• გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ფორუმი » Anime & Manga » Archive » ემა გოლდმანი: ქორწინება და სიყვარული (ანუ ერთი ნაბიჯით უფრო მაღლა)
ემა გოლდმანი: ქორწინება და სიყვარული
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:03 | შეტყობინება # 1
ავტორი Sanins
14/02/2014, 22:03 | პოსტი # 1
--- ▼ ---
ემა გოლდმანი – ქორწინება და სიყვარული




გავრცელებული წარმოდგენების თანახმად ქორწინება და სიყვარული სინონიმებად გვევლინებიან, ერთი წყაროდან გამომდინარეობენ და ერთი და იგივე ადამიანურ მოთხოვნილებებს პასუხობენ. მაგრამ, როგორც უმეტესობა წარმოდგენებისა, ქორწინება არა რეალურ ფაქტებს, არამედ ცრუ შეხედულებებს ეფუძნება.

ქორწინებასა და სიყვარულს შორის არაფერია საერთო, ისინი პოლუსებივით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და სინამდვილეში ანტაგონისტურად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი. ეჭვს გარეშეა, რომ ზოგიერთი ქორწინება სიყვარულისაგან არის წარმოშობილი. მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ სიყვარულს შეუძლია მხოლოდ ქორწინებით განმტკიცდეს. პირიქით, ეს უფრო იმით იხსნება, რომ მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილმა შეძლო გასცდენოდა წესჩვეულებების საზღვრებს. დღეისათვის უამრავი ქალი და მამაკაცი თვლის, რომ ქორწინება არის ფარსი, თუმცა ისინი ამ დადგენილებას მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო ემორჩილებიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ზოგიერთი ქორწინება მართლაც დაფუძნებულია სიყვარულზე და მიუხედავად იმისა, რომ ის ქორწინებაშიც გრძელდება, ვთვლი, რომ ეს ხდება ქორწინებისგან დამოუკიდებლად და არა მისი წყალობით.

მეორეს მხრივ, სრულიად ყალბია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სიყვარული ქორწინების შედეგი იყოს. ზოგჯერ გვიწევს მოვისმინოთ სასწაულებრივ შემთხვევებზე, როდესაც შეუღლების შემდეგ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა ამ მოვლენების დაჟინებული განხილვა გვიჩვენებს, რომ ის მხოლოდ გარდაუვალობასთან შეჩვევას წარმოადგენს. რასაკვირველია, თანდათანობით ერთმანეთისადმი შეჩვევას, არაფერი აქვს საერთო სასიყვარულო გრძნობის სპონტანურობასთან, ინტენსივობასთან და სილამაზესთან, რის გარეშეც ქორწინების ინტიმური მხარე დამამცირებელი აღმოჩნდება როგორც მამაკაცისთვის ისე ქალისთვის.

უპირველეს ყოვლისა ქორწინება წარმოადგენს ეკონომიკურ გარიგებას, სადაზღვევო ხელშეკრულებას. ჩვულებრივი დაზღვევისგან ის მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ეს გარიგება უფრო მომთხოვნია და შემზღუდველი. შემოსავლები მისგან მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე მასში დაბანდებული სახსრები. დაზღვევის დროს ყველა იხდის ფულად გადასახადს და ყოველთვის ყველას აქვს შესაძლებლობა შეწყვიტოს შენატანის გადახდა. თუმცა თუ სადაზღვეო პრემია ქალისთვის არის მისი მეუღლე, ამისათვის ის იხდის საკუთარ სახელს, სიმყუდროვეს, თავისი თავის პატივისცემას და თავად სიცოცხლეს, „სანამ სიკვდილი არ დააშორებთ მათ“. მეტიც, საქორწინო დაზღვევა წირავს ქალს როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ პარაზიტიზმზე, სრულ უსარგებლობაზე და სამუდამო დამოკიდებულებაზე. მამაკაციც ასევე იხდის საკუთარ წილს, მაგრამ რადგან მისი შესაძლებლობები უფრო ფართოა მას ქორწინება ისე არ ზღუდავს როგორც ქალს. საკუთარ ბორკილებს უმეტესად ის შეიგრძნობს ეკონომიკურ ჭრილში. ამიტომ , სტრიქონები, რომლებიც დანტემ მოათავსა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე – „თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა.“ შეიძლება მიკუთვნებულ იქნას ქორწინებას.

ქორწინებას, როგორც მარცხს, უარყოფენ მხოლოდ უგუნური ადამიანები. სრულიად საკმარისია, რომ გადავხედოთ განქორწინების სტატისტიკას რათა გაგებულ იქნას რამდენად წარუმატებელია ქორწინების ინსტიტუტი. ამ სტატისტიკის გასაგებად არ გამოდგება ტიპიური ფილისტერული არგუმენტები, რომლებიც მეტყველებენ განქორწინების შესახებ კანონთა სირბილეზე და ქალთა თავაშვებულობის ზრდაზე. ჯერ ერთი, ყოველი მეთორმეტე ქორწინება სრულდება გაყრით; მეორეც, ათას ადამიანზე გაყრების რაოდენობა 1870 წლიდან 28-დან 73-მდე გაიზარდა; მესამეც, მეუღლეთა ღალატი როგორც გაყრის მიზეზი 1867 წლიდან გაიზარდა 270,8%; მეოთხეც , ოჯახიდან წასვლის რაოდენობა გაიზარდა 270,8%.

სტატისტიკასთან დამატებით არსებობს დრამატულ და ლიტერატურულ ნაწარმოებათა დიდი რაოდენობა, რომლებიც შუქს ფენენ ამ თემას. ბევრი მწერალი ამხელს ქორწინების უნაყოფობას, მონოტონურობას, უბადრუკობას და არაადეკვატურობას, როგორც ჰარმონიის მიღწევის ფაქტორს.

სერიოზული სოციალური მკვლევარი არ უნდა კმაყოფილდებოდეს ამ ფენომენის გავრცელებული ზედაპირული ახსნებით. ის უფრო ღრმად უნდა ჩაწვდეს ორი სქესის ცხოვრებას, რათა გაიგოს თუ რატომ წარმოადგენს ქორწინება ასეთ კატასტროფას.

ედუარდ კორფენთერი შენიშნავს, რომ ყოველი ქორწინების უკან დგას ორი სამყაროს ერთიანობა, ქალის და მამაკაცის, ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავებულების, რომ ქალი და მამაკაცი უცხო უნდა დარჩნენ ერთმანეთისათვის. შემოღობილი ცრურწმენების, ადათ-წესების და ზნე-ჩვეულებების გადაულახავი კედლით, საეჭვოა რომ ქორწინება გულისხმობდეს ერთმანეთზე ცოდნის სრულყოფას, ერთმანეთისადმი პატივისცემას რის გარეშეც ნებისმიერი კავშირი განწირულია წარუმატებლობისთვის.

ჰენრიკ იბსენი, რომელსაც სძულდა ნებისმიერი სოციალური თვალთმაქცობა, შესაძლებელია იყო პირველთაგანი ვინც გააცნობიერა ეს უდიდესი ჭეშმარიტება. ნორა [პიესის გმირი] ტოვებს საკუთარ ქმარს არა იმიტომ, რომ ის გადაიღალა საკუთარი მოვალეობებისაგან ან გრძნობს მოთხოვნილებას იბრძოლოს ქალთა უფლებებისათვის არამედ იმიტომ, რომ მივიდა დასკვნამდე: მან რვა წელი იცხოვრა უცხო ადამიანთან ერთად და გაუჩინა მას შვილები. არის თუ არა შესაძლებელი არსებობდეს უფრო დამამცირებელი რამ ვიდრე ორი ერთმანეთისათვის უცხო არსებების კავშირი მთელი სიცოცხლის განმავლობაში? ქალს არაფერში ჭირდება იცოდეს რაიმე მამაკაცზე ის უნდა წუხდეს მხოლოდ მის შემოსავალზე. მამაკაცს კი რა სჭირდება იცოდეს ქალზე გარდა იმისა, რომ მას სასიამოვნო გარეგნობა აქვს? ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცდით ბიბლიურ მითს, რომ ქალს არ გააჩნია სული, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის დანამატია და შექმნილია მისი ნეკნისაგან, ჯენლტმენის მოხერხებულობისათვის, რომელიც ისე ძლიერი იყო, რომ საკუთარი ჩრდილის ეშინოდა.

იქნებ, მასალის დაბალი ხარისხი, რისგანაც ქალი შეიქმნა, იყო მიზეზი მისი არასრულფასოვნებისა? მაშ რა საჭიროა იცოდე მასზე რაიმე? ამავდროულად რაც უფრო ნაკლები სული აქვს ქალს, მით უკეთესია მისი თვისებები როგორც ცოლის, მით უფრო დიდი მზადყოფნით განზავდება ის საკუთარ ქმარში. ეს მონური მორჩილება მამაკაცურ უპირატესობასთან ესოდენ დიდი დროის განმავლობაში მეტნაკლებად შეინარჩუნა ქორწინების ინსტიტუტმა. და დღეს, როდესაც ქალი იწყებს საკუთარი თავის და მნიშვნელობის გაცნობიერებას, ვისზეც უფლებამოსილი არ არის ბატონი, წმიდათა წმიდა ქორწინების ინსტიტუტი თანდათანობით კარგავს თავის როლს და ვერანაირი დატირება მას ვეღარ უშველის.

თითქმის ბალღობიდან უჩიჩინებენ გოგონებს ქორწინებაზე, როგორც საბოლოო მიზანზე; ამიტომ მათი აღრზდა და განათლება სწორედ, რომ ამას ექვემდებარება. მას ქორწინებისთვის ამზადებენ პირუტყვის მსგავსად, რომელსაც საკლავად ასუქებენ. ამავდროულად რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, მას არა აქვს დართული ნება იცოდეს უფრო მეტი საკუთარ დანიშნულებაზე, როგორც მეუღლეზე და დედაზე, ვიდრე ჩვეულებრივმა ხელოსანმა იცის საკუთარ ხელობაზე. გოგონასათვის რესპექტაბელური ოჯახიდან, უწესობაა იცოდეს რამე ინტიმური ცხოვრების შესახებ. ქორწინება ნაკლებად გასაგებ რესპექტაბელურობისათვის სიბინძურესა და სიმყრალეს ავლენს როგორც ყველაზე წმინდა შეთანხმებას, რომელიც არავის შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს ან გააკრიტიკოს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს ქორწინებისადმი მის საშუალო მომხრეს. მომავალი ცოლი და დედა არის სრულ უცოდინარობაში ერთადერთ მის კონკურენტუნარიან ღირსებაზე – სექსზე. ასე რომ ის ამყარებს სამუდამო ურთიერთობას მამაკაცთან იმისათვის, რომ იგრძნოს უდიდესი ელდა, არაკეთილგანწყობილება, შეურაცყოფა, ყველაზე ბუნებრივი და ჯანმრთელი ინსტიქტისაგან, როგორიც არის სექსი. დაუფიქრებლად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქორწინებაში უბედურებების, უპოვრობის, გასაჭირის, და ფიზიკური ტანჯვის დიდი წილი სექსის საკითხებში დანაშაულებრივი უმეცრების შედეგია, რომელსაც უდიდეს სათნოებად წარმოადგენენ. გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ ამ სამწუხარო ფაქტის გამო არა ერთი ოჯახი დაინგრა.

მაგრამ თუ ქალი თავისუფალია, თუ ის საკმარისად მომწიფდა იმისათვის, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის გარეშე ეზიაროს სექსის საიდუმლოებას, მას სამარცხვინო დაღს დაასვამენ, გამოაცხადებენ უღირსად გახდეს მეუღლე „პატიოსანი“ ადამიანის, რომლის პატიოსნებაც ფუტურო თავს და უამრავ ფულს წარმოადგენს. არის თუ არა უფრო შეურაცმყოფელი რამ, ვიდრე აზრი იმის შესახებ, რომ სიცოცხლით აღსავსე ჯანმრთელი, ზრდასრული ქალი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბუნების მოთხოვნილებას, ზიანს აყენებდეს საკუთარ ჯანმრთელობასა და სულიერ მდგომარებას, უნდა ზღუდავდეს ოცნებებს, თავს იკავებდეს შესანიშნავი სექსუალური ლტოლვისაგან, სანამ არ გამოჩნდება „წესიერი“ადამიანი და არ შეირთავს მას ცოლად? სწორედ, რომ ამას ნიშნავს ქორწინება. ნუთუ შესაძლებელია, რომ ამგვარი კავშირი კრახით არ დასრულდეს? ეს არის ქორწინების ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც მას განასხვავებს სიყვარულისგან.

ჩვენი საუკუნე – პრაქტიციზმის საუკუნეა. დრომ, როცა რომეო და ჯულიეტა სიყვარულის გამო რისკზე მიდიოდნენ და საკუთარი მშობლების რისხვას იმსახურებდნენ, როცა სიყვარულის გამო გრეთჰენს არ ესირცხვებოდა ჭორიკანა დედაკაცების მითქმა-მოთქმა, დიდი ხანია განვლო. თუ, იშვიათ შემთხვევაში, ახალგაზრდა ადამიანები რომანტიკის ფუფუნებაზე ნებას რთავენ საკუთარ თავს, მაშინვე ერთვებიან უფროსები და ჩასჩიჩინებენ მათ სიბრძნეს სანამ ისინი „გონს არ მოვლენ“.

ზნეობის გაკვეთილი, რომელსაც გოგონას სთავაზობენ, მდგომარეობს არა იმაში, აღსძრა თუ არა მამაკაცმა მასში სიყვარული, არამედ დაიყვანება ერთ კითხვამდე: „რამდენი?“ პრაქტიკული ამერიკელების ერთადერთი ღვთაება – ფულია; ცხოვრების უმთავრესი კითხვა: „შეუძლია თუ არა მამაკაცს გამოიმუშაოს ცხოვრებისათვის საჭირო თანხა? შეუძლია თუ არა მას არჩინოს ცოლი?“ ეს არის ერთადერთი რამ, რაც ქორწინებას ამართლებს. თანდათანობით ამ წარმოდგენებით იჟღინთება ქალის თითოეული აზრი; ის არა მთვარის შუქზე, სიცილზე და ცრემლებზე ოცნებობს არამედ იაფ მაღაზიებზე და სარფიან ნავაჭრზე. სულის ეს სიმწირე და წუწურაქობა ნაშობია ქორწინების ინსტიტუტით. სახელმწიფო და ეკლესია არ სცნობს სხვა იდეალს, რადგან ის ერთადერთია, რომელიც საშუალებას აძლევს მათ სრულიად აკონტროლონ ადამიანები.

ეჭვს გარეშეა, რომ არიან ადამიანები რომლებიც განიცდიან სიყვარულს და ყურადღებას არ აქცევენ დოლარებს და ცენტებს. ეს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ნათელია იმ კლასთან მიმართებაში, რომელიც იძულებულია თავისი შრომით იზრუნოს საკუთარ თავზე. ამ მძლავრი ფაქტორით, ქალის მდგომარეობაში ნაშობი კოლოსალური ცვლილებები ფენომენალურია, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ საწარმოო არენაზე ქალი ახლახანს გამოჩნდა. ექვსი მილიონი მუშა ქალი, ექვსი მილიონი ქალი გათანაბრებული მამაკაცებთან იმ უფლებით, რომ იყვნენ ექსპლუატირებულები, გაძარცულები, მონაწილეობას იღებდნენ გაფიცვებში და შიმშილით იხოცობოდნენ. განვაგრძო, ჩემო მბრძანებელო? დიახ, ექვსი მილიონი, რომლებიც სხვა და სხვა დარგში მოღვაწეობენ: უმაღლესი გონებრივი შრომიდან, რკინის გზებსა და შახტებამდე, მათ შორის მაძებრები და პოლიციელებიც კი არიან.

ჭეშმარიტად – სრული ემანსიპაცია!

ყველაფერ ამასთან ერთად მუშა-ქალთა უზარმაზარი არმიიდან, მამაკაცების მსგავსად, მხოლოდ მცირე ნაწილი განიხილავს საკუთარ შრომას მუდმივ საქმიანობად. ყველაზე დაუძლურებული მამაკაციც კი შეჩვეულია იყოს თვითმყოფი და დამოუკიდებელი. დიახ, მე ვიცი: ჩვენს ეკონომიკურ საფლობში რთულია იყო დამოუკიდებელი, და მაინც ყველაზე უკანასკნელსაც კი მამრობითი სქესის წარმომადგენლებიდან სძულს პარაზიტული არსებობა ან ყოველ შემთხვევაში ის, რომ მას ასეთად თვლიდნენ.

მუშა ქალი საკუთარ მდგომარეობას განიხილავს როგორც გარდამავალს და მოლოდინშია, რომ მას პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში მოისვრიან. აი რატომ არის რთული ქალთა ორგანიზება ვიდრე მამაკაცების. „რატომ უნდა შევიდე პროფკავშირში? მე გათხოვებას ვაპირებ, მე საკუთარი სახლი მექნება.“ განა ამაზე არ უჩიჩინებდნენ ბავშვობიდან როგორც საბოლოო დანიშნულებაზე? მალე ის გაიგებს, რომ სახლი არც ისე დიდია როგორც ციხე, რომელსაც ფაბრიკა ქვია, თუმცა მას გაცილებით უფრო მძლავრი კარებები და გისოსები აქვს. დიახ, ამ სახლის მცველიც იმდენად ერთგულია საკუთარი საქმის, რომ მისგან ვერავინ დააღწევს თავს. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული იმაში მდგომარეობს, რომ სახლი ქალს აღარ ანთავისუფლებს კატორღული შრომისგან არამედ ზრდის მის ვალდებულებებს.

ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომლებიც წარმოდგენილი იყო შრომის კომიტეტში, მხოლოდ ნიუ-იორკში მუშა ქალების 10% არის ქორწინებაში, თუმცა ისინი იძულებულნი არიან შეასრულონ მსოფლიოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო. დაუმატეთ ამ საშინელებას სახლის ღონისმიმხდელი შრომა – მაშინ რაღა გვრჩება სახლის დაცულობისაგან და მისი დიდებისაგან? საქმის არსიდან გამომდინარე „საშუალო ფენის“ გათხოვილ ქალსაც კი არ შეუძლია ილაპარაკოს საკუთარ სახლზე, რადგან მის სრულ მეპატრონედ მამაკაცი გვევლინება. მნიშვნელობა არ ააქვს უხეში თუ მოსიყვარულე ქმარი არის ის. მე მინდა ვთქვა, რომ ქორწინება ქალს უზრუნველყოფს სახლით მისი ქმრის წყალობით. ის გადადის მის სახლში და რჩება იქ წლების განმავლობაში, სანამ მისი ცხოვრება მისი გარემოს მსგავსად, არ გადაიქცევა უსიცოცხლო, შეზღუდულ და მოსაწყენ რამედ. გასაკვირი არ არის, რომ ქალი ხდება უთავბოლო, მეწვრილმანე, ფხუკიანი, აუტანელი და ჭორიკანა რაც ქმრის სახლიდან წასვლას განაპირობებს. მას კი წასასვლელი არსად აქვს, კიდევაც რომ სურვილი ჰქონდეს ამისი. ამასთანავე ქორწინებისა და სრული დამორჩილების მოკლე პერიოდი ქალს სრულიად უვარგის ხდის ცხოვრებისათვის. ის გულგრილი ხდება საკუთარი გარეგნობისადმი, კარგავს მოძრაობის სიმსუბუქეს, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ეშინია გამოთქვას აზრი – ანუ გარდაიქმნება მოსაწყენ არსებად, რომელიც მამაკაცების უმრავლესობას სძულს და ეზიზღება. საოცრად შთამაგონებელი გარემოა იმისათვის, რომ მასში ახალი სიცოცხლე იშვას, ასე არ არის?

მაგრამ როგორღა დავიცვათ ბავშვი თუ არა ქორწინების მეშვეობით? ბოლოს და ბოლოს ეს არ არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება? მაგრამ როგორი სიცარიელე და თვალთმაქცობა დგას ამის უკან! ქორწინება იცავს ბავშვებს და ამავდროულად ათასობით ბავშვი ზრუნვისა და სახლის გარეშე რჩება. ქორწინება იცავს ბავშვებს და ამავდროულად ბავშვთა სახლები და გამოსასწორებელი დაწესებულებები გადავსებულია, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია კი დაკავებულია პატარა მსხვერპლთა გადარჩენით, მათი “მოსიყვარულე„ მშობლებისაგან უფრო მზრუნველი ორგანიზაციების ხელში გადაცემით. ეს, უბრალოდ დაცინვაა!

შესაძლებელია ქორწინებამ მიიყვანოს ცხენი სარწყულებელთან, მაგრამ აძლევს კი მას წყურვილის მოკვლის შესაძლებლობას? კანონს შეუძლია მოათავსოს ბავშვის მამა ციხეში და უზრუნველყოს ის ციხის სამოსით, მაგრამ შეძლებს ბავშვი იხსნას შიმშილისაგან? ან თუ მშობელი უმუშევარია ან დევნაშია, როგორ შეუძლია ამ შემთხვვაში დაეხმაროს მას ქორწინებამ? კანონზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა ადამიანი უნდა წარადგინონ „სამართლიანობის“ სამსჯავროზე, როცა ის უნდა მოათავსონ ციხის გისოსებს მიღმა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მისი შრომის ნაყოფით ისარგებლებს სახელმწიფო, და არა ბავშვი. ბავშვს კი მხოლოდ მოგონებები რჩება მამის ჭუჭყიან, ზოლიან სამოსზე.

რაც შეეხება ქალის დაცულობას, სწორედ, რომ აქ არის ქორწინების შეჩვენება. ის სრულიად არ იცავს ქალს, მაგრამ თავად ეს იდეა იწვევს იმდენად დიდ მოწყვეტას, იმდენად ველური და საძაგელია სიცოცხლესთან მიმართებაში, იმდენად დამამცირებელია ადამიანური ღირსებისათვის, რომ ეს პარაზიტული ინსტიტუტი სამუდამოდ უნდა იყოს შერისხული.

ეს წააგავს სხვა პატერნალისტურ შეთანხმებას – კაპიტალიზმს. ის პარავს ადამიანს უფლებებს, რომლებიც მას დაბადებიდან აქვს მიცემული, აფერხებს მის ზრდას და განვითარებას, წამლავს მის სხეულს, ამყოფებს მას უმეცრებაში, სიღატაკეში და დამოკიდებულს იმაზე, რომ შემდეგ ჩამოაყალიბდნენ საქველმოქმედო საზოგადოებები, რომლებიც წარმოიქმნებიან ადამიანური თვითპატივისცემის უკანასკნელ ნამსხვრევებზე.

ქორწინების ინსტიტუტი ქალს აქცევს სრულიად დამოკიდებულ არსებად. ქორწინება მას ხდის გამოუსადეგარს ბრძოლისათვის, ანადგურებს მის საზოგადოებრივ ცნობიერაბას, ადუნებს მის წარმოსახვას და ამის შემდეგ თავაზიანად სთავაზობს დაცვას, რაც სინამდვილეში წარმოადგენს ხაფანგს, პაროდიას ადამიანის ხასიათზე.

თუ დედობა წარმოადგენს ქალური ბუნების უმაღლეს დანიშნულებას, როგორი დაცვა სჭირდება მას სიყვარულისა და თავისუფლების გარდა? ქორწინება კი მხოლოდ ბილწავს , შეურაცყოფს და რყვნის ამ დანიშნულებას. ერთერთ მის დებულებას წარმოადგენს: – „მხოლოდ დამორჩილებით, შეძლებ სიცოცხლის გაგრძელებას.“ ეს დადგენილებები სასიკვდილოდ წირავენ ქალს, ამცირებენ და არცხვენენ მას თუ ის უარს აცხადებს იყიდოს დედობის უფლება საკუთარი თავის გაყიდვით. მხოლოდ ქორწინება აძლევს სანქციას დედობას, თუნდაც სიძულვილით ჩასახულს, იძულების ქვეშ. დედობა რომ თავისუფალი არჩევანის, სიყვარულის, ვნების, ძლიერი გრძნობის შედეგი ყოფილიყო, დაადგამდა კი საზოგადოება ეკლის გვირგვინს უმანკო თავს, ამოკვეთდა კი სისხლიანი ასოებით ამ საზიზღარ ეპითეტს „უკანონოდშობილი“? ქორწინება რომ ყველა სათნოებას ისრუტავდეს, რომლითაც მას ამკობენ, მაშინ დანაშაულებანი დედობის წინააღმდეგ სამუდამოდ ამოშლიდნენ მას სიყვარულის სფეროდან.

სიყვარული, უძლიერესი და უღრმესი რამ არის, რაც კი სიცოცხლეში არსებობს, იმედისა და სიხარულის მომასწავებელი; სიყვარული, ყველა დადგენილებებისა და კანონების უარმყოფი; სიყვარული, ადამიანის ბედისწერის ყველაზე თავისუფალი და ყველაზე ძლიერი შემოქმედი, როგორ შეუძლია ამ მოუთვინიერებელ ძალას გაათანაბროს საკუთარი თავი სახელმწიფოს და ეკლესიის უბადრუკ ქმნილებასთან – ქორწინებასთან?

თავისუფალი სიყვარული? თითქოს და სიყვარულს შეუძლია იყოს სხვაგვარი! მამაკაცი ყიდულობს გონებას, მაგრამ სამყაროს ყველა მილიონს არ ძალუძს იყიდოს სიყვარული. მამაკაცი იმორჩილებს სხეულს, მაგრამ მთელი ქვეყნიერების ძლიერება უძლურია დაიმორჩილოს სიყვარული. მამაკაცმა დაიპყრო ქვეყნები, მაგრამ ნებისმიერი ჯარი უძლურია სიყვარულის წინაშე. მამაკაცმა ბორკილები დაადო და ბადეში გააბა სული , მაგრამ ის სრულიად უძლურია სიყვარულის წინაშე. მაღლა, ტახტზე მჯდომი, სრული განცხრომით და დიდმშვენიერებით, რაც შეიძლება უზრუნველყოს ოქრომ, მამაკაცი რჩება ეული და უბედური თუ მას სიყვარული აუვლის გვერდს. მაგრამ თუ სიყვარული ეწვევა მას, უკანასკნელი ღატაკის ქოხმახიც კი იწყებს სითბოთი, სიცოცხლით და შუქით ნათებას. მხოლოდ სიყვარული ფლობს ჯადოსნურ ძალას ღატაკი აქციოს მეფედ. დიახ, სიყვარული თავისუფალია და არ შეუძლია იარსებოს სხვა გარემოში. თავისუფლებაში გასცემს ის საკუთარ თავს სრულიად და უანგაროდ. ყველა კანონდებულებებს, მსოფლიოს ყველა სასამართლოებს არ ძალუძთ აჰგავონ სიყვარული პირისაგან მიწისა. თუ ნიადაგაგი უნაყოფოა, შეუძლია ქორწინებას ნაყოფიერი გახადოს ის? ეს მხოლოდ, ხელიდან გამსხტომი სიცოცხლის უკანასკნელი, თავზეხელაღებული შეტაკებაა სიკვდილთან.

სიყვარული არ საჭიროებს დაცვას ის თავად არის საკუთარი თავის დამცველი. სანამ სიყვარულია სიცოცხლის შემომქმედი, არც ერთი ბავშვი არ აღმმოჩნდება გადაგდებული,მშიერი და გატანჯული. მე ვიცი, რომ ეს სიმართლეა. მე ვიცი ქალები, რომლებმაც დედობის არჩევანი ქორწინების გარეშე გააკეთეს, თუმცა მათ უყვარდათ თავიანთი შვილების მამები. არც ისე ბევრი „კანონიერი“ ბავშვი ტკბება იმ ზრუნვით, იმ დაცვით, იმ ყურადღებით, როგორსაც თავისუფალი დედობა ანიჭებს.

თავისუფლების დამცველებს ეშინიათ თავისუფალი დედობის წარმოშობისა, რადგან ის მათ მოუსპობს თავიანთ ნადავლს. ვინ იომებს? ვინ შექმნის ავლადიდებას? ვინ აწარმოებს პოლიციელებს და ციხის ზედამხედვლებს თუ ქალები შეუსიტყვებლად უარს იტყვიან შვილების გაზრდაზე. ერი! ერი! გაიძახიან მეფეები, პრეზიდენტები, კაპიტალისტები, მღვდლები. უნდა შევინარჩუნოთ ერი, თუნდაც, ამ შემთხვევაში, ქალი გადაიქცეს უბრალო მანქანად. ამასთან ერთად ოჯახის ინსტიტუტი წარმოადგენს ორთქლის გამოსაშვებ ერთადერთ სარქველს, რომელიც ნებას გრთავს გაექცე ქალის დამღუპველ სექსუალურ თავისუფლებას. მაგრამ ეს უგუნური მცდელობები შენარჩუნებულ იქნას დამონებული მდგომარეობა ამაოა. ამაოა ეკლესიის ედიქტები, უზენაეს ხელისუფალთა უგუნური იერიში და კანონის ხელიც კი. ქალს აღარ სურს იყოს ავადმყოფი, სუსტი, დაჩაჩანაკებული და უბედური ადამიანების რასის წარმოების ნაწილი, რომლებსაც არ გააჩნიათ არც ძალა, არც ზნეობრივი ვაჟკაცობა გადააგდონ მონობისა და სიღატაკის უღელი. ამის ნაცვლად ქალს უნდა სიყვარულით აღზარდოს შვილები და ეს იყოს მისი თავისუფალი არჩევანის შედეგი და არა ძალადობის, რომელსაც თავის თავში გულისხმობს ქორწინება. ჩვენ ფსევდომორალისტებს ჯერ კიდევ მოუწევთ მიაღწიონ პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობას ბავშვთან მიმართებაში, რომელმაც უკვე გაიღვიძა ქალში თავისუფლებისადმი სიყვარულის წყალობით. მისთვის უმჯობესია უარი თქვას დედობრივ ბედნიერებაზე, ვიდრე შობოს ახალი სიცოცხლე სამყაროში, რომელიც ნგრევითა და სიკვდილით სუნთქავს. და თუ ქალი ხდება დედა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისცეს ბავშვს ყველაზე საუკეთესო რაც მას თავად გააჩნია. მისი დევიზია – გაიზარდოს ბავშვთან ერთად, მან იცის, რომ მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი აღზარდოს მასში ჭეშმარიტი ქალურობა და ვაჟკაცობა.

იბსენი, როგორც ჩანს, წარმოიდგენდა თავისუფალ დედას, როდესაც ოსტატურად გამოსახა ქალბატონ ალვინგის პორტრეტი (პიესა-„მოჩვენება“). ის იდეალური დედა იყო, რადგან გასცდა ქორწინების საზღვრებს, რადგან გაარღვია ჯაჭვი და საკუთარ სულს თავისუფლად ფრენის უფლება მისცა, სანამ მან აღორძინებული და ძლიერი პიროვნება არ დაუბრუნა. ვაი, რომ ეს მოხდა ძალიან გვიან, რომ გადარჩენილიყო მისი ცხოვრების ბედნიერება, მაგრამ არც ისე გვიან, რომ გაეცნობიერებინა, რომ სიყვარული თავისუფლების პირობებში, წარმოადგენს ერთადერთ მოცემულობას ჭეშმარიტად მშვენიერი ცხოვრებისა. იმათმა ვინც ქალბატონი ალვინგის მსგავსად სისხლი და ცრემლი შეწირეს საკუთარ სულიერ გარდაქმნას, გმობს ქორწინებას როგორც ტყუილს და წვრილმან დაცინვას. მათ იციან, რომ ერთადერთ შემოქმედებით, შთამაგონებელ, ამაღლებულ საფუძველს ახალი სამყაროსა და ადამიანთა ახალი რასის შესაქმნელად წარმოადგენს სიყვარული, იმისდა მიუხედავად გრძელდება ის ცოტა ხნით თუ მარადიულად.

ჩვენს თანამედროვე ჭეშმარიტად პიგმეურ მდგომარეობაში, სიყვარული და სიმართლე უცხოა ადამიანთა უმრავლესობისათვის. გაუგებარი და ყოველი მხრიდან განდევნილი, სიყვარული იშვიათად იდგამს ფესვებს; და თუ ეს ხდება ის სწრაფადვე ხმება და კვდება. მისი ნაზი ქსოვილი ვერ უძლებს დამაუძლურებელი, ყოველდღიური შრომის სტრესს და დაძაბულობას. მისი სული ძალზედ რთულია, რომ შეეწყოს ჩვენი საზოგადოებრივი სტრუქტურის საძაგელ ყეფას. ის ტირის და იტანჯება მათთან ერთად ვისაც ის ესაჭიროება და ამავდროულად არ შეუძლიათ ააღწიონ მის მწვერვალებამდე.

ოდესმე ქალები და მამაკაცები ავლენ მთის მწვერვალზე, ისინი ერთმანეთს შეხვდებიან ძლიერები და თავისუფლები. მზად იქნებიან განიცადონ სიყვარული და გათბნენ მის ოქროსფერ სხივებში. როგორ წარმოსახვას, როგორ პოეტურ გენიას შეუძლია თუნდაც მიახლოვებულად განჭვრიტოს მსგავსი ძალის შესაძლებლობები ადამიანთა ცხოვრებაში?

თუ ოდესმე სამყაროს გაიგებს ჭეშმარიტ სიახლოვეს და ერთობას, მისი მშობელი სიყვარული იქნება და არა ქორწინება.

წყარო:http://magentavision.wordpress.com/


შეტყობინება დაარედაქტირა: Sanins - პარასკევი, 14/02/2014, 22:14
 
snow--ghost
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:20 | შეტყობინება # 2
ავტორი snow--ghost
14/02/2014, 22:20 | პოსტი # 2
--- ▼ ---
აუ
 
Shogo
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:20 | შეტყობინება # 3
ავტორი Shogo
14/02/2014, 22:20 | პოსტი # 3
--- ▼ ---
Quote snow--ghost ()
აუ
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:22 | შეტყობინება # 4
ავტორი Sanins
14/02/2014, 22:22 | პოსტი # 4
--- ▼ ---
აი ეს არის ოჯახის ინსიტუტის სრული კრახი ! :)
 
shaliostro
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:23 | შეტყობინება # 5
ავტორი shaliostro
14/02/2014, 22:23 | პოსტი # 5
--- ▼ ---
მდა
 
Insane
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:25 | შეტყობინება # 6
ავტორი Insane
14/02/2014, 22:25 | პოსტი # 6
--- ▼ ---
Quote Sanins ()
თუ ოდესმე სამყაროს გაიგებს ჭეშმარიტ სიახლოვეს და ერთობას, მისი მშობელი სიყვარული იქნება და არა ქორწინება.

განსაკუთრებით მომეწონა :3
 
snow--ghost
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:30 | შეტყობინება # 7
ავტორი snow--ghost
14/02/2014, 22:30 | პოსტი # 7
--- ▼ ---
დავიწყე კითხვა და ჰოიმეე... ზოგ რამეში იმენა არ ვეთანხმები და რავი.. და სპიოლერში ჩაგესვა ისე
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:39 | შეტყობინება # 8
ავტორი Лилит
14/02/2014, 22:39 | პოსტი # 8
--- ▼ ---
Quote snow--ghost ()
სტრიქონები, რომლებიც დანტემ მოათავსა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე – „თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა.“ შეიძლება მიკუთვნებულ იქნას ქორწინებას.

ჩემი საყვარელი პოემა იმენა ტალახში ამოსვარეს, ჩტო ეტა ზა ბრედ
Quote Sanins ()
ეკლესიის უბადრუკ ქმნილებასთან – ქორწინებასთან?

ვაფშეტა ქორწინება ეკლესიამდე ადრე იყო მოფიქრებული

კაროჩე ალაგ ალაგ წავიკითხე, ძირითადად ძალიან რადიკალური აზრებია.
თუ არ უნდა ქორწინება არავინ აძალებს, არც არავინ არავის აძალებს (არ ვგულისხმობ ზოგ აზიურ ქვეყნებს სადაც ათასი წლებია ეგ არ იცვლება და ვიღაც ნიუეიჯერელი ნაგლი როჟა ამდენიხნის ტრადიციას ვერ შეცვლის)

ქრისტიანული თვლასაზრისით ქორწინება ერთერთ 7 საიდუმლოებათაგანია და ამის გაუქმება იგივეა რაც ზიარების საიდუმლოება ამოიღო საერთოდ სიიდან და საჭიროებიდან.
როგორმე გადაიტანოს რო ქორწინება სექსუალურ საზღვრებს აყენებს და გიწევს ყველაფერი საერთო გქონდეს შენს ქმართან/ცოლთან. რა ამაში ესეთი ტრაგიკული, ადამიანს ბუნებით არ უნდა მარტო ყოფნა და ქორწინება თუნდაც ფურცელზე დაწერილი მხოლოდ, რაღაც სიმბოლოს ქმნის და ურთიერთობის გაფუჭების მომენტებშიც კი გახსენდება ის რომ ერთმანეთს ეკუთვნით და პასუხისმგებლები ხართ ერთმანეთის მიმართ.

მე არ ვარ წინააღმდეგი კსტაწი ჯერ ვიცხოვრო ტიპთან და მერე ვიქორწინოთ თუ ეგრე შემომთავაზებს ის 006
რავი სიძვის დიაცის კატეგორიას გავალ თუ არა იმ ქვეყნად მაგის გამო მარა, მგონი რასაც სიყვარული აქვს საფუძვლად არაფერია დასჯადი :D
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:42 | შეტყობინება # 9
ავტორი Sanins
14/02/2014, 22:42 | პოსტი # 9
--- ▼ ---
Quote Лилит ()
ც ნიუეიჯერელი ნაგლი როჟა

ამან გადააჭარბა :დდ
 
MainUser
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:42 | შეტყობინება # 10
ავტორი MainUser
14/02/2014, 22:42 | პოსტი # 10
--- ▼ ---
რაწაიკითხავს ამდენს.
 
Доктор
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:42 | შეტყობინება # 11
ავტორი Доктор
14/02/2014, 22:42 | პოსტი # 11
--- ▼ ---
Quote Лилит ()
რავი სიძვის დიაცის კატეგორიას გავალ თუ არა იმ ქვეყნად მაგის გამო მარა

ამ ქვეყანაშიც გახვალ მამენტ.ზოგისთვის
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:43 | შეტყობინება # 12
ავტორი Лилит
14/02/2014, 22:43 | პოსტი # 12
--- ▼ ---
Quote Доктор ()
ამ ქვეყანაშიც გახვალ მამენტ.ზოგისთვის

ამ ქვეყნის ჯეკაც დედ 006
 
Aseri
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:44 | შეტყობინება # 13
ავტორი Aseri
14/02/2014, 22:44 | პოსტი # 13
--- ▼ ---
სისულელეა n_zzz n_zzz
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:51 | შეტყობინება # 14
ავტორი vakotura
14/02/2014, 22:51 | პოსტი # 14
--- ▼ ---
ეჰ რამდენი დაქანებული დაიარება ... ! :D
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:54 | შეტყობინება # 15
ავტორი Лилит
14/02/2014, 22:54 | პოსტი # 15
--- ▼ ---
Quote Sanins ()
ამან გადააჭარბა :დდ

ნაგლობა ეგეთი აზრებით აზიურ ქვეყნებში გამოხვიდე მაგალითად
 
mishamaru
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 22:56 | შეტყობინება # 16
ავტორი mishamaru
14/02/2014, 22:56 | პოსტი # 16
--- ▼ ---
აქ თუ ქორწინებას აკრიტიკებ მაშინ ყოველგვარი წაკითხვის გარეშე მინდა გითხრა რომ არ გეთანხმები:)
+მეზარება წაკითხვა
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:00 | შეტყობინება # 17
ავტორი Sanins
14/02/2014, 23:00 | პოსტი # 17
--- ▼ ---
Лилит, გოლდმანი ანარქიას ქადაგებდა და ანარქიზმი აზიაში რო ახსენო ალბათ თავს წაგაწყვიტავენ :დდ მაგრამ რა ვქნა,ამ ქალის არგუმენტები რკინაა,უბრალოდ თუ გააცნობიერებ და დაუფქირდები მიხვდები რომ მართლა სიმართლეს ამბობს.მაგრამ რათქმაუნდა ეს სიმართლე(ჯერ-ჯერობით) ყველასთვის არ არის განკუთვნილი და იმან უნდა შეიცნოს ვისაც ამისი სურვილი აქვს

შეტყობინება დაარედაქტირა: Sanins - პარასკევი, 14/02/2014, 23:01
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:09 | შეტყობინება # 18
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:09 | პოსტი # 18
--- ▼ ---
ისე ჩემი თაობის ვინც ვართ ჩვენი მშობლების უმეტესობას ჯვარი არ ქონდა დაწერილი და რა გამოდის 91 წლის მერე ყველა დაბადებული ბასტარდები ვართ? :დდდდ
ზორი, საბჭოთა კავშირი იყო, არ იყო მაშინ ჯვრისწერა მნიშვნელოვანი :/
ჩემი მშობლებმა კსტაწი 5 წლის უკან დაიწერეს ჯვარი, ი ჩო? -_-
 
AMIKO1995
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:11 | შეტყობინება # 19
ავტორი AMIKO1995
14/02/2014, 23:11 | პოსტი # 19
--- ▼ ---
Quote Лилит ()
5 წლის უკან დაიწერეს ჯვარი, ი ჩო? -_-

აბა მშობლები ათეისტები მყავსო :?
რაც შეეხება თემას ძაან დიდია და ღირს წაკითხვა ავტორის გარდა ლუბოიმ მიპასუხეთ
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:14 | შეტყობინება # 20
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:14 | პოსტი # 20
--- ▼ ---
Quote AMIKO1995 ()
აბა მშობლები ათეისტები მყავსო

ფFFF იმის მერე ეკლესიაში აღარ ყოფილან :დდდ
რა ეტაკათ არ ვიცი მარა დაიწერეს, ეტყობა რაღაც ახალის შეტანა მოუნდათ უერთიერთობაში რავიცი 006
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:16 | შეტყობინება # 21
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:16 | პოსტი # 21
--- ▼ ---
Quote Sanins ()
Лилит, გოლდმანი ანარქიას ქადაგებდა და ანარქიზმი აზიაში რო ახსენო ალბათ თავს წაგაწყვიტავენ :დდ მაგრამ რა ვქნა,ამ ქალის არგუმენტები რკინაა,უბრალოდ თუ გააცნობიერებ და დაუფქირდები მიხვდები რომ მართლა სიმართლეს ამბობს.მაგრამ რათქმაუნდა ეს სიმართლე(ჯერ-ჯერობით) ყველასთვის არ არის განკუთვნილი და იმან უნდა შეიცნოს ვისაც ამისი სურვილი აქვს

Quote Sanins ()
მაგრამ რა ვქნა,ამ ქალის არგუმენტები რკინაა,

პტტფ.. :.! n_zzz
Quote Sanins ()
უბრალოდ თუ გააცნობიერებ და დაუფქირდები მიხვდები რომ მართლა სიმართლეს ამბობს

Quote Sanins ()
მაგრამ რათქმაუნდა ეს სიმართლე(ჯერ-ჯერობით) ყველასთვის არ არის განკუთვნილი და იმან უნდა შეიცნოს ვისაც ამისი სურვილი აქვს

Quote Sanins ()
ვისაც ამისი სურვილი აქვს

ხო ვისაც დაჯერების სურვილი აქ იგი ტყვილსაც და სისულელესაც მსვენივრად იჯერებსს ...:)
.........
ამის ნატელი მაგალიტია "ილუზიონისტები და ხალხი".:D
..
საერტდ რამის დაჯერება როცა გინდა დაჯე რომც იცოდე რომ ჯასტ ე ბულშიტ
მაინც დაააჯერებ შენს ტავსს.!!
..
ასე რომ მართლაც რომ "ბულშიტ" n_happy
 
AMIKO1995
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:17 | შეტყობინება # 22
ავტორი AMIKO1995
14/02/2014, 23:17 | პოსტი # 22
--- ▼ ---
Quote vakotura ()
ასე რომ მართლაც რომ "ბულშიტ"

ანუ არ ღირს წაკითXვა
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:19 | შეტყობინება # 23
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:19 | პოსტი # 23
--- ▼ ---
Quote AMIKO1995 ()
ანუ არ ღირს წაკითXვა

რავი გაჩნია ზოგი ზალისობ და რავი შენც წაიკიტხე ტუ გინდაა.:D:D
ყველანაირი აზრი უნდა გქონდს მაინც მონასმენიი.;)
 
shaliostro
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:19 | შეტყობინება # 24
ავტორი shaliostro
14/02/2014, 23:19 | პოსტი # 24
--- ▼ ---
Quote Лилит ()
ისე ჩემი თაობის ვინც ვართ ჩვენი მშობლების უმეტესობას ჯვარი არ ქონდა დაწერილი და რა გამოდის 91 წლის
გეთანხმები ჩემს ირბვლივ ჩემი მშბოლლების და მთ მეგობრებსაც უნეტესობას ჯვარი არ ქონდათ დაწერილი ეხლა სდაიწერა ბევრმა ჯვარი.
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:19 | შეტყობინება # 25
ავტორი Sanins
14/02/2014, 23:19 | პოსტი # 25
--- ▼ ---
Quote vakotura ()

ხო ვისაც დაჯერების სურვილი აქ იგი ტყვილსაც და სისულელესაც მსვენივრად იჯერებსს ...:)
.........
ამის ნატელი მაგალიტია "ილუზიონისტები და ხალხი".:D
..
საერტდ რამის დაჯერება როცა გინდა დაჯე რომც იცოდე რომ ჯასტ ე ბულშიტ
მაინც დაააჯერებ შენს ტავსს.!!

ილუზიონისტობა და ფილისოფიური ნაშრომი ერთი და იგივეა ? :) საქმეც ეგრე თუ ვამბობთ,თემას ვატრიალებ და შენივე არგუმენტის საპირისპიროს გიბრუნებ.. ადამიანს რაც არ სურს,რაც არ უნდა სიმართლე იყოს მაინც თვალზე აიხსვევს ბინტებს და მაინც არ გაიგებს ;))) !


შეტყობინება დაარედაქტირა: Sanins - პარასკევი, 14/02/2014, 23:20
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:21 | შეტყობინება # 26
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:21 | პოსტი # 26
--- ▼ ---
Quote Sanins ()
,ამ ქალის არგუმენტები რკინაა

რკინა კი არა ლიტონი სიტყვებია
 
AMIKO1995
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:21 | შეტყობინება # 27
ავტორი AMIKO1995
14/02/2014, 23:21 | პოსტი # 27
--- ▼ ---
Quote Sanins ()
ანტაგონისტურად

ეს რას ნიშნავს რამდენმა გაიგეთ?
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:22 | შეტყობინება # 28
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:22 | პოსტი # 28
--- ▼ ---
Quote Sanins ()
ილუზიონისტობა და ფილისოფიური ნაშრომი ერთი და იგივეა ?

ბაზისი სწორედ ერთი აქვტ. ;)
Quote Sanins ()
საქმეც ეგრე თუ ვამბობთ,თემას ვატრიალებ და შენივე არგუმენტის საპირისპიროს გიბრუნებ.. ადამიანს რაც არ სურს,რაც არ უნდა სიმართლე იყოს მაინც თვალზე აიხსვევს ბინტებს და მაინც არ გაიგებს ;))) !

მე არ ვარ რამისკენ მიკერზოებული.!
შენგან განსხვავებიტ რომელიც ზოგადად მოტრფიალეა მასეტი ტიპის იდეებიტ..!
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:23 | შეტყობინება # 29
ავტორი Sanins
14/02/2014, 23:23 | პოსტი # 29
--- ▼ ---
ანტაგონიზმი
პოლიტიკური დაპირისპირების უკიდურესი ფორმა, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების შეურიგებლობით. კონფლიქტოლოგიური ან კლასობირივი თეორიების ფარგლებში მიჩნეულია, რომ მოცემული პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელი ანტაგონისტური წინააღმდეგობები (ვთქვათ, წინააღმდეგობა მემამულეებსა და გლეხებს შორის ფეოდალურ საზოგადოებაში) შეუძლებელია გადაიჭრას ამ სისტემაში, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ანტაგონისტური წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მთელი სისტემის რადიკალური შეცვლით.
 
last_kempachi
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:23 | შეტყობინება # 30
ავტორი last_kempachi
14/02/2014, 23:23 | პოსტი # 30
--- ▼ ---
ისე ეს ქალი თუიყო განათხოვი ეს მაინტერესებს n_lol
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:23 | შეტყობინება # 31
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:23 | პოსტი # 31
--- ▼ ---
Quote AMIKO1995 ()
ეს რას ნიშნავს რამდენმა გაიგეთ?

უარყოფითი პერსონაჟი რა, ანუ ბედ მხარე
 
AMIKO1995
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:24 | შეტყობინება # 32
ავტორი AMIKO1995
14/02/2014, 23:24 | პოსტი # 32
--- ▼ ---
Quote Sanins ()
ანტაგონიზმი პოლიტიკური დაპირისპირების უკიდურესი ფორმა, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების შეურიგებლობით. კონფლიქტოლოგიური ან კლასობირივი თეორიების ფარგლებში მიჩნეულია, რომ მოცემული პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელი ანტაგონისტური წინააღმდეგობები (ვთქვათ, წინააღმდეგობა მემამულეებსა და გლეხებს შორის ფეოდალურ საზოგადოებაში) შეუძლებელია გადაიჭრას ამ სისტემაში, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ანტაგონისტური წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მთელი სისტემის რადიკალური შეცვლით.

მადლობა
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:24 | შეტყობინება # 33
ავტორი Sanins
14/02/2014, 23:24 | პოსტი # 33
--- ▼ ---
Quote vakotura ()
ენგან განსხვავებიტ რომელიც ზოგადად მოტრფიალეა მასეტი ტიპის იდეებიტ..!

ზოდიაქო ამ თემასთან რა კავშირშია ? :დდდ

Quote vakotura ()
ბაზისი სწორედ ერთი აქვტ. ;)

აბა გაგვანდეთ
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:24 | შეტყობინება # 34
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:24 | პოსტი # 34
--- ▼ ---
vakotura, მე და ვაკო ვაფასებთ ქორწინების საიდუმლოებას ხო ვაკო? 004
 
teo_menma
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:24 | შეტყობინება # 35
ავტორი teo_menma
14/02/2014, 23:24 | პოსტი # 35
--- ▼ ---
Quote Shogo ()
აუ
 
shaliostro
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:24 | შეტყობინება # 36
ავტორი shaliostro
14/02/2014, 23:24 | პოსტი # 36
--- ▼ ---
Sanins, როგორ არ შეგეზარა შენ Sanins, პედია უნა გააკეთო n_lol n_lol
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:25 | შეტყობინება # 37
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:25 | პოსტი # 37
--- ▼ ---
AMIKO1995, რა რთულად აგიხსნა :/
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:26 | შეტყობინება # 38
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:26 | პოსტი # 38
--- ▼ ---
Quote Sanins ()
ზოდიაქო ამ თემასთან რა კავშირშია ? :დდდ

მაიცა და ჩემ პოსტში "ზოდიაქო" სად ნახე კაცურადდ..?? 0_0

დამატებულია (14/02/2014, 22:26)
---------------------------------------------

Quote Лилит ()
vakotura, მე და ვაკო ვაფასებთ ქორწინების საიდუმლოებას ხო ვაკო?

მე კი 004
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:28 | შეტყობინება # 39
ავტორი Sanins
14/02/2014, 23:28 | პოსტი # 39
--- ▼ ---
vakotura, წეღან აშკარად ვნახე ო.ო გად ..ჰალუცინაციები..
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:30 | შეტყობინება # 40
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:30 | პოსტი # 40
--- ▼ ---
ისე პატიოსანი ქალები რომ მოგყავთ ცოლად და სიძვის დიაცების გამო რო შემდეგ ტოვებთ მათ,ჰაა? :3
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:33 | შეტყობინება # 41
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:33 | პოსტი # 41
--- ▼ ---
Quote Sanins ()
აბა გაგვანდეთ

პილოსოპიური ნაშრომ რაზეა დამყარებული..?? ??
აა ხო რატქმაუნა
ადამიანის გონების აზროვნების ქმედების დაკვირვება შესწავლაზე და მერე ამ ყველაფრის
იმ კუტხიტ გადმოცემიტ რომელსაც ავტორი მიიჩნევს სწორად
ხაზს ვუსმევ "ავტორი მიიჩნევს" (რაც არ ნშნავს იმას რომ ესატუ ის აუცილებლად სწორია)
ავტორი ტავისი ნააზრებიტ და ფაქტების ინტერპრეტირებიტ ცდილობს ტავისი აზროვნება მოახვიოს ტავს სხვებსაცც.!!
..
ასევეა ილუზიონიზმის ბაზისური საწყისები.!
მას უმაღლეს დონეზე აქვტ შესწავლლი ადამიანტა გონება მარტი ქცევა და ა.შ
და მერე ამ ყველაფერ იყენებენ იმისტვის
რომ წარმატებიტ მოახერხონ ფაქტების ტავისებური ინტერპრეტირება და მატი მაყურებლისტვის ტავზე მოხვევაა.!!
და საკიტხის იმ კუტხიტ დანახება რომლიტაც მატრ უნდატ ეს წარმოაცინონ.!
.......
ხო განსხვავება უბრალოდ ისა რომ
პლოსოპოსი ნაშრომის დაწერისას ზალიტ არ ცდილობდეს რაიმე ტყუილი იდეეის ტავზე მოხვევას მკიტხველისტვისს..!!
ხოლო
ილუზიონსტი კი ყოველტვის განზრახვიტ აკეტებს ამასს.:)
 
mishamaru
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:34 | შეტყობინება # 42
ავტორი mishamaru
14/02/2014, 23:34 | პოსტი # 42
--- ▼ ---
წავიკითხე.უბრალოდ გაურკვეველი ადამიანის მიერ დაწერილ,მშრალი ფაქტებით გამდიდრებულ,დამღლელ
ლექციას გავდა და ჩემი აზრით რაც წავიკითხე უბრალოდ იმას გავს უყურებდე გენიოსს რომელსაც ფეხი ტკივა და ამბობდე ფუ ეს კოჭლიო
Quote last_kempachi ()
ისე ეს ქალი თუიყო განათხოვი ეს მაინტერესებს

მეც მაინტერესებს n_lol
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:35 | შეტყობინება # 43
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:35 | პოსტი # 43
--- ▼ ---
Quote Sanins ()
vakotura, წეღან აშკარად ვნახე ო.ო გად ..ჰალუცინაციები..

აშკარად რომ ჰალუცინაცია ყოფილა..;)

დამატებულია (14/02/2014, 22:35)
---------------------------------------------

Quote Лилит ()
ისე პატიოსანი ქალები რომ მოგყავთ ცოლად და სიძვის დიაცების გამო რო შემდეგ ტოვებთ მათ,ჰაა? :3

ყველა არაა მასეე.!
და ვინც მასეა მაგატ კიდე ტავიანტი შეხედუელებები აქვტ და ტავისივე მოეკიტხებატ..;D
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:36 | შეტყობინება # 44
ავტორი Sanins
14/02/2014, 23:36 | პოსტი # 44
--- ▼ ---
Quote vakotura ()
ადამიანის გონების აზროვნების ქმედების დაკვირვება შესწავლაზე და მერე ამ ყველაფრის
იმ კუტხიტ გადმოცემიტ რომელსაც ავტორი მიიჩნევს სწორად
ხაზს ვუსმევ "ავტორი მიიჩნევს" (რაც არ ნშნავს იმას რომ ესატუ ის აუცილებლად სწორია)
ავტორი ტავისი ნააზრებიტ და ფაქტების ინტერპრეტირებიტ ცდილობს ტავისი აზროვნება მოახვიოს ტავს სხვებსაცც.!!

არ გეწყინოს,მაგრამ ისეთ სურათი იხატება,როგორც ადამიანი რომელმაც არ იცის რეალურად შინგით რა ხდება და გარედან ლაპარაკობს რაღაც თემაზე :) მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა ყოველშემთხვევაში
 
AMIKO1995
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:36 | შეტყობინება # 45
ავტორი AMIKO1995
14/02/2014, 23:36 | პოსტი # 45
--- ▼ ---
Quote Sanins ()
ინტიმური მხარე დამამცირებელი აღმოჩნდება როგორც მამაკაცისთვის ისე ქალისთვის.

მამაკაცისთვის არა მგონია 002
Quote Sanins ()
ემანსიპაცია!

ეს სიტყვა რას ნიშნავს a
მოლედ რაც შეეხება ამ ტემას ეს ქალი ქალებს იცავს ხო არ მინდა ისევ რელიგიისკენ წავიყვანო თემა რო არ დახურონ მაგრამ ერთს ვიტყვი ქორწინება ის არაა რასაც ეს ქალი წერს მეორე ის რასაც ეს ქალი წერს არის ხალხის ბრალი ისეთი კაცების ვისაც წაკითხული აქ ოჯახში კაცია Mტავარი ოჯახის თAვი კაცია და არ წაუკითხია ის რომ ქალი არის როგორც სუსტი ჭურჭელი და სუსტი ჭურჭელივით უნდა მოვექცეთ კიდე რელიგიიდან მოკლედბიბლიიდან შეიძლება ქორწინებაზე ბევრი რამის დაწერა და საერთოდ ქორწინება რა არის რეალურად მაგრამ თემა რომ არ დახურონ არ დავწერ კიდე რა უაზრობაა რა ეკონომირუი გარიგება რა მონომა რა ქალის მონობა ან რატომ უნდა ავნოს ქალმა ქორწინებამდე სხვასთან თუ არ დაწვა თAვის თავს კიდე ქორწინება უნდა იყოს სიყვარულისგან გამომდინარე ლტოლვა სიყვარული არაა ხალხი ვერ ხვდება ამდენს და მაგიტომ დაწერა ამ ქალმა ესე უაზროდ ქორწინებაზე ყველაფერი მაგრამ მართლაია რასაც ხედავდა ის დაწერა ალბათ და ცუდი ბავშობა ქონდა ეტყობა ან ისეთ ადგილას იყო სადაც ქალებს Aაან ამცირებდნენ და ბოლო მინდა დავწერო რაც არ უნდა იყოს ესენია კაი ბოლოს რაც არ უნდა იყოს
n_kiss n_kiss
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:37 | შეტყობინება # 46
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:37 | პოსტი # 46
--- ▼ ---
Quote Sanins ()
არ გეწყინოს,მაგრამ ისეთ სურათი იხატება,როგორც ადამიანი რომელმაც არ იცის რეალურად შინგით რა ხდება და გარედან ლაპარაკობს რაღაც თემაზე :) მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა ყოველშემთხვევაში

ოკ როგორც გინდა ;)

დამატებულია (14/02/2014, 22:37)
---------------------------------------------
მარა იმედი მქონდა მიხვდებოდი და ჩაწვდებოდი ჩემ ნაწრს :)

 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:38 | შეტყობინება # 47
ავტორი Sanins
14/02/2014, 23:38 | პოსტი # 47
--- ▼ ---
AMIKO1995, ჰო კარგია,ეს ქალი ათეისტი იყო და უბრალოდ რელიგია ვერ იქნება გამოყენებული მისი აზრის წინააღმდეგ დავაში
 
vakotura
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:39 | შეტყობინება # 48
ავტორი vakotura
14/02/2014, 23:39 | პოსტი # 48
--- ▼ ---
Quote AMIKO1995 ()
იყოს სიყვარულისგან გამომდინარე ლტოლვა სიყვარული არაა ხალხი ვერ ხვდება ამდენს და მაგიტომ დაწერა ამ ქალმა ესე უაზროდ ქორწინებაზე ყველაფერი მაგრამ მართლაია რასაც ხედავდა ის დაწერა ალბათ და ცუდი ბავშობა ქონდა ეტყობა ან ისეთ ადგილას იყო სადაც ქალებს Aაან ამცირებდნენ და ბოლო მინდა დავწერო რაც არ უნდა იყოს ესენია კაი ბოლოს რაც არ უნდა იყოს

ეჰ ყველა ვერ ხვდება ამას :)
დაე იარონნ..:D
 
AMIKO1995
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:40 | შეტყობინება # 49
ავტორი AMIKO1995
14/02/2014, 23:40 | პოსტი # 49
--- ▼ ---
Quote Sanins ()
AMIKO1995, ჰო კარგია,ეს ქალი ათეისტი იყო და უბრალოდ რელიგია ვერ იქნება გამოყენებული მისი აზრის წინააღმდეგ დავაში

მამენტ მართალიცაა ეგაა რაც ხდება დღეს მსოფლიოში და ალბათ რასაც ხედავდა ეგ დაწერა რეალუად ხალხის ბრალია არ იციან რა არის ქორწინება
 
Лилит
თარიღი: პარასკევი, 14/02/2014, 23:40 | შეტყობინება # 50
ავტორი Лилит
14/02/2014, 23:40 | პოსტი # 50
--- ▼ ---
სწორედ ამიტომ აწუხებთ ესეთი ქაოსური იდეები.
რწმენის არ ქონა შფოთს იწვევს და რაღაცას მიედმოედები რომ აზრი იპოვო რამეში,
მაგრამ რწმენა თუ არ გაქვს არც არაფერს არა აქვს აზრი


შეტყობინება დაარედაქტირა: Лилит - პარასკევი, 14/02/2014, 23:43
 
ფორუმი » Anime & Manga » Archive » ემა გოლდმანი: ქორწინება და სიყვარული (ანუ ერთი ნაბიჯით უფრო მაღლა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: