• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Anime & Manga » Anime Discussion » Death note ! რა არის სიკეთე ან ბოროტება? (What is justice ?)
Death note ! რა არის სიკეთე ან ბოროტება?
იაგამი ლაიტი : ბოროტება თუ სიკეთე?
1.ბოროტება[ 3 ][100.00%]
2.სიკეთე[ 0 ][0.00%]
3.მიჭირს გადაწყვეტილების მიღება[ 0 ][0.00%]
სულ პასუხი: 3
sharinboy
თარიღი: სამშაბათი, 12/09/2017, 19:12 | შეტყობინება # 1
ავტორი sharinboy
12/09/2017, 19:12 | პოსტი # 1
--- ▼ ---
Death note - სიკვდილის რვეული .
ეს ანიმე ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე , ემოციების გარეშე, სხვა მილიონობით მნახველის მსგავსად, მეც არ დავრჩენილვარ ! შეიძლება ითქვას ერთ–ერთი საუკეთესო ანიმე და მანგაა ისტორიაში , სხვადასხვა მიზეზების გამო ! როცა პირველად ვნახე ჩემთვის ორი დიდი გონის, ინტელექტის "ჯახი" უფრო იყო ვიდრე სხვა რაამ ... რამდენიმე დღის წინ გადავავლე ამ ანიმეს თვალი და სხვა კუთხით დავინახე ყველაფერი. ადრე თუ მაინტერესებდა, რომელი იყო უფრო ჭკვიანი, რომელს უფრო მეტი IQ ჰქონდა , რომლის დედუქცია იყო სრულყოფილი და ა.შ ეხლა საერთოდ ყურადღებაც არ მიმიქცევია ამ ყველაფერზე. მარტივია გაარკვიო ორ ადამიანს შორის , თუნდაც ფიქციურ ადამიანებს შორის, ვინ არის უფრო ჭკვიანი , ვინ უფრო მალე დააშამათებს მეორეს და ა.შ . მაგრამ რთულია გაარკვიო , რომელი იბრძოდა ჭეშმარიტების მხარეს, რადგან ჭეშმარიტება ცნება ზოგადი და გაურკვეველია .

ვინმეს თუ გაქვთ წაკითხული დოსტოევსკის – დანაშაული და სასჯელი , აშკარად გაავლებდით პარალელს იაგამი ლაიტსა და რასკოლნიკოვს შორის. ორივე ახალგაზრდაა და "ბოროტებას" ( ბოროტებას და სიკეთეს ბრჭყალებში ჩავსვამ, რამეთუ , როგორც უკვე გითხარით, ცოტა რთული თემაა მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობების დადგენა ) სჩადიან საერთო სიკეთისათვის. რასკოლნიკოვი ამას აკეთებს თავისი ოჯახის გამო, იაგამი ლაიტი ახალი სამყაროსთვის რომელიც სუფთა იქნება კრიმინალისგან . თუმცა ორივე ვარდება ისეთ სიტუაციაში , როცა უწევთ უდანაშაულო ხალხის მოკვლაც ! განსხვავება იმაშია , რომ რასკოლნიკოვს სინდისის ქეჯნამ არ დაანება თავი და თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას, იაგამი ლაიტი კი პირიქით , ის ბოლომდე დარჩა ერთგული თავისი იდეოლოგიისა. დოსტოევსკიც და ცუბაც ( მანგაკა) გვაჩვენებს დილემას რომლის წინაშეც შეიძლება ადამიანი ჩვარდეს როცა სიკეთეს და ბოროტებას შორის ეძებს იმ პატარა ზღვარს , რის გამოც მე ორივეს ბრჭყალებში ვწერ ამ თემაში :) . ორივე შედევრის ავტორი გვეუბნება , რომ არ შეიძლება უბრალოდ მოკლა არამზადა და სუფთა ხელებით დარჩე. მირჩევნია 10 დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს ვიდრე 1 უდანაშაულო დაისაჯოს – ფიოდორ დოსტოევსკი.

