მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის, მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს.. მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა, მიმოფანტული ველებზე თეთრად, მიყვარს ნაძვის ხე, ბუხარი, სითბო.. ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს.. ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს დღის და ღამის არევა, რომც გტკიოდეს,რომც გციოდეს, იქ თქვით ლუდის დალევა...
P.S. ჩვენ ერთად ვართ მთავარია მერე რა რო ზამთარია....
მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის, მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს.. მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა, მიმოფანტული ველებზე თეთრად, მიყვარს ნაძვის ხე, ბუხარი, სითბო.. ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს.. ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს დღის და ღამის არევა, რომც გტკიოდეს,რომც გციოდეს, იქ თქვით ლუდის დალევა...
P.S. ჩვენ ერთად ვართ მთავარია მერე რა რო ზამთარია....
ჩემი ბიოგრაფია, პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური, ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით და თავმდაბალი, საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _ და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას: არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად, არა ვყოფილვარ ასოთამწყობი, არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და ახლად გამოსულ გაზეთების არომატი, არც დიდ ქუჩებში მიმუშავია
ფეხსაცმლის მწმენდავად, წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ და ლომიც კი არ მომიკლავს. და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც
გაგიკვირდებათ, რომ არ მყოლია მეგობარი არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი, არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ბოზი, არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი, არც სომეხი, არც რუსი, არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი. მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა როგორც ერთობა კაცისა და ბუნების ყველა კანონების, მიყვარდა მეფე ოიდიპოს თავისი ვნებით, თავისი ბედით, დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა. მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით, მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით და მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!? მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით და კაცი თავისი ნერვიული ხმით, წინასწარმეტყველში მიყვარს მისი კაცური ტანჯვა და არა მისი წინასწარჭვრეტა. კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა, ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის. მე ვიცი: ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა: კაცის და მხეცის. ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ, ერთიანი მსოფლიოს
პირველო პოეტო, ჩემო სამშობლოვ, საქართველო, მცხოვრებო ცხოვრებით
მთელი მსოფლიოსი. დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის, ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით, გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ, მღერის შენზე, გრძნობებზე,
ომში ვაჟკაცობაზე,
სიყვარულზე, მეგობრობაზე,
ბრძოლაში მშვიდობაზე,
მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე და შექსპირი
იყვნენ ღირსი ქართველობის. ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო, რატომ ტოვებ ჩრდილში რუსთაველს და საქართველოს,
რატომ? რატომ? რატომ?! ხომ არ გეშინია შენი თავის?! აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია, ყველაზე მეტი უსაქმური, ყველაზე მეტი მშიშარა აქ არ არის კონტრასტი! აქ არიან მხდალები და ნიჭიერები, აქ არიან არტისტები ცხოვრებაში, უიღბლოები ნამდვილ სცენაზე, აქ არიან უხმო მომღერლები. დამალეთ, დამალეთ, დამალეთ ეს ქვეყანა!
ჩემი ბიოგრაფია, პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური, ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით და თავმდაბალი, საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _ და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას: არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად, არა ვყოფილვარ ასოთამწყობი, არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და ახლად გამოსულ გაზეთების არომატი, არც დიდ ქუჩებში მიმუშავია
მე ვერ მოვკვდები ამ მკვდრულ ყოფაში, მე ვერ მოვკვდები ამ მკვდარ ქალაქში; მე ვერ მოვკვდები ამ ყრუ ოთახში, _ გამოღამებულ თავის ქალაში. მე დავიღალე, – ცისფერ ზღაპარში ყოველდღიური შხამის წვეთებით; ჩემივე სულის დახშულ საკანში განუწყვეტელი ჩემი წყვეტებით. მე რა მინდოდა აქ – ამ კუბოში! აქ ყოფნა მართლა არის უცები... ...წავალ, მშობლიურ მთების უბეში დასჯილ ბავშვივით გავისუსები. ოჰ, მშობლიური მთების წვეტებო, მოვალ, თქვენს ჩრდილებს შევეკედლები განუწყვეტელი ჩემი წყვეტებით... მარადიული ჩემი ვედრებით. ოჰ, მშობლიურო სოფლის ბინდებო, (ქალაქში სულებს ხრავენ სულები...) ერთხელაც თქვენთან ავბიბინდები და მერე მშვიდად აღვესრულები. თეიმურაზ აბულაძის ლექსია.მე ძალიან მომეწონა და თან მეგვარეა ჩემი:Dმოკლედ რა ნიჭიერები ვართ აბულაძეები
დამატებულია (05/02/2014, 20:54) --------------------------------------------- და კიდევ ლადო ასათიანიც მინდა ვახსენო
ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა... ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მე ვერ მოვკვდები ამ მკვდრულ ყოფაში, მე ვერ მოვკვდები ამ მკვდარ ქალაქში; მე ვერ მოვკვდები ამ ყრუ ოთახში, _ გამოღამებულ თავის ქალაში. მე დავიღალე, – ცისფერ ზღაპარში ყოველდღიური შხამის წვეთებით; ჩემივე სულის დახშულ საკანში განუწყვეტელი ჩემი წყვეტებით. მე რა მინდოდა აქ – ამ კუბოში! აქ ყოფნა მართლა არის უცები... ...წავალ, მშობლიურ მთების უბეში დასჯილ ბავშვივით გავისუსები. ოჰ, მშობლიური მთების წვეტებო, მოვალ, თქვენს ჩრდილებს შევეკედლები განუწყვეტელი ჩემი წყვეტებით... მარადიული ჩემი ვედრებით. ოჰ, მშობლიურო სოფლის ბინდებო, (ქალაქში სულებს ხრავენ სულები...) ერთხელაც თქვენთან ავბიბინდები და მერე მშვიდად აღვესრულები.
ნეტავ მას, ვისაც ჯერ ისევ სჯერა, რომ ამოვყინთავთ ცთომათა ზღვიდან! მართლა საცოდნელს ვიმეცნებთ ვერა, შემოგვიბრძნია რაც არად გვინდა. . . თუმცა დროც ვნახე მაგაზე ხვნეშის, დგას შეღამების მშვენება წყნარი, ქოხებს გახედე ჩამავალ მზეში, მთის სიმწვანეზე დაფენილ არილს! მზე მიდის, ჩადის, მზევდება სხვაგან, თვალსაწიერი დასტოვა ჩვენი. ო, ფრთები მომცა, ავფრინდე ლაღად! ო, მზის კვალდაკვალ მატარა ფრენით! დავცქერდე მიწას, გალურსულს დაბლა, დაისის შუქზე ფერებს რომ იცვლის, გარინდულ ტყე-ველს, მყინვართა ლაპლაპს, მდინარის ჩახჩახს, წყაროთა ლიცლიცს. ვერ შეაბრკოლონ ღვთიური ქროლა ვერა უფსკრულთა, ვერა მწვერვალთა, ჰა, გაოცებულ თვალთა წინ ზოლად, ზღვის თბილი უბე ამოელვარდა. მე მივფრენ, მწუხრის გადამლახველი, მზე არ ჩამიდის, არ მტოვებს წამ-ერთ, ჩემს წინ დღეა და ჩემს უკან ღამე, თავზემოთ ცა და ფერხთით ტალღები. . . მკრთალდება, ჩაქრა, გასხლტა ზმანება, ისევ ბინდში და მიწაზე ვრჩები, ვაგლახ, სულიერ ამ ფრთოვანებას, რად ხორციელიც არ ესხმის ფრთები! მაინც წინ გვიხმობს ფარული ვნება, იქ, მაღლა, ცისკენ, ლაჟვარდთა მხარეს, როცა ტოროლა ზარივით დარეკს და ლურჯ სივრცეში წკრიალით ქრება, ან ფრთაგაშლილი არწივი რიხით ციცაბო ტევრთა თხემებზე ხვივის, ან მიფრენს ტბებს და ტრამალებს იქით სამშობლო მხრისკენ წეროთა მწკრივი.
გენიალური მომენტი, გენიალური პოემიდან "ფაუსტი", გენიალური მთარგმნელისგან დავით წერედიანისგან. :დ
Emptiness მ ინდა გავშორდე ამ რეალობას ა ნდაც გავექცე ამ ფუჭ სიცოცხლეს, რ ოგორ გავშორდე ამაოებას ტ ანჯულ ყოფას და ფუჭ სიცოცხლეს? ო დეს ჩემს გულში მყოფი ის გრძნობა ო დეს სიცოცხლე რომ შემაყვარა ბ იძგი რომ მომცა კვლავ მეარსება ა ნდაც რომ მეთქვა, მე შენ მიყვარხარ...
ეჰ, არა.. პირველი ჯერ, მეორე ვერ ვიშოვე. წერედიანმა ახლა თარგმნა ეს პირველი და სხვისი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, თუ იცი რომ აქვთ სადმე და მეტყვი- გამახარებ