• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Anime & Manga » Anime Discussion » შემოდგომა 2014
შემოდგომა 2014
Scopedog
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 18:45 | შეტყობინება # 1
ავტორი Scopedog
29/09/2014, 18:45 | პოსტი # 1
--- ▼ ---
ახალი სეზონი, ანიმე ტელესერიალების ახალი პარტია.

ჩარტი:


მიმოვიხილოთ სულ რამოდენიმე მათგანი:

Fate/Stay Night: Unlimited Blade Works


პოპულარული ვიზუალური ნოველის (სიუჟეტური თამაშის ჟანრი სადაც სიუჟეტის განვითარებაზე ავლენ ზეგავლენას) ხელახალი ეკრანიზაცია. ამჯერად მას აკეთებს სტუდია Ufotable, რომლის სახელსაც უკავშირდება Fate/Zero-ს მეტად ნაქები ანიმე. აგრეთვე, განსხვავებით Studio DEEN-ის ანიმესგან, რომელიც თამაშის სიუჟეტური გზა "Fate"-ის მიხედვით იყო გაკეთებული, ახალი ტელესერიალი იქნება სხვა, უფრო დადებითად შეფასებული სიუჟეტური გზის, "Unlimited Blade Works-ის" ადაპტაცია

ვინც არ იცით Fate/ Stay Night ქრონოლოგიურად Fate/ Zero-ს მერე მოდის და მეხუთე წმინდა გრაალის ომზე მოგვითხრობს. ვინც საერთოდ არ იცით, ლაპარაკია სასიკვდილო შეჯიბრზე, სადაც ჯადოქრები ისტორიული და მითიური პიროვნებების სულებს.იხმობენ და ერთმანეთს ებრძვიან ყოვლისშემძლე წმინდა გრაალის მოსაპოვებლად.

ლაპარაკობენ, რომ Fate/ Zero-ს მაინც ვერ გაუტოლდება, რადგან პირველწყარო მაინც უფრო სუსტი აქვს, მაგრამ ვნახოთ.



Seven Deadly Sins

Seven Deadly Sins არის ექშენ-სათავგადასავლო ფენტეზი შონენი, რომელიც იმავე ჟურნალში იბეჭდება, რომელშიც Fairy Tail. საკმაოდ სტანდარტული შონენია, მაგრამ აგრეთვე კარგად შესრულებული. იგი მოგვითხრობს ამბავს პრინცესაზე, რომელიც ეძებს დამნაშავე რაინდების ორდენს, "შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას". დიდი ხნის წინ მათ, როგორც ცნობილია, სამეფოში გადატრიალების მოწყობა სცადეს, მაგრამ წმინდა რაინდების ორდენმა შეაჩერა ისინი, ახლა კი ზუსტად ის წმინდა რაინდები ცდილობენ სამეფოს ხელში ჩაგდებას და მათი შეჩერება მხოლოდ შვიდ მომაკვდინელ ცოდვას შესწევს.

სამწუხაროდ, სტუდია A-1 Pictures-ს მსგავსი ტიპის მასალის კარგად გადმოტანის გამოცდილება არ აქვს. აგრეთვე ბევრში უკმაყოფილებას იწვევენ შერჩეული გახმოვანების მსახიობები.



Terra Formars

პოპულარული მანგის ეკრნიზაცია. ტერაფორმარსი Attack on Titan-ის მსგავსი ისტორია...აი ისეთი ადამიანები ძლიერ ურჩულოვრებს რომ ეომებიან და ბევრი პერსონაჟი რომ იხოცება. მაგრად მოდაშია. ამ შემთვევაში, ლაპარაკია გენმოდიფიცირებულ ჯარისკაცებზე, რომლებსაც მარსზე გზავნიან მუტანტ ჰუმანოიდ ტარაკნებთნ საომრად, კოსმოსური დესანტის სტილში (ახლა არ მითხრათ რომ ეგ ფილმი ნანახი არ გაქვთ). სატელევიზიო ანიმე მოგვითხრობს მეორე ექსპედიციაზე, ოვა კი პირველზე.

პირველი სერია უკვე გამოსულია და შეგიძლიათ გაეცნოთ. მე დიდად არ ამინტერესებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სამაუწყებლო ვერსია ცენზურადებულია. ხოლო ცენზურა კი ძალადობრივ მომენტებზე უკუნი სიბნელის დადებას გულისხმობს. არა როგორც ჯოჯოში, სადაც სილუეტებს მაინც ხედავ, არამედ საერთოდ ვერაფერს რომ ვერ ხედავ.



Parasyte

"პარაზიტი" გახლავთ ძველი და სახელოვაბი სამეცნიერო ფანტასტიკა. მხოლოდ წელს ეღირსა მას ანიმე, ეს არის ისტორია, სადაც გაურკვეველი წარმოშობის ორგანიზმები ერწყმიან ადამიანებს, თავის ტვინის ადგილს იკავებენ და ამ ადიამნებად შენიღბულნი სხვა ადამიანებზე ნადირობენ. მთავარი გმირი ერთ-ერთი ასეთი პარაზიტის მასპინძელია, მაგრამ საბედნიერო გარემოებების გამო, პარაზიტმა ვერმოახერხა თავის შეპყრობა და მისი მარჯვენა კიდურის ადგილი დაიკავა. ახლა იგი და პარაზიტი იძულებულნი არიან გადარჩენის საერთო ინტერესიდან გამომდინარე სიმბიოტურ მსგომარეობაში იცოცხლონ.
.
"პარაზიტი" ბრწყინვალე ისტორიაა, რომელიც არაერთ საინტერესო კითხვას სვამს. თუ Madhouse-მა სიუჟეტი ხელუხლებელი და შეურყვნელი დატოვა, უდაოდ სეზონის მარგალიტი გველის


Cross Ange

Sunrise-ის ახალი მექა უსახური კომპიტერული მექებით, დრაკონებით და ყოვლად იდიოტურ ეროტიკულ უნიფორმებში გამოწყობილი პილოტი ქალებით. ნეტა რა იქნება? ძალიან საშინელება ხომ არ იქნება? ვუი ჩვენება გაუმართავთ ერთი კვირის წინ და დახურული კარის უკან პირველი სერია და მეორეს ნახევარი ანახეს! მოდი ვნახოთ რას წერს დამსწრე პირი, რეები ვნახეო:
http://irisinabottle.kinja.com/cross-a....7491933
...რაო?

ვისაც ეს მოგეწონებათ ყველანი აღრიცხვაზე მეყოლებით.

ვაბშე ერხევა მექას ბრატცი.

Shingeki no Bahamut: Genesis

ახალი პრემიერა სტუდია MAPPA-სგან (ანუ ის სტუდია სადაც Madhouse-ის ძველი კადრების დიდი ნაწილი გადაბარგდა). ეს გახლავთ მობილური ტელეფონების უფასო ფენტეზი კარტების თამაშის ეკრანიზაცია. ერთი შეხედვით მაგარი არაფრადსახსენებლი პირველწყაროა, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს: პირველწყაროს დიდად სიუჟეტი არც აქვს და სცენარისტები სრულიად თავისფლები არიან. დიდი ხანია ამას აკეთებენ და კარგი კადრები არიან გარეულნი, თანაც ტრეილერებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა თუ არაფერი, თვალს გაახარებს. გარანტიებს ვერ ვიძლევით, მაგრამ შესაძლებელია არც ისე ცუდი იყოს.



Gundam: Reconguista in G

როცა სტუდიები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ ვინ უფრო ლეღვობა ახალ მექას გააკეთებს...
როცა ნახატ მექებს მახინჯი კომიუტერული რობოტები ანაცვლებენ...
როცა განდამის დედა-სტუდია იმ კროს ანგეს თუ რაღაც ლუციფერს აკეთებს...

იგი ბრუნდება, რათა ბნელეთში შემოანათოს!

მრავლწლიანი დაშორების შემდეგ, განდამის მამა და დამაარსებელი, იოშიუკი ტომინო ახალ განდამ-სერიალზე მუშაობს!.

დიახ, კაცი ლეგენდა, კაცი იდეა, კაცი დახოცილი პერსონაჟი, კაცი არაბუნებრივი დიალოგი დაბრუნდა რათა თავისი ექზცენტრიზმი კვლავ გვიძღვნას. იგი ხანდახან კლასიკას აკეთებს! ხანდახან გაუგებარ ჯართს! ხანდახან იგი დეპრესიულია! ხანდახან პოზიტიური! 70 წელს გადაცილებული მაესტრო კვლავ ჩვენთან არის!


ეს განდამი, შემოკლებით G-Reco, პოზიტიური და მხიარული ტომინოს ტრენდში ჯდება. ტომინომ ბრძანა, ეს ის განდამი არ იქნება, რომელიც თქვენ მოგეწონებათო, არამედ ის განდამი იქნება, რომელიც მომავლის ფანებს მოეწონებათო...რა ჯანდაბას ნიშნავს ეს არ ვიცი, მაგრამ აღტკინებით ვე.

ცუდი თუ კარგი, გიჟი ბაბუს ნამუშევარი ყოველთვის უფრო საინტერესოა ვიდრე ის ხლამი, რომელსაც ახალი მექა-დასახელებები წარმაოდგენენ.

შენ გაიხარე


Garo: Honoo no Kokuin

MAPPA-ს მეორე ანიმე ამ სეზონზე, რომელსაც აგრეთვე უჩვეულო პირველწყარო აქვს. "ტოკუსაცუ" არის იაპონური ტელევიზიის თავისებური ჟანრი, სადაც კოსტუმირებული ტიპების ერთმანეთს პიროტექნიკური აფეთქებების ფონზე ეჩხუბებიან და რომლიდანაც მომდინარეობს ის, რასაც თქვენ იცნობთ, როგორ "ფაუერ რეინჯერებს). სწორედ მასეთი ერთ-ერთი ნაწარმოების, შუა საუკუნეებში დადგმულის, ანიმაციური ვერსია გახლავთ გარო.


Gundam Build Fighters Try

განდამი არის მრავალწლიანი მექა-ფრენშაიზი, რომელიც სამშობლოში ერგვარი სტარ ვოსრსია. მასვე უკავშირდება ე.წ პლასტმასის მოდელების ბიზნესი. საკმოიდ პოპულსრული ჰობია სხვადასხვა რობოტების პლატმასის მოდელების აწყობა, შეღებვა და მათი თაროე გამოფენა. შარშან გამოსული Gundam Build Fighters-ი ფაქტობრივად მასეთი მოდელების სატელევიზიო რეკლამა იყო, სადაც ბავშვები მოდელებს აწყობდნენ და სპეციალურ სიმულატორში აჩხუბებდნენ, წესით და რიგით ნაგავი ანიმე უნდა ყოფილიყო... მაგრამ ხოი საოცრება და ძალიან სახალისო მოშონენო ანიმე მივიღეთ სანახაობრივი ჩხუბებით და კაი განწყობით. სუფთა მტკიცებულება იმისა, რომ რაოდენ "უაზროც" არ უნდა ჩანდეს იდეა, ყველაფერი შესრულებაზეა დამოკიდებული. შეძლებენ სასწაული გაიმეორონ? ვნახოთ,


Log Horizon 2

შესაძლოა უმცირესობაში ვარ, მაგრამ წინა სეზონი მომეწონა. სხვა "ტიპები MMO-ში" გაიჭედნენ ანიმეებისგან იგი ჩემ თვალში იმით გამოირჩა, რომ ექშენის მაგივრად ვირტუალურ რეალობაში ჩაკეტილი მოთამაშეების მიერ ახალი წყობის ჩამოყალიბებასა და ამასთან დაკავშირებულ სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს დაუთმო ყურადღება. ის დაუნური სასიყვარულო სამკუთხედები მოაშOრეთ ოღონდ.

Mushishi Zoku Shou 2nd Season

მუშიში შედევრია.

ენდეთ მუშიშის.

სათქმელი აღარაფერია.


ზაფხულის სეზონიდან გრძელდება: SAO 2
ზაფხულის სეზონიდან არ გრძელდება: რამე კარგი

ოქროს წესი - ბანძობის პრეზუმპცია: ყველა პრემიერა, რომელშიც 80% პროცენტით დარწმუნებული არ ხარ, ჩაითვლება ბანძობად სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ეს ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ყველაფერს ჯანსაღი სკეპტიციზმით უნდა მიუდგეთ. "კაი ჩანს?" შეიძლება მხოლოდ ჩანს. შენი საყვარელი მანგის ადაპტაცია? ჩავარდნილი ადაპტაციების გარდა ისტორიას რა ახსოვს. ნიჭიერ კადრებსაც გაუცრუებიათ იმედები. დარმწუნებით შეგიძლია ენდო იმის პირდაპირ გაგრძელებას, რამაც უკვე აჩვენა საკუთარი თავი.

ცინიზმი ჯობია ტყუილ მოლოდინსა და იმედგაცრუებას.

აქედან გამომდინარე, გამოსადეგარია შემდეგი რამ:

სამი სერიის წესი ("3 episode rule") - ყველაფერი თავიდანვე არ იქოქება. სამი სერიის ნახვა ყველაზე გამოყენებადი წესია ანიმეს შესამოწმებლად, თუმცა არა სრულყოფილი. ჯობია ამ წესს მიმართოთ იმ ანიმეების სანახავად, რომელიც ერთი შეხედვით საინტერესო ჩანს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ხართ. თუ ანიმე მოგვიანებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ეტაპზე ჩანდა, ეს შეგიძლიათ მოგვიანებით დაადგინოთ სანდო ხალხის რეაქციებზე ანუ ისეთი ხალხის რეაქციაზე, რომელთა გემოვნებას მეტ-ნაკლებად ენდობით. მიაქციეთ ყურადღება თუ რისთვის აქებენ და რატომ, უპირატესობა მიანიჭეთ კრიტიკულ ანალიზს და არა ზედაპირულ, არაფრისმთქმელ შეფასებებს.

გარდა ამისა, შერჩევისას მიაქციეთ ყურადღებას იმას თუ ვინ აკეთებს ანიმეს. უფრო მეტად კადრებს (რეჟისორი, სცენარისტი და ა.შ, ვიდრე სტუდიის სახელს.


შეტყობინება დაარედაქტირა: Scopedog - სამშაბათი, 30/09/2014, 02:57
 
დაღმაშენებელ
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 19:11 | შეტყობინება # 2
ავტორი დაღმაშენებელ
29/09/2014, 19:11 | პოსტი # 2
--- ▼ ---
ამ სეზონსაც გამოვტოვებ
 
severus
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 19:22 | შეტყობინება # 3
ავტორი severus
29/09/2014, 19:22 | პოსტი # 3
--- ▼ ---
მხოლოთ სურათებიდან თუ ვიმსჯელებ(რადგან მეზარება წაკითხვა:DD მერე უფრო დეტალურად ვნახავ) შეიძლება კარგი იყოს:
terra formars
log horizon second series
garo: honoo no kokuin
fate/stay night unlimited blade works
nanatsu no taizai
world trigger
shingeki no bahamut GENESIS
kiseijuu
psysho-pass 2
donten ni warau

მერე ალბათ შევიცვლი აზრს უკეთ რომ გადავხედავ მაგრამ ჯერ იყოს ესენი :D
 
Ōtsutsuki
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 21:59 | შეტყობინება # 4
ავტორი Ōtsutsuki
29/09/2014, 21:59 | პოსტი # 4
--- ▼ ---
Nanatsu no taizai
World trigger
Parasyte
ამათ ველოდები მარტო :3
 
Scopedog
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 22:21 | შეტყობინება # 5
ავტორი Scopedog
29/09/2014, 22:21 | პოსტი # 5
--- ▼ ---
Quote Ōtsutsuki ()
World trigger

ტოეი

ინჯოი
 
raikiri
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 22:25 | შეტყობინება # 6
ავტორი raikiri
29/09/2014, 22:25 | პოსტი # 6
--- ▼ ---
Fate/stay night: Unlimited Blade Works
Psycho-Pass 2
ამათ ველოდები. შეიძლება Nanatsu no taizai-ც ვნახო. Sanzoku no Musume Ronja საინტერესო ჩანს რეჟისორი გორო მიაზაკია.
 
Zen
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 22:30 | შეტყობინება # 7
ავტორი Zen
29/09/2014, 22:30 | პოსტი # 7
--- ▼ ---
Yowamushi Pedal: Grande Road, Terra Formars, Parasyte, Fate/Stay Night, Nanatsu no Taizai, Log Horizon 2nd Season, World Trigger.

World trigger ტოეის როა მეწყინა მარა შეიძლება გამოვიდეს რამე n_lol
 
Ōtsutsuki
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 22:34 | შეტყობინება # 8
ავტორი Ōtsutsuki
29/09/2014, 22:34 | პოსტი # 8
--- ▼ ---
Quote Scopedog ()
ტოეი

ინჯოი


დამატებულია (29/09/2014, 21:34)
---------------------------------------------
არაუშავს პარაზიტს რაც მთავარია მადჰოუსე უშვებს :3

 
Zen
თარიღი: ორშაბათი, 29/09/2014, 22:35 | შეტყობინება # 9
ავტორი Zen
29/09/2014, 22:35 | პოსტი # 9
--- ▼ ---
ვაა კიდე გიბლის სერიალი გაიჩითა. მინდა ეგეც ვნახოოო.
 
