რონალდინიო, სრული სახელი რონალდო დე ასის მორეირა, დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში, მას ვიცნობთ როგორც რონალდინიოს (პატარა რონალდო) ან რონალდინიო გაუჩოს სახელით.
სახელის მოხვეჭა მან 17 წლის ასაკიდან დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში. პროფესიონალური კარიერა დაიწყო ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბ გრემიოში, სადაც თამაშობდა 3 წლის განმავლობაში 1998 წლიდან 2001 წლამდე. ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1999 წლის 26 იანვარს, ხოლო პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრების მაისურით გაიტანა ვენესუელას წინააღმდეგ, კოპა ამერიკაში გასამარჯვებლად. პირველი ჰეთრიკი შეასრულა საუდის არაბეთის წინააღმდეგ კონფედერაციის თასზე, მოიგო 34 ბრაზილიის თასი, და გაიტანა 13 გოლი.
2001 წელს მან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი საფრანგეთის კლუბ პარისენჟერმენთან რის შედეგადაც გრემიომ 4.5 მილიონი დოლარით გაზარდა ბიუჯეტი. ერთ-ერთ კონფერენციაზე პარიზელთა მენეჯერმა განაცხადა, რომ რონალდინიო უფრო გაიტაცა პარიზის ღამის ცხოვრებამ ვიდრე ფეხბურთმა.
2002 წელს რონალდინიო დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო რონალდოს და რივალდოსთან ერთად. თავისი საუკეთესო გოლი ამ ჩემპიონათში მეოთხედ ფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა, 35 მეტრის დისტანციიდან.
2003 წელს რონალდინიოს სურდა პსჟ-ს დატოვება რადგან სურდა ევროპის პრესტიჟული ტიტულის მოგება. სწორედ ამ დროს მანჩესტერსა და ბარსელონას სურდათ მისი გადაბირება, საბოლოოდ ეს ესპანელებმა მოახერხეს და შეიძინეს ის 21 მილიონ ევროდ.
მან ბარსელონაში ჩაატარა 214 შეხვედრა და გაიტანა 94 გოლი,მაგრამ რონალდინიოს ”ბარსადან” წასვლაც მოუწია და ”მილანში” გადაბარგდა. ამჟამად ის ერთ-ერთ ბრაზილიურ კლუბში-”ატლეტიკო მინეიროში” თამაშობს, სადაც ახალი რეკორდი დაამყარა-ის პირველი ფეხბურთელია, ვინც ლიბერტადორესის თასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი და “ოქროს ბურთი” მოიგო.
მე მესის და რონის კი არ ვადარებ, უბრალოდ რონის და მესის ერთად მიყავდათ ბარსა და არა მარტო რონის. P.S.მაგ დროს ანდრო უკვე თამაშბდა ძირითად შემადგენლობაში და ჩავიც, ტურეს ჰყავდათ და მარტო თრევა ეგ უკვე აღარაა.
ჩავი ვინ იყო გვარდიოლამდე? ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი რომელსაც რაიკაარდი ზამენაზეც ხშირად ვერ ხვდებოდა. მესის რაც შეეხება 19 წლის მესი არანაირად არ ითვლებოდა გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად, 1 წელი იყვნენ მხოლოდ ერთად გვარდიოლას სისტემამ შეიწირა 28-29 წლის რონალდინიო... უმაღლეს დონეზე ის კიდევ დიდ ხანს იქნებოდა! ტურე კიდევ ხო
შეგახსენებ, რო მესის დებიუტი ბარსას A გუნდში 2005 წელს შედგა, რონიმ კი ბარსელონა 2008 წელს დატოვა, ასე რომ 1 კი არა, 3 წელი გამოდის
Quote (Leniwy)
ჩავი ვინ იყო გვარდიოლამდე? ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი
ჩავი და პეპი ერთად თამაშობდნენ, უბრალოდ ჩავი იმ დროს გვარდიოლას ჩრდილში იყო, ისე სხვათა შორის, იცი ჩავი ბარსაში როგორ მოხვდა? გეტყვი: ბარსელონას ერთ-ერთმა მესვეურმა ქუჩაში შენიშნა 6 წლის ჩავი, რომელსაც ბურთს მასზე უფროსებიც კი ვერ ართმევდნენ! რაც შეეხება ჩავის დონეს, ის ყოველთვის კარგი მოთა მაშე იყო, უბრალოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პეპის ჩრდილში იმყოფებოდა.
Quote (Leniwy)
19 წლის მესი არანაირად არ ითვლებოდა გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად
ნანახი გაქვს მესის პირველი გოლი? ან მანამდე ბარსამ რამდენი იჩალიშა იმაზე, რო ბარსაში დარჩენილიყო და სხვა გუნდების შემოტავაზებებს არ დათანხმებოდა? შენი აზრით, დაუფარავდა ბარსელონა მესის მკურნალობის ხარჯებს გუნდისტვის მნიშვნელოვან ნაწილად რო არ ჩაეთვალათ?