–დე მამა როდის ჩამოდის მივლინებიდან? , იკითხა 7 წლის ელიზაბედმა ,ბარბით თამაშისას რომელიც ისე იყო გართული თამაშით რომ , თან ცდილობდა თოჯინისათვის რაც შეიძლება ლამაზი ვარცხნილობა გაეკეთებინა , დედასთვის არც შეუხედავს ,და გააგრძელა ბარბის გახმოვანება –მალე ,ჩამოვა და ისევ ჩვენთან იქნება ,ისევ ერთად ვიქნებით. უპასუხა დედამ და, აკანკალებული ნიკაპი ფანჯარაში გახედვით ელიზაბედის მზერას მოაცილა,საქმე იმაშია ,რომ უკვე 4თვე გავიდა რაც ,ელიზაბედის მამა ლიზას მეუღლე ტომი ციხეშია, მას სჯეროდა საკუთარი მეუღლის უდანაშაულობის მაგრამ, რისი გაკეთება შეეძლო 4 თვის მანძილზე მხოლოდ პატიმრობის პირველ დღეს ნახა იგი. ლიზა ცდილობდა ყველაფრისთვის ახსნა მოეძებნა თუ ვის და რატომ სჭირდებოდა ტომის დაკავება.იგი იხსენებს ,რომ ტომის დაკავებიდან პირველ დღეს: როდესაც იგი მეუღლის სანახავად მივიდა და ამ დროს ელიზაბედი ბაღში იყო , ელიზაბედთან მისულა , საშალო სიმაღლის ხნიერი ადამიანი,რომელიც თავიდან ბოლომდე თეთრებში იყო გამოწყობილი სახეზე დიდი ნაიარევი ჰქონდა,და ელიზაბედს უთხრა:რომ, ის მალე მივიდოდა მასთან და მამასთან წაიყვანდა ,უთხრა რომ ,იგი ყოველთვის გაგვაკონტროლებდა ელიზაბდსაც და მეცა. ამის შემდეგ შეტრიალებულა და წასულა, ელიზაბედი ტირილით მივიდა მასწავლებელთან ,მას მასწავლებლისთვის არაფერი უთქვამს,არც ჩემთვის სანამ სახლში არ მივიყვანეთ , მან მითხრა რომ მას ძალიან ვუყვარვარ და რომ ეშინია, ეშინია იმ კაცის რომელიც მას ესაუბრებოდა, მე შევეცადე დამეწყნარებინა მაგრამ ტყუილად,ელიზაბედს რაღაც შეერყა ამ დღის შემდეგ , ამ დღის შემდეგ ელიზაბედს უცნაური ხილვები დაეწყო , . ერთხელაც მან ნახა სიზმარში თუ როგორ იდგა ეს უცნობი და როგორ აძინებდა აკვანში პატარა ბავშვს ,რომელსაც ცალი ხელი არ ქონდა , არც ცალი თვალი ,ბავშვი გაყურებდა აკვანზე მიმაგრებულ სისხლიან გულს, ელიზაბედი ცდილობდა გაღვიძებას მაგრამ ის ვიღაც არ აძლევდა ამის საშულებას და ბოროტად გაიძახოდა ეს შენ ხარ ელიზაბედ ეს შენ ხარ , მივედი ელიზაბედთან რომელიც ტიროდა და გაიძახოდა, რომ ის ვიღაც მასაც და დედასაც დახოცავდა . სულ რაღაც 2 დღის წინ კი ,ელიზაბედმა დაინახა თუ როგორ გაიარა მისი ოთახის წინ თეთრ ხალათში გამოწყობილმა ადამიანმა, მან მაშინვე დაუძახა ლიზას ტირილით ,ლიზამ შეამოწმა იქაურობა და ვერავინ ნახა .გუშინ კი ლიზამაც დაინახა იგივე ადამიანი რომელიც თეთრ ხალათში იყო გამოწყობილი და მათ ლაბრადორს ეთამაშებოდა, კაკლის ქვეშ ტბასთან ,ლიზა უმალვე გავარდა გარეთ მაგრამ ,იქ არავინ აღარ დახვდა რაც ყველაზე უცნაური იყო ძაღლიც გამქრალიყო , უცებ დაინახა რომ ლაბრადორი მოშორებით ტბის გვერდით ტყიდან როგორ გამოიქცა,და წკმუტუნით ანიშნა სახლში შესულიყო,ლიზამ სახლის ხველა კარი და ფანჯარა ჩარაზა მიუწვა ელიზაბედს და დაელოდა ,გათენებას რადგან ეს ყველაფერი პოლიციისთვის ეთქვა........... უცებ ლიზას რაღაც ხმა აღვიძებს. თითქოს ქვევით სართულზე ვიღაცის ნაბიჯების ხმა ისმის, ნაბიჯების ხმა თითქოს გაქრა , და ლიზა ცდილბოს რაც შეიძლება მოკრიბოს ყურადღება ,და სმენას ძაბავს, ხომ არ მეჩვენებაო,ნაბიჯების ხმა ძლიერდება ,და ისევ მიწყნარდება ,ლიზა თავს იწყნარებს რომ ეჩვენება, ამ დროს .....სამზარეულოდან თეფში ჩამოვარდა, ელიზაბედსაც გაეღვიძა ,ლაბრადორიც ყეფს საშინელი ქაოსია უცბად ყველაფერი მიწყნარდა არანაირი ხმა აღარ ისმის , ლიზა ცდილობს ელიზაბედის დაწყნარებას , ოთახის კარებს კარადა მიადგა ფანჯარას მოშორდა, და ოთახის კუთხეში ცდილობს რამენაირად ელიზაბედის დაძინებას, გრძნობს რომ მასაც ნელ–ნელა ძალა ეცლება და სადაცაა ჩაეძნება...აი ამ დროს კი..............(გაგრძელება იქნება)
დამატებულია (07/02/2014, 20:26) --------------------------------------------- მერე კიდე დავდებ ეხლა მეზარება
აი ამ გამოგონილების დადებას რა მუღამი აქვს ვერ ვხვდები :|
ადამიანები, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მიიჩნევდნენ, რომ იდუმალებით მოცულ, დაბურულ ტყეში, შესაძლოა ბნელი ძალები ბუდობენ და უცნაური მოვლენებიც არცთუ იშვიათად ხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზღაპრებია პატარებისთვის? მათ ვისაც მისტიკის სჯერათ, ირწმუნებიან, რომ ეს სულაც არ არის ასე და დედამიწაზე ახლაც არსებობს ტყეები, სადაც აუხსნელი, იდუმალი ფაქტები ფიქსირდება.
Wychwood Forest – დიდ ბრიტანეთში არის ტყე, რომელიც ოქსფორდშირის საგრაფოში მდებარეობს და ოდესღაც სამეფო სანადირო ადგილებს წარმოადგენდა. აქ მოხვედრილი ხალხი გრაფ ლესტერის გარდაცვლილი მეუღლის აჩრდილს ხედავენ, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში, ამავე ტყეში დაიღუპა. ლეგენდის თანახმად, ერთხელ დაქვრივებული გრაფი ტყეში ნადირობისას გარდაცვლილ მეუღლეს გადაეყარა. აჩრდილმა უთხრა, რომ ისინი ათი დღის შემდეგ კვლავ ერთად იქნებიან. ათ დღეში, სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი მართლაც ავად გახდა და დაიღუპა. აჩრდილი კი დღემდე დაბორიალობს ტყეში.
Frith Wood – ეს ტყეც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. მე–19 საუკუნეში, აქ, ნაპოლეონის ომების დროს ტყვედ ჩავარდნილი ფრანგი სამხედროებისათვის ყაზარმები ააშენეს. ერთ–ერთი ტყვე ადგილობრივ გოგონას შეუყვარდა, მაგრამ ამ სიყვარულის წინააღმდეგნი მამა და ძმა აღმოჩნდნენ, რომლებმაც უცხოელი მხეცურად მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონაც მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ, ტყეში ხშირად ხედავდნენ მობორიალე აჩრდილს, რომელიც ადგილობრივ გლეხებს აშინებდა.
Epping Forest – კიდევ ერთი იდუმალი ტყე, რომელიც დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონის აღმოსავლეთით მდებარეობს, გამოირჩევა არა მხოლოდ მისტიკური, არამედ რეალური საშინელებებითაც. ეს იყო ცნობილი, დაუნდობელი დამნაშავეების – დიკი ტარპინის და პოლიციელის მკვლელის, გარი რობერტსის თავშესაფარი. ამბობენ, რომ ბოროტი ტარპინის აჩრდილი ახლაც დაძრწის ტყეში. ბრიტანეთის ერთ–ერთი სატელევიზიო არხი მოჩვენების გადაღებას შეეცადა, თუმცა ვერაფერს მიაკვლია.
Schwarzwald – ნაკლებად საშინელი ისტორიები უკავშირდება გერმანიაში მდებარე ამ დაბურულ, უღრან ტყეს. ის მდინარე რაინის ნაპირის გასწვრივ მდებარეობს და ძმები გრიმების და სხვა არაერთი მეზღაპრის შთაგონების წყარო გახდა. იქ მოხვედრილს მართლაც უჩნდება შეგრძნება, რომ სადღაც ზღაპრულ სამყაროში მოხვდა და იქ სიახლოვეს ელფები და კუდიანები იმალებიან. ტყეში შესვლისთანავე, მნახველის გონებაში ცოცხლდება ზღაპრები ბოროტ ჯადოქრებზე, კეთილ გნომებზე, მოჩვენებებზე, შავი მაგიის საშუალებით მომხდარ სასტიკ მკვლელობებზე…
Hoia-Baciu – ეს ტრანსილვანიური ტყე, რომელიც რუმინეთში მდებარეობს, შოკში აგდებს ნებისმიერს. გარშემო მდებარე სოფლების მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ტყის ცენტრში მდებარეობს ცარიელი ადგილი და თუ იქ შეხვედი, უკან ვეღარასდროს დაბრუნდები. როდესაც ამ ადგილს ადამიანი უახლოვდება, პანიკის შეგრძნება ეუფლება და გულისრევები ეწყება. საშიშ ტერიტორიასთან მიახლოვება სხვა ნიშნებითაც შეიძლება შეამჩნიოთ: ამ მიდამოებში, ხეები, რომლებიც წესით სწორად უნდა იდგნენ, გაკვანძულები არიან.
Aokigahara – იაპონიაში, ფუძის მთის ჩრდილო–დასავლეთით, მდებარეობს დაბურული ტყე, რომელიც პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო და უცნაურ ადგილად ითვლება. ტურისტს იქ გზა ძალიან ადვილად დაებნევა, რადგან კომპასი ჭკუიდან გადადის და ისრები უაზრო ტრიალს იწყებენ. თუმცა, გეოლოგებს ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა აქვთ და ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენის მიზეზი ხეებს ქვემოთ, მიწის სიღრმეში არსებული რკინის გიგანტური ფილებია, მაგრამ ახსნა არ აქვს იმ მოვლენას, რომ 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე, 500–მა ადამიანმა ამ ტყეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების მონათხრობით, ტყიდან ყოველ ღამით ისმის ყვირილის ხმა. როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სულებმა სიკვდილის შემდეგაც ვერ ჰპოვეს მოსვენება…
-20 წელი იყო რაც ამ სახლში არავინ შესულა.ოცი წელი გავიდა რაც აქ ოჯახი ამოხოცეს.ვიღაც შეშლილი თინეიჯერების ხროვა დაესხა თავს და უკლებლივ ყველა:ორი ტყუპი გოგონა და მათი მშობლები დახოცეს -ჩვენს სეშინებას ცდილობ? -არა მეგობარო მე იმას გეუბნები რაც ვიცი.ისე აქ რამ მოგიყვანად?ეს ალბათ თქვენი ოჯახია? -დიახ ჩემი მეუღლე და ჩვენი გოგონა აქ ორი კვირა დავრჩებით.ეს სახლი აგარაკად ვიყიდეთ -ეს ძველი სახლი რად გინდოდათ ამ მიყრუებულ ადგილას? -აქ სიმშვიდე და ლამაზი ბუნებაა -არ ვიცი მეგობარო.ამ ადგილზე უცნაურ რაღაცეებს ყვებიან,რომ მოგიყვე თმები ყალყზე დაგიდგება -რამე ფანტასტიკური ისტორია თუ გინდა მომიყვე არ მაინტერესებს.ეგეთების აღარ მჯერა -კარგი როგორც გინდა ვერ დაგაძალებთ ტაქსის მძღოლი წავიდა.სახლი უკვე სუფთა იყო რადგან მათ გადმოსვლამდე დაალაგებინას.ავეჯი და ტექნიკაც ნაყიდი ქონდათ და ახლა მოვიდნენ რომ ახალ სახლში დაესვენად ქალაქის დაძაბული რიტმიდან სიმშიდეში გაქცეულიყვნენ ჯერ ივახშმეს მერე ტელევიზორს უყურეს მერე კი დასაძინებლად წავიდნენ. მშობლებს მალევე ჩაეძინათ ღამის ორ საათზე მეტი იქნებოდა როცა მშობლები ბავშვის ღიღინმა გააღვიძა.მამა ცოტა გაბრაზდა და შვილს დაუყვირა -გაჩუმდი შვილო!რა დროს სიმღერაა?!დაიძინე დროზე სიმღერა შეწყდა დილით გაიღვიძეს.მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ ამ ყველაფრით.დილით გოგონა შემოვარდა მათ ოთახში და მშობლები მხიარულად აყარა საწოლიდან.დედამ საუზმე მოუმზადა მათ ყველა სუფრას მიუჯდა -შვილო-უთხრა მამამ ღიმილით-გუშინ რატომ გაგვაღვიძე?შუა ღამეზე რა სიმღერის დრო იყო? -არა მამა გუშინ მე არ ვმღეროდი.ჩემს ოთახში ვიღაც გოგო იჯდა და ღიღინებდა თან მე მიყურებდა რომ დაუყვირე წავიდა.მანმდე კი მითხრა რა ბედნიერი ხარ.ჯერჯერობითო.თქვა გოგონამ და ისევ შემწვარ კვერცხს მიუბრუნდა გაგრძელება რავი შეიძლება იყოს