ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ერთი ან რამდენიმე ე.წ. ანომალიური ზონა არ არის დაფიქსირებული. ხეების უმეტოსობა გამრუდებულია, ბალახები კი გიგანტურ ზომებს აღწევს. ანომალიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანს ეწყება თავის ტკივილი, დისკომფორტის სეგრძნება და შიში. ცხოველები მოუსვენრობენ, გომოსცემენ უჩვეულო ხმებს და გაქცევას ცდილობენ. გარდა მისა, ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, სწორედ იმ ტერიტორიაზე იკვეთება გზა ჩვენს და პარალელურ სამყაროთა შორის. ამით ხსნიან მსგავს ადგილებში უჩვეულო არსებების გამოჩენას, რომლებიც თავსაც კი ესხმიან დაუპატიჟებელ სტუმრებს. “მომაკვდინებელ ზონაში”, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, შემთხვევით მოხვედრილი მგზავრი უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და სამუდამოდ უჩინარდება.
მკვლევარებმა დღემდე არ იციან ასეთი ზონების წარმოქმნის მზეზი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის ყველაზე ხშირად გვხვდება ძლიერი გეოათოგენური აქტივობის ზონებში, ტბებიან, ჭაობიან ადგილებში. “ანომალიური მოვლენების კვლევისას მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ კრიტიკული დამოკიდებულება მსგავსი ინფორმაციისადმი და ზედმიწევნით შევამოწმოთ ყველა დეტალი, – ამბობს პროფესორი რუდოლფ ნესმელოვი. – მე ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც ყვებოდა თავის კონტაქტზე “გონიერ მოძმეებთან”, თუ როგორ იტაცებდნენ მას პირდაპირ საწოლიდან, როგორ ემორჩილებოდა მათ ძახილს და ფეხით გადიოდა თხმუთმეტ კილომეტრს, შინ ბრუნდებოდა, ფეხსაცმელი კი ისეთი სუფთა ჰქონდა, თითქოს არც უვლია. მას თვითონ ეჭვი არ ეპარებოდა თავისი შესაძლებლობების ჭეშმარიტებაში. ეს კი აუცილებელია ჭეშმარიტების დასადგენად. როგორც წესი, ფენომენის ანალიზის შემდეგ ირკვევა, რომ “კაშკაშა ლაქები ცაზე” – უბრალოდ ატმოსფერული მოვლენაა ან თვითმფრინავის სინათლეები. “განათებული ბურთები” თურმე პლანეტებია, რომლებიც ხშირად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მაგალითად, სატურნი და იუპიტერი. როცა მანქნით მიდიხართ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პლანეტა თქვენს პარალელურად მოძრაობს. სწორედ ასე მოხდა ბერნი და ბეტი ჰილების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ის ადამიანები,ვინც ამო-ს დანახვას ან მის ბორტზე ყოფნას ირწმუნება, ერთმანეთისგან ვერ არჩევს თვითმფრინავს და პროჟექტორს. დაკვირვებით შესწავლის შედეგად აღმოჩენილა, რომ უცნაური, მელოტი, საცებებიანი არსებები, რომლებიც ადამიანებს “სკანირებას უკეთებდნენ”, მხოლოდ ფსიქოლოგიური თვითდარწმუნების მიერ გამძაფრებული შეგრძნებებია და სხვა არაფერი”. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასწაულები არ ხდება. უბრალოდ, ხშირად მათ ზუსტი მეცნერული ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ინგლისის ბიოფიზიკური ცენტრის მეცნიერები ატარებდნენ ფრიად საიტერესო ექსპერიმენტებს კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, ანუ ბიოლოგიური ობიექტების შესახებ ინფორმაციის მყისიერი და ნებისმიერ მანძილზე გადაცემის სფეროში. ყველაფერი ეს, როგორც ივარაუდება, ჩვენი სამყაროსა და პარალელურ სამყაროებს შორის ფარული კავშირის გარკვეული გამოხატულებაა. ჩვენთვის უცნობი ფაქტორების ზეგავლენით, სივრცის გარკვეულ მონაკვეთზე ჩნდება “ხვრელი”, რომელსაც შეუძლია ადამიანი სულ სხვა ადგილას და სულ სხვა დროში აღმოაჩინოს.
წარმოგიდგენთ ანომალიურ ზოენბს
ქალაქი არტემოვსკი
კრასოიარსკის მხარის ქალაქ არტემოვსკში ანომალიური ზონა აღმოცენდა. 30 მეტრის დიამეტრის მიწის ნაკვეთი, 30-40 სანტიმეტრის სიმაღლეზე ფერფლითაა დაფარული, წარმოქმნილია უჩვეულო ორმოები, საიდანაც უკვე მეორე თვეა, კვამლი ამოდის, ხეები კი ფესვებიანად წყდება მიწას. ამ მოვლენის ახსნა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ანომალიური ზონა მეტყევემ იპოვა, როცა მისმა რეზინის ჩექმებმა დნობა დაიწყო. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ ამ ადგილზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, თუმცა რატომ არ მინელდა კვამლი და ქარმა ვერ მიმოფანტა ფერფლი აგვისტოს შემდეგ, ამაზე პასუხი არ აქვთ. ანომალიური ზონის კვლევა მეცნიერებმა უკვე დაიწყეს. მათ მიაგნეს სამ ერთნაირ ჩაღრმავებას, რომელთა ირგვლივაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა. ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად არ არის უბრალოდ, ტყის ხანძარი. იწვის გრუნტი, რაც წარმოუდგენელია. თანაც ცეცხლის ალი 6 მეტრს აღწევს.
ბერმუდის სამკუთხედი
ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გლადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“. XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ. 1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული. 1975 წელს, ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში. ბერმუდის სამკუთხედის რეგიონში ბევრი გემი ცურავს,თუმცა ფაქტი აშკარაა,რომ ამ ადგილას ჩაძირულ გემთა რაოდენობა ბევრად აღემატება ატლანტიკის ოკეანის სამხრეთში დაღუპულ ხომალდთა რიცხვს.იგი საუკუნეების განმავლობაში საიდუმლოებით მოცული იყო და დრესაც არ კარგავს აქტუალობას. „ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლობა“ ახლაც გადაუჩრელი პრობლემაა.არის ვერსიებიც,რომელთა მიხედვითაც საზღვაო და საჰაერო ხომალდების გაქრობის მიზეზი შტორმებია,რომელიც ოკეანისთვის ჩვეულებრივი მოველანაა.ზოგი მკვლევარი კი ფიქრობს რომ ამ რეგიონში ძლიერი მაგნიტური ველია,რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს ხომალდების სანავიგაციო სისტემა,ისინი გზას ვეღარ იგნებენ და უბრალოდ იძირებიან ოკეანის სიღრმეში.არსებობს მოსაზრება რომელიც ეფუძნება ჩარლეს ბერლითზის,ინგლისელი ლინგვისტის, თეორიას. რომლის მიხედვითაც დაკარგული ქალაქი–ატლანტიდა სწორედ ბერმუდის სამკუთხედის ქვეშ არის ჩაძირული.სწორედ ამ ჩაძირული ქალაქიდან გამოიყოფა კრისტალური ენერგია,რომელიც ხდება უამრავი გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარების მიზეზი.სხვა მოსაზრების თანახმად კი ამ რეგიონში არის დროის პორტალი რომელიც დაკავშირებულია უცხოპლანეტელთა წყალქვეშა ბაზებთან.
ანომალიურ შემთხვევას
1915 წლის 23 აგვისტოს კონსტანტინოპოლში მომხდარი ანომალიური მოვლენა
მრავალი ზეპირი გადმოცემის თანახმად, ადამიანების იდუმალებით აღსავსე გაუჩინარება ზოგჯერ მოწმეების თვალწინ მომხდარა. 1915 წლის 23 აგვისტოს, კონსტანტინოპოლის ახლოს განლაგებული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებმა იხილეს უცნაურ ღრუბელში გახვეული მეტოქის სამხედრო ნაწილები, რომლებიც სწრაფად გაუჩინარდნენ. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 1943 წელს. ანომალიური მოვლენების ცნობილი ამერიკელი მკვლევარის, ჩარლზ ბერლიცის მონაცემებით, აშშ სამხედრო საზღვაო ძალები ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც ფილადელფიის დოკიდან გაქრა სამხედრო ხომალდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში გამოჩნდა ნორფოლა-ნიუპორტის დოკში, პორტსმოტის რაიონში. ეს ორი დოკი ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მილით არის დაშორებული. ცოტა ხანში ხომალდი კვლავ გაქრა და ისევ ფილადელფიაში გამოჩნდა. ეკიპაჟი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ხომალდზე იმყოფებოდა, ვერაფრით ხსნიდა ამ მოვლენას: ოფიცრებისა და მეზღვაურების ნახევარი ჭკუიდან შეიშალა, ნახევარი კი მოკვდა. ეს საიდუმლო დაედო საფუძვლად მხატვრულ ფილმს “საიდუმლო ექსპერიმენტი”. რა იყო ეს – მასობრივი ჰალუცინაცია თუ რაღაც სხვა? ამერიკული ყოველკვირეული “ჰისტორი ოფ საიენთისთ” აღწერს შემთხვევას, რომელიც 1960 წლის 30 ივლისს მოხდა ქალაქ პიკტონში, ონტარიოს შტატში. ნათესავების და მეზობლების თვალწინ დაიკარგა ცამეტი წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ადგილზე აღმოაჩინეს. ცნობილმა ასტრონომმა და ამოს-ს მკვლევარმა ალან ჰაინეკმა ამ შემთხვევებს “მესამე ბუნებასთან კონტაქტი” უწოდა. ზოგი შემთხვევა ,მაგალითად, უიტფილდის (ნიუ ჰემპშირის) მცხოვრებთა, ბეტი და ბერნი ჰილების გაუჩინარება ზედმიწევნით არის დოკუმენტირებული. 1961 წლის სექტემბერში ისინი შვებულებიდან შინ ბრუნდებოდნენ. უცბად ცაზე ქაოტურად მოძრავი ორი კაშკაშა ბურთი დაინახეს, რომლებიც თითქოს კვალდაკვალ მისდევდა მათ მანქანას. ცოტა ხანში ბერნის და ბეტის ჩაეძინათ. გონს რომ მოვიდნენ, ორი დღე გასულიყო და ისინი ასი მილით იყვნენ დაშორებული იმ ადგილს, სადაც გაჩერდნენ. შემდეგ თანდათან გაიხსენეს, რომ ამ ხნის განმავლობაში იყვნენ რაღაც უცნაურ ხომალდზე, რომელიც ზედმეტად განათებული იყო და უცნაური, არამიწიერი არსებები მათ სხივებით თუ რაღაც საცეცებით ეხებოდნენ, თითქოს გაშუქებას უპირებდნენ.
პერმის მოქალაქე ოლგა ვოლკოვა
სენსაციური ამბები რუსეთშიც მომხდარა. მაგალითად, პერმის მოქალაქე ოლგა ვოლკოვა რამდენჯერმე გაუტაციათ არამიწიერ არსებებს, რომლებსაც მისივე თქმით, ოლგას ტვინის სკანირება ჩაუტარებიათ. ისინი შეეცადნენ მისთვის კანქვეშ ჩაენერგათ რაღაც მოწყობილობა, მაგრამ ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა. ამბობენ, რომ ქალაქ სარატოვის საბავშვო ბაღიდან გაქრნენ ხუთი წლის ასაკის ტყუპები, სონია და ტანია კომაროვები და სამსაათნახევრის შემდეგ, როცა უკვე ფეხზე იდგა მთელი მილიცია, ბავშვები უკან დაბრუნდნენ. მათ არადერი ახსოვდათ, მაგრამ დაჟინებული გამოკითხვის შემდეგ გაიხსენეს, რომ “ჭერში დატრიალდა მზე და ისინი ჩაყლაპა”. მოსკოველი ოქსანა ნერაზოვა მაღაზიაში წავიდა, სამი დღის შემდეგ კი სახლიდან ასი კილომეტრის დაშორებით მოვიდა გონს და ბევრი საინტერესო რამ უამბო ჟურნალისტებს”არამიწიერ არსებებთან”კონტაქტის შესახებ.
Exorcizamus te, omnis immundus spiritus, omnis satanica potestas, omnis incursio infernalis adversarii, omnis legio, omnis congregatio et secta diabolica ბარემ აქედანაც განვდევნი
საკმაოდ ცნობილია ნამდვილი პიროვნებაა , რომელიც ჩვეულებრივი გოგო იყო და რომელსაც ეშმაკი შეუჩნდა :/ ფილმიცაა მაგაზე გადაღებულია ნამდვილ ფაქტებზეა . დაგუგლე და ნახავ :X
საკმაოდ ცნობილია ნამდვილი პიროვნებაა , რომელიც ჩვეულებრივი გოგო იყო და რომელსაც ეშმაკი შეუჩნდა :/ ფილმიცაა მაგაზე გადაღებულია ნამდვილ ფაქტებზეა . დაგუგლე და ნახავ :X
ანელიზ მიშელი 1952 წლის 21 სექტემბერს, ბავარიის პატარა სოფელ ლაიბლფინგში დაიბადა. მშობლები მორწმუნე კათოლიკები იყვნენ. პატარა ასაკიდან გოგონა ეკლესიის გუნდში მღეროდა.
1968 წელს ანელიზს კრუნჩხვები დაეწყო, ერთი წლის შემდეგ ექიმებმა ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, ეპილეფსიის შეტევები გრძელდებოდა და უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
1975 წელს გოგონას საკუთარი ქმედებების გაკონტროლება უკვე აღარ შეეძლო. დასახმარებლად მშობლებმა მღვდელ–ეგზორცისტებს მოუხმეს, რიტუალები უშედეგოდ სრულდებოდა... ერთ–ერთი ასეთი რიტუალის დროს, გოგონა გარდაიცვალა.
იყო მომენტები, როდესაც გოგონას გატოკება არ შეეძლო, გრძნობდა სიმძიმეს მკერდის არეში, ზოგჯერ ლაპარაკის უნარსაც კი კარგავდა. ოჯახის ექიმმა მშობლებს მისი საავადმყოფოში გადაყვანა ურჩია. ელექტროენცეფალოგრამამ უჩვენა, რომ გოგონას ტვინში არანაირი ცვლილებები არ აღენიშნებოდა. ამავდროულად, მას პლევრიტისა და ტუბერკულიოზის სინდრომი დაუსვეს.
ანელიზი ჰოსპიტალში 1970 წლის თებერვალში დააწვინეს. შეტევების დროს, გოგონა დემონურ საახებს ხედავდა, შემდეგ უცნაური კაკუნის ხმებიც ესმოდა, ექიმებმა გამოიკვლიეს გოგონა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს... ცოტა ხანში, კაკუნის ხმები გოგონას დასაც ესმოდა.
თავად ანელიზის განცხადებით, 13 წლის იყო, როდესაც შეამჩნია რომ ავი სულებით იყო შეპყრობილი. 1973 წელს მშობლებმა მღვდლებს მიმართეს და ეგზორციზმის რიტუალების შესრულება სთხოვეს. მღვდელმა ვურცბურგის ეპისკოპოსს ეგზორციზმის ჩატარების უფლება სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.
1974 წელს გოგონას ქცევები საგრძნობლად შეიცვალა. აღარ ჭამდა, საკუთარ თავს ზიანს აყენებდა, კბენდა ოჯახის წევრებს, ხევდა ტანისამოსს. ერთ დღეს, სამზარეულოს მაგიდაზე ავიდა და ორი დღის განმავლობაში არ ჩამოსულა, პარალელურად, მთელი ამ დროის განმავლობაში, ყეფისმაგვარ ხმებს გამოსცემდა. ხიდიდან მდინარეში გადახტომასაც კი აპირებდა, იმიტომ, რომ დემონებმა ასე უბრძანეს...
1975 წლის 16 სექტემბერს, ეპისკოპოსმა, არნოლდ რენცსა და ერნესტ ალტს ეგზორციზმის ჩატარების უფლება მისცა.
1975 წლის 24 სექტემბრიდან 1976 წლის 30 ივნისამდე, გოგონას 70 რიტუალი ჩაუტარდა. 42 მათგანი დიქტოფონზე ჩაიწერეს. პირველი რიტუალი ხუთ საათს გაგრძელდა. რიტუალის დროს, ანელიზი ერთდროულად რამდენიმე ხმით და ლათინურად საუბრობდა. როდესაც მღვდლები ხელით ეხებოდნენ ყვიროდა – „გამიშვი, ცეცხლი მწვავს!“ რიტუალის დროს, გოგონას ჯაჭვით აბამდნენ, ან 3 ადამიანი აკავებდა.
1976 წლის 1 ივლისს, 23 წლის ანელიზი გარდაიცვალა, მიზეზი – წონაში მნიშვნელოვანი კლება. აღნიშნულ საკითხზე გამოიძიება დაიწყო და ორივე მღვდელს ბრალდება წაუყენეს, გაუფრთხილებლობის გამო. მათ 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ
ჰა აგერ ესაა გაროჩე ემილი როუსზე
აგერ კიდე საწყალი ბოლოს რანაირი იყო :'(
დამატებულია (02/02/2014, 18:24) --------------------------------------------- ინტერნეტშიც არის მასალა და ჩანაწერები თუ რა ხმებს გამოსცემდა ექსგუმაცისს დროს :X
ერთი გოგონა ძალიან ცრუმორწმუნე იყო. ბებიამ მას ასწავლა, რომ მელოტს თუ დაინახავდა, ცალი თვალით უნდა შეეხედა მისთვის, თორემ თვითონაც გამელოტდებოდა; თუ მზე ანათებდა და თან წვიმდა, პირჯვარი უნდა გადაეწერა. და რათქმაუნდა, თუ შავი კატა გადაურბენდა გზაზე, სხვა გზით უნდა წასულიყო, ან დაეცადა სანამ სხვა ვინმე გაივლიდა, თორემ მალე უბედურება შეემთხვეოდა. გოგონა ყველაფერს ზუსტად აკეთებდა და ეს შველოდა კიდეც, თუმცა შავ კატას მისთვის არასოდეს არ გადაურბენია გზაზე. ყოფილა წითური კატაც, კოპლებიანიც, ნაცრისფერიც, ჭრელიც, მაგრამ შავი – არასდროს. ერთხელაც, გოგონამ ნახა შავი კატა. მან გზაზე გადაირბინა, გოგონამაც დაიწყო ლოდინი, სანამ ვინმე არ გამოივლიდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. ცოტა ხანში ერთმა ჯოხიანმა მოხუცმა გამოიარა. გადააბიჯა კატის გადარბენილს, გზა გააგრძელა და ცოტა ხანში წაიქცა. მოხუცმა ლანძღვა დაიწყო, ხოლო გოგონამ თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან მოხუცი არ გააფრთხილა კატის შესახებ, თუმცა რაღას იზამდა. იგი სახლისაკენ გაიქცა, მაგრამ გზა კიდევ ერთმა კატამ გადაუჭრა. ბავშვმა იფიქრა რომ ეს ის კატა იყო, თუმცა ცდებოდა. ეს კატა წინაზე პატარა იყო. მან კატას დაუძახა. კატა გაჩერდა და უკან გაბრუნდა. გამოდის, რომ გზაზე არ გადაურბენია! გოგონამაც თამამად განაგრძო გზა, თუმცა ამჯერად მას ერთდროულად სამმა კატამ გადაირბინა გზაზე, სამი მხრიდან. გოგონა ადგილიდან ვერ იძვროდა. დაიწყო ლოდინი. მანქანები მოძრაობდნენ, ის კი შუა ქუჩაში იდგა და მოძრაობას ხელს უშლიდა. მძღოლები უყვიროდნენ, ეჩხუბებოდნენ,ის კი ისევ იქ იდგა. გამოიარა სასწრაფოს მანქანამ, მოხუცის დასახმარებლად მიდიოდა. გოგონა იძულებული გახდა უკან დაეხია, ფეხი დაუცდა და საკანალიზაციო ჭაჩი ჩავარდა, სადაც თითქმის მდუღარე წყალი ესხა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ ერთი ბოროტი კაცი სპეციალურად ამრავლებდა შავ კატებს და როდესაც მათმა რიცხვმა 33-ს მიაღწია, გამოუშვა გარეთ ცრუმორწმუნე ხალხის შესაშინებლად.
დამპალი კაცი :@@@ მეც ცრუმორწმუნე ვარ მაგრამ კატა რომ გამოირბენს სამჯერ ვისვრი ქვას და მერე გავივლი ხოლმე,მასე რატო არქნა :დ აუ რა ცოდოა:((
ეს “ადამიანი” :) არის ემილი როუზი რომელსაც ეშმაკი შეუსახლდა და რომლის ისტორიაც ძალიან პოპულარულია . აქ მისი მცირე ისტორიაა
საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ მას დაეწყო კრიზისი. ის მანჭავდა სახეს, ესმოდა ხმები, გამოსცემდა უცნაურ ბგერებს. Kრიზისის შემდეგ ის ნაღვლიანად ევედრებოდა ექიმებს ეშველათ მისთვის, რომლებსაც არ შეეძლოთ დაედგინათ რომელი ტიპის ეპილეფსიასთან ჰქონდათ საქმე. 1973 წლის დასაწყისში მშობლებმა გადაწყვიტეს მიემართათ კათოლიკური ეკლესიისათვის რომ ლოცვით განედევნათ უწმინდური ძალა გოგონასგან. ეკლესიის ყურადღება მიიბყრო იმან, რომ გოგონა მოიხმარდა ნეიროლეპტიკებს, რის გამოც მისი განწმენდა რთული იქნებოდა.
1974 წელს გამოჩნდა ერთი მღვდელი რომელმაც თავის თავზე აიღო ანალიზ მიშელის განწმენდა, მაგრამ მასზე წოდებით მაღლა მდგომმა პირებმა აუკრძალეს ამის გაკეთება. ამ დროს ანალიზმა უფრო მეტად დაიწყო თავისი ოჯახის წევრების ლანძღვა და შეურაცყოფა, ის ურტყავდა მათ კბენდა. ის უარს ამბობდა საკვებზე და ამას იმით ხსნიდა რომ სატანა უკრძალავდა მას ჭამას. მას ეძინა მხოლოდ მიწაზე ან იატაკზე. თითქმის მთელ დღეს ის ატარებდა კივილში და ღრიალში, თუ მას შესაძლებლობა ეძლეოდა ის ხევდა ხატებს ტეხავდა ჯვრებს და ანადგურებდა რელიგიურ ნივთებს. ( რუსულიდან თარგმნა იაზვამ )
ექსგუმაცია .. ბევრჯერ ჩასახლებია საქართVელოში ადამიანს დემონი და მამაოს განუდევნია . ვიდეოებიც არის ამაზე :3 Serj_Tankian, მეც ვერ ვბედავდი მარა ერთხელ ღამეს დაველოდე და მოვუსმინე ასე 3 ისთვის -_-
დამატებულია (02/02/2014, 19:25) --------------------------------------------- MainUser, დავდევი მაგი უკვე :@ ხო ისე თემას აზრი რო მიეცეს ნადმვილი ამბები რო დადოთ ჯობს . ექსგუმაციების შესახებ და ა.შ თორე გამოგონილს აბა რა მუღამი აქვს ?!
ყველაზე გახმაურებული ეგზორციზმის ისტორია. ანელიზ მიშელის ეგზორციზმი
ანელიზ მიშელი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ის ეწეოდა მისი ასაკისთვი სრულიად შესაფერის და ნორმალურ ცხოვრებას, იყო მხიარული და მორწმუნე ადამიანი. ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მისი ცხოვრება შეიცვალა 1968 წელს, როდესაც მას პირველად დაემართა კრუნჩხვა და აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო საკუთარი სხეულის მართვა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ დასახმარებლად დაეძახა თავისი მშობლებისთვის (იოსები და ანა) ან მისი დებისთვის. ”ვურცბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში” ნევროლოგმა მას დაუსვა ეპილეფსიის დიაგნოზი. იმის გამო, რომ ეპილეფსიური შეტევები იყო ძალიან ხშირი, რასაც შემდგომ მოჰყვა დეპრესია, გადაწყდა, რომ ანელიზე მოეთავსებინათ კლინიკაში. აღნიშნული ეპილეფსიური შეტევების, შემდეგ მალევე ანელიზეს დაეწყო ”ჰალუცინაციები” და იგი ყოველდღიური ლოცვის დროს ხედავდა ეშმაკის სახეებს. ეს იყო 1970 წლის შემოდგომა, და სანამ დანარცენი ახალგაზრდობა უბრალოდ ტკბებოდა ცხოვრებით, ამასობაში ანელიზ მიშელი იტანჯებოდა იმ აზრით, რომ ის იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტ ახსნას უბრალოდ ვერ უძებნიდნენ იმ ფაქტს, რომ ის ხედავდა დემონებს ლოცვის დროს. საკმაოდ მალე მას ხილვების გარდა უკვე ხმებიც ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ის ”ჯოჯოხეთში დაიწვებოდა”. მან ექიმთან საუბარში ერთხელ აღნიშნა, რომ შემოჩენილი ყავდა დემონები, რომლებმაც მისი მართვა და მისთვის ბრძანებების მიცემა დაიწყეს.
ექიმები ვერაფრით ეხმარებოდნენ, და ანელიზემ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისთვის დანიშნული მედიკამენტები რაიმე შედეგს გამოიღებდნენ. 1973 წლის ზაფხულში, მიმსმა მშობლებმა, მიაკითხეს რამოდენიმე ეკლსესიას და მღვდელს ეგზორციზმის მოთხოვნით. თუმცა არავინ თანხმდებოდა და ურჩევდნენ 20 წლის ანელიზეს გაეგრძელებინა დანიშნული მკურნალობდა და მიეღო შესაბამისი მედიკამენტები. მათ აუხსნეს, რომ პროცესი, რომლის მიხედვითაც ეკლესია უფლებას იძლევა ჩატარდეს ეგზორციზმი, მკაცრადაა გაწერილი, და მანამ სანამ ყველა კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ეკლესიის წინამძღვარი ვერ გასცემს თანხმობას ეგზორციზმის ჩატარებაზე (1952 წელს ეგზორციზმის რომაულ რიტუალში შევიდა ცვლილება, იმის შესახებ, რომ მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფსიქიკური აშლილობა და სატანით შეპყრობა ერთმანეთისგან და პაციენტის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს, რამოდენიმე კრიტერიუმს (იხილეთ ზოგადი წესები ეგზორციზმის შესახებ)). რამოდენიმე კრიტერიუმი კი ასეთია: განსაკუთრებული აუტანლობა რელიგიური სიმბოლოების მიმართ, საუბარი პაციენტისთვის უცხო ენაზე და არაადამიანური ძალების ფლობა. 1974 წელს, ანელიზეზე დაკვირვების შემდგომ, მღვდელმა ერნსტ ალტმა, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარს სთხოვა თანხმობა ეგზორციზმის ჩატარებაზე. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, და ანელიზეს მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტად რელიგიური ცხოვრებით ეცხოვრა, რათა ეპოვა სულიერი სიმშვიდე. ამის მიუხედავად შეტევები არ შემცირებულა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ანელიზ მიშელი, სახლში (კლინბენბერგში) ცხოვრობდა, ის გახდა აგრესიული, დაიწყო საკუთარი თავის დასახიჩრება, ცემა, კბენდა ოჯახის სხვა წევრებს. ის უარს აცხადებდა კვებაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ დემონები არ აძლევდნენ ამის უფლებას. ეძინა ქვის იატაკზე, ჭამდა ობობებს, ტარაკნებს და სვამდა საკუთარ შარდს. საათების განმავლობაში ისმოდა მისი განწირული ყვირილი, ის ამტვერვდა ჯვარცმებს, იესო ქრისტეს ხატებს. ანელიზესთვის ბუნებრივი მდგომარეობა გახდა თვითდაშავება, საკუთარ შარდში ძილი ქვის იატაკზე, საკუთარი ტანსაცმის დახევა.
მას შემდეგ რაც გაჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ ანელიზე მიშელი იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ, 1975 წლის სექტემბერში, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარმა, იოსებ სტანგლმა, მისცა უფლება არნოლდ რენცს და ერნსტ ალტს, ჩაეტარებინათ ეგზორციზმი ანელიზე მიშელისთვის. გამოვლინდა, რომ ანელიზესგან უნდა გაედევნათ 6 დემონი (ეგზორციზმის რიტუალში მთავარია ჩასახლებული დემონების ვინაობის დადგენა, რასაც როგორც წესი ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა ამის გარეშე წარმატება გამორიცხულია, ეგზორციზმის დროს დადგინდა რომ ანელიზეში ჩასახლებული იყო 6 დემონი) ლუციფერი (რაც ყველაზე მეტად იწვევს ეჭვს), იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰილტერი და ფლაიშმანი (ეს უკანასკნელი არის მე-16 საუკუნეში მოღვაწე დაცემული მღვდელი). 1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე კვირაში დაახლოებით ერთი ან ორი ეგზორციზმის სესია უტარდებოდა ანელიზეს. ზოგჯერ შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი დაჭერა სამ კაცს უხდებოდა ან ჯაჭვითა აბამდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ანელიზეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო კვლავ ინსტიტუტში სიარული და ეკლესიაშიც დადიოდა.
თუმცა შეტევები არ შეწყვეტილა, ის ხშირად ხდებოდა პარალიზებული. ეგზორციზმი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ერთი და იგივე ლოცვებით. ანელიზ მიშელი ეგზორციზმის დროს ჩაიწერა 40 აუდიო კასეტა (ეს ადუიო მასალები შემდეგ გამოყენებულ იქნა სასამართლოზე მტკიცებულებად, ამ მასალის მოსმენა შეგიძლიათ youtube.com-ზე, თუმცა სუსტი ნერვების პატრონებს ვურჩევ თავი შეიკავონ). ეგზორციზმის უკანასკნელი სესია ანელიზეს ჩაუტარდა 1976 წლის 30 ივნისს, მას ამ დროს უკვე ჰქონდა ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და გამოფიტული იყო უჭმელობისგან. იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეეძლო, იმ დღეს უტხრა დედამისს, რომ ძალიან ეშინოდა.
ანელიზე ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ასე გამოიყურებოდა, მანამდე კი სავსებით ნორმალური ახალგაზრდა იყო. მეორე დღეს 1 ივლისს ანელიზ მიშელი გარდაიცვალა. გამოძიება ღნიშნულ საკითხზე დაიწყო დაუყოვნებლივ. სასამართლოზე ვერ მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ ანელიზ მიშელი იტანჯებოდა ეპილეფსიითა და სერიოზული ფსიქიური აშლილობით (შიზოფრენიით), თუმცა რა თქმა უნდა ვერც იმის დამტკიცება გახდა შესაძლებელი, რომ ის ნამდვილად შეპყრობილი იყო დემონებით. მღვდელს მიესაჯა 6 თვიანი პატიმრობა და შემდეგ პირობითი მსჯავრი., თუმცა მშობლები ბოლომდე უჭერდნენ მხარს მღვდელს (ეგზორცისტს) და დარწმუებულები იყვნენ, რომ მათი გადაწყვეტილება იყო სწორი.
ამ საკითხზე გადაღებულია საკმაოდ ცნობილი ფილმი the exorcism of emily rose, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს განვითარებულ მოვლენებს.
ნახეთ სრულად ძაან საინტერესოა და საშიში ყველაფერი კოცემულია ფილმის სახელიც ყოუტუბზე რეალური ხმების ჩანაწერები და ყველაფერი
დამატებულია (02/02/2014, 19:59) --------------------------------------------- ცხოვრებაში ფილმის არ შემშინებია არცერთის და ერთადერთი ფილმია რომელმაც მართლა შემაშინა პირველად რომ ვნახე ნუ ადრე იყო ალბათ პატარა რომ ვიყავი უფრო მაგ პონტში ეხლა აგარ მეშინია მაგრამ მაგარია