დოსტოევსკის – დანაშაული და სასჯელში – მთავარი გმირი საბოლოოდ თავისი ფეხით მიდის დანაშაულის გამოსასყიდად , ცუუგმი ობას , იაგამი ლაიტი კი პრიქით , აძლიერებს თავის მაქსიმალიზმს და იდეოლოგიურად გერმანელ ფილოსოფოს, ნიჰილისტ ნიცშეს უახლოვდება .

ნიცშე ფიქრობდა , რომ თანასწორობა ადამიანებს შორის არ არსებობდა, არც ახლა არსებობს და ვერც ვერასდროს ვერ იარსებებდა. ყოველთვის , ვიღაც უფრო ჭკვიანია , უფრო სწრაფი, ღონიერი, ნიჭიერი , ფულიანი და ა.შ . ხოლო ძალაუფლებისკენ სწრაფვას ნიცშე აღიქვამდა როგორც ყველაზე ძლიერ იმპულსად ადამიანების ცხოვრებაში.

იაგამი ლაიტი პლანეტა დედამიწაზე მცხოვრებ ხალხის უმეტესობაზე გაცილებით ჭკვიანია, მას გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი , სიკვდილის რვეული , რის გამოც ის უფრო მეტად ამჩნევს თავის განსხვავებას და უპირატესობას სხვებთან მიმართებაში , ის საკუთარ თავს ახალი სამყაროს ღმერთს უწოდებს. ნიცშე ამბობდა – "თანაგრძნობით შენ თვითონ სუსტდები" . ნიცშე არ ეთანხმებოდა მოსაზრებას, გიყვარდეს მოყვასი შენი როგორც თავი შენი ... იაგამი ლაიტს კი საერთოდ არავინ არ უყვარდა საკუთარი ძალაუფლების გარდა ... ყველანაირი დაფიქრების გარეშე მზად იყო მოეკლა მისი და მაგრამ გადაიფიქრა მხოლოდ იმიტომ, რომ იფიქრა ეჭვს ყველა მასზე აიღებდა,რაც ნიცშეს ზე კაცთან აახლოვებს.
საბოლოოდ ცუგუმი იობა გვაჩვენებს რომ ნიცშე ცდება და ასეთი ადამიანი საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ცივსისხლიანი მკვლელი გახდება.
სიკვდილის რვეული ანიმეში ძალაუფლების იარაღს განასახიერებს , რომელიც გონებას უწამლავს და ურევს მის მომხმარებელს .. როდესაც იაგამი ლაიტი უარს ამბობს რვეულის პატრონობაზე ის უმალვე კეთილ და კარგ ადამიანად იქცა .. თუმცა ეს ყველაფერი დაიკარგა როცა კვლავ შეეხო რვეულს. ამით შემქმნელები გვაჩვენებენ რომ ძალაუფლებას შეუძლია ადამიანის შეცვლა და არა სამყაროს, რაც კიდევ ერთხელ უპირისპირდება ნიცშეს იდეოლოგიას.

საბოლოოდ რა არის კარგი და რა არის ცუდი ? რა არის ბოროტება და რა არის სიკეთ ? ლაიტი ერთ–ერთ სერიაში ამბობს : "თუ კირას დაამარცხებენ მაშინ ის ბოროტებაა , თუ კირა გაიმარჯვებს მაშინ ის სიკეთეა" ანუ ისტორიას წერენ გამარჯვებულები.

წელიწადში იაგამი ლაიტი დაახლოებით 20–30 000 ადამიანს კლავდა ( უმეტესობა , სადღაც 80–90% დამნაშავეები იყვნენ ) აქედან რამდენიმე ასეული შეილება უდანაშაულოდ ეჭვმიტანილი ყოფილიყო ციხეში , ან უბრალოდ კირას იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა თუ რა იყო სიკეთე ... ახალი სამყაროს ღმერთის იდეოლოგიას უამრავი უდანაშაულო ადამიანიც შეწირა რაც "ბოროტებაა" ... თუმცა არის მე–2 ფაქტორი ... ანიმეში გარკვევით ითქვა, რომ კრიმინალი 70% ით შემცირდა , ანუ თუ კირა წლიწადში 30 000 კაცს კლავდა , ამასტან სადღაც 2–3 ათასი უდანაშაულო იყო , "სიკეთე" უფრო მეტი კეთდებოდა სამყაროსთვის ვიდრე "ბოროტება" ... კრიმინალის ასეთი მკვეთრი ვარდნა განაპირობებდა წელიწადში 600 000 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ზუსტად იმ კრიმინალებისგან ვისაც იაგამი ხოცავდა... 600 000 უდანაშაულოს სიცოცხლე 3000 უდანაშაულოს სანაცვლოდ ... და ისევ დოსტოევსკის ციტატა : "მირჩევნია 10 დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს ვიდრე 1 უდანაშაულო დაისაჯოს მათთან ერთად" . ერთი შეხედვით მარტივია სიკეთის და ბოროტების განსხვავება ერთმანეთისგან, 3000 უდანაშაულოს სიკვდილი დაუსვებელია ! მათ არაფერი არ დაუშავებიათ , ცხოვრობენ საკუთარი პატიოსანი ცხოვრებით , ოჯახთან შვილებთან და სიცოხლით ტკბებიან ... თუმცა მეორე მხარეს არის 600 000 უდანაშაულო ადამიანი რომლის გადარჩენაც შეიძლება ... აი , სადღაც აქ არის ზუსტად ის ბოროტების და სიკეთის საზღვარი რომელსაც ვეძებთ ... საბოლოოდ ჩვენ ყველანი ვარდ მაცუდას ( დეტექტივი ანიმედან ) როლში , რომელსაც ბოლო წუთამდე ვერ გადაეწყვიტა ბოროტება იყო იაგამი ლაიტი თუ სამართლიანობა... რა არის ბოროტება ? ვინ ამბობს რა არის ბოროტება? რა არის სიკეთე ან სამართლიანობა? არსებობს კი რომელიმე მათგანი ? ყველამ კარგად ვიცით , რომ ცხოვრება ისე მარტივი არაა როგორც დისნეის ზღაპრებში , სადაც აშკარად არის ნაჩვენები რა არის სინათლე და რა არის წყვდიადი ... რეალურ სამყაროში ყველაფერი სხვაგვარადაა , რაც მანგაკამ იდეალურად გვაჩვენა... საბოლოოდ მაცუდამ გააკეთა არჩევანი და იაგამი ბოროტებად მიიჩნია ... თქვენ რას ფიქრობთ , იაგამი ანგელოზია თუ დემონი .

yagami light


შეტყობინება დაარედაქტირა: sharinboy - სამშაბათი, 12/09/2017, 19:20
 
TARDIS
თარიღი: სამშაბათი, 12/09/2017, 20:31 | შეტყობინება # 2
ავტორი TARDIS
12/09/2017, 20:31 | პოსტი # 2
--- ▼ ---
Quote sharinboy ()
შეიძლება ითქვას ერთ–ერთი საუკეთესო ანიმე და მანგაა ისტორიაში

არ შეიძლება.

ბევრს წერ ზედმეტსა და აშკარას.
არაა ღრმა დეს ნოუტი და მსგავს თემებს ბევრგან შეხვდები. ვან პისშიც კი ახსნილია, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ.
ავტორს კი ვერ გაურკვევია კირა ჭკვიანია თუ გონებასუსტი და მისი მიზანი სულელურია.

თემატურად კი ნეტფლიქსის დეს ნოუტი უფრო დახვეწილია.

Quote sharinboy ()
იაგამი ანგელოზია თუ დემონი .

ფეილი


შეტყობინება დაარედაქტირა: TARDIS - სამშაბათი, 12/09/2017, 20:33
 
sharinboy
თარიღი: სამშაბათი, 12/09/2017, 20:42 | შეტყობინება # 3
ავტორი sharinboy
12/09/2017, 20:42 | პოსტი # 3
--- ▼ ---
TARDIS, ფეილი ;(( ახლა მესმის რატოა მკვდარი დღევანდელი ფორუმი :D თავიდან წაიკითხე ცოტა აზრი გამოიტანე რატო შევქმენი ეს ტოპიკი და მერე დააბრეხვე სრულიად შეუსაბამო კომენტარი :დ

შეტყობინება დაარედაქტირა: sharinboy - სამშაბათი, 12/09/2017, 20:47
 
TARDIS
თარიღი: სამშაბათი, 12/09/2017, 22:37 | შეტყობინება # 4
ავტორი TARDIS
12/09/2017, 22:37 | პოსტი # 4
--- ▼ ---
რა ვთქვი არასწორი და რატო? :c
შენი ტოპიკია ყოვლად შეუსაბამო დეს ნოუტთან. მანდ კირა ამორალურობის ალეგორიაა და მორალით ეწინააღმდეგებიან. ჰზ რატომ წამოჭერი თემად ის, რაზეც ნაწარმოებში არაა პასუხი გაცემული.

"ომლეტს კვერცხის გატეხვის გარეშე ვერ გააკეთებ" მეთოდით მოქმედებს კირა უბრალოდ და ჰგონია, რომ შიში აღმოფხვრის ყოველგვარ უსამართლობას. მარა სისულელეა ეგ და ვერც აღწევს, შედეგად კი უამრავი ადამიანი შეეწირა მაგ უაზრობას. შესაბამისად, ბოროტია, კი. უაზროდ უარყოფითად იმოქმედა უამრავ ადამიანზწ. თუ ნიჰილიზმისკენ არასწორი გზით არ გაექანა, ამას ცუდ რამედ ჩათვლი. მარა, ნებისმიერ კარგ ნაწარმოებში შეხვდები ამ თემას და არანაირად უღრმავდება დეს ნოუტი. ანუ, აზრზე არ ვარ შეუსაბამო რატო არაა ეს ტოპიკი და ჩემი რატოა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ორი ერთ პოსტშია მოქცეული:
-"კირა ანგელოზია თუ დემონი?"
-"ყველამ კარგად ვიცით , რომ ცხოვრება ისე მარტივი არაა როგორც დისნეის ზღაპრებში , სადაც აშკარად არის ნაჩვენები რა არის სინათლე და რა არის წყვდიადი "

ახლა კი
Quote sharinboy ()
თავიდან წაიკითხე ცოტა აზრი გამოიტანე რატო შექმენი ეს ტოპიკი და მერე დააბრეხვე სრულიად შეუსაბამო კომენტარი/თემა :დ
 
Доктор
თარიღი: სამშაბათი, 12/09/2017, 22:51 | შეტყობინება # 5
ავტორი Доктор
12/09/2017, 22:51 | პოსტი # 5
--- ▼ ---
თავის დროზე იმოქმედა კი,ამჟამად ჩვეულებრივი ანიმეა.
ანუ გააჩნია რა ასაკის პერიოდში ნახავ და რის ზეგავლენის ქვეშ იქნები.
როგორც ასეთი " ჩემი კარგი მოვტყან ეს რა მაგარი რამეა" ვერ ითქმის.
ნორმალური ანიმეა ( ლ-ის სიკვდილის ჩათვლით ) მერე უკვე აღარ.
 
TARDIS
თარიღი: სამშაბათი, 12/09/2017, 22:55 | შეტყობინება # 6
ავტორი TARDIS
12/09/2017, 22:55 | პოსტი # 6
--- ▼ ---
Quote Доктор ()
თავის დროზე იმოქმედა კი,ამჟამად ჩვეულებრივი ანიმეა.
ანუ გააჩნია რა ასაკის პერიოდში ნახავ და რის ზეგავლენის ქვეშ იქნები.
როგორც ასეთი " ჩემი კარგი მოვტყან ეს რა მაგარი რამეა" ვერ ითქმის.
ნორმალური ანიმეა ( ლ-ის სიკვდილის ჩათვლით ) მერე უკვე აღარ.

+++
 
sharinboy
თარიღი: შაბათი, 16/09/2017, 01:10 | შეტყობინება # 7
ავტორი sharinboy
16/09/2017, 01:10 | პოსტი # 7
--- ▼ ---
TARDIS,

საერთოდ ყველაფერი არასწორად თQვი :დ და საერთოდ არასწორად გაიგე თემის აზრი .

Доктор, შენც ასევე .

ეს თემა იმიტო შევქმენი ამ საიტზე, რომ ანიმეს მაყურებლები იკრიბებიან :დ მიზეზი თუ რატომ ავიღე დეზ ნოუთი არის ძალიან მარტივი :დ არა იმიტომ რომ ამ ანიმეს სიღრმეზე გამესვა ხაზი არამედ ჩემი სათქმელი , ბოროტებაზე და სიკეთეზე , გადმომეცა ანიმეს მხრიდან რადგან , ნუ აქ ანიმეშნიკები შემოდიან უმეტესად :დ რო მდომებოდა ცალკე ასეთი თემატიკის ტოპიკის გაკეთება დავწერდი სადმე ბლოგზე და არა აქ . ეს გამოკითხვაც და ბოლოში დაწერილი კითხვაც უბრალოდ ამ საიტზე რომ ვწერ მაგას უსვამს ხაზს და არა სადმე ფილოსოფოსების ჯგუფში :) არ მინდოდა ცალკე თემა გამეკეთებინა ( პლუს არც შეიძლება ) სადაც მხოლოდ ამ თემაზე დავწერდი და ანიმესთან შეხება არ ექნებოდა ...

Quote TARDIS ()
არაა ღრმა დეს ნოუტი და მსგავს თემებს ბევრგან შეხვდები. ვან პისშიც კი ახსნილია, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ.
ავტორს კი ვერ გაურკვევია კირა ჭკვიანია თუ გონებასუსტი და მისი მიზანი სულელურია.


არც ლაიტის ჭკუაზე გამისვამს ხაზი და არც დესნოუთის სიღრმეზე :დ

მაგალითისთვის შეილება აიღო დეზ ნოუთიც და დოსტოევსკიც არ აქვს სიღრმეს აზრი ამ შემთხვევაში ... მე მინდოდა აღმენიშნა თუ რამდენად ფარდობითია სიკეთის და ბოროტების ცნება და მაინტერესებდა გამეგო თვენი აზრი ამ თემაზე :) მაგიტო დავუწერე ზოგს ანიმეს მაგალითი ზოგისთვის კიდე დოსტოევსკი და ნიცშე... ვისს როგორც გაუსწორდება იქედან იმსჯელოს.
 
TARDIS
თარიღი: შაბათი, 16/09/2017, 21:46 | შეტყობინება # 8
ავტორი TARDIS
16/09/2017, 21:46 | პოსტი # 8
--- ▼ ---
Quote sharinboy ()
საერთოდ ყველაფერი არასწორად თQვი :დ და საერთოდ არასწორად გაიგე თემის აზრი .

2deep4me
sharinboy, რაღა დაგიმალო და, არც მე გამისვია სიღრმისთვის ხაზი. უბრალო მიზეზი მოვიყვანე იმისა, თუ რატომ არ ღირს ამ მულტფილმის იმ მაგალითსთვის აღება, რომელიც შენ წამოჭერი და ელი განხილვას. განხილვისთვის კი მთავარი კომპონენტია ანიმე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეჰქონდეს დისკუსიაში. დეს ნოუტი შვრება ამას? არა. აბა მაშ რა აზრი აქვს მის გამოყენებას? არანაირი. სწორედ თემის ხარისხზე მიგითითებ პირველივე პოსტიდან :>

მოდი არც იმას დაგიმალავ, რომ დავწერე ისიც, რაც ამ თემაში განხილვად უნდა მოიაზრებოდეს და შენ მათაც არასწორი უწოდე, ყოვლად დაუსაბუთებლად. ანუ, უკვე მეორედ გამოჩნდა, რომ შენთვითონვე არ უწყობ თემის განხილვას ხელს. თუ შენ არ უწყობ, სხვა რაღატოა ვალდებული რომ შეუწყოს?

დოქტორმა უბრალოდ შენს ერთ თვალშისაცემ განცადებას გაუსვა ხაზი და დააიგნორა ის თემა, რომელსაც ზედაპირულ ანიმეს ახვევ. აანუ, პირველ რიგში შენ ამ საკითხის ხალხამდე ხარისხიანად მიწოდება გევალებოდა და ამას თავი ნორმალურად ვერ გაართვი. კიდევ მოგიყვან მაგალითს, არაა პრობლემა - რამდენი დღეა რაც ეს თემაა შექმნილი და შენს წისქვილზე ერთი პოსტიც კი არ ასხამს წყალს.


შეტყობინება დაარედაქტირა: TARDIS - კვირა, 17/09/2017, 11:46
 
Доктор
თარიღი: შაბათი, 16/09/2017, 23:57 | შეტყობინება # 9
ავტორი Доктор
16/09/2017, 23:57 | პოსტი # 9
--- ▼ ---
Quote sharinboy ()
შენც ასევე .

ეს თემა იმიტო შევქმენი ამ საიტზე, რომ ანიმეს მაყურებლები იკრიბებიან :დ მიზეზი თუ რატომ ავიღე დეზ ნოუთი არის ძალიან მარტივი :დ არა იმიტომ რომ ამ ანიმეს სიღრმეზე გამესვა ხაზი არამედ ჩემი სათქმელი , ბოროტებაზე და სიკეთეზე , გადმომეცა ანიმეს მხრიდან რადგან , ნუ აქ ანიმეშნიკები შემოდიან უმეტესად :დ რო მდომებოდა ცალკე ასეთი თემატიკის ტოპიკის გაკეთება დავწერდი სადმე ბლოგზე და არა აქ . ეს გამოკითხვაც და ბოლოში დაწერილი კითხვაც უბრალოდ ამ საიტზე რომ ვწერ მაგას უსვამს ხაზს და არა სადმე ფილოსოფოსების ჯგუფში :) არ მინდოდა ცალკე თემა გამეკეთებინა ( პლუს არც შეიძლება ) სადაც მხოლოდ ამ თემაზე დავწერდი და ანიმესთან შეხება არ ექნებოდა ...

ხოდა ბოროტების და სიკეთის ბრძოლა სხვა ბევრ ანიმეშიც არის კარგად ახსნილი დეს ნოუტზე ბევრად დახვეწილად და მარტივად ან თუნდაც რთულად მაგრამ საკაიფოდ
 
sharinboy
თარიღი: ორშაბათი, 18/09/2017, 01:49 | შეტყობინება # 10
ავტორი sharinboy
18/09/2017, 01:49 | პოსტი # 10
--- ▼ ---
Доктор, მე არ მინახავს მსგავსი ანიმე სადაც დილემაა წამოყენებული და უნდა გააკეთო არჩევანი ... თუ იცი მირჩიე :დ

TARDIS, სხვა ანიმეც შეილებოდა და სხვა წიგნიც რო მომეყვანა მაგალიტდ ... მაგრამ ეს ანიმე ავირჩეი რა ვუყო :დ პლუს არ მაქვსთქო ნანახი სხვა მსგავსი შინაარსის ანიმე და რა გავაკეთო ? :დ აზრის მიტანას რაც შეეხება მშვენივრად წერია ყველაფერი მე მაინტერესებდა თვენი აზრი ამ დილემის შესახებ
 
TARDIS
თარიღი: ორშაბათი, 18/09/2017, 15:24 | შეტყობინება # 11
ავტორი TARDIS
18/09/2017, 15:24 | პოსტი # 11
--- ▼ ---
Quote sharinboy ()
მე არ მინახავს მსგავსი ანიმე სადაც დილემაა წამოყენებული

ანუ, სხვა ანიმე არ გაქვს ნანახი უბრალოდ
Quote sharinboy ()
უნდა გააკეთო არჩევანი

ანუ, არჩევანს შენ არ აკეთებ ნაწარმოებებში უბრალოდ
Quote sharinboy ()
თუ იცი მირჩიე :დ

ანუ, მაგალითად, აკამე გა კილ; ბერსერკ; ბაკანო; კოდ გიასი; ევანგელიონი; ერგო პროქსი; ფეიტ ზერო; 91 დეის; კატანაგატარი; ტერა ე-ში არის უბრალოდ
Quote sharinboy ()
სხვა ანიმეც შეილებოდა და სხვა წიგნიც რო მომეყვანა მაგალიტდ ... მაგრამ ეს ანიმე ავირჩეი რა ვუყო

ანუ, სუსტი მაგალით აარჩიე და მაგას გიწერ უბრალოდ
Quote sharinboy ()
პლუს არ მაქვსთქო ნანახი სხვა მსგავსი შინაარსის ანიმე და რა გავაკეთო ?

ანუ, ამდენი წელია იუზერი ხარ ფორუმის და წარმოუდგენელია მსგავსი შინაარსის რომ არ ჰქონდეს ნანახი უბრალოდ
Quote sharinboy ()
აზრის მიტანას რაც შეეხება მშვენივრად წერია ყველაფერი

ანუ, მშვენიერობას კილომეტრებით ჩამორჩება და ეგ აგიხსენი უბრალოდ
Quote sharinboy ()
მე მაინტერესებდა თვენი აზრი ამ დილემის შესახებ

ანუ, დაგიწერე მაგაზეც ჩემი აზრი და შენ უსაფუძვლოდ არასწორი უწოდე უბრალოდ


შეტყობინება დაარედაქტირა: TARDIS - ორშაბათი, 18/09/2017, 15:25
 
Muerte
თარიღი: სამშაბათი, 19/09/2017, 15:03 | შეტყობინება # 12
ავტორი Muerte
19/09/2017, 15:03 | პოსტი # 12
--- ▼ ---
Quote TARDIS ()
ანუ,

Quote TARDIS ()
ანუ,

Quote TARDIS ()
ანუ,

Quote TARDIS ()
ანუ,

Quote TARDIS ()
ანუ,

Quote TARDIS ()
ანუ,

Quote TARDIS ()
ანუ,


n_lol n_lol n_lol

ანუ, არ მეგონა ამ ფორუმზე სერიოზულად თუ იმსჯელებდნენ კიდე რამეზე.

ისე დეს ნოუტი მართლა არაა კაი მაგალითი სიკეთეზე და ბოროტებაზე სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად.
 
TARDIS
თარიღი: სამშაბათი, 19/09/2017, 15:57 | შეტყობინება # 13
ავტორი TARDIS
19/09/2017, 15:57 | პოსტი # 13
--- ▼ ---
ხო, და როგორია სერიოზულად სამსჯელო რომ გამოანათებს და აღმოჩნდება დეს ნოუტი, რომელსაც მარტო იმიტომ თუ უყურებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საყურებელი მულტფილმია:დ
 
Muerte
თარიღი: სამშაბათი, 19/09/2017, 18:27 | შეტყობინება # 14
ავტორი Muerte
19/09/2017, 18:27 | პოსტი # 14
--- ▼ ---
მიდი მერე, შემოაგდე სხვა ვარიანტი, სადაც უკეთაა წარმოდგენილი ეგ თემა და გახალისდეს იქნებ აქაურობა ცოტა
 
TARDIS
თარიღი: ოთხშაბათი, 08/11/2017, 20:38 | შეტყობინება # 15
ავტორი TARDIS
08/11/2017, 20:38 | პოსტი # 15
--- ▼ ---
უი, მშვენიერი აზრია :დ

ხოოდა, ტრიგანი - ანტი-პაციფიზმი.

თუ სწორად მახსოვს, სპოილერები:

უმთავრესი დილემა, რომელიც წამოჭრილია, არის ობობისა და პეპლის სიტუაცია.
გაება პეპელა ობობის ქსელში. რას გააკეთებ?
1) არაფერს გააკეთებ - ობობა იცოცხლებს, პეპელა მოკვდება.
2) გადაარჩენ პეპელას - ობობა მოკვდება, პეპელა იცოცხლებს.
3) მოკლავ ორივეს - ... ორივე მოკვდება (მაინც ყველა მოვკვდებით)
4) ორივეს გადაარჩენ - ორივე გადარჩება (მაინც ყველა მოვკდებით)
და ა.შ.

ეს დილემა კი პროტაგონისტსა და ანტაგონისტს შორისაა. ორი უკიდურესობა. პროტაგონისტი პაციფისტია, ყველას გადარჩენა სურს და, შესაბამისად, უამრავ რთულ სიტუაციაში ყოფს თავს. ისეთ სიტუაციებში, სადაც ერთის მოკვლით გადაარჩენდა სხვებს, მარა არ კლავდა. არ კლავდა იმათ, ვინც იმსახურებდნენ ამას და მათი მოკვლით ბევრ ცუდ რამეს აიცელდა თავიდან. ბოლოს როგორც იქნა მოკლა და იხსნა. ანუ, პაციფიზმი არაფრად ვარგა, რადგან რეალობას კილომეტრებით ცდება. უბრალოდ შეუძლებელია იყო სიკეთის განსახიერება.

თუმცა, მეორე მხრივ, ანტაგონისტს ეს შეხედულება ზოგადი პერპექტივით ესმის. ანუ, სურს თვით კაცობრიობის განადგურება, რადგან ადამიანი მნიშვნელოვანი საფრთხეა დედამიწისთვის. არც გაზვიადება ვარგა რამედ. ეგრე ყველაფერი უნდა გაანადგურო რომ აღარაფერი დაზიანდეს. ვერ აიცელ მაგას თავიდან. შესაბამისად, უნდა კლა იმისთვის, რომ ზიანი მინიმუმამდე დაიყვანო. თუმცა, ბოროტი მოტივებით იგი ნამდვილად არ მოძრაობდა(კაცობრიობა ფუნდამენტალურად ცუდია და სხვა ყველასთვის უკეთესი იქნება მათი გადაშენება. იმსახურებენ ანუ.), ანუ არც ესაა სიბოროტის განსახიერება.

უბრალოდ სხვადასხვა მეთოდები ჰქონდათ იგივე მიზნის მისაღწევად. ისიც არის, რომ დახმარების ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას, მაინც გეწინააღმდეგებიან. ანუ, ვიღაც აუცილებლად ჩაგთვლის უარყოფით ტიპად. დაპირისპირებას კი კიდევ უფრო საინტერესოს ემოციური კავშირი ხდის. თუნდაც პროტაგონისტსა და ანტაგონისტს შორის.


არის ასევე პერსონაჟი, რომელმაც იწამა პაციფიზმი და - სწორედ ამან დაღუპა. წაიყოყმანა მენტორის მოკვლაზე.

მეტი არ მახსენდება აქედან :დ და რაც მთავარია, არ არიან აქ არც ანგელოზები და არც დემონები. შესაბამისად, არც ერთზე ვკითხულობ არის ერთი თუ მეორე : D

დეს ნოუტში უბრალოდ არ არსებობს დილემა. ჰა-ჰა პოლიციელი რომ ფიქრობს, ბოროტია თუ არა კირაო. მარა, ვის ადარდებს, ტიპი უმნიშვნელო პერსონაჟია. ერთ მხარეს არის ულტრა ცინიკური და ჭკვიანი ტიპი, რომელსაც უტოპიის შექმნა უნდა (WTF? მით უმეტეს, მხოლოდ ბრალდებულებს კლავს.) და ამისთვის არ გააჩნია რაიმე მოტივი და ვერც აღწევს ვერაფერს. მეორეს მხარეს კი, უბრალოდ ბავშვი, რომელსაც გართო უყვარს ასე, პოლიციის მენტალიტეტს ჰყვება და წაგება არ უყვარს? ასევე ვერაფერს აღწევს და ა.შ.
მით უმეტეს, პერსონაჟებისა თუ სიუჟეტის ალოგიკური სვლების დამსახურებით მოხდა, მაშინ, როდესაც მეორე მხარეს უპიროვნო ნიარი წარმოადგენდა, ამ კირას მოკვლა. რა გზავნილზეა საუბარი.

Quote TARDIS ()
"ომლეტს კვერცხის გატეხვის გარეშე ვერ გააკეთებ"

და განსხვავება აქ ისაა, რომ ომლეტი არ გაუკეთებია კირას. მიზანი არაფრად უვარგოდა და იმიტომ. ნუ თუ ძალაუფლების წყურვილს დააბრალებ, არანაკლებ ფეილობაა. ყოვლად ბანალური და ზედაპირული სურვილი. მაგას მხოლოდ კორუპციის თემას თუ შეტენი და არა ამას. ;დ

დოსტოევსკის და ნიცშეს ზედაპირულად ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი.მარა, სინდისის ქენჯნის გამო ჩაბარდა პოლიციას თავისი ფეხით და მორჩა? სერიოზულად?
n_lol

დამატებულია (08/11/2017, 20:38)
---------------------------------------------
რა ტყუილად მაწერინეთ n_cry

 
ფორუმი » Anime & Manga » Anime Discussion » Death note ! რა არის სიკეთე ან ბოროტება? (What is justice ?)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: