აქ დავწეროთ პერსონაჟების სია,რომლებმაც გაიმარჯვეს თქვენი აზრით ნომინაციებში:
1.ყველაზე EPIC პერსონაჟი 2.ყველაზე ზეგზი პერსონჟი :3 (სექსუალური ანუ, ქალი ან კაცი) 3.ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი 4.ყველაზე ფეილ პერსონაჟი 5.ავტორის მიერ საუკეთესოდ დამუშავებული პერსონაჟი.
ცოტა უფრო ვრცლად თუ დააფიქსირებთ თქვენ აზრზს კარგი იქნება.. :3
1.ყველაზე EPIC პერსონაჟი - საიტამა 2.ყველაზე ზეგზი პერსონჟი :3 (სექსუალური ანუ, ქალი ან კაცი) - ნიკო რობინი 3.ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი - ნიკო რობინი(ვერი სმარტ პერსონ) 4.ყველაზე ფეილ პერსონაჟი - ნახევარაბიტა 5.ავტორის მიერ საუკეთესოდ დამუშავებული პერსონაჟი. - ჰიმურა კენშინ ალბათ(რაც მე მინახავს იქიდან რა)
1.ყველაზე EPIC პერსონაჟი-შუნსუი 2.ყველაზე ზეგზი პერსონჟი :3 (სექსუალური ანუ, ქალი ან კაცი) -იორუიჩი 3.ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი -აიზენი 4.ყველაზე ფეილ პერსონაჟი -მინატო 5.ავტორის მიერ საუკეთესოდ დამუშავებული პერსონაჟი.-ბევრია..ძალიან ბევრია.
1.ყველაზე EPIC პერსონაჟი : დიო ბრანდო 2.ყველაზე ზეგზი პერსონჟი :3 (სექსუალური ანუ, ქალი ან კაცი) : პისკეს ალბაფიკა,ოფც. 3.ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი : კირა(დნდან არა) 4.ყველაზე ფეილ პერსონაჟი : მინატო 100%ით 5.ავტორის მიერ საუკეთესოდ დამუშავებული პერსონაჟი : ბევრნი არიან ალბათ მეტი ჯჯბადან იქნება,დბზდან და სეინტ სეიიადანაც
aizen(ბლიჩი),შინჯი(ბლიჩი),სტარკი(ესეც მაქედანაა) aizens რაც შეეხება.იგი თავად ეპიკურობაა ჩემთვის.თითოეული გამოხედვაც კი უზომოდ ეპიკურია. შინჯის რაც შეეხება:ამის ხმლის დატრიალებაა უკვე ეპიკურობის მწვერვალია. აი არ შემიძლია სტარკიც არ გამოვყო(ბლიჩი ესეც) სორი ბათ აიემ პრიმერა სიკვდილიც ძალიან ეპიკური ქონდა. ყოვლად ძლიერი პერსონაჟია. ნარუტოდან მინატოა ჩემთვის ყველაზე ეპიკური. ვან პისიდან ლო,ეისი შამა კინგშიც უამრავი ეპიკური პერსონაჟია ტიტანებში მიკასა უძლიერესია მარა მაინც პირველზე აიზენია.
არცერთ კატგორიაში ორ პერსონაჟზე ვერ ჩამოვალ, ამიტომაც ჩემს კატეგორიებს დავამატებ
6. ყველაზე მაგარი პირსისხლიანი მანიაკი:
ანიმეში და მანგაში ხშირად ჩითავს "დაკრეჭილი მანიაკის" ტიპაჟი. სხვადასხვა ვარიაციებია მაგისი, პერსონაჟი რომელსაც ან ჩხუბებე უსწორდება ან სადისტური გადახრები აქვს ან უბრალოდ ერთობ ძალადობრივი მასტია და ა.შ, მაგრამ ყველა ვარიანტს გაუწონასწორებულობა და დაღრეჭილი სიფათების კერვისკენ მიდრეკილება აერთიანებს. მაგალითად ჰელსინგის დასის 90% პროცენტი ამის რომელიღაცა ნაირსახეობაა.
ხოდა მე ვირჩევ
Vino- Baccano
სერიალიდან სადაც სადისტი მანიაკების ნაკლებობა მაინცდამაინც არ აღინიშნება. შესაძლო სპოილერებია,თუ გაინტერესებთ,არ იქნება ურიგო ჯერ ბაკანო ნახოთ. სიტყვაზე მენდეთ, კაი რაღაცაა.
არის რა სასტიკი და დახელოვნებული კაცისმკვლელი, ბუნების ძალასავით შეუჩერებელი და დამანგრეველი და შიშისმომღვრელი, როგორც ზებუნებრივი მონსტრი. კაი რამოდენიმე სერია ბილდაპი მიდის სანამ ნორმალურად გაგვაცნობენ, რასაც ძალიან დიდი ეფექტი აქვს. თუ ჩაეკითხებით, ავადმყოფური მსოფლმხედველობა აქვს, რომელიც მის უკიდეგანოდ გაბერილ თვითშეფასებაზეა დაფუძნებული, მაგრამ იგი თავის სიტყვას საქმითაც განამტკიცებს, რადგან შემზარავი ელეგანტურობითა და სიმარტივით დომინირებს თითქმის ყველაფერზე, რასთანაც კი კონფლიქტში მოდის. მისი უნარიანობა ლამის არაადამიანურია და ზოგან იგი მართლა ზებუნებრივი ძალასავით წარმოგვიდგება... და ეს სერიალში, სადაც ჭეშმარიტი ზებუნებრივი ძალები არსებობენ... კი, იქ სადაც საოცარი ზებუნებრივი უკვდავების მთელი ჯგროა, ეს ტიპი ახერხებს, ყველაზე არაადამიანურ ძალად წარმოჩნდეს ხოლმე, იმის მიუხედავად რომ უბრალო მოკვდავია.
რაც კიდევ საინერესოა, იგი უარყოფითი პერსონაჟი არ არის. ერთგვარი "ნეიტრალური" სიკვდილის მანქანაა, თავისი მორალებიც აქვს და "კარგებს" ან უბრალოდ ვინც ევასება იმას არ ეხება და "ცუდ ტიპებს" უსასტიკესად უსწორდება. უფრო მეტიც, თითქმის ყველა "დადებით" პერსონაჯთან კარგი ურთიერთობა აქვს. მას ადამიანური მხარეც კი აქვს. როცა სისხლით გასვრილი არ დადის და დასახიჩრებული გვამების წარმოებით არაა დაკავბული, ძალიან "საკაიფო" მეგობრული მასტია. თავისი სასაცილო თვისებებით.
შემზარავი და მომხიბვლელი, კლერ სტენფილდი, იგივე "ვინო".
სხვა კანდიდატები: ლად რუსო იმავე ანიმედან, ეგეც ქარიზმატული მანიაკი. რიომა ნაგარე Getter Robo-დან, გიჟი კარატისტი და რობოტების პილოტი.
7. საუკეთესო ლუზერი:კაიჯი იტო (Kaiji)
იგი არის კაცი, რომელიც ყოველთვის რამენაირად ახერხებს თავი ყველაზე უბედურ სიტუაციაში ამოყოს. ისევ და ისევ მიექანება უფსკრულისაკენ, ისევ და ისევ აღმოჩნდება ხოლმე დაქცევის პირას. საკმაოდ რეალური პრობლემებით გატანჯული (უფულობა, ვალები), იგი იძულებული ხდება მიიღოს მონაწილეობა აზარტულ თამაშებში, სადაც ფსონი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თუ არა, რამე ამის ტოლფასი არის ხოლმე.
ალბათ უმძაფრესი გადარჩენის ინსტინქტის წყალობით, იგი თავის თავში გენიოსის გონებას აღმოაჩენს ხოლმე და ვირტუოზულად ახერხებს ხოლმე ყველაზე უიმედო სიტუაციიდან მობრუნებას, მაგრამ იგი არ არის უშეცდომო. შეცდომებსაც უშვებს, ადამიანურია, ღელავს და შეიძლება საკუთარი განცდების მსხვერპლიც კი გახდეს. ხანდახან წარმატება აბრმავებს და ბრიყვობას იჩენს, რითაც ისევ ძირამდე ეშვება.
ძნელი არაა უქომაგო პერსონაჟს, რომელიც თან გებრალება და თან მისით აღტაცებული ხარ. ამას ემატება მისი ჰუმანიზმი...გასაჭირი მასში თანაგრძნობის უნარს მაქსიმალურად აღვივებს, რადგან მიგი ამ დროს საკუთარ ტყავზე ცდის თუ როგორია ეს სიმწრე და ტკივილი.
მაყურებელი მასთან ერთად განიცდის მარცხის სიმწრეს, მასთან ერთად უხარია თითქმის სასწაულებრივი გამარჯვებაც. Kaiji შედევრალური ანიმეა.