• გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმი » Anime & Manga » Archive » საშიში ისტორიები (........)
საშიში ისტორიები
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:43 | შეტყობინება # 1
ავტორი _WolF_
31/01/2014, 18:43 | პოსტი # 1
--- ▼ ---
მოკლედ აქ დავწეროთ საშიშI ისტორიები,რამე თუ გადაგხდათ თავს ისიც დაწერეთ :D :D

დამატებულია (31/01/2014, 17:41)
---------------------------------------------
შეშლილი ქალის დღიურები
III ნაწილი
გარეთ დღე იყო, მაგრამ სარდაფში მაინც ბნელოდა, თუმცა იმდენად აღარ მეშინოდა. ფანარი ავიღე, ხელში კეტი დავიჭირე და თამამად შევედი ნესტიან, ობობიან სარდაფში. საგნების გარჩევა რომ შევძელი დავინახე რომ არაფერი იყო. ველოდი რომ რაღაც განსაკუთრებული დამხვდებოდა, რაღაც უცნაური, ან ცხოველი, ან ფრინველი ან რაიმე სხვა, მაგრამ იქ არაფერი იყო. ძველი ბოთლები და ქილებიც კი არ იყო. გამიკვირდა. როგორც ჩანს ჩემი ბებია და პაპა მას თავისი დანიშნულებისამებრ არ იყენებდნენ და არც არასდროს გამოეყენებინათ, რადგან არანაირი კვალი არ ჩანდა. ირგვლივ მხოლოდ ცარიელი კედლები იყო, რომლებიც ობობის ქსელებს დაეფარა. ბებოს ოთახში ამოვბრუნდი. ვიფიქრე ალბათ რამე ცხოველი იყო და კარი რომ გავაღე უკვე გავიდა-მეთქი. საჭმელს ვჭამდი, როცა კვლავ შემომესმა ბრახუნის ხმა. ეს უკვე აღარ იყო სახუმარო. ცოტა დამაკლდა მეზობლებთან არ გავიქეცი დასაძახებლად, რომ თვითონაც გაეგოთ ეს უცნაური ხმა, მაგრამ კვლავ იმაზე დავიწყე ფიქრი, ვაითუ მეჩვენება, გავგიჟდი და ხალხმა სასაცილოდ ამიგდოს მეთქი. სხვა გზა არ მქონდა, ისევ იმ წყეულ სარდაფს მივაშურე.
ქვემოთ რომ ვიყავი, ვცდილობდი გამომეცნო სახლის რა ნაწილი იყო ეს და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ბებოს ოთახში გასასვლელის ადგილას კედელი იყო ამოშენებული. ის ადგილი საიდანაც მოდიოდა ხმა ვიღაცას კედლით ამოეშენებინა. ან იქნებ არც იყო იქ არაფერი, მაგრამ მაშინ საიდან მოდიოდა ხმა. გაცოფებულმა და გაკვირვებულმა პაპას ლომს დავავლე ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა კედელს დავცხე. რამდენიმე დარტყმის მერე, როცა იმედი გადამეწურა, რომ კედლის მიღმა მართლა რამე დამხვდებოდა, რამდენიმე აგური გადავარდა. კვლავ რამდენჯერმე გამეტებით დავცხე ლომი. მალე კედელში პატარა ხვრელი გაჩნდა, საიდანაც ჩემს გასაკვირად სინათლე გამოდიოდა. ამ ხვრელში ვერ გავეტეოდი, დანგრეულმა აგურებმა მტვერი დააყენა და არაფრის გარჩევა არ შემეძლო. საღამომდე ვმუშაობდი, მანამ სანამ კედელში იმხელა ნახვრეტი არ გაჩნდა შიგ შესვლა რომ შემძლებოდა. უკვე ბნელოდა მუშაობას რომ მოვრჩი. სარდაფში სინათლე არ იყო. გადავწყვიტე ხვალ დილით ადრე მენახა ჩემი აღმოჩენა. მანამდე კი ჩემს ძველ ოთახში დამეძინა, სადაც ხმაური არ შემაწუხებდა.


დამატებულია (31/01/2014, 17:43)
---------------------------------------------
ეს ისტორია იწყება 2001 წლიდან და ეს ქოხი კი ძალიან დიდი ხანია რაც არსებობს. ერთხელ სოფელში სტუმრად ჩამოსული ბავშვები დახუჭობანას თამაშობენ,როდესაც ერთმა გოგომ გადაწყვიტა საშიში გარეგნობის მქონე ქოხის უკან დამალულიყო,რომელიც მდინარესთან ახლოს იდგა. გოგონა ქოხის უკან მივიდა და დაიმალა,ქოხს სულ 3 ფანჯარა აქვს აქედან 2 ჩაკეტილი და ერთი ღია. გოგონა ღია ფანჯარასთან დაიმალა და როდესაც მან ფანჯარაში გამოსახული სახე დაინახა შიშისგან გული წაუვიდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს გოგო, რომელიც შეშინებული ეგდო ძირს. იგი ყვებოდა,რომ წვიმამ გამოაფხიზლა და სახეს კი ვერაფრით ვერ აღწერს.

ეს ამბავი სოფლის მამასახლისის ყურამდე როცა მივიდა მან გადაწყვიტა,რომ ღამით თვითონ წასულიყო იმ ქოხში და ენახა რამ შეაშინა სტუმარი გოგო. მან ყოველი შემთხვევისთვის დანა წაიღო და 3 ძაღლი წაიყვანა. როგორც ის ყვება, ძაღლებმა ყეფა იმ მომენტში დაიწყეს,როდესაც ქოხთან საზიზღარი სუნი დადგა. იგი სუნს აღწერს,როგორც “მკვდრის” სუნს ანუ გახრწნილი არსების სუნს, შემდეგ ქოხის შიგნიდან ხმაური ატყდა,ისმოდა კაკუნის,გარბენის,ხშირი სუნთქვის და საზარელი კვნესის ხმები, უეცრად მამასახლისი ქოხის იმ ფანჯარასთან მივარდა,რომელიც ღია იყო და შიგნით შეიხედა. ის აღწერს შიგნით სიბნელის მაგივრად სინათლე დამხვდაო და ნათურა კი არსად იყოო. არ ვიცი რა ანათებდა, მაგრამ შიგნით ყველაფერი თეთრი იყო და სუნიც ძალიან მძაფრად იდგაო.

შემდეგ მამასახლისი გაიქცა და მეორე დღეს ხალხთან ერთად მივიდა. სუნი ისევ არ გამქრალა, სუნი შიგნიდან გამოდიოდა მაგრამ შიგნით არაფერი არ იყო. სინათლე არავის დაუნახავს,შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა ნეტა შიგნით რა არის ესეთი რასაც ეს სუნი აქვსო. შეკითხვა დაამთავრა თუ არა მას ფეხზე ქვა მოხვდა,დაიხარა თუ არა ქვის ასაღებად ქვაზე წითელი ასოებით ეწერა: “когда никто не там, что-то там! ” ქვასაც ის სუნი ასდიოდა,რაც ქოხიდან გამოდიოდა. ბოლოს მოიფიქრეს,რომ დაენგრიათ ეს ქოხი მაინც არავის არ სჭირდებოდა და არავინ არ იცოდა ვისი აშენებული იყო.

მეორე დღეს მთელი სოფელი ქოხთან შეიკრიბა და ქოხის დაშლა დაიწყეს,როდესაც ქოხიდან საზარელი ყვირილი მოისმა ყველა პანიკაში ჩავარდა. ეს ყვილი კაცის იყო ოღონდ არაადამიანური ხმით დაიყვირა,როდესაც ყვირილი შეწყდა მდინარე ადიდდა და ნაპირზე გადმოვიდა. აბსოლუტურად ყველა დასველდა,მდინარე კი უფრო და უფრო გიჟდებოდა. ერთ-ერთმა მაინც მოახერხა ერთი ფიცრის ჩამოძრობა და ამ ფიცრის უკან წითლად ეწერა:”оставьте меня в покое!”

შემდეგ დღეს უკვე საქმეში პოლიცია ჩართეს. პოლიცია ვერ ახერხებდა ქოხთან ახლის მისვლას,რადგან მდინარე ძალიან ჩქარი და ცივი იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს,რომ ეს ორი კვირა ქოხთან ყოფილიყვნენ ჩასაფრებულნი,რომ გაეგოთ შიგნით “ვინ” ან “რა” იყო. ორი კვირა გავიდა! ქოხიდან არავინ არც გამოსულა და არც შესულა. სუნი კი მძაფრად გამოდიოდა.რაც უფრო ახლოს მიიწეოდნენ პოლიციელები ქოხთან მით უფრო ადიდდებოდა ნაპირზე გადმოსული მდინარე. თითქოს ქოხში მცხოვრები არსება მდინარით იმუქრებოდა. ქოხი ლამის მდინარეში იდგა!

გავიდა ერთი თვეც, მაგრამ ის არასდროს გამოდის გარეთ. ბოლოს გადაწყვიტეს,რომ ქოხთან არავინ არ მისულიყო და ყოფილიყო ეს ქოხი თავისთვის. ქოხთან მდინარე ჩადგა და გზა განთავისუფლდა. იმ ტერიტორიას სადაც ქოხი იდგა “ნაძრახი ტერიტორია” უწოდეს. ზოგი ამბობს ქოხში სული ცხოვრობსო, ზოგი იძახის ქოხი ცოცხალია და ის შვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ქოხთან მისვლას ვერავინ ვეღარ ბედავს. ხალხი თავისთვის არის, ქოხი თავისთვის. სუნი მარტო სახლში დგას და სახლის კარებები და ფანჯრებიც ჩარაზულია (უკვე მესამე ფანჯარაც ჩარიაზა). ხალხის დასკვნა კი ასეთია: ქოხში არის რაღაც! რაც არასდროს გამოდის გარეთ!

ერთ-ერთ სკოლაში რემონტისთვის ფულს აგროვებდნენ. ერთმა ბიჭმა არ მიიტანა ფული, რადგან, დედამისის აზრით, ისინი არ იყვნენ ვალდებულნი. მასწავლებელი ბიჭზე ძალიან გაბრაზდა.

გავიდა დრო. მათემატიკის საკონტროლო იყო. მასწავლებელმა ყველას მისცა ტესტი, თუმცა ამ ბიჭის ტესტი განსხვავებული, უცნაური იყო: „სამ ყუთში აწყვია ბანანი. ერთად ისინი 40კგ-ს იწონის. პირველ ორ ყუთში – 22კგ, ხოლო მესამეში რაღაც მოკვდა. ამოცანა გვეკითხება: რატომ იყო მაიმუნი ასეთი ძუნწი?“ ბიჭი დაფიქრდა და უპასუხა: „18კგ“, რაშიც ორიანი მიიღო.
სახლში მან დედას მოუყვა ამ ამოცანის შესახებ. დედამისი განაწყენდა. იგი მიხვდა, რომ მასწავლებელი მის შვილს დასცინოდა, რადგან რემონტის ფული არ მიიტანა.
ბიჭი სახლში ზის, მეცადინეობს, თუმცა გონებიდან ვერ იგდებს იმ უცნაურ ამოცანას: „სამ ყუთში აწყვია ბანანი…“ ის დასაძინებლად დაწვა. მთელი ღამე ბანანის სამი ყუთი ესიზმრებოდა. ერთში 11კგ იყო, მეორეშიც, ხოლო მესამეში – 18კგ და მკვდარი მაიმუნი.
გავიდა რამდენიმე დღე. ბიჭს ისევ ის კოშმარი ესიზმრებოდა. ერთხელაც, მას ისევ დაესიზმრა მაიმუნი, ოღონდ, ცოცხალი. მან მასწავლებლის ხმით უთხრა: „გთხოვ, მაჭამე!“ ბიჭმა ყუთიდან ბანანი ამოიღო და მისცა მაიმუნს. ამ დროს საშინელი ტკივილისგან გამოეღვიძა. ხელებზე დაიხედა. თითები აღარ ჰქონდა.. ის საავადმყოფოში წაიყვანეს.
სხვა ბავშვები სკოლაში მივიდნენ და დაინახეს მასწავლებელი, რომელიც იღიმებოდა, პირი კი სისხლიანი ჰქონდა.


შეტყობინება დაარედაქტირა: _WolF_ - პარასკევი, 31/01/2014, 18:52
 
Moriarty
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:49 | შეტყობინება # 2
ავტორი Moriarty
31/01/2014, 18:49 | პოსტი # 2
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
შეშლილი ქალის დღიურები
III ნაწილი

უფრო ჭკვიანური და რაც მთავარია სხვებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა პირველი ნაწილით რო დაგეწყო. Don't you think?
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:51 | შეტყობინება # 3
ავტორი _WolF_
31/01/2014, 18:51 | პოსტი # 3
--- ▼ ---
თქვენც დაწერეთ რამე და მოდერებს ვთხოვ არ წაშალონ ეს თემა

დამატებულია (31/01/2014, 17:50)
---------------------------------------------
Quote _WolF_ ()
უფრო ჭკვიანური და რაც მთავარია სხვებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა პირველი ნაწილით რო დაგეწყო. Don't you think?

ოკ

დამატებულია (31/01/2014, 17:51)
---------------------------------------------


შეტყობინება დაარედაქტირა: _WolF_ - პარასკევი, 31/01/2014, 18:51
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:52 | შეტყობინება # 4
ავტორი _WolF_
31/01/2014, 18:52 | პოსტი # 4
--- ▼ ---
ერთ გოგონას მოხუცი მშობლები ჰყავდა. დედა 45 წლის იყო, მამა კი – 50-ის. ახლა გოგონა ცხრა წლისაა, დედა – 54-ის, ხოლო მამა – 59-ის.

მშობლები ხშირად ავადმყოფობდნენ. გოგონა პატარა და სუსტი იყო, ასე რომ, ისიც ხშირად ხდებოდა ავად. მშობლები ძალიან წუხდნენ ასეთი მდგომარეობის გამო. ისინი მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევდნენ და სპორტით იყვნენ გატაცებულნი.
ერთხელ ოჯახი ტელევიზორს უყურებდა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ძალიან სასარგებლოა შიშველი ფეხით მიწაზე სიარული. მშობლებს ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ, მაგრამ ზამთარი იყო, მაისამდე, როდესაც შიშველი ფეხით შეძლება მიწაზე სიარული, დიდი დრო რჩებოდა. მამამ იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მიწას სახლში, იატაკზე დაყრიდნენ. დედას ეს აზრი ძალიან მოეწონა.
ისინი ვიღაცას შეუთანხმდნენ და სახლთან მიაყვანინეს მანქანა, რომელშიც მიწით სავსე ტომრები ეწყო. მტვირთავები დარბოდნენ, ტომრები სახლში შეჰქონდათ და მიწას პირდაპირ იატაკზე ყრიდნენ. სახლში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ოქროსფერი პარკეტი ბზინავდა, ახლა შავი მიწა ეყარა.
მშობლები მთელი საღამო მოძრაობდნენ სახლში, ტკბებოდნენ ახალი შეგრძნებებით, თუმცა, გოგონას რატომღაც არ მოეწონა ეს მიწა. მას ისეთი საშინელი სუნი უდიოდა, რომ იქიდან გაქცევა მოგინდებოდათ, გაქცევა ისეთ ადგილას, სადაც პარკეტი, ხალიჩა ან ლინოლიუმია.
რამდენიმე დღეში მიწიდან ბალახი ამოიწვერა და გაჩნდა ბილიკები, ისევე როგორც ქუჩაში. იქ, სადაც ყველაზე ხშირად ხვდებოდა ფეხი, მიწა დაიტკეპნა, ხოლო სადაც ნაკლებად – პირვანდელ ფორმას ინარჩუნებდა. მშობლები ბედნიერები იყვნენ. ამბობდნენ, რომ საკუთარ მიწაზე დადიოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, მიწაზე ყვევილები ან რაიმე სხვა მცენარეები დაეთესათ.
მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. შემდეგ აი რა მოხდა: გოგონა ღამით ტუალეტში გავიდა. უცებ ვიღაცამ ფეხზე წაავლო ხელი. შეშინებულმა გოგონამ დაიყვირა, ცდილობდა გაეთავისუფლებინა ფეხი, მაგრამ ამ დროს იგი მეორე ხელმა დაიჭირა. მან თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა, შემდეგ კი დაინახა მიწიდან ამოსული გახრწნილი ხელები. ისინი მას იჭერდნენ, ბავშვი ყვიროდა, მაგრამ საშველად არავინ მისულა. გოგონამ იქვე ტილოების საჭრელი დიდი ჟანგიანი მაკრატელი დაინახა, აიღო და მისი საშუალებით ცდილობდა თავის დაღწევას. ძვლები დაიმტვრა და ხელებიც გაქრნენ. გოგონა მშობლების ოთახში გაიქცა, სადაც ნახა, როგორ ჭამდნენ მატლები მის მშობლებს.
აღმოჩნდა, რომ ეს მიწა მუშებმა სასაფლაოდან მოიტანეს. ისინი საფლავებს თხრიდნენ, ხოლო მიწას კი ტომრებში ყრიდნენ .
 
FAnEXx_777
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:53 | შეტყობინება # 5
ავტორი FAnEXx_777
31/01/2014, 18:53 | პოსტი # 5
--- ▼ ---
Quote Swordsman ()
უცნაური ქომზე შედით, უამრავი მაგდაგვარი ისტორიაა,

ეგ ამბავიც მანდედან გაქვს გადმოკოპირებული, სურათზე ვიცანი

მაგის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო რამ წერია იქ :დ
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:53 | შეტყობინება # 6
ავტორი _WolF_
31/01/2014, 18:53 | პოსტი # 6
--- ▼ ---
ერთი გოგონა ძალიან ცრუმორწმუნე იყო. ბებიამ მას ასწავლა, რომ მელოტს თუ დაინახავდა, ცალი თვალით უნდა შეეხედა მისთვის, თორემ თვითონაც გამელოტდებოდა; თუ მზე ანათებდა და თან წვიმდა, პირჯვარი უნდა გადაეწერა. და რათქმაუნდა, თუ შავი კატა გადაურბენდა გზაზე, სხვა გზით უნდა წასულიყო, ან დაეცადა სანამ სხვა ვინმე გაივლიდა, თორემ მალე უბედურება შეემთხვეოდა.
გოგონა ყველაფერს ზუსტად აკეთებდა და ეს შველოდა კიდეც, თუმცა შავ კატას მისთვის არასოდეს არ გადაურბენია გზაზე. ყოფილა წითური კატაც, კოპლებიანიც, ნაცრისფერიც, ჭრელიც, მაგრამ შავი – არასდროს.
ერთხელაც, გოგონამ ნახა შავი კატა. მან გზაზე გადაირბინა, გოგონამაც დაიწყო ლოდინი, სანამ ვინმე არ გამოივლიდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. ცოტა ხანში ერთმა ჯოხიანმა მოხუცმა გამოიარა. გადააბიჯა კატის გადარბენილს, გზა გააგრძელა და ცოტა ხანში წაიქცა. მოხუცმა ლანძღვა დაიწყო, ხოლო გოგონამ თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან მოხუცი არ გააფრთხილა კატის შესახებ, თუმცა რაღას იზამდა. იგი სახლისაკენ გაიქცა, მაგრამ გზა კიდევ ერთმა კატამ გადაუჭრა. ბავშვმა იფიქრა რომ ეს ის კატა იყო, თუმცა ცდებოდა. ეს კატა წინაზე პატარა იყო. მან კატას დაუძახა. კატა გაჩერდა და უკან გაბრუნდა. გამოდის, რომ გზაზე არ გადაურბენია! გოგონამაც თამამად განაგრძო გზა, თუმცა ამჯერად მას ერთდროულად სამმა კატამ გადაირბინა გზაზე, სამი მხრიდან. გოგონა ადგილიდან ვერ იძვროდა. დაიწყო ლოდინი. მანქანები მოძრაობდნენ, ის კი შუა ქუჩაში იდგა და მოძრაობას ხელს უშლიდა. მძღოლები უყვიროდნენ, ეჩხუბებოდნენ,ის კი ისევ იქ იდგა.
გამოიარა სასწრაფოს მანქანამ, მოხუცის დასახმარებლად მიდიოდა. გოგონა იძულებული გახდა უკან დაეხია, ფეხი დაუცდა და საკანალიზაციო ჭაჩი ჩავარდა, სადაც თითქმის მდუღარე წყალი ესხა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღმოჩნდა, რომ ერთი ბოროტი კაცი სპეციალურად ამრავლებდა შავ კატებს და როდესაც მათმა რიცხვმა 33-ს მიაღწია, გამოუშვა გარეთ ცრუმორწმუნე ხალხის შესაშინებლად.
 
Swordsman
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:54 | შეტყობინება # 7
ავტორი Swordsman
31/01/2014, 18:54 | პოსტი # 7
--- ▼ ---
_WolF_, თუ გამოეღვიძა ტკივილის დროს, დებილია? ვერ იგრძნო თითებს რომ აჭრიდა ვიღაცა? :D

დამატებულია (31/01/2014, 17:54)
---------------------------------------------
ვაფშე თითები რომ იქ ყოფილიყო სადმე დაგდებული, ვიფიქრებდი ვიღაც მონსტრი(როგორც ბლიჩში იამამოტო XD) შავი მაგია თქო ეგ მასწავლებელი :D

 
marikuna
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:58 | შეტყობინება # 8
ავტორი marikuna
31/01/2014, 18:58 | პოსტი # 8
--- ▼ ---
Pirvelis gagrdzeleba da dasawyisi mainteresebs dzaan
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 18:59 | შეტყობინება # 9
ავტორი _WolF_
31/01/2014, 18:59 | პოსტი # 9
--- ▼ ---
Quote Swordsman ()
Pirvelis gagrdzeleba da dasawyisi mainteresebs dzaan

კაქი მალიკუნ n_kiss n_kiss n_kiss
 
Swordsman
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:00 | შეტყობინება # 10
ავტორი Swordsman
31/01/2014, 19:00 | პოსტი # 10
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
კაქი მალიკუნ


Quote _WolF_ ()
Quote Swordsman


როგორ? :D
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:06 | შეტყობინება # 11
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:06 | პოსტი # 11
--- ▼ ---
..

შეტყობინება დაარედაქტირა: _WolF_ - პარასკევი, 31/01/2014, 19:08
 
marikuna
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:06 | შეტყობინება # 12
ავტორი marikuna
31/01/2014, 19:06 | პოსტი # 12
--- ▼ ---
Au geko cota xani raaa. Davigale kitxvit da tan maintereseeebs
 
MainUser
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:06 | შეტყობინება # 13
ავტორი MainUser
31/01/2014, 19:06 | პოსტი # 13
--- ▼ ---
არავინ არ კითხულობს ბლინ
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:14 | შეტყობინება # 14
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:14 | პოსტი # 14
--- ▼ ---
..

დამატებულია (31/01/2014, 18:09)
---------------------------------------------
შეშლილი ქალის დღიურები
I ნაწილი
ჩემი სახელია ლაშა, 25 წლის ვარ. ეს ამბავი რომ მოხდა 18 წლის ვიყავი. მეგონა საგიჟეთში დავასრულებდი სიცოცხლეს, მაგრამ უფლის განგებითა და დახმარებით შევძელი მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, თუმცა მივხვდი რომ ამ ამბავზე არავისთან კრინტი არ უნდა დამეძრა, თუ მსურდა ადამიანებს შეშლილი არ ვგონებოდი. რადგან გაინტერესებთ ჩემი ამბავი მოგითხრობთ, თავად განსაჯოს მკითხველმა ჭეშმარიტია თუ არა იგი. ამ ამბის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით.© Nimpa ჩვენ ყოველ დღე ვეხებით იდუმალ და მისტიურ არსებებს, რომელთა დანახვაც არ ძალგვიძს. მე მივხვდი, რომ ჩვენ ფართოდ დახუჭული თვალებით ვცხოვრობთ.
თბილისში დავიბადე, წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ. თუმცა ჩემი ოჯახი, მშობლები და ძმა თბილისში ვცხოვრობთ.© Nimpa მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩავიდოდით ხოლმე ხევსურეთში, ბებოსთან და პაპასთან. განსაკუთრებით მიყვარდა ხევსურეთი. ცხენზე ჯირითი. ბებიაჩემი მზევინარის უცნაური ამბების მოსმენა საღამოობით. მიყვარდა ქვეყნიერების ყურება ღრუბლებს ზემოდან.
პაპა რომ გარდაიცვალა 15 წლის ვიყავი. მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად ბებიაჩემმა ხევსურეთში დარჩენა და მარტო ცხოვრება გადაწყვიტა, თუმცა ჩვენს სოფელში სულ რამდენიმე ოჯახიღა იყო დარჩენილი და ხანდახან ზამთრობით, თითქმის შეუძლებელი იყო იქ მიღწევა.© Nimpa მზევინარი მიუხედავად ასაკისა და მარტოხელობისა მაინც ახერხებდა ცხოვრებას და ხანდახან ჩვენც კი გვეხმარებოდა, რითიც შეეძლო. მე კი როგორც კი არდადაგები მეწყებოდა, მაშინვე ხევსურეთში გავრბოდი ბებოსთან, ვეხმარებოდი და საღამოობით უცნაურ ამბებს ვაყოლებდი. ბებოს ოთახში მიყვარდა ყოფნა, მის ძველ საწოლზე წამოწოლა და მთების ყურება, მაგრამ ბებო არასდროს მრთავდა ნებას მასთან ერთად დამეძინა, ყოველთვის სხვა ოთახში მიშვებდა ხოლმე. თავიდან მწყინდა, მაგრამ მერე გავუგე, ის ხომ ძველი ყაიდის ხევსური ქალი იყო და ალბათ მაინც უხერხულობას გრძნობდა ჩემ გამო.
18 წლის ვიყავი, მაისის ბოლო იყო. იმ წელს ჩაბარებას ვაპირებდი და სულ ვმეცადინეობდი.© Nimpa სოფელში წასვლას მხოლოდ გამოცდების შემდეგ თუ შევძლებდი. თუმცა უკვე მენატრებოდა ამწვანებული მთების ყურება, ჩემი ცხენი, მზევინარის გაკეთბული ხინკალი.
დაგვირეკეს, გვითხრეს მზევინარი ცუდად არის, ახლავე თუ წამოხვალთ იქნებ მოუსწროთო.© Nimpa დედას არ უნდოდა ეს ამბავი გამეგო, იცოდა როგორ მიყვარდა ბებო და სწავლას გულს ვეღარ დავუდებდი რამე რომ მომხდარიყო.© Nimpa ბებოს მეზობელს დავურეკე, ხევსურმა პირდაპირ მითხრა, ახლავე წამოდი თუ კაცი ხარ, სულ შენს სახელს ახსენებს მზევინარიო. მეც ჩემი გადანახული თანხითა და მეგობრების დახმარებით შევძელი მაშინვე მეშოვა ტაქსი და ხევსურეთისკენ გავემგზავრე, სახლში არავისთვის არაფერი მითქვამს.
სოფელში რომ მივედი უკვე დაბინდებული იყო. სახლთან მეზობლებს მოეყარათ თავი. ბებოს ოთახში შევვარდი.© Nimpa თავს ქალები ადგნენ. ბებოს თვალები დახუჭული ჰქონდა, ხელები გულზე დაკრეფილი. რა ხდება-მეთქი? - ვიყვირე. ქალებმა მითხრეს, რომ მზევინარი რამდენიმე საათს ბოდავდა, ჩემს სახელს ახსენებდა, მერე ერთი ამოიოხრა და გაჩუმდა. ზოგი ამბობდა მოკვდაო, ზოგიც ამბობდა ჯერ კიდევ აქვს სუსტი პულსი და ჯერ კიდევ ცოცხალიაო.© Nimpa ექიმს ელოდებოდნენ. ბებო ჯერ კიდევ თბილი იყო, მის საწოლთან დავიჩოქე. მინდოდა ხმამაღლა მეღრიალა, მაგრამ ხევსურეთში ხევსური კაცი ქალებთან ხომ არ დავიწყებდი დიაცურად მოთქმას. ხალხს ვთხოვე მარტო დავეტოვებინე მზევინართან.
ყველა გაიკრიფა, მარტო დავრჩი. მისი ხელები ავიღე, ვაკოცე. ცრემლები წამომივიდა. ხმამაღლა ვტიროდი.
„ნუ ტირი, შვილო“- მითხრა ბებიაჩემმა და თავზე ხელი გადამისვა. ცოცხალი ხარ. ცოცხალი ხარ, ბებო. ხელზე ვაკოცე. © Nimpa ვიფიქრე ალბათ გული წაუვიდა და ახლა გამოფხიზლდა, ჩემი მოსვლა იგრძნო-მეთქი.
„მალე მოვკვდები, არ ინერვიულო, ოდესმე ისევ შევხვდებით. ეს სახლი შენია, შეგიძლია ყველაფერი წაიღო, მაგრამ ხელს ნუ ახლებ სკივრს და დღიურს. ის დღიური ამ სახლში უნდა დარჩეს სამუდამოდ. დაიმახსოვრე“. - მითხრა მზევინარმა.
მე ძალიან აღელვებული ვიყავი, მისი საწოლის წინ დაჩოქილმა თავი მუცელზე დავადე, როგორც ბავშვობაში ვიცოდი ხოლმე. ბებო აღარ მეფერებოდა. „შენ რომ მომკვდარიყავი გამოცდებს ვეღარ ჩავაბარებდი, გეფიცები“. - ვუთხარი მე.© Nimpa მზევინარი დუმდა.© Nimpa თავი რომ ავწიე, მას კვლავ დახუჭული ჰქონდა თვალები, ხელი კი ძირს ჩამოვარდნოდა. ბებო, ბებო, ვყვიროდი მე. ის კი ხმას არ მცემდა. ოთახში ხალხი შემოვიდა. ექიმი მოსულიყო.
ექიმმა თქვა, რომ მზევინარი ამ დროისთვის, სავარაუდოდ უკვე 3-4 საათის გარდაცვლილი იყო.© Nimpa მე ვამტკიცებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან რამდენიმე წუთის წინ მელაპარაკა, მაგრამ ჩემი არ სჯეროდათ. სამედიცინო დასკვნა სხვა რამეზე მეტყველებდა.
ჩემები გვიან ჩამოვიდნენ. ქართული ადათის მიხედვით დავკრძალეთ ბებო, პაპას გვერდით. უზომოდ დამამწუხრა მისმა სიკვდილმა. მამაჩემი ექიმია, სამსახურიდან ძლივს გაენთავისუფლა, მალე უნდა დაბრუნებულიყო. ჩემი უფროსი ძმაც მუშაობდა. მე სოფელში დარჩენა მინდოდა.© Nimpa იმ წელს ჩაბარებას აზრი აღარ ჰქონდა, მეცადინეობას გულს ვერ დავუდებდი. დედას და მამას გამოვუცხადე, რომ სოფელში დავრჩებოდი, ორმოცამდე მაინც. © Nimpa ძალიან არ უნდოდათ ჩემი მარტო დატოვება,© Nimpa მითუმეტეს ახლა, როცა მზევინარიც აღარ იყო. მაშინ დავპირდი, რომ ჩემს მეგობარ ნუკრის დავაძინებდი ხოლმე ჩემთან ერთად, რათა თავი მარტო არ მეგრძნო და ძალიან არ მედარდა, ამ ცივილიზაციიდან მოწყვეტილ ადგილას, სადაც არც ინტერნეტი იყო და ტელეფონიც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იჭერდა.
ჩემები გავაცილე თუ არა, ჩემი ლოგინი ბებოს საწოლზე გადავიტანე. გადავწყვიტე ტრადიცია დამერღვია და პირველად ამდენი წლის შემდეგ ნატვრა მესრულებინა, ბებოს ოთახში მის საწოლზე დამეძინა.© Nimpa ცხადია ნუკრისთვის არაფერი მითქვამს, ისღა მაკლდა, © Nimpa ვიღაცას ეფიქრა ამხელა კაცს სახლში მარტო დარჩენის ეშინიაო. თანაც მინდოდა მარტო ყოფნა.
დაძინებამდე ცოტა ვიკითხე, მარა აზრს ვერ ვატანდი. სინათლე ჩავაქრე და ფიქრს მივეცი თავი. © Nimpa თან ვარსკვლავებს ვუჭვრეტდი ფანჯრიდან. არ მახსოვს როგორ ჩამეძინა. ხმაურმა რომ გამომაღვიძა სრული სიბნელე სუფევდა ირგვლივ.© Nimpa ვერ მივხვდი რისი ხმაური იყო, ან საიდან მოდიოდა, რადგან ახლა არაფერი ისმოდა. ჩამთვლიმა როცა კვლავ შემომესმა რაღაც. თითქოს ვიღაც აკაკუნებდა. დავაყურადე. სრული სიბნელე და სიჩუმე მეფობდა. ვიფიქრე ალბათ მეჩვენება მეთქი. შემდეგ კი სრულიად გარკვევით გავიგონე კაკუნის ხმა და ამ ხმამ საწოლიდან წამომაგდო. გული გამიცივდა შიშისგან. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ეს კაკუნის ხმა საწოლის ქვემოდან მოდიოდა. საწოლიდან წამოვხტი, სიბნელეში მაგიდას დავეჯახე. მაგიდაზე ჭიქა იდგა, რომელიც გადმოვარდა და გატყდა.© Nimpa ამ საშინელ აურზაურში გული შემეკუმშა შიშისგან. © Nimpa სიბნელით იყო სავსე ოთახი. ყველგან სიბნელე და იდუმალი კაკუნი სუფევდა. სუნთქვა შემეკრა. © Nimpa კვლავ სრული სიჩუმე. ცოტა დავმშვიდდი და სიბნელეში საგნების გარჩევა დავიწყე. ძლივს ძლიობით ფარანი ვიპოვე,© Nimpa მაგრამ სინათლე არ იყო. მერე საიდანღაც სანთელი გამოვძებნე და ხელის კანკალით ავანთე. სინათლემ ბებოს ოთახს ძველი მშობლიური ელფერი შესძინა. კიდეც გამეცინა საკუთარ თავზე, როგორ შემეშინდა.© Nimpa ალბათ კატა იყო, ან რაღაც ცხოველი. ბებოს საწოლის ქვეშ შევიხედე არაფერი იყო.
კაკუნი. კვლავ კაკუნი. ეს ხმა იატაკიდან მოდიოდა. თითქოს იქ ვიღაც იყო.. კვლავ შიშმა დამრია ხელი. თითქოს ადგილზე გავქვავდი, ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი. სრული სიჩუმე ჩამოწვა.© Nimpa სანთელი დნებოდა. როგორღაც ძალა მოვიკრიბე, დავიხარე და იატაკზე მეც დავაკაკუნე.. და ერთი, ორი, სამი წამის შემდეგ იმანაც დააკაკუნა. © Nimpa მე ახლა განსხვავებულად დავაკაკუნე, © Nimpa ორჯერ გადაბმით და შემდეგ ერთხელ. რამდენიმე წამის შემდეგ, მანაც იგივე თანმიმდევრობით დააკაკუნა. ეჭვი არ იყო, იქ ქვემოთ ვიღაც თუ რაღაც იყო, რომელსაც ჩემთან კონტაქტში შემოსვლა სურდა.

დამატებულია (31/01/2014, 18:09)
---------------------------------------------
შეშლილი ქალის დღიურები
II ნაწილი
ჩვენი სახლი მთის წვერზე იდგა, ერთი მხრიდან კლდე ჰქონდა, მეორე მხრიდან ჩვეულებრივ ეზო. © Nimpa სახლი ტერასული პრინციპით იყო ნაშენი და პირველი სართული ერთი მხრიდან თუ პირველი სართული იყო, მეორე მხრიდან მეორე სართულს წარმოადგენდა. სახლს სარდაფიც ჰქონდა, © Nimpa მაგრამ არ მახსოვს ოდესმე იგი ვინმეს გამოეყენებინოს, ამიტომ დიდი ხნის დავიწყებული მქონდა მისი არსებობა და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ შეიძლება ეს რაღაც სარდაფში იყო. გულზე მომეშვა,© Nimpa ალბათ კატა ან ძაღლი შეძვრა სარდაფში, ვეღარ გამოდიოდა ჩემი ფეხის ხმა გაიგო და ამ გზით ცდილობდა ხმა მიეწვდინა სულიერი არსებისთვის. ცხოველები ძალიან მიყვარს და მაშინვე გადავწყვიტე გამენთვისუფლებინა საბრალო ცხოველი,© Nimpa როცა წარმოვიდგინე რა საშინელი სიკვდილი ელოდა. შიმშილით სიკვდილი უკაცრიელ სარდაფში.
ჩავიცვი. © Nimpa ფანარი ავიღე და სახლს მოვუარე. სარდაფის შესასვლელი სახლის უკანა მხარეს იყო, საითაც ძალიან იშვიათად გავდიოდი ბებოს სიცოცხლეშიც. სარდაფს უზარმაზარი ბოქლომი ეკიდა.© Nimpa გამიკვირდა, ნეტავ რას ინახავდნენ ამისთანას ამხელა ბოქლომი რომ ჩამოეკიდათ ამ ღვთისგან დავიწყებულ ადგილას,© Nimpa სადაც სულ რამდენიმე კომლიღა ცხოვრობდა და არათუ ქურდი, იქ მაცხოვრებლებიც აღარ აკითხავდნენ საკუთრ სახლებს.
გასაღები არ მქონდა,© Nimpa როგორღაც პაპას ლომი ვიპოვე და ბოქლომი ჩამოვგლიჯე, სარდაფის კარი ძალიან ძველი იყო, ხე დარბილებულიყო, თითქმის დამპალი იყო უკვე.
სარდაფის ორივე კარი გაიღო და იქიდან სიბნელე და სიძველის სუნი გამოვარდა. ტანში გამაჟრჟოლა, © Nimpa თითქოს უეცრად აცივდა.
სარდაფში სანამ შევიდოდი მზევინარის სიტყვები გამახსენდა რაღაც სკივრზე, რომელიც მთელი© Nimpa ამ დროის მანძილზე არც კი მომგონებია. შესანიშნავად ვიცოდი სახლის ყოველი კუთხე კუნჭული და იქ არანაირი სკივრი არ მეგულებოდა. იქნებ სწორედ აქ იყო ეს სკივრი,© Nimpa რომელიც ახსენა სიკვდილის წინ მზევინარმა. ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი, კიდევ ერთხელ გამაჟრჟოლა ტანში და შიშმა ამიტანა. ვიფიქრე გათენდება და მერე შევალ-მეთქი ამ სარდაფში.© Nimpa ჩემს ოთახში დავბრუნდი, გავიხადე და დავწექი.
გამთენია იქნებოდა რომ გამეღვიძა. იატაკიდან უკვე არა კაკუნის არამედ დარტყმების ხმა ამოდიოდა. © Nimpa თითქოს რაღაც ძალიან ღონიერი იყო ქვემოთ და ზემოთ ამოსვლას ლამობდა. ასეთი ხმაურის გამოწვევა არც ერთ ცხოველს არ შეეძლო. ძალზედ შემაფიქრიანა ამ ამბავმა.© Nimpa მაშინვე ავდექი და გარეთ გავედი. შიშით დაზაფრული და სიცივისგან გაყინული დავხვდი მზეს.© Nimpa რომ გათენდა შიშმა უკან დაიხია და წუხანდელი ბრახუნი გაზვიადებულად მომეჩვენა, თუმცა ოთახში შესვლა მაინც მეშინოდა. © Nimpa ასე ვიწრიალე რამდენიმე საათს, ბოლოს კი გადავწყვიტე რაც იქნებოდა იქნებოდა.© Nimpa სარდაფში უნდა შევსულიყავი და მენახა რა ხდებოდა.

დამატებულია (31/01/2014, 18:10)
---------------------------------------------
მესამე ნაწილი დევს უკვე
შეშლილი ქალის დღიურები
IV ნაწილი
იდუმალი ოთახი
გამთენია იყო რომ წამოვხტი და სარდაფს მივაშურე, სადაც იდუმალი ოთახი მეგულებოდა,© Nimpa რომელსაც შეეძლო ჩემთვის პასუხების გაცემა კითხვებზე და ამ უცნაური ამბების ახსნასაც მისგან ველოდი.
კედელი იქამდე გამოვანგრიე, © Nimpa რომ თავისუფლად შემძლებოდა შესვლა და როცა შიგ შევედი ჩემ წინ სრულიად უცნაური რამ მოხდა, ყველაფერს ველოდი ამის გარდა.
ოთახს პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც შემოდიოდა სინათლე. ის სარდაფს არ ჰგავდა, ერთი პატარა ძველი საწოლი იდგა.© Nimpa იქვე პატარა მაგიდა, ერთი სკამი და ერთიც კარადის მსგავსი რაღაც. © Nimpa მაგიდაზე ფინჯანი იდო, თითქოს ვიღაცას ახლახანს ჩაი დაულევიაო. იქვე კუთხეში იდგა პატარა აკვანი, რომელშიც თვალებდათხრილი თოჯინა იწვა. ნაჭრის თოჯინა იყო, აქა-იქ ბამბა ამოჩროდა, თითქოს ვიღაცას განგებ დაეგლიჯა რაღაც ბასრი საგნით, სავარაუდოდ ჩანგლით. © Nimpa პატარა საწოლზე ზეწარი იყო გადაფარებული, თუმცა სიძველისა და მტვრისგან ყველაფერს დაჰკარგვოდა თავისი სახე.© Nimpa როგორც ჩანს ამ ოთახში რამდენიმე ათეული წელი არავინ ყოფილა. © Nimpa ფანჯარა კლდის მხარეს იყო ამოჭრილი და ამგვარად არავის შეეძლო მისი დანახვა, თუნდაც ეჭვად გაელვება.© Nimpa პატარა ოთახი იყო, მიწური.© Nimpa კარადის უჯრებში ვიპოვე, ორი კოვზი, ერთი ჩანგალი. ერთი პატარა სარკე და ერთიც სავარცხელი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ქალის გრძელი შავი თმის ღერები. ჩემი ყურადღება საწოლმა მიიპყრო,© Nimpa სადაც როგორც გავარჩიე რაღაც იდო, მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრი მტვერი ფარავდა.© Nimpa ეს რაღაც როგორც შემდეგ შევიტყვე ჩარჩოში ჩასმული გადიდებული სურათი იყო. ჩარჩო გავხსენი,© Nimpa რადგან მსურდა სწრაფად შემეტყო ვინ იყო აღბეჭდილი სურათზე და კიდევ უფრო გამიკვირდა,© Nimpa როცა ხელთ ბებიაჩემი მზევინარის ახალგაზრდობის ფოტო შემრჩა. თუმცა ეს ფოტო არასდროს მინახავს.© Nimpa ბებოს სულ რამდენიმე სურათი მოგვეპოვებოდა, ისიც უფრო მოგვიანებით გადაღებული შვილებთან ერთად. სურათზე გამოსახული ქალი ბებიაჩემის ასლი იყო, © Nimpa ძალიან ლამაზი მოელვარე შავი თვალებით.© Nimpa ვის უნდა დასჭირვებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი მზევინარის სურათის გადიდება ჩარჩოში ჩასმა და ამ იდუმალ ოთახში საწოლზე დადება, შემდეგ კი კედლის ამოშენება.© Nimpa ან რა ვინ ცხოვრობდა ამ ოთახში, ან რატომ ამოაშენეს, ან ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. ან რა ხმაურობდა ღამ-ღამობით.© Nimpa
იდუმალმა ოთახმა უფრო მეტი თავსატეხი გამიჩინა, © Nimpa უფრო მეტი კითხვა დაიბადა, პასუხები კი არსაიდან იყო. სურათს რომ ვუყურებდი გამახსენდა მზევინარის ნახსენები სკივრი.© Nimpa მხოლოდ სკივრს შეეძლო ამ საიდუმლოების ამოხსნა.© Nimpa თუ არა იქ, სხვანაირად ვერასდროს შევძლებდი ჩავწვდომოდი ამ უცნაურობებს.
ოთახი პატარა იყო და მაშინვე მოვათვალიერე,© Nimpa მაგრამ სკივრისთვის არსად მომიკრავს თვალი, © Nimpa თუმცა ისეთი აღგზნებული ვიყავი და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, მთელი სახლის გადათხრაც, © Nimpa რომ დამჭირვებოდა გადავთხრიდი და სკივრს მაინც ვიპოვიდი. საბედნიეროდ დიდი გარჯა არ დამჭირდა,© Nimpa რადგან სკივრი ძველი რკინის „კრაოტის“ ქვეშ ვიპოვე. პატარა, რკინის, შავი ფერის სკივრი..
ძველი სკივრი გავხსენი,© Nimpa მასში ქაღალდები, წიგნაკები და რვეულები ეწყო. პირველივე რვეული გადავშალე. მასზე დიდი ასოებით ეწერა: „შეშლილი ქალის დღიურები“...© Nimpa

დამატებულია (31/01/2014, 18:10)
---------------------------------------------
შეშლილი ქალის დღიურები
V ნაწილი
დღიურების დასაწყისი
„გამარჯობა, ჩემო დღიურო, მე მზია მქვია, 16 წლის ვარ.© Nimpa მინდა ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვე. მართალია ტყუპისცალი და მყავს, მზევინარი, რომელიც თავს მირჩევნია, მაგრამ ხშირად ვგრძნობ თავს მარტოსულად, ამიტომ გადავწყვიტე დღიური მეწერა.© Nimpa შენ დაგარქმევ შეშლილი ქალის დღიურებს. © Nimpa მზევინარი მეუბნება შეშლილი ხარო, მეც მგონია რომ ცოტათი განვსხვავდები სხვებისგან. ოღონდ არ ვიცი რატომ ვარ შეშლილი.....“
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა აღმოვაჩინე,© Nimpa რომ ეს დღიური ეკუთვენოდა ბებიაჩემის ტყუპისცალს, რომლის შესახებ არასდროს არავის სიტყვა არ დასცდენია.© Nimpa მზიას შესახებ მამაც კი არ იცოდა არაფერი, მაგრამ გაუგებარია რატომ.
მზია წერდა, რომ გასაოცარი მსგავსება იყო მასსა და მზევინარს შორის, იმდენად დიდი რომ საკუთარ მშობლებსაც კი არ შეეძლოთ მათი გარჩევა თუ გოგოები ეშმაკობას გადაწყვეტდნენ. © Nimpa ვერც სოფლელები არჩევდნენ და ვერც მასწავლებლები.© Nimpa ამით სარგებლობდნენ გოგონები და მზევინარი წერდა საკონტროლოებს და ჰყვებოდა გაკვეთილებს მზიას ნაცვლად, რომელიც როგორც წერდა, სულ არ აინტერესებდა სკოლა, სწავლა და მისთანები.© Nimpa მას უფრო მეტი უნდოდა, უფრო მეტზე ოცნებობდა, მაგრამ რა იყო ეს მეტი არც თვითონ იცოდა და არც მზევინარმა,© Nimpa რომელიც მისი გულის მესაიდუმლე იყო, თუმცა მასზე ბევრად ჭკვიანი, როგორც მზია წერდა თავის დღიურებში.
მზია 17 წლის რომ გამხდარა თითქოს შეიცვალა. © Nimpa მხიარული და თხა გოგო გულჩათხრობილ ქალად იქცა.© Nimpa მზევინარს თითქმის აღარ ელაპარაკებოდა. წერდა: „ მასთან საერთო არაფერი მაქვს და ძალიან ვბრაზობ, რომ ასე ვგავართ ერთმანეთს. ყველას მზევინარი უყვარს, მე არავის ვუყვარვარ. © Nimpa სოფლელები რომ დამინახავენ დამიძახებენ მზეევინარ მოდი დაგვეხმარეო, რომ ვეტყვი მზია ვარ-მეთქი, აღარ მეძახიან, აღარ მიღიმიან. © Nimpa მას რომ არ ვგავდე მეც ვეყვარებოდი სოფლელებს, მეც მეყოლებოდა მეგობრები. მშობლებსაც კი მზევინარი უფრო უყვართ და სულ მის სახელს მეძახიან.© Nimpa მაგრამ მას თავისი სახელით მიმართავენ. როგორც ჩანს, მე არავის ვჭირდები. მზევინარმა წამართვა ყველას სიყვარული.“ წერდა გულდაწყვეტილი მზია. © Nimpa გათენდებოდა თუ არა სასაფლაოს მიაშურებდა თურმე,© Nimpa იქ მოიკალათებდა ყვავილებიან ბორცვზე, გაზაფხულობით და ზაფხულობით ყვავილების გვირგვინს დაიწნავდა და წერდა, გამუდმებით წერდა. მზია ამბობდა, რომ მისი ტყუპისცალი მასთან დაახლოებას ცდილობდა, © Nimpa მაგრამ ამაოდ. ახლოსაც არ იკარებდა. როგორ გაბედა და ასე მგავსო სწუხდა მზია. © Nimpa ხალხს ერიდებოდა და ხალხიც ერიდებოდა თანდათან. მზია სხვა სამყაროში გადასახლდა თითქოს, ერთ დღესაც აღმოაჩინა რომ ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის დღიურს, მერე საფლავებთან დაიწყო საუბარი. © Nimpa მკვდრები არ რიყავდნენ, მუდამ მზად იყვნენ მის მოსასმენად, არსად მიდიოდნენ, ზურგს არ აქცევდნენ, არასდროს უღიმოდნენ,© Nimpa მაგრამ ისინი ხომ არავის უღიმიან.© Nimpa მხოლოდ სურათებიდან, საფლავის ქვებოდან იმზირებოდნენ უსასრულობაში ჩაკარგულნი და მზიასაც თავისკენ იხმობდნენ, იდუმალებისა და უსასრულობის სამყაროში,© Nimpa რისკენაც კიდეც მიისწრაფოდა მზია, რადგან ამქვეყნიერებასთან დიდი ხნის წინ გაეწყვიტა კავშირი თავისივე ნებით. მალე მოვკვდებიო.-წერდა მზია. ან აქ რა დამრჩენია. © Nimpa 2 დღე რომ არ მივიდე სახლში ვერავინ შეამჩნევს, არავის ვუყვარვარ და არავის ვჭირდები, მათ მზევინარი ჰყავთო.
ერთმა ჩანაწერმა მიიპყრო ჩემი ყურადღება:
„თვალი რომ გავახილე უკვე ღამე იყო, ცა მოქუფრულიყო, წვიმას იწყებდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი აქ, ან როგორ ჩამეძინა. დღიური მუხლებზე მედო კვლავ გადაშლილი, ხელში კალამი მეჭირა. © Nimpa თითქოს მთელი ეს დრო სხვაგან ვიყავი. არაფერი მახსოვდა. წამოვდექი, სახლში დავაპირე წასვლა. დღიური კაბის კალთაში გამოვკარი არ დამისველდეს-მეთქი ვიფიქრე. წვიმა წამოვიდა.© Nimpa კოკისპირულად წვიმდა, 2 წუთში გავილუმპე, დღიურზე ვფიქრობდი, არ დამისველდეს, არ გამიფუჭდეს-მეთქი.© Nimpa საფლავებს შორის მივრბოდი.© Nimpa გარშემო ნისლი და ბინდი იდგა, წვიმა მოდიოდა და კარგად ვერც ვხედავდი სად მივრბოდი. უეცრად საფლავებს შორის დიდი რაღაც შევნიშნე. სარკოფაგს ჰგავდა. ვიღაცას შემოეღობა, შიგნით კი რაღაც სახლისმაგვარი იდგა. საფლავის კარი თავისით გაიღო და მეც შევედი. ვიფიქრე ამ შენობას შევეფარები სანამ წვიმა გადაიღებს და დღიური აღარ დამისველდება-მეთქი.© Nimpa საფლავის ეზოში შევედი. ამ ნაგებობას ქვის კარები ჰქონდა და არც ერთი ფანჯარა. ხელი შევახე, რომ გამეღო. ჩემდა გასაკვირად მაშინვე ძალზედ ადვილად გაიღო ქვის კარი, ძალდაუტანებლად. შიგნით შევვარდი. © Nimpa სიბნელე იყო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შევძელი გამერჩია რა იყო შიგნით სარკოფაგში. © Nimpa თმა გავიწურე, დღიური ამოვიღე, მშრალად გადარჩენილიყო. გარშემო რომ მიმოვიხედე დავინახე, რომ ჩემს წინ კუბო იდგა. ძალიან შემეშინდა, დღიური ხელიდან გამივარდა და კარებს ვეცი, მაგრამ ქვის კარი თავისით მიხურულიყო, შიგნიდან კი სახელური არ ჰქონდა რომ გამეღო. კარზე ვაბრახუნებდი, მაგრამ ამაოდ. © Nimpa ირგვლივ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა, ვინმე რომც ყოფილიყო ვერ გაიგებდა ჩემს ხმას ამ გნიასში ან ვინ იქნებოდა ასეთ დროს ამ უკაცრიელ ადგილას, როცა მე სასაფლაოს ცოცხალმა ბინადარმაც კი მხოლოდ ახლა მივაკვლიე ამ ადგილს.© Nimpa ჩემი დღიური გულზე მივიხუტე თითქოს ის დამიცავდა და კართან დავჯექი, კუბოს პირდაპირ. სარკოფაგს სულ პატარა ჭუჭრუტანა ჰქონდა კედელში დატანებული, საიდანაც ჯერ კიდევ შემოდიოდა სუსტი სინათლე,© Nimpa რომელსაც მალე სავარაუდოდ სრული სიბნელე შეცვლიდა.
რომ გამომეღვიძა, აღარ მახსოვდა სად ვიყავი.© Nimpa თვალებს ვახელდი, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ სიბნელე იყო. © Nimpa ვიგრძენი რომ სველი ვიყავი და მთელი სხეული მტკიოდა. უეცრად გამახსენდა ყველაფერი და შიშმა ამიტანა.
უეცრად მომესმა, თითქოს ვიღაცამ გამიარა წინ. მხოლოდ ვიგრძენი, თორემ ვერაფერს ვხედავდი. უფრო მეტად მივიხუტე დღიური და კარებს ავეკარი, მოძრაობა აღარ შემეძლო შიშით შეძრწუნებულს.© Nimpa რამდენიმე წამში კვლავ მომესმა ფაჩუნის ხმა.© Nimpa თითქოს რაღაც გატკაცუნდა კუბოსთან.© Nimpa გული გამეყინა. რამდენიმე წამში ვიგრძენი ვიღაცის შეხება. მთელი ხმით დავიღრიალე, ხელებს და ფეხებს ვიქნევდი.© Nimpa მთელი ძალით ვუბრახუნებდი ხელებს ქვის კარებს. მიშველეთ-მეთქი ვყვიროდი. რამდენიმე წუთის შემდეგ დავმშვიდდი და ვიგრძენი, რომ ხელებზე რაღაც თბილი მდიოდა, ეს ალბათ ჩემივე სისხლი იყო. ჯერ კიდევ კარისკენ ვიყავი მიბრუნებული, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი, მაგრამ ეს არ იყო წამიერი შეხება. უცხო არსების ხელი ჩემს მხარზე იდო.© Nimpa მე ამას ცხადლივ ვგრძნობდი.© Nimpa კანკალმა ამიტანა. © Nimpa ვინ ხარ და რა გინდა? ვთქვი და შორიდან მომესმა ჩემი ხმა, თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა. „ან შენ უნდა იყო, ან ის“. მითხრა ხმამ. ვინ ხარ, ვინ ხარ, ვინ ხარ? ვიმეორებდი მე. „ვინ ვიქნები, მე ეს შენ ვარ“. © Nimpa მითხრა ხმამ, ვიგრძენი მისმა ხელმა როგორ შემომაბრუნა და მე დავინახე ყველაზე საზარელი რამ, რაც ცხოვრებაში მინახავს.© Nimpa ჩემს წინ ჩემივე თავი იდგა, წითელი თვალები ჰქონდა, პირიდან დიდი კბილები გამოსჩროდა და დორბლი სდიოდა თითქოს.© Nimpa თმები აწეწვოდა. ტანსაცმელი შემოგლეჯოდა. შორიდან მომესმა ჩემივე კივილი. მერე ყველაფერი აირია. გონი დავკარგე...“

დამატებულია (31/01/2014, 18:11)
---------------------------------------------
შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი VI

„გონს რომ მოვედი სახლში ვიყავი, თავს მზევინარი, ჩემი მშობლები და მეზობლები მეხვივნენ. მომიყვნენ რომ იმ ღამეს სახლში, რომ არ დავბრუნდი ღამითვე გამოვიდა ჩემი და და მშობლები ჩემს საძებნელად, მერე მეზობლებიც შეუერთდნენ და მთელი სოფელი მეძებდა. პირველ რიგში, სასაფლაოს მიაკითხეს და ბევრი მეძებეს, თუმცა ვერსად მიპოვიდნენ ცხადია. ბოლოს მზევინარს დაუნახავს ამ უცნაური საფლავის გალავანი და შენობა. დაუჟინია იქ უნდა შევიდეთო. რის ვაი-ვაგლახით გადაუგორებიათ ქვა, რომელიც მე ერთი ხელის შეხებით გავაღე და ვუპოვივარ კიდეც“.
მზია წერდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ უფრო დაუახლოვდა თავის დას. მოუყვა კიდეც იმ საშინელი ღამის უჩეულო ამბავს სარკოფაგში რომ გადახდა. მზევინარს სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ ხელი გადაუსვამს თავზე.
ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდიოდა. მზია და მზევინარი იზრდებოდნენ და მშვენდებოდნენ. მზია კვლავ ჩაკეტილი იყო, კვლავ დადიოდა სასაფლაოზე მარტო და დღიურებს წერდა, ეტრფოდა ბუნებას და ელაპარაკებოდა პატარა პეპლებსა თუ ჩიტუნებს. მზევინარი იყო მისი კერპი და ერთადერთი საყვარელი ადამიანი.
ერთხელ, დღეობა იყო.. ადგილობრივ სალოცავში თავი მოეყარათ სოფლელებს, სხვა სოფლებიდანაც მოსულიყვო ხალხი მოსალოცად. საკლავის შესაწირად. მზია როგორც ყოველთვის, სასაფლაოზე იყო და არ აღელვებდა დღესასწაული. ის დღეც ჩვეულებრივ გაატარა, როგორც ყველა დანარჩენი. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, ეუცნაურა თავისი მზევინარი. მზერა გაშტერებოდა და ფანჯრიდან იყურებოდა. უსაქმოდ იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა, უცნაური იყო მზევინარისგან უქმად ყოფნა და უბრალოდ ოცნება. რა გჭირსო გადაეკიდა მზია. მზევინარი ჯერ ცდილობდა არ გამოტეხილიყო, ბოლოს კი აღიარა ტყუპისცალთან, რომ იმ დღეს გაიცნო ერთი ბიჭი. კი არ გაიცნო დაინახა მხოლოდ. მეზობელი სოფლელი. ვეფხვია, ახოვანი, არწივისებური ცხვირით, შავი ულვაშებით. ამ შეხედვამ შეცვალა და გადაწყვიტა მისი ცხოვრება. სამუდამოდ ვეფხვიას დაუმორჩილა პატარა ქალწულის გული. მზიას ისე ეწყინა ამის გაგონება თითქოს და მოუკლეს, ან წაართვესო. უნდა დაივიწყოო არწმუნებდა მზია ტყუპისცალს, რომელიც მას აღარ უსმენდა და კვლავ ხევსურეთის ლამაზი მთებისკენ მიეპყრო თავისი მშვენიერი შავი თვალები.
ორ კვირაში მზევინარის სათხოვნელად მოვიდნენ ვეფხვიას გამოგზავნილი კაცები. მასაც ერთი ნახვით შეყვარებოდა ქალი და სურდა ცხოვრების ჭაპანი მასთან ერთად ეზიდა სამუდამოდ. ქალისგან თანხმობა მიიღეს და ქორწილიც დანიშნეს.
ამ ამბავმა საშინლად გააბრაზა მზია. მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანიც უნდა წასულიყო მისი ცხოვრებიდან, მხოლოდ საფლავების ამარაღა რჩებოდა საბრალო. მზევინარს აღარ ეცალა მისთვის, საქორწინო სამზადისით იყო დაკავებული და უზომოდ ბედნიერი.
ერთხელ მზიას გვიან გაეღვიძა, სახლში აღარავინ იყო. პირი დაიბანა, კაბა მოიწესრიგა, დღიური აიღო და სასაფლაოსკენ მიეშურებოდა, როცა მათი სახლის ღობეს, უცხო კაცი მოადგა და ანთებული თვალებით შემოსძახა მზევინარო. კაცი ღობეს გადმოახტა, მასთან მიირბინა და გულში ჩაიკრა მთელი ძალით. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მზიამ ვერც კი მოასწრო ეთქვა მზევინარი არ ვარო. კაცმა შუბლი და თვალები დაუკოცნა. თავისი შავი ულვაშებით ჩხვლეტდა ქალწულის ღაწვებს ჯერ რომ მამაკაცის ხელიც კი არ შეხებოდა. მზია ერთბაშად აენთო. შიგნიდან სიმხურვალე იგრძნო. კაცს ხელი კრა და მისთვის უჩვეულო ძალით მოიშორა. ულვაშიანი კაცი დაბნეულად უყურებდა აცახცახებულ ქალს. „მზევინარი არ ვარ, მზია ვარ მისი ტყუპისცალი“.- თქვა მზიამ. იგი ჯერ არ იცნობდა ვეფხვიას, მასზე ბევრი რამ გაეგო, მაგრამ არასდროს ენახა და სიმართლე რომ ვთქვათ, არც დაინტერესებულა არასდროს, როგორი იყო მისი სასიძო, რადგან ისედაც იცოდა რომ იგი იქნებოდა ძალიან ცუდი, ის ხომ ართმევდა ყველაზე კარგსა და ძვირფასს, რაც გააჩნდა. „მაპატიეთო“.-ამოილუღლუღა თავდახრილმა ვეფხვიამ და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა.
მზია სანამ სასაფლაომდე მიაღწევდა ძალზედ გაბრაზებული და აღშფოთებული იყო. სასაფლაოზე რომ ჩამოჯდა და წერა დაიწყო, იგრძნო რომ აზრი უსხლტებოდა და უეცრად ამ ულვაშა კაცზე, თავის მომავალ სიძეზე იწყებდა ფიქრს. ახსენდებოდა მისი ნახტომი ღობეზე, მისი ძლიერი მკლავების ხვევნა. მისი მამაკაცური სუნი. მისი ცხელი სუნთქვა და მისი მწველი კოცნები. მზიას ეს შემთხვევა ხილვებად ექცა, ულვაშა კაცი კი სიზმრებად გადაიქცა. ყოველ ღამე ხედავდა ამ შემთხვევას, ვეფხვიას, რომელიც კოცნის და ეხვევა, სიზმრებში იგი მის სატრფოდ იქცა.
მოვიდა მზევინარისთვის ნანატრი ქორწილი. მზიაც იქვე იყო და უჭვრეტდა როგორ ერთდებოდა მისთვის ყველაზე საყვარელი ორი ადამიანი დედამიწის ზურგზე. „შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი“ და გაუგებარია რატომ გადაწყვიტა ბედისწერამ ასე მოეწყო ამ სამი ადამიანის ცხოვრება, მაგრამ მზევინარის გათხოვებიდან 3 კვირაში, დამ თავის ტყუპისცალს შესთავაზა თავისთან გადასულიყო საცხოვრებლად.
ხანდახან, ჩვენ ადამიანებს გვგონია რომ სიკეთეს ჩავდივართ, გვსურს რომ კარგად იყოს ჩვენი მოყვასი, ჩვენი ახლობლები, მაგრამ ზოგჯერ სიკეთე უდიდეს ბოროტებას ემსახურება.. სიკეთე ხომ ყოველთვის ისჯება, ალბათ ამიტომაცაა ასე იშვიათი და რჩეულთა ხვედრი..

დამატებულია (31/01/2014, 18:11)
---------------------------------------------
..

დამატებულია (31/01/2014, 18:13)
---------------------------------------------
...

დამატებულია (31/01/2014, 18:14)
---------------------------------------------
რამე დაწერეთ თორე აღარ მეტევა ტექსტი :D

შეტყობინება დაარედაქტირა: _WolF_ - პარასკევი, 31/01/2014, 19:14
 
jiraiya123
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:19 | შეტყობინება # 15
ავტორი jiraiya123
31/01/2014, 19:19 | პოსტი # 15
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
რამე დაწერეთ თორე აღარ მეტევა ტექსტი

კაი... დავდებ მერე მეც ისტორიებს...
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:19 | შეტყობინება # 16
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:19 | პოსტი # 16
--- ▼ ---
შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი VII

ვეფხვია სულ პატარა იყო ©13 მშობლები რომ დაეხოცა, ბავშვობიდან იწვნია ცხოვრების სიმკაცრე, ახლა როცა საყვარელი ადამიანი ჰყავდა გვერდით იფიქრა რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა,©13 ახლა მარტო აღარ იყო, ©13 მზევინარი ჰყავდა გვერდით და ყოველთვის ეყოლებოდა ჭირსა თუ ლხინში, თუმცა ბედისწერის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ვეფხვიას სახლში მხოლოდ©13 მზევინარი, ვეფხვია და მზია ცხოვრობდნენ. სიძეზე შეყვარებული მზია თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავდა და სიძეს ერიდებოდა კიდეც. ხანდახან ეჩვენებოდა თითქოს დამ ყველაფერი იცოდა და განგებ ხუჭავდა თვალს. თითქოს ვეფხვიაც გრძნობდა რაღაცას და ცოლის დასთან ყოველთვის ძალზედ თავშეკავებული და პირქუში იყო. თითქმის არ ©13 ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
ერთხელ მზევინარმა ქალაქში©13 გადაწყვიტა წასვლა ოჯახისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, მზიასაც სთხოვდა გაჰყოლოდა, მაგრამ დამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მაშინ მზევინარი გამოემშვიდობა საყვარელ ქმარსა და ტყუპისცალს და დილა უთენია გაუდგა გზას. ვეფხვიაც წავიდა სახლიდან, ©13 არ სურდა მზიასთან ერთად მარტო ყოფილიყო სახლში, ან ©13 ეს მხოლოდ მზიას ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი იყო.©13 მას სულ ეჩვენებოდა, რომ ვეფხვიასა და მზევინარს იგი სძულდათ და მხოლოდ სიბრალულის გამო შეიფარეს. ალბათ ამიტომ იყო, რომ ვიღაცებს ურიგებდნენ და მისი გათხოვება სურდათ. ჩემს თავიდან მოშორებას ©13 ლამობენო.-ფიქრობდა მზია და ©13 წერდა თავის დღიურში.
სახლში მარტო დარჩა მზია. ვეფხვია საღამოს დაბრუნდებოდა სახლში და ბოლოს და ბოლოს მარტო აღმოჩნდებოდა ნანატრ მამაკაცთან, სატრფოსთან რომელზე ფიქრშიც გაეთენებინა საბრალო ქალწულს უთვალავი ღამე.©13 რომელზეც სიგიჟემდე ეჭვიანობდა და რომლის გამოც შეეძულებინა საკუთარი სისხლი და ხორცი, თავისი ტყუპისცალი. ერთადერთი ახლობელი ადამიანი, რომელიც კი გააჩნდა ამ ქვეყნად.
ძალზედ გვიანი იყო ვეფხვია©13, რომ დაბრუნდა სახლში. მაშინვე თავის ოთახში შევიდა, მზია არც მოუკითხავს. სახლში სინათლე არ ენთო. ვეფხვია ბარბაცებდა. როგორც ჩანს, ძალზედ ბევრი დაელია და მთვრალი იყო. ნასვამიც კი არასდროს ენახა ვეფხვია არც მზიას და არც მზევინარს.©13 ხარივით შეეძლო დალევა, მაგრამ არასდროს თვრებოდა, ამჯერად საყვარელი ქალის განშორებამ თუ მოსალოდნელმა უბედურებამ ©13 დაუბინდა გონება კაცს და სასმელმა სძლია. ჩვენ ადამიანები ხომ ზუსტად მაშინ არ ვართ ხოლმე ძლიერები და ჭკვიანები, როცა ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ. ©13 სწორედ მაშინ გვთვლემს, როცა უნდა ვიფხიზლოთ. ვეფხვიამ რის ვაი-ვაგლახით გაიხადა და საწოლზე მიწვა. უეცრად იგრძნო რომ საწოლზე რაღაც იყო. რა არის, რა ხდება, ვინ ხარ? წამოხტა ვეფხვია.©13 მე ვარ.ავტობუსი არ იყო და ვერ წავედი ქალაქს.ხვალ დილით წავალ. სად იყავი აქამდე. როგორ დამთვრალხარ.-გაიგონა ვეფხვიამ საყვარელი ქალის ხმა. პატარა სარკმლიდან მთვარის შუქი ეთამაშებოდა ქალის ნახევრადშიშველ მკერდს. ©13 თოვლსავით ქათქათა მკლავები შემოაჭდო ქალწულმა კისერზე და აკოცა. ვნებააშლილ ვეფხვიასაც დიდხანს არ უფიქრია. ©13 ან კი რაზე უნდა ეფიქრა..
მამალს ჯერ არ ეყივლა ოთახის კარი, რომ გაიღო და მზევინარმა ორი დიდი ჩანთა შემოათრია..
ორივე გამოფხიზლდა.. ვეფხვიამ თავისი ცოლი რომ დაინახა მაშინვე გაახსენდა ყველაფერი. ©13 მიხვდა ქალის მზაკვრობას. სამივე ერთმანეთს უყურებდნენ, ხმა არც ერთს ამოუღია. მზევინარი ოთახიდან გავიდა. ვეფხვიამ წამში ჩაიცვა და უკან გაჰყვა, ისე რომ მზიასთვის არც კი შეუხედავს.
ახლა რა უნდა ვქნათ?-©13 ჰკითხა ვეფხვიამ ცოლს.©13 რომელიც მისდა გასაკვირად არც ტიროდა და არც სიბრაზის რაიმე ნიშანს ამჟღავნებდა.
ვიცოდი რომ ასე©13 მოხდებოდა. ყოველთვის ვიცოდი რომ უყვარდი. ჩემი ბრალია. შენ არაფერ შუაში ხარ.-უთხრა ცოლმა.
მზიასა და მზევინარს მას შემდეგ აღარ ულაპარაკიათ. მზია თავის ოთახში შეიკეტა. კვირაობით იყო ჩაკეტილი. კარებთან ლანგრით დაუდებდა საჭმელს და. მზია კი ცარიელ ჭურჭელს ახვედრებდა კართან. ისე გავიდა რამდენიმე თვე, რომ მზია თვალითაც არ უნახავთ დასა და სიძეს. მეზობელბს კი©13 ეუბნებოდნენ, რომ ავად იყო და არ შეეძლო არც მნახველების მიღება, რათა მათაც არ გადასდებოდათ მზიას ავადმყოფობა.
ორი თვის შემდეგ როდესაც მზევინარი ვეფხვიას ტანსაცმელს რეცხავდა, უეცრად მზიას მოჰკრა თვალი. მზიას სახე გაფითრებოდა,©13 გამხდარიყო. აჩრდილივით გამოიყურებოდა.
ფეხმძიმედ ვარ შენი ქმრისგან.-პირდაპირ მიახალა მზიამ.
მეც-მიუგო მზევინარმა.
სახლში მოსულ ვეფხვიას©13 უცნაური სანახაობა დახვდა. ორი ერთნაირი ქალი ერთად დამსხდარიყვნენ, მხიარულად ბაასობდნენ და წინდებს ქსოვდნენ. ვეფხვიასთვის კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ ეს ორივე ქალი მისგან ელოდებოდა ბავშვს და ეს სულაც არ აწუხებდათ.
შეუძლებელი იყო მზიას 9 თვით გადამალვა ან ავადმყოფობის მოგონება, რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინათ, რომ მეზობლებს ეჭვი არ აეღოთ და სამუდამოდ არ შეერისხათ მათი ოჯახი, რომელსაც ასე უცნაურად ეთამაშებოდა ბედისწერა.
გადაწყვიტეს რომ მეზობლებისთვის ეთქვათ, თითქოს მზია რუსეთში გაგზავნეს სამკურნალოდ, ის კი სახლში ჰყოლოდათ, ოღონდ©13 ისე რომ ვერავის ენახა მანამ სანამ არ იმშობიარებდა, შემდეგ კი იტყოდნენ რომ მზევინარმა ტყუპები შობა. ეს არც იქნებოდა გასაკვირი, თვითონაც ხომ ტყუპისცალი იყო. მზიაც მაშინ დაბრუნდებოდა რუსეთიდან გამოჯანმრთლებული. ვეფხვია და მზევინარი კი საკუთარი შვილივით გაზრდიდნენ მზიას ბავშვს და ამგვარად ვერავინ ვერასდროს შეიტყობდა ამ ცოდვის შესახებ. მზია უმალ დათანხმდა დასა და სიძეს ამ წინადადებაზე. ვეხვიამ თავისი და მზევინარის ოთახის ქვეშ ოთახი გათხარა, პატარა სარკმელიც გაუკეთა,©13 მზის სხივები რომ დაენახა მზიას. როგორც შეეძლო მოუწყეს კიდეც. ამიერიდან ეს უნდა ყოფილიყო მზიას ოთახი და თუ რამე დასჭირდებოდა ჭერზე კაკუნით ©13 მიახვედრებდა დას ან სიძეს რომ მასთან ჩასულიყვნენ. თვითონ კი ©13 არასდროს გამოვიდოდა ამ პატარა ოთახიდან. ამგვარად საკუთარ და დის ღირსებას დაიცავდა ხალხის თვალში..©13

დამატებულია (31/01/2014, 18:19)
---------------------------------------------
შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი VIII

მზია დღიურში წერდა:
„უკვე მეორე კვირაა რაც ჩემი ოთახიდან ცხვირი არ გამიყვია, დღე როცა მზე ანათებს ისე ცუდად არ ვარ ხოლმე, ფანჯრიდან გავყურებ ბუნებას, საღამოობით კი ძალიან მიჭირს. მზევინარი ან ვეფხვია მიკაკუნებენ ზემოდან, ან მე ავუკაკუნებ. როცა რამე მჭრიდება ორჯერ ზედიზედ, თუ ერთხელ დავაკაუნე ე.ი. კარგად ვარ. ბუნება მენატრება, სუფთა ჰაერი. ადამიანები მენატრება, ვინმესთან ლაპარაკი. ვეფხვია საჭმელს ჩამომიტანს ხოლმე, მაგრამ არ მელაპარაკება, არც კი მიყურებს. მზევინარი მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, მგონი ჩემი ეშინია. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წავიდა. თქვა, ვეფხვია შენი შვილისთვის საწოლს აკეთებსო.
...
რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო უკეთ ვგრძნობ თავს. აღარ მენატრებიან ადამიანები, პირიქით ასე ყოფნა მირჩევნია. ოღონდ ვერ ვიტან ჩემი ოთახის ზემოთ რომ დადიან ვეფხვია და მზევინარი, ხანდახან მათი ხმები მესმის. მესმის როგორ იცინის მზევინარი. როგორ უყვარს ის ვეფხვიას. ალბათ მოუთმენლად ელოდება თავის შვილს. ჩემი ბავშვი კი არ აინტერესებს, თითქოს მე ეშმაკი ვიყო, მზევინარი კი ანგელოზი. ჩემს შვილს ვერც კი გავზრდი, დედას არ დამიძახებს. მგონია, რომ ვეფხვიას არ ეყვარება ჩემი პატარა. არც დედამისი უყვარს და როგორ შეიყვარებს მას. ჩვენი შვილი ხომ ტყუილისა და შეცდომის შედეგია.
ჩემი შვილი მძულს. მის გამო გამომკეტეს ამ პატარა მიწურში. მძულს ჩემი და, ვეფხვია რომ გაიცნო და მძულს, რომ სამუდამოდ წამართვა იგი. მძულს მზევინარის ბავშვი. როგორ მინდა მოკვდეს. ორივე მოკვდეს, ჩემი დაც და დისშვილიც...
მუცელი მეზრდება, უკვე დამეტყო. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა.. დროს არ ვითვლი. ვეფხვია ვნახე გუშინ. მუცელზე შემომხედა და გავიდა. რა ხანია ჩემთვის არ შემოუხედავს..
ღამე ვეღარ ვიძინებ და სულ გული მერევა. წარმოვიდგენ როგორ წვანან ჩემს ზემოთ მზევინარი და ვეფხვია ერთად, რა ბედნიერები არიან და მინდა ორივე დავხოცო..
წუხელ სიზმარი ვნახე. ვითომ ჩემს მიწურში ვიყავი გამოკეტილი. ფანჯარაში კაკუნის ხმა მომესმა. გამეღვიძა. სრული სიბნელე იყო. ვერაფერს ვხედავდი. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. ჩემს ოთახში ორი წითელი თვალი შემოფრინდა.. სიბნელეში მხოლოდ წითელ თვალებს ვამჩნევდი. სწორედ ის, იმ სარკოფაგში რომ ვნახე. სიბნელეს თვალი რომ მივაჩვიე, გავარჩიე რომ ეს მე ვიყავი, ოღონდ წითელი თვალები მქონდა, თმა გამწეწვოდა, პირი უცნაურად მქონდა გაღებული, წინა კბილები გამომჩროდა და ისე უცნაურად ვიღიმოდი, არასდროს არც ერთ ადამიანზე რომ არ მინახავს. წითელი მოჩვენება მომიახლოვდა. მხარზე ხელი დამადო და მითხრ: „როდემდე უნდა იყო აქ?“ მერე ჩემი მიწურის კარი გაიღო თავისით. მე გავედი. სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. წითელ თვალება მოჩვენება გაქრა, მაგრამ მე უკვე ვიცოდი რაც უნდა მექნა. სახლში ავედი. ვეფხვიასა და მზევინარის ოთახში ჩუმად შევიპარე. იქვე საიდანღაც ნაჯახი გაჩნდა, რომელიც ხელში ავიღე და მთელი ძალით დავცხე ლოგინს. რამდენჯერ ჩავარტყი არ მახსოვს. ძვლების მტვრევის ხმა მესმოდა. რაც უფრო მეტს ვურტყამდი, მით მეტს სიამოვნებას მგვრიდა.. ზეწარი სისხლით შეიღება.. მაინტერესებდა მოკვდა თუ არა ბოლოს და ბოლოს ჩემი და. ზეწარი გადავხადე და..
იქ იწვნენ ჩვილი ბავშვები. სულ მთლად დაჩეხილი, ზოგს თავი ჰქონდა მოჭრილი, ზოგს ფეხი, ზოგს ხელი. პატარა ნეკა თითი ავიღე. ალბათ ჩემს შვილსაც ასეთი ექნებოდა..
გამომეღვიძა.. ჯერ ისევ სრული სიბნელე იყო.

დამატებულია (31/01/2014, 18:19)
---------------------------------------------
შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი IX

...
მერვე თვეში ვარ. კოშმარები მტანჯავენ. ყოველ ღამე ჩემთან წითელ თვალება მოჩვენება მოფრინავს. ზოგჯერ ძალით მიმათრევს გარეთ და მაიძულებს რომ ჩემი და და სიძე დავხოცო. მეც ვხედავ მზევინარსა და ვეფხვიას, ნაჯახს ვუქნევ, მაგრამ ისინი მაშინვე ჩვილ ბავშვებად იქცევიან. ტირიან მომკვდავნი და უმწეონი. ჩემკენ იშვერენ პაწია ხელებს... აღარ შემიძლია ამის ატანა. ღამე დაძინების მეშინია. კვლავ ჩემს მიწურში ვარ გამოკეტილი. ვეფხვიამ პატარა აკვანი ჩამოიტანა ჩემს ოთახში. მე თოჯინა შევუკერე ჩემს პატარას. მგონია რომ გოგო იქნება.
დღეს მთელი ძალით ვაბრახუნე ჭერზე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. არა და საკუთარ ნარწყევში ვეგდე. უკვე ვიგუდებოდი მზევინარი, რომ მოვიდა. თქვა ვეფხვია სახლში არ არის. მე შეუძლოდ ვიყავი, ადგომა არ შემეძლო, მაგრამ მაინც ავდექიო. მუცელი მასაც ჩემსავით გაზრდია. მუცელზე რომ შევხედე უცებ ის წითელ თვალება მოჩვენება გამახსენდა. მთელი ძალით ვკარი ხელი. მერე თმაში ვწვდი. მუცელშიც ჩავარტყი. მისი დახრჩობა მსურდა. ალბათ კიდეც დავაღრჩობდი, ვეფხვია რომ არ მოსულიყო. უხეშად მომაშორა მზევინარს და გაიყვანა. სიტყვა არ უთქვამს. მერე დიდხანს მესმოდა სიარულის ხმა ზემოთ. არ ვიცი როგორ არის მზევინარი. იქნებ მოეშალა მუცელი.
წუხელ წითელ თვალება მოჩვენება არ გამომცხადებია. ასე ტკბილად უკვე რამდენიმე თვეა არ მიძინია.
გუშინ ტკივილები დამეწყო.. მგონი მალე ვიმშობიარებ...
...
გუშინწინ ვიმშობიარე. საშინლად მტკიოდა. ვეფხვია დამეხმარა. მხოლოდ ვეფხვია იყო. კინაღმ მოვკვდი. ალბათ ყველასთვის აჯობებდა მოვმკვდარიყავი. ალბათ გაეხარდებოდათ ჩემს დას და სიძეს. გოგო მყავს. ისეთი პატარაა. იმ ჩვილებს ჰგავს სიზმარში რომ ვხოცავდი. არ ვიცი მზევინარმა იმშობიარა თუ არა. მგონი ჯერ არა. ვეფხვიას მოღუშული სახე ჰქონდა, სიტყვა არ უთვამს მთელი ეს დრო. თვალებში არც კი შემოუხედავს.
..
წუხელ დამესიზმრა წითელ თვალება მოჩვენება.. ბავშვის აკვანთან იდგა და სათამაშოს არ აძლევდა, პატარა ტიროდა, ჩაბჟირდა. მე წამოვვარდი. მისი გაგდება მსურდა. ვებრძოდი. წითლ თვალება ალქაჯი კი საზარლად ხარხარებდა. აი ვინ იქნება ისო, თითი გაიშვირა ჩემს პატარაზე. მე დავინახე, რომ აკვნიდან პატარა მზევინარი მიყურებდა, მერე უცებ გაიზარდა. დავინახე ვეფხვია. მესმოდა როგორ დამცინოდნენ ის და ვეხვია ზურგს უკან. გავცოფდი, მზევინარს ვეცი მოსაკლავად, მაგრამ ხელში ჩემი შვილი შემრჩა.
რომ გამეღვიძა, დავინახე რომ ბავშვის აკვანთან ვიდექი, მისი სათამაშო მეკავა ხელში. მეორეში კი ჩანგალი.. არ ვიცი ეს ჩანგალი საიდან გაჩნდა ჩემს ხელში.
...
რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მძულს ჩემი შვილი. მალე წამართმევენ კიდეც. დედას მზევინარს დაუძახებს. მე ვინ ვიქნები.. საძაგელი დეიდა, რომელიც მის მშობლებს სძულთ.
...
ორი კვირა გავიდა და მხოლოდ ახლა შევძელი წერა. ლოგინად ჩავვარდი. მანამდე კი უფრო დიდი საშინელება შემემთხვა.
სიზმარში ვნახე, რომ ჩემს ლოგინზე ვიწექი. რაღაც ხმა შემომესმა. თვალი რომ გავახილე, დავინახე ჩემი გოგო თავის აკვანში წამომჯდარიყო და თოჯინით თამაშობდა. ჩემკენ გამოიხედა გამიღიმა. მეც მაშინვე წამოვდექი ლოგინიდან და ხელგაშლილი გავემართე მისკენ. უეცრად გვერდზე მზევინარმა ჩამიარა, რომელმაც ხელში აიტაცა ჩემი გოგო. ჩემი პატარაც მოეხვია კისერზე და დაუძახა „დედა“. მაშინ უნდა მომეკალი პატარა რომ იყავი, მე გშობე, ჩემი ხარ, მე ვარ დედაშენი, ვუყვიროდი. იქვე პატარა მაკრატელი იდო ჩემს საწოლთან, ვეფხვიამ რომ ჩამომიტანა ფრჩხილებისა და თმის მოსაჭრელად. მაკრატელს ხელი დავტაცე და მათკენ გავქანდი. მზევინარსა და ჩემს პატარას გამეტებით ვცემდი მაკრატელს, მანამ სანამ ხელი არ მეტკინა..

 
marikuna
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:20 | შეტყობინება # 17
ავტორი marikuna
31/01/2014, 19:20 | პოსტი # 17
--- ▼ ---
D
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:20 | შეტყობინება # 18
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:20 | პოსტი # 18
--- ▼ ---
შეშლილი ქალის დღიურები
დასასრული

მეორე დილით ღრიალმა გამომაღვიძა, თითქოს დათვი დაუჭრიათო. ვეფხვიას ხმა იყო. გრგვინავდა. არასდროს მსმენია ვეფხვიას ხმამაღალი სიტყვაც კი. ვეფხვია აკვანს დამხობოდა და დაჭრილი ვეფხვივით ღრიალებდა. ვერ მივხვდი რა მოხდა. რა დაემართა ვეფხვიას. ავდექი. ვეფხვია მობრუნდა. თვალებში შემომხედა პირველად ამდენი ხნის შემდეგ და მითხრა: „რა ჩაიდინე?“
მეტი არაფერი უთქვამს. ოთახიდან გავიდა. მე აკვანთან მისვლას ვერ ვბედავდი. მერე როგორც იქნა ძალ-ღონე მოვიკრიბე და მივედი. აკვანი სულ მთალდ გასისხლიანებული იყო. ჩემი პატარა კი დასახიჩრებული, სულ მთლად აკუწული.. ვინ, ვინ ჩაიდინა ეს? ავღრიალდი და უცებ გამახსენდა ჩემი სიზმარი, როცა იქვე სისხლიან პატარა მაკრატელს მოვკარი თვალი.
ვეფხვიამ ბარი მოიტანა. იქვე აკვნის ქვემოთ ორმო ამოთხარა და ჩემი პატარა დამარხა.
ერთი სიტყვა მაინც მითხარი-მეთქი ვევედრებოდი ვეფხვიას. არც კი შემოუხედავს ჩემთვის.
შემდეგ დაიწყო უსასრულობის და უარაფრობის დღეები, როცა სინათლე ვერ გინათებს, როცა მზის სხივი არ გათბობს, როცა პური ვერ გაპურებს, როცა წყალი ვერ გიკლავს წყურვილს. მალე სულ შევწყვიტე ჭამა.
ვეფხვიას დატოვებული საჭმელი ხელუხლებელი რომ დახვდა რამდენიმე დღე, მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა ჩემს სანახავად. რამდენიმე დღე ძალით მაჭმევდა. მე ხელის გატოკებაც აღარ შემეძლო უკვე.
ახლა მოვმჯობინდი და წერაც დავიწყე კვლავ..
წითელ თვალება ალქაჯი კვლავ გამომეცხადა. ამჯერად ჩემი პატარას საფლავიდან ამოვიდა, თავს დამადგა და მითხრა, ეს საქმეც უნდა გაათავო თუ გინდა გაგანთავისუფლოო. რა საქმე-მეთქი, რომ ვკითხე. მითხრა აი ეს უნდა მოკლაო და სარკე მომიტანა თვალებთან.
წითელ ეშმაკს ჩემი მოკვლა სურს.. ყოველ ღამე მოდის.. უკვე ვეღარ ვგრძნობ ის ნამდვილია თუ მხოლოდ სიზმარი. თავს მესხმის. მჩხაპნის, მახრჩობს, ფრჩხილებით მკაწრავს, თმით მითრევს. დილაობით ჩემს სხეულზე იარებს ვამჩნევ, რომლებიც წინა ღამეს არ მქონდა.. წითელი ეშმაკი ისე გათამამდა დღისითაც მაკითხავს უკვე. თუ არ მეჩხუბება, თავისთვის ზის კუთხეში და თავის საძაგელი წითელი თვალებით შემომცქერის. როცა ვებრძვი და ვცდილობ გავაგდო, თითქოს უფრო ძალა ეძლევა, ძლიერდება და მეტად მაზიანებს.
...
გუშინ ვეფხვია იყო ჩემთან ჩამოსული. ახალი ტანსაცმელი ჩამომიტანა. წითელი ეშმაკიც იქვე იჯდა კუთხეში. ვეფხვია რომ ჩამოვიდა, თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, თვალს მიკრავდა, იჯღანებოდა. ვეფხვია ვერ ხედავდა მას. წითელმა ეშმამ ჩანგალი აიღო, ვეფხვიას ეპარებოდა, ზურგში უნდა ჩაეცა მისთვის, როცა საწოლიდან წამოვვარდი და ვეცი. არ მოგაკლვევინებ-მეთქი მას, ვყვიროდი. შვილი შენ მომიკალი და ვეფხვიას აღარ მოგაკვლევინებ-მეთქი. რომ გამოვფხიზლდი ხელში ჩანგალი მეჭირა. ვეფხვიას ვყავდი გაკავებული, ხელი დაეჭირა და მაკავებდა. ჩანგალი დავაგდე. რა მოხდა?-მეთქი ვკითხე. ჩემი მოკვლა გინდოდა, ზურგიდან მომეპარე, ჩანგლის ჩარტყმას მიპირებდი.-მიპასუხა ვეფხვიამ. ეს მეორედ დამელაპარაკა ვეფხვია ამ 1 წლის მანძილზე. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან გამეხარდა ადამიანის ხმის გაგონება...
...
ამის შემდეგ დღიური წყდებოდა, აღარ იყო არც ერთი ჩანაწერი. ძალიან დამაინტერესა, რა ბედი ეწვია მზიას,ა მიტომ დაჟინებით ვქექავდი დღიურებს. მაგრამ არაფერი იყო..

მე კვლავ მიწურს მივაშურე, იქ მეგულებოდა ამოცანის საბოლოო პასუხი, რადგან ახლა არც ვეფხვია იყო ცოცხალი და აღარც მზევინარი, ამიტომ ვერავინ მეტყოდა რა მოხდა ბოლოს. პატარა ოთახი კვლავ საგულდაგულოდ გავჩხრიკე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, რაც დამეხმარებოდა იმის გარკვევაში რა ბედი ეწია მზიას.
ამ ამბის შემდეგ მოუსვენრად ვიყავი, სიმართლე ვთქვა ისეთი შეშინებული, რომ ერთ ხანს ისიც კი დავაპირე მეზობლის ბიჭისთვის მეთხოვა ჩემთან დარჩენა. მაგრამ საბოლოოდ გადავიფიქრე და ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა.
სიზმარში ვნახე პატარა მიწური ოთახი. საწოლზე ქალს ეძინა. მაშინვე მივხვდი მზია იყო, ბებიაჩემ მზევინარს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, მაგრამ თვალები უელავდა სხვანაირად, ავადმყოფურად. მზია ადგა. თავისი თეთრეული აიღო, დაგრიხა, მერე ფანჯრის ჩარჩოს გამოაბა, მჭიდროდ განასკვა. ყულფი თავზე ჩამოიცვა. ფანჯარაზე ავიდა და ქვემოთ გადაეშვა, იქ საითაც კლდე იყო. მერე ვნახე ვეფხვია, რომელიც ოთახში შემოვიდა. საბრალო მზია ძლივს ამოათრია. მოიტანა ბარი და იქვე შუა ოთახში გათხრილ ორმოში დამარხა. ვნახე როგორ ამოაშენა ვეფხვიამ ამ ავადსახსენებელი ოთახის კარი.
დილით რომ გავიღვიძე მთლად ოფლში ვცურავდი. გამაოგნა ჩემმა სიზმარმა. მაგრამ ყველაზე უფრო დიდი სიგიჟე ის იყო, რომ გადავწყვიტე შემემოწმებინა და მზიას საფლავი გამეთხარა.
არც მიჭამია, მაშინვე იმ ავადსახსენებელ ოთახს მივაშურე. ვეფხვიას ბარი ავიღე და თხრა დავიწყე. უკვე საკმაოდ ღრმა ორმო მქონდა გათხრილი, ვიფიქრე კიდეც რომ ჩემი სიზმარი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი იყო, როცა ბარი რაღაც მაგარს მოხვდა.. რამდენიმე წუთის შემდეგ კი წვივის ძვალი მომყვა. თავის ქალა, ნეკნები.. ადამიანის ჩონჩხი იყო იქ. ძალიან შემეშინდა. ბარი დავაგდე და გავვარდი.
საღამომდე სადღაც ვხეტიალობდი. შეძრული ვიყავი. იმ სახლში მისვლა არ შემეძლო. ჩემს ბედად იმ საღამოს ვარსკვლავიანი ცა იყო. ამიტომ არ გამჭირვებია ღამის გარეთ გათენება. უთენია დავბრუნდი სახლში. იმ ოთახში აღარ შევსულვარ. როგორც შემეძლო აგურებით ამოვავსე შემავალი კარი. მზიას დღიურები დავწვი. მე კი თბილისში გამოვემგზავრე. მას შემდეგ აღარასდროს ჩავსულვარ ჩემს სოფელში, რომელიც ძალზედ მიყვარდა ბავშვობაში.
იშვიათად კი, სიზმარში მეცხადება აჩრდილი, რომელსაც წითელი თვალები აქვს. ის სადღაც შორს არის, სიბნელეში. საზარლად ხარხარებს და მეძახის. მე გავრბივარ. ის კი კვლავ ხარხარებს და მიყვირის, სადაც უნდა წახვიდე მაინც გიპოვი.. მე მოვდივარ!..
 
Swordsman
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:20 | შეტყობინება # 19
ავტორი Swordsman
31/01/2014, 19:20 | პოსტი # 19
--- ▼ ---
_WolF_, სპოლერში რომ ჩასვა არა? :D
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:21 | შეტყობინება # 20
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:21 | პოსტი # 20
--- ▼ ---
მალიკუნ მორჩა შეგიძლია წაიკითხო n_kiss n_kiss n_kiss n_kiss
 
HIInata
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:26 | შეტყობინება # 21
ავტორი HIInata
31/01/2014, 19:26 | პოსტი # 21
--- ▼ ---
არ იყო საშიშები საერთოდ მარა მაინც კარგია
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:26 | შეტყობინება # 22
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:26 | პოსტი # 22
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
რ იყო საშიშები საერთოდ მარა მაინც კარგია

საშიშებს დავდებ მერე ჯერ დასაწყისია
 
Mr_Zeppeli
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:28 | შეტყობინება # 23
ავტორი Mr_Zeppeli
31/01/2014, 19:28 | პოსტი # 23
--- ▼ ---
რა მასწავლებლის სისხლიანი პირი რა უთითო ბავშვი გამაგიჟებთ თქვენ:X
 
HIInata
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:29 | შეტყობინება # 24
ავტორი HIInata
31/01/2014, 19:29 | პოსტი # 24
--- ▼ ---
კარგი დაველოდები მიყვარს ესეთები 001
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:31 | შეტყობინება # 25
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:31 | პოსტი # 25
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
რა მასწავლებლის სისხლიანი პირი რა უთითო ბავშვი გამაგიჟებთ თქვენ

ჯერ გახურება იყო ეს
 
Mr_Zeppeli
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:32 | შეტყობინება # 26
ავტორი Mr_Zeppeli
31/01/2014, 19:32 | პოსტი # 26
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
ჯერ გახურება იყო ეს

კაია ანუ უარესებს უნდა ველოდო?
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:33 | შეტყობინება # 27
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:33 | პოსტი # 27
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
კაია ანუ უარესებს უნდა ველოდო?

უფრო მაგრებს ეს ჯერ დასაწყისია :D

დამატებულია (31/01/2014, 18:33)
---------------------------------------------

Quote _WolF_ ()
რა მასწავლებლის სისხლიანი პირი რა უთითო ბავშვი

ეს ჯერ ზღაპარვითაა და მერე ოოოოო მაგრები დაიწყებაა
 
Mr_Zeppeli
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:34 | შეტყობინება # 28
ავტორი Mr_Zeppeli
31/01/2014, 19:34 | პოსტი # 28
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
უფრო მაგრებს ეს ჯერ დასაწყისია

კაი სანამ სხვებს წავიკიტხავ მანამდე შენც დადებ ალბათ
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 19:37 | შეტყობინება # 29
ავტორი _WolF_
31/01/2014, 19:37 | პოსტი # 29
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
კაი სანამ სხვებს წავიკიტხავ მანამდე შენც დადებ ალბათ

ერთდროულად დებილობა იქნება ჯერ რაც წასაკითხია ის წაიკითხე
 
teo_menma
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 20:08 | შეტყობინება # 30
ავტორი teo_menma
31/01/2014, 20:08 | პოსტი # 30
--- ▼ ---
ძლივს დავივიწყე ესეთი ისტორიები, აღარ წავიკითხავ :D
 
marikuna
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 20:36 | შეტყობინება # 31
ავტორი marikuna
31/01/2014, 20:36 | პოსტი # 31
--- ▼ ---
Wavikitxeee :3 kai iyo. Ertaderti me-3 tavshi obobebis shemeshinda :D sashineli ara magram saintereso iyo. Magis sainteresod gagrdzelebac sheidzleboda
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:42 | შეტყობინება # 32
ავტორი _WolF_
31/01/2014, 22:42 | პოსტი # 32
--- ▼ ---
ღამის ავტობუსის მგზავრები
მას შემდეგ რაც ეს ამბავი შემემთხვა ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ეკლესიაშიც დავიწყე სიარული. ცხოვრებას კი სხვა თვალით შევხედე. ცხოვრება ეს მხოლოდ ის არ არის, რასაც ვხედავთ. არსებობს უამრავი რამ რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ვერ აღვიქვამთ. ჩვენ ვცხოვრობთ და ვიხოცებით როგორც ბრმები. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ შეიმეცნონ ის იდუმალი სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, მის შესახებ კი წარმოდგენა არ გვაქვს.
მაღლივში ვსწავლობ, მაგისტრატურაზე ვარ. ეს კი ნიშნავს, რომ ლექციები გვიან მეწყება, საღამოს 6 საათზე და მიმთავრდება 10-ზე. ვინც მაღლივში ერთხელ მაინც ყოფილა, არ გაუჭირდება წარმოდგენა როგორი შეიძლება იყოს ღამის მაღლივი. გაპარტახებული, ჩაბნელებული. კაცის ჭაჭანება არ არის ირგვლივ. ღვთის საჩუქარია ღამის 10 საათზე სემინარიდან გამოსულს თუ „მარშუტკა“ შეგხვდა, თუ არა და ავტობუსების გაჩერებაზე უნდა გახვიდე და შეევედრო ყველა წმინდანს, რომ ავტობუსი გამოგიგზავნოს. და თუ ავტობუსი მოვიდა და ისიც შენი ავტობუსი, პირდაპირ სახლთან რომ მიგიყვანს, თამამად შეგიძლია თავი ყველაზე იღბლიან ადამიანად ჩათვალო.
გლდანში ვცხოვრობ, მე-8 მიკრო რაიონში. მაღლივიდან მხოლოდ ერთი ავტობუსი დადის 24. მეც შუაღმეს სემინარებდამთავრებული, ენერგიაგამოცლილი და სასოწარკვეთილი ველოდები ხოლმე საყვარელ ავტობუსს და მის გამოჩენაზე სახე მიბრწყინდება. ჩემს მეგობრებს ვეუბნები ხოლმე, მე რომ მანქანა მყავდეს ხომ ვეღარ განვიცდიდი ამდენ სიხარულს, რაც ჩემი „მარშუტკის“ თუ ავტობუსის მოსვლა მანიჭებს :დ ადამიანმა ყველაფერში შეიძლება იპოვოს დადებითი მხარე, თუ მოინდომებს. მეც ასე ვიმხნევებ ხოლმე თავს.
ზამთარი იყო, ცივი ქარი ძალ-რბილში მატანდა. დათოვლილი მაღლივის მიდამოები კიდევ უფრო უკაცრიელი ჩანდა. გარეთ ადამიანის ჭაჭანება არ იყო. 135 „მარშუტკებიც“ კი არ იდგნენ იმედად. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ჩემს თავს ვწყევლიდი, რომ ამ ამინდში სემინარზე მისვლის სურვილი გამიჩნდა.
40 წუთის ლოდინის შემდეგ როცა უკვე დავრწმუნდი რომ დიდი ალბათობით მემქურებოდა მოყინვა, ჩემს თვალსაწიერში დიდი ყვითელი ავტობუსი გამოჩნდა. რაც უნდა იყოს მაინც გავყვები-მეთქი გავიფიქრე და იმაზე დავიწყე ოცნება რა იქნებოდა რომ ზუსტად 24 ყოფილიყო.
იმ დღეს ფორტუნა ჩემს მხარეს იყო და ეს ავტობუსი მართლაც 24 აღმოჩნდა. მეც მაშინვე გადამავიწყდა მოყინვა და სარბენად მოვემზადე. (რადგან მაღლივში ავტობუსები ხანდაცან და მითუმეტეს ღამე არ აჩერებენ ხოლმე და უნდა გაეკიდეო, იყვირო და უსტვინო, რომ მძღოლმა შეგნიშნოს და გაგიჩეროს). ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ქავთარაძის გაჩერებამდეც გავეკიდებოდი ოღონდ გაეჩერებინა.
როგორც ჩანს, მძღოლმაც შენიშნა ჩემი შემართება და მხოლოდ 15 მეტრის სირბილის შემდეგ გააჩერა ავტობუსი. (კეთილი მძღოლი შემხვდა).
ავტობუსში ავვარდი, ბილეთი ავიღე და სულ უკან დიდ ფანჯარასთან მოვკალათდი. ახლა შემეძლო საათნახევარი ვმჯდარიყავი აქ თითქმის თბილად, მომესმინა საყვარელი მუსიკისთვის და მეფიქრა, ხანდახან წამეთვლიმა კიდეც.
როცა საკმაოდ გავთბი და აზრზე მოვედი, ავტობუსი მოვათვალიერე. ასვლისას მძღოლისა და კონტროლიორის გარდა არავინ შემინიშნავს, ახლა კი ჩემს წინ სკამზე ერთი ბიჭი იჯდა, სახით ჩემკენ. თავზე შავი ქუდი ჩამოეფხატა, ცხვირზე კაშნე აეწია, სახე არ უჩანდა, მხოლოდ თვალები, რომლებითაც მე მომშტერებოდა.
ბიჭს შავები ეცვა, სავარაუდოდ საშუალო სიმაღლის იქნებოდა. რამდენიმე წამით შევაჩერე მასზე მზერა. მერე კი ჩემმა ფიქრებმა და სხვა მგზავრებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება და იდუმალი აჩრდილი სრულიად გადამავიყდა.
სანამ გლდანამდე მიაღწევდა ჩემი ავტობუსი თბილისის სხვადასხვა უბანი უნდა გაევლო, ივსებოდა და ცარიელდებოდა. ჩემი ჩამოსვლის ადგილას კი რამდენიმე მგზავრიღა შემორჩებოდა ხოლმე.
მგზავრობის დროს მრავალ სცენას შეესწრებოდით, მთვრალი კაცი, ბავშვები რომლებიც ხატებსა და სანთლებს აყიდიან მგზავრებს სურვილის გარეშე. ადამიანები რომლებიც მოსწავლეობას იბრალებენ. მოზრდილები რომლებიც არ იღებენ ბილეთს და ჩხუბობენ კონტროლიორთან. თინეიჯერების ჯგუფს, ხმამაღლა რომ ხარხარებენ. გაურკვეველი ასაკის ადამიანებს ხმამაღლა, რომ რთავენ მობილურში ჩაწერილ რომელიმე სიმღერას. მგზავრებს რომლებიც ძალიან ხმამაღლა და საათობით ლაპარაკობენ ტელეფონზე. „დაქალოჩკები“ სხვა მგზავრებს რომ დასცინიან. მოისმენდით პოლემიკას პოლიტიკაზე, ამინდზე და სხვა მრავალ საჭირო და არასაჭირო თემაზე. შეხვდებოდით მრავალფეროვანი სოციალური ფენის წარმომადგენლებს, დაწყებული „ციგნებით“ დასრულებული ტურისტებით გაუგებარ ენაზე რომ საუბრობდნენ.
მოკლედ, ავტობუსში არც საყვარელი მუსიკის გარეშე მემუქრებოდა მოწყენა. იმ ღამესაც სხვადასხვა სანახაობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მივაღწიე ჩემს გაჩერებაზე. ჩამოვედი და შინისკენ გავუდექი გზას. უკან არასდროს ვიყურები, არც დღე და არც ღამე, მაგრამ რატომღაც უკან მოვიხედე და შევნიშნე იდუმალი აჩრდილი უკან რომ მომყვებოდა. სახე კვლავ არ უჩანდა, ვერც მის თვალებს ვამჩნევდი სიბნელეში. ძალზედ მეუცნაურა, მაღლივის გაჩერებაზე არ შემინიშნავს, ჩემი კურსელი არ იყო, თორემ აქამდე მეცნობებოდა, იქნებ აქ ცხოვრობდა და უბრალოდ დამთხვევა იყო ჩემთან ერთად რომ ჩამოვიდა. სვლა შევანელე, ტელეფონი ამოვიღე, ვითომ ვრეკავდი. იდუმალი აჩრდილი უცებ სადღაც გაქრა, გარშემო აღარ იყო. მეც ვიფიქრე უეჭველად დამთხვევა იყო და თავის გზა გააგრძელა-მეთქი და ჩემი კორპუსისკენ წავლასლასდი.
ჩემს კორპუსში მისასვლელად ორი გზა იყო, სამანქანო და მეორე ბაღი, პატარა დასასვენებელი პარკივით მოწყობილი, ხეებითა და ბუჩქებით. დედა ყოველთვის მეუბნებოდა ამ ბაღით არ გამოიარო როცა გვიან მოდიხარო, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ამ ბაღზე გადმოვჭრიდი ხოლმე გზას, თითქოს ჩემს თავს ვუმტკიცებდი მამაცი რომ ვიყავი და არავისი და არაფრის მეშინოდა.
ამჯერადაც, ბაღში შევედი. სადარბაზომდე ცოტა მანძილიღა იყო დარჩენილი, როცა უკან მოვიხედე და დავინახე ის. ზუსტად ჩემს უკან მოდიოდა ძალიან ახლოს. შიშისგან შევკივლე. უცნობი იდგა და მიყურებდა, რაღაცნაირი თვალებით, ამ თვალების აღწერა მე არ შემიძლია.
რა გინდა? - ვუყვირე მე.
აჩრდილმა ხმა არ გამცა. იდგა და მიყურებდა ისევ ისე. არც კი შეცბუნებულა, არც კი გაკვირვებია რომ შევბრუნდი, არც ჩემს კივილს უმოქმედია მასზე და არც ჩემს კითხვას.
თავი დამანებე თორემ პატრულს გამოვუძხებ ახლავე. - დავემუქრე მე. მაგრამ უცნობი კვლავ ძველებურად იდგა დ ამიყურებდა, ხმას არ მცემდა.
მე შევტრიალდი და სადარბაზოსკენ გავიქეცი. მაღლივის გაჩერებაზე ავტობუსების დევნაში გამოწრთობილს სირბილი არ მიჭირდა. სადარბაზოსთან რომ მივირბინე უკან მოვიხედე, მაგრამ იდუმალი უცნობი აღარსად იყო.

დამატებულია (31/01/2014, 21:38)
---------------------------------------------
...

დამატებულია (31/01/2014, 21:38)
---------------------------------------------
...

დამატებულია (31/01/2014, 21:40)
---------------------------------------------
დაწყევლილი სახლი 18+
ნაწილი I
ზაფხულობით სკოლის არდადაგებზე დედას სოფელში მივდიოდი ხოლმე დასასვენებლად. ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, ბევრი მეგობარი მყავდა და კარგად ვერთობოდი. © Nimpa
ერთხელ სოფელში რომ ჩავედი, გავიგე ჩემი დაქალის მაგულის ოჯახს ახალი სახლი ეყიდა სოფლის თავში. ძალიან გამეხარდა. მაგულის ახალი სახლის ფანჯრებიდან სასაფლაო მოჩანდა. აივნიდან კი დანარჩენი სოფელი. © Nimpa
ერთხელ მაგულის მამა სამუშაოდ იყო წასული რუსთავში. დედამისი თავის დედის სოფელში წავიდა და მაგულის ორი დაც თან წაიყვანა. სახლში მხოლოდ მაგული დატოვეს. ჩემი დაქალი ძალიან მშიშარა იყო და მთხოვა მასთან დავრჩენილიყავი. მე შევთავაზე ჩემთან დავრჩეთ-მეთქი, მაგრამ სახლის მარტო დატოვება არ უნდოდა, არ გაგვქურდონო. ამიტომ დავთანხმდი და საღამოს სანამ მაგულისთან წავიდოდი ბებოს ვუთხარი, სადაც ვაპირებდი დარჩენას. ბებოს თითქოს არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, მთხოვა მაგულიც აქ მოიყვანეო, სიტუაცია რომ ავუხსენი რაღაც მიამბო, ოღონდ სიტყვა ჩამომართვა რომ მაგულის არ ვეტყოდი, რათა არ შემეშინებინა, მე კი ფრთხილად ვიქნებოდი.© Nimpa
ბებომ მითხრა, რომ ის ჯერ კიდევ ახალი რძალი იყო, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ სახლში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთი ბიჭი ჰყავდათ. გათამამებული და თავხედი. რომ დალევდა სულ ჩხუბობდა, ამიტომ ყველა ერიდებოდა მასთან ქეიფს. ერთხელ ვაჟამ მშობლებს ულამაზესი გოგონა მოუყვანა და გამოუცხადა ჩემი ცოლიაო. გოგონა ტიროდა, ითხოვდა სახლში დამაბრუნეთო. მისი სილამაზით მთელი სოფელი განცვიფრებული დარჩა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა წარმოშობით ჩერქეზი იყო, თბილისელ ბიჭს ენახა და მისი სილამაზით გაოცებულს დაენიშნა. მაგრამ სანამ საქმრო წაიყვანდა ვაჟამ მოიტაცა იგი. მალე სოფელში ქალის ნათესავები გამოჩნდნენ, მას მხოლოდ დედა ჰყავდა. როგორც ამბობდნენ ნამდვილი კუდიანი ყოფილა. ვაჟას სახლის ჭიშკარში რომ შეუდგამს ფეხი, ხელები ზეცად აღუპყრია და უთქვამს, დამიწყევლიხარ შენ და შენი შთამომავალნი, ყოველი ადამიანი წყეულიმც იყოს, ვინც ამ სახლში შემოდგას ფეხი და იცხოვროს, რომელიც ჩემი შვილის საფლავად იქცაო. დედაბერი მას შემდეგ აღარასდროს მოსულა თავისი შვილის ოჯახში და მალე კიდეც გარდაიცვალა. ქალი კი ვაჟასთან დარჩა, იმ დროს დიდი სირცხვილი იყო მოტაცებული ქალის უკან დაბრუნება, ცოლად აღარავინ წაიყვანდა. მას შემდეგ ცხოვრება ჩვეუელებრივ განაგრძეს, ნაბიმ და ვაჟამ. ნაბი მალე დაორსულდა და ბავშვი შობა. რომელიც ღვთის სასჯელი უფრო იყო, ვიდრე ღვთის საჩუქარი. საბრალოს თვალები არ ჰქონდა, ცალი ფეხის ნაცვლად კი რაღაც წანაზარდი, უპროპორციოდ მოკლე ხელები. ვაჟა გაცოფდა. ბავშვი მალევე გარდაიცვალა და როგორც ამბობენ ეზოში სახლის უკან დაუკრძალავს ვაჟას ჩუმად. ვაჟამ სმას უმატა, მათი სახლიდან სულ ჩხუბისა და აყალმაყალის ხმა გამოდიოდა. ერთ დღეს ნაბის კივილმა შეძრა მთელი სოფელი. ხალხი რომ მივიდა, საბძელში თოკზე ჩამოკიდეული ვაჟას დედა ნახეს. მოხუც ქალს თავი ჩამოეხრჩო. ცოტა ხნით თითქოს მოტყდა ვაჟა. ნაკლებს ჩხუბობდა, მაგრამ კვლავ სვამდა. თუმცა წყევლა უკან სდევდა ოჯახს. ნაბი აღარ ორსულდებოდა. მამამთილი კი შეუძლოდ გახდა. წამლების ფული არ ჰქონდა. სოფელელებს ესმოდათ ხოლმე როგორ ილანძღებოდა ვაჟა, ავადმყოფ მამას უყვიროდა წამლები რომ გინდა უნდა იმუშაო და ფული იშოვოო. ნაბი უხმოდ ემსახურებოდა ვაჟასაც და მამამთილსაც, როგორც შეეძლო უვლიდა მოხუცს. გარკვეული დროის შემდეგ იმავე საბძელში ახლა უკვე ვაჟამ იპოვა ჩამომხრჩალი მამამისი. ყველას გაუკვირდა, უძლურმა მოხუცმა როგორ შეძლო თოკის მობმა და დაუხმარებლად სკამზე ასვლა.© Nimpa
დარჩნენ მხოლოდ ნაბი და ვაჟა. მაშინ დაიწყო ნაბისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი. აქამდე თუ ვაჟას თავისი მშობლების მაინც ერიდებოდა ცოტათი, ახლა სრულიად აღარაფერი აკავებდა. ქალს ყოველ დღე სცემდა, აგინებდა. ოჯახზე საბოლოოდ აიღო ხელი. პურიც კი არ ჰქონდა ზოგჯერ ნაბის რომ ეჭამა. კეთილი მეზობლები ჩუმად უწილადებდნენ ხოლმე ლუკმას, რადგან ვაჟა ამავდროულად საშინლად ეჭვიანი იყო და ყველასთან ურთიერთობა აუკრძალა. ნაბი უჩუმრად იტანდა ყველაფერს. მეზობლები ხედავდნენ ზოგჯერ როგორი დალილავებული ჰქონდა სახე. ვაჟამ რომ სცემდა კვნესაც კი არ დასცდებოდა, არამცთუ საშველად მოეხმო ვინმე. მისი ტირილის ხმა არავის გაუგონია. © Nimpa
გარკვეული ხანი გავიდა. ნაბი სახლიდან ისედაც არ გამოდიოდა, მაგრამ თავის კარ-მიდამოზეც აღარ ჩანდა, არც ვაჟა გამოჩენილა სოფელში. ხალხმა იფიქრა ამ ეშმაკჩასახლებულმა ვაჟამ საშინელება ხომ არ ჩაიდინაო და მის სახლში შევიდნენ. იქ საზარელი სურათი დახვდათ. ნაბი იატაკზე ეგდო, როგორც ჩანს ვაჟას დაეღრჩო. თვითონ კი საბძელში, იმავე ადგილას ჩამოეღრჩო თავი, სადაც მისმა მშობლებმა. სოფელმა სამადლოდ დამარხეს უწყინარი ნაბი და მისი მტარვალი მეუღლე. სახლი კი ათწლეულობით მიტოვებული იყო. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს სახლი ნაბის კუდიანმა დედამ დაწყევლა და ვერავინ გაიხარებდა, ამიტომ არავის სურდა იქ დამკვიდრება. © Nimpa
ცოტა ხნის წინ ვაჟას შორეული ნათსავი რუსეთიდან ჩამოვიდა და სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ამიტომ მიყიდა ასე იაფად მაგულის მშობლებს. © Nimpa
ბებომ მითხრა, რომ სოფლელები ამბობდნენ, ვითომც ღამ-ღამობით, ქალის მოთქმის ხმა გამოდის ამ დაწყევლილი სახლიდან და რომ ვითომც ეს ქალი ნაბის დედა უნდა იყოს, ეს ადგილი რომ დაწყევლა საშვილიშვილოდ. © Nimpa
ბებომ მთხოვა ფრთხილად ვყოფილიყავი და თუ რამე უცნაურს შევამჩნევდი, მაგულიც წამომეყვანა და სახლში დავბრუნებულიყავი რა დროც უნდა ყოფილიყო.© Nimpa
მე საჭირო ნივთები ავიღე და ჩაფიქრებული გავეშურე მაგულის ახალი სახლისკენ, სადაც როგორც მერე მივხვდი, საკმაოდ გრძელი ღამე მელოდა...© Nimpa

დამატებულია (31/01/2014, 21:40)
---------------------------------------------
დაწყევლილი სახლი 18+
ნაწილი II
სახლს დიდი ეზო ჰქონდა, თუმცა თვითონ ორ სართულიანი იყო. პირველ სართულზე, დაბალჭერიანი მიწური ორი ოთხი ჰქონდა, მეორე სართულზე ხის კიბე ადიოდა. გრძელი დერეფანი სამ ოთახს აერთებდა. მაგულის ოთახი შემოსასვლელ კართან იყო. მაგულისთან რომ მივედი თავის ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. მითხრა ისე გელოდი, ნახევარი საათის წინ კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგონე, მერე კარზე კაკუნის, დაგიძახე შემოდი-მეთქი. რომ არ შემოხვედი, თვითონ გავედი გარეთ, მაგრამ არავინ იყოო. ალბათ მოგეჩვენა მეთქი ვუთხარი. მალე დავწექით, საუბრის ხასიათზე არ ვიყავი, ეს მაგულიმაც შემატყო და დაძინება გადავწყვიტეთ. ყველაფერი რომ მიწყნარდა უეცრად კარების მოჯახუნების ხმა გავიგეთ. ორივე წამოვსხედით საწოლზე. დერეფანში გავედით. არავინ იყო. არც კიბეებზე იყო ვინმე და არც ეზოში. კარი გასაღებით ჩავკეტე და კვლავ ჩვენს ოთახში დავბრუნდით. 10-15 წუთის შემდეგ კვლავ მოგვესმა კარის მოჯახუნების ხმა, ისეთი ძლიერი, რომ შუშაბანდიდან ერთი შუშა გადმოვარდა და ნამსხვრევებად იქცა. შეუძლებელია ვიყვირე, ჩემი ხელით გადავატრიალე გასაღები. ქარი ვერ გააღებდა-მეთქი. შუქები ავანთეთ და დერეფანში გავედით. შემოსასვლელი კარი კვლავ გასაღებით იყო დაკეტილი. მაგულიმ თქვა ალბათ სხვა ოთახის კარი იქნებოდა, ქარმა გააღო და შუშაც იმიტომ გატყდაო. მაგული გარეთ გავიდა ცოცხისა და აქანდაზის მოსატანად, რათა დამსხვრეული შუშა მოეწმინდა. მე დერეფანში გაოგნებული ვუყურებდი კარსა და ფანჯარას, როცა პატარა ბავშვის ტირილის ხმა მომესმა. ტირილის ხმა სახლის ბოლო ოთახიდან მოდიოდა. გავოგნდი. უეცრად, თითქოს ჩვენს ბედად სახლში შუქი ჩაქრა. ტირილის ხმა კვლავ ისმოდა. ბატარეა ავიღე და აკანკალებული ფეხებით ამ ოთახისკენ გავემართე. ახლაც რომ ვიხსენებ სისხლი მეყინება, როგორ გავბედე იქ შესვლა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ოთახს, მით უფრო მკვეთრად ისმოდა ტირილის ხმა. კარი შევაღე, უფრო სწორად ოთახთან რომ მივედი თვითონ გაიღო. ტირილის ხმა შეწყდა. ერთ საწოლზე თითქოს რაღაც იყო, ამობურცული, თითქოს მართლაც პატარა ბავშვი იწვა. ვიფიქრე მაგულის დის თოჯინა იქნება-მეთქი და გამობრუნება დავაპირე, მაგრამ ამ დროს კვლავ მომესმა ტირილი. ოთახში შევედი. ნელა მივუახლოვდი საწოლს და ადიალა გადავხადე... ბატარეა რომ დავანათე გავშეშდი. პატარა ბავშვის მაგვარ არსებას თვალები არ ჰქონდა, პატარა გამხდარ ჩონჩხის მაგვარ ხელებს ჩემსკენ იწვდიდა და ცალ ფეხს ჭიმავდა. თითქოს გამიღიმა კიდეც.. გამოვიქეცი. საიდანღაც იმ ოთახში კატა შემოსულიყო. ფეხი კუდზე დავაბიჯე და ახლა იმან იჩხავლა. კივილით გამოვვარდი დერეფანში. მაგულის სანთელი აენთო და მინის ნამსხვრევებს წმენდდა. რა გჭირსო.. არაფერი კატას დავაბიჯე ფეხი-მეთქი ვუთხარი. არ მინდოდა მისი შეშინება. © Nimpa
ჩვენ კვლავ დავწექით, თუმცა ძილზე არც მიფიქრია, გულში ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი ცოცხალს გამეღწია ამ დაწყევლილი სახლიდან. როგორც ჩანს ვერც მაგულის დაეძინა, მითხრა ტუალეტში მინდა და გამომყევი, მარტო რომ გავიდე შიშისგან მოვკვდებიო. ტუალეტი გარეთ ჰქონდა სახლს, სანამ ტუალეტთან მიხვიდოდი საბძელთან უნდა ჩაგევლო ახლოს. უხალისოდ დავთანხმდი მეგობარს, თუმცა რა თქმა უნდა გავყევი. კიბეზე ჩავედით, მბჟუტავი ბატარეა მეჭირა, ძლივს ანათებდა, როგორც ჩანს მალე დაჯდებოდა. საბძელთან ისე ჩავიარეთ არც კი შემიხედავს შიშით. მაგული ტუალეტში შევიდა. მე გარეთ ველოდებოდი. ვარსკვლავიანი ღამე იყო. ვარსკვლავების ყურებას შევყევი, მაგრამ უცებ ჩემი მზერა მიიპყრო რაღაც მოძრაობამ. თითქოს ვიღაცამ გვერდით ჩამირბინაო. უკან მოვიხედე. დავინახე რომ საბძელში ვიღაც შევიდა. ტყვიაც რომ ესროლათ იმ საბძელში არ შევიდოდი იმ ღამეს, ჩემი მბჟუტავი ბატარეა მივანათე და დავინახე.. რომ საბძლის წინ მოხუცი ქალი ეკიდა თოკზე, ჩამომხრჩვალი იყო და ქანაობდა. თეთრი პერანგი ეცვა, ჭაღარა გრძელი თმა გაწეწოდა. ფეხშიშველი იყო. ხმა ვერ ამომეღო. უკან დავიხიე. ასე ვუყურებდი და ვუყურებდი და უცებ ქალმა თავი აწია და შემომხედა. ვიკივლე რაც ძალი და ღონე მქონდა. მაგული ტუალეტიდან გამოვიდა, რა გაკივლებსო მეკითხებოდა. იქ ქალი კიდია-მეთქი ვუთითებდი. ბატარეა მივანათე, მაგრამ აღარავინ იყო და ბატარეაც ჩაქრა... © Nimpa

დამატებულია (31/01/2014, 21:41)
---------------------------------------------
დაწყევლილი სახლი 18+
დასასრული
არავინ იყოო მაგული კი მიმტკიცებდა, მაგრამ ჩემზე მეტად შეშინებული იყო. საბძელთან გამოვლა ვეღარ გავბედეთ. ეზოს კართან მივედით, მაგულის ვუთხარი ახლავე ჩემთან წავიდეთ. ქურდი თუ შემოიპარა შიშისგან გაუსკდება გული, მაინც ვერაფერს მოიპარავს-მეთქი. მაგულიც დამთანხმდა, მაგრამ ჭიშკრის გასაღები სახლში დაგვრჩენოდა, თანაც თხელი, ნახევრად გამჭვირვალე პერანგები გვეცვა, არც მობილურები გვქონდა. სახლში უნდა ავსულიყავით, ჩაგვეცვა, ტელეფონები და გასაღები აგვეღო და დაგვეტოვებინა ეს წყეული სახლი. მაგულიმ მითხრა, მოდი აქ გავათენოთო, მაგრამ ჩემი აზრით მოჩვენებებს ეზოში სეირნობაც ისევე თავისუფლად შეეძლოთ, როგორც სახლში. ამიტომ ჯობდა მალე გავცლოდით აქაურობას. © Nimpa
ყველაფერი გავიხსენე რაც სიმამაცეზე წამეკითხა, ძალები მოვიკრიბე და მაგული გავამხნევე. სახლისკენ წავედით. კიბეზე ავედით. დერეფანში შევვარდით და ჩვენს ოთახში კარი შიგნიდან გადავკეტეთ. ბავშვის ტირილის ხმა კვლავ მოისმა. ახლა უკვე მაგულიმაც გაიგონა. თვითონაც ტირილი დაიწყო, ამბობდა ახლა გული წამივა შიშისგანო. ვთხოვე სწრაფად ჩაეცვა, მაგრამ ვერაფრით მივაგენით ჩვენს ტანსაცმელს სიბნელეში. ტელეფონები ავიღეთ, მაგულიმ გასაღებს დასტაცა ხელი და გასვლას რომ ვაპირებდით, კარი მობრახუნდა, კაკუნის ხმა გავიგეთ. ვიღაც კარზე აკაკუნებდა. უცებ ხმა შეწყდა, მე და მაგული გაუსუსულები ყურს ვუგდებდით. რამდენიმე წუთმა გაიარა, თუმცა არ ვიცით რამდენმა. დერეფანში გამოვედით, მაგულის ვუთხარი კარი გაეღო, რაც იქნებოდა იქნებოდა. სხვა გზა მაინც არ გვქონდა. ამ დროს ბავშის ხმა გავიგეთ და უკან მოვიხედეთ, დერეფანში დავინახეთ ახალგაზრდა ქალი, გრძელი თმა წელამდე ჩამოშლოდა, ხელში ბავშვი ეჭირა. რომ დაგვინახა გაგვიღიმა, ჩვენკენ მოდიოდა. მაგულის ვუყვიროდი ჩქარა გაეღო კარი, ის კი ვერაფრით არგებდა გასაღებს საკეტზე. მთვარის შუქზე რომ გამოვიდა, დავინახე ამ ქალს ერთი თვალი დასიებული და დალურჯებული ჰქონდა. ყელიც გალურჯებოდა. ხელში ის მახინჯი არსება ეკავა მე რომ ვნახე და ღიმილით გვიახლოვდებოდა. როგორც იქნა გააღო მაგულიმ კარი, კიბეზე ელვის უსწრაფესად ჩავირბინეთ. ჭიშკარიც საგულდაგულოდ გვქონდა დაკეტილი. მაგულის გასაღები გამოვგლიჯე მე გავაღებ-მეთქი.© Nimpa
უკან აღარ ვიყურებოდი, თუმცა მაგულის კივილის ხმა მესმოდა, ვცდილობდი სიბნელეში მეპოვა საკეტი და გასაღები მომერგო. როგორც იქნა გავაღე და გახარებული მაგულის მოვუბრუნდი, თუმცა..© Nimpa
მაგული ქანდაკებასავით გაშტერებულიყო. ჩვენ წინ ბებერი ქალი იდგა, მოკუნტული, შავებში ჩცმული. ხელში ჯოხი ეჭირა. © Nimpa
მაგული წამოდი.- ვუძახდი მე. ის კი ადგილიდან არ იძვროდა. ბებერმა თქვა: ეს სახლი დაწყევლილია, დაწყევლილია ყველა ვინც ამ სახლში ფეხს შემოდგამს. აქ ვერავინ გაიხარებს!
ჭიშკრის კარი ღია იყო, უფალო შემიწყალე-მეთქი ხმამაღლა ვთქვი, მაგულის ხელი ჩავჭიდე და ძალით გავათრიე. როგორც კი ჭიშკრის ზღურბლს გადავცდით ბებერი გაქრა. © Nimpa
მე და მაგული ჩემს სახლში წამოვედით. გადავწყვიტეთ ეს ამბავი საიდუმლოდ შეგვენახა. მაგულის მშობლებმა ჩამოსვლისთანავე მღვდელს აკურთხებინეს სახლი. ყველა ოთახში ხატები დააბრძანეს. © Nimpa
მე მას შემდეგ იმ სახლში აღარასდროს დავრჩენილვარ, როგორც მაგული ამბობდა შემდეგ, ასეთი კოშმარული ღამე აღარ განმეორებულა. თუმცა ხანდახან იშვიათად, როცა სძინავს გრძნობს, რომ თითქოს ვიღაც თმაზე ეხება. ხანდახან ბავშვის ტირილის ხმაც ესმის, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ ღამის მოგონებების ბრალია ეს შეგრძნებები. © Nimpa

დამატებულია (31/01/2014, 21:42)
---------------------------------------------
ხვალ კიდე დავდებ სხვებს

შეტყობინება დაარედაქტირა: _WolF_ - პარასკევი, 31/01/2014, 22:39
 
Mr_Zeppeli
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:50 | შეტყობინება # 33
ავტორი Mr_Zeppeli
31/01/2014, 22:50 | პოსტი # 33
--- ▼ ---
ეს სახლე წაკითხული მქონდა ბოლო თავის გარდა:X
 
xabe
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:51 | შეტყობინება # 34
ავტორი xabe
31/01/2014, 22:51 | პოსტი # 34
--- ▼ ---
ძაან საჭშიშIა სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ n_ok

 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:53 | შეტყობინება # 35
ავტორი _WolF_
31/01/2014, 22:53 | პოსტი # 35
--- ▼ ---
Quote Serj_Tankian ()
ძაან საჭშიშIა სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ

ავთუშ წესიერი რამე დაწერე :D
 
xabe
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:54 | შეტყობინება # 36
ავტორი xabe
31/01/2014, 22:54 | პოსტი # 36
--- ▼ ---
ზდარბოი საიტზე რამის 2 საათზეთან ჩემ და იმის გარდა კაციშვილ იარაა ,მტი საშიშI რა გინდა?
ა ხო უკეთესებიც ვიცი. მერე ცამოვწერ
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:55 | შეტყობინება # 37
ავტორი _WolF_
31/01/2014, 22:55 | პოსტი # 37
--- ▼ ---
Quote _WolF_ ()
ზდარბოი საიტზე რამის 2 საათზეთან ჩემ და იმის გარდა კაციშვილ იარაა ,მტი საშიშI რა გინდა?
ა ხო უკეთესებიც ვიცი. მერე ცამოვწერ
:D
 
Mr_Zeppeli
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:56 | შეტყობინება # 38
ავტორი Mr_Zeppeli
31/01/2014, 22:56 | პოსტი # 38
--- ▼ ---
Quote xabe ()
კაროჩე ახლა რამის 2.საათია და ნუხუზე სემოვდივარ, ხოდა რას ვხედავ? სტარბოი დადის ს აიტზრ და ფორუმებს აკეთებს, ისე შემეშინდა რო 12ის მერე ნუხუზე აღარ შემოვსულვბარ

ვაიმე ისეთი საშიში ისტორიაა რომ წრმოვიდგენ აქ შემოსვლა მაშინებს:X
დაწერეტ კიდევ რამე
 
_WolF_
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 22:59 | შეტყობინება # 39
ავტორი _WolF_
31/01/2014, 22:59 | პოსტი # 39
--- ▼ ---
ტყუილად ნუ ფლუდავთ
 
Mr_Zeppeli
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 23:00 | შეტყობინება # 40
ავტორი Mr_Zeppeli
31/01/2014, 23:00 | პოსტი # 40
--- ▼ ---
_WolF_, დაწერე კიდე რამე:X
 
xabe
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 23:01 | შეტყობინება # 41
ავტორი xabe
31/01/2014, 23:01 | პოსტი # 41
--- ▼ ---
ნუ კიდე 1ს დავწერ, კაროჩე ჩემთვის ვზივარ ფეისბუქზზე და ტოპ11ს ვთამაშობ, პა ხოდუ პიტალო მაინუსერს ვწერ, ამ დროს მესიჯი მოდის რა მე მგონია რო დავით მწერს და თურმე მართლა დავითაა ოღონდ მაინუსერი არა

ტან რაღაც ლინკიც მომწეა, და მეობნება გადადიო, მარა მეშIნია გადასვლის ვეჭვობ რო რამე სასიკვდილო დავადებას ავიკიდებ,მარა ცალკე დავითისაც მეშIნაი.
კაროჩე მაინუსერს მოვეთათბირე და ბოლო ბოლო გადავედი ლინკზე, გადავედი და
45 წლამდე ნახვა არაა რეკომენირებული
45+
 
Hæfileikaríkur
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 23:02 | შეტყობინება # 42
ავტორი Hæfileikaríkur
31/01/2014, 23:02 | პოსტი # 42
--- ▼ ---
აუ მაგრად მეშინია ყველაფრის... არაფერს არ წავიკითხავ :DDD ჭინკები არსებობენ ! მხოლოდ ამის მჯერა!
 
AMIKO1995
თარიღი: პარასკევი, 31/01/2014, 23:19 | შეტყობინება # 43
ავტორი AMIKO1995
31/01/2014, 23:19 | პოსტი # 43
--- ▼ ---
xabe, მა გ საიტის ფორუმზე შევედი ანალოგია ნხსი n_lol ამ თემას რაც შეეხება დრე მქონდა ესეთი თემა ავტორო უცანურიდან თუ იგებ ინფოებს ემილი როუზზეც დაწერე ეგზორციზმზე ანმდვილი ამბავია მაგ საიტზე დევს მე მეზარება ეგ იმენა მართლა საშიშია თან სურათებიც დევს იმ გოგოსი თვითონ
 
Лилит
თარიღი: შაბათი, 01/02/2014, 03:26 | შეტყობინება # 44
ავტორი Лилит
01/02/2014, 03:26 | პოსტი # 44
--- ▼ ---
კოცონი გაკლიათ და ტყე :|
 
teo_menma
თარიღი: შაბათი, 01/02/2014, 03:43 | შეტყობინება # 45
ავტორი teo_menma
01/02/2014, 03:43 | პოსტი # 45
--- ▼ ---
Лилит, :D საბედნიეროდ :D
 
_WolF_
თარიღი: შაბათი, 01/02/2014, 11:54 | შეტყობინება # 46
ავტორი _WolF_
01/02/2014, 11:54 | პოსტი # 46
--- ▼ ---
.

დამატებულია (01/02/2014, 10:54)
---------------------------------------------
დგეს ახალ ისტორიებს დავდებ 001

შეტყობინება დაარედაქტირა: _WolF_ - შაბათი, 01/02/2014, 11:54
 
marikuna
თარიღი: შაბათი, 01/02/2014, 12:31 | შეტყობინება # 47
ავტორი marikuna
01/02/2014, 12:31 | პოსტი # 47
--- ▼ ---
Лилит, eg ga gvaklia da mere vilocot gadarchenaze
 
_WolF_
თარიღი: შაბათი, 01/02/2014, 12:32 | შეტყობინება # 48
ავტორი _WolF_
01/02/2014, 12:32 | პოსტი # 48
--- ▼ ---
დავდო ეხლა სხვა ისტორიები თU ჯერ არა
 
Mr_Zeppeli
თარიღი: შაბათი, 01/02/2014, 12:36 | შეტყობინება # 49
ავტორი Mr_Zeppeli
01/02/2014, 12:36 | პოსტი # 49
--- ▼ ---
_WolF_, დადე
 
_WolF_
თარიღი: შაბათი, 01/02/2014, 12:41 | შეტყობინება # 50
ავტორი _WolF_
01/02/2014, 12:41 | პოსტი # 50
--- ▼ ---
დიდი ხნის წინ ჯონ ბელი და ლუსი დაქორწინდნენ, მათ 7 შვილი ჰყავდათ. ლუსიმ სულ 9 ბავშვი გააჩინა, მაგრამ ორი მათგანი მალევე მოუკვდა. 7 შვილიდან მხოლოდ ორი გახლდათ გოგონა, მათ შორის ბეტსიც გახლდათ, ძირითადად სწორედ მას უკავშირდება ჩვენი ამბავიც.

ჯერ კიდევ 1817 წელს ბეტსის მამა 1000 აკრ მიწას ფლობდა ტენესში, რობერტსონ ქანთრში. ბეტსი პატარა იყო,როცა მისი ოჯახის თავს უცნაური მოვლენები დატრიალდა.

მე ბეტსი ბელი ვარ. როცა დაახლოებით 13 წლის ვიყავი, სახლში უცნაურმა სტუმარმა დაიწყო სიარული. ჩვენ მისი დანახვა არ შეგვეძლო, მაგრამ სამაგიეროდ შესანიშნავად გვესმოდა მისი და ვგრძნობდით კიდეც. რამდენჯერმე ოჯახის წევრებმა უცნაური ცხოველი შენიშნეს,ორად გაყოფილი კუდით. ხანდახან თეთრ კურდღელსაც ვხედავდით,რომელსაც უკანა მარცხენა ფეხზე შავი ლაქა ჰქონდა. ხშირად კარზე კაკუნი გვესმოდა და როცა ვაღებდით, არც არავინ გვხვდებოდა.
ჩემი დაბადების დღის ღამეს, როცა 13 წლის გავხდი, უცებ შეშინებულს გამომეღვიძა. ვიღაცა თუ რაღაცა თმას მქაჩავდა. ძალიან მეტკინა, თითქოს თმის კი არადა მთელი თავის მოძრობას ლამობდა. საშველად ყვირილი ავტეხე, მშობლები და რამდენიმე ძმა ჩემს ოთახში მალევე გაჩნდა, მათ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს ყველა კუთხე-კუნჭული, მაგრამ ამაოდ.. ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეს. ის ღამე დედაჩემთან და მამაჩემთან გავატარე საწოლში.
ამის შემდგომ თმის მოქაჩვა მე და ჩემი ძმის ყოველი ღამის კოშმარად იქცა. ჩვენ ასევე გვესმოდა სკამების რახუნის ხმა, კარსა და კედლებზე კაკუნი, კაწვრის ხმა.. თითქოს ჯაჭვებს დაათრევდნენ იატაკზე. ასეთ პირობებში დაძინება რთული იყო და ხშირად შეუძლებელიც კი. მამა ამას ,,ჩვენი ოჯახის პრობლემას” ეძახდა.

ღამე ეს ,,სული” ხშირად გადასაფარებელს ხდიდა ჩემს ძმებსა და დებს, ასევე მშობლებსაც. რამდენჯერმე რაღაც ცივიც ვიგრძენით და ოდნავი ღუტუნი ფეხის გულებზე. თუ წინდებს ჩავიცვამდით, ისე რომ ღუტუნი არ გვეგრძნო, მაინც ვერ მოვისვენებდით, რადგანაც ეს ვიღაც მანამ გვაფურთხებდა სახეზე, სანამ მთლიანად არ დაგვისველდებოდა ცხვირ-პირი. ასევე მრავლად იყო პწკენა-ჩქმეტის შემთხვევებიც. ხშირად სახეში გვირტყავდა ,,გაურკვეველი წარმომავლობის მოჩვენება”. თვითონ ხელს ამ დროს ვერ ვხედავდით, მაგრამ ზოგჯერ ისე მაგრად გაურტყამს,რომ ლოყაზე ხელის ანაბეჭდიც კი დამჩნევია.

ერთ ღამეს საშინელმა შეგრძნებამ გამაღვიძა. ფეხზე რაღაც ძალიან ბასრი მებღაუჭებოდა. ისე შემეშინდა,რომ ხმაც ვერ ამოვიღე, მაგრამ ცოტა ხანში ძალა მოვიკრიბე და იმხელაზე ვიკივლე,რომ დედაჩემი და მამაჩემი მაშინვე გავაღვიძე. ისინი სანთლით შემოცვივდნენ ჩემს ოთახში და ფეხთან მკვდარი ვირთაგვა დავინახეთ.. რომელიც კბილებით ჩაფრენოდა ჩემს ფეხს.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდგომ მამამ გადაწყვიტა,რომ მოჩვენებისთვის იფნორირება გაგვეკეთებინა. მან ჩვენს მეზობელსა და თავის საუკეთესო მეგობარს მისტერ ჯეიმს ჯონსონს მიმართა, მოუყვა ყველაფერი სახლში მომხდარის შესახებ და მას და მის ცოლს ერთი ღამის გათევა სთხოვა. ისინიც დათანხმდნენ.

ისტერ ჯონსონმა საღამო ლოცვით დაამთავრა და ბიბლიიდან რამდენიმე ნაწილიც წაიკითხა. შემდგომ ყველანი დასაძინებლად წავედით. დაახლოებით შუაღამისას ჩვენთვის უკვე ჩვეული მოვლენებიც დაიწყო და მისტერ ჯონსონი ამ ყველაფერმა კინაღამ გადარია. მან შეკითხვებიც დაუსვა სულს, თუმცა მისგანა არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ჯონსონმა მამას სთხოვა ეს ამბავი სხვებისთვისაც შეეტყობინებინა, იქნებ ვინმე რაიმეთი მაინც დაგვხმარებოდა. ყველა ჩვენი მეგობარი გაოცებული იყო მონაყოლით, და თანაგრძნობას გამოხატავდნენ. ბევრს ჩვენთან ღამის გათევაც მოუნდა.
დედა მიიჩნევდა,რომ მე ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი მიმდინარე მოვლენების გამო, ამიტომაც მარტო დაძინების უფლებას არ მაძლევდა. ჩემთან დაქალები ტენი ან ბეკი რიგრიგობით რჩებოდნენ და ისინი მოწმენი იყვნენ მოჩვენების ყველა შემოტევისა.
საბოლოოდ სულმა ლაპარაკი დაიწყო, მისი ხმა ქალისას უფრო ჰგავდა. მისტერ ჯონსონიც და სხვა მეზობლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რისთვის მოვიდა სული აქ და რა სურდა.. კითხვებსაც უსვამდნენ,მაგრამ სწორი პასუხი არ მიგვიღია. მაგალითად ერთხელ თქვა,რომ იგი ინდიელის სული იყო.. მისი საფლავი 4 წლის წინ წაბილწეს, გატეხეს და ჩემი კბილი ამ სახლის ქვეშ არისო. გამწარებულმა მამამ იატაკიც კი აყარა,რომ კბილი მოგვეძებნა,იქნებ ამ საშინელებისგან თავი დაგვეხსნა, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაგენით. მოჩვენებამ კი სიცილი დაიწყო და მასხრად აგვიგდო.
მეორედ ის განგვიცხადა,რომ სული ვერ ისვენებდა, რადგანაც განძის დარაჯობა ევალებოდა.. ჩვენ ამოვთხარეთ ის ადგილი,რომელზეც მიგვანიშნა, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. შემდგომ კი კვლავ მასხრად აგვიგდო.

მალე სულის ვინაობის შესახებ სულ სხვა ვერსია ამოტივტივდა. მას ძალიან ბევრი ქეით ბატსად აღიქვამდა, იგი ჩვენი მეზობელი იყო, ყველასგან გარიყული და მისი ეშინოდათ კიდეც. ქეითი გვეუბნებოდა, რომ არ მოგვასვენებდა, სანამ მამაჩემს წერას არ გამოუყვანდა. მართლაც ყველაფერი ამისკენ მიჰყავდა, წამით არ ასვენებდა საბრალო მამას და მის გამო ყველანი ვწუხდით. სამაგიეროდ დედაჩემის მიმართ კარგად იყო განწყობილი და მას არაფერს უშავებდა.
განსაკუთრებით მაშინ შემეშინდა, როცა მივხვდი,რომ ქეითს მეც ვძულდი და როცა მამაჩემთან გაასწორებდა ანგარიშებს, მეც იმქვეყნად გამისტუმრებდა.
შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რამაც საბოლოოდ გამიტეხა გული. მიყვარდა ერთი კაცი, სახელად ჯოშუა გარდნერი, ჩემზე 5 წლით უფროსი გახლდათ, ისეთი კეთილი და მშვენიერი იყო.. ამასთანავე ჩემთან წრფელი სიყვარული აკავშირებდა. ოჯახშიც მოწონდათ ჯოშუა და ჩვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ერთი-ორი წლის შემდეგ დაქორწინებასაც ვაპირებდით, წინ მართლაც ვერავინ გადაგვეღობებოდა.. ქეითის გარდა. მან დაადგინა,რომ მე და ჯოშუა ვერასოდეს ვიქორწინებდით და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა.
როცა მე და ჩემი შეყვარებული განვმარტოვდებოდით ქეითი ათასგვარ უხერხულ საიდუმლოებებს ეუბნებოდა ჩემს შესახებ ჯოშს, იმედი ჰქონდა მის გრძნობებს გააგრილებდა, მაგრამ ყოველთვის მწარედ მარცხდებოდა. როცა საწოლში დასაძინებლად ვწვებოდი ქეითის ხმა არ ჩუმდებოდა, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ჯოშუასთან არაფრით არ უნდა მექორწინა. როცა აღმოაჩინა,რომ მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი გაცოფდა, სხეულში თითქოს ქინძისთავები მესობოდა, თმას მაგლეჯდა და სახეში მირტყავდა. საბოლოოდ კი მოხრჩობაც დამიპირა.

1820 წლის 20 დეკემბერს მამა გარდაიცვალა, ქეითი ამბობდა რომ საწამლავით მოუღო ბოლო. ვფიქრობდი,რომ შემდეგ მიზნად მე ამომირჩევდა ეს ქალბატონი და თითქოს შინაგანად ვემზადებოდი ათასგვარი წამებისთვის. მაგრამ გავიდა დრო და ქეითის ამბები ჩემთვის თითქოს ნაკლებად შემაწუხებელი გახდა. მეც გული მომეცა, ჯოშუა კი მიჩიჩინებდა დავინიშნოთო, თუმცა ცოტა მოცდა ვამჯობინე, ვურჩიე ჯერ ქეითის მოქმედებას დაველოდოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ ჩვენი ამბავითქო. თუმცა 1821 წლის აღდგომა გათენდა და ჯოშუამ მე დამნიშნა, მაშინ 15 წლის ვიყავი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მიმაჩნდა.
მაგრამ შემდგომ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, ქეითი დამემუქრა, თუ ამ კაცს გავყვებოდი ცოლად, მაშინ ჯოშუას ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა. მე არ შემეძლო ასეთი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმექცია და გამეწირა საბრალო ქმარი წამებისთვის.
ამიტომაც მე მას ბეჭედი უკან დავუბრუნე, რამდენიმე დღეში კი ჯოშუა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და იმის მერე არასოდეს მინახავს ჩემი პირველი სიყვარული!

ქეითი კმაყოფილი დარჩა და ჩემს მიმართაც კეთილად განეწყო, მითხრა რომ დანგრევისთვის განწირული ქორწინებისგან გადამარჩინა, ამასთანავე მირჩია სკოლის ყოფილ მასწავლებელს რიჩარდ პოუელს გავყოლოდი ცოლად, რომელიც ყოველთვის თბილად და სიყვარულით მეპყრობოდა. ასეც მოვიქეცი და მასთან 17 ბედნიერი წელი გავატარე,სანამ არ გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა,რომ მშვენიერი ქმარი მყავდა, არასოდეს დამვიწყებია ჩემი პირველი სიყვარული და ის საშინელი წლები,რომელიც ქეითმა დამიმახინჯა.

დამატებულია (01/02/2014, 11:41)
---------------------------------------------
KIDE DAVDEB MERE JER ES WAIKITXET

 
ფორუმი » Anime & Manga » Archive » საშიში ისტორიები (........)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: