|
ძველი მომხმარებლები
|
|
|
| |
BrawlerJoe  | თარიღი: პარასკევი, 12/02/2021, 02:13 | შეტყობინება # 151 |
| ავტორი BrawlerJoe 12/02/2021, 02:13 | პოსტი # 151 |
--- ▼ ---
სტუდენტი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 8
|
ჩათი დაბრუნდეს და საიტიც მოიხოდება. 24/7ზე აქ ვეგდე თავიდან ჩათის გამო :3 ნუ მარტო ჩათიც არაა ახლა ხალხი თუ არ იაქტიურებს ისე აზრი არ აქვს.
|
| |
|
|
|
|
|
| |
B13  | თარიღი: ოთხშაბათი, 10/03/2021, 11:09 | შეტყობინება # 152 |
| ავტორი B13 10/03/2021, 11:09 | პოსტი # 152 |
--- ▼ ---
ჩუნინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 250
|
11წელი გავიდა რაც აქ დავრეგისტრდი
|
| |
|
|
|
|
|
| |
tazikia111  | თარიღი: პარასკევი, 07/05/2021, 20:17 | შეტყობინება # 153 |
| ავტორი tazikia111 07/05/2021, 20:17 | პოსტი # 153 |
--- ▼ ---
ჯოუნინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 418
|
როგორ მომენატრა აქაურობა იმედია ერთ დღეს გაცოცხლდება ეს საიტი
|
| |
|
|
|
|
|
| |
ilia_Uchiha  | თარიღი: შაბათი, 16/10/2021, 22:26 | შეტყობინება # 154 |
| ავტორი ilia_Uchiha 16/10/2021, 22:26 | პოსტი # 154 |
--- ▼ ---
გენინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 134
|
მიკვირს ეა საიტი დღემდე როგორ ფუნქციონირებს ხალხიც ბევრი არ შემოდის ეჰ RP მაიმც რომ აქამდე არ გათიშეს იმედია როდესმე ისევ მოიხოდება
|
| |
|
|
|
|
|
| |
romiko  | თარიღი: კვირა, 14/01/2024, 14:51 | შეტყობინება # 155 |
| ავტორი romiko 14/01/2024, 14:51 | პოსტი # 155 |
--- ▼ ---
სტუდენტი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 5
|
Quote Uchihaborn (  ) romiko, აბიტურიენტი რომიკო არწარმომიდგენია :დდდდდ
ეჰ ... ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე უნივერსიტეტი, ჩავაბარე მაგისტრატურაზე, დავამთავრე, და ახლა საფრანგეთში მეორე მაგისტრატურაზე :(( Time flies so fast
|
| |
|
|
|
|
|
| |
smiley  | თარიღი: ოთხშაბათი, 04/09/2024, 01:00 | შეტყობინება # 156 |
| ავტორი smiley 04/09/2024, 01:00 | პოსტი # 156 |
--- ▼ ---
გენინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 136
|
...
არადა ქართველი weaboo ქომიუნითი ვიმსახურებთ ერთ ფორუმს
|
| |
|
|
|
|
|
| |
KETACHIKSSS  | თარიღი: სამშაბათი, 24/09/2024, 21:23 | შეტყობინება # 157 |
| ავტორი KETACHIKSSS 24/09/2024, 21:23 | პოსტი # 157 |
--- ▼ ---
|
გამარჯობა როგორ მომნატრებია აქაურობა <3 დზლივს ვიგებ რა სად არის მგონი სწორად ვწერ ჩატში  დამატებულია (24/09/2024, 21:24) --------------------------------------------- sakura-kate mecera adre :')
|
| |
|
|
|
|
|
| |
sakuraa  | თარიღი: კვირა, 02/03/2025, 15:15 | შეტყობინება # 158 |
| ავტორი sakuraa 02/03/2025, 15:15 | პოსტი # 158 |
--- ▼ ---
აკაცუკი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 1338
|
თუ მჯეროდეს რომ 15 წელი გავიდა არ ვიცი ჩემს მერე თუ ვინმე შომოვა მაგრამ ყველას გამარჯობას გადმოგცემთ ძალიან ნოსტალგიურად ვიხსენებდი აქ გატარებულ 2 წელიწადს ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან გატარებული წლები ამ ფორუმზე. იმედია ყველას ყველაფერი კარგად გაქვთ არა უფრო საუკეთესოდ ☺️ და ყველას წარმატებებს გისურვებთ
|
| |
|
|
|
|
|
| |
sofodardzulidze  | თარიღი: შაბათი, 05/04/2025, 23:30 | შეტყობინება # 159 |
| ავტორი sofodardzulidze 05/04/2025, 23:30 | პოსტი # 159 |
--- ▼ ---
|
სულ შემთხვევით ვიპოვე ეს ფორუმი, არც ნოსტალგია მაკავშირებს, არც არაფერი... ბოდიშს ვიხდი, ცოტა შემოგეჭერით ან რა შუაშია მაგრამ სხვა გზა არ მაქვს - წიგნის ავტორს ვეძებ. აქ სვორდსმენი ეწერა, "მეთორმეტე"-ს ავტორია. მისი გვერდი ვნახე და მაინც არ ვიცი ვინაა. ჩემი ბავშვობაა ეგ წიგნი და ძალიან გამახარებთ ვინმე თუ დამაკავშირებთ ამ ბიჭთან :(
|
| |
|
|
|
|
|
| |
MainUser  | თარიღი: ოთხშაბათი, 05/11/2025, 08:19 | შეტყობინება # 160 |
| ავტორი MainUser 05/11/2025, 08:19 | პოსტი # 160 |
--- ▼ ---
სანინი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 1914
|
sofodardzulidze, ეგ არ ვიცი მაგრამმ რეპუტაციას მოგიმატებ
|
| |
|
|
|
|
|
| |
Sanins  | თარიღი: კვირა, 16/11/2025, 02:22 | შეტყობინება # 161 |
| ავტორი Sanins 16/11/2025, 02:22 | პოსტი # 161 |
--- ▼ ---
სტუდენტი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 19
|
შემოვედი და მიხვდი - იმ ძველი მომხარებლების ახალი ექაუნთები აღარ მახსოვს ორიგინალში ვის ეკუთვნის. არადა ის მახსოვს რომ ახლები არ არიან. იყო დრო საინტერესო დიალოგები გვქონდა, ვხვდებოდით, ვერთობოდით. ბოლოს Sharinboy ვნახე ბათუმში, იქამდე რამდენი წელი ვიცნობდით ოღონდ არ მახსოვს. ამ ფორუმზე ბავშვობა, თინეიჯერობა მახსენდება და ის დინამიკა და ვაიბი , რაც არც სხვა სოციალურ ქსელში მინახავს და არც სხვა ფორუმზე. 20 წლის ანიმეშნიკებს რომ ვეკითხები ფორუმზე თუ არიან, პასუხად მიბრუნებენ რომ მილენიალები არ არიან, ჯენ ზი არიან უკვე. ხომ, ცუდი შეგრძნებაა როცა აცნობიერებ რომ ისეთი ახალგაზრდა უკვე აღარ ხარ. მაგრამ, იმასაც ვხვდები რომ რაც ჩვენ გვქონდა ის უკვე ჩვენს შემდეგ თაობას აღარ ექნება. ბოლო მატარებელში მოვასწარით შესვლა? არ ვიცი, ალბათ ასეც არის. გავიზარდეთ, ზოგმა გამელოტებაც მოვასწარით და დარჩა აქაურობა, ისე როგორც წლების წინ იყო. ჩხუბიც ყოფილა და უსიამოვნებაც, ეგ არაფერი, ტესტერონით გაჯერებული ბიჭები უშენდნენ ერთურთს "ტკბილ" სიტყვებსაც და მუშტებსაც. ამას სერიოზულად არც აღვიქვავ, რაც მაფიქრებს და დღემდე მგრუზავს მიკოს წასვლაა. მიკოს მე რეალურად ვიცნობდი, ვინც არ იცით საატესტატო გამოცდების წინა პერიოდში მოიკლა თავი. დღემდე მახსოვს თავზე გადაფარებული სუდარა, სახე იმდენად ქონდა დაზიანებული. 18 წლის იყო მხოლოდ. ჰოდა ამ ცქრიალა გოგოს გაუმარჯოს იქ სადაც არის. მე სულ მახსოვს და არ მავიწყდება <3 ყველას წარმატებები თქვენს აწ უკვე ზდასრულ ცხოვრებაში ფორუმელებო.
შეტყობინება დაარედაქტირა: Sanins - კვირა, 16/11/2025, 02:25
|
| |
|
|
|
|
|
| |
sofodardzulidze  | თარიღი: ორშაბათი, 17/11/2025, 00:04 | შეტყობინება # 162 |
| ავტორი sofodardzulidze 17/11/2025, 00:04 | პოსტი # 162 |
--- ▼ ---
|
MainUser, უღრმესი მადლობა, ცოტა ხნის წინ ვიპოვე, თან უბნელი აღმოჩნდა <3 მოვახერხე მადლობის თქმა ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნისთვის. Sanins, მესმის თქვენი ნოსტალგია, მე თვითონ არ ვიყავი ამ ფორუმზე და რატომღაც მეც მაწვება როცა აქ შემოვდივარ.. ბოლო თაობა ხართ ალბათ რომელიც ასეთი ლაღი და მხიარული იყო. მიკოზე რაღაცები წავიკითხე და თითქმის ერთი წელია უკვე ამ გოგოზე მაინც მეფიქრება. საშინელება მოხდა, მაგრამ მიხარია, რომ ვინც იცნობდით მის ხსოვნას გულით ატარებთ. აშკარად კარგი კოლექტივი იყავით აქ და დასანანია, რომ მე მაგ დროს ზედმეტად პატარა ვიყავი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :) სვორდსმენი ოფიციალურად ნაპოვნია
|
| |
|
|
|
|
|
| |
ika-NEJI  | თარიღი: ორშაბათი, 02/02/2026, 18:48 | შეტყობინება # 163 |
| ავტორი ika-NEJI 02/02/2026, 18:48 | პოსტი # 163 |
--- ▼ ---
სტუდენტი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 71
|
თუ კიდე ჩემსავით გაახსენდება აქაურობა და ამას წაიკითხავს, იქნებ რამენაირად ჩატი გავაკეთოთ სადმე, ან ტელეგრამზე ან ნებისმიერ სხვა პლათფორმაზე და ნელნელა შევაგროვოთ ხალხი. არ ვიცნობდი ბევრს აქ , პატარა მორცხვი ბავშვვი ვიყავი 2010 ში მაგრამ აქაურობა ძაან ასწორებდა , ისე ძაან რომ სულ მახსოვს და რაღაც პერიოდულობით სულ ვამოწმებ ფორუმს :დდდ ხოდა რავი თუ გეგულებათ ვინმეს რამე ჩატი ან ჯგუფი , კიდევ შემოვალ ხოლმე და იქნებ ოდესმე პასუხი დამხვდეს .
|
| |
|
|
|
|
|
| |
romiko  | თარიღი: სამშაბათი, 03/03/2026, 14:59 | შეტყობინება # 164 |
| ავტორი romiko 03/03/2026, 14:59 | პოსტი # 164 |
--- ▼ ---
სტუდენტი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 5
|
Quote ika-NEJI (  ) თუ კიდე ჩემსავით გაახსენდება აქაურობა და ამას წაიკითხავს, იქნებ რამენაირად ჩატი გავაკეთოთ სადმე, ან ტელეგრამზე ან ნებისმიერ სხვა პლათფორმაზე და ნელნელა შევაგროვოთ ხალხი. არ ვიცნობდი ბევრს აქ , პატარა მორცხვი ბავშვვი ვიყავი 2010 ში მაგრამ აქაურობა ძაან ასწორებდა , ისე ძაან რომ სულ მახსოვს და რაღაც პერიოდულობით სულ ვამოწმებ ფორუმს :დდდ ხოდა რავი თუ გეგულებათ ვინმეს რამე ჩატი ან ჯგუფი , კიდევ შემოვალ ხოლმე და იქნებ ოდესმე პასუხი დამხვდეს .
კარგი იდეაა, კარგი დრო იყო ნამდვილად
|
| |
|
|
|
|
|
| |
sharinboy  | თარიღი: ოთხშაბათი, 18/03/2026, 03:40 | შეტყობინება # 165 |
| ავტორი sharinboy 18/03/2026, 03:40 | პოსტი # 165 |
--- ▼ ---
ნინძა-მედიკი
ჯგუფი: User
ჯამური პოსტები: 733
|
Quote Sanins (  ) შემოვედი და მიხვდი - იმ ძველი მომხარებლების ახალი ექაუნთები აღარ მახსოვს ორიგინალში ვის ეკუთვნის. არადა ის მახსოვს რომ ახლები არ არიან. იყო დრო საინტერესო დიალოგები გვქონდა, ვხვდებოდით, ვერთობოდით. ბოლოს Sharinboy ვნახე ბათუმში, იქამდე რამდენი წელი ვიცნობდით ოღონდ არ მახსოვს. ამ ფორუმზე ბავშვობა, თინეიჯერობა მახსენდება და ის დინამიკა და ვაიბი , რაც არც სხვა სოციალურ ქსელში მინახავს და არც სხვა ფორუმზე. 20 წლის ანიმეშნიკებს რომ ვეკითხები ფორუმზე თუ არიან, პასუხად მიბრუნებენ რომ მილენიალები არ არიან, ჯენ ზი არიან უკვე. ხომ, ცუდი შეგრძნებაა როცა აცნობიერებ რომ ისეთი ახალგაზრდა უკვე აღარ ხარ. მაგრამ, იმასაც ვხვდები რომ რაც ჩვენ გვქონდა ის უკვე ჩვენს შემდეგ თაობას აღარ ექნება. ბოლო მატარებელში მოვასწარით შესვლა? არ ვიცი, ალბათ ასეც არის. გავიზარდეთ, ზოგმა გამელოტებაც მოვასწარით და დარჩა აქაურობა, ისე როგორც წლების წინ იყო. ჩხუბიც ყოფილა და უსიამოვნებაც, ეგ არაფერი, ტესტერონით გაჯერებული ბიჭები უშენდნენ ერთურთს "ტკბილ" სიტყვებსაც და მუშტებსაც. ამას სერიოზულად არც აღვიქვავ, რაც მაფიქრებს და დღემდე მგრუზავს მიკოს წასვლაა. მიკოს მე რეალურად ვიცნობდი, ვინც არ იცით საატესტატო გამოცდების წინა პერიოდში მოიკლა თავი. დღემდე მახსოვს თავზე გადაფარებული სუდარა, სახე იმდენად ქონდა დაზიანებული. 18 წლის იყო მხოლოდ. ჰოდა ამ ცქრიალა გოგოს გაუმარჯოს იქ სადაც არის. მე სულ მახსოვს და არ მავიწყდება <3 ყველას წარმატებები თქვენს აწ უკვე ზდასრულ ცხოვრებაში ფორუმელებო.
შენი ნახვა ძალიან გამიხარდა, თან მართლა რამდენი ხანია ვმეგობრობდით მანამდეც. პატარა სანინსა მახსოვდი და დიდი კაცი დამხვდი ბულვარში.
კი, დავიზარდეთ და ისეთი ყიველდღიური კონტაქტი აღარ არის როგორც ადრე მაგრამ ამ საიტიდან იმდენი ადამიანი შემომრჩა დღემდეც..
მაგალითად 2 წლის წინ ქუთაისში დარჩენა მომიწია, საპროექტო ტერიტორიის მოკვლევის შემდეგ შემაგვიანდა და B13 ის სასტუმროში გავათენეთ მე და ჩემმა თანამშრომლებმა ღამე . თენგო მანამდეც მყავს ნანახი 2013 წელს.
Nobody TokoD და კიდე რამდენიმე ბიჭი csgoს სტაბილურად ვთამაშობდით ერთად და მაგის გარეთაც მშვენიერი მეგობრები ვართ.
Reepshatake პვპ ბეტლის პირველ ფინალზე დავინახე შესასვლელში მაგრამ ისეთი ჭყლეტა იყო დამეკარგა და მერე ვეღარც ვიპოვე .
Pa2ka არ მინახავს მაგრამ ჩატში b13 თან ერთად მივწერთ ხოლმე ერთმანეთს და ვულოცავთ ხან დაბადებისდღეს ხან ახალ წელს.
Knopka, aburame tako ..
კნოპკას ფორუმის შემდეგაც ძალიან ბწვრს ვწერდი და ძალიან თბილი მეგიბრული ურთიერთობა გვქონდა დიდი ხამი.
თაკოც ასევე, ბათუმში ჩამოვიდა რამდენიმე წლის წინ ( აღარ მახსოვს რამდენი ) და ვერ მოვახერხეთ შეხვედრა . როკერა , გაალანტი, ბაიკუნა, როკლი, ბარსა ფანი, რემოვერა , მოკლედ კიდევ ძალიან ბევრი მახსოვხართ და ყველას გისურვებთ ისეთივე ენერგიულები იყოთ სულ როგორც 15 წლის წინ ამ საიტზე.
ჯანდაბა :დ 15 წელი გავიდა? 15 წლის ვიყავი რო დავრეგისტრიდი აქ ახლა კიდე აპრილში 31 ის გავხდები ;დ
ეს სმაილი ისევ იწერება იმედია .
ბევრჯერ მითქვამს რომ განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანებისთვისაც ვისი ნიკნეიმებიც ახლა თავში თავისით მომდის და მახსენდება.
პატარა ეზო იყო, უბანი სადაც სულ ჟრიამული ისმოდა .. სკოლიდან ვბრუნდებოდით და შემდეგ აქ ვიკრიბებოდით ყველა. ბავშობის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ...
ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს და მეც როგორც ხედავთ დროგამოშვებით შემოვიჭყიტები ხოლმე.
გადავავლებ თვალს ბავშობაში დატოვებულ მოგონებების ნაკვალებს და მსიამოვნებს რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი.
შეტყობინება დაარედაქტირა: sharinboy - ოთხშაბათი, 18/03/2026, 14:12
|
| |
|
|
|
|