Scopedog
თარიღი: სამშაბათი, 30/09/2014, 02:28 | შეტყობინება # 10
ავტორი Scopedog
30/09/2014, 02:28 | პოსტი # 10
--- ▼ ---
რონია მახინჯი CGI-თი იქნება თავიდან ბოლომდე და გიბლის მაგიას მაინცდამაინც ნუ მოელით.

დამატებულია (30/09/2014, 01:28)
---------------------------------------------
chavamate pirvel postshi, kidev davamateb albat mere


შეტყობინება დაარედაქტირა: Scopedog - სამშაბათი, 30/09/2014, 02:30
 
vako-
თარიღი: სამშაბათი, 30/09/2014, 03:15 | შეტყობინება # 11
ავტორი vako-
30/09/2014, 03:15 | პოსტი # 11
--- ▼ ---
ვა პარაზიტეს ანიმე მაგარი იქნებაა.!.:D
გამიხარდააა.!!
 
დაღმაშენებელ
თარიღი: სამშაბათი, 30/09/2014, 15:38 | შეტყობინება # 12
ავტორი დაღმაშენებელ
30/09/2014, 15:38 | პოსტი # 12
--- ▼ ---
ცგიანი არაფერი მინახამს მისდღემჩი.
არც ახლა ვნახამ.
 
last_kempachi
თარიღი: სამშაბათი, 30/09/2014, 19:24 | შეტყობინება # 13
ავტორი last_kempachi
30/09/2014, 19:24 | პოსტი # 13
--- ▼ ---
Scopedog, გაიხარე.
 
richard_brook
თარიღი: სამშაბათი, 30/09/2014, 19:50 | შეტყობინება # 14
ავტორი richard_brook
30/09/2014, 19:50 | პოსტი # 14
--- ▼ ---
ჰმმმმმმმმმმმმ
 
karen
თარიღი: ოთხშაბათი, 01/10/2014, 11:53 | შეტყობინება # 15
ავტორი karen
01/10/2014, 11:53 | პოსტი # 15
--- ▼ ---
მე ველოდები ბლიჩს
 
Ōtsutsuki
თარიღი: ოთხშაბათი, 01/10/2014, 13:06 | შეტყობინება # 16
ავტორი Ōtsutsuki
01/10/2014, 13:06 | პოსტი # 16
--- ▼ ---
Quote Scopedog ()
Mushishi Zoku Shou

რამდენჯერ მინდოდა მეყურებინა ამ ანიმესთვის.... ღირს ყურება?
 
Scopedog
თარიღი: ოთხშაბათი, 01/10/2014, 16:11 | შეტყობინება # 17
ავტორი Scopedog
01/10/2014, 16:11 | პოსტი # 17
--- ▼ ---
პირველი მუშიშით დაიწყე

ზოკუ შო რომ არ უწერუა სათაურში

ექშენს და მძაფრ სიუჟეტებს და თავგადასავლებს თუ ელი უნდა გაგაფრთხილო რომ მუშიში ეგ პონტი არაა.
 
Ōtsutsuki
თარიღი: ოთხშაბათი, 01/10/2014, 16:15 | შეტყობინება # 18
ავტორი Ōtsutsuki
01/10/2014, 16:15 | პოსტი # 18
--- ▼ ---
Quote Scopedog ()
ექშენს და მძაფრ სიუჟეტებს და თავგადასავლებს თუ ელი უნდა გაგაფრთხილო რომ მუშიში ეგ პონტი არაა.

ეგ ისედაც ეტყობა :დ
 
Scopedog
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 03:17 | შეტყობინება # 19
ავტორი Scopedog
06/10/2014, 03:17 | პოსტი # 19
--- ▼ ---
Cross Ange 01

საოზე რომ ხართ ჩაციკლულები, ერთი წამით ეს ლუციფერიზმი ნახეთ. საო დიადი შედევრია კროს ანჯესთან შედარებით.

ეს რა იყო?

დამატებულია (06/10/2014, 01:34)
---------------------------------------------
ყველამ ნახეთ ბაჰამუტი.

დამატებულია (06/10/2014, 02:17)
---------------------------------------------
Ōtsutsuki, თავგადასავლები გინდოდა შენ.

წადი ბაჰამუტი ნახე.

შეტყობინება დაარედაქტირა: Scopedog - კვირა, 05/10/2014, 21:08
 
AMATERASU
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 16:52 | შეტყობინება # 20
ავტორი AMATERASU
06/10/2014, 16:52 | პოსტი # 20
--- ▼ ---
Quote Scopedog ()
Parasyte

ამას უნდა ვუყურო 006

Quote Scopedog ()
Seven Deadly Sins

ესეც კარგი ჩანს
ალბათ ამასაც ვუყურებ
nanatsu no taizai ეს რაღაც სახელის გამო დამევასა, იმედია მოლოდინს გამიმართლებს

Quote Scopedog ()
Shingeki no Bahamut: Genesis

ამასაც ვუყურებ თუ არ შემეზარა :/

Quote karen ()
მე ველოდები ბლიჩს

თანაც როგორ
n_lol
 
Zen
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 18:58 | შეტყობინება # 21
ავტორი Zen
06/10/2014, 18:58 | პოსტი # 21
--- ▼ ---
ბაჰამუტი მომეწონა. მაპააა n_ok
 
AMATERASU
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 19:10 | შეტყობინება # 22
ავტორი AMATERASU
06/10/2014, 19:10 | პოსტი # 22
--- ▼ ---
7 deadly sins-ს 24 სერია ექნება ამ სეზონზე ხო ? :?
shingeki no bahamut-ს კიდე მგონი 12
 
Zen
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 20:07 | შეტყობინება # 23
ავტორი Zen
06/10/2014, 20:07 | პოსტი # 23
--- ▼ ---
Quote AMATERASU ()
7 deadly sins-ს 24 სერია ექნება ამ სეზონზე ხო ?
shingeki no bahamut-ს კიდე მგონი 12

7 deadly sins 24 სერია იქნება მარა ბაჰამუტი ჯერ არაა ცნობილი მგონი.

7 deadly sins. მანგისგან განსხვავებული რამე რომ არ გაეკეთებინათ ისე ვერ მოისვენებდნენ მარა კაი გამოდგა. დაწყებაზე ვამბობ.
 
AMATERASU
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 20:13 | შეტყობინება # 24
ავტორი AMATERASU
06/10/2014, 20:13 | პოსტი # 24
--- ▼ ---
ისე parasyte-ს პირველი სერია როდის გამოდის ნეტა n_question
ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად
 
Zen
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 20:16 | შეტყობინება # 25
ავტორი Zen
06/10/2014, 20:16 | პოსტი # 25
--- ▼ ---
AMATERASU, პარაზიტი 9-ში იწყება.
 
Scopedog
თარიღი: ორშაბათი, 06/10/2014, 23:54 | შეტყობინება # 26
ავტორი Scopedog
06/10/2014, 23:54 | პოსტი # 26
--- ▼ ---
მელიოდასს მაგრა არ უხდება იუკი კაჯი.

იმედია ბანს მაინც შესაფერისი გამხმოვანებელი ეყოლება. ჰიროიუკი იოშინო იქნებოდა ბანისთვის იდეალი. ბანის დიალოგს გონებაში სულ იოშინოს ხმით ვახმოვანებ.
 
Zen
თარიღი: სამშაბათი, 07/10/2014, 00:07 | შეტყობინება # 27
ავტორი Zen
07/10/2014, 00:07 | პოსტი # 27
--- ▼ ---
Scopedog, ბანის ხმას გაჩვენებ ახლა. შავთმიანი როჟა. მწვანე თმიანს ჯოტაროს ხმა აქ.
 
Scopedog
თარიღი: სამშაბათი, 07/10/2014, 03:23 | შეტყობინება # 28
ავტორი Scopedog
07/10/2014, 03:23 | პოსტი # 28
--- ▼ ---
World Trigger 01

ტოეი მაოცებ. მართლა მაოცებ. ისეთი იაფფასიანი რაღაცა შექმენი, რომ საკუთარ თავს აჯობე.

პორტალი რომ ჩამოწვა, გადავამოწმე, ფლეერი ხომ არ მიჭედავს მეთქი. თურმე არ ჭედავდა, ეგრე ყოფილა ანიმირებული. მერე მთელი ბექსთორი სლაიდებში ანახეს. დანარჩენი სერია უკიდურესად იაფფასიანი იყო უმინიმალურესი მოძრაობით და გაშეშებულ სურათებზე კამერის გადავლებით. რაც მოძრაობა იყო ისიც ძაან გახევებული. ერთადერთი ორი წამი საკუგა მომენტი დაიდო მთავარმა გმირმა რომ შავი კოსტიუმი ჩაიცვა და მონსტრი განგმირა, მარა ისიც დიდი არაფერი საკუგა იყო. მონსტრებზე გამახსენდა...ტოეი, შენზე ბევრად ნაკლებად ძუნწი სტუდიები რომ CG-ს დებენ, ის არ ჩანს ხოლმე კარგად და შენ...შენ...ზრდილობისთვის ნორმალური ტექსტურა მაინც შემოგეკრა მაგ რაღაცაზე.

თვითონ ანიმეს რაც შეეხება: არაფრით გამორჩეული შონენ კუპატიზმი #3456321. რატომ გქონდათ ამაზე მოლოდინი საერთოდ? ჯამპში რაც ჩხუბებიანი და მეგობრობიანი მანგაა ყველა დიდი ჰაიპის ღირსი პროექტია? ცოტა სხვა რაღაცეებზეც გადაერთეთ რა. დავიჯერო არ გბეზრდებათ? კლიშეებს ვერ ამჩნევთ?

ერთი რამ რამაც გამაკვირვა იყო მუსიკა. ვიცანი, კენჯი კავაის საუნდტრეკია. მაინტერესებს ყავაში რა ჩაუყარეს ისეთი, რომ ამას დაუწერა საუნდტრეკი. სად კავაი და სად რიგითი შონენის ორკაპიკიანი ეკრანიზაცია ?


შეტყობინება დაარედაქტირა: Scopedog - სამშაბათი, 07/10/2014, 03:26
 
Ōtsutsuki
თარიღი: სამშაბათი, 07/10/2014, 12:51 | შეტყობინება # 29
ავტორი Ōtsutsuki
07/10/2014, 12:51 | პოსტი # 29
--- ▼ ---
Quote Zen ()
პარაზიტი 9-ში იწყება.

დღეს გამოვა :დ

გინტამას ოვა როდის გამოვა?

დამატებულია (07/10/2014, 11:51)
---------------------------------------------

Quote Scopedog ()
იმედია ბანს მაინც შესაფერისი გამხმოვანებელი ეყოლება.

 
Scopedog
თარიღი: სამშაბათი, 07/10/2014, 15:12 | შეტყობინება # 30
ავტორი Scopedog
07/10/2014, 15:12 | პოსტი # 30
--- ▼ ---
წავა.

იუკი კაჯიზე ბევრი უკეთესი არჩევანი მაინც არის.


შეტყობინება დაარედაქტირა: Scopedog - სამშაბათი, 07/10/2014, 15:14
 
Zen
თარიღი: სამშაბათი, 07/10/2014, 21:15 | შეტყობინება # 31
ავტორი Zen
07/10/2014, 21:15 | პოსტი # 31
--- ▼ ---
Log Horizon 2nd Season, Nanatsu no Taizai, Shingeki no Bahamut: Genesis, Yowamushi Pedal: Grande Road ესენი კარგი იყო. ლოგ ჰორიზონი და იოვამუში პედალი მეორე სეზონია ორივე. პირველი სეზონები მომეწონა და თქვენც გირჩევთ გადახედოთ. ნანაცუ ნო ტაიზაი კარგია ჯერ-ჯერობით. ბაჰამუტი კიდე უნდა ნახოთ. კარგი სათავგადასავლო სერიალი გამოდგება.

Fate/stay night: Unlimited Blade Works (TV)
ეს განსაკუთრებით კარგია. პროლოგმა ყველაფერს კარგად გაართვა თავი.
 
Ōtsutsuki
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:29 | შეტყობინება # 32
ავტორი Ōtsutsuki
08/10/2014, 00:29 | პოსტი # 32
--- ▼ ---
Quote Scopedog ()
თავგადასავლები გინდოდა შენ.
წადი ბაჰამუტი ნახე.


ვნახავ მაგასაც აბა ერთი :დ

დამატებულია (07/10/2014, 23:29)
---------------------------------------------
რომელი სტუდია უშვებს? რაღაც ტრეილერში არ მომეწონა კომპიუტერული ნახატი ქონდა :დ

 
Scopedog
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:32 | შეტყობინება # 33
ავტორი Scopedog
08/10/2014, 00:32 | პოსტი # 33
--- ▼ ---
დაფაქ იზ "კომპიუტერული ნახატი" ?

CG-ს თუ გულისხმობ, მხოლოდ დრაკონია კომპიუტერული და არც ისე ცუდად გამოიყურება. სრულიად ობიექტურად ბაჰამუტი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ანიმაციის მქონეა ამ სეზონზე.


შეტყობინება დაარედაქტირა: Scopedog - ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:35
 
Ōtsutsuki
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:32 | შეტყობინება # 34
ავტორი Ōtsutsuki
08/10/2014, 00:32 | პოსტი # 34
--- ▼ ---
Quote Zen ()
Fate/stay night

მანდაც მთავარი გმირი გოგოა ? : | არ მევასება რა ეს მთავარი გმირები გოგოები რო არიან ვერ ვუყურებ ეგეთ ანიმეს :დ
 
Scopedog
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:37 | შეტყობინება # 35
ავტორი Scopedog
08/10/2014, 00:37 | პოსტი # 35
--- ▼ ---
Quote Ōtsutsuki ()
არ მევასება რა ეს მთავარი გმირები გოგოები რო არიან ვერ ვუყურებ ეგეთ ანიმეს :დ

რატომ ქალის ადგილი კუხნაშია თუ რა პონტია?

და ისე არაა მთავარი გმირი, თუმცა პირველი სერია მაგისი თვალსაზრისიდან არის.

დამატებულია (07/10/2014, 23:37)
---------------------------------------------
პირველი რა, "ნულოვანი"

 
Ōtsutsuki
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:38 | შეტყობინება # 36
ავტორი Ōtsutsuki
08/10/2014, 00:38 | პოსტი # 36
--- ▼ ---
Quote Scopedog ()
რატომ ქალის ადგილი კუხნაშია თუ რა პონტია?

ხდდ ნწ პროსტა ვერ ვუყურებ არ მევასება :დ
Quote Scopedog ()
ბაჰამუტი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ანიმაციის მქონეა ამ სეზონზე.

აქ დევს უკვე ეს ბაჰამუტი თუ ისევ უნდა ვეძებო? : |
 
AMATERASU
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:43 | შეტყობინება # 37
ავტორი AMATERASU
08/10/2014, 00:43 | პოსტი # 37
--- ▼ ---
Quote Ōtsutsuki ()
აქ დევს უკვე ეს ბაჰამუტი თუ ისევ უნდა ვეძებო

კი დევს
ოღOნდ რუსულად 6
 
Ōtsutsuki
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:47 | შეტყობინება # 38
ავტორი Ōtsutsuki
08/10/2014, 00:47 | პოსტი # 38
--- ▼ ---
ნანაცუ ნო ტაიზაის ანიმეში ბან როდის გამოჩნდება რა <33 დამნ
Quote AMATERASU ()
კი დევს
ოღOნდ რუსულად

არაუშავს :დ

პარაზიტს ეწერა რო 7ში გამოვაო და სადაა ბლინ
 
AMATERASU
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:51 | შეტყობინება # 39
ავტორი AMATERASU
08/10/2014, 00:51 | პოსტი # 39
--- ▼ ---
Quote Ōtsutsuki ()
პარაზიტს ეწერა რო 7ში გამოვაო და სადაა ბლინ

აბა 9-ში გამოდისო ? :?
 
Ōtsutsuki
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 00:54 | შეტყობინება # 40
ავტორი Ōtsutsuki
08/10/2014, 00:54 | პოსტი # 40
--- ▼ ---
Quote AMATERASU ()
აბა 9-ში გამოდისო ?

არ ვიცი :დ მე რომელიღაც საიტზე ვნახე 7ში გამოვაო ეწერა
 
Zen
თარიღი: ოთხშაბათი, 08/10/2014, 01:12 | შეტყობინება # 41
ავტორი Zen
08/10/2014, 01:12 | პოსტი # 41
--- ▼ ---
9-ში გამოდის პარაზიტი.
 
Ōtsutsuki
თარიღი: ხუთშაბათი, 09/10/2014, 01:12 | შეტყობინება # 42
ავტორი Ōtsutsuki
09/10/2014, 01:12 | პოსტი # 42
--- ▼ ---
gamovida parasyte :3 dzaan magari iyo ra tan MadHouse ushvebs dzaan magradaa daxatuli soundtrackebi magrad damevasa
 
ფორუმი » Anime & Manga » Anime Discussion » შემოდგომა 2014
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: