გვერდი 1 დან1
ფორუმი » Anime & Manga » Archive » minato namikadze F.C
minato namikadze F.C
romiko14
თარიღი: ოთხშაბათი, 20/08/2014, 18:29 | შეტყობინება # 1
ავტორი romiko14
20/08/2014, 18:29 | პოსტი # 1
--- ▼ ---

მინატო-დაბადების დღე: 25 იანვარი
სქესი: მამაკაცი
სიმაღლე: 179.2 cm
წონა: 66.1kg
სისხლის ჯგუფი: B
რანგი: კაგე
აკადემია დაასრულა: 10 წლის
ცოლი: კუშინა უზუმაკი
შვილი: ნარუტო უზუმაკი
იარაღი: დრო-სივრცული კუნაი
ჯუცუები :Contract Seal
Dead Demon Consuming Seal
Eight Trigrams Sealing Style
Flying Thunder God Technique
Four Symbols Seal
Rasengan
Space–Time Barrier
Summoning Technique
Summoning: Food Cart Destroyer Technique

მინატოს შესახებ

მინატო ნამიკაძე, ასევე ცნობილი როგორც კონოჰას ყვითელი ელვა, იყო კონოჰას მეოთხე ჰოკაგე, ის იყო ლეგენდარული სანინი ჯირაიას მოსწავლე და ლეგენდარული მაკოპირებელი ნინძა, ჰატაკე კაკაშის მასწავლებელი!
მისი ცოლი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი ქალი ნინძა, კუშინა უზუმაკი (რომელიც იყო 9 კუდას ჯინჩურიკი) და მისი შვილი არის უზუმაკი ნარუტო.

ბავშვობა
როდესაც მინატო ნამიკაძე სწავლობდა აკადემიაში, მისი ცოლი (კუშინა უზუმაკი) თვლიდა რომ ის გოგოს გავდა და საერთოდ არ მოსწონდა ის. მინატო ოცნებობდა რომ ქალაქში ყველა ნინძას ეღიარებინა ის ჰოკაგე გამხდარიყო. რომელიც კუშინას წარმოუდგენლად მიაჩნდა!
შემდგომში როდესაც კუშინა მოიტაცეს, მინატო იყო ერთად-ერთი რომელიც მიხვდა რომ კუშინა გზად თავის თმებს ტოვებდა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ეს ჩხუბი არ გვინახავს, ჩვენ ვიცით რომ კუშინას მომტაცებლებს ნამიკაძე სასტიკად გაუსწორდა. ამის შემდეგ კუშინას მინატო შეუყვარდა.

რამდენადაც ჩვენ ვიცით იმათგან ვინც მეოთხეს პირადად იცნობდა, ის იყო შინობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური შინობი, ისეთი როგორებიც თაობებში არც კი იბადებიან!
ნამიკაძემ აკადემია 10 წლის ასაკში დაასრულა და ჯირაიას (ლეგენდარული სანინის) ჯგუფში ჩაჯდა. როგორც ვიცით ჯირაიას და მიანტო ძალიან დაახლოვდნენ, მინატო ჯირაიას საყვარელი მოსწავლე გახდა. ჯირაიამ მინატოს ასწავლა მიუბოკუს მთაზე მოაწერინა კონრაქტი.
ჯირაიას ასევე სწამდა რომ მინატო იყო "ბავშვი წინასწარმეტყველებიდან" და მას უნდა გადაერჩინა მთელი მსოფლიო

მინატო და მისი გუნდი
ამის შემდეგ მინატოს ჩააბარეს საკუთარი გუნდი რომელიც შედგებოდა 3 კაცისგან, ესენი იყვნენ რინი, ობიტო უჩია და ლეგენდარული მაკოპირებელი ნინძა - ჰატაკე კაკაში!
მესამე მსოფლიო ომის დროს მინატომ თავისი გუნდი წაიყვანა უსერიოზულეს მისიაზე სახელად "კუსანაგე", ამ მისიის თანახმად მათ უნდა გაენადგურებინათ "კანაბის ხიდი" და დაესრულებინათ შინობის მესამე ომი!
ვინაიდან კაკაში სწორედ იმ პერიოდში გახდა ჯაონინი, მინატომ მისცა მას უფლება რომ მისიაზე ლიდერი ყოფილიყო, სანამ ის კონოჰას უკვე გარღვეულ წინა ფრონტის ხაზს უნდა დახმარებოდა.
თუმცა იქამდე კაკაშიმ პირველად გამოიყენა თავისი ახალი ტექნიკა, ჩიდორი მაგრამ საოცარი საფრთხვის ქვეშ ჩავარდა, სწორედ ამ მომენტში ჩვენ პირველად ვხედავთ ლეგენდარული შინობის "ღმერთის ტექნიკას" რომლითაც მან თავისი მოწინააღმდეგე მიწასთან გაასწორა.
მან მთლიანად გაანადგურა მტრის ელიტური დანაყოფები (თანაც მარტომ) და უკან დაბრუნდა თავისი გუნდის დასახმარებლად! კაკაში და რინი გადაარჩინა, თუმცა ობიტოს გადასარჩენად ვერ მაოსწრო!
მინატომ კანაბის ხიდი გაანადგურო და ამით მესამე შინობის ომი დაასრულა!.

მეოთხე ჰოკაგე
მესამე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მინატო ნამიკაძე (ძალიან ახალგაზრდა ასაკში) დაინიშნა მეოთხე ჰოკაგედ!
სწორედ ჰოკაგეობის დროს მან წაიკითხა ჯირაიას პირველი წიგნი. მას ძალიან მოეწონა მთავარი პერსონაჟის თავგანწირვა და ის სწორედ საკუთარ სენსეის, ჯირაიას მიამსგავსა. მისი ცოლი ამ დროს ორსულად იყო და მინატომ შეატყობინა ჯირაიას რომ ის მთავარი პერსონაჟის სახელს დაარქმევდა შვილს. ჯირაია ეუბნება საყვარელ მოსწავლეს რომ ამ შემთხვევაში ის მისი შვილის ნათლია გამოდის, ხოლო მინატო პასუხობს რომ მას უკეთესი ვერავინ წარმოუდგენია საკუთარი შვილის ნათლიად!

ვინაიდან მისი ცოლი იყო 9 კუდა დემონის ჯინჩურიკი, მისი მშობიარობისათვის სპეციალური პირობები უნდა შექმნილიყო. როგორც ვიცით 9 კუდა დემონის ბეჭედი ყველაზე სუსტი მაშინ ხდება როდესაც ჯინჩურიკი მშობიარობს! ამიტომ მინატომ გარეთ ანბუ დააყენა, შიგნით კი თვითონ ადებდა 9 კუდას ბეჭედს რომ ის არ გამოსულიყო! მაგრამ მადარამ მოკლა ყველა ანბუ და ნარუტო ტყვედ აიყვანა!
მინატომ მოახერხა რომ ნარუტო გადაერჩინა და ის კონოჰაში გადმოატელეპორტირა. ამის შემდეგ ის ისევ მშობიარობის ადგილას, კონოჰასგან მოშორებით გადატელეპორტირდა და კუშინა 9 კუდასგან გადაარჩინა, შემდეგ ნარუტოსთან წაიყვანა!
ამ ყველაფრის შემდეგ მინატო მიდის კონოჰას დასახმარებლად, ვინაიდან მადარამ 9 კუდა სწორედ სოფლისკენ გამოუშვა!

პირველად მინატო შემოტევის ყველაზე ადრეულ მომენტში გამოჩნდა და ქალაქი 9 კუდას "ბიძუს ბომბისგან" გადაარჩინა (ტექნიკა სხვაგან გადაატელეპორტირა) და სცადა რომ მესამესთან წასულიყო რომ ეს ყველაფერი შეეტყობინება, მაგრამ ის ტობიმ (სავარაუდოდ უჩია მადარამ) შეაჩერა და თავისი ტექნიკით (რომელიც მოიაზრებს პიროვნების სხვა განზომილებაში გადაგდებას) მოკვლა სცადა თუმცა მინატომ უკანასკნელ წამს მოახერხა ტელეპორტაცია! მადარა მინატოს დაედევნა და იპოვა!
როდესაც მინატომ და ტობიმ ჩხუბი დაიწყეს, მეოთხემ ტობის ტექნიკის არსი სულ რამდენიმე წამში , პირველივე შეტევის შემდეგ გაშიფრა და შეძლო რომ მისთვის თავისი ტექნიკა, რასენგანი მოერტყა, რის შემდეგაც დაჭრილი ტობი მარტივად მოაქცია თავის ლეგენდარულ "ბეჭედში" რომლითაც ტობის ჩაკრის მიწოდება შეუწყვიტა და 9 კუდა მისი კონტროლისგან გაანთავისუფლა, ტობი გაიქცა!

ამის შემდეგ მინატო ბრუნდება კონოჰაში და ხედავს რომ მესამე სხვა ნინძებთან ერთად ებრძვიან 9 კუდას, თუმცა რათქმაუნდა ვერ უმკლავდებიან!
მინატომ გამოიძახა გამაბუნტა რომ მას რამდენიმე წამით შეეკავებინა 9 კუდა, სანამ ის თავისი ჯუცუს მესამე დონეს გამოიყენებდა და 9 კუდას ქალაქიდან მოშორებით გადაატელეპორტირებდა!
მან ეს რათქმაუნდა მოახერხა და 9 კუდასთან ერთად მან ცოლშვილის გადაიყვანა!

კუშინამ მინატოს შესთავაზა 9 კუდა ისევ მასში ჩაებეჭდა და ის 9 კუდასთან ერთად მომკვდარიყო, თუმცა მინატომ სხვა გეგმა შეიმუშავა,მას კუშინას 9 კუდას მინატოში ჩაბეჭდვა შესთავაზა.
ამის გასაკეთებლად კი თავისი ლეგენდარული ტექნიკა, "სიკვდილის დაღი" გამოეყენებინა!
კუშინა სასტიკი წინააღმდეგია, ვინაიდან ამ შემთხევავში მინატოც მოკვდებოდა და ნარუტოს მარტოხელა ცხოვრება ექნებოდა. მაგრამ მინატო ამბობს რომ თუ 9 კუდა თავისუფლად ივლიდა ეს კონოჰას და ცეცხლის ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნიდა, თანაც ეს კონოჰას სხვა ქალაქზე უფრო დაბლა დააყენებდა რაც ძალების დისბალანსს და საბოლოო ჯამში მეოთხე შინობის ომს გამოიწვევდა. მინატოს სწამდა რომ სწორედ მისი შვილი უნდა ყოფილიყო "ბავშვი წინასწარმეტყველებიდან" სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან რომ დაედო ისეთი ბეჭედი რომლითაც ნარუტო მთლიანად შეძლებდა 9 კუდას კონტროლს, ხოლო მის სრულ კონტროლამდე 9 კუდას ჩაკრის პატარა ნაწილების გამოყენებას! მაგრამ ამ ბეჭედს ერთი მინუსი ჰქონდა - მას არ შეეძლო იმ რაოდენობის ჩაკრის ჩაბეჭდვა რამდენის 9 კუდას ჰქონდა, სწორედ ამიტომ გამოიყენა მეოთხე ჰოკაგემ სიკვდილის დაღი.
მან 9 კუდა ორ ნაწილად გაყო, ერთი ნაწილი საკუთარ თავში ჩაბეჭდა, ხოლო მეორე საკუთარ შვილში.

როდესაც 9 კუდა მიხვდა რას აპირებდა მინატო, მან ნარუტოს მოკვლა სცადა, თუმცა კუშინამ და მინატომ ის თავისი ლეგენდარული დაცვით (Sealing Prison) დააკავეს და დაიჭირეს! სანამ კუშინა ნარუტოს რამდენიმე ფინალურ სიტყვას ეუბნებოდა, მინატომ ბაყაყ გეროტოგას 9 კუდას ბეჭდის გასაღები გადასცა და ჯირაიასთან გაატანა, გასაღები რომლითაც მის შვილს ოდესმე 9 კუდა უნდა დაემორჩილებინა!
მინატომ თავისი ცოლის და საკუთარი დარჩენილი ცაკრებიც ასევე აღბეჭდა თავის შვილში. თვითონ მაშინ უნდა გამოჩენილიყო როდესაც 9 კუდას მერვე კუდი ამოუვიდოდა, ხოლო მისი ცოლი როდესაც გეროტოგას გასაღებით ნარუტო 9 კუდას კლიტეს გახსნიდა და მის დამორჩილებას ცდიდა!.
რა მოხდა მისი სიკვდილის შემდეგ
ქალაქში დაბრუნებულმა მესამეს, ყველას შეატყობინა მინატოს სურვილზე "რომ ქალაქში ნარუტო გმირად ჩაეთვალათ" (მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გვინახავს როდის უთხრა მინატომ სარუტობის ეს, წესით და რიგით ტექნიკის დასრულების შემდეგ, ნამიკაძე უნდა მომკვდარიყო, თუმცა ანიმეშიც და მანგაშიც ნათლად არის ნათქვამი რომ მინატომ სარუტობის თავისი უკანასკნელი სურვილი გაანდო, სწორედ ეს ჰბადებს უდიდეს ეჭვს იმის შესახებ რომ მინატო რეალურად ცოცხალია) მაგრამ მცხოვრებლებმა ნარუტო ვერ აღიქვეს გმირად და სცადეს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონოდათ 9 კუდა ჯინჩურიკისთან. სწორედ ამის შემდეგ სარუტობიმ აკრძალა 9 კუდაძე საუბარი იმისი იმედით რომ ახალ თაობას არ ეცოდინებოდა ტკივილი რომელიც 9 კუდამ ქალაქს მიაყენა და მათ ნარუტო არ შესძულდებოდათ.
მესამე ჰოკაგემ ნარუტოს თავისი დედის გვარი მისცა, რომ მისი და მამამისის კავშირი მეოთხის მტრებისთვის (და მას ისინი ძალიან ბევრი ჰყავდა, იმისი გათვალისწინებით რომ მესამე შინობის ომის დროს მან თითქმის ნახევარი შინობის სამყარო დააჩოქა) არ ყოფილიყო ცნობილი.
მესამემ სცადა ლეგენდარული შინობის შვილისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები შეექმნა, მისი მშობლები კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა (ესენი იყვნენ თვითონ მესამე, სასკე უჩიას დედა, კაკაში , ჯირაია, ქალაქის უმაღლესი საბჭო, უხუცესები, ცუნადე)

მინატოს სიკვდილის შემდეგ მესამეს მოუწია რომ თავისი პოზიცია დაებრუნებინა როგორც მესამე ჰოკაგეს, ვინაიდან მან ვერავინ იპოვა ისეთი კალიბრისა და ძალის როგორიც თვითონ მეოთხე იყო.
მეოთხე ჰოკაგე ქალაქის უდიდეს ლეგენდად იქცა და დასახელებული იყო როგორც ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნინძა, მას უტოლებდნენ პირველ ჰოკაგე, ჰასირამა სენჯუს, თუმცა თვითონ მესამე (ადამიანი რომელიც იცნობდა ყველა ჰოკაგეს პირადად) ამბობდა რომ სწორედ მეოთხე იყო უძლიერესი ჰოკაგეთა შორის.

ვინაიდან მინატომ ვერ მოახერხა ქალაქის მცხოვრებლებისთვის მოეყოლა რა მოხდა რეალურად, ყველა მცხოვრებმა საკუთარი დასვკნა გამოიტანა. თვითონ ჯირაია ამბობდა რომ მინატო ცხოვრებაში არაფერს აკეთებდა ისე და მას რაღაც უფრო დიდი მიზანი ექნებოდა.

მიუხედავად იმისა რომ ნარუტომ არ იცოდა კავშირი მისი და მეოთხეს შორის, ნათლად ჩანს რომ ის მეოთხეს ყოველთვის აღმერთებდა.
ის მეოთხეს თვლიდა ადამიანად რომელმაც საკუთარი თავი გაწირა ქალაქისთვის და ყოველთვის ძალიან გახარებული იყო როდესაც ჯირაია და კაკაში მისი და მეოთხის მსგავსებას აღნიშნავდნენ!
როდესაც ნარუტომ გაიგო მამამისის შესახებ, ის შოკში იყო, თუმცა მაინც ამაყობდა რომ მეოთხის შვილია.

მინატოს დაღუპვიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, კილერ ბიმ აღნიშნა რომ მინატომ თავისი ლეგენდარული ტექნიკა რასენგანი, "ბიძუს ბომბაზე" დაკვირვებით შექმნა, თუმცა რეალურად არ არის ცნობილი რამდენად იცნობდნენ ერთმანეთს ეს ადამიანები, ალბათ ამას მომავალში გავიგებთ.
მინატო როგორც პიროვნება
ჯირაიასა და ცუნადეს ფინალური საუბრის დროს, ისინი აღნიშნავენ რომ მიუხედავად მინატოს დიდი ფიზიკური მსგავსებისა თავის შვილთან, ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ბუნებით.
მინატო იყო მუდამ წყნარი, მობილიზებული და სწრაფად მოაზროვნე ადამიანი. მტერთან ის სრულიად ცივ სისხლიანი იყო, მას შეეძლო მოეკლა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ადამიანი რომელიც მის ოჯახს ან ქალაქს ემუქრებოდა. როგორც ჩანს მისმა ძალამ და მუდამ წყნარმა გამოხედავ ძალიან დიდი შიში დანერგა სხვა ქალაქებში, ცნობილია რომ სხვა ქალაქის ნინძებს ასწავლიდნენ რომ გაქცეულიყვნენ მინატოს დანახვაზეც კი.
როგორც ჩანს ის ამპარტავანი არ ყოფილა და გარშემო ადამიანებს დიდ პატივს სცემდა, მას არ უყვარდა სხვა ადამიანებზე ბევრი საუბარი, თუმცა აღნიშნულია რომ ის ძალიან სასიამოვნო პიროვნება იყო.
ასევე ნათქვამია რომ მას სიგიჟემდე უყვარდა თავისი ცოლი და შვილი, ერთად-ერთი მომენტი როდესაც ის ანერვიულები ვიხილეთ იყო მაშინ როდესაც კუშინას ტკივილი დაინახა მშობიარობისას და ერთად-ერთხელ როდესაც მან იტირა, იყო როდესაც მისი შვილი დაიბადა.

ჯირაია ამბობდა რომ მინატო საოცარი პიროვნება იყო, რომელიც ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერს აკეთებდა.
ის შინობის სამყაროში იყო აღიარებული თავისი ძალისა და გონების გამო!
მასაც შვილისავით სურდა რომ ის ყველას ეღიარებინა, მისი ერთგულება მეგობრებისა და სოფლის მიმართ ყველასთვის შთაგონების წყაროდ იქცა, რამაც საბოლოოდ მინატო მეოთხედ აქცია

მინატოს ძალები და შესაძლებლობები
ჯირაიაზე დაყრდნობით, მინატო იყო ერთ-ერთი ყველაზე ტალანტური და გენიალური შინობი რომელიც კი ოდესმე დაბადებულა. ანკო მიტარაში ქალაქზე ოროჩიმარუს თავდასხმისას მესამეს ეუბნება რომ ის ოცნებობს რომ ეხლა მეოთხე ცოცხალი იყოს და ოროჩიმარუ მოკლას.
მესამე შინობის ომის დროს როგორც უკვე ვთქვით, ნინძებს ასწავლიდნენ რომ მის დანახვაზე გაქცეულიყვნენ. მინატო იმდენად ძლიერი იყო რომ ის 9 კუდას დარტყმებს მარტივად იგერიებდა, რის გამოც ტობის პირადად მოუწია მასთან შერკინება!
ბრძოლის ბოლოსკენ (როდესაც მინატომ 9 კუდა ტობის კონტროლისგან გაანთავისუფლა) ტობი ამბობს "დამჭრა და ამავე დროს გაანთავისუფლო 9 კუდა ჩემი კონტროლისგან ერთი მოძრაობით, შენ ნამდვილად იმსახურებ მეოთხე ჰოკაგეს ტიტულს"

ჯირამამ მინატოს ასწავლა გამოძახება (მოაწერინა ხელი მიუბოკზე) და მინატოს ჰქონდა იმდენად დიდი ჩაკრის მარაგი რომ თავისუფლად შეეძლო გამაბუნტას გამოძახება, ასევე ნათქვამია რომ მინატო შედიოდა იმ ადამიანთა ძალიან მცირე რიცხვში ვისაც გამაბუნტა თავისი ნებით და სურვილით ეხმარებოდა, გამაბუნტა მინატოს თანასოწრად მიიჩნევდა.

ისევე როგორც მეორე ჰოკაგე, ტობირამა სენჯუს. მინატოს ჰქონდა ძალა რომ გაეგო რამდენიმე ადამიანი იყო გარშემო მხოლოდ თითის მიწაზე დადებით (ეს ჩვენ კაკაშის ქრონიკებში ვნახეთ)

ტაიჯუცუ
ნათქვამია რომ მინატო ლეგენარულად ცნობილი იყო თავისი სისრაფით და წარმოუდგენლად სწრაფი რეფლექსებით (ფორუმზე მქონდა კამათი ქონდა თუ არა მინატოს ფიზიკური სისწრაფე, ნამდვილად ვერ ვიკამათე არ ვიცოდი, თუმცა წავიკითხე მასასისთან ინტერვიუ და მან დაადასტურა რომ ის წარმოუდგენელი სისწრაფის მატერებელი იყო) ცნობილია რომ თავისი ტელეპორტაციის გარეშე, მინატო პრაქტიკულად ბგერის სისწრაფით მოძრაობდა (ისიც კია ნათქვამი რომ მის სისრაფეს მხოლოდ ორი შინობი თუ შეედრებოდა, მეორე ჰოკაგე და იტაჩი უჩია)
და მას ჰქონდა იმდენად განვითარებული რეფლექსები რომ ტობის მომაკვდინებელი ტექნიკისგანაც კი მოახერხა განთავისუფლება

ასევე მას ჰქონდა შემუშავებული სპეციალური სტილი ბრძოლის, რომლისთვისაც თავის სპეციალურ კუნაის იყენებდა (ბევრს გონია რომ მის გარეშე მინატოს არ შეეძლო ტელეპორტაცია, მინდა გითხრათ რომ ცდებით) როგორც ცნობილია მინატომ ეს ტექნიკა ძალიან მარტივი ლოგიკით მოიფიქრა. (ეს მესამე მსოფლიო ომის დროს მოხდა) ის ამბობდა რომ კუნაის სროლა ელიტურ ნინძასთან ბრძოლის დროს, ასეთი დონის მეტოქეს ყოველთვის უყურადღებოდ რჩება, საიდან გამომდინარეც ეს მას უდიდეს უპირატესობას ანიჭებდა.
მან შემდგომში ეს ტექნიკა დახვეწა და კუნაის ბეჭდები ისე დაადო რომ მომენტალურად შეძლებოდა მათთან გადატელეპორტირება, ამ ტექინკის საშუალებით მას 100 ან 200 ელიტურ ნინძასთან შებრძოლება და მათი თვალის დახამხამებაში დახოცვაც კი შეეძლო.
თანაც როგორც ვიცით მინატოს ამ კუნაების გამოყენებით ტელეპორტაციაში ბევრად უფრო ნაკლები ჩაკრა ეხარჯებოდა და ტელეპორტაციებს შორის ინტერვალს ნახევარი წამიდან, წამის მეათედამდე ამცირებდა

რასენგანი
შეუძლებელია ვისაუბროთ მინატო ნამიკაძეზე და გამოგვრჩეს მისი ლეგენდარული რასენგანი, რომელიც მას ბიძუს ბომბაზე დაკვირვებით 3 წლის განმავლობაში შექმნა.
რეალურად მინატომ შექმნა A კლასის უძლიერესი ტექნიკა რომელმაც მაქსიმალურ დონეზე აიყვანა ფორმის მართვა!
ცნობილია რომ მინატომ სპეციალურად შექმნა ტექნიკა ისე რომ თვითონ ბეჭდების ფორმირების გარშე, ერთი ხელით შეესრულებინა იგი.
ამასთანავე ის უდიდეს კონტროლს ფლობდა საკუთარ ტექნიკაზე, რის გამოც მისი რასენგანი დაახლოებით ერთი მესამედით უფრო დიდი იყო ნებისმიერი სხვა პერსონაჟის მიერ შესრულებულზე.
მინატოს მიერ ტექნიკის გამოყენების სისწრაფე (ცნობილია რომ ის ტექნიკის ფორმირებას 1 წამში ახდენდა) და თვითონ მინატოს სისწრაფეც მას უდიდეს ძალას აძლევდა მტრის წინააღმდეგ.
მას ასევე სურდა ტექნიკის თავის სტიქიასთან შეთავსება, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, ვინაიდან მას დრო არ ეყო რომ მოეფიქრებინა როგორ გაკეთებინა ეს (ის გარდაიცვალა)

დრო სივრცული ნინჯუცუ
მინატო იყო ძალიან ცნობილი თავისი უნიკალური დრო-სივრცული ნინჯუცუთი (ესეც დავაზუსტე, არა მარტო სივრცული არამედ დროულ სივრცულ ნინჯუცუდ ითვლებოდა)
რომლის მეშვეობითაც მას შეეძლო ნებისმიერ ადგილას ტელეპორტირება სპეციალური ბეჭდების დახმარებით. სწორედ ამ ტექნიკის მეშვეობით მიიღო მან თავისი მეტსახელი "ყვითელი ელვა"

თავისი ლეგენდარულ კუნაებზე მას სპეციალური ბეჭდები ჰქონდა რომლებთანაც ტელეპორტირება ნებისმიერ წამს შეეძლო, თუნდაც მას ეს ადგილი თვალით არ ჰქონოდა ნანახი ან ეს კუნაი ჰაერში მიფრინავდა.
სწორედ ამ სტილის დახმარებით მინატოს შეეძლო თვალის დახამხამებაში მთელი ბატალიონების მიწასთან გასწორება

მას ასევე უმაღლეს დონეზე ჰქონდა ბეჭდების წარმოქმნა გაკეთებული, მას ხელის გულზე შეეძლო წარმოექმნა შესაბამისი ბეჭედი და მტერთან შეხებისას უმარტივესად მიემაგრებინა ეს ბეჭედი მისთვის, რის შემდეგაც მან ყოველთვის იცოდა სად იყო მტერი და ყოველთვის, ნებისმიერ დისტანციაზე შეეზლო მასთან წამის მეასედში აღმოჩენილიყო.
სწორედ ასეთი ბეჭედი მან ცოლის 9 კუდას ბეჭედს დაადო, რომელიც ძალიან დაეხმარა 9 კუდას პირველი დარტყმისას მისი კოორდინატების ზუსტ გამოთვალში.

ამ ტექნიკას იგი ასევე თავდაცვისთვის იყენებდა, მას შეეძლო ისეთი წარმოუდგენლად ძლევამოსილი ტექნიკას კი როგორიც ბიძუს ბომაა უბალოდ დარტყმამდე სხვა ადგილას "გადაეგდო"
მას ასევე ეყო ჩაკრა რომ თვითონ 9 კუდას გადაეტელეპორტირებინა ქალაქის მოშორებით!

ბეჭდების დადება (ფუინჯუცუ)
მინატო ასევე ძალიან ცნობილი იყო თავისი ბეჭდების დადებით, ანუ ფუინჯუცუთი
რომელიც მას თავისმა ცოლმა, კუშინა უზუმაკიმ ასწავლა!
მას შეეძლო პრაქტიკულად ყველა არსებული ბეჭდის იდეალურად გამოყენება, ასევე მას შეეძლო სხვა შინობისთვის ჩაკრის მიწოდების, გამოძახების კონტროლის, გენჯუცუს ჩახშობის საშუალება.

მისი იდეალურად შესრულებული ბეჭდის ნათელი მაგალითი, ლეგენდარული 4 კლიტიანი ბეჭედია რომელიც მან ნარუტოს დაადო, მისი საშუალებით ნარუტოს არ მოუწევდა მთელი 9 კუდას ან მისი ცალკეული ფიზიკური ნაწილების გამოშვება, არამედ მხოლოდ ჩაკრის გამოტანა და თავის ჩაკრასთან შერევა.

გონებრივი შესაძლებლობები
მინატო იყო ცნობილი თავისი სწრაფი გონებით. იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გონიერი ნინძა, საოცარი დედუქციური მეთოდებით და ცალკეული ხელოვნებების, პოლიტიკისა და ტექნიკების ცოდნით.
მას შეეძლო ნებისმიერი ახალი ტექნიკის გაშიფრვა, მისი მინუსების და პლიუსების გამოვლენა და სუსტი ადგილის პოვნა წამებში, როგორც ეს ჩიდორიზე, ან თუნდაც ტობის ტექნიკებზე გააკეთა.
სერიალის და ანიმეს უდიდეს ნაწილში ჩვენ მინატო მხოლოდ და მხოლოდ წარსულში გვხვდება, თუმცა არის მომენტი (როდესაც ნარუტოს 8 კუდი ამოუვა) ჩვენ მას ვიხილავთ რეალურ დროში.
ის გამოელაპარაკება თავის შვილს, აღუდგენს ბეჭედს.
ის ნარუტოს ესაუბრება პირდაპირ, ნარუტო სწორედ მაშინ გაიგებს რომ მეოთხის შვილია.
მინატოს თუნდაც ძალიან ცოტა ჩაკრით ეყო ძალა რომ ნარუტოს ქვეცნობიერებაში დამატებითი სივრცე შეექმნა, მხოლოდ იმისთვის რომ წყნარად გასაუბრებოდა.

მან შეატყობინა შვილს ტობის შესახებ, ასევე აუხსნა რომ დამნაშავე პეინი კი არა შინობის სამყარო იყო..
მან კონოჰას და მსოფლიოს მომავალი საკუთარ შვილს ჩააბარა!...
ხელმოწერა

წევრები

Code
es tema aris mara patroni ar yavs da me mivxedav


შეტყობინება დაარედაქტირა: romiko14 - შაბათი, 20/09/2014, 17:53
 
FriendBall
თარიღი: ოთხშაბათი, 20/08/2014, 18:32 | შეტყობინება # 2
ავტორი FriendBall
20/08/2014, 18:32 | პოსტი # 2
--- ▼ ---
მოდი ერთი ჩამწერე მინატო ნამიკაზეში მაინც ნარუტოში პირველად ეს დამევასა n_kiss n_kiss
წარმატებები ფც ს qm
 
romiko14
თარიღი: ოთხშაბათი, 20/08/2014, 18:36 | შეტყობინება # 3
ავტორი romiko14
20/08/2014, 18:36 | პოსტი # 3
--- ▼ ---
Code
ჩაგწერე
 
kiubi
თარიღი: ორშაბათი, 25/08/2014, 18:49 | შეტყობინება # 4
ავტორი kiubi
25/08/2014, 18:49 | პოსტი # 4
--- ▼ ---
ჩამწერე.

დამატებულია (25/08/2014, 17:49)
---------------------------------------------
ჩამწერე.

 
GODSPEED
თარიღი: კვირა, 07/09/2014, 15:28 | შეტყობინება # 5
ავტორი GODSPEED
07/09/2014, 15:28 | პოსტი # 5
--- ▼ ---
ჩამწერე.
 
sakuraa
თარიღი: პარასკევი, 12/09/2014, 23:57 | შეტყობინება # 6
ავტორი sakuraa
12/09/2014, 23:57 | პოსტი # 6
--- ▼ ---
კითხვა მაქვს მინატო 1 წელი იყო ხომ ჰოკაგე ??
 
urahara_gamosaskevebuli
თარიღი: შაბათი, 13/09/2014, 00:09 | შეტყობინება # 7
ავტორი urahara_gamosaskevebuli
13/09/2014, 00:09 | პოსტი # 7
--- ▼ ---
modi shevafasot minatos mogvaweoba
1 gundidan obito nokvda da mere gaborotda kakashi gamosirda rini daibrida
uchihas klanibgawyda kurama obitom gampiyvana rac cudad damtavrda minatos mogvaweobidan iwyeba yvelaferi cudi itachim minatos shecdomwbi gamoaswora ise rom icodet me rom kitxo xiruzeni magar sulelurad moiqca orocha an jeraia rom ar daniahna hokaged
 
sakuraa
თარიღი: შაბათი, 13/09/2014, 01:00 | შეტყობინება # 8
ავტორი sakuraa
13/09/2014, 01:00 | პოსტი # 8
--- ▼ ---
წერა მეზარება უბრალოდ მინატო რა შუაშია ოჰჰჰ არადა 4 ჰოკაგეზე ლეგენდები დადის და შEნ ამბობ ჰოკაგეობას არ იმსახურებდაო
 
GODSPEED
თარიღი: ხუთშაბათი, 16/10/2014, 22:16 | შეტყობინება # 9
ავტორი GODSPEED
16/10/2014, 22:16 | პოსტი # 9
--- ▼ ---
რატო "NAMIKADZE" და არა "NAMIKAZE" ? :D XD
 
Azrael
თარიღი: კვირა, 09/11/2014, 14:39 | შეტყობინება # 10
ავტორი Azrael
09/11/2014, 14:39 | პოსტი # 10
--- ▼ ---
წარმატებები ფან-კლუბს :) და ჩამწერე
 
pessmasteraa
თარიღი: ორშაბათი, 02/02/2015, 22:02 | შეტყობინება # 11
ავტორი pessmasteraa
02/02/2015, 22:02 | პოსტი # 11
--- ▼ ---
Quote urahara_gamosaskevebuli ()
orocha

ოროჩაგა უნდოდა დკონოჰას და ეგაა
Quote urahara_gamosaskevebuli ()
jeraia

ჯერაი კი არ თვლიდადა საკუთარ თავს რომ ჰოკაგეობის ღირსი იყო
Quote urahara_gamosaskevebuli ()
uchihas klanibgawyda

სადაჩანს ანიმეში რომ მინატოს უჩიხას კლანის გაწყვეტაში რამე წვრილი მიუძგვის?
 
alfa
თარიღი: ოთხშაბათი, 11/02/2015, 22:28 | შეტყობინება # 12
ავტორი alfa
11/02/2015, 22:28 | პოსტი # 12
--- ▼ ---
fx დახურულია ... მიზეზი არაა ამის ღირსი მინატო მკვდარი თემა !
 
ფორუმი » Anime & Manga » Archive » minato namikadze F.C
გვერდი 1 დან1
ძებნა: