სეტინგი: Magi ('მოგვი') შთაგონებულია "1001 ღამით" და ძირითადად ახლოაღმოსავლურ სტილისტიკას ესესხება, თუმცა აღინიშნება სხვა კულტურებიც. Magi-ს სამყარო ძველი მსოფლიოს ისტორიიდან ითავსებს ელემენტებს. მასში არსებობენ სახელწმიფოები და დიდი იმპერიები, რომლებიც რეალურ სახელმწიფოებზე არიან დაფუძვნებული. უმეტესობა მათგანის ამოცნობა ძალზედ ადვილია. მაგალითად, პარტევია არის სპარსეთი, კოს იმპერია ჩინეთია, ხოლო რეიმის იმპერია რომი.
სამყაროში რაღაც დროიდან მოყოლებული ჩნდება უჩვეულო ნაგებობები, ათასი ხიფათით სავსე, რომლებსაც "მიწისქვეშეთები" ეწოდება. თითოეულ მათგანში ჯინი სახლობს და ის, ვინც მიწისქვეშეთს დაიპყრობს და მის საფრთხეებს გადალახავს, მას ჯინი აღიარებს, როგორც "მეფობის კანდიდატს" და თავის პატრონს. ჩასახლდება რა ჯინი მის რომელიმე ლითონის ნივთში, პატრონი გახდება ჯინის უკიდეგანო ძალის მფლობელი. ჩვეულებრივ მიწისქვეშეთის დამპყრობლები მართლაც მეფეები ხვდებიან. კანდიდატს ამოიცნობს ხოლმე "მოგვი" იდუმალებით მოსილი განსაკუთრებული ჯადოქარი და უბიძგებს და ეხმარება მას მოიპოვოს ეს ძალა და გახდეს მეფე.
სიუჟეტი: ალადინი არის იდუმალებით მოსილი ბიჭუნა, რომელიც მთელი ცხოვრება განმარტოებით ცხოვრობდა ჯინ უვოსთან ერთად, თან ისე, რომ საკუთარი თავის შესახებ არაფერი იცოდა. მოგზაურობისას იგი გაიცნობს ახალგაზრდა მეოცნებეს, სახელად ალიბაბას და შემდეგ ისინი ერთად დაიპყრობენ მიწისქვეშეთს. ამ თავგადასავლის შედეგად ალადინი იგებს, რომ იგი არის მოგვი. ამის გარდა, ორი ახლადამეგობრებული გაათავისუფლებს მონა გოგონას, მორგიანას.
Magi-ს ისტორია ალადინის, ალიბაბას და მორგიანას სამეულის გარშემო ტრიალებს. ამბის მსვლელობის პარალელურად ისინი ძალაუნებურად ხდებიან არამხოლოდ მსოფლიო იმპერიათა ძალთა ჭიდილის მონაწილენი, არამედ ასევე იდუმალებით მოსილი შეთქმული ორგანიზაციის სამიზნეები. ნათელი ეფინება სიმართლეს მიწისქვეშეთებზე, ჯინებზე, მოგვებზე და მათი სამყაროს დასაბამზე.
xabe, კრეტინული ფილერგადახრებია და რაც არის ისიც არასათანადოდ არის გადმოცემული.
დამატებულია (02/01/2014, 02:07) --------------------------------------------- ისე რატომღაც მგონია, რომ Madoka Magicka-ს საუნდტრეკიდან ენდინგი "Magia" ძალიან უხდება ამ მანგის კითხვის პროცესს.
იმ სცენებზე ვიძახი . როცა თრახი აიწევა ხოლმე.
ყველაზე მეტად ეს ვერსია: http://www.youtube.com/watch?v=6hF-KD7g3Ko განსაკუთრებით, როცა მასიური გადამწყვეტი შერკინებაა და მთლიანი სახელმწიფოების ბედი წყდება, როცა უზარმაზარი ჯადოები სრულდება და ჯინის მფლობელნი თავიანთ "მეფურ" ძალას აჩენენ...აი კარაქივით მიდის რა.
Scopedog, ანიმე ნანახი მაქ მარა როგორც მირჩიე თავიდან დავიწყე მანგის კითხვა და თავიდან ალიბაბა უკვე გამოგონილი პერსონაჟიათქო ვიფიქრე და ის გოგოათქო ალიბაბას მაგივრად საზამტროებს რო ყიდიდა და ალადინმა რო შეუჭამა :D:D
დამატებულია (05/01/2014, 20:13) --------------------------------------------- რაც მეტს ვკითხულობ მანგას მით უფრო ვრწმუნდები რამდენად ჯობია ეს მანგა ანიმეს.. ყოველთვის მაღიზიანებდა ანიმეში ალიბაბა სიბნელეში რო გადადიოდა(თუ რაც ქვია).. მეთქი ასეთი სუსტი როგორაა მთავარი გმირითქო.. არადა მანგაში არაფერი ეგეთი არ ყოფილა თურმე.. და კიდევ სინდრიას რო დაესხნენ 3 ტიპი ალ სარმიდან(მეჩნიკი, ფიზიკურად ძლიერი და ტიპი კალიასკაში) ეგეც გადასხვაფერებული აგმოჩნდა.. სინამდვილეში თურმე ლაბირითის შესასვლელთან ხდება ეგ.. მოკლედ მანგას რომ მიყოლოდნენ ზუსტად ბევრად უკეთესი ანიმე იქნებოდა რა.. ))))))))))
მოკლედ დავეწიე მანგას, მივედი ონგოინგამდე და ვკვდები ინტერესით თუ რა მოხდება შემდეგ თავებში..))) განსაკუთრებით კი ალიბაბა რას მოიმოქმედებს და როგორ დაიჭერს თავს იმპერატორის წინაშე..
severus, ჩემი აზრით კოენი არც უნდა ფიქრობდეს ალიბაბას მოკვლას.
ალიბაბა, როგორც კოენმა აღნიშნა, ახლა " უბრალო კაცია", მარა იგი ასევე ამ მომენტში სინდრიის ელჩიც არის. ელჩის მოკვლა იქნება სინდრიისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი, ხოლო სინდრიასთან ომი კოენს ამ ეტაპზე ნამდვილად არ უნდა აწყობდეს. ამის გარდა, ელჩის ასე არაფრისგულისთვის მოკვლა არც ისე ღირსეული საქციელი იქნება იმ კაცისთვის, რომელიც ერთიანი სამყაროს წინამძღოლობაზე იქაჩება, არამგონია კოენმა ეგ მართლა იკადროს.
Scopedog, არა მაგაში გეთანხმები, ალიბაბას მოკვლას ნაგდაგ არ ეცდება, ან რაში აწყობს ეგ საქციელი.. კოენის შემოთავაზებაზე რას იტყვი?
ანუ ალიბაბას ხომ უთხრა ჩემი მარჯვენა ხელი გახდიო
მაგაზე მართლა მაინტერესებს პასუხი.. და ესე მარტივად ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა არ იქნება მართალი ჩემი აზრით.. ვფიქრობ ალიბაბა უფრო მეტს მოახერხებს თუ მტერთან ახლოს იქნება და იქნებ რამე შეცვალოს კიდეც, ასე კი როგორც კოენმა თქვა ის უბრალოდ სინდრიის ელჩია და მეტი არაფერი.. საკმაოდ დასაფიქრებელი სიტოაციაა )))))
მაშინაც საოცარი კომპრომისი გამონახა და ეხლაც::D თავის დახრა რომ სთხოვეს მაგარი პასუხი გასცა მოვკვდი სიცილით :DD იმედი მაქვს რომ მონახავს რამე კომპრომისს მაგრამ რაღაც ნაკლებად სავარაუდოა რომ დარჩეს კოენთან, თუმცა საინტერესო იქნებოდა თუ მართლა მასე განვითარდა მოვლენები..
QuoteScopedog ()
რავი სპოილერებში ჩავსვათ ? მაინც კაციშვილი არ ითხულობს ჩვენს გარდა.
იმ მეორე თემის აღწერით თუ ვიმსჯელებ რაც რამოდენიმე წუთის წინ დალინკეს, მაგის ისატორიაა გადმოკოპირებული და დამახინჯებული და რავი, ეგ მანგა არ წამიკითხია ამიტომ მხოლოდ იმ აღწერის მიხედვით ვწერ.. ამიტომ არ მიწყინოთ))))))))
საშინელი ლეგენდარული ეშმაკისეული ეშმაკისეულობაა და ეგენი პროსტა ტროლაობენ.
ნუ რადგან შენ მირჩევ დაგიჯერებ მაშინ ვენდობი შენ აზრს (წაკითხული მაქ რეცენზიები რაც მანგებზე გიწერია და ბევრს ვეთანხმები და იმიტომ, განსაკუთრებით კი ჯოჯოზე რო წერ მაგიტომ :D)))
მოკლედ ისევ მაგის დავუბრუნდეთ: ალიბაბაზე მართლა ბევრი რამ მაინტერესებს და რამე და ამ ამ ალიბაბის გადამყოლე ერთი დიდი ინტერესის საგანი სულ ამომივარდა თავიდან.. ანუ ჯუდალს და ჰაკურიუს რა გეგმები აქვთ.. რატომ არ ჩაერთვნენ ბრძოლაში და რას აკვირდებოდნენ დისტანციიდან.. ჰაკურიუმ თვითონ თქვა აქ ბრძოლისთვის არ მოვსულვართ საკუთარი გეგმები გვაქვსო რას ფიქრობ Scopedog, რა მიზნები ამოძრავებთ))))
არა მართლა. სახელგანთმულია თავისი ამაზრზნობით, პროსტა რომ გავიგე რა იყო უკვე იმანაც შემზარა ( პედოფილური გეი პორნოა რაღაც ) , რომ ეგ საერთოდ არსებობდა .
ეგენი კი ღადაობენ და ტროლაობენ ახლა, არ წამოეგო.
Quote
ალიბაბაზე მართლა ბევრი რამ მაინტერესებს და რამე და ამ ამ ალიბაბის გადამყოლე ერთი დიდი ინტერესის საგანი სულ ამომივარდა თავიდან.. ანუ ჯუდალს და ჰაკურიუს რა გეგმები აქვთ..
ეგ არ ვიცი, ჰაკურიუს ვიცით რა მიზნებიც ამოძრავებს (შურისძიება სატანიეულ დედაზე) და ჯუდალისა რა მოგახსენო...
დამატებულია (10/01/2014, 20:45) --------------------------------------------- ერთადერთი რასაც მაგის ანიმე ადაპტაციას ნამდვილადვერ დავუწუნებ, არის ეს :
ხო ეგ ოსტ-ი მეც მევასება.. ისე ანიმეც არაა საბოლოოჯამში ცუდი, რაღაც დეტალები შეცვლილიროაქ მაგას კიდე არაუშავს ერთადერთიყველაზე დიდი შეცდომა ალადინის "გაბნელება - სიბლეში გადასვლა" იყო ეგ მართლა არ უნდა ექნათ, დანარჩენი დეტალები კიდე ეპატიებათ (თუმცა ვერ ვხვდები რაში ჭირდებათ ამ დეტალების გადასხვაფერება) მოკლედ საბოლოდ ანიმეს ყურება მაინც ღირს რა.. ოღონდ იმის მერე რაც მანგას წაიკითხავ.. რომ ბრძოლები ნახო ანიმირებული მაგიტო მაინც :D..
Galileo, კვირაობით აქვს ხოლმე უკვე sense-scans-ს დასკანული საკუთარ საიტზე თუ არა და მეორევე დღეს.
ამჟამად სხვა მანგასავით შესვენებაზეა.
დამატებულია (15/01/2014, 01:22) --------------------------------------------- ახლა რა აზრი წავიკითხე და... შემდეგი მედიუმი სინბადი რომ გახდეს ? სანახევროდ დაცემულია და.
მოგამეტი ხო გადაიქცა მედიუმად იმ შავი რაღაცის დედამიწაზე შემოთრევისთვის ?
უიიიი:D ეგ როგორ დამავიწყდა მოგამეტი წავიკითხე თუ არა იმ წამსვე გამახსენდა რაზეც იყო საუბარი :D)))
QuoteScopedog ()
ხოდა სინბადს რომ ეგრე უქნანო
ნახევრად დაცემული კია მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ მშვენივრად შეუძლია შავი "რუხ"-ის კონტროლი ისევე როგორც თეთრის.. და თან მგონია რომ სინბადს საკმაოდ ძლიერი ხასიათი აქვს და არ მგონია რომ ეგ ცოდვაში ჩავარდეს )))))
არა და კი არის ძალიან ბევრი ანმიოკი რომ რაღაც მთლად იდეალური არაა სინბადი და მასში არის რაღაცეები, მაგალითად კოგიოკუთი და სხვებით მანიპულირებს და ასე შემდეგ. იუნანიც არ ენდობა.
კიდევ სინბადი როგორც მედიუმი გაცილებით უფრო შოკი და "ვაიმე დედა დაგვერხა" იქნება ვიდრე "დაბოღმილი ტიპი #25"
ჰაკურიუზე უფრო დამაჯერებელია, მაგრამ მაინც მგონია რომ არც ეგ იქნება შემდეგი მედიუმი.. და თვითონ იმპერია კო-ს დედოფალი გახდება მედიუმი ასე მგონია.. ან ეცდება მედიუმად გახდომას მაგრამ ხელს შეუშლიან მაქამდე.. დონნოუ))
Scopedog, 212 თავი გამოსულია.. არ ვიცი თუ ნახე))) მართლაც რომ
QuoteScopedog ()
შოკისმომღვრელობები
-არის ბევრი..
სინბადი რომ არ ყოფილა ისეთი "ნიაააშკა" როგორც თავს ასაღებდა მაგას ადრევე ვხვდებოდი, კი არაა კაი საქციელი მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია მასეთი გადაწყვეტილების მიღება..
ალიბაბას რაც შეეხება მაგრა გამიტეხა.. არ არის ისეთი ეს ჩვენი მთავარი გმირი როგორიც უნდა იყოს წესით.. მე მეგონა დათანხმდებოდა კოენის წინადადებას რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო და შიგნიდან შეეტია იმპერია კო-სთვის მაგრამ როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს ის მართლაც აპირებს იმპერია კოს ვასალი გახდეს.. მაგას ჯობდა საერთოდ არ დათანხმებოდა.. და სინდრიის მხარის დაჭერაც არ არის ვარიანტი.. ჯობია საერთოდ რენ-ს შეუერთდეს და რენსაც ძალა მოემატება და ნამდვილი მე-3 ძალა გადება...
ალადინმა რა ნახა საერთოდ ამ ალიბაბაში ერთი ეგ გამაგებინა რა:D პროსტა მეგობარი როა მაგიტომ თავის მეფედ დასახელება რაღაც არაა სწორი საქციელი.. თუ უფრო თავდაჯერებული არ გახდა ალიბაბა ბევრი პრობლემები ექნება..
მორი კიდევ მე თუ მკითხავ საერთოდ ფინალისების სამშობლოში უნდა წავიდეს და გარდაიქმნას იმ არსებათ რაც სინამდვილეშია.. (მუ-მ ხომ თქვა რომ ვიგრძენი რომ მთელი ჩემი სხეული მაგუით აივსოო.. ანუ ის არსებები რაც სინამდვილეში არიან ფინალისება ძალიან ძლიერები არიან..) ალბათ წარმოუდგენლად ძლიერი გახდება მორი მაგას თუ გააკეთებს... და თუ დაბრუნდება მერე ისევ უკან რათქმაუნდა.. მართლაც აიხდენს მაგით მორი თვითონაც ოცნებას და საკმაოდ ძლიერი ძალით რომელსაც მიიღებს შეძლებს რომ დაეხმაროს ალიბაბას..