• გვერდი 1 დან
  • 1
აქ ერთ ადამიანს ვეძებ და თუ ვინმე ოდესმე შემოვა...
sofodardzulidze
თარიღი: შაბათი, 19/04/2025, 23:53 | შეტყობინება # 1
ავტორი sofodardzulidze
19/04/2025, 23:53 | პოსტი # 1
--- ▼ ---
გამარჯობა, ამ ფორუმთან არაფერ შუაში ვარ საერთოდ და აქ ერთი ადამიანის ძებნამ მომიყვანა. თქვენზე ცოტა უმცროსი თაობა ვარ და რომ ვკითხულობ ახლა ძველისძველ პოსტებს, თქვენი არ იყოს, ჩემთვის არარსებული ნოსტალგია მაწვება :დ მოკლედ, ბოდიშს ვიხდი, თან არც მგონია ეს ვინმემ წაიკითხოს მაგრამ ერთ ბიჭს ვეძებ, აქ სვორდსმენი ეწერა და წიგნი "მეთორმეტე" აქვს დაწერილი. ჩემს დას შევპირდი, რომ ვიპოვიდი - მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდით ამ წიგნზე. ჯორჯ ფარადეი აიღო ფსევდონიმად და ძააალიან დიდი ხანი ვეძებდი, მერე რომელიღაც ლიტერატურულ ფორუმზე დავწერე დამეხმარეთ თქო და აქ გამომიშვეს. სვორდსმენის გვერდი კი ვიპოვე, მაგრამ სახელი და გვარი მჭირდება, რაღაც ხელჩასაჭიდი მჭირდება, უბრალოდ რომ მადლობა გადავუხადო. თვითონაც არ იცის, ბავშვობა როგორ გამიხალისა. მოკლედ, ბოდიში კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ მგონია რომ ამას რაიმე შედეგი მოყვება თუმცა მაინც ვცდი. ჯორჯ ფარადეი/სვორდსმენ, რო რამე, ორი გოგო გეძებს გამწარებული :დ
 
sconnection1
თარიღი: სამშაბათი, 13/05/2025, 04:42 | შეტყობინება # 2
ავტორი sconnection1
13/05/2025, 04:42 | პოსტი # 2
--- ▼ ---
გამარჯობა, პირველ რიგში როგორ მომენატრა აქაურობა, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები ვერაფერში უბრალოდ თუ ვინმე ნახავსო და მეც ღამის რაღა ღამის დილის 5 ის 20 წუთზე ვნახე, ვათვალიერებ 6 თვეში ერთხელ აქაურობას ადრე მთავარი მოდერი ვიყავი სხვა ექაუნთით ძალიან პატარა ვიყავი 9-10 წლის, ბევრი რამე შეცვალა ამ საიტმა ჩემთვის მინდოდა გცოდნოდა, ა უი წარმატებები ძიებაში n_kiss g
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: