4-10 ქულამდე).

დაგროვილი ბონუსების ნახვა შეგიძლიათ მენიუში - REWARDS - YOUR REWARD POINTS (RP) - რომლის ქვემოთ დაწერილი იქნება თქვენ მიერ დაგროვილი ბონუსის რაოდენობა.

ეს ძალიან საინტერესო სისტემაა, რომლის ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ გააასმაგოთ და კიდევ მეტი... სატოშების რაოდენობა. ეხლა გავიაროთ დეტალურად:

1. ბონუსები შეგიძლიათ იქვე გაყიდოთ სატოშებზე (ENCASH YOUR POINTS) რასაც არ გირჩევთ.

2. ქვემოთ არის მენიუ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ სვადასხვაგვარად გამოიყენოთ ბონუსები:

ELECTRONICS

HARDWARE WALLETS

GIFT CERTIFICATES

FREE BTC BONUS

LOTTERY TICKETS BONUS

REWARD POINTS BONUS


პირველ სამს არ გირჩევთ (ბონუსები შეგიძლიათ გადაცვალოთ სხვადასხვა პრიზებზე - ძირითადად ელექტრონიკაა - IPHONE, SAMSUNG GALAXY, ელექტროსამაჯურები და ა.შ, მაგრამ მათ გამოსყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით ბონუსები სჭირდება.
FREE BTC BONUS - ყველაზე საინტერესო და მომგებიანია - ყოველ შეყვანილ "კაფჩაზე" გამომუშავებული სატოშების რაოდენობის გაზრდა 24 საათის განმავლობაში - 10, 50, 100, 500 და 1000 % ით - შესაბამისად მათი ღირებულებაა - 32, 160, 320, 1600, 3200 RP. (თუ კარგად დათვლით, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავება შეიძლება, მითუმეტეს, თუ შეთავსებით ქვედა ვარიანტსაც - REWARD POINTS BONUS - გამოიყენებთ).

REWARD POINTS BONUS - ასევე ძალიან საინტერესო ვარიანტია - ყოველ შეყვანილ "კაფჩაზე" გამომუშავებული ბონუსების (RP) რაოდენობის გაზრდა 24 საათის განმავლობაში - 1, 10, 50, 100 (RP) - შესაბამისად მათი ღირებულებაა - 12, 120, 600 და 1200 RP.

LOTTERY TICKETS BONUS - ბონუსებით შეიძლება ლატარიის ბილეთების რაოდენობის მომატება ყოველ შეყვანილ "კაფჩაზე" 24 საათის განმავლობაში - 1, 10, 50, 100 ლატარიის ბილეთი - შესაბამისად მათი ღირებულებაა 12, 120,600 და 1200 RP.

თუ კარგად დაითვლით, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავება შეიძლება (განსაკუთრებით თუ რეფერალებს მოიზიდავთ) - ამიტომ უმნიშვნელოვანესია საათში ერთხელ "კაფჩის" შეყვანა!

თამაში

და მთავარი - როგორც ავღნიშნეთ, სერვისს აქვს შესანიშნავი ციფრული ტიპის რულეტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დადოთ ფსონი და მოიგოთ თანხა.

აქ მოყვანილია მეთოდი, რომლის საშუალებითაც თითქმის ყველა ვარიანტში შეძლებთ თანხის მოგებას:

ჰორიზონტალურ მენიუში დააჭერთ და შეხვალთ ფუნქციაში MULTIPLY BTC. გაიხსნება სათამაშო დაფა სადაც:

მინიმალური ფსონია (WIN PROFIT) 0.00000001 ბიტკოინი.

/2 - ფსონის შემცირება (გაყოფა)

2X - ფსონის გაზრდა (გაორმაგება).

ღილაკებს MIN და MAX (მინიმალური და მაქსიმალური ფსონი) არ შეეხოთ.

BET HI ან BET LO სათამაშო ღილაკები.

ამის შემდეგ იწყება თამაში. მიუთითებთ ფსონს 0.00000001 ბიტკოინი (ავტომატურადაა მითითებული). შემდეგ დააჭერთ სათამაშო დაფის ცენტრში განთავსებულ ერთ-ერთ ღილაკს - BET HI ან BET LO.

თუ მოიგეთ გამწვანდება, თუ წააგეთ გაწითლდება.

თუ მაგალითად დააჭირეთ ღილაკს BET HIდა მაშინვე გამწვანდა (ანუ მოიგეთ), დააჭირეთ ღილაკს BET LO. თუ ისევ გამწვანდა - ისევ დააჭერთ ღილაკს BET HI. ანუ მონაცვლეობით. სანამ არ გაწითლდება, ანუ არ წააგებთ (ამ დროს ფსონი არ იცვლება, რჩება 0.00000001).

მაგრამ თუ გაწითლდა, ანუ წააგეთ - მაგალითად BET HI - ზე დაჭერისას, იწყებთ პირამიდას პრინციპით თამაშს. ანუ გააორმაგებთ თანხას - 2X, თუ კიდევ წააგეთ კიდევ - 2X და ასე მოგებამდე, სანამ არ გამწვანდება. (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში აჭერთ ღილაკს მხოლოდ BET HI, ანუ სადაც წააგეთ). თუ წააგებთ - BET LO - ზე, იგივეს აკეთებთ ყველაფერს (ანუ აორმაგებთ ფსონს მოგებამდე, მხოლოდ აჭერთ BET LO - ს)

როცა გამწვანდება, ანუ მოიგებთ (და ეს ნამდვილად მოხდება), აკეთებთ მთავარს - დააჭერთ ღილაკს /2 და ფსონი ჩამოგყავთ ისევ 0.00000001 - მდე და აგრძელებთ იგივე პრინციპით თამაშს. ანუ ფსონი, თუ არ წააგეთ და არ აორმაგებთ, ყოველთვის უნდა იყოს 0.00000001.

იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ 0.00000002 ფსონის შემთხვევაშიც.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ბალანსზე გაქვთ 25000 სატოში მაინც (0.00005000 BTC). წაგების ციკლი ჩვეულებრივ, შეიძლება გაგრძელდეს 5-6 დაჭერა. იშვიათად, მაგრამ შეიძლება წაგების ციკლი გაგრძელდეს 12-15 დაჭერამდე. ამ შემთხვევაში უნდა იყოთ ყურადღებით, რომ ფსონის გაორმაგების შემთხვევაში ბალანსი გეყოთ, თორემ მთელს თანხას წააგებთ.

თუ ბალანსზე თანხას დააგროვებთ და იგი გახდება 50 000 სატოშზე მეტი (0.00050000 BTC), ამ შემთხვევაში შეგიძლით იგივე პრინციპით ითამაშოთ ფსონით 0.00000002 - დან, ხოლო 100 000 სატოშზე მეტის შემთხვევაში - 0.00000008, 0.00000016 და მეტი ფსონით. მთავარია ცდუნებამ არ გძლიოთ და ბალანსი გათვალოთ 12-15 ზედიზედ წაგებაზე (15-ჯერ გაწითლებაზე) გაორმაგებული ფსონების შემთხვევაში ბალანსი არ გამოილიოს, რადგან ბოლოს მაინც გამწვანდება და აუცილებლად მოიგებთ.

რა თქმა უნდა აქ მაინც კაზინოს პრინციპი მუშაობს და 100% - იანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ამ მეთოდით მოგების შანსი ძალიან მაღალია. მთავარია არ იჩქაროთ, დააგროვოთ რაც შეიძლევა მეტი ბალანსი, რომ მარაგში გქონდეთ 14-15 სვლა მაინც (ანუ 14-15 წაგება).

უკიდურესი თავის დაზღვევისთვის კი რეკომენდებულია გქონდეთ მარაგში 20-25 სათადარიგო სვლა (ანუ 20 წაგება). თუმცა ამისთვის დაგჭირდებათ გაცილებით მეტი თანხა გქონდეთ ბალანსზე.

რაც შეეხება კაზინოსთან მსგავსებას, პრინციპი შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ მაინც, ეს სულ სხვა თამაშია. თანაც რაც მთავარია, თქვენ აქ არ დებთ საკუთარ თანხებს. თამაშობთ იმით, რაც გამოიმუშავეთ.

ამ მეთოდით თავისუფლად შეიძლება დღეში 3-15 დოლარის მოგება. შეიძლება მოიგოთ გაცილებით მეტიც, მთავარია რამდენი გაქვთ ბალანსი, რომ შეძლოთ რაც შეიძლება დიდი ფსონის დადება.

დროდადრო, მიუხედავად მაღალი ფსონით მოგებისა, მაინც შეამცირეთ ფსონი. ხშირად ცვალეთ იგი. ზოგჯერ მოგების შემთხვევაში შეამცირეთ ფსონი და სპეციალურად დააჭირეთ იგივე ღილაკს, რათა ცოტაოდენი წააგოთ კიდეც. ენდეთ ინტუციასაც, რომელიც აუცილებლად გამოგიმუშავდებათ. ამით სისტემას აბნევთ და მეტი შანსია მოიგოთ.

შეიძლება მოიფიქროთ სხვა, უფრო წარმატებული სვლებიც და ფორმულებიც როცა კარგად გაერკვევით. (მაგალითად მინიმალურ ფსონზე რამოდენიმეჯერ დაამთხვიეთ წაგება, შემდეგ კი როცა ჩათვლით, რომ მოგება "მომწიფდა" ასწიეთ ფსონი საკმაოდ მაღლა (ერთჯერადად) და მოგების შემდეგ დაუბრუნდით საწყის ფსონს.

ძალიან მნიშვნელოვანია, მოგების შემთხვევაში არ წაგძლიოთ ცდუნებამ (მეტს მოვიგებ) და არ გაზარდოთ ფსონი. აზარტი ამ შემთხვევაში დამღუპველია! თუნდაც გიმართლებდეთ და კარგად იგებდეთ.

გამოიჩინეთ მოთმინება და დაიცავით წესი - თამაში დაამთავრეთ იმ ფსონით, რომლითაც დაიწყეთ!

თუ სათამაშოდ ან ბონუსების კომბინაციებისთვის სატოშები არ გყოფნით, ხოლო ბიტკოინ საფულეზე გაქვთ საკმარისი რაოდენობის სატოშები, შეგიძლიათ Blockchain.info-ს საფულის ანგარიშიდან (სადაც შესაძლოა გაქვთ სხვა სერვისებიდან დაგროვილი სატოშებიც) გადარიცხოთ free bitcoin-ის დეპოზიტზე.

ამისათვის, დააჭერთ საიტზე ცენტრში არსებულ ღილაკს - DEPOSIT და DEPOSIT ADDRESS -ის ქვემოთ - მითითებულია თქვენი free bitcoin-ის ანგარიშის ნომერი. ამ ანგარიშის ნომერს ჩააკოპირებთ Blockchain.info - დან სატოშების გადარიცხვის ღილაკზე დაჭერის დროს გამოსახულ არეში, მიუთითებთ სატოშების რაოდენობას და თანხა უმოკლეს დროში აისახება თქვენი free bitcoin-ის ანგარიშზე.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ - არ დაგავიწყდეთ საათში ერთხელ "კაფჩის" შეყვანა (თქვენ ხომ ამით აგროვებთ ბალანსზე თანხას და სასაჩუქრე ბონუსებს)

შეგიძლიათ სერვისზე შეხვიდეთ სმარტფონებიდანაც და დროდადრო შეიყვანოთ ხოლმე "კაფჩა", რაც გაცილებით მეტ ბალანსს დაგიგროვებთ, რადგან სადაც არ უნდა იყოთ, კომპიუტერი აღარ იქნება საჭირო და შეძლებთ მეტი ბიტკოინები შემატოთ თქვენს ბალანსს.

არსებობს Freebitcoin - ის ანდროიდ (Android) და IOS (აპლიკაცია, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს სერვისთან მუშაობას.

ნუ ითამაშებთ ერთ ჯერზე 5 წუთზე მეტს. გაისეირნეთ, გული გადააყოლეთ, თქვენი საქმე გააკეთეთ და შემდეგ კვლავ მიუბრუნდით თამაშს.

ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელიც თამაშს და მოგებას გაგიიოლებთ.



და ბოლოს როგორ გამოვიტანოოთ ფული
ბიტკოინი
ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტაა. მისი შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ამერიკას აქვს - დოლარი, ევროპას - ევრო, ინგლისს - სტერლინგი, ჩინეთს - იუანი და ა.შ. ინტერნეტს კი აქვს საკუთარი კრიპტოგრაფიული ვალუტა - ბიტკოინი.

აქ აღარ მოვყვებით მეტს ბიტკოინის შესახებ, რადგან ინტერნეტში არის უზღვავი ინფორმაცია მის შესახებ, მხოლოდ დავამატებთ იმას, რომ ბიტკოინი მომავლის ვალუტაა და მისი კურსი შექმნის წლიდან (2008 წელი) დღემდე, მიუხედავად ჩავრდნისა, როცა მისი კურსი დაეცა 17,61 დოლარამდე, უმეტესწილად ერთი ბიტკონის ფასი მერყეობდა 200-1400 დოლარს შორის.

ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, ანუ 2016 წლს იანვარში, ბიტკოინის კურსი ასეთია - 1 ბიტკოინი - 440 დოლარი.

ბიტკოინების დაგროვების შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსი გაქვთ, მისი კურსი ისე გაიზარდოს, რომ გაცილებით დიდ თანხაში მოახდინოთ მისი გადაცვლა.

მაშ ასე, როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები? აქვე აღვნიშნავთ, რომ ამის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, პროცესორით და ვიდეო კარტით მაინინგი, ბიტკოინით ვაჭრობა ბირჟებზე და ა.შ, თუმცა ეს მეთოდები საფუძლიან ცოდნას და რაც მთავარია არც თუ ისე მცირე კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.

ქვემოთ მოყვანილი მეთოდები კი არანაირ ძალისხმევას და დროს არ ითხოვს (თუმცა თუ დროს დაუთმობთ, რა თქმა უნდა შემოსავალი გაცილებით დიდი იქნება).

განვმარტავთ მარტივად და გასაგებად. ამ რესურსებს რეგისტრაციაც არ სჭირდება (სჭირდება მხოლოდ ორიოდეს), უბრალოდ შეიყვანთ თქვენი ბიტკოინ-საფულის მისამართს, დაადასტურებთ და დანარჩენი ხდება ავტომატურად, ანუ თქვენ ანგარიშზე გროვდება ე.წ "სატოშები" (გამორთულ კომპიუტერზეც კი).

შემდგომ, ეს სატოშები კვირაში ერთხელ ავტომატურად ხვდება თქვენი ბიტკოინ-საფულის ანგარიშზე, საიდანაც თანხა უპრობლემოდ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენი eMoney.ge - ს ბიტკოინის ანგარიშზე.

შეიძლება Xapo საფულის გახსნაც და თანხების იქ მომენტალურად გადარიცხვა, მაგრამ გადარიცხვისას გაკლდებათ პროცენტი და გამოტანისას კიდევ პროცენტი, ამიტომ აქ Xapo-ზე რეგისტრაციის მაგალითი არ არის მოყვანილი.

არსებობს უამრავი ბიტკოინის მოსაგროვებელი საიტები, სადაც ყოველ საათში ან 5-10-20 წუთში "კაფჩის" შეყვანაა საჭირო (ციფრები, ასოები, ან სურათების გამოცნობა), რათა დააგროვოთ ბიტკოინები, თუმცა აქ მოყვანილი მხოლოდ ისეთი რესურსები, რომლებიც მუშაობენ ავტოპილოტზე და "კაფჩის" შეყვანა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა გსურთ მეტი ბიტკოინები გადავიდეს თქვენს ბალანსზე (მითუმეტეს მაშინ, თუ კომპიუტერი მთელი დღის განმავლობაში ისედაც ჩართულია).

შეგიძლიათ დააგროვოთ რეფერალები (ფეისბუქით, ფორუმებით და სხვადასხვა პირდაპირი მეთოდებით) რაც თქვენს შემოსავალს გაცილებით გაზრდის. რეფერალური ბმულები ყველა სერვისზეა თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული. იმისათვის რომ ის დაინახოთ და საჭიროების შემთხვევაში დააკოპიროთ, უნდა მოძებნოთ და დააჭიროთ ღილაკს refer.

ქვემოთ მოკლედ მარტივად არის ახსნილი ყველა ნიუანსი, რაც ამისთვისაა საჭირო.

ბიტკოინის ანგარიშის გახსნა

მაშ ასე, პირველ რიგში რა თქმა უნდა აუცილებელია ბიტკოინ-საფულის გახსნა რესურსზე www.Blockchain.info სადაც მოხდება თქვენს მიერ მოგროვებული "სატოშების" გადარიცხვა ავტომატურად, კვირაში ერთხელ (შაბათ-კვირას).

ამის გაკეთება ძალიან მარტივია. შეხვალთ აღნიშნულ რესურსზე (ლინკი მოცემულია აქვე ან ქვემოთ) და პირველ რიგში აირჩევთ თქვენთვის სასურველ ენას (მარჯვენა ზედა კუთხეში).

ამის შემდეგ გადახვალთ ბმულზე:

«Start A New Wallet« ან «Create My Free Wallet« - ინგლისურ ენაზე

«Создать новый кошелек« ან «Создать Мой Кошелек бесплатно» - რუსულ ენაზე.

შეიყვანთ მოქმედ ელ ფოსტას, პაროლს. შემდეგ დააჭერთ ღილაკს «Continue« (ინგლისურად) ან «продолжить« (რუსულად) და დაინახავთ ინგლისურენოვან ტექსტს, რომელიც უნდა დააკოპიროთ და სადმე შეინახოთ, რადგან პაროლის დაკარგვის ან სხვა რამე პრობლემის შემთხვევაში იგი აუცილებლად დაგჭირდებათ.

ეს არის სულ, თქვენი ბიტკოინ მისამართი შექმნილია. ამის შემდეგ შეხვალთ თქვენს საფულეში - «Wallet« (ინგლისურად) ან «Kошелек« (რუსულად), შეიყვანთ პაროლს და დააჭერთ ღილაკს «Open Wallet« ან «Oткрыть Kошелеk«.

ამის შემდეგ თქვენ დაინახავთ შავი, შტრიხ-კოდისმაგვარი კვადრატის ქვემოთ საკუთარი ბიტკოინის ანგარიშის ნომერს, რომელიც იქნება დაახლოებით ასეთი - 4JyKAdxGrSDYJHUom4gdfh7sRE8mWNWSAy

სწორედ ეს არის თქვენი ბიტკოინ-საფულის ანგარიშის ნომერი, რომელსაც შეიყვანთ ქვემოთ ჩამოთვლილ სერვისებში და მოხდება ბიტკოინების ავტომატურად გადარიცხვა.

აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ www.Blockchain.info -დან თანხა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენი eMoney.ge - ს ბიტკოინის ანგარიშზე.
აუცილებელია ემანის ანგარიში და მოკლედ ვისაც კითხვები გაქთ დასვით აუცილებლად გაგცემთ პასუხს :)

ადმინ გთხოვ ეს თემა ორი დღით არ წაშალო ბევრს გამოადგება <3


შეტყობინება დაარედაქტირა: gugaGve - ხუთშაბათი, 17/11/2016, 05:13
 
gionacvlia
თარიღი: ხუთშაბათი, 17/11/2016, 22:52 | შეტყობინება # 2
ავტორი gionacvlia
17/11/2016, 22:52 | პოსტი # 2
ჯოუნინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 440
ჯილდოები: 138
რეპუტაცია: 715
ეს არ ვიცი მაგრამ ბიდზაცჰემ ამუგამებს და ტუ გინდა სჰენ გასწავლიო მაგრამ ერტ საატსჰი ცოტას აკეტებ სურფინგში
 
gugaGve
თარიღი: ხუთშაბათი, 17/11/2016, 23:44 | შეტყობინება # 3
ავტორი gugaGve
17/11/2016, 23:44 | პოსტი # 3
ჯოუნინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 583
ჯილდოები: 20
რეპუტაცია: 219
Quote gionacvlia ()
ს არ ვიცი მაგრამ ბიდზაცჰემ ამუგამებს და ტუ გინდა სჰენ გასწავლიო მაგრამ ერტ საატსჰი ცოტას აკეტებ სურფინგში

რეფერალებით გაიქაჩები სერიოზულად
 
ფორუმი » Main Category » General Discussion » როგორ მოვიგოთ ფული (ბიტკოინები)
გვერდი 1 დან1
ძებნა: